Ivane Javakhishvili Tbilisi State Universit: Open Journal Systems / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Not a member yet
417 research outputs found
Sort by
დამოუკიდებლობის გამოცხადების ასახვა მეხსიერების ადგილებში: თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მაგალითი
საკვლევი თემა მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წლის 26 მაისი) და დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წლის 9 აპრილი) ისტორიული მოვლენების რეპრეზენტაციას თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. მუზეუმი განიხილება როგორც ინსტიტუციური სივრცე, სადაც კოლექტიური მეხსიერება ფორმირდება, კონსოლიდირდება და თაობებს შორის გადაიცემა.კვლევაში განიხილება მუზეუმის საექსპოზიციო პოლიტიკა, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები, ასევე ექსპონატების შერჩევისა და კურატორული ინტერპრეტაციის პრინციპები, რაც ქმნის ისტორიული ნარატივის კონტურებს და განსაზღვრავს მისი ლოკალიზაციის ფორმებს. კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობას და მათი დამოკიდებულებების ანალიზს მუზეუმში წარმოდგენილი ისტორიული ნარატივის მიმართ.კვლევის აქტუალობა განპირობებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე დეკოლონიზაციისა და ისტორიული მეხსიერების რეკონსტრუქციის პროცესებით, რომლებიც მოითხოვენ ეროვნული იდენტობის ხელახალ გააზრებასა და ისტორიული ნარატივების გადაფასებას. საბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბებული ისტორიოგრაფიული ჩარჩოების გადახედვა და მათგან დისტანცირება მრავალი პოსტკოლონიური საზოგადოების ცენტრალურ ამოცანად იქცა (Assmann, 2011; Todorova, 1997). ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ მუზეუმებს, რომლებიც არა მხოლოდ ისტორიული ინფორმაციის შენახვასა და გავრცელებას, არამედ ლოკალური იდენტობის ფორმირებასაც ემსახურებიან. თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მაგალითზე კვლევა ნათლად აჩვენებს, როგორ ხდება ეროვნული ისტორიული ნარატივების ადაპტაცია ადგილობრივ კულტურულ კონტექსტში.კვლევის სიახლე: პირველად ხორციელდება თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინტერდისციპლინარული ანალიზი თანამედროვე მეხსიერების თეორიების გამოყენებით. არსებული ქართული კვლევები მუზეუმების თემატიკაზე უმეტესწილად ფოკუსირდებიან ისტორიული ნარატივის აღწერაზე ან საგანმანათლებლო ფუნქციებზე, მაშინ როცა ეს კვლევა აერთიანებს მუზეოლოგიურ, დისკურსულ, სემიოტიკურ და ეთნოგრაფიულ ანალიზს, რაც მუზეუმს წარმოაჩენს არა მხოლოდ როგორც საგანმანათლებლო სივრცეს, არამედ როგორც მეხსიერების პოლიტიკის აქტიურ მოქმედ პირად.გარდა ამისა, კვლევა აგენერირებს ცოდნას იმაზე, თუ როგორ ხდება ეროვნული დამოუკიდებლობის ნარატივის ადაპტაცია ადგილობრივ სოციალურ-კულტურულ კონტექსტში და როგორ მონაწილეობს მუზეუმი ეროვნული იდენტობის კონსტრუირებაში რეგიონულ დონეზე. ამდენად, კვლევა ავსებს არსებულ ცოდნას პოსტკოლონიური მეხსიერების პრაქტიკებზე საქართველოს რეგიონებში და შესაძლებლობას იძლევა, რეგიონული მუზეუმები განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი ეროვნული მეხსიერების ფორმირებაში.კვლევაში უნდა გაეცეს პასუხი სამი ძირითად კითხვას (პრობლემას):1. როგორ ხდება დიდი ისტორიული ნარატივის, კერძოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების, ინტერპრეტაცია და ადაპტაცია ლოკალურ კონტექსტში?2. რა როლს ასრულებს რეგიონული მუზეუმი ეროვნული იდენტობის ფორმირებაში?3. როგორ ხდება ისტორიული მეხსიერების ინსტიტუციონალიზაცია და თაობათაშორისი ტრანსლაცია მუზეუმის მეშვეობით?ამ კითხვებზე პასუხი შესაძლებელს ხდის დავინახოთ მუზეუმის როლი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პირობებში.მეთოდოლოგიურად კვლევა ეფუძნება ინტერდისციპლინურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს თვისებრივი კვლევის მეთოდს (სიღრმისეული ინტერვიუები მუზეუმის თანამშრომლებთან და ვიზიტორებთან, ჩართული დაკვირვება); მუზეოლოგიურ ანალიზს (ექსპოზიციების სტრუქტურა, ექსპონატების შერჩევის კრიტერიუმები, კურატორული ტექსტები), სემიოტიკურ და ვიზუალურ ანალიზს (არტეფაქტების სიმბოლური მნიშვნელობა) და მათი განლაგება სივრცეში, დისკურს-ანალიზს (როგორც მეთოდი, რომელიც ამსხვილებს იმ ენობრივი და ვიზუალური ფორმულირებების ანალიზს, რომლებითაც მუზეუმი აღწერს და ასახავს ისტორიულ მოვლენებს). კვლევა ეფუძნება დაშვებას, რომ მუზეუმი არა მხოლოდ ისტორიის გადმოცემის ინსტიტუტია, არამედ აქტიური აქტორია მეხსიერების ფორმირებისა და სიმბოლური ძალაუფლების სტრუქტურაში.დასკვნა. თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გააჩნია რესურსი და პოტენციალი წარმოადგენდეს მნიშვნელოვან „მეხსიერების ადგილს“, სადაც ხორციელდება ეროვნული ისტორიული ნარატივის ლოკალიზაცია და ადაპტაცია. მუზეუმი ასრულებს მედიატორის როლს ოფიციალურ ისტორიოგრაფიასა და ადგილობრივ მეხსიერებას შორის, ამყარებს ისტორიული უწყვეტობის განცდას და უზრუნველყოფს ეროვნული იდენტობის თაობათაშორის გადაცემას. ამავდროულად, მუზეუმი არის სივრცე, სადაც ცხადად იკვეთება მეხსიერების პოლიტიკის ელემენტები — რა აღინიშნება, რა რჩება უხილავად და როგორ ესადაგება ეს საერთო ეროვნულ დისკურსს.კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას რეგიონული მუზეუმების განვითარების სტრატეგიების შემუშავებისას და კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის დაგეგმვაში, რაც მიზნად ისახავს თემზე დაფუძნებული მეხსიერების გაძლიერებას და ეროვნული იდენტობის მრავალგანზომილებიანი გააზრების ხელშეწყობას.საკვანძო სიტყვები: მეხსიერების ადგილები, კოლექტიური მეხსიერება, ეროვნული იდენტობა, დამოუკიდებლობის ნარატივი, პოსტკოლონიალური მუზეოლოგია, თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მონაწილეობითი დაგეგმარება პოსტსაბჭოთა თბილისში: ქალაქგეგმარებითი დოკუმენტებიდ ანალიზი (1991-2023)
პოსტ-საბჭოთა ქალაქების მსგავსად, თბილისი სამი ათწლეულია გრძელვადიანი ინსტიტუციური რყევების, სწრაფი პრივატიზაციისა და არათანაბარი ურბანული ტრანსფორმაციის პირისპირ აღმოჩნდა. რის შედეგადაც მოქალაქეთა მონაწილეობა საჯარო პოლიტიკაში დიდი ხნის განმავლობაში იყო ფრაგმენტული და ფორმალური.წინამდებარე კვლევის მიზანია შეისწავლოს, თუ როგორ იცვლებოდა მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ დისკურსი პოსტ-საბჭოთა ურბანული ტრანსფორმაციის პირობებში (1991-2023 წლები) და რა ფაქტორებმა განაპირობა ეს ცვლილებები. კვლევა ეფუძნება ქალაქგეგმარებით დოკუმენტებსა და სტრატეგიებს, ქვეყნის მასშტაბით მიღებულ სამოქმედო გეგმებსა და საკანონმდებლო აქტების სისტემურ კონტენტ ანალიზს (Atlas.ti, MAXQDA), რომლის ფარგლებში კოდირებული იქნა მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებული 164 ნარატივი.კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ 1990-2000-იან წლებში მოქალაქეები წარმოჩენილნი იყვნენ როგორც პასიური დამკვირვებლები და ინფორმაციის მიმღებები, ხოლო 2015-2017 წლის შემდეგ, მოქალაქეთა ჩართულობის ნარატივები თანდათან ფართოვდება და სტრუქტურულ მნიშვნელობას იძენს. დოკუმენტებში ჩნდება ნარატივები გამჭვირვალობის, ადგილობრივი ცოდნის მნიშვნელობის, სოციალური თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების შესახებ.კვლევის შედეგებით, ნარატივების ეს ტრანსფორმაცია დაკავშირებულია როგორც საერთაშორისო ვალდებულებებთან (ევროპის საბჭოსა და ევროკავშირთან ჰარმონიზაცია, ორჰუსის კონვენცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტია), ისე ურბანულ პროტესტებსა და საზოგადოებრივი წნეხის ზრდასთან.კვლევა ავსებს ცოდნას თბილისის ქალაქგეგმარების ტრანსფორმაციის შესახებ, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სხვა პოსტ-სოციალისტური ქალაქების შედარებითი ანალიზისთვის, ისე მონაწილეობითი მმართველობის მექანიზმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებისთვის.კვლევა ეყრდნობა მხოლოდ ოფიციალურად ხელმისაწვდომ ქალაქგეგმარებით დოკუმენტებს და ამავე დროს, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა რეალური გავლენის ხარისხის შეფასებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. კონტენტ ანალიზი იძლევა დისკურსული ელემენტების იდენტიფიცირების შესაძლებლობას, ის ასახავს დოკუმენტურ ნარატივს და არა ფაქტობრივ პრაქტიკას. კვლევა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ (PHDF-21-6607
Geopolitical Reconfiguration and Transformation of Security Strategies in the South Caucasus: A Regional Analysis
The South Caucasus region is a very sensitive sector in the geopolitical rivalry of world powers. The security policies of Georgia, Armenia, and Azerbaijan are shaped by internal political dynamics and complex external influences. The significance of the matter has been notably intensified by Russia’s belligerent attitude in Ukraine, escalating competition for energy security, heightened attention from NATO and the European Union, and the active participation of the United States in the Zangezur corridor. In light of this geopolitical context, the stance of the South Caucasus nations towards Russia and other external entities is undergoing substantial transformation: the post-conflict evolution of Karabakh post-2023, the increasing strategic estrangement between Armenia and Russia, and the emergence of tensions in Azerbaijan-Russia relations suggest the establishment of a new regional equilibrium. The United States' aggressive engagement in the Zangezur Corridor matter underscores the safeguarding of Armenia's territorial sovereignty while concurrently indicating an effort to mitigate Russian influence.The essay offers a comparative examination of the national security plans of Georgia, Armenia, and Azerbaijan, representing a notable and uncommon endeavour in the academic field. The research is grounded in the theory of regional security complexes, enabling the identification of various strategic positions of nations and their reliance on external influences. The emphasis is on the military equilibrium as a pivotal element in the regional security framework. The trilateral meeting of the leaders of Armenia, Azerbaijan, and the United States in Washington in 2025, along with the joint declaration, is significant and can be regarded as the commencement of a new phase in the advancement of peace and transport corridors in the region
ქართული ოცნების წინასაარჩევნო პოპულისტური გზავნილები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში
სტატიაში გამოკვლეულია პოლიტიკური პარტია ქართული ოცნების ლიდერების პოპულისტური გზავნილები საჯარო გამოსვლებში, რომელსაც ისინი მიმართავდნენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიისას. პოპულიზმი გაგებულია როგორც დისკურსი, სადაც პოლიტიკურ სივრცეში, საზოგადოება დაპირისპირებულია ერთის მხრივ, ჩვენ „ხალხსა“ და მეორეს მხრივ, („სხვა“) „ელიტას“ შორის. ეს მიდგომა ერნესტო ლაკლაუს თეორიას ეფუძნება. სტატიის მიზანი გახლდათ პოპულისტური თემების გამოკვეთა, რომელზეც ქართული ოცნება აპელირებდა და ანტაგონიზმის კონსტრუქციას ახდენდა ხალხსა და „სხვებს“ შორის.წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს შიდა და გარე ძალები ებრძოდნენ. გარე ძალები თავიანთი აგენტების, კერძოდ, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით ებრძოდნენ საქართველოს ხელისუფლებას (ქართულ ოცნებას) და ქართველ ხალხს, მის ტრადიციებს, რელიგიასა და ფასეულობებს, ასევე არ სცემდნენ პატივს საქართველოს სუვერენიტეტს. კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოდგენილი იყო, როგორც პოპულისტური „სხვა“, რომლის მიზანი იყო ქვეყნის ჩათრევა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში და მეორე ფრონტის გახსნა, რაც ქვეყნის განადგურებით დამთავრდებოდა. ამის საპირისპიროდ, ქართული ოცნება საკუთარ თავს წარმოადგენდა, როგორც მშვიდობის ერთადერთ გარანტიას ქვეყანაში. აღნიშნულ გზავნილებში იკვეთებოდა პოპულისტური დისკურსები, რომელიც, ასევე, გავრცელებულია ევროპაში ნაციონალისტურ-პოპულისტური პარტიების რიტორიკაში, მათ შორის, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ბიუროკრატიისგან.ევროკავშირთან დაკავშირებით, ქართული ოცნება მიმართავდა ევროპის ორმაგი იმიჯის კონსტურქციას. ერთის მხრივ, ის აღნიშნავდა, რომ ქვეყნის გარედან საქართველოს მიუღებელ (ფსევდოლიბერალურ) ღირებულებებს ახვევდნენ თავს. ქართული ოცნება ამას უპირისპირებდა ქრისტიანულ ღირებულებებს რომელიც ევროპის საფუძველს წარმოადგენდა. საქართველო სწორედ ქრისტიანობის გამო უნდა გაწევრიანებულიყო ევროკავშირში. ამ სტრატეგიის გამოყენება, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას უნდა დავუკავშიროთ
ელექტრონული საჯარო სერვისების განვითარება და გამოწვევები საქართველოში
კვლევა (PHDF-21-7367) განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. სტატიაში განხილულია საქართველოში ელექტრონული საჯარო სერვისების განვითარების, ფუნქციონირებისა და გამოწვევების საკითხები, განსაკუთრებული აქცენტით ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე – my.gov.ge. პორტალი 2012 წელს ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ შეიქმნა და აერთიანებს 700-ზე მეტ საჯარო და კერძო სექტორის სერვისს ერთიან ციფრულ სივრცეში, რაც ასახავს კარგი გამოხატულებაა „ერთი ფანჯრის პრინციპის“ და ეხმიანება ელექტრონული მმართველობის რეფორმის ფართო დღის წესრიგს. სერვისების მიწოდების გამარტივებით, ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებით და გამჭვირვალობის გაძლიერებით, my.gov.ge საქართველოს ციფრული მმართველობის სტრატეგიის ცენტრალურ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა.ნაშრომში წარმოდგენილი კვლევა ეფუძნება პორტალის ფუნქციონალის ხარისხობრივ ანალიზს, მეორეულ წყაროებსა და გაეროს ელექტრონული მონაწილეობის ინდექსის ჩარჩოს, რათა შეფასდეს სამი მიმართულება: ელექტრონული ინფორმაცია ელექტრონული კონსულტირება და ელექტრონული გადაწყვეტილების მიღება. კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები მიუთითებს, რომ პორტალი ყველაზე ეფექტიანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ელექტრონული დოკუმენტაციის მიღების კუთხით, მათ შორის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად აღინიშნება მრავალენოვანი ფუნქციონალი და ინკლუზიური მექანიზმები. მიუხედავად ამისა, გამოწვევები კვლავ რჩება. პორტალი უზრუნველყოფს მაღალი დონის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობას, თუმცა მოქალაქეთა ჩართულობა და გამოყენების ინტენსივობა დაბალ ნიშნულზეა. my.gov.ge-ის წვლილი ელექტრონული გადაწყვეტილების მიღებაში კვლავ არასაკმარისია, ამ მიმართულებით არ არსებული ფუნქციონალიდან გამომდინარე (ინფორმაციის მიწოდებასთან და კონსულტაციასთან შედარებით).ნაშრომში ხაზგასმულია, რომ my.gov.ge უნდა აღიქმებოდეს არა მხოლოდ როგორც ტექნიკური პლატფორმა, არამედ როგორც დემოკრატიული მონაწილეობის ინსტრუმენტი, რომელიც აერთიანებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის ციფრულ კომუნიკაციას. ამ პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის აუცილებელია პლატფორმის მონაწილეობითი ფუნქციების განვითარება და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის გაზრდის სტრატეგიების დანერგვა. საბოლოო ჯამში, my.gov.ge წარმოადგენს როგორც წინსვლის, ისე გამოწვევების მაგალითს საქართველოს ელექტრონული მმართველობის ფართო სურათში
სპორტსმენების პარტიულ პოლიტიკაში ჩართულობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში: შედარებითი ანალიზი
სტატიაში კვლევა ჩატარებულია აღმოსავლეთევროპულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში ყოფილი სპორტსმენების პარტიულ პოლიტიკაში ჩართულობის ტენდენციების შესასწავლად და გასაანალიზებლად. ნაშრომის მიზანია იმ ძირითადი მიზეზების გამოვლენა, რომლებიც ყოფილი სპორტსმენების პარტიულ პოლიტიკაში ჩართულობას განაპირობებს. ნაშრომში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდები, მათ შორის სიღრმისეული ინტერვიუები და სამეცნიერო და აკადემიური ლიტერატურის მიმოხილვა. ასევე, შემთხვევის შესწავლა და დოკუმენტების ანალიზი. კვლევაში ყოფილი სპორტსმენების პარტიულ პოლიტიკაში ჩართულობა პარეტოს, მოსკასა და მიხელსის ელიტისტური თეორიის საშუალებით არის ახსნილი. აქედან გამომდინარე ჩამოყალიბდა ორი დაშვება: პირველი - პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში ყოფილი სპორტსმენების პოლიტიკაში ჩართულობას მათი პოპულარობა და ცნობადობა განაპირობებს. მეორე - პოპულარული სპორტსმენები პარტიულ პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, პარტიის რეიტინგის ზრდაზე მეტ აქცენტს აკეთებენ, თავიანთი პოპულარობის გამოყენებით, ვიდრე პოლიტიკურ საქმიანობაზე. წინამდებარე სტატია ფოკუსირებულია, დაადასტუროს ან უარყოს არსებული დაშვებები. აღნიშნული კვლევა გარკვეულწილად წარმოადგენს სიახლეს, ვინაიდან მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ქართული აკადემიური ლიტერატურის რაოდენობა საკმაოდ მცირეა
The Reasons for the Formation of Student Protest Movements in Contemporary Georgia: A Case Study of "Auditoria 115" and "May Student Movement"
In the 21st century, the formation of student protest movements is one of the current events in Georgia. The years 2016-2022 were characterised by large-scale manifestations of student protests, the scale of which often went beyond the university environment. The activation of student movements during this period is associated with the student associations "Auditoria115" and "May Student Movement", which emerged at Ivane Javakhishvili Tbilisi State University. The reasons for the emergence of the student movements presented here are complex and are linked to both internal university and external state factors. These factors are often closely interrelated. This study, based on primary empirical sources (in-depth interviews), examines the reasons for the emergence of the above-mentioned student movements in modern Georgia, which arise from internal university and external state challenges, and analyses the role of these reasons in the formation of the theory of collective identity of the members of the movements. At the same time, in identifying the social, economic and political factors for the emergence of the student movement, the dominance of left-wing ideological views, which have proved to be the basis for the emergence of student movements both in Georgia and in other countries, became clear. The work was supported by Ivane Javakhishvili Tbilisi State University, the Faculty of Social and Political Sciences within the framework of the 2023 targeted grant. Project title: "Student Protest Movements in Georgia: Reasons, Types, Results (2016-2022).
დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი სკეპტიციზმი და მისი განმაპირობებელი ფაქტორები საქართველოში
კვლევის მიზანია საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმისადმი სკეპტიკური განწყობების მიზეზების გამოვლენა. კვლევისას გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდები, ფოკუს ჯგუფები და ექსპერტული ინტერვიუები. ნაშრომი ინსტიტუციური ნდობის თეორიულ ჩარჩოს ეყრდნობა და ხსნის, როგორ მოქმედებს ინსტიტუციური ნდობა საპენსიო რეფორმის მიმართ განწყობებზე. კვლევის ფარგლებში გამოყოფილია დაშვება, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი უნდობლობა. კვლევას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართულ აკადემიურ სფეროში, ვინაიდან თემის გარშემო არსებული წყაროები ნაკლებადაა. კვლევის შედეგად საქართველოს დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიმართ საზოგადოებრივი სკეპტიციზმის განმაპირობებელი სამი ძირითადი ფაქტორი გამოიკვეთა: ინსტიტუციური ნდობის ფაქტორი; უტილიტარული ფაქტორი; საინფორმაციო ფაქტორი; მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუებისადმი ნდობით ნაკარნახები წინასწარი განწყობაა, რომელიც, თავის მხრივ, ისტორიული გამოცდილებისგან და პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობისგან ყალიბდება
აფექტური პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მაგალითზე
აფექტური პოლიტიკური პოლარიზაცია წარმოადგენს ტენდენციას, როდესაც ადამიანები, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკურ ძალასთან აიდენტიფიცირებენ საკუთარ თავს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს აღიქვამენ ნეგატიურად. კერძოდ, ესაა ვითარება, როდესაც ნეგატიური დამოკიდებულება განპირობებულია ემოციური აღქმებით. მსგავსი ტიპის პოლარიზაცია, წარმოადგენს ჯგუფთაშორისი კონფლიქტის პროცესს, რომელსაც თან ახლავს დაყოფა - ჩვენ და ისინი.წინამდებარე ნაშრომის მიზანია დადგინდეს რა ფაქტორებითაა განპირობებული აფექტური პოლარიზაცია საქართველოში. ასევე, იმ კონკრეტული გზავნილების გამოკვეთა, რითაც წარიმართა 2024 წლის წინასაარჩევნო კამპანია პოლიტიკური ძალების მიერ. ინტერსს განაპირობებს ის პოტენციური საფრთხეები, რაც პოლიტიკურ პოლარიზაციას, როგორც ფენომენს, დემოკრატიული სტაბილურობისთვის მოაქვს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამ ათეულ წელზე მეტი გავიდა. თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში, პოლარიზაცია ქართული პოლიტიკის საკვანძო მახასიათებლად ჩამოყალიბდა. როგორც გამოცდილება აჩვენებს, პოლარიზაცია განსაკუთრებით მაღალ ნიშნულს წინასაარჩევნო პერიოდში აღწევს. მით უფრო, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები აქტიური საპროტესტო კერების ფონზე ჩატარდა. 2023-24 წლებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის ინიცირების/მიღების კონტექსტში ქვეყანა დღესაც პოლიტიკური კრიზისის ვითარებაშია. შესასწავლ ინტერესს წარმოადგენდა 5 ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი, რომელთაც შემდგომში ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, საარჩევნო ბარიერი გადალახეს.კვლევა ეყრდნობა თვისებრივი კვლევის მეთოდებს. კერძოდ, დისკურსული კონტენტ ანალიზის მეთოდით, გაანალიზებულია 16 ივლისიდან არჩევნების დღემდე, შემდგომში ბარიერგადალახული ხუთი პოლიტიკური სუბიექტის ლიდერების რიტორიკა, პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები და ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაჟღერებული გზავნილები.კვლევის პროცესში გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური აქტორები პოზიტიური დღისწესრიგის შეთავაზების ნაცვლად, ოპონენტი პოლიტიკური პარტიების მიუღებლობაზე ხაზგასმის მეთოდით პოზიციონირებდნენ. პოლიტიკური ლიდერების რიტორიკა „ჩვენ“ და „ისინი“ დაყოფაზე იყო ორიენტირებული. პოლიტიკოსები მოიხმობდნენ გამყოფ ხაზებს, რის გარშემოც ემოციური შიშებით შეეძლოთ საზოგადოების მობილიზება. პარტიების ლიდერების რიტორიკის ანალიზისას, რამდენიმე ძირითადი ასპექტი გამოიკვეთა, რის გარშემოც ამომრჩევლის მობილიზებას ცდილობდნენ: რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის; არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის; 2024 წლის არჩევნები, როგორც - კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიუღებლობით გაკეთებული არჩევანი. ანალიზის საფუძველზე წარმოჩინდა, რომ აფექტურ პოლარიზაციას საქართველოში თავად პოლიტიკური ლიდერების რიტორიკა აღრმავებს. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის მხოლოდ პოლიტიკური ელიტებიდან მომავალი აფექტური ფორმაა, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში აშკარდაა მისი დომინაციური როლი
საბჭოთა პერიოდის ასახვა ედუარდ შევარდნაძის პოსტსაბჭოთა იმიჯში (1978 წლის 14 აპრილი)
ედუარდ შევარდნაძე როგორც საბჭოთა, ისე დამოუკიდებელ საქართველოს მართავდა. შესაბამისად, საქართველოში მისი საქმიანობაც ორგვარად, თანამდებობების შესაბამისად ფასდება - შევარდნაძე, როგორც საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და შემდეგ უკვე პირველი პირი და შევარდნაძე, როგორც პოსტსაბჭოთა საქართველოს პრეზიდენტი.თანამედროვე ეტაპზე ედუარდ შევარდნაძეს ძირითადად იცნობენ მისი საქმიანობით პრეზიდენტობის პერიოდში, თუმცა მისი როგორც კომუნისტი მმართველის შესახებ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში ბევრი მითი ვრცელდებოდა, რომელსაც ხელს უწყობდა როგორც მისი პიროვნული თვისებები, ისე სისტემა - ის სახე უნდა ყოფილიყო წარმატებული საბჭოთა ქვეყნის. იმ პერიოდიდან იღებს სათავეს მითები, რომლებიც გამყარებულია რამდენიმე კონკრეტული ფაქტით. ეს მითები არ გამქრალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც და თანამედროვე საქართველოშიც აგრძელებს არსებობას. ამისათვის ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამოცემული ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებია, რომლებიც, როგორც კვლევით გამოიკვეთა, შევარდნაძეს წარმოადგენენ როგორც გაბედულ, მოქნილ, ტაქტიან პოლიტიკოსად. ამის დასადასტურებლად კი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტი 1978 წლის აპრილში, ქართული ენის დასაცავად მოწყობილი დემონასტრაციების პერიოდში საქართველოს კომპარტიის ცკ პირველი მდივნის ქმედებებია.ნაშრომის მიზანია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამოქვეყნებული ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების შესწავლა, სადაც მოცემულია 1978 წლის აპრილის მოვლენები და შევარდნაძის როლი.კვლევაში შესწავლილ სახელმძღვანელოებში ედუარდ შევარდნაძე ორი როლითაა წარმოდგენილი 1978 წლის აპრილში განვითარებული მოვლენების განხილვისას - ავტორები განსხვავებულად წარმოაჩენენ მის მონაწილეობას თბილისში მიმდინარე პროცესებში. სახელმძღვანელოთა ნაწილი შევარდნაძეს მთავარ როლს აკისრებს სისხლისღვრის თავიდან არიდებაში, მეორე ნაწილში კი ის უბრალოდ მოსკოვის გადაწყვეტილებას აცნობს მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ საზოგადოებას