Ivane Javakhishvili Tbilisi State Universit: Open Journal Systems / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Not a member yet
417 research outputs found
Sort by
საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი: შემუშავება და მიღება
ნაშრომში განხილულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შემუშავების ისტორია. ჩვენს ხელთ არსებული წყაროები, რის საფუძველზეც შეიძლება ვიმსჯელოთ დამოუკიდებლობის აქტის შემუშავების შესახებ, საკმაოდ მწირია და ძირითადად წლების შემდეგ იმ პირთა მიერ დაწერილი მცირე მოგონებებისგან შედგება, რომლებიც დამოუკიდებლობის აქტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ. ეს მოგონებები, გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია და მხოლოდ მათი შეჯერების გზით შეიძლება შევეცადოთ დამოუკიდებლობის აქტის შემუშავების საერთო სურათის აღდგენას.
დამოუკიდებლობის აქტი შემუშავებული იქნა სასწრაფოდ, 1918 წლის 24-26 მაისს, როდესაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების საკითხი. დამოუკიდებლობის აქტი არა მხოლოდ აცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ შეიცავდა იმ ძირითად პრინციპებსაც, რასაც უნდა დამყარებოდა საქართველოს სახელმწიფო.
•• პუბლიკაცია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ ფარგლებში. გრანტის კოდი: FR-23-295
ისტორიის პატივისცემა
სამსონ ფირცხალავა (1872-1953) - პუბლიცისტი და პოლიტიკოსი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ეროვნული საბჭოს და დამფუძნებელი კრების წევრი
31 მარტის რეფერენდუმი საქართველოში და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა
საკვლევი თემა ქართული სინამდვილისთვის მეტად მნიშვნელოვან - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და მასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა/ანალიზს მოიცავს, რომელიც დროითი მონაცემიდან, არსებული საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, საყოველთაო ინტერესის ხასიათის მატარებელიცაა.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი ხანმოკლე არსებობის მიუხედავად (1918-1921) მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. მისი მემკვიდრეობა დღევანდელი ქართული სახელმწიფოსათვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა და სიამაყის საგანია. 26 მაისი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე კი, ისტორიულ დღესასწაულად იქცა (ჯანელიძე, 2018). 1991 წლის 31 მარტს, 34 წლის წინ წინათ, როდესაც ქვეყანა ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მსურველთა გამოვლენის მიზნით, სამართლებრივი ნორმების დაცვით, რეფერენდუმი გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო (მაცაბერიძე, 2019, 181). დრომ უფრო მეტად განამტკიცა ამ დღის მნიშვნელობა ათწლეულების შემდეგ ჩატარებული რეფერენდუმის დროს, რადგან სარეფერენდუმო კითხვა სწორედ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულ დამოუკიდებლობის აქტს ეფუძნებოდა.რეფერენდუმის ჩატარების საშუალება შექმნა ეროვნული ძალების დამაჯერებელმა გამარჯვებამ 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში (ნათმელაძე, დაუშვილი, 2005).ნაშრომის აქტუალობას განსაზღვრავს არსებული მოცემულობა, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული სინამდვილისთვის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესწავლა აქტუალობას არ კარგავს. ნაშრომში შესწავლილი, წარმოდგენილი მასალები, ნათლად აღწერს არსებულ ვითარებას, განხილული დოკუმენტები (რომელთაგან ზოგიერთი პირველად შემოდის ქართულ სამეცნიერო სივრცეში), ნათელს ჰფენს 1918-სა და 1991 წელის ეპოქალურ მოვლენებს. სიტუაციური ანალიზი, ვფიქრობთ, საინტერესო სამეცნიეროს მიგნებებთან ერთად, ნაშრომს პრაქტიკულ ღირებულებასაც სძენს, რაც წარმოადგენს სიახლეს და ზრდის ნაშრომის მიმართ ინტერესს.1991 წლის 31 მარტი, 26 მაისის კონტექსტში, საქართველოს უახლოესი ისტორიის მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ამ დღეს ჩატარებულ რეფერენდუმის კითხვას - „ეთანხმებით თუ არა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ რეფერენდუმში მონაწილეთა 99,08 %-მა დადებითად უპასუხა, მათ შორის ქვეყნის არაქართველმა მოსახლეობამაც. ეს ადასტურებს წინასარეფერენდუმო პერიოდში მოსახლეობის განწყობას, შემდეგში უკვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოწოდებისადმი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ყველა ჩვენგანის ხმა 31 მარტს შეიძლება ის ერთადერთი იყოს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოს - საქართველოს - ბედსო. რეფერენდუმის შედეგის საფუძველზე კი 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადა.ნაშრომის სიახლეს წარმოადგენს აღნიშნული საკვლევი პრობლემის კომპლექსურად შესწავლისათვის მოძიებული, ნაშრომში ჩართული მასალები, რომელთაგან ზოგიერთი პირველად არის გამოყენებული, სიახლეა და განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს ნაშრომს. შესაბამისად, ქვეყნის უახლესი ისტორიის საინტერესო დეტალებზე აქცენტები აქტუალურობას არ კარგავს, როგორც ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის, ისე, ამ მეტად საინტერესო პერიოდის, საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ პირთათვის.ნაშრომის პრობლემა, ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მთელი რიგი სამეცნიერო ლიტერატურის, ხელისუფლების მიერ მიღებული დოკუმენტების, პრესის მასალების, სხვა ქვეყნის პოლიტიკური პირების დამოკიდებულებების, შესწავლის საფუძველზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესის ახლებურ გააზრებას და შემდეგ კითხვებზე პასუხს მოიცავს: 1. 1918 წლის 26 მაისი კონტექსტი საქართველოში; 2. რეფერენდუმამდე არსებული პოლიტიკური პროცესები; 3. რეფერენდუმის ჩატარების მიზანი და პროცესი, 4. საქართველოს სახელმწიფოებრივის დამოუკიდებლობის აღდგენა; 5.სხვა ერთა და ქვეყნების დამოკიდებულებების წარმოჩენა, რომელიც ქართული უახლესი პოლიტიკური ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია (შველიძე, 2021).კვლევის მეთოდებიდან ნაშრომში, სამეცნიერო პრობლემის შესასწავლად, ანალიზისათვის, გამოყენებულია - ისტორიზმის (26 მაისის კონტექსტი, პოლიტიკური ვითარების მახასიათებლების მასალების გათვალისწინება); შედარებითი (დამოუკიდებლობის, 26 მაისს და 9 აპრილს, გამოცხადების თანმხლები სირთულეები); სიტუაციური ანალიზის (Case-study) (ნაშრომში შესასწავლი პოლიტიკური პროცესების გააზრება თანმხლები ვითარების ფონზე); ასევე აღწერითი მეთოდები (მთელი რიგი მოგროვილი მასალების, პირველადი და მეორადი წყაროები).ნაშრომის დასკვნაში წარმოდგენილია და ნათლად ჩანს, რომ საქართველოში 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებულმა რეფერენდუმმა ქვეყანა გაანთავისუფლა 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმისგან. ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმი, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი გარანტიაა. კონსტიტუციით დაცული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი ამ რეფერენდუმის შედეგს ეყრდნობა. საქართველოში ჩატარებულმა რეფერენდუმმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ თავისუფალი არჩევანის პირობებში საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლას, რასაც ძალიან დიდი, სერიოზული რეზონანსი მოჰყვა.სწორედ ამიტომ, მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, რეფერენდუმის შესახებ საზოგადოებრივი აზრი, როგორც მაშინ დღესაც ისევე დადებითია, რადგან ეს ისტორიული პროცესი საფუძველია, როგორც საქართველოს კონსტიტუციაშია ნათქვამი, იმისა, რომ „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“.საკვანძო სიტყვები: საქართველო, დამოუკიდებლობა, რეფერენდუმი, 26 მაისი, ზვიად გამსახურდია
განათლების საკითხი საქართველოს პოლიტიკური პარტიების 2024 წლის საარჩევნო პროგრამებში
წინამდებარე ნაშრომის მიზანია საქართველოს პოლიტიკური პარტიების 2024 წლის საარჩევნო პროგრამებზე დაყრდნობით განათლების საკითხის ანალიზი და შესაბამისი დასკვნების გამოტანა. პირდაპირ ჩანს, რომ საქართველოში განათლების სისტემა ღრმა კრიზისის წინაშეა, რასაც პოლიტიკური ჩარევა, ფინანსური შეზღუდვები და ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო ამწვავებს. მასწავლებელთა განვითარების, ინსტიტუციური ავტონომიისა და სტუდენტთა მხარდაჭერის გარეშე საქართველო საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი დაქვეითების საფრთხის წინაშე დგას. ქართული პოლიტიკური პარტიების 2024 წლის საარჩევნო პროგრამების სიღრმისეული ანალიზი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ განათლების საკითხს მხოლოდ მცირედი ყურადღება ეთმობა. გარდა ამისა, ზოგიერთი პარტიის საარჩევნო პროგრამა თავისი კლასიკური გაგებით, საარჩევნო პროგრამის კონცეფციაში საერთოდ არ ჯდება, რისი მიზეზებიც სტატიის დასკვნით ნაწილშია მიმოხილული
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი: იდეოლოგიური კონტექსტი
სტატიაში განხილულია საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის იდეოლოგიური საფუძველი. დამოუკიდებლობის აქტი იყო პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც არა მხოლოდ აცხადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ აყალიბებდა მომავალი სახელმწიფოებრივი მოწყობის ძირითად პრინციპებს. ეს საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის იდეოლოგიურ კონტექსტზე. დამოუკიდებლობის აქტის შემუშავება ორი პოლიტიკური ძალის ხელში აღმოჩნდა - სოციალ-დემოკრატების და ეროვნულ-დემოკრატების. ეროვნულ-დემოკრატიული იდეოლოგია ლიბერალური ნაციონალიზმის სახეობა იყო. დამოუკიდებლობის აქტი იმდროინდელი პოლიტიკური ძალების კონსენსუსს ემყარებოდა, რასაც აადვილებდა ის გარემოება, რომ სოციალ-დემოკრატები და ეროვნულ-დემოკრატები თანხმდებოდნენ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის თაობაზე. ეს მისაღები იყო საქართველოს ეროვნულ საბჭოში წარმოდგენილი სხვა სოციალისტური პარტიებისთვისაც (სოციალისტ-ფედერალისტები, სოციალისტ-რევოლუციონერები). ეროვნულ-დემოკრატებისთვის დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება საბოლოო მიზანი იყო, სოციალისტური პარტიები კი სამომავლოდ „სოციალიზმის მშენებლობაზე“ გადასვლას გეგმავდნენ. ეროვნული საბჭოს აღმსრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ, რომელიც ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერიც იყო, დამოუკიდებლობის აქტის პროექტიდან ამოიღო ე. წ. „სოციალური“ (სოციალისტური) დებულებები და დატოვა მხოლოდ „საერთო ეროვნული“, თუმცა დამოუკიდებლობის აქტში ჩამოყალიბებულ რიგ კონსტიტუციურ პრინციპებს ემჩნევა სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის გავლენა. მთლიანობაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ლიბერალური ნაციონალიზმის და სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის ნაზავს წარმოადგენდა.· ნაშრომი მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ ფარგლებში. გრანტის კოდი: FR-23-2950
როგორ ისწავლება წარსული: 2008 წლის აგვისტოს ომი სკოლის სახელმძღვანელოებში
წარსულით მანიპულირება და ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მიღებული ფორმაა. ხშირ შემთხვევაში, შიდა-პოლიტიკური და არჩევნებთან დაკავშირებული, რეიტინგზე ორიენტირებული პარტიული დაპირისპირების მთავარი ხაზი უახლესი წარსულის გამოყენებაზე გადის. ხოლო წარსულის ინტერპრეტაციები აყალიბებს საზოგადოების განწყობებს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი პოლიტიკური განხილვის მნიშვნელოვანი თემაა. რუსეთი საქართველოზე თავდასხმის ლეგიტიმაციისთვის ომის დაწყების პასუხისმგებლობას საქართველოს აკისრებს. სკოლის სახელმძღვანელო მეხსიერების პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. მას კოლექტიური მეხსიერების კონსტრუირებაზე უდიდესი გავლენა აქვს, როგორც მასტერ-ნარატვის მნიშვნელოვან ამსახველს. სკოლის სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს შესაბამის ინსტანციებს გადის და გრიფის მინიჭების შემთხვევაში აღმოჩნდება მოსწავლეთა მერხებზე. ამდენად, სასკოლო სახელმძღვანელო, საყოველთაო განათლების პირობებში, ქვეყნის ყველა მოქალაქის ხელში ხვდება. ნაშრომის მიზანია ვაჩვენოთ, როგორ ისწავლება 2008 წლის აგივსტოს ომი სკოლებში. რა ფაქტებზე, მოვლენებზე და დეტალებზეა ყურადღება გამახვილებული, რა მიზანს ემსახურება თხრობა, როგორ არის შინაარსობრივი და ვიზუალური მხარე წარმოდგენლი
საქართველოს პარლამენტის სადღესასწაულო სხდომა
პუბლიკაცია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნუ-ლი სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „თანამედროვე ქარ-თული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ ფარგლებში. გრანტის კოდი: FR-23-295
Heroes and Anti-heroes in the Process of the Construction of "New Memory" in Georgia
The politics of perestroika and glasnost that started in the Soviet Union in 1985 was followed by the revision of the past – one of the most important markers of collective identity. Construction of a “new past” as the source of legitimizing the new future started. Heroes of the Soviet era were rapidly turned into antiheroes. The process of creation of new heroes was launched, some of them “returned” from the past while others were born from the new reality.The paper aims to examine the process of construction of the image of a new hero in the 1980-1990s. This is one of the first attempts to analyse the issue through the lens of collective memory. Maurice Halbwachs' theory of collective memory, Jan Assmann's classification of communicative and cultural memory, and Pierre Nora's concept of lieux de mémoire form theoretical basis of the study. Formation/transformation of the images of heroes and antiheroes are analysed in the context of characteristics identified by Thomas Carlyle and Max Weber. The research is based on the analysis of printed and electronic media sources, documentary video materials, literary texts and contemporaries' memories, that are reflected through the methods of historical research, qualitative content analysis and discourse analysis.Construction of the image of Merab Kostava as a new national hero was based on the Georgian cultural patterns. These patterns were used for ascribing meaning to the tragedy of April 9, to the death of Merab Kostava, and for the construction of the narrative of heroism. The traumatic atmosphere created by the tragedy of April 9 and natural disasters of the subsequent period, as well as necessity to cope with them contributed to the formation of the image of a new national hero. Self-identification with this image offered the possibility of providing positive answers to the most important questions related to national identity, offered examples of dignity and courage and reinforced the legitimacy of national aspirations.The burial of Merab Kostava in the Mtatsminda Pantheon ensured the national dimension for the image of the hero and strengthened the significance of Mtatsminda as a pillar of the collective memory of Georgians. This image fully corresponded to the historically formed perception of a hero in the Georgian imagination; this enabled to create a mental bridge between the present and the past and ensure historical continuity – one of the key foundations for collective memory and national identity
The Image of a Political Figure in Academic Texts: Eduard Shevardnadze
This article examines the portrayal of Eduard Shevardnadze in Georgian academic works, focusing on his representation as a political figure in collective memory. Through an analysis of key texts by Stephen Jones, Dimitri Shvelidze, Giorgi Mchedlishvili, and Ronald Grigor Suny, the study explores Shevardnadze’s image as a complex leader who guided Georgia through its turbulent transition from Soviet rule to independence. While he is credited with stabilizing Georgia after the civil war and advancing Western integration, his legacy is also marred by corruption, authoritarianism, and unresolved conflicts. The analysis reveals that his image transcends the hero-antihero dichotomy, showcasing his lasting impact on Georgia's historical narrative.This work was carried out within the framework of the project "Construction of Collective Memory in Post-Independence Georgia: The Discourse of Hero and Anti-Hero" (FR-23-6604) funded by Shota Rustaveli National Science Foundation
Georgian-Byzantine relations in the epoch of Constantine Porphyrogenitus
Main issues that I would point out are: relation of the Byzantine Empire to Georgia in the epoch of Constantine Porphyrogenitus, its role and importance in the struggle of Georgian people against foreign conquerors, also role of Byzantium in integration of Georgian kingdoms and principalities. Apparently we can not ignore works by Constantine Porphyrogenitus as one of the most significant source of Georgian history.Byzantium regarded Eastern Christian peoples with caution, as their cooperation was very important for the Empire in its fight against the Arabs, especially when Byzantium did not have a quiet life in its West due to complications with Bulgaria. Though we must mention that the Byzantine Emperors were not driven only by Christian love, they had their own political aims and tasks. Their attitude to Georgians was very changeable according to different circumstancesthe epoch of Constantine Porphyrogenitus, first half of the X century, was a very significant period in history of Georgia, as at this time there was laid a fundament for unification of Georgian state. In the process of the struggle for unification the role of Byzantium is extremely significant, as it became an ally of Caucasian nations in their fight against the Arabs. Fight against the Arabs made Caucasian kingdoms seek unification.Georgians systematically participated in Byzantine campaigns against Arab Emirates located in the gorges of the rivers of Aras-Euphrates and on the banks of the Vani Lake. Georgian rulers took part in Byzantine campaigns to the East as well. Bagrat, brother of the ruler of Tao-Klarjeti, Ashot Kuropalatis took part in the besiege of Theodosiopolis together with John Kourkous. It seems that Georgian war against the Arabs carried a religious character as it is seen in the sources of the given period. Thus coreligeouse Byzantium was a natural ally for Georgia. We think that struggle of Georgian people against The Arabs developed like Spanish Conquest. In the process of fighting against the Arabs rule in Georgia there was formed a unified Christian military outlook, reflected both in Georgian hagiographical and historical writings. In this fight there was outlined the necessity of unification of Georgian kingdoms and principalities and a general Georgian idea, which indeed was followed by the formation of a unified Georgian State.Relations between Byzantium and Georgian kingdoms and principalities in this period was expresses in granting titles of the Imperial court to the members of Georgian Royal family by Byzantine Emperors, Relations of Georgian State units to Byzantium was not always the same. They changed according to circumstances, though never left the boundaries of simple protection and influence. Byzantine Emperors never interfered in the domestic affairs of Georgia, if we do not take in view granting Imperial titles, which in a way conditioned strengthening of rights of a new ruler in his own countryComposition of Constantine Porphyrogenitus is the best source describing redistribution of Royal and Principle powers in Georgia. It gives interesting materials not only about the political life of Georgia and the history of Georgian-Byzantine relations, but it is significant source about state administration system in Georgia, about origin of unified Georgian State, the royal house of Bagrations and Georgia’s relations with foreign countries. Information given in the work of Constantine Porphyrogenitus VII about the origin of the Bagrations completely meets the theory developed in Georgian historiography about the divine origin of the Bagration dynasty. The theory about the Bagrations descending from Prophet David emerged in Georgian historiography much earlier, and was created as it seems to strengthen the idea of independence and originality of Georgian Kingdom.In the work by Constantine Porphyrogenitus “About the Ceremonies” there is interesting information about the state administration system in Georgia. In the part of the work where the author gives description of which signets of which value should be attached to the letters sent to Georgian Kings, indicating that the Kuropalatis of Georgia must be sent credentials of two solids, and be addressed as ”Christ loving Kuropalatis”[1]. In this work there are also mentioned other principalities included in the Kingdom of Iberia or Arkhonts, four Arkhonts are subordinated to the Kuropalatis: Arkhont of Veriasakh in Iberia, Arkhont of Karanat in Iberia, Arkhont of Kveli in Iberia and Arkhont of Ajara in IberiaThus, during the rule of Constantine Porphyrogenitus Georgia is still a segregated into kingdoms and principalities country, among which more significant were Egrisi-Apkhazeti and Tao-Klarjeti Kingdoms, who initiated formation of a unified Georgian State. These kingdoms and principalities were vassal countries of the Byzantine Empire and recognized the supremacy of the Byzantine Emperor, they received titles of the Imperial servants, but on this stage their subordination to Byzantium was reflected only in ensuring of border security and military alliance.