Digital Repository of Georgian Scientific Works
Not a member yet
3428 research outputs found
Sort by
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების სპეციფიკა
სამართალი ცოცხალი ორგანიზმია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გამუდმებულად ვითარდება და რეაგირებს დროისა და ეპოქის მოთხოვნების შესაბამისად. თანამედროვე მსოფლიოს, პრაქტიკული სამართლის მნიშვნელოვან გამოწვევას, სამოქალაქო ბრუნვის სიჩქარის გაზრდა წარმოადგენს, რისი მიღების მიზნითაც საკანონმდებლო სივრცე არ წყვეტს სხვადასხვა ეფექტური მექანიზმების შემუშავებას, რაც შესაძლებელს გახდის კრედიტორის უმოკლეს ვადებში, მაქსიმალურად ეფექტიანად დაკმაყოფილებას, დასახელებული თავისმხრივ მნიშვნელოვნად ზრდის და ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას, რაც ესეც უნდა იყოს, თუმცა არა სამართლის უმთავრესი პრინციპის, თანაბარუფლებიანობის ხარჯზე.
ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის უფლებამოსილების დელეგირება, მიზნად ისახავს სამოქალაქო ბრუნვის სისწრაფის გაზრდასა და სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე წარმოშობილი სასამართლო დავების მინიმიზირებას, რაც ცაკლე აღებული დაცვის ღირსი ინტერესია, თუმცა დღევანდელი მოცემულობით მოწესრიგბის პირობებში საკამათოა როგორც ამ მიზნის მიღწევადობა, ასევე მისი შედეგი, კერძოდ ეჭვქვეშ დგება როგორც დეკლარირებული მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, ასევე ის ეფექტი რასაც ნაშრომში განხილული ინსტიტუტი იწვევს.
დღეს ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემა, იმდაგვარადაა კოდიფიცირებული, რომ ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემა უწევს მარტოოდენ კრედიტორის განცხადებასა და ვალდებულების ოდენობაზე მითითების დაყრდნობით, ხოლო მოვალე ამ პროცესისგან განცალკევებით, მოწყვეტილადაა დარჩენილი.
წინამდებარე ნაშრომშის მიზანს სწორედ იმ თავისებურებების განხილვა წარმოადგენდა, რომელიც ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემას ახლავს თან, მასში განხილულია ის სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლითაც თვითონ კრედიტორს და მოვალეს შეუძლიათ დაიცვან საკუთარი უფლებები.
ჯამში შესაძლოა ითქვას, რომ კრედიტორს, ინტერესის დასაკმაყოფილებლად გააჩნია ფართე სპექტრი, უფლებათა რეალიზების უზრუნელსაყოფად, ანუ იძულებითი მექანიზმით შესრულების მიღებისთვის აუცილებელი აქტის, სააღსრულებო ფურცლის მისაღებად, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს; (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს, თუკი ასეთი შეთანხმება მხარეთა შორის არსებობს) აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ნოტარიუსს. თავისმხრივ დასახელებული მექანიზმები წინამდებარე ნაშრომში ცალ-ცალკე იქნა განხილული ნოტარიუსის მერ სააღსრულებო ფურცლის გაცემასთან შედარების თვალაზრისით, ნაშრომის შემდეგი მიზნის, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ეფექტიანობისა და დაბალანსებულობის შესამოწმებლად, კერძოდ შეესაბამება თუ არა, სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოქმედი მექანიზმი სამართლის პრინციპებს, რომელიც კრედიტორის დაკმაყოფილების ალტერნატიულ საშუალებებშია ასახული.Law is a living organism, which means that it is constantly evolving and responding to the demands of time and epoch. In the modern world, an important challenge of practical law is to increase the speed of civil turnover, for the purpose of which the legislative space does not stop developing various effective mechanisms, which makes enable for the creditor to be satisfied as efficiently as possible in the shortest possible time, significantly increases the named and promotes economic development, which it should be, but not at the expense of the fundamental principle law of equality.
Delegating the authority to issue a writ of enforcement to a notary, with the aim of increasing the speed of civil turnover and minimizing litigation arising out of contractual obligations which is a worthy interest of protection taken from the piece, however, in the present circumstances, both the achievement of this goal and its outcome are controversial, in particular, the possibility of achieving the declared goal, as well as the effect caused by the institution discussed in the paper.
Today, the issuance of a writ of enforcement by a notary is codified in such a way that the notary has to issue a writ of enforcement sheet based only on the statement of the creditor and the amount of the obligation, while the debtor is separated from this process.
The purpose of previous paper was to discuss the features that accompany the issuance of a writ of enforcement by a notary, it discusses the legal instruments by which the creditor and the debtor can protect their rights.
In general, it can be said that the creditor, in order to satisfy the interest, has a wide range, to ensure the realization of the rights, that is, to obtain the act of enforcement, the writ of enforecement, he can appeal to the court, (Including the arbitral tribunal, if such agreement exists between the parties) National Bureau of Enforcement and Notary. In turn The named mechanisms have been discussed separately in the present paper in terms of comparison with the issuance of a writ of enforcement by a notary, for the next purpose of the paper, to check the effectiveness and balance of the writ of execution issued by a notary, in particular, whether the current mechanism of issuing a writ of execution is in accordance with the principles of law, which are reflected in alternative means of creditor satisfaction
ძალაუფლების პარადიგმები
It's interesting why the human as a "political animal" longs for the power and why this power is especially important. In a well directed effort, it would be significant to talk about the secret plans for an unconventional way of life that is trying to stop free judgment, ability to think and make all of us the part of the system. The authorities use direct and indirect ways to achieve this goal.
The reason why a person aspires to gain power is well seen not only in everyday life, but also in the political arena. All this clearly portrays the importance of gaining and maintaining power. What is behind all this? A natural tendency to drive people or just a sense of recognition and prestige to be valued by others. The fact is that the power itself is neither good nor bad, it all depends on what we give it and how we utilize it
სასწავლო თამაშების/მეთოდების დანიშნულება უცხო ენის სწავლების პროცესში
წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომში „სასწავლო თამაშების/მეთოდების დანიშნულება უცხო ენის სწავლების პროცესში“ წარმოდგენილია თამაშების როლი და მნიშვნელობა სკოლებსა და სასწავლო პროცესში, აგრეთვე ის თუ რამდენად ეხმარება სასწავლო აქტივობები უცხო ენის სწავლების პროცესის გამარტივებას.
გამოყენებულია როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის მეთოდები: ემპირიულ კვლევა, მასწავლებელთა მასობრივ გამოკითხვა და მოსწავლეთა გამოკითხვა. რაც შეეხება კვლევის მიზანს, თეორიული მასალის საფუძველზე, გამოკითხვების შედეგების ანალიზსა და ემპირიულ კვლევაზე დაყრდნობით, დადგინდა თუ რამდენად აქტიურად იყენებენ პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო აქტივობებს უცხო ენის შესწავლისას, რამდენად არიან ბავშვები ჩართული მასში და რამდენად ზრდის ეს აქტივობები მოსწავლეებში მოტივაციას, უწყობს თუ არა ის ხელს მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებას.
უცხო ენის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვისათვის აუცილებელია ენის შემსწავლელთა მოთხოვნების და საჭიროებების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ მასწავლებლები ცდილობენ საგაკვეთილო პროცესი სხვადასხვა აქტივობებით გაამრავალფეროვონ და მათვის საინტერესო გახადონ. შესაბამისად აღნიშნული თემა საკმაოდ აქტუალურია.
გარდა თეორიული ნაწილისა, დასკვნით ნაწილში წამოდგენილია კვლევისათვის საჭირო კითხვარი და მიღებული შედეგების პროცენტული ცხრილი, რაც ნათლად ასახავს თემის აქტუალურობასა და საჭიროებას.The presented master's thesis "The purpose of learning games / methods in the process of foreign language teaching" introduces the role and importance of games in schools and the learning process, as well as the extent to which learning activities help to simplify the process of learning a foreign language.
Both qualitative and quantitative research methods, such as empirical research, mass teacher survey and student survey are used. As for the purpose of the research, based on theoretical material, analysis of survey results and empirical research, it was found out how actively teachers use different learning activities in learning a foreign language, how intensively children are involved in them and whether these activities support to increase students' motivation and develop the learning skills.
Interest in foreign languages is growing day by day. In order to manage the learning process successfully, it is necessary to take into account the requirements and needs of language learners. This is why teachers try to diversify the lesson process with different activities and make it interesting for students. Accordingly, this topic is quite relevant.
In addition to the theoretical part, the final part presents the questionnaire required for the research and the percentage table of the obtained results, which clearly reflects the urgency and need of the topic
(Ilia Chavchavadze, Akaki Tsereteli, Alexandre Kazbegi)
პეიზაჟი უძველესი დროიდან გამოიყენება მხატვრულ ტექსტებში, ხოლო პროზაულ ნაწარმოებში მას უკავია კომპოზიციის შემადგენელი ნაწილის ადგილი, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფუნქციონალური დატვირთვით.
პეიზაჟის მხატვრული დატვირთვის კვლევა XIX საუკუნის ქართველი მწერლების, კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელთა, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ალექსანდრე ყაზბეგის, შემოქმედებაში პირველად ხდება ჩვენი კომპლექსური შესწავლის საგანი, რაც გულისხმობდა მისი მხატვრული დანიშნულების შესწავლას (როგორც ეპიკური ნაწარმოების კომპოზიციის შემადგენელი ნაწილისა, ფონისა თუ პერსონაჟთა გუნება-განწყობილების გაძლიერება-შესუსტების გადმოცემისა) სხვადასხვა თვალსაზრისით. კვლევამ ცხადყო, ზემოთდასახელებული მწერლების მიერ სხვადასხვა ჟანრში პეიზაჟისათვის ახალი ფუნქციური დატვირთვის მიზნით გამოყენება, რაც, ძირითადად, ექვემდებარებოდა, ტრადიციის გათვალისწინებასთან ერთად, ეროვნული და სოციალური მიზანსწრაფვის აქცენტირებულად გადმოცემას.Landscape has been used in fictional texts since ancient times, and it is an integral part of a prosaic composition, which is presented by various functional meanings.
The study of the artistic meaning of a landscape in the works of Georgian writers of the XIX century, representatives of critical realism, Ilia Chavchavadze, Akaki Tsereteli and Alexandre Kazbegi, becomes the subject of our complex study for the first time. It meant to study the artistic value of landscapes (as a part of a composition, background and depicting rising and fall of characters’ mood) from different viewpoints.
The study revealed the use of landscapes for new functional meaning in different genres by above-mentioned writers, which was mainly presenting national and social purposes together with taking into consideration traditions
State programs to assist the development of small and medium-sized businesses in Samtskhe-Javakheti
ჩვენს მიერ საკვლევი სამაგისტრო ნაშრომი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები სამცხე-ჯავახეთში შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის როლს ქვეყნის ეკონომიკაში, მის მნიშვნელობას და მახასიათებლებს, მცირე და საშუალო ბიზნესის ახალ იდეოლოგიას. ჩვენი მიზანი გახლდათ შეგვესწავლა მცირე და საშუალო ბიზნესის რეგულირების სახელმწიფო მეწანიზმი, აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ საკვლევი თემა აქტუალურად მიმაჩნია. ჩატარებული კვლევის ამოცანაა ჩვენება იმისა, რომ თანამედროვე ეტაპზე მცირე და საშუალო ბიზნესის ფუნქციონირების განხილვა და ანალიზი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩენს მიერ წარმოდგენილი კვლევის ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის ოპტიმიზაცია როგორც არასახელმწიო კომერციული ორგანიზაციებით, ასევე სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამებით. სწორედ ეს მიდგომა გაზრდის ამ სექტორის ეფექტიანობას. ჩატარებული კვლევის საგნია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სახელმწიფო პროგრამების ხელშემწყობი მექანიზმების შესწავლა. კვლევის ობიექტია საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგად ვამტკიცებთ მას, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოში ჯერ კიდევ არაა ღრმად და კომპლექსურად შესწავლილი, მცირე და საშუალო საწარმოები ფუნქციონირებენ თითქოსდა მხოლოდ ქვეყანის შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის სიახლე გახლავთ ჩვენება იმისა, რომ მეტად უნდა დაიხვეწოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის, მათი ფინანსური რისკების მინიმიზაციის მექანიზმები, იქნება ეს კომერციული ბანკების საკრედიტო პროგრამები, მიზნობრივი ფონდების მხარდამჭერი პროგრამები, ურთიერთგარანტიის საზოგადოებების პროგრამები, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები და ა.შ.Our research master's thesis "State programs to support the development of small and medium-sized businesses in Samtskhe-Javakheti" will be devoted to the role of small and medium-sized businesses in the country's economy, its significance and characteristics, the new ideology of small and medium-sized businesses. Our goal was to study the state mechanism for regulating small and medium-sized businesses, so I think the topic of our research is relevant. The purpose of the study is to show that discussion and analysis of the functioning of small and medium-sized businesses at the present stage is of particular importance. The hypothesis of the study presented by Chen is that the mechanism of financial support for small and medium-sized businesses should be optimized both by non-profit commercial organizations and government support programs. It is this approach that will increase the efficiency of this sector. The subject of the research is the study of mechanisms to support government programs for the development of small and medium-sized businesses. Research object - Ministry of Economy and Infrastructure of Georgia, Ministry of Finance of Georgia, Chamber of Commerce and Industry of Georgia, The information is posted on the official websites of the Association of Employers of Georgia, the Association of Small and Medium Enterprises of Georgia, and the National Statistical Office of Georgia. The main result of our research is that small and medium-sized businesses in Georgia have not yet been studied deeply and comprehensively, small and medium-sized enterprises operate as if they only satisfy the country's domestic demand. The novelty of our research indicates that there are mechanisms to support small and medium-sized businesses, to minimize their financial risks, whether it be programs for lending to commercial banks, programs for targeted support of funds, programs of mutual guarantees, government programs for supporting small and medium-sized businesses, etc
პროტოკოლი და ეტიკეტი საჯარო სამსახურში
პროტოკოლი და ეტიკეტი, ეს ბერძნული წარმოშობის ცნებები, დროთა განმავლობაში თავის შინაარსით იხვეწებოდა და დღემდე იძენს ხიბლს. ყოველთვის იწვევდა და იწვევს ინტერესს წეს-ჩვეულებები, ტრადიციები, ღონისძიების მოწყობის წესი, ჩაცმის წესი, სუფრასთან მოქცევის მანერა.
ყველაფერი ის რაც დაკავშირებულია კულტურასთან, არის საინტერესო, საიდან დაიწყო, როგორ განვითარდა, რა შეიცვალა დღეს, რა გახდა მისაღები და რა მიუღებელი, ეს არის ის ყოველდღიურება, სადაც ვცხოვრობთ, ვვითარდებით, ვიძენთ და გავცემთ ახალს თუ ძველს.
ყველა ქვეყანას მისთვის დამახასიათებელი კულტურა და ტრადიცია გააჩნია, რომელიც სხვა საზოგადოებისთვის უცხო, ხშირად აღმაფრთოვანებელი და ასევე ხშირად აღმაშფოთებელიც შეიძლება იყოს, თუმცა ის ფაქტი, რომ პროტოკილი და ეტიკეტი საერთაშორისო დონეზე აერთიენებს გარკვეულ წესებს, აძლევს ქვეყნებს საშუალებას შეინარჩუნონ მშვიდობა და მეგობრული ურთიერთობა, აშკარაა.Protocol and Etiquette, These concepts of Greek origin have evolved over time and are still gaining traction. Traditions, customs, rules of the event, attire, way of serving the table are always interesting subjects. Everything related to culture is interesting, where it started, how it developed, what has changed today, what has become acceptable and what is unacceptable, it is the daily life in which we live, develop, acquire and give away the new or the old. Every country has its own culture and tradition, which can be foreign, often overwhelming, and often outrageous to other societies, but the fact that protocol and etiquette unify certain rules at the international level allows countries to maintain peace and friendshi
მცირე და საშუალო საწარმოების საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მარკეტინგული სტრატეგიები
სამაგისტრო ნაშრომი შეეხება საწარმოების საერთაშორისო ბაზარზე გატანის მარკეტინგულ სტრატეგიებს
ნაშრომში წარმოდგენილი და განხილულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეტაპები, მათი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკაში, როლი სოციუმში და გლობალიზაციის პროცესებში, ასევე ნაშრომში შევეხებით იმ პუნქტებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო, რომელსაც ამბიცია აქვს თავისი ნაწარმო გაიტანოს საზღვრებს გარეთ.
კომპანიის საერთაშორისო დონის წარმატების საწყის ეტაპებსა და პირველ რიგში ადგილობრივი ბაზრის ათვისებაზეც ბუნებრივია გვექნება საუბარი და შესაჯამებლად გამოვიყენებთ იმ მარკეტინგულ სტატეგიებს და მათ ნიმუშებს, რომელიც ყველა სტარტაპს დასჭირდება, რომ საერთაშორისო დონის წარმატებას მიაღწიოს.
ნაშრომი აგებულია კომპანია „აიდიეს ბორჯომის“ მაგალითზე
თემის შერჩევა მოხდა იმის საფუძველზე, რომ კომპანია ბორჯომი დიდი ხანია როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირებს და საინტერესოა მისი გავლენა ქართულ ეკონომიკაზე.
პირველ თავში განვიხილავ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების როლს ქვეყნის ეკონომიკაში, რა განსხვავებაა საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებს შორის
მეორე თავში განვიხილავთ იმ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც წარმოებულია შპს აიდიეს ბორჯომი. რა სარგებლის მომტანია ეს წარმოება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის.
მესამე თავში განვიხილავთ იმ მარკეტინგულ სტრატეგიებს, რომელიც დაეხმარება ბიზნესს საერთაშორისო დონის ბაზრების ასათვისებლად.Thesis of the master deals with marketing strategies for bringing enterprises to the international market.
The stages of small and medium business development have been presented and discussesed in the thesis, Their importance in the country's economy, role in society and globalization processes, We will also discuss those points in the thesis, which have to meet the enterprise, which has an ambition to export its products abroad
we will talk about the initial stages of the company's international level of success, first of all, the development of the local market. we will use the marketing strategies and their patterns that every startup will need to achieve international level of success.
The thesis has been based on the example of the company "IDS Borjomi"
Here in the first chapter will be discussed the role of small and medium businesses, in the country's economycal development, will be provided analysis about the differences between the local and international markets.
The second chapter will offer some assumptions about the economical environment of the country in which LTD “IDS Borjomi” is producing. Here we discuss the approaches, which would be beneficial to the company as well as to economic development of the country.
The third chapter will discuss some of the marketing strategies, which through out our thesis would seem as the ones that might be of a great help to local businesses to assimilate towards the international markets
Educational System in the Democratic Respublic of Georgia (1918-1921)
ნაშრომში საარქივო დოკუმენტური წყაროების და სამეცნიერო ლიტერატურის გათვალისწინებით შესწავლილია საგანმანათლებლო სისტემა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში (1918-1921).
ნაშრომი განკუთვნილია სპეციალისტებისა და მკითხველთა ფართო საზოგადოებისთვის.In the scope of the study the educational system of Georgian Democratic Republic (1918-1921) is studied with documentary, archival and scientific resources. The study is dedicated to the specialists and broader audience of the readers