Samtskhe-Javakheti State University Journals
Not a member yet
    321 research outputs found

    მერი უოლსტონკრაფტი - პირველი ინგლისელი ფემინისტი მწერალი

    Full text link
    The aim of the paper is to present Mary Wollstonecraft, the first Englishfeminist writer, essayist and thinker inthe eighteenth-century English women's prose, as one of the first women thinkers to bring the principles of women's rights and gender equality to the forefront of her public agenda.Despite the thematic diversity of Wollstonecraft's work, the paper focuseson Wollstonecraft's view of women's upbringing and education, his findings on the downsides of women's education, and his views on theories of women's education development in the right direction.The life and work of Mary Wollstonecraft is interesting not only from ahistorical or literary point of view, but also as a key to the writer's open attitude towards taboo topics in the society of his time, which was unacceptable to eighteenth-century English conservative society.ნაშრომის მიზანია წარმოადგინოს მეთვრამეტე საუკუნისინგლისური ქალური პროზის პირველი ინგლისელი ფემინისტიმწერალი, ესეისტი და მოაზროვნე მერი უოლსტონკრაფტი, როგორც ერთ-ერთი პირველი მოაზროვნე ქალი, რომელმაც თავისიშემოქმედებით, საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოაქციაქალთა უფლებებისა და სქესთა თანასწორობის პრინციპები.მიუხედავად უოლსტონკრაფტის შემოქმედების თემატურიმრავალფეროვნებისა, ნაშრომში ძირითადი ყურადღება გადატანილია ქალთა აღზრდისა და განათლების უოლსტონკრაფტისეულხედვაზე, მის დასკვნებზე ქალთა განათლების უარყოფითი მხარეების შესახებ, ასევე წარმოჩენილია მისივე ხედვა ქალთა განათლების სწორი მიმართულებით განვითარების თეორიებზე.მერი უოლსტონკრაფტის ცხოვრება და შემოქმედება საინტერესოა არა მარტო ისტორიული ან ლიტერატურული კუთხით, არამედ საინტერესოა, როგორც გასაღები მწერლის გახსნილი დამოკიდებულების წარმოსაჩენად მისი პერიოდის საზოგადოებაში ტაბუდადებული თემების მიმართ, რაც მეთვრამეტე საუკუნის ინგლისური კონსერვატიული საზოგადოებისათვის მიუღებელი იყო და რამაც გამოიწვია მწერლის სრული უარყოფა, მისი ნაწერებისადმი ინტერესის სრული დაკარგვა მეცხრამეტე საუკუნეში

    ისევ ახალი მეთოდოლოგიისთვის ტოპონიმთა ლექსიკონის შედგენისას

    Full text link
    The article concerns a new methodology of compilation of a dictionary of toponyms, formed by me, which protects authorship of each person who was first to document each toponym. We have twice touched upon the methodology of compilation of a toponym dictionary: in 2018 and in 2021. We are forced to remind once more to those, who are willing to make a toponym dictionary, the necessity of respecting the methodology I have proposed, as, without taking into consideration this new way, we are led to violation of previous authors, first authors.We should especially note that this issue has never been risen, nobody has examined it neither verbally, nor in written, it has not taken an appearance of the scientific etiquette. So if ten persons had published the same toponyms of the same village or region, all of them would claim that they are the original authors. And so it happened.In onomastic space while compiling a toponym dictionary, those scientists deserve the right of original authors, who has especially published toponym dictionaries, in which for the first time are included the toponyms, obtained in field from informers, or toponyms, scattered in various sourcesThe necessity of third publication of the new methodology was caused by two factors:1) This issue is published in my books; by publishing it in a scientific magazine the proposed methodology will become more accessible for toponym specialists,2) Most importantly, despite being published twice, the violation of the first author of toponyms was repeated again, that is, disregarding my material, which we are talking about at the beginning: “Don’t leave the old way” – sometimes is wrong.სტატია ეხება ტოპონიმთა ლექსიკონის შედგენის ჩემ მიერ ჩამოყალიბებულ ახალ მეთოდოლოგიას, რომელიც იცავს ტოპონიმთა ლექსიკონში თითოეული ტოპონიმის პირველდამა-ფიქსირებლის პირველავტორობას. ტოპონიმთა ლექსიკონის შედგენის მეთოდოლოგიას 2-ჯერ შევეხეთ: 2018 წ. და 2021 წ. ამ სტატიით იძულებული ვართ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ტოპონიმთა ლექსიკონის შემდგენელთა მსურველებს ჩემ მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის დაცვის აუცილებლობა, რამეთუ ამ ახალი გზის გაუთვალისწინებლობას მივყავართ წინაავტორთა, პირველავტორთა, ხელყოფამდე.საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საკითხი არასოდეს დასმულა, არავის განუხილავს არც სიტყვიერად და არც წერილობით, მეცნიერული ეტიკეტის სახე მას არ მიუღია. ამიტომ ათ კაცს რომ ლექსიკონის სახით გამოეცა ერთი და იმავე სოფლის ან რეგიონის ერთი და იგივე ტოპონიმები, ათივეს პირველავტორობის პრეტენზია ექნებოდა.ასეც მოხდა.ონომასტიკურ სივრცეში ტოპონიმთა ლექსიკონების შედგენისას პირველავტორობის უფლებას იმსახურებენ მეცნიერები, რომელთაც საგანგებოდ გამოცემული აქვთ ტოპონიმთა ლექსიკონები, რომელშიც პირველადაა შეტანილი ველზე ინფორმატორთაგან მოძიებული ან ამა თუ იმ წყაროში გაბნეული ტოპონიმები.ახალი მეთოდოლოგიის მესამედ დაბეჭდვის აუცილებლობა გამოიწვია ორმა ფაქტორმა: 1) ეს საკითხი დაბეჭდილია ჩემს წიგნებში, სამეცნიერო ჟურნალში მისი გამოქვეყნებით კი შემოთავაზებული მეთოდოლოგია უფრო ხელმისაწვდომი გახდება ტოპონიმიკოსებისთვის,2) რაც მთავარია, მიუხედავად ორჯერ გამოქვეყნებისა, კვლავ განმეორდა ტოპონიმთა პირველავტორის ხელყოფა, ანუ ჩემი მასალის გაუთვალისწინებლობა, რაზედაც ვსაუბრობთ დასაწყისში: „ნუ დააგდებ ძველსა გზასა“ ‒ ზოგჯერ არასწორია

    რომის წმინდა ადგილების იდენტიფიკაციისათვის სულხან-საბა ორბელიანის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“

    Full text link
    On August 17, 1713, Sulkhan-Saba Orbeliani left Gori with Jean Richardto go on a diplomatic mission to Europe. They arrived in Kutaisi, where they stayed for 40 days with the Catholicos-Patriarch of Western Georgia Grigol II Lortkipanidze. Sulkhan-Saba Orbeliani introduced the purpose and tasks of his embassy to the Catholicos-Patriarch of Western Georgia Grigol II and his assistant Davit Beri, who accompanied Saba on his trip to Europe at the initiative of Patriarch Grigol II. He is called "David Megreli" in French sources. Sulkhan-Saba Orbeliani kept his embassy a secret. It is known that Catholicos Gregory shared the plans of Vakhtang VI and Sulkhan-Saba in matters of domestic and foreign policy of Georgia. According to the sources,Catholicos Gregory, through Jean Richard, asked the King of France, LouisXIV, to send French missionaries to Western Georgia, which David wassupposed to bring from Paris. Davit Megreli's personal qualities and abilities should have been the basis for the decision to bring him to Saba during his ambassadorship. This step had two meanings: 1. It was necessary to strengthen the attitude of the French rulers and the Pope of Rome in the matter of settling the Catholic missionaries in Western Georgia and creating an arena for them.2. This diplomatic method, involving Western Georgia and taking care of the arrival of Catholic missionaries to Georgia, would allow Saba to appear before Louis XIV and the Pope as the ambassador not only of the Kingdom of Kartli, but of the whole of Georgia, thus increasing the authority of Vakhtang VI and It seemed that not only the Kingdom of Kartli, but also Western Georgia was trying to establish relations with France.At that time, France was considered the protector of the Catholicmissionaries working in the East and provided great financial support to the foreign mission society. Sulkhan-Saba Orbeliani specially developed the goals of his embassy in France and Rome, first in Kartli, then in Western Georgia, and presented himself to the political leaders of the Catholic world. Saba spent a little more than two years in Europe and expressed his impressions in a magnificent work of travel-memoir character and documentary prose "Journey to Europe", which contains important information about the geographical space of France and Italy, their holy places, sanctuaries and sights preserved there. The work is of special importance for introducing the scientific geography and history of these countries as seen and perceived by the eyes of a foreigner. A special value is due to the fact that Sulkhan-Saba Orbeliani sometimes compared the places and sights he visited with the nature and historical monuments of his homeland.სულხან-საბა ორბელიანი 1713 წლის 17 აგვისტოს ჟან რიშართან ერთად გორიდან გავიდა ევროპაში დიპლომატიური მისიით გასამგზავრებლად. ისინი ჩავიდნენ ქუთაისში, სადაც 40 დღე დარჩნენ დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ გრიგოლ II ლორთქიფანიძესთან. სულხან-საბა ორბელიანმა თავისი ელჩობის მიზანი და ამოცანები გააცნო დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს გრიგოლ II-ს და მის თანაშემწეს დავით ბერს, რომელიც ევროპაში მოგზაურობისას თან ახლდა საბას პატრიარქ გრიგოლ მეორის ინიციატივით. იგი ფრანგულ წყაროებში „დავით მეგრელად“ არის წოდებული. სულხან-საბა ორბელიანი თავის ელჩობას საიდუმლოდ ინახავდა. ცნობილია, რომ კათალიკოსი გრიგოლი იზიარებდა ვახტანგისა და სულხან-საბას გეგმებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. წყაროების მიხედვით, კათალიკოსი გრიგოლი ჟან რიშარის მეშვეობით საფრანგეთის მეფეს, ლუი XIV-ს, სთხოვდა, რომ დასავლეთ საქართველოში გაეგზავნა ფრანგი მისიონერები, რომლებიც დავითს პარიზიდან უნდა წამოეყვანა. დავით მეგრელის პირადი თვისებები და უნარიანობა უნდა დადებოდა საფუძვლად იმ გადაწყვეტილებას, რომ იგი საბამ თავისი ელჩობისას თან იახლა. ამ ნაბიჯს ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდა: 1. უნდა განმტკიცებულიყო ფრანგი მესვეურებისა და რომის პაპის დამოკიდებულება დასავლეთ სასულხან-საბა ორბელიანი 1713 წლის 17 აგვისტოს ჟან რიშართან ერთად გორიდან გავიდა ევროპაში დიპლომატიური მისიით გასამგზავრებლად. ისინი ჩავიდნენ ქუთაისში, სადაც 40 დღე დარჩნენ დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ გრიგოლ II ლორთქიფანიძესთან. სულხან-საბა ორბელიანმა თავისი ელჩობის მიზანი და ამოცანები გააცნო დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს გრიგოლ II-ს და მის თანაშემწეს დავით ბერს, რომელიც ევროპაში მოგზაურობისას თან ახლდა საბას პატრიარქ გრიგოლ მეორის ინიციატივით. იგი ფრანგულ წყაროებში „დავით მეგრელად“ არის წოდებული. სულხან-საბა ორბელიანი თავის ელჩობას საიდუმლოდ ინახავდა. ცნობილია, რომ კათალიკოსი გრიგოლი იზიარებდა ვახტანგისა და სულხან-საბას გეგმებს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში. წყაროების მიხედვით, კათალიკოსი გრიგოლი ჟან რიშარის მეშვეობით საფრანგეთის მეფეს, ლუი XIV-ს, სთხოვდა, რომ დასავლეთ საქართველოში გაეგზავნა ფრანგი მისიონერები, რომლებიც დავითს პარიზიდან უნდა წამოეყვანა. დავით მეგრელის პირადი თვისებები და უნარიანობა უნდა დადებოდა საფუძვლად იმ გადაწყვეტილებას, რომ იგი საბამ თავისი ელჩობისას თან იახლა. ამ ნაბიჯს ორგვარი მნიშვნელობა ჰქონდა: 1. უნდა განმტკიცებულიყო ფრანგი მესვეურებისა და რომის პაპის დამოკიდებულება დასავლეთ საქართველოში კათოლიკე მისიონერების დაბინავებისა და მათთვის სამოღვაწეო ასპარეზის შექმნის საქმეში. 2. ეს დიპლომატიური ხერხი, დასავლეთ საქართველოს ჩართვა კათოლიკე მისიონერების საქართველოში ჩამოსვლაზე ზრუნვა, საბას იმის საშუალებას მისცემდა, რომ ლუი XIV-ისა და რომის პაპის წინაშე წარმდგარიყო არა მარტო ქართლის სამეფოს, არამედ მთელი საქართველოს ელჩის სტატუსით, რითაც იზრდებოდა ვახტანგ VI-ის ავტორიტეტიც და ისიც წარმოჩნდებოდა, რომ საფრანგეთთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობდა არა მხოლოდ ქართლის სამეფო, არამედ დასავლეთ საქართველოც.ამ დროისათვის საფრანგეთი აღმოსავლეთში მოღვაწე კათოლიკე მისიონერების მფარველად მიიჩნეოდა და დიდ ფინანსურ დახმარებასაც უწევდა უცხოეთის მისიების საზოგადოებას. სულხან-საბა ორბელიანმა საფრანგეთსა და რომში თავისი ელჩობის მიზნები ჯერ ქართლში, შემდეგ დასავლეთ საქართველოში საგანგებოდ შეიმუშავა და ისე წარსდგა კათოლიკური სამყაროს პოლიტიკური მესვეურების წინაშე. საბამ ორ წელზე ცოტა მეტი დაჰყო ევროპაში და თავისი შთაბეჭდილებები ასახა მოგზაურულ-მემუარული ხასიათისა და დოკუმენტური პროზის ბრწყინვალე ნაშრომში „მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს საფრანგეთისა და იტალიის გეოგრაფიული სივრცის, მათი წმინდა ადგილების, იქ დაცულ სიწმინდეთა და ღირსშესანიშნაობათა შესახებ. თხზულებას როგორც უცხოელის თვალით დანახული და აღქმული ამ ქვეყნების მეცნიერული გეოგრაფიისა და ისტორიის გასაცნობად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ღირებულება ეკისრება იმის გამოც, რომ სულხან-საბა ორბელიანი ნანახ ადგილებს, ღირსშესანიშნაობებს ზოგჯერ თავისი სამშობლოს ბუნებასა და ისტორიულ ძეგლებს ადარებდა

    ადამიანის სახელთა სტრუქტურა-სემანტიკისათვის მეგრულში: (აკაკი ჭანტურიას „მეგრული სახელებისა“ და თანამედროვე მონაცემების მიხედვით)

    Full text link
    In the presented article, anthroponyms of Samegrelo are studied from a structural and semantic point of view. The anthroponymic material recorded by Akaki Chanturia in one of the parts of Georgia - Samegrelo before the Second World War was taken for analysis, which is compared with modern data (based on the registry information of 2020-2023 based on the example of Zugdidi municipality). The changes in the anthroponymy of Samegrelo during eight decades generally show the trends that can be observed in the Georgian anthroponymy. The structural models of Megrelian surnames, the principle and the affixes of formation are basically similar. Anthroponyms of specific formation (verb, composite) are almost not used today. (Moko – „I want“, ucha-kochi „a black man“...).The anthroponyms associated with the Soviet period (Valodya, Melor, Melsi...) were forgotten. Unfortunately, Georgian/Kartvelian names are also slowly disappearing. If in the 30s and 40s of the last century, indigenous anthroponyms were quite common in Samegrelo, today their number is significantly reduced and foreign names take their place.According to statistical data, canonized names (of Jewish-Greek origin) predominate in the top ten names of both women and men (women's names: Mariam, Elena, Barbara, Martha... men's names: Gabriel, Toma, Alexandre, Ioane, Andria, Lazare, Nikoloz , Giorgi).In addition, in Samegrelo, as in all of Georgia, European / Latin-American (feminine and composed of two names) anthroponyms appeared (female names: Alexandra, Ioana... Annamaria, Lisamaria; male names: Ali Alexi, Daniel-Vato). Anthroponyms of similar formation are not typical for Georgian.წარმოდგენილ სტატიაში შესწავლილია სამეგრელოს ანთროპონიმები სტრუქტურული და სემანტიკური თვალსაზისით. საანალიზოდ აღებულია აკაკი ჭანტურიას მიერ მეორე მსოფლიო ომამდე საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში – სამეგრელოში ჩაწერილი ანთროპონიმული მასალა, რომელიც შედარებულია თანამედროვე მონაცემებთან (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე 2020-2023 წლების რეესტრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით). რვა ათეული წლის განმავლობაში სამეგრელოს ანთროპონიმიაში მომხდარი ცვლილებები ზოგადად იმ ტენდენციებს წარმოაჩენს, რაც ქართულ ანთროპონიმიაში შეიმჩნევა. მეგრული გვარსახელების სტრუქტურული მოდელები, წარმოების პრინციპი, მაწარმოებელი აფიქსები ძირითადად მსგავსია. სპეციფიკური წარმოების (ზმნური, კომპოზიტური) ანთროპონიმები დღეს თითქმის არ გამოიყენება (მოკო „მინდა“, უჩა-კოჩი „შავი კაცი“...). დავიწყებას მიეცა საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებული ანთროპონიმები (ვალოდია, მელორი, მელსი...). სამწუხაროდ, ნელ-ნელა ქრება ქართული/ქართველური სახელებიც. თუ გასული საუკუნის 30-40-იან წლებში სამეგრელოში ინდიგენური ანთროპონიმები საკმაოდ გავრცელებული იყო, დღეს მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია. მათ ადგილს უცხოური სახელები იკავებს. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, როგორც ქალის, ისე მამაკაცის სახელთა ათეულში კანონიზებული (ებრაულ-ბერძნული წარმომავლობის) სახელები ჭარბობს (ქალის სახელები: მარიამი, ელენე, ბარბარე, მართა... მამაკაცის სახელები: გაბრიელი, თომა, ალექსანდრე, იოანე, ანდრია, ლაზარე, ნიკოლოზი, გიორგი). ამასთან, სამეგრელოში, როგორც მთელ საქართველოში, გაჩნდა ევროპული / ლათინურ-ამერიკული (მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი და ორი სახელისგან შედგენილი) ანთროპონიმები (ქალის სახელები: ალექსანდრა, იოანა... ანამარია, ლიზამარია; მამაკაცის სახელები: ალი ალექსი, დანიელ-ვატო). მსგავსი წარმოების ანთროპონიმები ქართულისათვის დამახასიათებელი არ არის

    საქართველოს ეკონომიკა და სახელმწიფო ვალი

    Full text link
          Production of goods and services determine an Economic situation in the country and the growth of income of the population. The stability of the economic situation is an indicator of the debt amount in a country. However, solvency is not less important. Developed countries are less likely to default, but a developing country such as Georgia, characterized by unstable economic growth and persistent fiscal deficits, has debt that hinders the country's socio-economic objectives and increases the risk of repayments. Regarding Georgia’s external debt, it is worth noting the devaluation of the lari and its ratio to gross domestic product, since the state external debt will reach thirty-three billion in 2022, and the upper limit of the debt is close to -56.5%. Paying off the debt would not be a problem if the country's population were employed, but it is a problem in this regard too. In particular, according to the unified database of socially vulnerable families for 2022, their number reaches 643,167 people, and 22.1% of the unemployed population is added to this. Judging by the analysis of the data provided, the correlation between GDP and public debt is high. The mentioned situation means that the government cannot regulate the current economic growth and development situation, because the risk is high.        Based on the above problems, it is recommended that the internal and external debt taken by the government be aimed at effective reforms. The increase in prices for goods and services significantly reduces the well-being of the population in the country.      ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მოსახლეობის შემოსავლების ზრდას  საქონლისა და მომსახურების წარმოება განსაზღვრავს. ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილურობას კი ქვეყანაში  ვალის სიდიდის ინდიკატორი. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია გადახდისუნარიანობა. განვითარებულ ქვეყნებს დეფოლტი ნაკლებად ემუქრებათ, მაგრამ ისეთი განვითარებადი ქვეყანა როგორიც საქართველოა, რომელიც ხასიათდება არასტაბილური ეკონომიკური ზრდის ტემპებით და  ფინანსების მუდმივი დეფიციტით ვალი აფერხებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებს და ზრდის  გადახდის რისკის. საქართველოს  საგარეო ვალის ნაწილში საყურადღებოა ლარის გაუფასურება და  შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან,   ვინაიდან  2022 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი ოცდაცამეტ მილიარდს აღწევს, ხოლო ვალის   ზედა ზღვარი -56,5%-ს უახლოვდება. ვალის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენდა თუ ქვეყანის მოსახლეობა დასაქმებული იქნებოდა, მაგრამ ამ მხრივაც პრობლემაა. კერძოდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზის   2022 წლის მონაცემებით რაოდენობა 643167 ადამიანს აღწევს და ამას ემატება უმუშევარი  მოსახლეობის   22,1%. აღნიშნული მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე მაღალია კორელაცია  მშპ-სა და სახელმწიფო ვალს შორის. შესაბამისად მაღალია რისკი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა-განვითარების.   ე.ი  მთავრობა ვერ პასუხობს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას.      ზემოაღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მომაჩნია თუ მთავრობის მიერ აღებული საშინაო და საგარეო ვალი იხარჯება ეფექტიან რეფორმებში. ეფექტიანობა უნდა ვლინდებოდეს ქვეყნაში არა საქონელზე და მომსახურებაზე ფასების ზრდის ტემპების მატებით, არამედ  მოსახლეობის კეთილდღეობაში

    სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ რუკებთან დაკავშირებული ონომასტიკური პრობლემები

    Full text link
    The purpose of the article is to present the problems of toponymy on thetourist maps of Samtskhe-Javakheti and their significance, both from theperspective of tourism and onomastics. First, the challenges related to the onomastics of the region are analyzed from a historical and demographic point of view. Then, is presented the analysis of onomastic material on static and dynamic maps of Samtskhe-Javakheti. At the end of the article, measures are given that need to be taken to overcome the problems associated with the onomastics of Samtskhe-Javakheti maps.სტატიის მიზანია სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ რუკებზეარსებული ტოპონიმიკის პრობლემებისა და მათი მნიშვნელობისწარმოჩენა, როგორც ტურიზმის, ასევე ონომასტიკის პერსპექტივიდან. გაანალიზებულია რეგიონის ონომასტიკასთან დაკავშირებული გამოწვევები ისტორიულ და დემოგრაფიულ ჭრილში დაწარმოდგენილია სამცხე-ჯავახეთის სტატიკურ და დინამიკურრუკებზე არსებული ონომასტიკური მასალის ანალიზი. სტატიისბოლოს მოცემულია ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც აუცილებელია სამცხე-ჯავახეთის რუკების ონომასტიკასთან დაკავშირებული გამოწვევების დასაძლევად

    შინაფეოდალური ბრძოლა სამცხე-საათაბაგოში XVI ს-ის 70-იან წლებში და პოლიტიკური ორიენტაცია

    Full text link
    The historical events of the 16th century, sharply different from theprevious centuries, are one of the most important periods in the history of Georgia, because these events determined the political orientation and place of Georgia in the context of the world at that time. The 16th century is, on the one hand, a period of unrelenting struggle against Iran and Ottomans, on the other hand, an era of internal "Georgian" confrontation, which played an important role in determining both the domestic and foreign course of Georgian politics in general. In the same century, an internal political struggle took place in Samtskhe-Saatabago, which, in fact, determined the future of this one of the largest parts of Georgia as a political entity.The article discusses the internal feudal conflict in Samtskhe in the 70sof the 16th century and its orientation against the background of theconquering policies of Iran and the Ottoman Empire.წინა საუკუნეებისაგან მკვეთრად განსხვავდებული XVI საუკუნის ისტორიული მოვლენები ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხანაა საქართველოს ისტორიაში, რადგან ამ მოვლენებმაგანსაზღვრა საქართველოს პოლიტიკური ორიენტაცია და ადგილიიმდროინდელი მსოფლიოს კონტექსტში. XVI საუკუნე არის, ერთიმხრივ, ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლისპერიოდი, მეორე მხრივ, შიდა „საქართველოების“ ურთიერთდაპირისპირების ეპოქა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საზოგადოდ ქართული პოლიტიკის როგორც საშინაო, ასევესაგარეო კურსის განსაზღვრაში. ამავე საუკუნეში ადგილი ჰქონდაშიდაპოლიტიკურ ბრძოლას სამცხე-საათაბაგოში, რომელმაც,ფაქტობრივად, განსაზღვრა საქართველოს ამ ერთ-ერთი უდიდესიმხარის როგორც პოლიტიკური ერთეულის მომავალი.სტატიაში განხილულია XVI საუკუნის 70-იან წლებშისამცხეში მომხდარი შიდაფეოდალური დაპირისპირებისა და მისიპოლიტიკური ორიენტაციის საკითხები ირანისა და ოსმალეთისდამპყრობლური პოლიტიკის ფონზე

    ადამიანური კაპიტალის და ადამიანური განვითარების საკითხისათვის

    Full text link
    The article overviews the theoretical and practical aspects of the current global challenge such as human capital and human development, assessment of the living standards,  the factors of growth of human capital and the actual situation, models for calculating the parameters of human capital and human development indices and the value of the indices in the assessment of countries. It gives the historical aspects of the human capital concep in accordance to the human capital and human indices. The position of Georgia in the world's rankings of human capital and human development indices is examined and assessed against the backdrop of global comparisons as well as those of Armenia and Azerbaijan, two Transcaucasia neighbors.სტატიაში  თეორიულ  და პრაქტიკულ  ასპექტში  განხილულია  მსოფლიოს  თანამედროვე   გამოწვევის  ისეთი  საკითხები,  როგორიცაა ადამიანური კაპიტალი  და ადამიანური  განვითარება  -  ცხოვრების  დონის  შეფასება, ადამიანური  კაპიტალის  ზრდის  ფაქტორები  და ფაქტობრივი  მდგომარეობა.  ადამიანური  კაპიტალის  და  ადამიანური  განვითარების ინდექსების  პარამეტრების გამოთვლის  მოდელები  და ინდექსების  მნიშვნელობა  ქვეყნების  შეფასების  საკითხში.  მოცემულია  ადამიანური  კაპიტალის   არსის  ისტორიული  ასპექტები,  ადამიანური  კაპიტალის    და  ადამიანური  ინდექსების  მიხედვით  გაანალიზებული და შეფასებულია  საქართველოს  ადგილი  მსოფლიოს  ქვეყნებს  შორის  ადამიანური  კაპიტალის  და  ადამიანური  განვითარების  ინდექსების  მაჩვენებლის  მიხედვით,   მსოფლიო ქვეყნების  და  ამიერკავკასიაში  მეზობელ  სახელმწიფოებთან - სომხეთთან  და  აზერბაიჯანთან  შედარების  ფონზე

    ანთროპონიმები სამეგრელოში საეკლესიო საბუთებისა და ჯვრის მონასტრისაღაპების მიხედვით

    Full text link
    The monuments of Georgian law and the agape and synaxarion of the Jerusalem Cross Monastery contain important information and reflect the situation of the 10th-19th centuries. The data in the monuments are noteworthy from many points of view; however, the article focuses on the formal and semantic study of anthroponyms. The analyzed units are grouped into simple and complex (composed) anthroponyms. Adverbs and personal nouns derived from nouns were distinguished in the simple group: gačirdia, goḳurcxia, erčkindia, gurišia, skvamišia; In complex - verb and noun component names: vagiḳondi, vamičkid, mamiordi, šurimidgi, tolisḳuami, babašuri.It is worth noting that the origin of the discussed personal names are Magrelian and follow the Georgian word-building. Although the roots leave a more artificial impression, which is more common in Western Georgia in these days, and in many cases, is characterized by the sign of high artistic value.ქართული სამართლის ძეგლები და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები და სვინაქსარები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავენ და ასახავენX-XIX საუკუნეების ვითარებას. ძეგლებში არსებული მონაცემები საყურადღებოა მრავალი კუთხით, თუმცა სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ანთროპონიმთა ფორმობრივ და სემანტიკურ შესწავლაზე. გაანალიზებული ერთეულები დაჯგუფებულია მარტივ და რთულ (კომპოზიტური წარმოების) ანთროპონიმებად. მარტივ ჯგუფში განირჩა ნაზმნარი და სახელისგან მომდინარე პირსახელები: გაჭირდია, გოკურცხია, ერჩქინდია, გურიშია, სქვამიშია; რთულში - ზმნურ და სახელთა კომპონენტიანი სახელები: ვაგიკონდი, ვამიჩქიდ, მამიყორდი, შურიმიდგი, თოლისკუამი, ბაბაშური.აღსანიშნავია, რომ განხილულ პირსახელთა წარმომავლობა მეგრულია და ქართველურ წარმოებას მიყვება. ძირ-ფუძეები უფრო ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც დასავლეთ საქართველოში დღემდე არის გავრცელებული და ხშირ შემთხვევაში „მხატვრულობის“ ნიშნით ხასიათდება

    ინოვაციური მენჯმენტი და მისი როლი ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესში

    Full text link
    For a succesful functioning of a business it is not enough to simply implement proven and effective practices or create an effective workforce. An important role is assigned to adapting to the changes taking place around and using innovative approaches. The article presents both the role of innovation management for the organization and the decision-making stages that managers go through in the process of implementing changes. According to the author, using this approach and going through the mentioned stages perfectly will help organizations to develop the ability of adapting to changes as painlessly as possible. However, it should be emphasized that the proposed model will not always be effective and, in some cases, it will be necessary to modify it depending on the needs of the organizations.ბიზნესის წარმატებით ფუნქციონირებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ გამოცდილი და ეფექტური პრაქტიკის დანერგვა ან ეფექტური სამუშაო ძალის შექმნა. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება გარშემო მიმდინარე ცვლილებებთან ადაპტაციას და ინოვაციური მიდგომების გამოყენებას.    სტატიაში წარმოდგენილია როგორც ინოვაციური მენეჯმენტის როლი ორგანიზაციისთვის, ასევე გადაწყვეტილების მიღების ეტაპები, რომლებსაც გადიან მენეჯერები ცვლილებების განხორციელების პროცესში. ავტორის აზრით, ამ მიდგომის გამოყენება და ხსენებული ეტაპების სრულყოფილად გავლა, დაეხმარება ორგანიზაციებს განავითარონ უნარი, რომელიც დაეხმარება ცვლილებებთან ადაპტაციაში რაც შეიძლება უმტკივნეულოდ. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმას რომ შემოთავაზებული მოდელი ყოველთვის ეფექტური ვერ იქნება და ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო იქნება მისი მოდიფიცირება ორგანიზაციების საჭიროებებიდან გამომდინარე

    100

    full texts

    321

    metadata records
    Updated in last 30 days.
    Samtskhe-Javakheti State University Journals
    Access Repository Dashboard
    Do you manage Open Research Online? Become a CORE Member to access insider analytics, issue reports and manage access to outputs from your repository in the CORE Repository Dashboard! 👇