Samtskhe-Javakheti State University Journals
Not a member yet
    321 research outputs found

    ბესიკის ელჩობის საკითხისათვის ირანში

    No full text
    The relationship between Iran and the Ottoman Empire became increasingly tense in the second half of the 70s of the XVIII century. The posi-tion of King Erekle II should have been very valuable for Kerim-Khan before the war with the Ottoman Empire. Erekle II constantly tried to liberate Kartl-Kakheti from Iran's domination. King didn't trust Kerim-Khan who with great honor took care of Alexander Bakarisdze – a seeker of the throne of Kartli who had “escaped” from Russia. Khontkari (Sultan) sent his mercy and words of love to the king. Eventually King Erekle II supported Ottomans and even signed an agreement with them. Unfortunately, the agreement isn’t known to us. It seems that King Solomon considered the Treaty of Kartl-Kakheti and the Ottoman Empire against himself and sent Bessarion Gabashvili to Iran with diplomatic mission.His goal was to bring Prince Alexander to Imereti, to organize the rebellion in Kartli, to dethrone Erekle II and crown Alexander Bakarisdze. But with the help of flexible policy of King Erekle II, Kartl-Kakheti Kingdom was averted from impending danger.XVIII საუკუნის 70-იან წლების მეორე ნახევარში მდგომარეობა ირან-ოსმალეთს შორის უკიდურესად დაიძაბა. ოსმალეთთან ომის წინ ქერიმ-ხანისათვის მეტად ძვირფასი უნდა ყოფილიყო ერეკლეს პოზიცია. ერეკლე II ირანის ბატონობისაგან ქართლ-კახეთის ფორმალურ გათავისუფლებას დიდი ხანია დაჟინებით ცდილობდა. მეფე განსაკუთრებით უნდობლად უყურებდა ქერიმ-ხანს, რომელიც თავისთან დიდი პატივით ინახავდა ქართლის ტახტის მაძიებელს, რუსეთიდან „გამოპარულ“ ალექსანდრე ბაქარის ძეს. ერეკლე II-ს წყალობა და სიყვარულის სიტყვები ხონთქრისგან მიუვიდა. საბოლოოდ ერეკლემ ოსმალეთის მხარე დაიჭირა და მასთან ხელშეკრულებაც გააფორმა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია.როგორც ჩანს, ქართლ-კახეთ-ოსმალეთის ხელშეკრულება სოლომონ მეფემ თავის საწინააღმდეგოდ მიიჩნია და ირანში დიპლომატიური მისიით ბესარიონ გაბაშვილი გაგზავნა. მისი მიზანი იყო ალექსანდრე ბატონიშვილის იმერეთში ჩამოყვანა, ქართლში აჯანყების ორგანიზება, ერეკლეს ტახტიდან ჩამოგდება და ალექსანდრე ბაქარისძის გამეფება, მაგრამ ერეკლე II-ის მოქნილმა და შორსმჭვრეტელმა პოლიტიკამ ქართლ-კახეთის სამეფოს თავიდან ააცილა კარსმომდგარი საშიშროება

    გაბრიელ ქიქოძე აზროვნების ფორმების და კანტის აპრიორიზმის შესახებ

    No full text
    The article represents briefly and in general outline the logical views of Bishop Gabriel (Kikodze). He quite distinctly divided cognition into two degrees: spontaneous perception and mediocre – logical conclusion. In the same time he did not contrast one degree to another in the process of cognition.As a result, the logical cognition of Bishop Gabriel ( Kikodze) ranks aside from the narrow empiricism and the vapid rationalism.სტატიაში განხილულია სულისა და მატერიის ურთიერთმიმართების საკითხი, გნოსეოლოგიური მოსაზრებანი, ლოგიკის საკითხები, რომლებიც ყოველთვის აქტიურ და საკამათო პრობლემებს წარმოადგენდნენ. გამონაკლისს არ წარმოადგენს ამ პრობლემებზე გაბრიელ ქიქოძეს მოსაზრებანი. ლოგიკის საკითხები ქიქოძის მოძღვრებაში მჭიდროდ არის შემეცნების თეორიის საკითხთან კავშირში, ლოგიკური პრობლემები გადაჭრილია ზოგად გნოსეოლოგიური პრინციპების საფუძველზე.განსხვავებით ტრადიციული ლოგიკისგან, აზროვნების ფორმების ანალიზს გ. ქიქოძე იწყებს აზროვნების ისეთი ფორმით როგორიცაა მსჯელობა, შემდეგ დასკვნა, ბოლოს კი ცნება. ამით იგი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ცნებით კი არ იწყება შემეცნების აბსტრაქტული საფეხური, არამედ მთავრდება შემეცნების გარკვეული ეტაპი. კრიტიკულია მეცნიერის დამოკიდებულება კანტის აპრიორიზმის მიმართ, იგი უკუაგდებს კანტის აპრიორულ თეორიას, რომლის მიხედვითაც თითქოს ცნობიერებაში იმთავითვე მოცემულია გარკვეული, ცდისაგან დამოუკიდებელი ცოდნა. აკრიტიკებს რა კანტის თეორიას ანალიზური და სინთეზური მსჯელობების შესახებ, წერს, რომ „ყოველგვარ მსჯელობაში მსჯელობის სუბიექტს მიეწერება მხოლოდ ის, რაც უკვე მოცემულია ჩვენს წარმოდგენაში ამ სუბიექტზე და რის აღმოჩენაც ხდება ამ წარმოდგენის ანალიზის შედეგად. ასეთ მსჯელობათა გვერდით კანტი იგონებს, გაბრიელ ქიქოძის აზრით რაღაც სხვა სინთეზურ მსჯელობებს, რომლებიც ანალიზური მსჯელობებიდან განსხვავდებიან იმით, რომ ასეთ მსჯელობებში პრედიკატი გაუცხოებულია სუბიექტთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ კავშირშია მასთან, სინთეზური მსჯელობების ეს კანტისეული განსაზღვრება თავისთავში აშკარა წინააღმდეგობრივია. გ. ქიქოძის აზრით არსებობენ ისეთი მსჯელობები, რომლებშიც პრედიკატი გაუცხოებულია სუბიექტის მიმართ და ასეთი მსჯელობები უარყოფიტი მსჯელობებია, დადებით მსჯელობებში კი მსგავსი რამ შეუძლებელია

    ჰომეროსის "ილიადის" ამონარიდები ძველ ქართულ თარგმანებში

    No full text
    Three scientists – P. Ingorokva, S.kaukhchishvil and ak.Urushadze speak about four cases of hexametrical triptych translation of ancient Greek epic poem "Iliad" It‘s important to mention the fact, that two accurate and complete hexametrical triptych translations of "Iliad" are found in two Georgian translations of St. John of Damascus Homily on the Dormition, one of which is made by Ephrem the Syrian , but the second translator is anonymous. There are two different but exact and complete translations of 341 and 342 triptychs of the V song. Georgian translators try to follow the later nature of Greek dactylic hexametric style when the Greek language no longer possessed the understanding of syllables-length and more or less number of syllables were allowed in each raw.ძველ ქართულ თარგმანებში სამი მეცნიერის _ პ. ინგოროყვას, ს. ყაუხჩიშვილისა და აკ. ურუშაძის მიერ მიგნებულია ჰომეროსის ,,ილიადის" ოთხიოდე ჰექსამეტრული კარედის თარგმნის შემთხვევა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იოანე დამასკელის ღმრთისმშობლის მიძინების ჰომილიების ორ ქართულ, თარგმანში, რომელთაგან ერთი ეფრემ მცირის შესრულებულია, მეორის მთარგმნელი კი ანონიმია, მივაკვლიეთ ,,ილიადის" ორი ჰექსამეტრული კარედის ზუსტ და სრულყოფილ თარგმანს. კერძოდ, სახეზეა V სიმღერის 341-ე და 342-ე კარედების ორი განსხვავებული, მაგრამ ზუსტი და სრულყოფილი თარგმანი აღმოჩნდა. ქართველი მთარგმნელები ცდილობენ მიბაძონ ბერძნული დაქტილური ჰექსამეტრის გვიანდელ ბუნებას, როდესაც ბერძნულ ენას აღარ გააჩნდა მარცვალთა სიგრძე-სიმოკლის გაგება, მაგრამ დასაშვები იყო სტრიქონებში მარცვალთა მეტ-ნაკლები რაოდენობა

    თავისუფლების და სიყვარულის პოეტი

    No full text
    The article deals with the famous Scottish poet and lyrics who is widely regarded as the national poet of Scotland and is celebrated worldwide. Since Burns was Scottish, his artistic achievements seem outside the mainstream of eighteenth-century English literature. Burns is an important and complex literary personage for several reasons: his place in the Scottish literary tradition, his pre-Romantic proclivities, his position as a human being from the less-privileged classes imaging a better world. To these may be added his particular artistry, especially his ability to create encapsulating and synthesizing lines, phrases, and stanzas which continue to speak to and sum up the human condition. Burns, however, has been viewed alternately as the beginning of another literary tradition: he is often called a pre-Romantic poet for his sensitivity to nature, his high valuation of feeling and emotion, his spontaneity, his fierce stance for freedom and against authority, his individualism, and his antiquarian interest in old songs and legends. The many backward glances of Romantic poets to Burns, as well as their critical comments and pilgrimages to the locales of Burns's life and work, suggest the validity of connecting Burns with that pervasive European cultural movement of the late eighteenth and early nineteenth centuries which shared with him a concern for creating a better world and for cultural renovation.მსოფლიოში ცნობილმა შოტლანდიელმა პოეტმა და ლირიკოსმა ნამდვილად დააგვირგვინა შოტლანდიის ეროვნული კულტურის აღმავლობის ეპოქა მეთვრამეტე საუკუნეში, ახალი ჰორიზონტები გაუხსნა მას და აზიარა მსოფლიო კულტურის პოეტურ თემებს, მხატვრულ და ტექნიკურ მიღწევებს, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ინგლისურ ლიტერატურას მოუტანა ახალი, ცინცხალი სურნელი და ცოცხალი გრძნობები, მამდიდრებელი და მამრავალფეროვანებელი. ბერნსის გენია მშობელი ხალხის წიაღში იშვა, მისით ნაყოფიერებდა, მისი ცხოველყოფელი და განახლებელი ძალით ისრუტავდა იმ საუკეთესოს, რაც კი ოდესმე შეუქმნია შოტლანდიის ხალხს. ჩხოველხატოვანება ენისა, ხალხური ლექსიკა, მახვილგონივრული, ფილოსოფიურ განზოგადებამდე მისული სხარტულები, მეტაფორები და სახეები რომლითაც იგი აზროვნებს, ხალხური შემოქმედებიდან იღებს სათავეს. ამ შემოქმედისათვის საარსებოდ აუცილებელი, გარემოთი ბერნსი განებივრებული იყო, მაგრამ ასევე გაანებივრა და გაანაყოფიერა მან მშობელი ხალხის კულტურა, ვინაიდან მისი ყოველი სიტყვა სოფელ-სოფელ ზეპირგადაცემით გადადიოდა შოტლანდიელ ხალხში.ბერნსი თავისუფლებას სიყვარულში, მის ადამიანის მასულდგმულებელ ძალაში ჭვრეტს. როგორც თავისუფლება არის მოქმედი ძალა, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების გამჭოლი, ისე სიყვარულიც. იგი ზენა გრძნობაა, განგებით მოვლენილი ნეტარება, მაგრამ არა აბსტრაქტული ცნება, არამედ ადამიანის სულიერების განმახორციელებელი გრძნობა.

    სამეტყველო აქტივობის რაობა და მიზნები კომუნიკაციის პროცესში

    No full text
    The reform going on in the educational system of Georgia envisages practical interests of the country that means to have citizens with a high foreign language communicative competence, required by the decisions of the European Union in the educational sphere, by which the citizens of any European country should know two foreign languages, one - on a high level (Proficient User) and the second on the upper- intermediate level (Independent User).Teaching a foreign language has a practical aim. It means to give a student the knowledge, he can use in his speech, can deepen and enrich language knowledge independently and communicate with representatives of another culture successfully.Language is learned through the speech activities. In order to determine the essence and the aim of the speech activity in the process of communication, it is needed to identify the concepts:”language”, “speech”and“speech activity”. It is estimated that the language system and the speech are the two sides of one phenomenon.The language system creates the structural side and the speech the functional side of the language. Speaker uses either the first or the second component of the language system. The speech activity is a real act of speech which exists in four forms: listening, speaking,reading and writing.The maijority of methodologists, psycholinguists and linguists consider that the speech activity is the object of teaching a foreign language to achieve the communication competence.Recently, Georgia has signed an Association Agreement with the EU.It is a guarantee for Georgia to give its population a quality education. We teach a language as the means of communication, exchanging ideas, giving and receiving information. It means that we “ teach language activity and not a science about the language”.რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს განათლების სისტემაში, ითვალისწინებს ქვეყნის პრაქტიკულ ინტერესებს. ეს კი ნიშნავს ჰყავდეს მოსახლეობა, რომელსაც უცხოურ ენაზე კომუნიკაციური კომპეტენცია მაღალ დონეზე აქვს ჩამოყალიბებული. ჩვენგან ამას მოითხოვს ევროგაერთიანების გადაწყეტილებები საგანმანათლებლო სფეროში, რომელთა მიხედვითაც ევროპის ქვეყნების მოქალაქეები უნდა ფლობდნენ სულ ცოტა ორ უცხოურ ევროპულ ენას, მათ შორის ერთს – მაღალ დონეზე (ე.წ. Proficient User), მეორეს დასაშვებია - ზედა საშუალო დონეზე (ე.წ. Independent User).უცხოური ენის სწავლებას აქვს პრაქტიკული მიზანი, მივცეთ ენის შემსწავლელს ისეთი ცოდნა, რომ მან შეძლოს უცხოურ ენაზე მეტყველება, წარმატებული კომუნიკაცია სხვა კულტურის წარმომადგენლებთან, ენის ფლობის დამოუკიდებლად გაღრმავება და გამდიდრება.ენის სწავლა შესაძლებელია სამეტყველო აქტივობის დაუფლების მეშვეობით. სამეტყველო აქტივობის რაობისა და მიზნების დასადგენად კომუნიკაციის პროცესში საჭიროა დავაზუსტოთ ცნებები: ,,ენა", ,,მეტყველება" და ,,სამეტყველო აქტივობა". დადგენილია, რომ ენის სისტემა და მეტყველება არის ერთი ფენომენის ორი მხარე. ენის სისტემა ქმნის ენის სტრუქტურულ მხარეს, ხოლო მეტყველება – ფუნქციურს. მოლაპარაკე მეტყველებაში იყენებს ენის სისტემის ხან ერთ, ხან მეორე კომპონენტს. სამეტყველო აქტივობა კი არის მეტყველების რეალური აქტი, რომელიც არსებობს ოთხი ძირითადი ფორმით: აუდირება (მოსმენა), ლაპარაკი (საუბარი), კითხვა და წერა. აუდირება და ლაპარაკი ზეპირმეტყველებას განეკუთვნება, ხოლო კითხვა და წერა – წერით მეტყველებას. ამავე დროს აუდირება და კითხვა რეცეფტული (აღქმითი) სახეობებია, ხოლო ლაპარაკი და წერა _ პროდუქტული.მეთოდისტთა, ფსიქოლინგვისტთა და ლინგვისტთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამეტყველო აქტივობა არის უცხოური ენების სწავლების ის ობიექტი, რომლის საშუალებითაც მიიღწევა სწავლების საბოლოო მიზანი –კომუნიკაციური კომპეტენცია.ცოტა ხნის წინ, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს გარანტიაა საქართველოსთვის მისცეს ხარისხიანი განათლება თავის მოქალაქეებს. სტატიაში ნაჩვენებია, რომ ენა საზოგადოების არსებობის აუცილებელი პირობაა და მხოლოდ საზოგადოებაში არსებობს. ენა არის კომუნიკაციის ფორმა და საშუალება. ამდენად, იგი განისაზღვრება ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ისტორიით. ენას ვასწავლით, როგორც კომუნიკაციის, აზრების გაცვლის, ინფორმაციის მიღება-გაცემის საშუალებას. ე.ი. ,,ვასწავლით ენობრივ აქტივობას და არა მეცნიერებას ენის შესახებ“

    ეთნოპოლიტიკური ურთიერთობები და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები სამცხე-ჯავახეთში

    No full text
    Due to low level of civic identification, people in Georgia prefer to perceive themselves as the representatives of ethnic groups and historical homeland than the members of the Georgian civil society. Serious hindering factor of civic integration is the problem of the knowledge of the state language by ethnic minorities. For a long time we were proud of great number of non-Georgian schools in our country. We considered this fact like defending the rights of ethnic minorities. In fact, with the help of non-Georgian schools the state prepares its citizens as immigrants, deprives them getting jobs inside the country. Today the situation is slowly getting better. It is seen on the example of Akhaltsikhe district where the number of Georgian school children has increased at the expense of pupils having moved from the Armenian and Russian schools. It should be said that in Akhaltsikhe this process is going completely painlessly and effortlessly. The cooperation of Georgian and Armenian population of this city has been developing harmoniously for decades. It is a real example of international coexistence.სამოქალაქო იდენტიფიკაციის დაბალი დონის გამო საქართველოში ადამიანებს ურჩევნიათ თავი აღიქვან ეთნიკური ჯგუფისა და ისტორიული სამშობლოს წარმომადგენლებად და არა ერთიანი ქართული სამოქალაქო საზოგადოების წევრებად. სამოქალაქო ინტეგრაციის სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორია, აგრეთვე, ეთნიკური უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში სრულიად გულწრფელად მოგვქონდა თავი ჩვენს ქვეყანაში არაქართულენოვანი სკოლების სიუხვით და ეს ფაქტი ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვად მიგვაჩნდა. სინამდვილეში კი არაქართულენოვანი სკოლების მეშვეობით სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ემიგრანტებად ამზადებს, უსპობს მათ ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი წარმატების შანსს. ამ მხრივ ვითარება უკეთესობისკენ ნელა, მაგრამ მაინც იცვლება. ეს ნათლად ჩანს ახალციხის რაიონის მაგალითზე, სადაც ქართული სკოლების მოსწავლეთა კონტიგენტის ზრდა სომხური და რუსული სკოლებიდან გადმოსული მოსწავლეების ხარჯზე მოხდა. უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი ახალციხეში სრულიად უმტკივნეულოდ და ძალდაუტანებლად მიმდინარეობს. ამ ქალაქის შერეული ქართულ-სომხური მოსახლეობის თანამშრომლობა მრავალი ათეული წლის მანძილზე ჰარმონიულად ვითარდება და ინტერნაციონალური თანაცხოვრების ჭეშმარიტ მაგალითს წარმოადგენს

    ,,ბუზების ღმერთი": ადამიანის ცნების განმარტება და დიქტატორული ხანის რეალისტური ზღაპარი

    No full text
    Lord of the Flies is an anti-utopic (dystopic) novel by the English author William Golding, who wrote about how human‘s primitive aspect can peep out by portraying kids whose ages vary from 5 to 12 on a deserted island. That kids are chosen as the characters of the novel makes it possible to observe in an empirical way the human nature in its nakedness far away from civilization and what it offers with its norms, education and social intitutions. The island, as a space, is significant for it offers a clear vision of how primitive instincts can appear when there is no outside interference. In our article, first we have made a theoretical discussion on primitive aspect of humans and then analysed how they might become savage in a setting away from civilization. In our analysis, we have found out that human nature is likely to transgress into savagery in a setting devoid of laws, moral norms and social institutions. The reason why we have chosen such a topic is directly related to a need to better understand the recent devastating violence and hatred, which ravage our world and close geography in particular.,,ბუზების ღმერთი" ინგლისელი მწერლის უილიამ გოლდინგის ანტი-უტოპიური ნაწარმოებია, რომელშიც აღწერილია უკაცრიელ კუნძულზე მცხოვრები 5-12 წლის ასაკის ბავშვების ცხოვრება. ნაჩვენებია, ადამიანის პრიმიტიული მხარეების გამოვლენის თავისებურებები. რომანის გმირებად ბაშვშვების შერჩევა ექსპერიმენტატორული მეთოდის საშუალებით ცივილიზაციისა და მისი ნორმებისგან, სწავლებისგან, აღზრდისგან, სოციალური ნორმებისგან დაშორებული ადამიანის შიშველი ბუნების გამოვლენას განაპირობებს. უკაცრიელი კუნძული მნიშვნელოვანია გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან შორს, პრიმიტული მისწრაფებების უკეთესად გამოსავლენად. სტატიაში განხილულია ადამიანის ცნების შესახებ არსებული თეორიები, გაანალიზებულია ცივილიზაციისგან შორს მყოფი ადამიანის გაველურების საკითხები. კვლევის შედეგად დასტურდება, რომ კანონების, მორალური ნორმების, სოციალური წესრიგის გარეშე არსებულ სამყაროში ადამიანის ბუნებაში იღვიძებს და ვლინდება პრიმიტივიზმი. ასეთი საკითხის შერჩევა აქტუალურია ჩვენს რეგიონთან ახლოს მდებარე გეოგრაფიულ არეალში მიმდინარე ძალადობისა და სიძულვილის უფრო უკეთ აღსაქმელად

    წინაპართა სულიერი და მატერიალური კულტურის ასახვა სენაკის მუნიციპალიტეტის ტოპონიმიაში

    No full text
    In the municipality of senaki toponimy there was reflected ancestor' s spiritual and material culture, in particular the old pagan belif and performance, also the names of old churches, towers and buildings.In the aspect of lexical It was very interesting to study in this group of toponym. We can found here the toponyms with two or three components, the name of some of them is reflected from old period from the past and so these items are coveraged in the article.სენაკის მუნიციპალიტეტის ტოპონიმიაში აისახა წინაპართა სულიერი და მატერიალური კულტურის, კერძოდ, ძველი, წარმართობის დროინდელი რწმენა და წარმოდგენები, ასევე ძველი ეკლესიების, კოშკებისა და ნაგებობების სახელები. ტოპონიმთა ამ ჯგუფის შესწავლა საინტერესოა ლექსიკური თვალსაზრისით. დასტურდება ორ და სამკომპონენტიანი ტოპონიმები, ზოგიერთი მათგანი ასახავს წარსულის უძველეს პერიოდს. სტატიაში მოცემულია ტოპონიმთა აღწერა

    ძველ ინგლისურ პერიოდში ჩამოყალიბებული ენები და დიალექტები

    No full text
    The work deals with the old English period and analyses four main formed dialects existing in the old English period .namely, Nortembrium, Mercian, West-Saxon and Kentish dialects. Anglos used Northumbrium dialect. They lived in the North part of the river Hember. The written works on this dialect belongs to the VII century. Anglos also used Mercian dialect in the Kingdom of Merci. Saxons used West-Saxon dialect. And works done on this dialect belong to the IX century. Kents‘ dialect, so called Kentish, was used by Outs tribes and it‘s preserved in the written works of the VII century. None if these dialects was admitted as the general standard of the language and accordingly, their position has never been solid. All the written works of the old English period are preserved in all dialects especially in West-Saxon due to its special place in the Anglo-Saxon world.ნაშრომი ეხება ძველი ინგლისური ენის პერიოდს. მასში წარმოდგენილია ოთხი ძირითადი დიალექტი: ნორთუმბრიული, რომელზედაც ლაპარაკობდნენ ანგლები, მცხოვრებნი მდ. ჰემბერის ჩრდილოეთ ნაწილში, ამ დიალექტზე დაწერილი ძეგლები მიეკუთვნება VII საუკუნეს; მერსიული _ ანგლების ენა, მერსიის სამეფოს დიალექტი. უესექსის (ანუ დასავლურ-საქსონური) საქსთა ტომის დიალექტი (ამ დიალექტზე დაწერილი ძეგლები IX საუკუნეს მიეკუთვნება); კენტის დიალექტი ანუ კენტური, იუტთა ტომის დიალექტი, რომელიც შემორჩენილია VII საუკუნის წერილობით ძეგლებში. ძველი ინგლისურის ოთხი დიალექტიდან არცერთი არ იყო აღიარებული საერთო ნორმად და მათი პოზიცია არასდროს ყოფილა მდგრადი. ძველი ინგლისური წერილობითი ძეგლები შენარჩუნდა ყველა დიალექტზე, განსაკუთრებით უესექსურზე. ეს განპირობებული იყო მისი განსაკუთრებული ადგილით ანგლო-საქსურ სამყაროში

    ფრანკოფონია, ფრანკოფონიური მონდიალიზაცია

    No full text

    100

    full texts

    321

    metadata records
    Updated in last 30 days.
    Samtskhe-Javakheti State University Journals
    Access Repository Dashboard
    Do you manage Open Research Online? Become a CORE Member to access insider analytics, issue reports and manage access to outputs from your repository in the CORE Repository Dashboard! 👇