Samtskhe-Javakheti State University Journals
Not a member yet
321 research outputs found
Sort by
ინგლისური ნეოლოგიზმები ქართულ სოციალურ მედიაში
The article deals with English neologisms used by Facebook user students at Samtskhe-Javakheti State University. The development of technology, Internet-based communication, and the creation of social networks have advanced the role of social media. Accordingly, it improved the communication between people.
Social media has the closest connection with the Internet and since English words are mainly derived from the discourse of the Internet, they are easily and widely spread on social media. News in social media is spread through social networks. Thus, social networks are the main source of the influx of English words into the Georgian language.
Quite a great number of English lexical units are related to social networks. Such as domain, blog platform, server, user, post, spam, share, panel, application, timeline, profile, cover, and others. Consider some of them: The word server in the Oxford dictionary is defined as a computer program that controls or provides information to several computers connected to a network. In Georgian it is defined as – server as well. The word – a user in social media means a person who uses various social networks. Spam is an advertising message sent by e-mail without the consent of the recipient. Since there was no corresponding word for this term in the Georgian language, it was established as a neologism. The word - Panel has many definitions but in social media, it refers to a large format photo. Profile ინ social networks means a short biographical, informative page about the user, etc. As a result of the conducted research, the words young people prefer to use on social media have been identified.
The article aims to find English neologisms and study the frequency of their use among young people. Many Georgian equivalents of English neologisms require explanation, and often several words are needed. Due to this, users prefer their short versions.სტატია ეხება ინგლისურ ნეოლოგიზმებს, რომელსაც იყენებს ფეისბუქის მომხმარებელი სტუდენტობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ტექნოლოგიების განვითარებამ, ინტერნეტზე დაფუძნებულმა კომუნიკაციამ და სოციალური ქსელების შექმნამ წინ წამოწია სოციალური მედიის როლი. შესაბამისად გაუმჯობესდა ადამიანებს შორის კომუნიკაცია.
სოციალურ მედიას ყველაზე მჭიდრო კავშირი ინტერნეტთან აქვს და რადგან ინგლისური სიტყვები ძირითადად ინტერნეტის დისკურსიდან მომდინარეობენ შესაბამისად ისინი სოციალურ მედიაშიც ადვილად ვრცელდებიან და ფართოდ იკიდებენ ფეხს. სოციალურ მედიაში ამბები სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება. სწორედ სოციალური ქსელებია ინგლისური სიტყვების ქართულ ენაში შემოდინების ძირითადი წყარო.
სოციალურ ქსელებთანაა დაკავშირებული მთელი რიგი ინგლისური ლექსიკური ერთეულები: დომეინი, ბლოგ-პლატფორმა, სერვერი, იუზერი, პოსტი, სპამი, შეარი, პანელი, აპლიკაცია, თაიმლაინი, პროფილი, ქავერი და სხვა. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი: სერვერი (server) ოქსფორდის ლექსიკონში განმარტებულია, როგორც კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აკონტროლებს ან აწვდის ინფორმაციას რამდენიმე ქსელთან დაკავშირებულ კომპიუტერს. ლექსიკონებში ის ქართულად განმარტებულია, როგორც უბრალოდ - სერვერი. იუზერის (user) ქართული შესატყვისი არის მომხმარებელი, რაც სოციალურ მედიაში გულისხმობს სხვადასხვა სოციალური ქსელების მომხმარებელს. სპამი (spam) არის მიმღების თანხმობის გარეშე ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი სარეკლამო გზავნილი. რადგან ქართულში ამ ტერმინს არ დაუხვდა შესაბამისი სიტყვა სპამი დამკვიდრდა, როგორც ნეოლოგიზმი. პანელი (panel) ამ სიტყვას ბევრი განმარტება აქვს, მაგრამ სოციალურ მედიაში გულისხმობს დიდი ფორმატის ფოტოს. პროფილი (profile) სოციალურ ქსელებში გულისხმობს მომხმარებლის შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ, ინფორმაციულ გვერდს და ა.შ.
სტატია მიზნად ისახავს ინგლისური ნეოლოგიზმების მოძიებას და მათი გამოყენების სიხშირის შესწავლას სტუდენტებში. ნეოლოგიზმების ბევრი ქართული შესატყვისი განმარტებას ითხოვს და ხშირად ამისათვის რამდენიმე სიტყვაა საჭირო. ამის გამო მომხმარებლები მის მოკლე ვარიანტს ანიჭებენ უპირატესობას. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა ის სიტყვები, რომლებსაც ახალგზრდები ანიჭებენ უპირატესობას სოციალურ მედიაში
იოჰან ჰაინრიხ ცედლერის ენციკლოპედიის ცნობები აფხაზეთის ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიის შესახებ და თანამედროვე ისტორიოგრაფია
The name of Johan Heinrich Zedler, a famous German publisher and bookseller, is connected with the creation of a German encyclopedia, the Grosses Universal-Lexicon (Great Universal Lexicon), the largest and most comprehensive German-language encyclopedia developed in the 18th century. Among its expansive content, 35 articles are distinctly devoted to the Georgian subject matter. This research highlights the significance of the Zedler Encyclopedia's content, particularly in relation to inquiries concerning the historical and geographical aspects of Abkhazia during the latter half of the 18th century.The information contained in the encyclopedia about Georgia was made available to Georgian researchers and a wide part of public translated from German published by Tamaz Gogoladze and Gocha Saitidze. Zedler gives the purpose of the publishing project in a rather broad headline. The publisher notes that the encyclopedia contains all sorts of information that the human mind has ever produced and modified.Zedler's extensive references shed light on the toponyms and hydronyms that resonate within the borders of contemporary Abkhazia, encompassing notable names such as Enguri, Ekhalisi, Kodori, and Mokvistskali. Particularly intriguing is Zedler's documentation concerning the „Great Wall of Abkhazia“. This study delves into the multifaceted realms of historical geography and toponymy within Abkhazia, scrutinizing them through the lens of modern historiography.ცნობილი გერმანელი გამომცემლისა და წიგნებით მოვაჭრის – იოჰან ჰაინრიხ ცედლერის სახელს უკავშირდება ლაიფციგსა და ჰალეში პირველი სრულყოფილი გერმანულენოვანი ენციკლოპედიის 64 ტომად გამოცემა. მისი სახელწოდებაა „დიდი უნივერსალური ლექსიკონი მეცნიერების და ხელოვნების ყველა დარგისათვის“. მასში საქართველოს თემატიკისადმი მიძღვნილი 35 სტატიაა შესული. საქართველოს შესახებ ენციკლოპედიაში დაცული ინფორმაცია ქართველი მკვლევრებისა და საზოგადოების ფართო წრეებისათვის ხელმისაწვდომი გახადეს, გერმანული ენიდან თარგმნეს და სათანადო საკვლევი აპარატურითურთ გამოაქვეყნეს თამაზ გოგოლაძემ და გოჩა საითიძემ (გოგოლაძე, საითიძე, 14, 2011: 535-569).მთარგმნელთა შეფასებით, „იოჰან ჰაინრიხ ცედლერის უნივერსალური ლექსიკონი მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ენციკლოპედია და, ამავე დროს, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი საგამომცემლო პროექტია, რომელიც მთლიანობაში 68 000 გვერდს და 290 000 სტატიას შეიცავს“ (გოგოლაძე, საითიძე, 14, 2011: 535).იოჰან ჰაინრიხ ცედლერი 1706 წლის 7 იანვარს დაიბადა პოლონეთის ქალაქ ვროცლავში (მისი გერმანული სახელწოდებაა რესლაუ). მამამისი იოჰანი მეწაღე იყო. საგამომცემლო საქმე ვროცლაველ წიგნებით მოვაჭრესთან – ჰანს ბრახფოგელთან ბავშვობაში შეუსწავლია. 1726 წლიდან ქალაქ ფრაიბურგში ცხოვრობდა, სადაც ცოლად შეირთო ადგილობრივი გამომცემლის, დავით რიხტერის და დოროთეა (1695-1755 წწ.). ამავე ქალაქში ცოლისა და ცოლისძმის დახმარებით დააარსა საკუთარი გამომცემლობა და გამოსცა რამდენიმე წიგნი. 1727 წელს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ლაიფციგში, რაც მაშინდელი ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საგამომცემლო ცენტრს წარმოადგენდა. აქაც ცედლერს საკუთარი გამომცემლობა და წიგნების მაღაზია ჰქონდა. საგამომცემლო საქმეში მის პირველ სერიოზულ საქმედ შეიძლება ჩაითვალოს 1728 წელს მარტინ ლუთერის თხზულებათა თერთმეტტომეულის გამოცემა.1730 წლის 26 მარტს ახალი საგამომცემლო პროექტის, პირველი გერმანული სასაუბრო ლექსიკონის შესახებ ცედლერის განცხადებამ მისივე ლაიფციგელი კონკურენტების პროტესტი გამოიწვია, რაც ქალაქ ჰალეში ცედლერის საცხოვრებლად გადასვლის მიზეზი გახდა. 1731 წლის 6 აპრილს ადგილობრივი უნივერსიტეტის კანცლერის – იოჰან პეტერ ფონ ლუდევიგის დახმარებით „გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორის, შემდგომში უნგრეთისა და ბოჰემიის მეფისა და ავსტრიის ერცჰერცოგის) – კარლ VI ჰაბსბურგისაგან (1685-17400 წწ.) უნივერსალური ლექსიკონის დაბეჭდვის ნებართვა მიიღო (გოგოლაძე, საითიძე, 14, 2011: 536-537).ცედლერი საგამომცემლო პროექტის დანიშნულებას გადმოგვცემს ენციკლოპედიის საკმაოდ ვრცელ სათაურში. გამომცემელი აღნიშნავს, რომ ენციკლოპედიაში შესულია ყველა სახის ინფორმაცია, რაც „აქამდე ადამიანის გონებას შეუქმნია და შეუსწორებია“. ენციკლოპედიაში შესულია დედამიწის გეოგრაფიულ-პოლიტიკური აღწერა, ასტრონომიული და ისტორიულ-გენეალოგიური ცნობები, ასევე სტატიები წეს-ჩვეულებების, ზღვაოსნობის, ნადირობის, თევზაობის, მადნის მოპოვების, მეღვინეობის, მიწათმოქმედების, მეცხოველეობის… შესახებ. ენციკლოპედიით მეტ-ნაკლებად სრული წარმოდგენა გვექმნება ეკლესიის ისტორიის, საეკლესიო პირთა, წმინდა მოწამეთა, სექტანტთა და მწვალებელთა შესახებ. მასში წარმოდგენილია ინფორმაციები გამოჩენილი სწავლულების, უნივერსიტეტების, აკადემიების, საზოგადოებებისა და მათი აღმოჩენების, აგრეთევ, მითოლოგიის, ნუმიზმატიკის, ფილოსოფიის, მათემატიკის, მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგის შესახებ და ა. შ. (გოგოლაძე, საითიძე, 14, 2011: 537-538).
ცედლერი 45 წლის ასაკში, 1751 წელს, ლაიფციგში გარდაიცვალა. უნივერსალურ ლექსიკონში საქართველოს თემატიკაზე საკითხების დამუშავება-შესწავლა და სტატიების სახით შეტანა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ XVIII საუკუნის პირველ ნახევარში დასავლეთი ევროპა გარკვეულ დაინტერესებას იჩენდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ევროპელ მკვლევრებს გარკვეული წარმოდგენა ჰქონდათ საქართველოზე. „აღნიშნული თვალსაზრისით, მართლაც, საინტერესო სურათს ვიღებთ: ირკვევა, რომ ევროპელი მკვლევრებისთვის ცნობილი იყო ანტიკური ხანის ბერძენი და რომაელი ავტორების..., აგრეთვე რამდენიმე ბიზანტიელი ავტორის... თხზულებებში დაცული ცნობები საქართველოს შესახებ“ (გოგოლაძე, საითიძე, 14, 2011: 538-539)
ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედება საქართველოში: (ეძღვნება მწერლის დაბადებიდან 200 წლისთავს)
The article is dedicated to the work of the great Russian writerFyodor Dostoevsky, whose 200th anniversary is celebrated on November11 this year. The article focuses on Dostoevsky's interest in Georgia, histranslation of his works into Georgian and their transfer to the Georgianstage.The article notes that the translation of Dostoevsky's works intoGeorgian began only during the Soviet period, which is due to the factthat Fyodor Dostoevsky's work did not receive much recognition duringhis lifetime in his homeland. Only after the author's death was heconsidered one of the best representatives of Russian realism. Probablythat is why the study of Dostoevsky's work in Georgia and the translationof his works into Georgian dates back to the middle of the twentiethcentury.The article provides a brief overview of the history of translation ofDostoevsky's works into Georgian, presents the translators who havededicated their work to Dostoevsky's work.სტატია ეძღვნება დიდი რუსი მწერლის ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას, რომლის 200 წლის იუბილე 2021 წლის 11 ნოემბერს აღინიშნა. სტატიაში აქცენტი კეთდება დოსტოევსკის შემოქმედებისადმი ინტერესზე საქართველოში, მისი ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნაზე და ქართულ სცენაზე მათ გადატანაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ დოსტოევსკის ნაწარმოებთა ქართულ ენაზე თარგმნა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში დაიწყო, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ფიოდორ დოსტოევსკის შემოქმედებას მის სამშობლოში სიცოცხლეშივე არ მიუღია დიდი აღიარება. მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ იგი მიიჩნიეს რუსული რეალიზმის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად. ალბათ, ამიტომაც საქართველოში დოსტოევსკის მოღვაწეობის შესწავლა და მისი ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნა მეოცე საუკუნის შუა ხანებით თარიღდება. სტატიაში მოცემულია დოსტოევსკის ნაწარმოებების ქართულ ენაზე თარგმნის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, წარმოდგენილი არიან ის მთარგმნელები, რომლებმაც თავისი საქმიანობა დოსტოევსკის შემოქმედებას მიუძღვნეს
მცენარეთა აღმნიშვნელი ლექსიკა სამეგრელოს ტოპონიმიაში: (ნაწილი II)
The work is a continuation of the article of the same name printed in the onomastic collection "Akhaltsikhe - 2015", the second part.This time, phytonyms, oikonyms, hydronyms, commononyms, etc. obtained from the proven plant vocabulary in Martvili (southern part) and Tsalenjikh districts of Samegrelo are discussed.Toponyms containing plants are classified according to their producing affixes.The study of toponymy derived from the names of plants gives us a clear idea of both the vegetation cover and the agricultural existence of the population of this area since ancient times.Different types of plants are spread in the research area: woody plants, breadfruit and fruit trees, berries, legumes, various herbs, including weeds.The work is accompanied by a list of Kolkhi grape varieties, 96 items.The names of such plants are confirmed in the toponymy of Samegrelo, which are not even included in the Megrelian-Georgian dictionaries and botanical dictionaries too.The territory of historical Kolkheti was not only rich in gold, but also rich in flora, known for its unique vegetation, which is clearly reflected in microtoponymy.ნაშრომი წარმოადგენს „ახალციხე – 2015“ ონომასტიკურ კრებულში დაბეჭდილია მავე სახელწოდების სტატიის გაგრძელებას, მეორე ნაწილს. ამჯერად განხილულია სამეგრელოს მარტვილისა (სამხრეთ ნაწილი) და წალენჯიხის რაიონებში დადასტურებული მცენარეული ლექსიკიდან მიღებული ფიტონიმები, ოიკონიმები, ჰიდრონიმები, კომონიმები და სხვ. ტოპონიმები კლასიფიცირებულია მათი მაწარმოებელი აფიქსების მიხედვით. მცენარეთა სახელებიდან მომდინარე ტოპონიმიკის შესწავლა ნათელ წარმოდგენას გვიქმნის როგორც მცენარეული საფარის, ასევე ამ მხარის მოსახლეობის სამეურნეო ყოფის შესახებ ძველთაგანვე. საკვლევ ტერიტორიაზე გავრცელებულია სხვადასხვა სახეობის მცენარეები: მერქნიანები, პურისა და ხეხილის ჯიშები, კენკროვნები, პარკოსნები, ნაირგვარი ბალახეული, მათ შორის სარეველაც. ნაშრომს ახლავს მოძიებული კოლხური ვაზის ჯიშების ნუსხა, 96 ერთეული.სამეგრელოს ტოპონიმიაში დასტურდება ისეთი მცენარეთა სახელები, რომლებიც მეგრულ-ქართულ ლექსიკონებსა და ბოტანიკურ ლექსიკონებშიც კი არ არის შეტანილი. ისტორიული კოლხეთის ტერიტორია იყო არა მარტო ოქრომრავალი, არამედ ფლორამრავალიც, ცნობილი თავისი უნიკალური მცენარეული საფარით, რაც მკაფიოდ აისახა მიკროტოპონიმიაში
დასაქმება ციფრული ეკონომიკის პირობებში
The world is constantly changing and digital transformation is one of the fundamental driving force. The technologies ensure historical shift from two-century long industrial economy to the „digital economy“.
The paper discusses the peculiaritie of emerging digital economy, impact of the global pandemic on its development. The opinions of the scientists are studied, as well as employment problems in the digital environment, positive and negative impact of the digital economy on the employment. სამყარო მუდმივად იცვლება და ერთ-ერთი ფუნდამენტური მამოძრავებელი ძალა ციფრული ტრანსფორმაციაა. ტექნოლოგიებმა უზრუნველყო ისტორიული გადასვლა წინა ორი საუკუნის ინდუსტრიული ეკონომიკიდან ახალ „ციფრულ ეკონომიკაზე“.
ნაშრომში განხილულია ციფრული ეკონომიკის წარმოშობის თავისებურებები, გლობალური პანდემიის გავლენა მის განვითარებაზე. შესწავლილია მეცნიერთა მოსაზრებები. დასაქმების პრობლემები ციფრულ გარემოში. ციფრული ეკონომიკის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა დასაქმებაზე
REGARDING THE POSSIBLE WAYS OF EVOLUTION OF SEYFERT GALAXIES
Changes of some physical parameters obtained from the theoretical model calculations in several catalogs for Seyfert galaxies of spectral classes Sy 1 and Sy 2 are analyzed in the present work and a conclusion suggesting that there is a high probability that the existing evolution of Seyfert galaxies occurs from the spectral class Sy 2 to Sy 1 is made
ქართველთა ყოფით-კულტურული მახასიათებლები: (სვანური და აჭარული ანთროპონიმიის და ეთნოგრაფიული ლექსიკის მიხედვით)
We bring up for discussion issuess follows: 1. The results of studying onomastic material found in the historical-ethnographic regions of Georgia, such as Adjara and Svaneti; 2. Several terms concerning to the studied material, found during the research on surnames and hereditary names of surnames, toponyms, reflecting the household, cultural and religious details of Georgians existing in general Kartvelian dialects of communities and regions. The attempt of the Ottomans and Russians was to use the centuries-old surname telling the great socio-cultural history in order to change the established, time-tested, traditional way of life, the protection of which was guaranteed by this most important part of anthroponymy. The conquerors never achieved their goals. The names of people confirming the relations of Georgians with representatives of Caucasian and other ethnic groups are a means of studying the ethnic-cultural, socio-political history of the country. The primary source for the study of the Georgian social and cultural life is the common name of the brotherhood in Svaneti - "Kavi". Hereditary family names ("Ali-oglus", "Alaverd-oglus", "Ialam-oglus", "Shalikoglus", "Kadir-oglus", "Bidz-oglus", "Dari-oglus", "Mokhdilis", "Agatakhums", "Kobos"), anthropotoponyms (GobianKhidi, GudadziAkho, Kamajoghlebi, Lomsanidze, Dartsikana, Memishoglebi, Kukharti, RamazanGhele); Names of places explained in Turkish (Trubelughi, TunoBichegi, KuchugAraz, HajiogliYurdi); Toponyms denoting religious-cult and Georgian ethnic-cultural existence, relief (church and back of the church, Nafuzari and side of Nafuzari, LasharaGori, NakhizNavi, Shua Tem-ari, Akvanasseri, KalisSakazmavi (women’s decoration), Saghoria, Darchidzi Kana, GhamisSatevi (night lodging), Satsikhvela, (Tsikvilis Kari (mill doo), Nabeglavi, Nakaloeb and Gzabatsara, NadaburiGza, NadaburiTsveri) is a kind of carpet reflecting the cultural-historical and linguistic development of the respective era of the nation, thrown over a certain place, section of the land.The terms describing the faith defining the life ("khelisgakhsna” (opening of the hand), "begara", "mogipso", "tavi” (head) “tvali” (eye), "rigdeba", "begara", "momapsebeli"...) tell us about the Georgian mentality about how the natives formed lexical units in accordance with the laws of their state-literary, native language, preserved and saved by the Adjarians and Svans.სამსჯელოდ გამოგვაქვს: 1. საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში, აჭარასა და სვანეთში მოძიებული ონომასტიკური მასალის კვლევის შედეგები; 2. გვარებისა და გვარის მემკვიდრეობითი სახელების, ტოპონიმების კვლევის დროს მოძიებული, საკვლევ მასალასთან დაკავშირებული, თემის, მხარის, ზოგადქართველურში არსებული, ქართველთა ყოფით-კულტურული, რწმენითი ცხოვრების ამსახველი რამდენიმე ტერმინი.ოსმალოს და რუსის მცდელობა იყო, საუკუნეების წინ არსებული, დიდი სოციალურ-კულტურული ისტორიის მომთხრობიგვარსახელი გამოეყენებინა განსაზღვრული, დროის მიერ გამოცდილი, ტრადიციული ცხოვრების იმ წესის შესაცვლელად, რომლის დაცვის მყარი გარანტიც იყო ანთროპონიმიის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი.დამპყრობლების მიზანი ბოლომდე და სრულად ვერ განხორციელდა.ქვეყნის ეთნიკურ-კულტურული, სოციალურ-პოლიტიკურიისტორიის შესწავლის საშუალებაა კავკასიის მკვიდრ და სხვა,უცხო ეთნოსის წარმომადგენელებთან ქართველთა ურთიერთობის მადასტურებელი ადამიანთა სახელები.ქართულ ყოფით-კულტურული ცხოვრების კვლევის პირველწყაროა საძმოს სვანეთში გავრცელებული სახელი „კავი“.გვარის მემკვიდრეობითი სახელები („ალიოღლები“, „ალავერდოღლები“, „იალამ ოღლები“, „შალი კოღლები“,„ყადიროღლიები“,„ბიძოღლები“, „დარიოღლები“, „მოხდილები“, „აღათახუმები“, „კობრები“), ანთროპოტოპონიმების (გობიან ხიდი, გუდაძი ახო,ყამაჯოღლები, ლომსანიძე, დარციყანა, მემიშოღლები, ქუხარტი,რამაზან ღელე); ადგილთა თურქული ენით ახსნილი სახელები(თრუბელუღი, თუნო ბიჩეგი, ქუჩუგ არაზი, ჰაჯიოღლი იურდი);რელიგიურ-საკულტო და ქართულ ეთნიკურ-კულტურული ყოფის, რელიეფის აღმნიშვნელი ტოპონიმები (საყდარი და საყდრისუკანა, ნაფუზარი და ნაფუზარის გვერდი, ლაშარა გორი, ნახიზ ნავი,შუა თემ-არი, აკვანასერი, ქალის საკაზმავი, საღორია, დარჩიძი ყანა,ღამის სათევი, საციხველა, წისქვილის კარი, ნაბეღლავი, ნაკალოებიდა გზაბაწარა, ნადაბური გზა, ნადაბური წვერი) მიწის გარკვეულადგილს, მონაკვეთს გადაგებული, ერის შესაბამისი ეპოქისკულტურულ-ისტორიული და ენობრივი განვითარებულობისამსახველი ერთგვარი ხალიჩაა.ყოფითი ცხოვრების განმსაზღვრელი რწმენიანობის ამსახველიტერმინები („ხელის გახსნა“, „ბეგარა“, „მოგიფსო“, „თავი“/„თვალი“,„რიგდება“, „ბეგარა“, „მომაფსებელი“...) მოგვითხრობენ აჭარელთადა სვანთაგან შენახული, გადარჩენილი ქართული მენტალობის,იმის შესახებ, თუ როგორ აფორმებდნენ ადგილობრივები ლექსიკურ ერთეულებს საკუთარი სახელმწიფო-სამწიგნობრო, მშობლიური ენის კანონების შესაბამისად
ეკონომიკური ზრდა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში
The paper overviews existence of the short-term, mid- and long-term wave cycles of the developed countries lasting for 50 years and having general global nature (Kondratyev Cycles).
The Cycles of Kondratyev have the investment nature and is directly linked to the scientific and technical progress, while the share of the agriculture in many developing countries against Gross Domestic Product is still high.
The paper demonstrates the difference of the national income between developed and developing countries linked to the low competitiveness of the developing countries, on extremely low wages and poor working conditions there. While a number of popular stores in the West are proud of their products. At this time, a large part of the world's population is in constant crisis, depending on the degree of exploitation.ნაშრომში მოცემულია განვითარებული ქვეყნების მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი ტალღების ციკლების არსებობა, რომელთა ხანგრძლივობა 50 წელს გრძელდება. და რომლებსაც საერთო მსოფლიო ხასიათი გააჩნიათ. (კონდრატიევის ციკლები).
კონდრატიევის ციკლებს საინვესტიციო ბუნება აქვთ და უშუალოდ სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესთან არიან დაკავშირებულნი, როცა ბევრ განვითარებად ქვეყნებში სოფლის მეურნეობის დარგების ხვედრითი წილი მთლიან ეროვნულ პროდუქტში დღემდე მაღალია.
ნაშრომში მოცემულია განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეროვნული შემოსავალს შორის განსხვავებაც, რაც დაკავშირებულია განვითარებადი ქვეყნების დაბალ კონკურენტუნარიანობაზე, უკიდურესად დაბალ ხელფასზე და ცუდ სამუშაო პირობებზე. მაშინ, როდესაც მათ მიერ დამზადებული საქონლით დასავლეთის მთელი რიგი პოპულარული მაღაზიები თავს იწონებენ. ამ დროს მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი მუდმივ კრიზისშია, რაც დამოკიდებულია უქსპლოატაციის ხარისხზე
ალექსანდრე ყაზბეგის დრამატურგია
The drama genre in the works of Alexandre Kazbegi proves that anartistic word of the artist is full of deep emotions, as the human pains covered in religious cover is felt like the universal problems, as existence of the human being is linked with the sinful earthy environment.Alexandre Kazbegi demonstrated human problems, the spirit of theepoch, peculiarities of understanding the universe making key truth clearer.The dramaturgy feels the pain of the epoch deeper, own pain is also shown to the reader on the surface, having linkage the personal pain to the God, homeland, nation and is transformed into general torture and tears.The philosophy of Kazbegi shows combination of a new epoch with thepainful issues, psychological researches which regularly characterized to the author and it met the severe requirements of the epoch this way and filled the gap and planned hopeful future.The work analysis the artistic and esthetic value of the dramaturgy ofAlexandre Kazbegi, including “Davit’s family”, “Torture of the Queen Ketevan” and “Arsena”, psycho-emotional peculiarities of the character,national values reflecting the epoch and philosophy of the artist.ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში დრამატურგიის ჟანრიცდასტურია იმისა, რომ შემოქმედის მხატვრული სიტყვა ღრმა ფსიქოლოგიზმით, ემოციითაა დატვირთული, რადგან რელიგიურისამოსით მოსილი ამქვეყნიური ტკივილები ადამიანშია განთავსებული და წუთისოფლიურ პრობლემებად განიცდება, რადგანთვით ადამიანის არსებობაა დაკავშირებული ცოდვით მოსილმიწიერ გარემოსთან.ალექსანდრე ყაზბეგმა თავისი დრამატურგიული ნაწარმოებებით ღრმად წარმოაჩინა ადამიანთან დაკავშირებული პრობლემები, ეპოქის სულისკვეთება, სამყაროს მხატვრული გააზრებისგარკვეული თავისებურებები, რაც ნათელს ჰფენს ერთ მთავარჭეშმარიტებას – დრამატურგიაში კიდევ მეტი სიღრმით განცდილია ეპოქის სატკივარი, ზედაპირზეა ამოტანილი და მკითხველისთვალწინ გათვალსაჩინოებული საკუთარი სულიერი ტკივილი,რომელიც პირადულიდან ღმერთის, სამშობლოს, ერისაკენაა მიმართული და საერთო ზოგად ტანჯვად და ცრემლად არისგარდაქმნილ-გარდასახული.ალექსანდრე ყაზბეგის მსოფლმხედველობაში არეკლილიაახალ ეპოქასთან შერწყმული მტკივნეული თემების ჩვენება დაამაღლებულ მხატვრულ სახეთა წარმოჩენა, რითაც აჩვენა ეპოქისსული, ადამიანის სულიერ სამყაროში მიმდინარე ფსიქოლოგიურიწიაღსვლები, რომელიც განუშორებლად ახლდა ავტორს და ამ მიდგომებით პასუხი გასცა ეპოქის მკაცრ მოთხოვნებს, რითაც ამოავსო ადამიანის სიცარიელე და მომავლის იმედიანი გზა დასახა.ნაშრომში ზოგადად გაანალიზებულია ალექსანდრე ყაზბეგისდრამატურგიის – „დავითის სახლობა“, „წამება ქეთევან დედოფლისა“, „არსენა“ – მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულება, პერსონაჟის ფსიქო-ემოციური თავისებურებანი, ეროვნული ღირებულებანი, რომელიც არეკლავს ეპოქის და თვით შემოქმედის მსოფლმხედველობრივ თვალსაწიერს
რამდენიმე გრეციზმი, ლათინიზმი და სემიტიზმი ქართულ გვარებში
The purpose of this study is to analyze the etymology of three Georgian(Megrelian) family names; The authors have added new materials to theexisted findings.1. The last name Stvilia: the opinion of the family name “Stvilia” beingoriginated from the Georgian word “stviri” (სტჳრი/სტვირი) – pipe, windinstrument is developed further by bringing into discussion the AncientGreek semantic unit “στῦλ-ος ὅ” “სტჳლ-ოს” which semantically andphonetically stands very close to the Georgian (Megr.) family name.According to the findings of this research, Georgian and Greek words “στῦλ-ος ὅ”/ სტვირი” should share the same origin: “Beside στῦ-λος stands in Indoiran. Av. stū-̆ na- m., stu-nā f., Skt. sthū-nā f.(on ṇ Mayrhofer Mél. d'indianisme [Paris 1968] 509 f.) `pillar’with suffixal l-nvariation (Benveniste Origines 43); the basic verb is in Greek represented by στύω (s. v.). Here also with diff. ablaut σταυρός and στοά (s. vv.). Cf. furt her στύπος.The length of the vowel is rather difficult with the proposed etymology; I rather suspect that the word is of Pre-Greek originPage in Frisk: 2,813;”The authors reference other significant lexicographers such as Beekes, Frisk, and Babiniotis. The article explains the phonetic process this Indo-European word experienced when entering the Georgian semantic space.2. The last name Salia: according to the current data, the family name“Salia” originates from the Hebrew word “Saul” (N. Jomedava); however, the authors explore five other possibilities in the article. No phonetic rules can prevent these possibilities from being shared by other scientists. The authors extensively explore the possible connection to the college of Romaic priests/priestess “Salii”: “I Salii, orum m [salio II]” or similar relation to the Latin verb “II salio, salui (ii), saltum, ire. 1) to jump, leap“. The article explores the Latin etymology as well: “PIE *sh2l-ie/o- 'to jump', *sh2l-to-. IE cognates: Olr. saltraid 'to trample', MWsathar 'trampling' < *sat-tro-^ W. satkru, Bret, saotran 'to soil'; Skt. pr. Sisarsi [2s.act.], sisrate [3p.med,] 'to flow, run, hurry5< PIE *seL; Gr. δλλομαι 'to jump'.”3. The last name Geria: the family name “Geria” is assumed to havederived either from the Georgian (Megr.) word “geri” (გერი) - wolf or theGeorgian word “geri” (გერი) - stepson/stepdaughter (N. Jomedava). Theword “გერი” (gēr) in Georgian currently is considered to be of Hebrew origin (Lerner, Biniashvili), and it is closely examined in the article; The root “ger” is attested in the Bible: “1 Ezr. 8, 2. Γηρσαμ/Gershom/Гирсам (Гершом), Old Georgian “gerson-s” (გერსამ/გერსონ-ს), New Georgian “Gershom” (გერშომ)”.The authors also connect other Georgian family names გერსამია/Gersamia, ჯერვალიძე/ Jervalidze to this Hebrew (Semite) root “gēr”.The researchers demonstrate multiple factual materials of lexical andother categories.ავტორების მიერ წარმოდგენილ სამეცნიერო სტატიაში განხილულია სამი ქართული(მეგრული) გვარის სავარაუდო ეტიმოლოგია, მათ შესახებ დამატებულია ახალი მასალები:1. გვარი სტვილია: არსებულ ინფორაცია, რომ გვარი ქართულისიტყვა სტვირიდან უნდა მომდინარეობდეს (ნ. ჯომედავა), გავრცობილია იმით, რომ დამატებულია ძველბერძნული სემანტიკურიერთეული στῦλ-ος ὁ -სტჳლ-ოს, რომელიც სემანტიკურად დაჟღერადობითაც ახლო დგას ქართულ (მეგრ.) გვართან. როგორცკვლევაში ნაჩვენებია ქართულ და ბერძნულ სიტყვასაც უნდა ჰქონდეს ერთი წარმომავლობა: Beside στῦ-λος stands in Indoiran. Av. stū-̆na- m., stu-nā f., Skt. sthū-nạ̄ f. (on ṇ Mayrhofer Meĺ . d'indianisme [Paris 1968] 509 f.) `pillar’with suffixal l-nvariation (Benveniste Origines 43); the basic verb is in Greek represented by στύω (s. v.). Here also with diff. ablaut σταυρός and στοά (s. vv.). Cf. furt her στύπος.- The length of the vowel is rather difficult with the proposed etymology; Irather suspect that the word is of Pre-Greek originPage in Frisk: 2,813;დამოწმებულია სხვა დიდი ლექსიკოგრაფებიც ბეეკესი, ფრისკი,ბაბინიოტისი.სტატიაში ახსნილია ინდო-ევროპული სიტყვის ქართულსივრცეში შემოსვლისას მომხდარი ფონეტიკური პროცესებიც.
2. გვარი სალია: არსებულ ინფორმაციას, რომ გვარი უნდამომდინარეობდეს ებრაული საულიდან (ნ. ჯომედვა) დამატებულია მისი წარმომავლობის სხვა ხუთი შესაძლებლობაც, რომელთაცარანაირი ფონეტიკური კანონები ხელს არ უშლის, იქნას გაზიარებული, ვრცლად კი განხილულია მისი შესაძლო კავშირი რომაულქურუმთა კოლეგიის სახელთან - სალიები I Salii, orum m [salio II],ანუ ასეთივე კავშირი ლათინურ ზმასთანII salio, salui (ii), saltum, ire .- 1) прыгать, скакать . სტატიაშიმოცემულია ლათინური ზმნის ეტიმოლოგიაც: PIE *sh2l-ie/o- 'tojump', *sh2l-to-. IE cognates: Olr. saltraid 'to trample', MWsathar 'trampling' < *sat-tro-^ W. satkru, Bret, saotran 'to soil'; Skt.pr. sisarsi [2s.act.], sisrate [3p.med,] 'to flow, run, hurry5< PIE *seL; Gr. δλλομαι 'to jump'3. გვარი გერია: ითვლება, რომ ეს გვარი უნდა მომდინარეობდეს ან ქართული (მეგრ.) გერიდან -მგელი, ან ქართული სიტყვიდან გერი - მოყოლილი შვილი, ცოლის ან ქმრის მიერ. (ნ. ჯომიდავა). სიტყვა გერი (gēr) დღეს ქართულში ებრაული წარმომავლობისადაა მიჩნეული (ლერნერი, ბინიაშვილი).სტატიაში ფართოდააგანხილული გვარის სწორედ ებრაული გერიდან მომდინარეობისსაკითხი; გერ ძირი თვითონ ბიბლიაშია დადასტურებული: I ეზრ.8, 2. Γηρσαμ/Гирсам (Гершом), ძვ. ქართ. გერსონ-ს, ახ. ქართ. გერშომ.ავტორები სწორედ ამ ებრაულ (სემიტურ) ძირთან აკავშირებენსხვა ქართულ გვარებსაც: გერსამია, ჯერვალიძე.მკვლევრებს საკუთარი მოსაზრების ნათელსაყოფად მოჰყავთუამრავი ლექსიკური და სხვადასხვა კატეგორიის ფაქტობრივიმასალა