Samtskhe-Javakheti State University Journals
Not a member yet
    321 research outputs found

    მოთხრობითი ბრუნვის სწავლებისათვის

    No full text
    It is known that the Georgian verb is the most difficult part of speech. It is diverse, exciting and limitless as well. As far as it is difficult to study it structurally and constructively, the more easily it can be studied, because each category of grammatical form of the verb has its sign, indicator or a marker, which gives us the possibility to divide the verb according to categories. The article aims to present the features and problems of the ergative case that occur in teaching the verb to non Georgians‘ speech and writing. The method offered by us is traditional and is called a method of teaching the verb dividing into categories. The interest to this issue is caused by the fact that, as it is known, the ergative case is characterized to some representatives of the Ibero-Caucasian language family. The ergative case does not exist in Indo-European languages. Therefore, the ergative case is the most difficult problem in learning Georgian languages.The article deals with the stages that will support the teaching of the verb: transitivity, contributing to the person and constructions, series and screeves. When a student studies series and screeves, we will remind them once again the subjective and objective cases of transitive verbs not only according to the tenses, but according to the series and screeves to draw parallels with avtotivs.ცნობილია, რომ ქართული ზმნა ურთულესი მეტყველების ნაწილია, მრავალფეროვანი, უსაზღვრო და საინტერესო. სასწავლებლად რამდენადაც სტრუქტურულად და კონსტრუქციულად რთულია იგი, მით უფრო მარტივად შეიძლება მისი შესწავლა, რადგან თითოეულ კატეგორიას ზმნის ფორმაში თავისი გრამატიკული ნიშანი, აღმნიშვნელი, ანუ მარკერი გააჩნია, რაც გვაძლევს ზმნის დაშლის შესაძლებლობას შემავალ კატეგორიათა მიხედვით. სტატიის მიზანია, წარმოაჩინოს მოთხრობითი ბრუნვის ფუნქცია და პრობლემები, რომელიც ზმნის სწავლებისას იჩენს თავს არაქართველთა მეტყველებასა და წერაში. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მეთოდი ტრადიციულია და მას ზმნაში შემავალ კატეგორიებად დაშლით სწავლების მეთოდს ვუწოდებთ. საკითხით დაინტერესება განაპირობა იმან, რომ, როგორც ცნობილია, მოთხრობითი ბრუნვა მხოლოდ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენელი ენისათვისაა დამახასიათებელი. ინდოევროპულ ენებში ბრუნვის ეს ფორმა არ არსებობს, ამიტომაც ქართული ენის შესწავლისას უმთავრეს და ურთულეს პრობლემას მათთვის ეს ბრუნვა წარმოადგენს. სტატიაში წარმოვადგენთ ეტაპებს, რომელთა თანმიმდევრული ათვისებაც უზრუნველყოფს ზმნის სწავლებას: გარდამავლობა, პირის შეწყობა და კონსტრუქციები, სერიები და მწკრივები. როდესაც მოსწავლე სერიებსა და მწკრივებს შეისწავლის, ერთხელ კიდევ შევახსენებთ გარდამავალი ზმნის სუბიექტურ და ობიექტურ პირთა ბრუნვებს უკვე არა მხოლოდ დროთა მიხედვით, არამედ სერიებისა და მწკრივების მიხედვით, პარალელს გავავლებთ ავტოტივებთანაც

    მოსწავლეთა რაოდენობა და სასწავლო პროცესის ეფექტურობა

    No full text
    The issue of students‘ number in the classroom and its impact on the effectivenessof learning process is the focus for the educational society andspecialists.The International practice shows that the interest towards the number ofstudents in the classroom is caused by the will to determine the relation betweenthe academic performance and the number of students in the classroom.Also, based on the international studies, considering the National Curriculumand our own experience of observations the teaching process we think thatthe reduction of students‘ number in the classroom will not encourage thegrowth of academic performance. This is confirmed by the situation at thesmall schools of Georgia, where the number of students at the classroom isrelatively smaller. At the international testing in the rural schools of Georgia,where there is relatively smaller number of students in the classroom, the averageresults are worse than in the urban schools, where the number of studentsin each classroom is larger. In this case determinants are the followings –teachers‘ qualifications, their professional competence, readiness for teaching,school administration qualification, students‘ social-economic conditions, etc.At the same time, if there is a students with behavioral problems it is preferableto reduce the number of students but in this case the situation should beproperly assessed to avoid the incorrect assessment of students‘ behavior dueto the low professional competences of a teacher or not considering the classroommanagement issues. .Also, it is preferable to reduce the number of students in the primaryclasses to 15 students in each (if allowed by the school budget), to make thedivision of Georgian language and literature and Foreign languages classesmandatory not envisaging the financial conditions of a school according to theNational Curriculum.განათლების სფეროში საზოგადოებისა და სპეციალისტების დიდ ინტერესს იწვევს კლასში მოსწავლეთა რაოდენობა და მისი გავლენა სასწავლო პროცესის ეფექტურობაზე. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კლასში მოსწავლეთა რაოდენობით დაინტერესება გამოწვეულია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მაჩვენებლებსა და კლასში მოსწავლეთა რაოდენობას შორის მონაცემების კავშირურთიერთობის დადგენით. ასევე, საერთაშორისო კვლევებზე დაყრდნობით, ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, სასწავლო პროცესზე ჩვენი მრავალწლიანი დაკვირვების თანახმად ვფიქრობთ, რომ კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ზრდას. ამის საფუძველს იძლევა თუნდაც საქართველოს პატარა სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროცესი, სადაც კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა ისედაც მცირეა. საერთაშორისო ტესტირებებზე საქართველოს სოფლის სკოლებს, სადაც კლასებში მოსწავლეების შედარებით მცირე რაოდენობაა, საშუალოდ უარესი შედეგები აქვთ, ვიდრე ქალაქის სკოლებს, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა დიდია. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: მასწავლებელთა კვალიფიკაცია, მათი პროფესიული კომპეტენტურობა, მასწავლებელთა მზაობა სწავლებისათვის, სკოლის ადმინისტრაციის კვალიფიკაცია, მოსწავლეთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სხვ. ამავე დროს, ქცევის პრობლემის მქონე მოსწავლეების არსებობის შემთხვევაში, სასურველია, გამონაკლისის სახით, კლასში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება, მხოლოდ ეს მდგომარეობა სწორად უნდა იყოს შეფასებული, რადგან მასწავლებლის მხრიდან დაბალი პროფესიული კომპეტენციის, კლასის მართვის საკითხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, არ მოხდეს მოსწავლეთა ქცევის არასწორი შეფასება. ასევე, სასურველია, დაწყებით კლასებში მოსწავლეთა რაოდენობის შემცირება 15 მოსწავლემდე (თუ ამის საშუალებას იძლევა სკოლის ბიუჯეტი), ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხოურ ენებში კლასების გაყოფა იყოს სავალდებულო და მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად კლასის გაყოფა აღნიშნულ სასწავლო დისციპლინებში არ განისაზღვროს სკოლის ფინანსური შესაძლებლობით

    წინასასკოლო ასაკში კომპიუტერული თამაშები, როგორც სწავლების შემდგომ საფეხურზე წარმატების პირობა

    No full text
    In 2015 modules of professional programmes were prepared according to new professional standards, among which was fifth step professional programme for “Mentor-teacher of Day Nursery”. It is preferable to create a new module within the programme, teaching of which will give the mentor-teacher an opportunity to improve the skills of using informational-communication technologies in the teaching process and formation of 21st century skills, which accordingly will change the expectations towards the contemporary mentor-teacher. As a result, teaching environment will become more interesting and attractive; children will improve skills in accordance with the preschool education standard. Field: 4. cognitive development and general knowledge; Sub-field – 4.4. technology; direction – 4.4.1. technology. Teaching process will become effective and fun using computer games in preschool age. The following methodology and tools were used during the research process of the issue: - Analysis of legislation - Quantitative survey – using the specially-designed questionnaire parents of preschool age children, teachers and managers of day nursery were surveyed; workshops and interviews were held with them. It should be noted that attitude of managers, teachers and parents towards using computer games in preschool age is basically positive in case of existing of properly developed infrastructure at the preschool institutions. - Learning activities with preschool age children; - Analysis of results. As a result in the preschool age it is permissible to use different computer games. In this type of learning and teaching environment children develop cognitive skills. As a result of using computer games, preschool age children, according to the state standards of school readiness, develop interest in different type of technologies, can use computer graphic programs, using which they draw, group or construct different figures. Also, according to the standards try to be carefulness and use the technology tools with responsibility. It is important, that in this type of teaching environment children are much motivated, form a positive attitude towards learning, which will help them in the starting stage of school and successful learning on the further levels.2015 წელს ახალი პროფესიული სტანდარტით მომზადდა მოდულური პროფესიული პროგრამები, მათ შორის, მეხუთე საფეხურის პროფესიული პროგრამა „ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი“. სასურველია, პროგრამის ფარგლებში შეიქმნას ახალი მოდული, რომლის სწავლება ხელს შეუწყობს აღმზრდელი-პედაგოგისათვის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებას, მათში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რაც შესაბამისად შეცვლის თანამედროვე აღმზრდელი-პედაგოგის მიმართ მოლოდინებს. შედეგად, სააღმზრდელო გარემო გახდება საინტერესო და მიმზიდველი, აღსაზრდელებს განუვითარდებათ უნარები სკოლამდელი განათლების სტანდარტის შესაბამისად - სფერო: 4. შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა; ქვესფერო - 4.4. ტექნოლოგია; მიმართულება - 4.4.1. ტექნოლოგია. წინასასკოლო ასაკში კომპიუტერული თამაშებით ეფექტური და სახალისო გახდება სააღმზრდელო პროცესი. საკითხის კვლევის პროცესში გამოყენებული იქნა შემდეგი მეთოდოლოგია და ინსტრუმენტები: _ კანონმდებლობის ანალიზი; _ რაოდენობრივი გამოკითხვა - სპეციალურად შედგენილი კითხვარების საშუალებით გამოკითხულ იქნენ წინასასკოლო ასაკის აღსაზრდელთა მშობლები და ბაგა-ბაღის აღმზრდელები და მენეჯერები; მათთან ჩატარებული სამუშაო შეხვედრები და ინტერვიუები. აღსანიშნავია, რომ წინასასკოლო ასაკში კომპიუტერული თამაშების გამოყენებასთან დაკავშირებით ჩატარებულ ინტერვიუებში მენეჯერების, აღმზრდელებისა და მშობლების დამოკიდებულება ძირითადად დადებითია მხოლოდ სკოლამდელ დაწესებულებებში სათანადოდ განვითარებული ინფრასტრუქტურის არსებობის პირობებში; _ წინასასკოლო ასაკის აღსაზრდელებთან განხორციელებული სასწავლო აქტივობები; _ მიღებული მონაცემების ანალიზი. შედეგად, წინასასკოლო ასაკში დასაშვებია სხვადასხვა კომპიუტერული თამაშების გამოყენება. ამ სახის სასწავლო-სააღმზრდელო გარემოში აღსაზრდელებს უვითარდებათ შემეცნებითი უნარები.კომპიუტერული თამაშების გამოყენების შედეგად წინასასკოლო ასაკის აღსაზრდელებს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად უვითარდებათ ინტერესი სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების მიმართ, შეუძლიათ გამოიყენონ გრაფიკულ-კომპიუტერული პროგრამები, რომლის საშუალებითაც ხატავენ ან აწყობენ, აჯგუფებენ სხვადასხვა ფიგურებს. ასევე სტანდარტის შესაბამისად იჩენენ სიფრთხილეს და პასუხისმგებლობით იყენებენ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სააღმზრდელო გარემოში აღსაზრდელები არიან მეტად მოტივირებულნი, უყალიბდებათ სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება, რაც მათ დაეხმარება სკოლის დაწყებით საფეხურზე და შემდგომ ეტაპზე წარმატებულ სწავლაში

    ბიბლიურ პერსონაჟთა სახისმეტყველება მეფე-პოეტ თეიმურაზ პირველის პოემაში ,,წამება ქეთევან დედოფლისა"

    No full text
    The article deals with one of the most important issues, such as the description of Biblical characters done by the author and Saint Queen Ketevan in the poem - "The Torture of Queen Ketevan" by King-poet of the Renaissance epoch –Teimuraz I and it is natural as "The torture" follows after the specifics of hagiography. Besides, the author is pious and he all his life consciously or unconsciously does not make even a step without Christian consciousness. The God, Jesus Christ, the Virgin, angels, saints are always in the consciousness of the author that give him strength. As for St. Ketevan, she always carries the Gospel with her be in her Motherland or in the territory of the enemy.. In "Ketevaniani" the author mentions the following Biblical characters and saints like: the God Creator in most lines, Jesus Christ (lines 5,1-2; 52,2), Virgin Mary (lines 5,1...), Abram, Isaac, Jacob, Elia (lines .5,1-2), angels, Gabriel Archangel (lines ,38,4; 83,3), John the Baptist (lines 41,3), Peter (lines. 45,3), Adam (line 63,2, a robber (line. 67,3), Irine and Marine (line. 71,4), Moses (line .560,4) etc. In the introduction of the poem –"Ketevaniani", Teimuraz I mentions the God as it is characteristic to the literature. He points out that before beginning to write, the author should mention the God and show his sympathy towards it as the God is a cause and beginning of everything. it is the owner of both lives. Abram is one of the most distinguished characters in the poem mentioned by the author and Ketevan; Besides, in the poem one can see the Biblical character-Jacob. Praising him, the author praises Ketevan like the Virgin being on the high step of the virtue staircase. Ketevan goes up the stairs like an angel. Mentioning Apostle Peter in Mother‘s prays is also not occasional. The author stresses strengths and steadiness Apostle Peter has showed and which is given in his name. The poem is full of supplications towards the God and the Trinity. They are Ketevan‘s hope and helpers. They pray for her soul and call Gabriel Archangel to defend and save her soul and get it to the Kingdom. It should be mentioned that the author mentions Gabriel Archangel, the saver of souls three times in his poem. Full of fear of death, the queen calls Gabriel Archangel to protect her soul in the darkness, not to get in the arms of cruel angels. So, calling Archetypal Biblical characters, Ketevan Tsamebuli‘s personality gets strong, overcomes all problems and with a strong soul , faces expected fate.წინამდებარე შრომაში ყურადღება გამახვილებულია აღორძინების ეპოქის შემოქმედის, მეფე-პოეტ თეიმურაზ პირველის პოემაში - ,,`წამება ქეთევან დედოფლისა" - ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა ბიბლიური პერსონაჟების მოხსენიება როგორც თვით ავტორის, ასევე წმიდა ქეთევან დედოფლის მიერ. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ,,წამება" ჰაგიოგრაფიის ჟანრის სპეციფიკას მიჰყვება და ამას ამძაფრებს, უპირველესად ისიც, რომ ავტორი ღვთისმოსავია და იგი, აშკარად თუ ქვეშეცნეულად, თითქოს მთელი ცხოვრების მანძილზე ერთ ნაბიჯსაც არ დგამს ქრისტიანული ცნობიერების გარეშე, ავტორის ცნობიერებაში მუდამ არსებობენ და მყოფობენ შემოქმედი ღმერთი, იესო ქრისტე, ღვთისმშობელი, ანგელოზები, წმიდანები, რომელნიც მას გამძლეობას და შემწეობას აძლევენ. რაც შეეხება წმიდა ქეთევანს, მას სამშობლოშიც და მტრის მიწაზეც განუშორებლად აქვს სახარება, რომელიც მისი განმაძლიერებელი და განმამტკიცებელია. ,,ქეთევანიანში" მოიხსენიებიან შემდეგი ბიბლიური პერსონაჟები და წმიდანები: შემოქმედი ღმერთი სტროფთა უმრავლესობაში, იესო ქრისტე (სტრ. 5, 1-2; 52, 2), მარიამ ღვთისმშობელი (სტრ. 5, 1...), აბრამ, ისაკ, იაკობ, ელია (სტრ. 5, 1-2), ანგელოზები, გაბრიელ მთავარანგელოზი (სტრ., 38, 4; 83, 3), იოანე ნათლისმცემელი (სტრ. 41, 3), პეტრე (სტრ. 45, 3), ადამი (სტრ. 63, 2, ავაზაკი (სტრ. 67, 3), ირინე და მარინე (სტრ. 71, 4), მოსე (სტრ. 560, 4) და სხვა. თეიმურაზ პირველი პოემა ,,ქეთევანიანის" შესავალში, როგორც იყო საერთოდ მწერლობისთვის ნიშანდობლივი, თავის სიტყვას იწყებს ღმერთის, შემოქმედის მოხსენიებით და მკვეთრად გახაზავს ავტორი, რომ სანამ უშუალოდ სათქმელს გადმოსცემ, უთუოდ ყოვლისშემძლე ღმერთი უნდა ახსენო და მოწიწება გამოიხატოს მისადმი, რადგან ის არის ყველაფრის მიზეზი და სათავე, მფლობელი ორივე სიცოცხლისა.ერთ-ერთი გამორჩეული ბიბლიური პერსონაჟი, რომელიც მოხსენიებულია პოემაში როგორც ავტორის, ასევე თვით ქეთევანის მიერ, არის აბრაამი; აგრეთვე, ნაწარმოებში მნიშვნელოვნად ჩანს ბიბლიური იაკობის სახე, რომლის განდიდების ჩვენებით ავტორი ,,წამებაში" აჩვენებს და განადიდებს ქეთევანის სახეს. წამებული თითქოს ღვთისმშობლის რანგში არის აყვანილი და ნაჩვენებია მისი სახის სრულყოფილება სათნოების კიბის მაღალ საფეხურზე მყოფისა, რომელიც ანგელოზივით მაღლა მიემართება; პეტრე მოციქულის მოხსენიება ავტორის მიერ დედის ლოცვის სტრიქონებში შემთხვევითი არ არის. აქ ხაზგასმულია ის სიძლიერე და სიმყარე, რაც პეტრე მოციქულმა გამოიჩინა და რომელიც მის სახელშია ჩატეული. ნაწარმოებში მთელი ვედრებაა გამოხატული ერთარსი შემოქმედი ღმერთისადმი, სამებისადმი, ისინი არიან ქეთევანის მოიმედე და შემწე, რომ მათ სული უნდა შეივედრონ, რაშიც დამხმარედ გაბრიელ მთავარანგელოზს მოუხმობს, რომ დაიცვან მისი სული და გადაარჩინოს სასუფეველში მოსახვედრად. აღსანიშნავია, რომ გაბრიელ მთავარანგელოზი, სულთა მცველი, ავტორის მიერ სამჯერ არის მოხსენიებული პოემაში; მოახლოებული აღსასრულის შიშით შეპყრობილი დედოფალი, ჰაერის მცველთა (ბოროტი ძალებისაგან), ძნელი სატანჯველისაგან დასაცავად გაბრიელ მთავარანგელოზს მოუხმობს. გაბრიელ მთავარანგელოზს სთხოვს დაიცვას მისი სული ბნელეთში, ბოროტი ანგელოზების ხელში რომ არ მოხვდეს. ამდენად, ბიბლიური არქეტიპული სახეების მოხმობით ქეთევან წამებულის პიროვნება მეტად ძლიერდება, სძლევს ყოველგვარ მძიმე გასაჭირს და სულიერად გაძლიერებული და გამყარებული ამაყად წარსდგება მოსალოდნელი ხვედრის წინაშე

    ციტატა "გლახის ნაამბობში"

    No full text
    One of the main stylistic devices of Ilia‘s prose is so called "others‘ speech" which includes folk sayings, aphorisms, proverbs, quotes. Each of them has their own function in the works of the famous Georgian writer and they affect the formation of his individual artistic style. A quote becomes the belonging of the both - the stranger and the author. The role of quotation is to create a sense of semantic tension in a very small episode of the text.The abundance of the quotes are eye catching in the work "The story of The Beggar" The author uses them systematically and creates a certain semantic chain and they all have different functions in the text according to the writer‘s aim. The choice, from which texts the author uses quotations in the dialogue, has a great importance. Ilia Chavchavadze mainly uses them from "The Knight in The Panther‘s Skin" by Shota Rustaveli and the "Bible". Such choice reveals the writer‘s ideological positions. He connected these two masterpieces and on their contents he created the original plot, idea and artistic images of the story.ილიას პროზის ერთი ძირითადი სტილური დომინანტი _ ეგრეთწოდებული ,,სხვათა მეტყველებაა". ვგულისხმობთ მისი მხატვრული ენისთვის ესოდენ დამახასიათებელ ხალხურ თქმებს, აფორიზმებს, ანდაზებს, ციტატებს. თითოეულ მათგანს მხატვრულ ნაწარმოებში გარკვეული ფუნქცია, დატვირთვა აქვს, თითოეული გავლენას ახდენს მხატვრული სტილის ფორმირებაზე. ციტატა რჩება ერთდროულად ორი ტექსტის _ უცხოსა და ავტორის ტექსტის კუთვნილებად. ამითაა განპირობებული მისი როლიც – ახალი (სხვა) ტექსტის მცირე მონაკვეთში (ველში) შექმნას უზარმაზარი აზრობრივი დაძაბულობა. ,,გლახის ნაამბობში" ციტატათა სიუხვე ერთი შეხედვითაც თვალში საცემია. მათი გამოყენება აქ სისტემურ ხასიათს ატარებს, გარკვეულ აზრობრივ რკალს ქმნის, კონტექსტისა და მწერლის მიზანდასახულობის შესაბამისად რამდენიმე განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს. დიდი მნიშვნელობა აქვს მწერლის არჩევანს, თუ რომელი ნაწარმოებების ციტირებას ახდენს იგი, ანუ რასთან შედის დიალოგში ავტორის ტექსტი. ილიას შემთხვევაში, ეს, უპირატესად, ,,ვეფხისტყაოსანი" და ,,ბიბლიაა". ამგვარი არჩევანი არა მარტო ამ ნაწარმოებებთან შეხმიანების სურვილს, არამედ მწერლის მსოფლმხედველობრივ პოზიციებსაც ავლენს. ,,გლახის ნაამბობში” ერთმანეთს გადაეჯაჭვა ,,ვეფხისტყაოსანი" და ,,ბიბლია" და მათგან ამოიზარდა მოთხრობის შინაარსი, იდეა, მხატვრული სახეები

    ეთნიკური და აღმსარებლობითი პოლემიკის ასახვა ქართულ ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიაში

    No full text
    Due to its geopolitical location Georgia constantly struggled against foreign tribes to protect its political and national identity and the Christian religion. Georgian hagiography and hymnography presented this problem together with the other ones and gave it the conceptual meaning. First Martyrs of the Georgian church were not Georgians. e.g. St. Queen Shushanik, St. Evstati Mtskheteli, St. Abo Tbileli. The article shows how hagiography and hymnography repre-sent the issue of ethnicity and confession to describe and show separate saint’s icon-imagination. Following hagiographical works such as: “The Torture of St. Shushanik” by Iakob Khutsesi, “The Torture of Evstati Mtskheteli" by an anon-ymous author, ”The Torture of St. Abo” by Ioanne Sabanisdze, the works describing children’s torture, ”The Torture of St. Konstanti Kakhi”, ”The Tor-ture of St.Gobroni” by Stephane Mtbevri, “The Life of St. Ilarion Kartveli”, “The Life of Grigol Khandzteli” by Giorgi Merchule and “The Life” of Mtats-mindeli Fathers are analyzed from this point of view. Hymnographic works fol-low after hagiographic ones step by step and don’t differ from them in this regard.საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო მუდმივად იბრძოდა უცხოტომელთა წინააღმდეგ პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი იდენტობის შესანარჩუნებლად და ქრისტიანული რელიგიის დასაცავად. ქართულმა ჰაგიოგრაფიამ და ჰიმნოგრაფიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ეს პრობლემაც წარმოაჩინა და მას კონცეპტუალური მნიშვნელობა მიანიჭა. ქართული ეკლესიის პირველი წამებულები ქართველები არ იყვნენ, კერძოდ, წმ. შუშანიკ დედოფალი, წმ. ევსტათი მცხეთელი, წმ. აბო თბილელი. სტატიაში ნაჩვენებია, თუ როგორაა ასახული ჰაგიოგრაფიასა და ჰიმნოგრაფიაში ეთნიკურობისა და აღმსარებლობითი საკითხი ცალკეული წმინდანის ხატ-სახის წარმოსახვისას. ამ თვალთახედვითაა განხილული ჰაგიოგრაფიული თხზულებები: იაკობ ხუცესის ,,წმ. შუშანიკის წამება, ანონიმის მიერ შექმნილი ,,წმ. ევსტათი მცხეთელის წამება", იოანე საბანის ძის ,,წმ. აბოს წამება", ბავშვების წამების ამსახველი თხზულებები, ,,წმ. კონსტანტი კახის წამება", სტეფანე მტბევრის ,,წმ. გობრონის წამება", ,,წმ. ილარიონ ქართველის ცხოვრება", გიორგი მერჩულის ,,წმ. გრიგოლ ხანცთელის ცხოვრება" და მთაწმინდელ მამათა ,,ცხოვრებანი". ჰიმნოგრაფიული თხზულებებიც კვალდაკვალ მისდევენ ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულებებს და ამ მხრივ მათგან არ განსხვავდებიან

    სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ეროვნული ცნობიერების შენარჩუნების საქმეში თეატრის როლის შესწავლისათვის: (XIX-XX საუკუნის მიჯნა

    No full text
    In the XIX c. under the dramatic conditions of the policy of the Russian Empire the real danger of degeneration of national consciousness of Georgian population was created in Georgia, and mostly in Samtskhe-Javakheti. Main-taining of national self - consciousness of Georgian people has become the main solicitude, that’s why Georgian theatre together with some other cultural – edu-cational institutions, took on itself a big mission.The first amateur theatre has started in Akhaltsikhe since 1870. Later, in 1874 the theatre was officially founded, when a permanent theatrical troupe was formed. The first performance was “I want to become a princess” by Zurab An-tonov. In the 80 s of the XIX c, the theatre was also established in Akhalkalaki.The representatives of local intelligentsia as well as celebrities, who arrived from Tbilisi, were actively involved in the work of theatrical troupes that acted in Samtskhe-Javakheti.Theatres, founded in Akhaltsikhe and Akhalkalaki in the 70 – 80 s, of the XIX c, turned into the strongest hotbeds and made a great contribution into the cultural promotion and presentation of national self – consciousness of the local Georgian population. Thus, they undertook not only cultural promotion of pop-ulation, but also political burden.XIX საუკუნის მძაფრი რუსიფიკატორული პოლიტიკის პირობებში საქართველოში და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის ეროვნული გადაგვარების რეალური საფრთხე შეიქმნა. უმთავრესი საზრუნავი ქართველი ერის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნება გახდა. ამიტომ, სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად დიდი მისია დაეკისრა ქართულ თეატრს.ახალციხეში თეატრმა თავდაპირველად მოღვაწეობა დაიწყო 1870 წლიდან სცენის მოყვარულთა მიერ გამართული წარმოდგენების სახით, ხოლო თეატრი ოფიციალურად დაფუძნდა 1874 წელს, როცა მუდმივი თეატრალურ-დრამატული დასი ჩამოყალიბდა. პირველი წარმოდგენა იყო ზურაბ ანტონოვის ,,მე მინდა კნეინა გავხდე". იმავე საუკუნის 80-იან წლებში თეატრი დაარსდა ახალქალაქშიც.სამცხე-ჯავახეთში მოქმედ თეატრალური დასების მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები, ასევე ამ კუთხეში მოღვაწე და თბილისიდან საგანგებოდ ჩამოსული ქართველი ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენლები.XIX საუკუნის 70-80-იანი წლებში ახალციხესა და ახალქალაქში დაფუძნებული თეატრები ქართველი კულტურის მძლავრ კერებად ჩამოყალიბდნენ. თავიანთი ფუნქციონირებით უდიდესი წვლილი შეიტანეს როგორც ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის კულტურულ დაწინაურებაში, ასევე ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნებაში. მათ მოსახლეობის კულტურულ დაწინაურებასთან ერთად პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდათ

    ლიტერატურის მუზეუმში დაცული ხელთუქმნელი ხატის საგალობელი

    No full text
    Shota Rustaveli National Science Foundation financed description of manuscripts stored in Literature Museum. In process our interest was drawn by one of the manuscript, written in a beautiful calligraphy. The text of manuscript is Hymn honoring the Image of the Savior Made Without Hand (Image of Edessa). We decided publish it. The Museum of Georgian Literature saved many manuscripts, among them is 18th century manuscript - Hymn dedicated to Image of the Savior Made Without Hand (Image of Edessa). It is small sized, panegyric. The author may be Solomon Aleksi-Meskhishvili.შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ლიტერატურის მუზეუმში მზადდება ხელნაწერთა აღწერილობის გამოცემა. აღწერის პროცესში ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთმა ხელნაწერმა, რომელიც შესრულებულია ძალიან ლამაზი, გამორჩეული კალიგრაფიით. ხელნაწერის ტექსტი წარმოადგენს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისადმი მიძღვნილ უცნობ საგალობელს. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ საგალობლის გამოქვეყნება. ლიტერატურის მუზემში დაცულია მე-18 საუკუნის ხელნაწერი, რომელიც შეიცავს ანჩის ხატის საგალობელს. იგი მცირე ზომისაა და შესხმითი ხასიათისა გახლავთ. საგალობლის ავტორი შესაძლოა სოლომონ ალექსი-მესხიშვილი იყოს

    100

    full texts

    321

    metadata records
    Updated in last 30 days.
    Samtskhe-Javakheti State University Journals
    Access Repository Dashboard
    Do you manage Open Research Online? Become a CORE Member to access insider analytics, issue reports and manage access to outputs from your repository in the CORE Repository Dashboard! 👇