Samtskhe-Javakheti State University Journals
Not a member yet
    321 research outputs found

    ,,გულანის" მომავლისათვის

    No full text

    სიტყვა-სიმბოლოები ქართულ და რუსულ ფრაზეოლოგიზმებში

    No full text
    The work deals with Semantics of word-symbols in Georgian and Russian phraseologisms.The article gives us the examples which clearly show that word-symbols which completely express peculiarities of values and associations of people speaking in these languages. The article is devoted to the cultural coding and liguistic symbols in theGeorgian and the Russianlanguages. First of all symbols are investtigated in association with different things, natural phenomena, etc., which substitute something concrete in the languages. Linguic symbols are stud-ied in conjunction with some things operating with different words. Investigated in the article “code of culture” is considered to be an unwritten statute, created within any community.სტატიაში განხილულია სიტყვა-სიმბოლოების სემანტიკა ქართულ და რუსულ ფრაზეოლოგიზმებში.სიმბოლო ლიტერატურაში, ხელოვნებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში უხსოვარი დროიდან დამკვიდრდა. სიმბოლო არის ნიშანი, რომელიც პირობითად აღნიშნავს მოვლენის არსს, მის იდეას და აქვს გადატანითი მნიშვნელობა. გადატანა ხდება როგორც საგნობრივ, ასევე ენობრივ დონეზე. საგანი-სიმბოლოები ,,მოქმედებენ" განსაზღვრულ სიტუაციაში (თეთრი ბაირაღი გამოხატავს კაპიტულაციას; წითელი ჯვარი და წითელი ნახევარმთვარე – გულმოწყალებას, ჰუმანურობას, მხარდაჭერას; хлеб-соль (რუსეთში) სტუმართმოყვარეობას, გულთბილ შეხვედრას), მაშინ როდესაც ენობრივი სიმბოლოები უნივერსალურია. ,,სიმბოლო ხალხის კულტურის ფენომენია. მეცნიერები უწინარეს ყოვლისა ხაზს უსვამენ მის სოციალურ მნიშვნელობას, ანუ სიმბოლოს ჩართვას სოციალურ კონტექსტში _ მის ტრადიციულობას, კონვენციონ-ალურობას, გაგებას" (ივანოვი, 2002: 113)

    კიბერ ენა, როგორც ენის ქვეკულტურა

    No full text
    The article deals with the studying of enriching modern English language vocabulary with new lexical units, determining the stability and urgency of neologismsms established in the language.  It also analyses the features of textual speech in Georgian cyber space through a computer, which is usually done in the English language. We tried to study the features of Georgian teenagers’ speech and did the research about this issue. The research done by us detected the spontaneity of Georgian teenager “netizens” speech. It also showed that they widely use English abbreviations and acronyms in their everyday speech, which are changed according to the morphology of the Georgian language.One of the most interesting and usable signs in Cyber space are “smiles”. Internet English that increased the English vocabulary filled not only the dictionaries , but also produced some strange signs, which are usually used to express emotions. Some scholars call these signs emoticons. They are used just because in the virtual world of Internet communication mostly is performed through words, in which we cannot express our facial expressions or gestures. Therefore, people use punctuations, combinations of letters and signs to express emotions.. Each sign is fresh and vivid.The research done by me is a clear evidence that the Cyber language is going to change the English language fundamentally.ნაშრომი ეხება თანამედროვე ინგლისური ენის ახალი ლექსიკური ერთეულებით გამდიდრების გზების შესწავლას. ენაში დამკვიდრებული ნეოლოგიზმების აქტუალურობისა და მდგრადობის დადგენას. ნაშრომში გაანალიზებულია კომპიუტერის მეშვეობით განხორციელებული ტექსტური მეტყველების თავისებურებები ქართულ კიბერ-სივრცეში, რომელიც ძირითადად ხორციელდება ინგლისურ ენაზე. შევეცადე შემესწავლა ქართველი ახალგაზრდების მეტყველების თავისებურებები. ამისათვის ვაწარმოეთ კვლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც გამოავლინა, ქართველი ნეტიზენების მეტყველების სპონტანურობა. გამოჩნდა, რომ ქართველი ახალგაზრდები ყოველდღიურ საუბარში ფართოდ იყენებენ ინგლისურ აბრევიატურებსა და აკრონიმებს, რომლებიც ცვალებადობას განიცდიან ქართული ენის მორფოლოგიის მიხედვით.ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ხშირად გამოყენებული ნიშნები კიბერ სივრცეში ,,სმაილებია”. ინტერნეტ ინგლისურის გამოჩენამ არა მხოლოდ ინგლისური ენის სიტყვათა მარაგით შეავსო ლექსიკონები, არამედ შეიმუშავა ისეთი უცნაური ნიშნები, რომლებიც ძირითადად გამოყენება ემოციის გამოსახატავად. ზოგიერთი მკვლევარი ამ ნიშნებს ,,ემნოტიკონებს” უწოდებს. ისინი გამოიყენება იმიტომ, რომ ინტერნეტის ვირტუალურ სამყაროში, კომუნიკაცია ძირითადად სიტყვებით ხორციელდება, რომლის დროსაც არ შეგვიძლია გამოვხატოთ გრძნობები სახის ემოციით და ჟესტებით. თუმცა ხალხი იყენებს პუნქტუაციის ნიშნებს, ასოებისა და ნიშნების კომბინაციებს, რომ თავიანთი ემოციები გამოხატონ. თვითოეული ნიშანი არის ,,ახალთახალი და ცოცხალი”.კვლევებმა ცხადყო, რომ კიბერ ენა ინგლისურ ენას ფუნდამენტურად შეცვლის

    წმ. მარიამ მაგდალინელი საერო მწერლობაში

    No full text
    Toward the personality of Saint Mary Magdalene in Orthodox and Catholic churches were different attitude during the long period. The orthodox church recognized her as a saint mother equal of the apostle. Till 1969 Catholic churche considered her as a sinful, repentant woman. These different attitudes were revealed in the profane literature of XX and XXI century. The article discusses different views and ideas about Mary Magdalene‘s character in Georgian and foreign literary works.წმ. მარიამ მაგდალინელის პიროვნების მიმართ მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებში საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არსებობდა, კერძოდ, მართლმადიდებლობა მას ყოველთვის მოციქულთა სწორ წმინდა მენელსაცხებლე დედად აღიარებდა და აღიარებს; კათოლიკური სამყარო 1969 წლამდე მას მრუშ, მონანიე დედაკაცად მიიჩნევდა. ეს განსხვავებული მოსაზრებები საერო ლიტერატურაშიც გადავიდა, რაც განსაკუთრებით XX საუკუნისა და თანამედროვე ლიტერატურაში გამოვლინდა. სტატიაში განხილულია წმ. მარიამ მაგდალინელის პიროვნებისადმი ქართული და უცხოური ლიტერატურის ნიმუშებში განსხვავებული აღქმის შემთხვევები

    „ხელმწიფე სპარსეთისა“ ვინაობის საკითხისათვის

    No full text
    The aim of the article is to discuss the foreign political course of Georgia in the period of Temur Leng‘s invasion in Georgia and to clear up the identity of anonymous "King of Persia" as soon as possible. On the base of researched material, we can conclude that the  "King of Persia" given in the "Chronicles" by T. Zhordania was Taher - the Crown Prince of state Jalairianti. Though this opinion having "rather solid foundation" can‘t be considered to be real because of lack of direct sources. Therefore, further researches are needed to get additional sources and arguments.ჩვენი მიზანია განვიხილოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი თემურ ლენგის საქართველოში ლაშქრობების პერიოდში და შეძლებისდაგვარად გავარკვიოთ ანონიმ „ხელმწიფე სპარსეთისა“ ვინაობის საკითხი. ჩვენს მიერ მოძიებული მასალების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ თ. ჟორდანიას "ქრონიკებში" დასახელებული „ხელმწიფე სპარსეთისა“ იყო ჯალაირიანთა სახელმწიფოს მემკვიდრე უფლისწული თაჰერი. თუმცა "საკმაოდ მყარი საფუძვლის" მქონე მთელი ეს მოსაზრება პირდაპირი წაყროების უქონლობის გამო ჭეშმარიტებას ვერ დაიჩემებს. საბოლოო ჭეშმარიტების დასადგენად, აშკარად იგრძნობა ახალი საგანგებო კვლევა-ძიებისა და დამატებითი წყაროებისა და დამატებითი წყაროებისა და არგუმენტაციის მოპოვების საჭიროება

    გიორგი ერისთავის ავტოგრაფ-კრებულები

    No full text
    Several authentic collection of Giorgi Eristavi are preserved in the Giorgi Le-onidze State Museum of Georgian Literature. The manuscripts gave compelled our attention in respect of several standpoints: they have become the basis for the publication of the collection of Giorgi Eristavi; these collections include po-ems, which are not found in any other publications, as well as have never been published. At the same time, it is noteworthy that the majority of poems pub-lished in this edition represent the only originals, which are preserved in the museum. That is why we believe that separate manuscripts and authentic collec-tions of Giorgi Eristavi represent quite an interesting source for researches from the textual point of view.გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია გიორგი ერისთავის რამდენიმე ავტოგრაფ-კრებული. ხელნაწერებმა ჩვენი ყურადღება მიიპყრო რამდენიმე თვალსაზრისით: ისინი საფუძვლად დაედო გიორგი ერისთავის გამოცემებს; კრებულებში არის ლექსები, რომლებიც გამოცემებში არ გვხვდება და არც დაბეჭდილა არასოდეს; ამასთანავე, გამოცემებში დაცული ლექსების უმრავლესობის ერთადერთ დედანს სწორედ ეს ხელნაწერები წარმოადგენს. ამიტომ მივიჩნევთ, რომ გიორგი ერისთავის ავტოგრაფ-კრებულები და ცალკეული ხელნაწერები ტექსტოლოგიური შესწავლის თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო წყაროა მკვლევრებისთვის

    ზმნის კატეგორიათა სწავლების ზოგიერთი საკითხისათვის

    No full text
    Some new and interesting methods in teaching grammar of the Georgian language have been revealed during working with foreign students and the students who finished non Georgian schools. The students for whom Georgian is not a native language come across some difficulties in learning the verb. The article deals with the way, method of teaching one of the categories of the verb. It is a method how to teach one of the categories of the verb (the present tense). This method gives an opportunity to the students who finished non Georgian schools to form the present tense of the verb more easily. The article high-lights the conditions which should precede teaching the present tense. After learning set markers by heart (as objective as well as subjective), students get introduced to thematic suffixes. It is recommended to present verbs with different the-matic suffixes and learn them by heart in order to enrich lexical stock.Teaching verbs are divided into two stages:Teaching starts with the method which implies decomposing verbs into component parts. It is the first stage of teaching when the vocabulary stock increases and students become aware of feature of the Georgian verb. They are introduced to verb categories and their forming affixes.Students get ready for the II stage. On this stage students know that there are exceptions in Georgian verbs which they should remember step by step.It should be mentioned that teaching grammar of the Georgian language requires a long time.არაქათულსკოლადამთავრებულ სტუდენტებთან, უცხოელ მსმენელებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად ქართული ენის გრამატიკის სწავლების არაერთი საინტერესო მეთოდი გამოიკვეთა. სტუდენტები, რომელთატვისაც ქაერთული ენა მშობლიური არ არის, განსაკუთრებულ სირთულეს ზმნის სწავლებისას აწყდებიან. სტატიაში ნაჩვენებია ზმნის ერთ-ერთი კატეგორიის, დროის (ახლანდელი დრო) სწავლების გზა, მეთოდი, რომელიც შესაძლებელს ხდის, რომ არაქართულ-სკოლადამთავრებვული სტუდენტი შედარებით მარტივად დაეუფლოს ზმნის ახლანდელი დროის ფორმების წარმოებას. გამოკვეთილია, ის პირობები, რომელიც წინ უნდა უძღვოდეს დროის სწავლებას. პირის ნიშნებზე (როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური პირის ნიშნები) განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებისა და მათი დაზეპირების შემდგომ, მოსწავლე, სტუდენტი ეცნობა თემის ნიშნებს. მიზანშეწონილადაა მიმიჩნეული სხვადასხვა თემისნიშნიანი ზმნების წარმოდგენა და მათი დაზეპირება ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად.ზმნის სწავლება გაყოფილია ორ მთავარ ეტაპად:სწავლებას იწყება ზმნის შემადგენელ ნაწილებად დაშლის მეთოდით. ეს არის სწავლების I ეტაპი, როდესაც საფუძველი ეყრება (ამ შემთხვევაში მაქსიმალური რაოდენობით ჩამოვთვლით, და ჩამოვწერთ ზმნებს) მოსწავლის ლექსიკურ მარაგს და გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მას ქართულ ზმნის ბუნების შესახებ; ეცნობა ზმნის კატეგორიებს, მათ აღმნიშვნელ აფიქსებს.II ეტაპზე გადასასვლელად, გარკვეულწილად, წინასწარ ემზადებიან. II ეტაპზე სწავლისას მათ იციან, რომ ქართულ ზმნას გააჩნია გამონაკლისები, რომელიც უნდა დაიმახსოვრონ ეტაპობრივად. ქართული ენის გრამატიკის სწავლებას სჭირდება ხანგრძლივი დრო

    100

    full texts

    321

    metadata records
    Updated in last 30 days.
    Samtskhe-Javakheti State University Journals
    Access Repository Dashboard
    Do you manage Open Research Online? Become a CORE Member to access insider analytics, issue reports and manage access to outputs from your repository in the CORE Repository Dashboard! 👇