Samtskhe-Javakheti State University Journals
Not a member yet
321 research outputs found
Sort by
ორგანიზაციული ცვლილებები და მათი მართვის საკითხები
Nothing is constant in the life and everything changes, therefore, the managers are asked to have adaptation skills in order to respond the changes in a proper and timely manner.
The organizations and their members resist changes and it can be considered as a positive phenomenon, as resistance is the indicator of the stability and at the same time, it gives the possibility to predict the behavior. Resistance to the changes can become the source for the functional conflict, what is considered useful for the organization as it stimulates healthy discussion of available ideas resulted in the better decisions. Though the resistance to the changes has a disadvantage as well, it prevents to adaptation and progress.
The article refers to the change drivers trying to overcome the resistance. In addition, there are the recommendations on the issues which should be focuses in order to make activity effective.დღესდღეობით, სულ უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია დგება ცვალებადი გარემოს წინაშე და შესაბამისად, თანამედროვე მენეჯერებს მოეთხოვებათ ადაპტაციის კარგი უნარი, რათა შეძლონ ცვლილებებზე სათანადო რეაგირება. არსებობენ კონკრეტული ძალები, რომლებიც სტიმულს აძლევენ ცვალებადი გარემოს არსებობას. პირველია, სამუშაო ძალის ბუნება, რომელიც გულისხმობს მომსახურე პერსონალის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, მრავალფეროვან კულტურულ გარემოსთან შეგუებას და ა.შ. მეორე ძალაა ტექნოლოგია, რომელსაც დიდი ადგილი უჭირავს კომპანიის ფუნქციონირებაში. კომპიუტერული ქსელები მთელ მრეწველობას ახალ ფორმას აძლევს. ორგანიზაციებისთვის პერსონალური კომპიუტერები და ფიჭური ტელეფონები შეუცვლელი ნაწილია. ეკონომიკური შოკი ძირითადად არამდგრადობით ხასიათდება. ისტორიაში მრავლადაა ისეთი მაგალითები, როდესაც ათობით ათასობით ინვესტორი ერთი ღამეში მდიდრდება და ღატაკდება. ეკონომიკური შოკის დროს ადგილი აქვს უძრავი ქონების ბაზრის არასტაბილურობას, ენერგიაზე ფასების მკვეთრ ზრდას, საფონდო ბირჟის არამდგრადობას და ა.შ. რაც შეეხება კონკურენციას, იგი ყოველთვის საზიანო არაა და რაც მთავარია ის ორგანიზაციების მუდმივი თანმხლები პროცესია. გაზრდილი კონკურენცია ორგანიზაციებს აიძულებს კონკურენტებისგან თავი დაიცვან და ბაზარზე შეიტანონ ახალი პროდუქტი ანუ ისინი უფრო მეტად მოქნილები ხდებიან. სოციალური ტენდენციები ცვლილებების მასტიმულირებელი კიდევ ერთი საშუალებაა, რომელიც უცვლელი არ არის. ადამიანები ინმორმაციას ერთმანეთს ინტერნეტ-სერვისების საშუალებით უზიარებენ, დემოგრაფიული აფეთქების თაობა პენსიაზე გასვლას იწყებს და მომხმარებლები ფასდაკლების საწყობებში იძენენ საქონელს. მეექვსე ძალა, რაც ცვლილებების არსებობას უწყობს ხელს, არის პოლიტიკური გარემო. მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბიზნეს საქმიანობაზე. ტერორისტული აქტები და საომარი მდგომარეობა დაქირავებულების უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს
პირველავტორის ნააზრევის გათვალისწინებისათვის ონომასტიკურ ლიტერატურაში
One of the conditions for the development of all branches of science is recognition and crediting of the merits of the first author and, generally, of the precursor authors about one or another subject that will better reveal the novelty, every following author contributes to the given issue. Otherwise, the history of the issue, stages of its development become vague. This should be taken into consideration by them, who makes a certain excursus around some specific issue.ყველა სამეცნიერო დარგის განვითარების ერთ-ერთი პირობააამა თუ იმ თემაზე პირველავტორისა და, ზოგადად, წინაავტორთაღვაწლის დასახელება-გათვალისწინება, რაც უფრომეტად გამოავლენს იმ სიახლეს, რომელსაც სძენს მოცემულსაკითხს ყოველი შემდგომი ავტორი. წინააღმდეგ შემთხვევაშიიბინდება საკითხის ისტორია, მისი განვითარების ეტაპები. განსაკუთრებითეს უნდა გაითვალისწინონ მათ, ვინც გარკვეულექსკურსს ქმნის რომელიმე კონკრეტული საკითხის ირგვლივ
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამქრალი გვარები
More than 90% of muslim population of the region who were deported from Meskheti to the central Asia in the 40-ies of the XX century were Georgians and their nickname “tatari” denoted not their nationality but confession. many facts and traditions existing in the region confirm this.
There are more than a hundred surnames having disappeared as soon as the muslim meskhs were deported: baladaSvili, gogdariSvili, goniaSvili, vefxvaZe, TuTaZe, TurmaniZe, iboSvili, ispiriani, komuraze, laliaSvili, mamniaSvili, maxaraZe, mexriZe. metoniZe, muTiaSvili, nadinaSvili, rasalaSvili, raxmiaSvili, sarajiSvili, torolaSvili/toroliSvili, fezoSvili, GaribaSvili, KuliSvili/KuloSvili, xaloSvili.მაჰმადიანი მოსახლეობის 90%-ზე მეტს, რომლებსაც საბჭოთა ხელისუფლებამ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში მშობლიურიმხარიდან შუა აზიაში გასახლება მიუსაჯა, გამაჰმადიანებულიმესხები წარმოადგენდნენ. მათ რომ ქრისტიანულფესვები ჰქონდათ და „თათარს“ არა ეროვნების, არამედ სარწმუნოებისგამო უწოდებდნენ, დღემდე შემორჩენილი ბევრიტრადიცია ადასტურებს. გამაჰმადიანებულთა უმრავლესობამიცოდა თავისი ქართული გვარი, რომლებსაც საგანგებოდართმევდნენ და ფესვებიდან კვეთნენ.ასპინძის მუნიციპალიტეტში აღარ გვხვდება 100-ზე მეტიგვარი, რომლებიც დეპორტირებულ მოსახლეობასთან ერთადგაქრა. ნაშრომში მიმოვიხილავთ გამქრალი გვარების ერთ ნაწილს,როგორიცაა: ბალადაშვილი, გოგდარიშვილი, გონიაშვილი,ვეფხვაძე, თუთაძე, თურმანიძე, იბოშვილი, ისპირიანი,კომურაძე, ლალიაშვილი, მამნიაშვილი, მახარაძე, მეტონიძე,მეხრიძე, მუთიაშვილი, ნადინაშვილი, რასულაშვილი, რახმიაშვილი,სარაჯიშვილი, ტოროლაშვილი, ფეზოშვილი, ღარიბაშვილი,ყულიშვილი, ხალოშვილი, ჯიკაშვილი, ჯუხარაშვილი
კავკასიური სივრცის ქრისტოლოგიური მნიშვნელობა „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ მიხედვით
This article dedicated to the geographical points, areas from “Conversion of Kartli” having the special meaning like fiction, whole Caucasian interests, because this places where Saint Nino travelled and chose places for the Churches not only geographical areas, but they are centers having spiritual, cultural and educational meaning just to show the intellectual and spiritual meaning of Georgian nation. All those places played main role in the great moment of Conversion of Kartli. This story fulfils the meaning not only Georgian, but also whole world and between them Caucasian cultural life. From the ancient past, Georgia and its cultural playing main role in Caucasian area. The language of communication between Caucasian was Georgian. The process of Conversion of Georgia, until the end of this was running whole three centuries. Georgia was the first country in Caucasia which claimed Christianity as state religion and for this Georgia become the Christian leader country in Caucasia. On the base of all of this we think the research work dedicated to the “Conversion of Kartli” has its unique meaning from the point of view of socio-political, religion, cultural-literary and linguistic, just clearly define the role of Georgian state, religion and culture in the area of Caucasia. The term “Caucasia” is mentioned only in “Conversion of Kartli”, as a term of regional meaning. Geographical area of “Conversion of Kartli” assume that Georgia was playing the role of Caucasian center as a separate country of Christian East.სტატიაში განხილულია „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ტექსტშიდამოწმებული ყველა ის გეოგრაფიული პუნქტი, გეოგრაფიულისივრცე, რომელსაც საერთოკავკასიური ინტერესების კვალობაზე,მხატვრული და ეკლესიოლოგიური მნიშვნელობაენიჭება, რადგან ის ადგილები, სადაც წმ. ნინომ ფეხი დადგადა სამონასტრე ადგილები შეარჩია, მხოლოდ გეოგრაფიულიპუნქტი არაა, არამედ ის სულიერებისა და კულტურულ-საგანმანათლებლოცენტრია, რომელსაც ქართველი ერის სულიერიდა ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის მისია დაეკისრა.თითოეულმა მათგანმა უდიდესი როლი შეასრულა ქართველთა ქრისტიანულ რელიგიაზე მოქცევის საქმეში. თხზულებამროგორც ქართულ, ისე მსოფლიო კულტურას, მათ შორისკავკასიური არეალის კულტურულ სამყაროს, შესძინა როგორცრეგიონული, ასევე მსოფლიო ღირებულების კულტურულიმონაპოვრები. უძველესი დროიდან მოყოლებული, საქართველოსდა მის კულტურას ყოველთვის დომინანტური ადგილიეკავა კავკასიურ სივრცეში, კავკასიელთა საურთიერთობოენაც XIX საუკუნის 50-60-იან წლებამდე ქართული ენაიყო. საქართველოს გაქრისტიანების პროცესი სახელმწიფოებრივისტატუსის მინიჭებამდე თითქმის სამი საუკუნე გრძელდებოდა.საქართველო იყო პირველი ქვეყანა კავკასიურ არეალში, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა,რის გამოც კავკასიურ სივრცეში ქრისტიანობის მესვეურობახვდა წილად. ყოველივე ამის საფუძველზე საჭიროდმიგვაჩნია „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ტექსტზე პოლიტიკურ-სოციალური,რელიგიური, კულტურულ-ლიტერატურული დაენობრივი თვალსაზრისით დაკვირვება, რათა უკეთ განისაზღვროსსაქართველოს სახელმწიფოებრიობის, ქართული კულტურის,ქრისტიანული რელიგიის ადგილი კავკასიურ სივრცეში.ამავე დროს, აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ „კავკასია“, როგორც რეგიონული სივრცის აღმნიშვნელი ტერმინი-სახელწოდება,ქართულ ჰაგიოგრაფიაში მხოლოდ „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ტექსტში გვხვდება. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ გეოგრაფიულისივრცე მოწმობს, რომ საქართველოს ყოველთვის ეჭირაკავკასიის გეოპოლიტიკური ცენტრის ადგილი, როგორცქრისტიანული აღმოსავლეთის განაპირა მხარის კულტურულიქვეყნისა
Astronomy & Astrophysics (CAUCASUS)-VOLUME 2
The second volume of the international scientific journal Astronomy & Astrophysics (Caucasus) contains the scientific works delivered as scientific reports by their authors at International Scientific Conference Modern Problems of Astrophysics – II’ held at Samtskhe-Javakheti State University on September 26-28, 2016.
Many world-leading scientists were invited to the International Scientific Conference as participants, who delivered up to 30 interesting reports (including the sponsored articles). The second Volume presents only the scientific works delivered by 8 speakers (and 27 co-speakers) written at about 15 leading scientific establishments of the world. Other Conference materials will be published in the third volume of the same scientific journal. Professor Revaz Chighladze, Doctor of Physical and Mathematical Sciences, Editor of international scientific journal “ASTRONOMY & ASTROPHYSICS (CAUCASUS)”
მერაბ ბერიძის ლექსების სასიტყვეთი
A collection of Merab Beridze's poems has been published. In the present letter we have tried to present the poetry word world of Merab Beridze from several angles. In his verse space, are treasured various geographical names of all Georgia and – thoroughly and many times – those of Meskheti – the native land of the poet. We can meet there the names of prominent historical figures, clergymen, writers, literary characters, who have in abundance both, individual connotations and pictorial representations.
Merab Beridze's word composing is diverse. These are the words of the poetic language that do not belong to the common literary language, and the criterion by which the word belongs to the common literary language, is simple: it must be evidenced in the main, fundamental, academic dictionary of the Georgian language.
The infinity of different nuances of the meaning of the word, the complication and simplification of the semantic structures – these are some of the manifestations of the multifaceted existence of the word in a poetic text. For, every poet has his own poetic vocabulary, strong semantic sequence, his own universe of connections between words. The Creator's word world also merits attention, for there often is preserved and exposed a lexical unit, sometimes unknown, sometimes – less known or completely forgotten due to the passage of time and rarely used today.
During word production Merab Beridze uses the usual inventory of prefixes and suffixes, roots or stems evidenced in dictionaries, and by combining them gives a derivative or composite that is completely correct in terms of production and, at the same time, is unusual because of unexpectedness of internal connections. His word production is an integral part of the creative process and reveals the inner nature of the language. The presentation of word-production models, in fact, reveals the potential of a language, manifested in the system of poetic word-production of the language. Merab Beridze's eloquence is diverse even according to this one (first) collection, and the author's occasionalisms undoubtedly enrich the Georgian language.გამოიცა მერაბ ბერიძის ლექსების კრებული. წინამდებარეწერილში შევეცადეთ რამდენიმე რაკურსით წარმოგვეჩინამერაბ ბერიძის პოეზიის სასიტყვეთი. მის ლექსით სივრცეშიდაუნჯებულია სრულიად საქართველოს ნაირგვარი გეოგრაფიულისახელები, ზედმიწევნით და მრავალგზის კი _ მესხეთის _ პოეტის მშობლიური კუთხისა. გვხვდება გამოჩენილისტორიულ პირთა, სასულიერო მოღვაწეთა, მწერალთა, ლიტერატურულპერსონაჟთა სახელები, რომელთაც უხვად აქვთროგორც ინდივიდუალური კონოტაციები, ასევე ხატოვანი წარმოდგენები.მერაბ ბერიძისეული სიტყვათთხზვა ამ ერთი (პირველი)კრებულის მიხედვითაც კი ძალიან მრავალფეროვანია. ეს პოეტურიენის ის სიტყვებია, რომლებიც არ განეკუთვნება საერთო შალიტერატურო ენას, ხოლო ის კრიტერიუმი, რომლითაცსიტყვა მიეკუთვნება საერთო სალიტერატურო ენას, მარტივია:იგი უნდა დადასტურდეს ქართული ენის ძირითად, ფუნდამენტურ,აკადემიურ ლექსიკონში.სიტყვის მნიშვნელობის განსხვავებულ ნიუანსთა უსასრულობა,სემანტიკურ სტრუქტურათა გართულება და გაუბრალოება_ აი, სიტყვის მრავალწახნაგოვანი არსებობის ზოგიერთიგამოვლენა პოეტურ ტექსტში. ყოველ პოეტს ხომ თავისიპოეტური ლექსიკონი, მყარი სემანტიკური რიგი, სიტყვათა შორისკავშირთა თავისი სამყარო აქვს. შემოქმედის სასიტყვეთიიმითაც არის საყურადღებო, რომ მასში ხშირად შემონახულიდა გამომზეურებულია ნაკლებად ცნობილი ან ჟამთა სვლისგამო სრულიად მივიწყებული და ზოგჯერ უცნობი ლექსიკურიერთეული, დღეს უკვე იშვიათად ხმარებული.მერაბ ბერიძე მიმართავს ისეთ სიტყვაწარმოებას, რომლისდროსაც იყენებს თავსართ-ბოლოსართების ჩვეულებრივ ინვენტარს,ლექსიკონებში დადასტურებულ ძირებსა თუ ფუძეებსდა მათი შეერთებით იძლევა დერივატს ან კომპოზიტს, რომელიცსავსებით სწორია წარმოების თვალსაზრისით და, ამავდროულად,უჩვეულოა შინაგან კავშირთა მოულოდნელობის გამო. მისი სიტყვათქმნადობა შემოქმედებითი პროცესის განუყოფელინაწილია და ავლენს ენის შინაგან ბუნებას, მის პოტენციას.სიტყვაწარმოების მოდელთა წარმოდგენა, ფაქტობრივად,ენის პოტენციურ შესაძლებლობასწარმოაჩენს, რაც ენისპოეტურ სიტყვაწარმოებით სისტემაში მანიფესტირდება. მერაბბერიძისეული სიტყვათქმნადობა მრავალფეროვანია ამ ერთი(პირველი) კრებულის მიხედვითაც კი, ხოლო ავტორისეულიოკაზიონალიზმები უცილოდ ამდიდრებენ ქართული ენას
შიომღვიმის მონასტრის ტიპიკონის ისტორიისათვის
Brief Overview. The book of the Shiomgvime monastery typicon belongs to the beginning of XII century and it is the most important and valuable document. It is version of Saba Gantsmendili’s books of typicon from Palestine (Black Mount) which was translated by ArsenIkaltoeli and was published and used as a guide book by David the Builder in new monastery named after Saint Maria.
This typicon by Shio Mgvime was spread all over Georgia but this book was not able to abolish already used one by Giorgi Mtatsmindeli (which was used until XIV-XV centuries) and the ruins of this book still remains in the book we discuss.
The original version of Shio Mgvime’s of monastery typicon was not kept. We have 18 hand writing and the oldest one so called “Shio Mgvime’s typicon from XII century and we still have some fragments.შიომღვიმის მამათა მონასტრის ტიპიკონი XII საუკუნის დასაწყისისამრავალმხრივ მნიშვნელოვანი და საყურადღებოდოკუმენტია. ეს არის პალესტინის საბა განწმენდილის ტიპიკონისსვიმეონწმიდური (ანტიოქია, შავი მთა) რედაქცია, რომელიცდიდმა ქართველმა მოღვაწემ არსენ იყალთოელმა თარგმნადა მისივე ინიციატივით დავით აღმაშენებელმა სახელმძღვანელოდდააწესა მის მიერ ახლად აშენებულ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში.შიომღვიმის ტიპიკონი მთელ საქართველოში გავრცელდა,მაგრამ მთლიანად ვერ განდევნა მანამდე არსებული გიორგიმთაწმიდლის ,,დიდი სÂნაქსარი” (XIV-XV საუკუნემდე კიდევგამოიყენებოდა), რისი კვალი განსახილველ ტექსტში იძებნება.შიომღვიმის ტიპიკონის დედანი არ შემორჩენილა. დღემდემოღწეულია 18 ხელნაწერი _ უძველესი, ე.წ. ,,შიომღვიმის ტიპიკონი"XII ს.-ის შუახანებისაა _ და უამრავი ფრაგმენტი
ფერეიდნული ტოპონიმიიდან -I ფერეიდნის ქართული სოფლების სახელწოდებანი
It is well known that migrants begin to name their place of residence in a new geographical area. New settlers try to “rebuild” their native environment (at least only linguistically) and start by naming the places: they create new names for places that are not named or are unfamiliar to them, or create parallel versions of existing foreign names in their native language. The Fereydanian toponyms have also emerged from the classical principle inherent to a dialect island. Along with the names of places created by Georgians, there are official, administrative names that they actually do not use in conversation. Various layers of Georgian toponymic material appear in the region (toponyms, a production model and so forth are duplicated.). As it turns out that contacts with the historical homeland also influenced the dynamics of the formation of toponymic inventory.ცნობილი ფაქტია, რომ კომპაქტურად მცხოვრები გადასახლებულებიახალ გეოგრაფიულ არეალში ჩასახლებისდროს ადგილის სახელების სახელდებას იწყებენ. ახალ საცხოვრებელადგილას გადასახლებულები ცდილობენ „აღადგინონ“მშობლიური გარემო (თუნდაც მხოლოდ ენობრივად) დაამისთვის, პირველ რიგში, ადგილთა სახელდებას იწყებენ:ქმნიან ახალ სახელწოდებებს იმ ადგილებისთვის, რომელიცარ არის სახელდებული, ან მათთვის არ არის სახელწოდებაცნობილი, ან ქმნიან არსებული უცხოენოვანი სახელწოდებებისპარალელურ ვარიანტებს საკუთარ ენაზე. ფერეიდნისტოპონიმიკაც დიალექტური კუნძულისთვის დამახასიათებელიკლასიკური პრინციპით ჩამოყალიბდა. ქართველთა მიერ შერქმეულიადგილის სახელების პარალელურად გვხვდება ოფიციალური,ადმინისტრაციული სახელები, რომლებსაც ისინი,ფაქტობრივად, არ იყენებენ საუბარში. რეგიონის ქართულტოპონიმიკურ მასალაში სხვადასხვა ფენა იკვეთება (გადატანილიატოპონიმი, გადატანილია წარმოების მოდელი და სხვ.).როგორც ირკვევა, ისტორიულ სამშობლოსთან კონტაქტებიცახდენდა გავლენას ტოპონიმიკური ინვენტარის ჩამოყალიბებისდინამიკაზე
თავისუფლებისა და სამშობლოსათვის მებრძოლი გმირის სახე აკ. გაწერილიას შემოქმედებაში: (,,ამზათი")
In Georgian literature, the face of the proud son of Shamili, the proud son of a mountain, has emerged as a paradigm of disobedience, work of Akaki Tsereteli, Ilia Chavchavadze, Alexander Kazbegi, Grigol Robakidze, Titsian Tabidze, Anna Kalandadze and other writers works are created with this attitude.
Next to them are the historical stories of A.Gatserelia: "One Day of the Imam", "Chir-Yurt", "Imam in the Lodge", "Bosco`s apprentice", "Amzati", romance-chronicle “Shamili”
Akaki Gatserelia`s "Amzati" is a sheet of unequal and self-sacrificing battle produced by Shamil.
The tragic story of the self-sacrificing battle of Shamili and the faithful to the homeland Naibi is narrated with high artistic craftsmanship.
The aim of the author is to show the face of the hero struggling for freedom on the one hand, and on the other hand to urge contemporaries to fight for freedom.
The work presents problems and artistic analysis of Akaki Gatserelia's story “Amzati”.ქართულ ლიტერატურაში შამილის, მთის ამაყი შვილისსახე წარმოჩნდა როგორც ერთგვარი პარადიგმა დაუმორჩილებლობისა.ამ დამოკიდებულებითაა შექმნილი აკაკი წერეთლის,ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, გრიგოლ რობაქიძის,ტიციან ტაბიძის, ანა კალანდაძის და სხვა მწერალთანაწარმოებები.მათ გვერდითაა აკ. გაწერელიას ისტორიული მოთხრობები:„იმამის ერთი დღე“, „ჩირ–იურთი “, „იმამი ლოჟაში“, „ბოსკოსშეგირდი“, „ამზათი“, რომანი-მატიანე „შამილი“.აკ. გაწერელია ნაწარმოებში „ამზათი“ დახატულია შამილისმიერ წარმოებული უთანასწორო და თავგანწირულიბრძოლის ერთი ფურცელი. მაღალმხატვრული ოსტატობითგადმოცემულია შამილისა და სამშობლოს ერთგული ნაიბისთავგანწირული ბრძოლის ტრაგიკული ისტორია. ავტორის მიზანსწარმოადგენს, ერთი მხრივ, თავისუფლებისათვის მებრ-ძოლი გმირის სახის ჩვენება, მეორე მხრივ, თანამედროვეთათვისთავისუფლებისათვის ბრძოლის მოწოდება, რაც თხზულებისშექმნის დროისათვის მეტად აქტუალური იყო.ნაშრომში გადმოცემულია აკ. გაწერელიას მოთხრობის,,ამზათის“ პრობლემატიკა და მხატვრული ანალიზი
ლუციფერისა და ანგელოზის ურთიერთგადაძახილი: (აკ. გაწერელიას შემოქმედებითი პორტრეტისათვის)
Talking about twentieth-century scholars, it is inconceivable not to discuss the scientific and literary activities of Akaki Gatserelia. A scholar with a highly refined and broad-based education , he considered himself primarily a writer. His literary works are valuable alongside his scientific-critical works. The themes of his works are versatile and original, the style delicate - refined.
Up to this date, the creations of this most notable researcher and writer, as well as his scholarly works, have not been properly inspected. The present work is an attempt to correct this flaw.
The work discusses the problematics of Akaki Gatserelia`s novels and short stories.მეოცე საუკუნის მკვლევართა შესახებ საუბრისას შეუძლებელიაგვერდი ავუაროთ აკაკი გაწერელიას მეცნიერულ დალიტერატურულ საქმიანობას. უაღრესად რაფინირებული დაფართო განათლების მქონე მკვლევარი თავს უპირველესადმწერლად მიიჩნევდა. მეცნიერულ-კრიტიკულ ნაშრომთა გვერდითღირებულია მისი ლიტერატურული ნაწარმოებები.მხატრულ ნაწარმოებთა თემატიკა მრავალმხრივი და ორიგინალურია,სტილი დახვეწილი – რაფინირებული.დღემდე ამ უთვალსაჩინოესი მკვლევრისა და მწერლის შემოქმედება,ისევე როგორც მისი მეცნიერული ნაშრომები, სათანადოდ არ არის შესწავლილი. წინამდებარე ნაშრომი ამხარვეზის გამოსწორების მცდელობაა.ნაშრომში განხილულია მისი ნოველებისა და მოთხრობებისპრობლემატიკა