Samtskhe-Javakheti State University Journals
Not a member yet
    321 research outputs found

    შამილის სახე აკაკი გაწერელიას პროზაში

    Full text link
    Remarkable writer of the 20th century Akaki Gatserelia`s artistic work takes up a lot of space to show the face of Shamil, the face of a proud son of the mountain. In general ,in the works of Georgian writers, the face of Shamil appears to be a paradigm of disobedience and a hero fighting for freedom. Akaki Gatserelia`s historical novels are created with this attitude. The article contains artistic analysis of Akaki Gatserelia`s novels such as “One Day of the Imam”, “Imam in the lodge”, and “Bosco`s apprentice”. The author`s goal is to show the face of the hero Shamilstruggling for freedom on the one hand, and on the other hand to urge contemporaries to fight for freedom.მეოცე საუკუნის თვალსაჩინო მწერლისა და მეცნიერის, აკაკი გაწერელიას მხატვრულ შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს მთის ამაყი შვილის, შამილის სახის ჩვენებას. ზოგადად, შამილის სახე ქართველ მწერალთა შემოქმედებაში წარმოჩნდა როგორც ერთგვარი პარადიგმა დაუმორჩილებლობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირისა. ამ დამოკიდებულებითაა შექმნილი აკაკი გაწერელიას ისტორიული მოთხრობები.ნაშრომში მოცემულია აკაკი გაწერელიას მოთხრობების „იმამის ერთი დღე“, „იმამი ლოჟაში“ და „ბოსკოს შეგირდის“ მხატვრული ანალიზი.ავტორის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირის – შამილის სახის ჩვენება, მისი დამარცხების შემდეგ, ტყვეობაში, მისი იდეალიზება, მეორე მხრივ კი, თანამედროვეთათვის თავისუფლებისათვის ბრძოლის მოწოდება

    პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ზოგიერთი საკითხისათვის

    Full text link
             The paper refers to one of the new painful problems - COVID 19, the problems and crisis situations caused by it, influencing primarily economy and daily life of people. The fall in some sectors of economy is discussed and the required supportive measures and recommendations are given to find solutions and overcome global and including Georgian, difficult condition and avoid economic collapse.XXI საუკუნის საშიში მოვლენა, რომრლიც მთელი მსოფლოს მოედო და რამაც გამოიწვის ცხოვრების ერთგვარი დაპაუზება, არის COVID-19, იგი უკვე მოიაზრება გლობალურ პრობლემათა სიის თავში, რამაც გამოიწვია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა განსხვავებული პროცენტული მაჩვენებლებით განსხვავებულ ქვეყნებში, სოციალურ ფენებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი,ფსიქოლოგიური აშლილობა და ა.შ.              BBC წერს, რომ კორონა ვირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შედეგი გლობალურად სიღარიბეში მყოფი ადამიანების რაოდენობას ნახევარი მილიარდით გაზრდის. გაეროს კვლევის ანგარიშის მიხედვით-პანდემიის დასრულების დროს დედამიწის 7-8 მილიარდიანი მოსახლეობის ნახევარი შესაძლოა სიღარიბეში ცხოვრობდეს. გაღარიბების 40% აღმ.აზიასა და წყნარი ოკიანის რეგიონებში დაფიქსირდება, მესამედი კი აფრიკასა და სამხრეთ აზიაში.  ყველაფერ ამან კი ეჭქვეშ შეიძლება დააყენოს გაეროს მდგრადი განვითარების პროგრამა ,რომლის მიზანიც 2030 წლისათვის მსოფლიოში სიღარიბის დასრულებაა

    სასკოლო განათლებაში მიმდინარე ზოგიერთი ცვლილების შესახებ

    Full text link
    Still in the process the implementation the second generation of the national curriculum, project-based learning is widespread in secondary schools, which significantly increased the involvement of students in the learning process, contributed to the development of their high thinking skills (analysis, evaluation, synthesis) and the development of the twenty-first century skills such as: 1) Learning and invention, 2) Information, media and technology and 3) Life and career skills. At the same time, in cooperation with Samtskhe-Javakheti schools, it turned out to us that students of the mentioned schools, did not have proper information on regional issues, for example, students basic level of schools did not properly master the issue of Javakheti Protected Areas, at that time, according to the second generation of the national curriculum, the issue of protected areas was taught in a sixth grade science subject. We decided to implement educational project with the students of sixth grade at the subject science on the topic: Javakheti Protected Areas, specifically, at the issues of conservation measures for the flora and fauna of Javakheti. The implementation of the project was also driven by the desire of students to study better protected areas in the Samtskhe-Javakheti region; We also took into account the fact that theme about Javakheti Protected Areas in textbooks was not fully presented and discussed. Importantly, the educational project was related to the real life. At the stage evaluation, the project was positively assessed by teachers, students and their parents and they expressed a desire to hold similar events in the future. Next, in the 2018-2019 academic year, when the third generation of the national curriculum (2018-2024) was launched at the primary school level, we decided to carry out study activities on protected area issues again with sixth graders. Learning activities were selected according to the annual program of the nature study. Considering the content of the program and the recommended activities defined directions and achievable results. The students happily completed the complex assignments developed in accordance with the third generation of the national curriculum. They wrote essays, compiled projects, attempted to plan outschool activities. At the summary meeting students, teachers and parents of students analyzed completed work and assessed it positively. The parents liked the process of working on the complex assignments and they noted that a creative approach to a complex assignment allows all students to do work. At the summarizing stage it was also mentioned that previous academic years, in the process of the educational projects began after learning the theoretical part, at the stage of the current changes at the school education, in this case, according to the third generation of . the national curriculum when performing the complex assignments of the work begins at the beginning of the learning, for example, the execution of a project and the students associate the topic of the unit with a specific project in the learning process. Such work motivates students to learn, increases their interest in the subject and prepares them for life. In addition, the parents of the students realized their role in the educational process and expressed a desire to actively participate in this process.ჯერ კიდევ მეორე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ფართოდ გავრცელდა პროექტებით სწავლება, რამაც შესამჩნევად გაზარდა სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა; ხელი შეუწყო მათში მაღალი სააზროვნო უნარების (ანალიზი, შეფასება, სინთეზი) განვითარებას და ოცდამეერთე საუკუნის ადამიანისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, როგორიცაა: 1) სწავლისა და გამომგონებლობის, 2) საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური და 3) სასიცოცხლო და კარიერული უნარები.ამავე პერიოდში, სამცხე-ჯავახეთის სკოლებთან თანამშრომლობის დროს, ჩვენთვის საყურადღებო აღმოჩნდა, რომ აღნიშნული სკოლების მოსწავლეები სათანადოდ არ ფლობდნენ ინფორმაციას რეგიონის საკითხებზე, მაგალითად, საბაზო საფეხურის მოსწავლეები არ ფლობდნენ საკითხს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შესახებ მაშინ, როდესაც, იმ ხანად, მეორე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით, დაცული ტერიტორიების საკითხი ისწავლებოდა მეექვსე კლასის ბუნებისმეტყველების საგანში. ამდენად, გადავწყვიტეთ მეექვსე კლასის მოსწავლეებთან სასწავლო პროექტის განხორციელება ბუნებისმეტყველების საგანში ჯავახეთის დაცული ტერიტორიების თემაზე, კონკრეტულად, ჯავახეთის ფლორისა და ფაუნის დაცვითი ღონისძიებების საკითხებზე.პროექტის განხორციელება განაპირობა ასევე მოსწავლეთა სურვილმა - უკეთესად შეესწავლათ სამცხე-ჯავახეთის მხარეში დაცული ტერიტორიები. გავითვალისწინეთ ასევე ის გარემოება, რომ საკითხი ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შესახებ სახელმძღვანელოებში სრულყოფილად არ იყო წარმოდგენილი და განხილული.მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სასწავლო პროექტი დაუკავშირდა რეალურ ცხოვრებას. შეფასების ეტაპზე, პროექტი დადებითად შეფასდა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების მიერ და მათი მხრიდან გამოითქვა სურვილი მომავალშიც ამ სახის აქტივობების განხორციელების თაობაზე.მომდევნო, 2018-2019 სასწავლო წელს, როდესაც უკვე სკოლის დაწყებით საფეხურზე ამოქმედდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა (2018-2024), გადავწყვიტეთ დაცული ტერიტორიების საკითხებზე სასწავლო აქტივობების განხორციელება კვლავ მეექვსეკლასელებთან; სასწავლო აქტივობები შევარჩიეთ ბუნებისმეტყველების წლიური პროგრამის მიხედვით. პროგრამის შინაარსისა და სარეკომენდაციო აქტივობების გათვალისწინებით განვსაზღვრეთ მიმართულებები და მისაღწევი შედეგები. მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილ კომპლექსურ დავალებებს; დაწერეს ესეები, მოამზადეს პროექტი, შეეცადნენ საველე-გასვლითი სამუშაოს ანგარიშის მომზადებას და სხვ.შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა გააანალიზეს შესრულებული სამუშაოები და გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს. მშობლებმა მოიწონეს კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის პროცესი და აღნიშნეს, რომ კომპლექსური დავალებისადმი შემოქმედებითი მიდგომა ყველა მოსწავლეს აძლევს სამუშაოს შესრულების საშუალებას.შეჯამების ეტაპზე ასევე აღინიშნა, რომ გასულ სასწავლო წლებთან შედარებით, პროექტებით სწავლების პროცესში, თუ პროექტებზე მუშაობა იწყებოდა თეორიული ნაწილის შესწავლის შემდეგ, სასკოლო განათლებაში მიმდინარე ცვლილებების ეტაპზე, ამ შემთხვევაში, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად კომპლექსური დავალებების შესრულებისას სწავლების დასაწყისშივე იწყება მუშაობა, მაგალითად, პროექტის შესრულება და მოსწავლეები სასწავლო ერთეულის თემატიკას კონკრეტულ პროექტთან სწავლის პროცესშივე აკავშირებენ.ამ სახით მუშაობა მოსწავლეებს სწავლისადმი პოზიტიურად განაწყობს, ზრდის საკითხით მათ დაინტერესებას და ამზადებს ცხოვრებისთვის. გარდა ამისა, მოსწავლეთა მშობლებმა სასწავლო პროცესში სწორად გააცნობიერეს საკუთარი როლი და ამ პროცესში აქტიურად ჩართვის სურვილი გამოთქვეს

    ბრძოლა გვარამაძეობისთვის

    No full text
    The variance of family names in the first half of the XIXc is caused with different factors. Namely, with the rejection of traditional Georgian surnames. It began in the period of Ottomans, governance and went on in the period of Russia’s domination. One of them are surnames denot-ing skills that replace existed traditional Georgian family names. The history of a surname - Gvaramadze is a clear example. The main reason of the variance of family names is the rejection of tradi-tional Georgian surnames. First Ottomans’ began and then Russians continued it. New surnames were formed from nicknames (Zozoshvili) or from the terms denoting skills which had Russian –Georgian end-ings

    ტოპონიმი ჯგერილია//ჯგირელია და ქრისტიანული ღვთისმსახურების ენა ადრეული შუა საუკუნეების დასავლეთ საქართველოში

    Full text link
    In pre Christian and Christian period in East Black Sea, now days Abkhazia, on the reality of existence of Greece colonies and market, political, religion and business attitude between local population, language and especially the Greece Language had force on the local population speech. It is fact that first predictor Andrew the first and Simon from Canaan, in the west Georgia, in Egrisi and Abkhazia according A. Bakrdze, having the homily in Greece and at the same time they were trying to create written language on the base of local spoken language for the reason that to predict Christianity in local language was the priority for Christian ancestors. In the sources we base it is fact that IV-IX centuries in Colkheti which was under Byzantium, church service in parallel of Byzantium was in local Kolch (Zan) language. It is not surprising that local clique was using the Greece language as a language of communication with Greece people. So the existence of meaningful terms in church services confirm above mentioned fact. The confirmation of above mentioned fact is toponyms Jgerilia // jgerelia “saint Elia” as a geographical name of the valley and source in the village Sachikobave (Senaki municipality).წინარექრისტიანულ და ქრისტიანულ ხანაში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის, დღეს აფხაზეთად სახელდებულ ტერიტორიაზე ბერძნული კოლონიების არსებობისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ბერძენთა საქმიანი, სავაჭრო, პოლიტიკური, რელიგიური ურთიერთობების პირობებში, ყოველი ენა და განსაკუთრებით დიდი კულტურის მქონე ბერძნული ენა, გავლენას ახდენდა ადგილობრივი ხალხის ენაზე. ცხადია, პირველი ქრისტიანი მქადაგებლები – ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ეგრის-აფხაზეთში, ბერძნულად ეწეოდნენ პროპაგანდას და, ა. ბაქრაძის მოსაზრებით, ამასთანავე, ყოველთვის ცდილობდნენ დამწერლობისა და მწიგნობრობის შექმნას ადგილობრივ ენაზე, რადგან ხალხისათვის ქრისტეს მოძღვრების მშობლიურ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე ქადაგება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია.დამოწმებული და გაანალიზებული წერილობითი წყაროებით, საზოგადო ლექსიკით და ტოპონიმებით ნათელი ეფინება იმ ფაქტს, რომ IV-IX საუკუნეებში ბიზანტიის ძლიერი პოლიტიკურ-რელიგიური გავლენის ქვეშ მყოფი კოლხეთის შავიზღვისპირეთ-ში, საეკლესიო ღვთისმსახურება, ბერძნული ენის პარალელურად, ფრაგმენტულად მაინც, ადგილობრივ, კოლხურ (ზანურ) ენაზეც მიმდინარეობდა. არც ისაა გამორიცხული, რომ საოჯახო თუ საეკლესიო განათლების წყალობით კოლხეთის ადგილობრივი ელიტარული საზოგადოება ბერძნულს, როგორც ბერძნულ-ბიზანტიურ სამყაროსთან ურთიერთობის ერთადერთ საშუალებას, ძალიან კარგადაც ფლობდა, რამაც განაპირობა ყველაზე აუცილებელი საღვთისმეტყველო, ქრისტოლოგიური ტერმინების გადმოღება კოლხურში, თარგმნის, კალკირების ან მშობლიური ენის წიაღში ეკვივალენტების მოძიების გზით.თქმულის დასტურად უნდა მივიჩნიოთ ტოპონიმი ჯგერილია//ჯგირელია „წმინდა ელია“ – მინდვრისა და წყაროს სა-ხელწოდება ეკის მთის კალთაზე, სოფ. საჩიქობავოში (სენაკის მუნიციპალიტეტი)

    დამსაქმებელთა პრობლემები და მათი ინტერესების დაკმაყოფილების შესაძლებლობები სამცხე-ჯავახეთში

    Full text link
    In the face of global challenges, fierce competition, the information technology revolution, and ever-increasing organizational change, government agencies and businesses are increasingly taking on the responsibility of training and retaining employees, especially in the long run. In most cases, they apply to "outsourcing". The aim of the research is to study the demands and problems of employers in Samtskhe-Javakheti, which are faced in the process of personnel selection, against the background of global challenges, organizational changes and changes in the requirements for employees. Analyze the skills most in demand and needed for employers and compare the skills and competencies needed for employment by graduates, developed in the process of studying in higher education. The study was based on the results of an online survey analysis of 22 employers in Samtskhe-Javakheti region (public-10 and private-12) and 62 graduates of various faculties of SJSU. Quantitative research, comparative method, interview, open and closed questionnaire, analysis and synthesis methods were used in the research. Conclusions are made based on the results of the research, namely:* Most employers need qualified, trained staff who, in addition to technical and cognitive skills, will have the skills of responsibility, time management, teamwork and respect for others, collaboration, analytics, decision making, negotiation, IT, communication, good writing and speaking skills. . * Due to the lack of skills needed by employers, graduates find it difficult to become competitive in the employment market and achieve career success. Based on the results of the research, specific recommendations have been developed which, in our opinion, will help to increase the employment prospects of university graduates and their career success.  * Due to the lack of skills needed by employers, graduates find it difficult to become competitive in the employment market and achieve career success.გლობალური გამოწვევების, მძაფრი კონკურენციის, ინფორმაციული ტექნოლოგიების რევოლუციისა   და მუდმივად  მზარდი ორგანიზაციული ცვლილებების  პირობებში სახელმწიფო დაწესებულებები და ბიზნეს–ორგანიზაციები სულ უფრო ნაკლებად იღებენ პასუხისმგებლობას დასაქმებული კადრის კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ გადამზადებაზე, მით უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების რევოლუციის მიერ შემოთავაზებულმა შესაძლებლობებმა, შექმნა ფართო ასპარეზი დამოუკიდებელი მუშაობისათვის, ანუ თვითდასაქმებისთვის. გაიხსნა დიდი სივრცე მათთვის, ვისაც სურთ თვითონ მართონ თავისი კარიერა და შექმნან სამუშაო ადგილები.  (Akudoviciute,A.,…2014:58). ამასთან ერთად,  მძაფრი კონკურენციის პირობებში, როცა უამრავი კომპანია ყოველდიურად კოტრდება და ,,ნადგურდება“,ორგანიზაციული მენეჯმენტი კადრების შერჩევისას ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენს დაგადადიან ბიუროკრატიულიდან მარტივ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, ფოკუსირებას აკეთებენ ფასსა და ხარისხზე და მიმართავენ ,,აუთსორსინგს“. ასეთი ვითარებაში, დამსაქმებლები იძულებული ხდებიან ზედმეტი ფუნქციები მოიშორონ და შრომითი ურთიერთობები შეინარჩუნონ  მხოლოდ იმ თანამშრომლებთან, რომლებიც გამოირჩევიან კვალიფიკაციის მაღალი დონით და პროფესიონალიზმით. აღნიშნულიდან გამომდინარე, კვალიფიციურ კადრებზე მზარდი მოთხოვნა ყოველდღიურად შეინიშნება დასაქმების ბაზარზე. მაღალი თანამდებობების რაოდენობა სულ უფრო იზღუდება და იზრდება პროფესიულ და პროფესიონალურ კადრებზე მოთხოვნა.  ამავე დროს სამუშაო ადგილები, რომლებსაც ის მწარმოებლები, რომლებიც იდეაზე დაფუძნებლ პროდუქტს ქმნიან ვირტუალურად განუსაზღვრელია - აცახდებს ტ. ლ. ფრიდმენი (Friedman, 2006:132). დღეს საგანმანათლებლო სივრცეში საკმაოდ მაღალი კონკურენციის გამო დამსაქმებლებიც ცდილობენ შეარჩიონ ისეთი კადრები, რომლებსაც ექნებათ ის უნარ-ჩვევები, რაც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.  დაქირავებული და ორგანიზაცია არის ორი პარტნიორი, რომელიც იზიარებს პასუხისმგებლობას კოლექტიურ წარმატებაზე მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების საფუძველზე  (Grey, 1994:479; Baruch, 2004:58; Edwards and Wajcman, 2005:182). დღეს, მსოფლიო ეკონომიკა უფრო მეტად გახდა ცოდნაზე დამოკიდებული, ვიდრე ჩვეულებრივ წარმოებაზე (Drucker, 1996:92).  ყოველივე ეს კი განაპირობებს დამსაქმებელთა მხრიდან ახალი მოთხოვნების გაჩენას. შესაბამისად, დასაქმების მსურველი ვალდებულია  შეაფასოს და განსაზღვროს: დასაქმებისთვის საჭირო საკუთარი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები. ასევე უნარები, რომლებიც საჭიროებენ განვითარებას. დამსაქმებლის მხრიდან სამსახურის შემოთავაზების დროს დასაქმებულს გასათვალისწინებელი აქვს პროფესიული განვითარების შანსები, ექნება თუ არა მას გადამზადების საშუალება, რათა  განივითარონდასაქმებისთვის საჭირო უნარები.ვფიქრობთ, რომ პროფესიული განვითარება და ორგანიზაციული კულტურის გაცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რომელიც უნდა გაითვალისწინოს სამუშაოს მაძიებელმა (მ.შ. სტუდენტმა, კურსდამთავრებულმა). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კადრების მომზადებისა და გადამზადების პროცესში სულ უფრო იზრდება  დაწესებლებების (კოლეჯი, უნივერსიტეტი, ტრენინგ-ცენტრები...) პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რათა დასაქმების ბაზარი უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური, დამსაქმებლის მიერ მოთხოვნადი უნარებით, რაც თავის მხრიც მოითხოვს სწავლისა და სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვას და სტუდენტთა აღჭურვას წარმატებული კარიერისთვის საჭირო უნარებით

    ეროვნული ეკონომიკის წონასწორობის განტოლებათა სისტემა

    Full text link
    In the article, we present the system of linear equations of equilibrium of the national economy, which is related to the analysis of national income. Together with the simplest model of the national economy, we will consider a relatively complicated model in which state expenditures (G) and tax fees (T) are considered. As can be seen from the figure, in the cell "Firms" comes three money flows C, I and G, and there is a money flow Y in the form of national income, which in this case is divided into three flows S, T and C. Thus, the amount that households have left to purchase goods and saving is not Y, but Y-T, which is called net income.მაკროეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა შეეხება ერვნული შემოსავლის   ანალიზს. ეკონომიკის მთლიანი შემოსავლის ის ნაწილი, რომელიც რჩება სამომხმარებლო ხარჯებისა  და სახელმწიფო შესყიდვების  განხორციელების შემდეგ არის სრული შემოსავალი. სტატიაში განხილული მათემატიკური აპარატი ტრადიციულია და განტოლებათა სისტემის ამოხსნის შეთავაზებული მეთოდი საკმაოდ ეფექტიანი

    საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგებში: რეიტინგების შინაარსი და დინამიკა

    Full text link
    The paper discusses the global index of economic freedom and the concept of the economic freedom index, their components and meaning. The dynamics of the said indices and the place of Georgian among the world countries are presented. The reasons for falling downof Georgia in the economic freedom index for 2022 are discussed. There are the considerations about the possible advancement of Georgia in the ratings of the Georgia’s economic freedom after recovery from the negative outcomes of the Pandemics. In addition, the government has to care about the regulations and reduction of the governmental costs, protection of the property and efficiency of the court, labor and business freedom, fiscal healthiness and stability of the GEL rate.  XX საუკუნის ბოლო ათწლეულის ტრანსფორმაციამდე,  ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემითა და  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პირობებით,  საქართველო ტიპურ საბჭოთა ქვეყანას წარმოადგენდა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი რიგი სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა და სისტემური კრიზისების ფონზე მიმდინარეობდა. 1996 წლიდან გამოკვეთილი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია არასაკმარისი აღმოჩნდა არსებული გამოწვევებისთვის საპასუხოდ. ქვეყანა ახალ ათასწლეულს  დაბალი ცხოვრების დონითა და ხარისხით, განუვითარებელი ეკონომიკური სტრუქტურებით შეხვდა. XXI საუკუნის პირველ ათწლეულში, კერძოდ კი 2004 წლიდან ქვეყანაში განხორციელდა ძირეული, რადიკალური და არსებითი ხასიათის რეფორმები, რომელმაც ამ პერიოდისთვის საქართველოს ტოპ-რეფორმატორებში დაუმკვიდრა ადგილი. კერძოდ, ეკონომიკის სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ქონდა საფინანსო-საბიუჯეტო დისციპლინის დამყარებას, საბიუჯეტო და ენერგეტიკული კრიზისების დაძლევას, კორუფციასთან ბრძოლას, კანონიერი ეკონომიკური თამაშის წესების დადგენას, სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას (რეფორმისტული ძალისხმევის მეტწილად ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებას), ახალი საგადასახადო კოდექსის წყალობით საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვან შემცირებას, საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, პრივატიზების პროცესის დაჩქარებასა და კერძო ინვესტიციების ხელშეწყობაზე აქცენტირებას, საბაჟო პროცედურების გამარტივებასა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას, დიდ წინსვლებს საბანკო სექტორში, ტელეკომუნიკაციებსა და საერთაშორისო ვაჭრობაში ( სამსონ, (2006) : 73-74), (ციხელაშვილი ...(2012) : 39-40), (Gurgenidze, (2009)). 2003 წელს საქართველოში რეალური და ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8,6 მლრდ  ლარს (3,4 მლრდ აშშ $) შეადგენდა. 2012 წლისთვის რეალურმა მშპ-მ (2003 წლის ფასებში) 14,5 მლრდ ლარი შეადგინა, ანუ 1,7-ჯერ გაიზარდა, ხოლო ნომინალურმა - 26,2 მლრდ ლარი, ანუ 3-ჯერ მეტი.მთელი ამ პერიოდის განმავლობაში (გარდა 2009 წლისა) რეალური მშპ ზრდის ( რიგ წლებში ერთობ შთამბეჭდავი) ტენდენციით ხასიათდებოდა და 2004-2012 წლებში საშუალოდ 6,1 % შეადგინა. სხვადასხვა ღონისძიებების, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების გაუმჯობესების, კორუფციის შემცირების ხარჯზე მნიშვნელოვნად გაიზარდა (8-ჯერ) საბიუჯეტო შემოსავლები (2003 წელს არსებული 0,93 მლრდ ლარიდან, 2012 წელს - 7,1 მლრდ ლარამდე). რამაც ქვეყანას პენსიების (10,7-ჯერ), ხელფასების (4,5-ჯერ) ზრდისა და ინფრასტრუქტურული თუ სხვა სახის პროექტების განხორციელების  საშუალება მისცა.        მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი - ინვესტიციები. კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2003 წელს არსებული 340,1 მლნ აშშ დოლარიდან 2007 წლისთვის 2 მლრდ აშშ დოლარამდე  გაიზარდა, ხოლო 2012 წელს 911,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური).აღნიშნულ პერიოდში როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში, ეკონომიკაშიც მოხდა მნიშვნელოვანი გამოცოცხლება, სისტემური კრიზისის დაძლევა და ზრდის ტრაექტორიის უზრუნველყოფა. 2012 წლის შემდგომ  გაგრძელდა რეფორმირების პროცესები. ამ მიმართულებით ყურადღება გამახვილდა  საკუთრების უფლების დაცვაზე,   წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის ღონისძიებებზე,  სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. 2019 წლისთვის რეალურმა მშპ-მ (2015 წლის ფასებში) შეადგინა 40,3 მლრდ ლარი, 2020 წლისთვის - 37,6 მლრდ ლარი. მშპ-მ აშშ დოლარებში (მიმდინარე ფასებში) 2019 წელს შეადგინა 17,5 მლრდ აშშ დოლარი, 2020 წელს კი -15,8 მლრდ აშშ დოლარი. (2012 წლისთვის ეს მაჩვენებელი 16,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა). პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2019 წელს მიაღწია 1,3 მლრდ აშშ დოლარს, ხოლო 2020 წლისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა და მხოლოდ 0,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური)

    ეფექტიანი სამუშაო გუნდის ფორმირების საკითხისათვის

    Full text link
    In order to make a business operational it is required not only to have the desire to do job and have sufficient funds, but it is also important and necessary to have an efficient team. It is impossible to achieve a great success without it. The general categories for the efficiency of the team like resources, composition, labor design, variables of the process reflecting ongoing activitiesof the team influencing the efficiency are described in the article. The managers often apply the evaluation model including the listed characteristics in the practice. According to the author, there is no unique model for evaluation, as the teams differ from each other very much by a form and a structure. They require an individual approach. Therefore, the model can be considered as a guideline for the evaluation.დიდი ხნის მანძილზე მკვლევარები ცდილობდნენ დაედგინათ ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავდნენ გუნდის ეფექტურ მუშაობასა და მწარმოებლურობას. საბოლოოდ ჩამოყალიბდა ისეთი მოდელი, რომელიც თავის თავში აერთიანებდა ყველა იმ ძირითად მახასიათებელს, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა მენეჯერბის მიერ. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს მოდელი არ არის უნივერსალური და ის შეიძლება არაეფექტური აღმოჩნდეს რომელიმე სამუშაო ჯგუფისთვის, მითუფრო, რომ გუნდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფორმითა და სტრუქტურით. ნებისმიერი ტიპის გუნდს ინდივიდუალური მიდგომები ესაჭიროება, ამიტომ მკვლევარების მიერ შექმნილი ეფექტურობის მოდელი გამოყენებული უნდა იქნას, როგორც გზამკვლევი

    არახელსაყრელ ბუნებრივ-ეკონომიკურ პირობებში მყოფი რეგიონებისა და მეურნეობებისადმი მხარდაჭერის მექანიზმები

    Full text link
    The paper describes the unfavorable natural and economic conditions in Samtskhe-Javakheti region. The region belongs to unfavorable region for agricultural production, as well as to the highland area with low productive lands; The natural and geographical peculiarities of Samtskhe-Javakheti region, including Akhaltsikhe, Akhalkalaki, Adigeni, Ninotsminda, Borjomi and Aspindza municipalities and their impact on the economic indicators of the region. The following measures are listedas support mechanisms, like financial support from the state; modernization of the agricultural produce and subsidy for increasing efficiency of the investments; support of the special programs for development of the food production.სასოფლო-სამეურნეო წარმოების თავისებურებათა შორის განსაკუთრებულია მისი დიდი დამოკიდებულება ბუნებრივ პირობებზე. მასზე მძლავრ ზემოქმედებას ახდენს გეოგრაფიული პირობები, რომელიც შესაძლოა ეკონომიკური მდგომარეობის განმსაზღვრელი გახდეს. მეურნეობებს შორის წარმოდგენილ მახასიათებლებში განსხვავებულობა მძლავრ ზემოქმედებას ახდენს აგრარული პროდუქციის წარმოების მოცულობაზე, აგრომეწარმეთა შემოსავალზე. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებულია სპეციალიზირებული მიზნობრივი პროგრამის საშუალებით, როგორც ბუნებრივად, ისე ეკონომიკურად არახელსაყრელ პირობებში მყოფი მეურნეობების მხარდაჭერა. ბუნებრივ-ეკონომიკური თვალსაზრისითარახელსაყრელს მიეკუთვნება სუსტად განვითარებული რეგიონები, რომლებშიც დაბალია ნიადაგის ნაყოფიერება, პირუტყვის სიმჭიდროვე, მაღალია წარმოების ხარჯები. აგრეთვე მთიან და მთაგორიან რეგიონებში განთავსებული მეურნეობები. ასევე ისეთ რეგიონებში განთავსებული მეურნეობები სადაც სხვა რეგიონებთან შედარებით დაბალია სოფლის მოსახლეობის შემოსავლების დონე, ხოლო ქვეყნის ინტარესებიდან გამომდინარე მიზანშეუწონელია ამ რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაცია. პრობლემატური და აგრარული წარმოებისათვის არახელსაყრელი რეგიონების რიცხვს მიეკუთვნება მაღალმთიანი და დაბალპროდუქტიული მიწოდების მქონე რეგიონები

    100

    full texts

    321

    metadata records
    Updated in last 30 days.
    Samtskhe-Javakheti State University Journals
    Access Repository Dashboard
    Do you manage Open Research Online? Become a CORE Member to access insider analytics, issue reports and manage access to outputs from your repository in the CORE Repository Dashboard! 👇