Digital Repository of Georgian Scientific Works
Not a member yet
3428 research outputs found
Sort by
(Folk Traditions of Obstetrics in Imereti)
Experienced obstetricians were in almost all Imeretian villages, people mention their first names and surnames with reverence up to now. They cured some gynecological diseases, too. They tried to treat infertility and achieved the desirable outcome in some cases. An experienced obstetrician helped a new mother for a week at least after labor, and more often, she rendered such help for forty days. It was caused by care for a newborn, on one hand, and it contributed to a mother’s nervous system quietness and protected her against excessive physical fatigue, on the other hand. At the same time it helped a new mother to learn how to care for her baby. Variety of folk healers’ therapy is manifested in the narrower specialization. Some healers are skilled not only in surgery or therapy, but also in skin diseases medical treatment, spells casting, and others. There are many healers who cure one disease only, what situation is in obstetrics? Certain diversity takes place in this sphere, too. There are healers of various kinds there, first of all, as we noted above, the healers’ category includes local obstetricians - midwives who fulfill a micro-pediatrician functions, both in Imeteri and other Georgian regions they used to take care for a baby for forty days, a midwife together with a newborn’s mother complied with a baby traditional hygienic habits. Besides, in the case a baby was ill a midwife’s functions contain also diagnosis making and medical treatment. When a baby was fretful a midwife established cause of a disease and cured him/her with traditional methods. Midwifes were skilled, may be said professional nurses and in some cases, they were also micro-pediatricians. Their professionalism is verified with knowledge obtaining and delivery, learning and teaching, baby care and medical treatment remuneration established rules. They often fulfilled older children therapy functions, too. Their prestige was very high. Some of them go on fulfilling their ancestors’ activity at activity at present
საინვესტიციო გარემოს და საერთაშორისო რეიტინგების გავლენა საერთაშორისო ბიზნესის საქმიანობაზე საქართველოში
ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა მაღალი საინვესტიციო საქმიანობა. ეს მიიღწევა საინვესტიციო რესურსების მოცულობის გაზრდით და სოციალურ სფეროში მათი ყველაზე ეფექტური გამოყენებით. ინვესტიციები ქმნიან წარმოების პოტენციალს ახალ სამეცნიერო და ტექნიკურ საფუძველზე და განსაზღვრავენ ქვეყნების კონკურენტულ პოზიციებს მსოფლიო ბაზრებზე.
ამავე დროს, მრავალი კაპიტალისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოური კაპიტალის მოზიდვა პირდაპირი ინვესტიციების, პორტფელის ინვესტიციების და სხვა აქტივების სახით, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს გადაურჩა.
ამ დროისთვის საქართველოს ეკონომიკა განიცდის კრიზისს, რაც გავლენას ახდენს სოციალურ სფეროზე და თავის მხრივ იწვევს სოციალურ დაძაბულობას საზოგადოებაში. მთავრობა მთელი ძალებით ცდილობს დაძლიოს ეს კრიზისი. ინვესტიციები მოწოდებულია დაეხმაროს სახელმწიფოს ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში. ინვესტიციები მიზნად ისახავს წარმოების ამაღლებას და განვითარებას, მისი შესაძლებლობების გაზრდას და ტექნოლოგიურ დონეს.
ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების პრობლემა იმდენად აქტუალურია, რომ მათზე საუბარი არ ცხრება.
ამრიგად, საკვლევი თემის აქტუალობა განისაზღვრება ინვესტიციების რეგულირების სფეროში რადიკალური გარდაქმნების საჭიროებით.
ინვესტიცია არის პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ კერძო კომპანიებისა და კერძო პირების ინტერესებზე. ამიტომ, საინვესტიციო საქმიანობის მოწესრიგებით, სახელმწიფო პატივს სცემს ამ პროცესის ყველა მონაწილის ინტერესებს, რაც, განსაკუთრებით, ხელს უწყობს უცხოური და კერძო კაპიტალის მოზიდვას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.Prerequisite for the development of the country's economy is high investment activity. This is achieved by increasing the volume of investment resources and using them most effectively in the social sphere. Investments create production potential on a new scientific and technical basis and define countries' competitive positions in world markets.
At the same time, attracting foreign capital in the form of direct investments, portfolio investments and other assets plays an important role for many capitals, especially for those who have survived economic and social problems.
At the moment, the Georgian economy is experiencing a crisis, which affects the social sphere and in turn causes social tensions in society. The government is trying its best to overcome this crisis. The investments are committed to help the state overcome the economic crisis. The investments are aimed at raising and developing the production, increasing its capabilities and technological level.
The problem of investments in our country is so urgent that we do not stop talking about them.
Thus, the urgency of the research topic is determined by the need for radical transformations in the field of investment regulation.
Investment is a process that affects the interests not only of the state but also of private companies and individuals. Therefore, by regulating investment activities, the state respects the interests of all participants in this process, which, in particular, contributes to attracting foreign and private capital to the development of the country's economy
გორის მაზრა 1921-1927 წლებში
1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია და ძალდატანებითი გასაბჭოება მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სულ 2 წელიწადსა და 8 თვეს იარსება, მან მაინც მოახერხა სახელმწიფო ინსტიტუტების, თავდაცვითი ძალების, დამოუკიდებელი ფინანსური, ეკონომიკური და საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელება.
გორის მაზრა აღმოსავლეთ საქართველოში არსებული 5 მაზრიდან ყველას აღემატებოდა ტერიტორიითა და მოსახლეობით, ამდენად, ხელისუფლებისათვის გადამწყვეტი და პრონციპული მნიშვნელობა ჰქონდა მაზრაში არსებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებას, მოსახლეობის განწყობა-დამოკიდებულებას ახალი რეჟიმისადმი.
მაშინვე დაიწყო ძველი სახელმწიფო სტრუქტურებისა და აპარატის მსხვრევა და მისი საბჭოთა სისტემით ჩანაცვლება, ეს პროცესიუმეტეს შემთხვევაშიძალდატანებით, ძალადობრივსა და აგრესიულხასიათს ატარებდა. საბჭოთა სახელმწიფოს მშენებლობის ლენინურ-სტალინურ გეგმაში თავადაზნაურობის, სასულიერო წოდების, ბურჟუაზიის ადგილი არ იყო, ამიტომ ძალადობრივი გზებით განხორციელდა ან მათი გაღატაკება, დეკლასირება, ან ფიზიკური ლიკვიდაცია, ხოლო ვინც რეჟიმს თავი დააღწია, იძულებით ემიგრაციაში წავიდა.
ნაშრომში თანმიმდევრულადაა შესწავლილი გორის მაზრაში მიმდინარე პროცესი 1921-1927 წლებში, ანუ, ე. წ. ,,ნეპის“ პერიოდში. განხილულია საბჭოთა სისტემის მშენებლობის პრინციპული საკითხები: სოციალ-ეკონომიკური ვითარება გორის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების დროისათვის და პირველი ღონისძიებები, 1924 წლის აჯანყების მომზადება, აჯანყება და მისი გამოძახილი, ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკა და მისი შედეგები, მასიური შეტევის დაწყება თავადაზნაურობაზე, სასულიერო წოდებაზე, წვრილბურჟუაზიულ ელემენტებზე, საბჭოთა ხელისუფლების აგრარული და საგანმანათლებლო პოლიტიკა და ა. შ.
ცნობილია, რომ საბჭოთა ისტორიოგრაფია ხსენებულ პერიოდს იდეოლოგიას არგებდა და გაყალბებულად, ან რეჟიმისათვის სასურველ კონტექსტში გადმოგვცემდა, რის შედეგებს (მენტალურს, სოციალ-პოლიტიკურს, ფსიქოლოგიურს) დღემდე ვიმკით, ამდენად საკითხის ობიექტური შესწავლა აქტუალობას არ კარგავს.
ნაშრომი ეყრდნობა, როგორც საკითხის ირგვლივ ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებულ დოკუმენტურ და ნარატიულ ლიტერატურას და წყაროებს, ასევე მნიშვნელოვანწილად - საარქივო მასალებს, რომლის ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო ბრუნვაში.Soviet Union occupied Georgia and forcibly Sovietized it on February 25, 1921. Despite the fact that the Democratic republic of Georgia has existed for a total of 2 years and 8 months, it stll managed to implement state institutions, defense forces, independent financial, economic and educational policies. Uyezd of Gori was the largest and the most populated of all the 5 Uayezd in Eastern Georgia, thus, the political, economic and social situation in the uyezd, the attitude of the population towards the new regime were crucial and principled for the government. Immediately began to dismantle the old state structures and apparatus and it was replaced with the Soviet system, in most cases, a process was violent and aggressive. The leninist plan to build a Soviet state had not got place for the nobility, the clergy, the bourgeoisie, so they were forcibly impoverished, declassified, or physically hiquidated, and those who escaped the regime were forcibly emigrated.
The paper consostently studies the ongoing process in Uyezd of Gori in 1921-1927, or i.e. the ‘’Nep’’ period. The main issues of the construction of the Soviet system are discussed: socioeconomic situation in the Uyezd of Gori at the time of the establishment of the soviet government and the first events, preparation of the uprising of 1923, the rebellion and its echo, the repessive policy of the government and its consequences, launching a massive attack on the nobility, the clergy, the petite bourgeois elements, the agrarian and educational policies of the Soviet government, and so un.
It is known that Soviet historiography used the mentioned period as favoured to ideology and represented it falsified or in a context favorable to the regime, the results of which (mental, socio-political, psychological) we still reap, so an objective study of the issue does not lose relevance.
The work relies on the documentary, narrative literature and sources in Georgian historiography on the issue, as well as, to a great extent, archival materials, part of which is in dcientific circulation for the first time
დერივაციული სარჩელის გერმანულ-ამერიკული მოდელი და მისი მიმართება ქართულ სამართალთან
სამაგისტრო ნაშრომის თემას წარმოადგენს „დერივაციული სარჩელის გერმანულ-ამერიკული მოდელი და მისი მიმართება ქართულ სამართალთან“. დერივაციული სარჩელის და მისი თავისებურებების შესწავლა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იგი სამეწარმეო სამართლის ნაწილია, იმ სამართლის, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ჯერ კიდევ ბუნდოვანია. საკითხის აქტუალობა გამომდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდანაც. საქართველოში, სამწუხაროდ, არ არის უცხოელ ინვესტორთა საკმარისი რაოდენობა. ინვესტიციების განხორციელებისაგან თავის შეკავების ერთ- ერთ მთავარ მიზეზად კი არასტაბილური სამართლებრივი გარემო მიმაჩნია, რომელიც ხელს უშლის გრძელვადიანი ბიზნეს პროგნოზებისა და გეგმების დასახვას.
დირექტორის მიერ კეთილსინდისიერების, ერთგულებისა და გულისხმიერების მოვალეობის შესაძლო დარღვევისთვის კომპანიები საკუთარი დირექტორების წინააღმდეგ ხშირად მიმართავენ სასამართლოს.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონი არ განსაზღვრავს შემთხვევას, კონკრეტულად ვინ შეიძლება, რომ ასეთი სარჩელი წარადგინოს - დირექტორატის წევრმა, სამეთვალყურეო საბჭომ, ცალკეულმა პარტნიორმა ან პარტნიორებმა. სარჩელი, რითაც კომპანია დირექტორის წინააღმდეგ აწარმოებს სასამართლო დავას ხშირად მოიხსენიება, როგორც დერივაციული სარჩელი, რომლის წარმოქმნა შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორმა განაპირობოს. სწორედ ამიტომ, დერივაციული სარჩელის მიმოხილვისას, როგორც აქციონერთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, აუიცილებელია პროცესუალური საკითხების განხილვაც. თუმცა, მიუხედავად საკანონმდებლო რეგულირებისა, საპროცესო ნორმები, იურიდიული ლიტერატურა და სასამართლო პრაქტიკა ზოგ შემთხვევაში განსხვავებული და პრობლემატურია, არ იძლევა ერთგვაროვანი განმარტების
შესაძლებლობას და საჭიროა საკანონმდებლო ნორმებისა და სასამართლო პრაქტიკის შეჯერების საფუძველზე მნიშვნელოვანი განმარტებების გაკეთება, რაშიც დიდ როლს თამაშობს გერმანული სამართლის პრაქტიკა და მიდგომები.
სწორედ აღნიშნული საფუძვლით, წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომის მიზანია დერივაციული სარჩელის თავისებურებების განხილვა ქართული და გერმანულ-ამერიკული მოდელის ფარგლებში, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით, კერძოდ, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების ანალიზი, აკადემიური კომენტარების, სტატიების/ნაშრომების, კვლევების, ანგარიშებისა და რეკომენდაციების განხილვა, ასევე საერთო სასამართლოებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზი განსახილველ საკითხთან მიმართებით
Commercial and international potential of the Georgian seaside cities (Batumi, Poti) in Performing Arts (theaters and theatric festivals) on the example of 2018-2020 years
უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფცია ქართული საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით
წინამდებარე ნაშრომში განხილულია უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფცია ქართული საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სანამ ვრცელ მიმოხილვაზე გადავალთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მოცემული პრინციპი სისხლის სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რომელიც, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებით არის განხილული. უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი ითვლება ადამიანის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ გარანტად, რომელმაც ბოლო ათწლეულში, განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა, რადგან სასამართლოებმა მეტი ყურადღება დაუთმეს საჩივრებს უკანონო ბრალდების თაობაზე. ნაშრომში წარმოდგენილია ის დებულებებიც, რის მიხედვითაც საშუალება გვეძლევა უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციის არსი სრულყოფილად წარმოვაჩინოთ.
პირველი თავი ეხება ლიტერატურის მოკლე მიმოხილვას, მეორე თავი კი უდანაშაულობის და თავისუფლების პრეზუმფციის ზოგად მიმოხილვას აქვს დათმობილი, სადაც განხილული მაქვს მისი წარმოშობის და განვითარების ისტორია, მისი არსი და მნიშვნელობა, სწორედ ეს წარმოადგენს საკამათო საკითხს, რის გამოც განხილული მაქვს მისი არსის და დასახელების დაზუსტების საკითხები, გაანალიზებულია ის ცნობილი დებულებები, რომელიც მის ცნებასთან არის დაკავშირებული. ცალკე თავი აქვს დათმობილი უდანაშაულობის პრეზუმფციის სამართლებრივ ასპექტებს, ამ თავის განხილვისას აუცილებელია დადგინდეს ვინ შეიძლება იყვნენ ამ უფლების ადრესატები და რა მასშტაბით ვრცელდება იგი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებზე. მნიშვნელოვან საკითხს წარმოდგენს მედიის როლი სამართლებრივ საკითხებში, მოცემულ თავში განხილული მაქვს როგორც დადებითი მხარე, ისე უარყოფითი. პრობლემას წარმოადგენს ის საკითხიც, რომ მედია დაუსაბუთებლად ხელყოფს ბრალდებულის კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს.
ნაშრომი მოიცავს ანოტაციას, სარჩევს, შესავალს, ძირითად თემას (რომელიც დაყოფილია თავებად და ქვეთავებად), დასკვნას და გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალს.In accordance with previous procedural law, before the review is extended, if it is stated that it is one of the basic principles of criminal law, which is a matter of domestic and other international law. The principle of the presumption of inncence is considered a constuticional guarantee of human rights, as it gas been particulatly relevant in the last decade, as trials have paid more attention to complaints about back charges. The paper also presents the provisions that i can rusk, as the essence of the presumption of innocence and freedom is perfectly generated.
The firs chapter deals with a brief overview of the literature, the secont chapter with a general overview of the presumption of its origin and development, its essence and significance, witsh is a controversial issue, The well-known provisions related to its concept are analyzed. A separate chapter devotes to the legal aspects of the presumption of innocence, and in discussing this chapter it is necessary to determine who may be the addressees of this right and to what extent it extends to private legal relations. An important issue is the role of the media in legal matters, in this chapter I have discussed both the pros an cons . Another problem is the fact that the media unjustifiably violates the rights and interests of the accused under the law.
The paper includes an annotation, tableof contects , introduction, main topic (divided into chapters and subsections), conclusion and list of used literature
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დღითიდღე იმატებს რისკი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების არამართლზომიერი ჩარევის კუთხით. ეს არის ის ძირითადი უფლება, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის მეთხუტმეტე მუხლი იცავს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლების მთავარი გარანტი კი სახელმწიფოა. განსაკუთრებული რისკი დგას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში, რათა არ მოხდეს ისეთი ინფორმაციის მოპოვება და შენახვა, რომელიც ფუნდამენტურად დაარღვევს კონსტიტუციის მეთხუტმეტე მუხლს. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისას დაცული უნდა იყოს პირის პირადი მონაცემების, ოჯახური ცხოვრების, მიმოწერების, სატელეფონო საუბრის მოსმენისგან დაცულობის უფლება.
2012 წელს გამოქვეყნებულმა ე.წ ,,ციხის კადრებმა“, ნათლად აჩვენა თუ რაოდენ დიდი ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო კანონმდებლობაში და არსებული სისტემა თავიდან ბოლომდე შეცვლილიყო. ევროკავშირის რეკომენდაციაც მიმართული იყო სახელმწიფოში ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც განახორციელებდა ფარულ საგამოძიებო მოქმედებების კონტროლს. სასამართლოს როლიც ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ საქმეში, ვინაიდან სწორედ მასზეა დამოკიდებული დააკმაყოფილებს თუ არა ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას. ქვეყანაში აუცილებელია არსებობდეს ძლიერი სასამართლო ინსტიტუტი, სადაც მოსამართლეები დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას, არ მოექცევიან მაღალი თანამდებობის პირების გავლენის ქვეშ და მაქსიმალურად ეცდებიან მხოლოდ ის შუამდგომლობა დააკმაყოფილონ, რომელიც აუცილებელია სახელმწიფოში უსაფრთხოების დაცვის მისაღწევად.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც პროცედურულ ნაწილში ირღვევა, როგორც იმ პირის უფლებები ვის მიმართაც ხორციელდება აღნიშნული ღონისძიებები, ასევე მესამე პირების მიმართაც, რომლებსაც აღნიშნულ საქმესთან საერთოდ არ აქვთ კავშირი, თუმცა უშუალო კონტაქტი აქვთ ფარული საგამოძიებო მოქმედების ადრესატთან. აღნიშნული ნაშრომი მიზნად ისახავს, განიხილოს ის რისკები, რაც თან ახლავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლებას ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, რა სამართლებრივი ბერკეტები გააჩნია სახელმწიფოს აღნიშნული ფაქტების თავიდან აცილების კუთხით. ნაშრომში აღწერილია სახელმწიფო ინსპექტორის როლი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის მხრიდან ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის შექმნა, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს სტატისტიკას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე დაკმაყოფილებული თუ დაუკმაყოფილებელი შუამდგობლობების შესახებ.With the development of technology, the risk of illegal interference with the right to privacy is increasing day by day. This is a fundamental right protected by the constitution of Georgia (Paragraph 15). The main guarantee of the right to privacy is the state. There is a particular risk in conducting covered investigations in order to avoid obtaining and storing information that will fundamentally destroy the Constitution (Paragraph 15). In case of inviolability of private life, the right of protecting personal data, family life, correspondence, listening to telephone conversations must be protected.1
The so-called "prison videos" published in 2012 clearly showed how much change was necessary in the legislation and the existing system had to be changed from beginning to end. The EU recommendation also addressed the needs for an independent, state-run body to oversee hidden investigative activities. The role of the court is also very important in this case, as it depends on whether it will satisfy the prosecutor's mediatory activities to launch a covered investigation.
It is necessary to have a strong judicial institution in the country, where judges will make decisions independently, will not be influenced by high-ranking officials and will try their best to satisfy only those mediatory actions that are necessary to achieve security in the state.
In the process of conducting covered investigative actions, there are frequent cases when the procedural part is violated, as the rights of the person against whom the mentioned measures are carried out, as to third persons who have no connection with the case at all, but have direct contact with the addressee of the covered investigative action.
The purpose of this issue is to discuss the risks associated with the right to privacy in conducting covert investigative actions. What legal levers does the state have in terms of avoiding these facts. The issue describes the role of the state inspector in conducting hidden investigative actions. A very important step is the creation of a register of covert investigative actions by our country, which annually publishes statistics on satisfied or unsatisfied mediatory activities based on hidden investigative actions
ბიუროკრატია როგორც იერარქიული დაქვემდებარების სისტემა საჯარო სამსახურში
თანამედროვე სახელმწიფოს თანამედროვედ მართვამ კაცობრიობა მრავალი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ბოლო ათწლეულების მანძილზე აქტიურად მიმდინარეობს ღირებულებათა გადაფასებისა და ახალი მართვის მექნიზმების დანერგვის პროცესი. აღსანიშნავია, რომ ეს მეტად რთული და ამავე დროს საინტერესო მოვლენა გახდა. განვითარებული სახელმწიფოები, სადაც ჯერ კიდევ XVIII-XIX საუკუნეებში მოხდა მონარქიული წყობილებიდან ბუჟუაზიულ, ხოლო შემდეგ კაპიტალისტურ ეკონომიკურ ფორმაციაზე გადასვლა, ასევე აღმოჩნდნენ ამ დილემის წინაშე, რასაც თანამედროვე ორგანიზაციული მართვა ჰქვია.
საზოგადოების თანასწორუფლებიანობა რამდენადაც აუცილებელი და სავალდებულო ცნებაა, იმდენად რთულია ამ ფენომენის რეალურ ცხოვრებაში სწორად განცხორციელება. საზოგადოების დიდი ნაწილი არასოდეს ყოფილა ჩართული მართვაში, ისინი მხოლოდ დაქვემდებარებულ სოციალურ ფორმატში ცხოვრობდნენ, მაგრამ ახალმა რეფორმებმა ყველა აქტიურად ჩააბა ქვეყნისა თუ ორგანიზაციის მართვაში და მისცა მათ შესაძლობლობათა მთელი არეალი. ერთია ვიცოდეთ რა არის დემოკრატია და თანასწორუფლებიანობა, ხოლო მეორე და მნიშვნელოვანია სწორად მოვახდინოთ მისი პრაქტიკაში განხორციელება.
სამაგისტრო ნაშრომის თემატიკაც აქედან გამომდინარე აქტუალური და საინტერესოა, რადგან ის ეხება ისეთ თემას როგორიცაა მართვის პრაქტიკული განხორციელების პროცესი. შესაბამისად საქართველოს, როგორც ახალი დემოკრატიის ქვეყანას, ბევრი დრო და უნარები დასჭირდა რომ აქტიურად ჩაბმულიყო განვითარებული სახელმწიფოების გვერდით საერთო ფერხულში, რომელიც როგორც მოგახსენეთ XVIII-XIX საუკუნეებში დაიწყო.
სიტყვა ბიუროკრატია ნებისმიერ ჩვენგანში საქმის გაჭიანურებასთან, მკაცრ და რთულ ორგანიზაციულ სტრუქტურებთან და საერთო ჯამში ნეგატიურ არასასიამოვნო მოვლენასთან ასოცირდება. ამაში უდავოდ დიდი წვლილი მიუძღვის ყოფილ საბჭოთა კავშირს, რადგან სწორედ ეს რეჟიმი ხასიათდებოდა ბიუროკრატიის ამგვარი გაგებით. მაგრამ თანამედროვე მართვის მოდელზე გადასვლამ ცხადი გახადა რომ ამგვარი მიდგომა აღარ ვარგოდა და მართვის პროცედურულ განხორციელებაში უამრავი მიდგომები იყო შესაცვლელი. აქ მთავარი მომენტი არის ის რომ ბიუროკრატიის საერთოდ უგულებელყობა მცდარი ნაბიჯი იქნება, საჭიროა მისი სწორად ინტერპრეტაცია, რასაც ემსახურება წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი.
ნაშრომში წარმოდგენილია სხვადასხვა ავტორების, მკვლევარების შეხედულებები და ნააზრევი ბიუროკრატიასთნ დაკავშირებით, ასევე პრაქტიკული მაგალითები თანამედროვე მართვის სპეციფიკიდან გამომდინარე რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა საშუალება ჩამოგვეყალიბებინა ერთგვარი ფორმულა - ბიუროკრატია არის სწორი ადმინისტრირება, რაც გულისხმობს უფლებამოვალეობების სწორად და თანაბრად გადანაწილებას. თუმცა ისიც გვაქვს განცობიერებული, რომ თანამედროვე მართვაში უბრალოდ სიტყვა ბიუროკრატია ჩაანაცვლა მართვის იერარქიამ, რაც შინაარსობრივად ესადაგება ბიუროკრატიის თანამედროვე მოდელს.The current state's management has presented society with several new problems. For decades, the process of revaluing principles and implementing new management mechanisms has been vigorously followed. It's worth noting that this has turned into a very complicated and exciting experience. There was a shift from a monarchical establishment to a bourgeois and then capitalist economic formation as early as the eighteenth and nineteenth centuries, and they were confronted with the question of what is now known as modern organizational management.
Society's equality is both an essential and obligatory principle and a daunting phenomenon to properly enforce in real life. The new reforms have all actively involved the management of a country or organization and given them the full range of opportunities. A large part of society has never been involved in governance; they have always existed in a subordinate social format, but the new reforms have all actively involved the management of a country or organization and given them the full range of opportunities. Knowing what democracy and equality are is one thing; putting them into effect is quite another.
The master's thesis subject is important and fascinating since it deals with a topic like the method of realistic management implementation. As a result, Georgia, as a nation of emerging democracies, requires a significant amount of time and effort to participate effectively in the popular culture alongside industrialized states, which started in the 18th and 19th centuries.
The word bureaucracy mainly consists of procrastination in all of us, traditional and complicated organizational frameworks, and an overall negative experience. Without a doubt, the former Soviet Union played a significant role in this, as it was this government that was known for its knowledge of bureaucracy. However, the transition to a modern management model has shown that such an approach is no longer acceptable and that many aspects of management procedure must be replaced. The key argument here is that avoiding bureaucracy entirely will be a mistake; it must be properly understood, which is what the current master thesis aims to do.
The paper presents the perspectives and ideas of numerous writers, theorists, and bureaucrats, as well as real examples based on modern management's details, allowing us to formulate a formula: bureaucracy is proper administration, which entails a proper and equitable distribution of responsibilities. However, we also recognize that the term bureaucracy has simply been replaced in modern government by a hierarchy of governance, which is consistent with the modern model of bureaucracy
დამნაშავის პიროვნების კრიმინოლოგიური და სისხლისსამართლებრივი ანალიზი
სამაგისტრო ნაშრომი შეეხება დამნაშავის პიროვნების კრიმინოლოგიურ და სისხლისსამართლებრივ ანალიზს. წინამდებარე ნაშრომში საუბარია დამნაშავის პიროვნების შესწავლის თეორიულ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, კერძოდ, დამნაშავის პიროვნების არსზე და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში მისი დეფინიციის განუსაზღვრელობის პრობლემაზე. ნაშრომში აგრეთვე, მიმოხილულია, დამნაშავის პიროვნება, როგორც კრიმინალური ქცევის გამომწვევი მიზეზების მატარებელი, უფრო კონკრეტულად, კი საუბარია, სოციალურ და ბიოლოგიურ მოტივთა თანაფარდობაზე, მოტივაციურ ფაქტორებსა და დამნაშავის პიროვნების ტიპოლოგიის მრავალფეროვნების პრობლემაზე. წინამდებარე ნაშრომი მოიცავს დამნაშავის პიროვნების მართლშეგნების შესაბამისობის ანალიზს სასჯელთან მიმართებით. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებელი ავალდებულებს სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს დამნაშავის პიროვნება, ხოლო მისი შესწავლა ობიექტური და ყოველმხირივი გამოძების ფარგლებში ევალება ბრალდების მხარეს, პრობლემა წარმოჩენილია კონკრეტული შესწავლის მეთოდოლოგიის განუსაზღვრელობის კუთხით.
წინამდებარე ნაშრომში საუბარია, აგრეთვე არასრულწლოვანი დამნაშავისადმი მკაცრად ინდივიდუალური მიდგომის ვალდებულებაზე, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრულია პიროვნების შესწავლის მეთოდოლოგია და სოციალური მუშაკის მიერ ივსება შესაბამისი ანგარიში.
გარდა ამისა, ნაშრომში მიმოხილულია დამნაშავეთა პირობით ვადამდე გათავისუფლების სტადიაზე მათი პიროვნების შესწავლის საკითხი და ამასთან, საუბარია მიმდინარე წლის სიახლეზე, რომლის თანახმად, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთათვის შეიქმნა ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში მინიმუმ ორი წლის განმავლობაში ზუსტად განსაზღვრული მეთოდოლოგიით შეისწავლება დამნაშავის პიროვნება და საბოლოოდ ივსება შემაჯამებელი ანგარიში.
კვლევამ გამოკვეთა, რომ აუცილებლია დაიხვეწოს სრულწლოვანი დამნაშავის პიროვნების შესწავლის მიდგომები სისხლის სამართლის სხვადასხვა სტადიაზე, რისთვისაც საჭიროა ნაშრომში მიმოხილული ევროპის ქვეყნების პრობაციის სისტემების მსგავსი მოდელის დანერგვა საქართველოში. ვინაიდან ყველა ადამიანი ღირებული უნდა იყოს სახელმწიფოსთვის, განურჩევლად ასაკისა თუ სხვა ნიშნებისა და ამგვარი დისკრიმინაცია მართლმსაჯულების განხორციელებისას არ უნდა მოხდეს.Master’s work is about criminological and criminal analyse of criminal personality. The present paper discusses in detail the theoretical and methodological issues of the study of the offender, in particular, the essence of the offender and the problem of the uncertainty of his definition in criminal law. The paper also reviews the personality of the offender as a carrier of the causes of criminal behavior, more specifically, the relationship between social and biological motives, motivational factors and the problem of diversity of the typology of the offender. The present paper includes an analysis of the conformity of the offender's personality with respect to punishment. Given that the legislature obliges the court to take into account the identity of the offender when making a summary decision, and its investigation is the responsibility of the prosecution as part of an objective and thorough investigation, the problem is presented in terms of the uncertainty of a specific case study methodology.
The paper also discusses the obligation of a strictly individual approach to juvenile delinquency, within which the methodology of the study of the person is defined and the relevant report is filled out by the social worker.
In addition, the paper reviews the issue of examining the identity of the offenders at the stage of parole and, in addition, discusses the novelty of the current year, according to which a new program has been created for convicts for life imprisonment, Within which for at least two years a well-defined methodology will examine the personality of the offender and finally complete a summary report.
The study revealed that it is necessary to refine the approaches to the study of adult offenders at different stages of criminal law, which requires the introduction of a similar model of probation systems in European countries reviewed in the paper in Georgia. Since all people should be valued by the state, regardless of age or other marks, and such discrimination should not occur in the administration of justice
Influence of environmental factors on customer behavior and methods of their fascinating
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია გარემო ფაქტორების გავლენა მომხმარებელთა ქცევაზე და მათი მოხიბვლის მეთოდები. მომხმარებელთა ქცევის არსი, ტიპები, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ კომპანიებმა ბაზარზე გასვლის წინ შეისწავლონ თავიანთი სამიზნე აუდიტორიის ქცევა და რასაკვირველია, რა გავლენა შეიძლება იქონიოს გარემო ფაქტორების ზემოქმედებამ მომხმარებლებზე და საბოლოოდ უკვე ბაზარზე პროდუქტის/მომსახურების წარმატებაზე. ხაზგასმითაა აღნიშნული ის სტრატეგიები და მეთოდები, რასაც კომპანიები იყენებენ მომხმარებლების მოზიდვის მიზნით და მათი გულის მოსაგებად.
გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელთა ქცევის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ბიზნესის არსებობისთვის, ბუნებრივია, რომ აქტიურად და წარმატებით მოქმედი ყველა კომპანია ცდილობს, შეისწავლოს მომხმარებლების ქცევა, მათი სურვილები, მოთხოვნილებები და სწორად წარმართონ გარკვეული მარკეტინგული სტრატეგიები, რაც პირდაპირ განაპირობებს მათი ,,სიცოცხლის’’ ხანგრძლივობას ბაზარზე.
სამაგისტრო ნაშრომი მოიცავს, იმ ფაქტორების განხილვას და გაანალიზებას, რომელიც მოქმედებს მომხმარებლების გადაწყვეტილებაზე. ასევე საუბარია, მომხმარებელთა მოზიდვის თანამედროვე მეთოდებზე, რომლებსაც კომპანიები მიმართავენ თავიანთ პოტენციურ მომხმარებლებთან საურთიერთოდ. წამოწეულია საკითხი ინტერნეტ მარკეტინგის შესახებ და მის მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში და რაც, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი საკითხია, რომელიც სიღრმისეულ კვლევას საჭიროებს, არის ის, თუ როგორ უნდა შევაყვაროთ მომხმარებლებს თავი. აღნიშნულ ნაშრომში დაწვრილებით იქნება განხილული ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები თეორიულ დონეზე, რასაც შემდეგ ვეცდებით რომ პრაქტიკული კვლევის შედეგები დავურთოთ.
ნაშრომის დიდი ნაწილი ეთმობა კვლევას და მის შედეგებს. კვლევა მოცემულია, როგორც კომპანიების, ისე მომხმარებლების. გამოკვეთილია ის ღირებულებები, რაზე დაფუძნებითაც მოქმედებენ თანამედროვე სამყაროში კომპანიები და წამოწეული მომხმარებლების მხრიდან საჭიროებებისა და მოთხოვნილებების საკითხი, ის, თუ რა სურთ მათ, რომ მიიღონ
კომპანიებისგან და რომელი ფაქტორების ზემოქმედებს მათ ქცევაზე.This master Thesis reviews the influence of environmental faqtors on consumer behavior and the methods of thei fascinating. Here is given the essence and types of customer behavior, why it is important for comoanies to learn about the action, behavior of their target audience before entering the market. And, certainly what impac the influence of environmental factors may have on customers and on success of product service on markets. Here are emphasized the strategies and methods ehich companies use to attact customers and earn their respect.
Due to the fact that, for existance of each business it is very important to study consumer behavior, it is natural that all companies acting successfully, try to study consumer behavior, their desires, demands and to properly perform certain marketing strategies that directly provides their ’’live expectancy’’ on market.
The master thesis includes discussing and analyzing of the faqtors which impacts on making decision by a customer. Also, there is a talk about the modern methods of attracting customers, to which companies refer while communicating with their potential customers. In the thesis there is also raised the question about internet marketing and its importance in the world, and what is one of the most interesting and diverse question which needs ti be deeply studied, is how to obtain cunsomers love. In the thesis there will thoroughly be discussed the above stated issues in theory to which we will try attach rhe results of practical studies and research.
The great part os the thesis is a research and its results. Where there are given the basic values based on which companies work in the modern world and is raised the question of customers needs and demands, what they want to get from companies and which faqtors impact on their behavior