Digital Repository of Georgian Scientific Works
Not a member yet
3428 research outputs found
Sort by
კარტოფილის ჯიში „სილვანას“ ბიომორფოლოგიური და აგროტექნოლოგიური თავისებურებების შესწავლა აჭარის პირობებში
როგორც ვიცით ბოსტნეულ კულტურებს შორის, კარტოფილის მცენარეს თავისი კვებითი და ეკონომიური მნიშვნელობით ძალიან დიდი ადგილი უკავია სასურსათო წარმოებაში, რასაც უპირველეს ყოვლისა განაპირობებს მისი ტუბერების მრავალმხრივი გამოყენება, რომლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები ფართოდაა ცნობილი; კარტოფილის კვებით ღირებულებას განსაზღვრავს ნედლეულში ნახშირწყლების, ცილების, ვიტამინების და სხვა ნივთიერებების შემცველობა, რომლებიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ეს ღირებულება კი იცვლება მცენარის ჯიშის, ადგილმდებარეობის, ნიადაგურ-კლიმატური პირობების გავლენით.
ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რენტაბელურ და პერსპექტიულ მცენარეს წარმოადგენს საქართველოში ინტროდუცირებული კარტოფილის ჯიში „სილვანა“. მისი მოყვანა შესაძლებელია აჭარის პირობებში, როგორც მაღალმთიან ასევე დაბლობ ზონაში.
ნაშრომში განხილულია და კვლევის სიახლეს, სპეციფიკურობას და ორიგინალობას განაპირობებს ის, რომ ჩვენს მიერ პირველად აჭარის პირობებში შესწავლილია სილვანას მცენარის ბიომორფოლოგიური მახასიათებლები, ზრდა-განვითარების, მოვლა-მოყვანის თავისებურებანი, ძირითადი მავნებელ-დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ღონისძიებები.As we know, among vegetable crops, the potato plant, due to its nutritional and economic importance, occupies a very large place in food production, which is primarily due to the versatile use of its tubers, the products of which are widely known for processing; The nutritional value of potatoes is determined by the content of carbohydrates, proteins, vitamins and other substances in raw materials that are essential for the normal functioning of the human body. This value varies under the influence of plant variety, location, soil-climatic conditions.
In this regard, one of the most important profitable and promising plants is the potato variety "Silvana" introduced in Georgia. It can be grown in the conditions of Adjara, both in the highlands and in the lowlands.
The novelty and specificity and originality of the research are discussed in the paper due to the fact that for the first time in Adjara we studied the biomorphological characteristics of Silvana plant, growth and development, maintenance, major pests and effective measures to combat them
ადმინისტრაციული სანქციების სამართლებრივი ბუნება და შეფარდების პრობლემა covid -19 პირობებში
ნაშრომში დისკუსიის მიზანია ადმინისტრაციული სანქციების შეფარდებისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, კანონმდებლობით უზრუნველყოფილია თუ არა გადაცდომის ჩამდენი პირების მიმართ უფლების დაცვის მაღალი სტანდარტი. პანდემიის პირობებში ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შეზღუდვის დასაშვებობა.The purpose of the discussion in the paper is to impose administrative sanctions in the administrative proceedings, Does the law provide a high standard of protection for the perpetrators of misconduct. Permission of restriction of human rights guaranteed by the Constitution in pandemic conditions
ქედის მუნიციპალიტეტში გავრცელებული პომიდორი
ქედა აჭარის ისტორიული მხარეა, რომელიც გამოირჩევა ლანდშაფტის, ბუნების და ისტორიული ადგილების გამო. ქედაში ოდითგანვე მისდევდნენ სოფლის მეურნეობას, არსებობს განსაკუთრებული კულტურები, რომელთა მოშენება ძირითადად აქ ხდება. მაღალმთიანი აჭარა მოსავლიანობის თვალსაზრისით, ყოველთვის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხე იყო. ქედის განვითარება ძირითადად ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ქედაში სოფლის მეურნეობა ისტორიულადაა განვითარებული, ის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს ბევრი ოჯახისთვის არ წარმოადგენს. ამის მიზეზად დასახელებულია პომიდორი.
პომიდორი ეკუთვნის ძაღლყურძენასებრთა ოჯახს. მისი სამშობლოა სამხრეთ ამერიკა, ევროპაში იგი კოლუმბმა შემოიტანა, სადაც თავდაპირველად მოჰყავდათ, როგორც დეკორატიული მცენარე. ამჟამად მსოფლიოში პომიდვრის წარმოებას ბოსტნეულ კულტურათა შორის პირველი ადგილი უჭირავს. პომიდვრის ნაყოფი გამოირჩევა კარგი გემოთი და მაღალი კვებითი ღირებულებებით, რასაც განსაზღვრავს ნახშირწყლების, ორგანული მჟავებისა და მინერალური მარილების შემცველობა. პომიდვრის ნაყოფი შეიცავს 85-96% წყალს და 3.5 – 10.5% მშრალ ნივთიერებებს. მიუხედავად იმისა, რომ მეტწილ ქვეყანაში იგი სულ 100 წლის წინათ შეიტანეს, ბოსტნეულ კულტურებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურაა. მრავალწლიანი ბალახი და ბუჩქბალახოვანი მცენარეა, მაგრამ სოფლის მეურნეობაში დანერგილია მისი ერთწლოვანი ფორმა. ნაყოფი სხვადასხვა ფორმისა და ფერისაა (ძირითადად წითელი).Keda is a historical part of Adjara, which is distinguished by its ladscape, nature and historical places. Agriculture has long been practiced in Keda, there are special crops that are mainly cultivated only here. Mountainous Adjara has always been one of the most distinguished corners in terms of yield. The development of the Keda is mainly related to tourism and agriculture. Although agriculture in Keda is historically developed, it doesn’t repreent a significant source of income for many families. The reason for this is tomato as representative of “solanium” family. Its homeland is South America.
Tomato was introduced to Europe by Columbus, where it was originally cited as an ornamental plant.
Nowdays tomato production occupies the first place in the world, among vegetable crops.Tomato is characterized by good taste and high nutritional value, which is determinal value, which is determined by the content of carbohydrates, organic acids and mineral salts. The fruit of tomato contains 85-96% water and 3.5 – 10.5% dry substances. Although it was introduced in most countries only 100 years ago, it is one of the most important crops among vegetables. Althout it represents a perennial grass and shrub-herbaceous plant, in agriculture is introduced its annual form. The fruits come in a variety of shapes and colors (mostly red)
გლობალიზაცია, დეგლობალიზაცია და საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ტენდენციები (კომპანიის მაგალითზე)
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია გლობალიზაციის პროცესები. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკურ გლობალიზაციაზე და დეგლობალიზაციაზე, რომელიც ბოლო პერიოდის თანამედროვე მსოფლიოში საკმაოდ ხშირად გამოიყენება გლობალიზაციის კრიზისის ფონზე.
გლობალიზაცია შეუქცევადი და ისტორიული პროცესია, რომელიც კომპლექსურად ეხება ბევრ სფეროს. გლობალიზაციისადმი მიდგომა არაერთგვაროვანია და მისი აღქმა საზოგადოებაშისხვადასხვაგვარია. ის წარმოადგენს ქვეყნებისა და რეგიონების დაახლოების პროცესს, რომელიც გვაძლევს კულტურულ-ცივილიზებული ერთიანობისაკენ მიმართულებას. გლობალიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიტიური თვისება არის ის, რომ ქვეყნებს შორის მანძილი თითქმის არ არსებობს. ის ყველა ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს გავლენას.
თანამედროვე მსოფლიოში ქვეყანათა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნადაა ინტეგრირებული და ურთიერთდამოკიდებული. რაც უფრო მაღალგანვითარებულია ქვეყანა, მით უფრო აქტუალურია მისთვის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების აუცილებლობა. საერთაშორისო ვაჭრობას დიდი წვლილი მიუძღვის გლობალიზაციის მასშტაბების ზრდაში.
ნაშრომის ბოლო თავში ვიხილავთ საერთაშორისო ბიზნესის განვითარების თავისებურებებს. კერძოდ განხილული იქნება სტრატეგიული ალიანსების და ტრანსნაციონალური კორპორაციების არსი და ტენდენციები კონკრეტული კომპანიების მაგალითზე. სწორედ ტრანსანაციონალური კორპორაციები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს, როგორც მთლიანად მსოფლიო ეკონომიკაში, ასევე გარდამავლი ქვეყნების ეკონომიკაშიც.The master’s work discusses the processes of globalization. In particular, attention is paid to economic globalization and deglobalization, which is quite often used in the modern world in the content of the crisis of globalization.
Globalization is an inconvertible and historical process that refers to many areas. The approach to globalization as well as its concepts are various in the society. It shows the process of approaching between countries and regions. That shows the way to the cultural-civilized unity. One of the most important positive features of globalization is that there is almost no distance between countries. It affects the economies of all regions.
In the modern world trade and economic relations between countries are significantly integrated and interdependent. The more developed a country is, the more urgent it is to develop international trade. International trade is making a big contribution to the scale of globalization.
The last chapter of the thesis considers the peculiarities of international business development. In particular, there will be discussed the essence and trends of strategic alliances and transnational corporations on the example of specific companies. These transnational corporations play an important role both in the world economy and in the economies of transition countries
სამაგისტრო ნაშრომი
საერთაშორისო უსაფრთხოება, მშვიდობის დაცვა, შეთანხმების მიღწევა, ის შესაძლებლობები რაც საერთაშორისო ორგანიზაციებს გააჩნიათ, ყველაზე აქტუალური და საკამათო თემაა. ნაშრომში განხილულია საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელობა და როლი თანამდროვე საერთაშორისო ურთერთობებში და მოიცავს სადიპლომო თემასთან დაკავშირებულ საკითხებს.
თემაში საერთაშორისო ორგანიზაციებში იგულისხმება კონკრეტულად, ნატო, გაერო და ევროკავშირი. თემის მიზანია გამოავლინონ ამ ორგანიზაციების ქმედების შედეგები სამშვიდობო მისიებსა და საერთოდ მშვიდობის დამყარებაში.ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, ქვეყნებს შორის ურთერთობის დარეგულირება, დახმარების გაწევა, ეს ყოველივე და კიდევ ბევრი სხვა რამ სერიოზულ გამოწვევასთან გამკლავებაა, ამ დიდი ორგანიზაციების გარეშე ამ პრობლემასთან შეჭიდება არ იქნებოდა დადებითი შედეგის მომცემი. დოკუმენტების ანალიზისა და აღწერის საშუალებით ვლინდება ნატოს როლი ავღანეთში, ასევე გაეროს მონაწილება სამშვიდობო მისიებში, ეს ორგანიზაციები ეფექტურია რადგან ძლიერი ქვეყნების სურვილითაა შექმნილი.დანარჩენი წევრი ქვეყნები კი თვითონ ცდილობენ რომ თავი გადაირჩინონ, რადგან შემდეგ თავადაც ქონდეთ დიდი სახელმწიფოების დახმარების იმედი.
საერთაშორისო ორგანიზაციის ხასიათისა და კლასიფიკაციის შესწავლა, მათი მნიშვნელობის გაგება მნიშვნელოვანია არა მარტო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისათვის არამედ ისეთი პატარა ქვეყნებისთვისაც, როგორიცაა საქართველო. პატარა ქვეყნებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ ცოდნა აუცილებელია რამოდენიმე მიზეზის გამო: პირველი ისინი მოწოდებულნი არიან იზრუნონ ერებსა შორის მშვიდობისა და სტაბილურობი განვითარების უზრუნველყოფისთვის; მეორე ისინი ფლობენ ღირებულ ინფორმაციას რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის არის უპირველესი.
რატომ არის საჭირო საერთაშორისო ორგანიზაციების შესწავლა თანამედროვე პირობებში?! პასუხი არის ცალსახა, საერთო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ეკომონიკური, პოლიტიკური, სამხედრო, კულტურული და ა.შ საერთო მიზნების განითარებისა და მიზნის მიღწევის მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციები ხომ სახელმწიფოებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა.
ნაშრომი შეძლებისდაგვარად იყენებს იმ მეცნიერთა განსაკუთრებით საყურადღებო შეხედულებებს, რომლებიც მეტნაკლებად ეხებიან თანამედროვე მსოფლიოს აზროვნებაში საერთაშორისო ორგანიზაცების არსებობის თეორიულ საკითხებს, ამავე დროს, გამოთქმულია ჩემი აზრი ამ შეხედულებებთან დაკავშირებით...International security, peacekeeping, reaching an agreement, the capabilities of international organizations are the most topical and controversial topics. The paper discusses the importance and role of international organizations in contemporary international relations and covers issues related to the diploma topic. The topic of international organizations is specifically NATO, UN and the EU. The aim of the topic is to show the results of the actions of these organizations in peacekeeping missions and peace in general. Without large organizations, tackling these problems would not have yielded positive results. The analysis and description of the documents reveals NATO's role in Afghanistan, as well as the UN's involvement in peacekeeping missions. These organizations are effective because they are created by the will of powerful countries.
Studying the nature and classification of international organizations, understanding their importance for any country is important not only for the world's leading countries but also for such small countries as Georgia. International organizations are vital for small countries.
Knowledge of international organizations is necessary for several reasons: first, they are committed to ensuring the development of peace and stability between nations; second, they have valuable information that is paramount to relations between countries.
Why is it necessary to study international organizations in modern conditions ?! The answer is unequivocal, in order to develop common goals and achieve common goals in various spheres of common life: economic, political, military, cultural, etc. After all, international organizations are one of the most important forms of multilateral cooperation between states.
The paper uses as much as possible the particularly attentive views of scholars who are more or less concerned with the theoretical issues of the existence of international organizations in the thinking of the modern world, at the same time expressing my opinion on these views..
Implications of "Arab Spring" on the Caucasus Regional Security in terms of International terrorism
2010-2011 წლის გამოსვლებს ჩრდილოეთ აფრიკაში, არაბულ სამყაროსა და ახლო აღმოსავლეთში მასმედიამ „არაბული გაზაფხული ეწოდა“. ტუნისის რევოლუციის სწრაფმა წარმატებამ დომინოს ეფექტით ითამაშა საპროტესტო აფეთქების დეტონატორის როლი მრავალ არაბულ ქვეყანაში. დიქტატორული მმართველობის ქვეშ გაუქმებული იყო სიტყვის თავისუფლება, ციხეები სავსე იყო პოლიტიკური დემონსტრანტებით. ხშირი იყო მომიტინგეთათვის ცეცხლის გახსნის შემთხვევები.
ტერორიზმი XXI საუკუნეში მსოფლიოს უდიდეს გამოწვევად იქცა,მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და ორგანიზაციები უდიდეს ძალისხმევას იჩენენ რომ აღკვეთონ ტერორისტული საფრთხეები, მაგრამ აღნიშნული ძალისხმევის მიხედავად ევროპისადა ამერიკის ქალქები არაერთხელ გახდა ტერორისტული აქტების მსხვერპლი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ტერორიზმი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მათ შორის რაც ცივი ომის შემდეგ კაცობრიობის წინაშე დადგა.
არაბულმა გაზაფხულმა, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ასევე კავკასიაში დიდი გავლენა მოხდინა რეგიონის პოლიტიკაზე. „არაბულ გაზაფხულს“ აქვს დიდი გავლენა კავკასიის რეგიონულიუსაფრთხოების სისტემაზე, განსაკუთრებით საერთაშორისო ტერორიზმისა დაასევე ახალი გეოპოლიტიკური რეალიების განვითარების კუთხით.The demonstrations that took place in North Africa, the Arab world and the Middle East within 2010-2011 years was called “Arab Spring” by the media. The rapid success of the Tunisian revolution had so called “the domino effect” on the rest Arab countries. Under the dictatorship rule the freedom of speech was completely abolished, prisons were full of the political prisoners. There were frequent cases of demonstrators being shot by the police.
Terrorism in the 21st century has become the biggest challenge in the world. Leadingcountries and organizations of the world that are making great efforts to prevent terroristthreats, but despite these efforts, European and American cities have repeatedly becomevictims of terrorist acts. We can confidently say that terrorism has been one of the major issues the humanity has been facing since the Cold War.
The Arab spring had a major impact on the regional politics of the Middle east and the Caucasus. The Arab spring has a major impact on the Caucasus regional security system, especially in terms of International terrorism and the development of new geopolitical realities
კატეგორიული სილოგიზმის პირველი და მეორე ფიგურა და მათი სახეობები
სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება დედუქციური დასკვნების საინტერესო ნაწილს, კერძოდ: კატეგორიული სილოგიზმის პირველი და მეორე ფიგურის სახეობების განხილვას. თითოეულ ფიგურაში 64 დასკვნაა, რომელთაგან მხოლოდ ჭეშმარიტია 6, ხოლო დანარჩენი მცდარია. ჭეშმარიტი და მცდარი დასკვნები ისე ემსგავსებიან ერთმანეთს, რომ მხოლოდ ამ საკითხებში განსწავლულ პიროვნებას შეუძლია მათი გარჩევა. ჩვენი თემის ამოცანაც სწორედ კატეგორიული სილოგიზმის I და II ფიგურის ჭეშმარიტი და მცდარი დასკვნების და ჭეშმარიტი მოდუსების ტოლფასობის დამუშავებაა. მოცემული საკითხის მარტივად აღქმის მიზნით კვლევის მეთოდად გამოვიყენებთ ეილერ-ვენის დიაგრამებს, ასევე მოვიყვანთ ანალიზურ მტკიცებებს. მოცემული საკითხის აქტუალობა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: აბიტურიენტების ეროვნული გამოცდების ტესტებში, სასკოლო სახემძღვანე¬ლოებში და სამაგისტრო გამოცდებზე ხშირად გვხვდება კატეგორიული სილოგიზმის შინაარსის ვერბალური სავარჯიშოები და ტესტები. შესაბამისად მისი შესწავლა განსაკუთრებით საინტერესო და სასარგებლო იქნება საშუალო საფეხურის მოსწავლეების, აბიტურიენტებისა და მაგისტრატურაში ჩამბარებელთათვის. ჩვენი მიზანია ვუზრუნველვყოთ ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნების საკითხების სწავლების გასაგებ, საინტერესო ენაზე მისაწვდომობა, რადგან მის ცალკე სწავლებას მცირე ადგილი უჭირავს სასწავლო პროცესში, ხოლო მასზე მოთხოვნა კი ძალზედ დიდია. ამ მხრივ აღსანიშნავია უწმინდესისა და უნეტარესის, ჩვენი პატრიარქის ილია II-ის სიტყვები: ,,თუ ერი ანალიტიკურ აზროვნებას არ ისწავლის, ის დაიღუპება’’.
ამ საკითხებს არისტოტელე იკვლევდა ჯერ კიდევ ძვ.წ მე-4 საუკუნეში. სწორედ მისი შემოღებულია კატეგორიული სილოგიზმის ცნება. მარტივი კატეგორიული სილოგიზმი ორი წანამძღვრისა და ერთი დანასკვნისაგან შედგება. ნაშრომში დაწვრილებითაა განხილულია და შესწავლილი პირველი და მეორე ფიგურის ჭეშმარიტი და მცდარი მოდუსები (სახეობები) ეილერ-ვენის დიაგრამებით და ანალიზური მსჯელობებით.The master thesis is devoted to an interesting part of the deductive conclusions, namely: the discussion of the species of the first and second figures of categorical syllogism. There are 64 conclusions in each figure, of which only 6 are true and the rest are false. True and false conclusions are so similar that only a person educated in this field can discern them. The task of our topic is to process the issue of true and false conclusions of Figures I and II of categorical syllogism, and the equivalence true modus. In order to easily understand the given issue, we will use Euler-Venn diagrams as a research method, as well as provide brief analytical proof. The urgency of this issue is due to the following circumstances: Verbal exercises and tests of categorical syllogism content are often found in the national exams of entrants, school textbooks and master's exams. Therefore, its study will be especially interesting and useful for middle school students, entrants and master's students. Our goal is to provide access to comprehensible, interesting language for teaching logical-analytical thinking issues, because its separate teaching takes up little space in the learning process, and the demand for it is very high. In this regard, the words of His Holiness and Beatitude, our Patriarch Ilia II: "If the nation does not learn analytical thinking, it will die."
These issues were studied by Aristotle as early as the 4th century BC. It is he who introduced the concept of categorical syllogism. A simple categorical syllogism consists of two prerequisite and one conclusion. The paper discusses in detail the true and false modus (species) of the first and second figures with Euler-Venn diagrams and analytical reasoning
(პრობლემები და გამოწვევები)
სამაგისტრო ნაშრმოში განხილულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება, არსი და დისტანციურად წარმართვის პრობლემები. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ითვალისწინებს სახელმწიფო, საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებების, ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივ ნორმებს,რომელსაც ადამიანი არღვევს და ეწინააღმდეგება კანონს.
ასევე ნაშრომში მიმოხილულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის სტადიები, ადმინისტრაციული სახდელის სისტემა, სახდელის სახეები, ცნება და არსი. ოქმის შედგენა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში.
სამაგისტრო ნაშრომის მიზანია,რომ უფრო ნათელი გახდეს 2020 წლის პანდემიის პერიოდში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა როგორ ხორციელდება დისტანციურ გარემოში, რა დადებითი მხარე აქვს დისტანციურად გამართულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ საქმეებს, ტექნიკური ხარვეზები სხდომის მიმდინარეობისას,რომელიც გამოსწორებადია და საჭიროებს მეტ მუშაობას ტექნიკური კუთხით.
ნაშრომში საუბარია 2020 წლის პანდემიაზე, პანდემიის დროს შეცვლილ კანონმდებლობაზე, ვირტუალურ სამართალწარმოებაზე, რომელიც მიმდინარეობდა დისტანციურად, იწვევდა ტექნიკურ ხარვეზებს, დასწრების პრობლემებს და შესაბამისად ხდებოდა საათობით სხდომის გადადების აუცილებლობა.
ნაშრომის წერის დროს საჭირო გახდა კვლევის ჩატარება, კვლევა გულისხმობდა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას დისტანციური სხდომების წარმართვის მიზეზებზე, ჩატარებულ სხდომათა რაოდენობაზე საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების თანახმად რამდენიმე ადმინისტრაციულ ორგანოში.კერძოდ,განცხადებები ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ დაიგზავნა: თბილისის მერიაში, გორის მერიაში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში.The master's work examines the concept, essence and problems of remote control of administrative law. An administrative offense is a rule of law provided by the state, public order, the rights of citizens, the Code of Administrative Offenses, which a person violates and is illegal.
The article also discusses the stages of proceedings in the case of an administrative offense, the system of administrative penalties, types of penalties, concept and essence. Drawing up a protocol and consideration of a case on an administrative offense in an administrative body and in court.
The aim of the master's thesis is to clarify how an administrative offense case during the 2020 pandemic is handled remotely, what are the advantages of remotely administering administrative offense cases, technical flaws during a session that can be corrected and that require additional technical work.
The document discusses the 2020 pandemic, the legislation changed during the pandemic, a virtual trial that took place remotely, causing technical glitches, attendance problems, and therefore the need to reschedule a session by several hours.
At the time of writing, the study required publicly available information on the reasons for conducting remote sessions, the number of sessions in accordance with Articles 37 and 40 of the General Administrative Code of Georgia in several administrative bodies. In particular, requests for information were sent to: Tbilisi City Hall, Gori At City Hall, Tbilisi City Court, National Commission on Energy and Water Supply of Georgia
კერძო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის თავისებურებები
სამაგისტრო ნაშრომის მიზანს წარმოადგენს იურიდიული პირების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების შესწავლა და გაანალიზება, მისი მიზანია აღნიშნული იურიდიული ფაქტის თავისებურებების წარმოჩენა საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.
საზოგადოების უმრავლესობის ინტერესებშია შექმნას ან ჩაერთოს ისეთ საქმიანობაში, რომელსაც სტაბილური და მზარდი შემოსავალი ექნება. სწორედ ამიტომ კერძო პირები აყალიბებენ ბიზნესებს და ცდილობენ დაიმკვიდრონ თავი ბაზარზე, გახდნენ მაქსიმალურად ცნობადები და უმოკლეს პერიოდში ჰქონდეთ გაზრდის პერსპექტივა. ყოველივე ეს დაკავშირებულია სპეციფიკურ დაგეგმვაზე, რომელიც თავის მხრივ მოიცავს რამდენიმე უმნიშვლენოვანეს პუნქტს, აღნიშნულ პუნქტებს გააჩნიათ ქვეპუნქტებიც, რომლებიც არანაკლებ გასათვალისწინებელია. ცხადია, ერთ-ერთი წამყვანი როლი ამა თუ იმ საქმიანობის წამოწყებისას სამართლებრივი პუნქტების დაცვას უჭირავს, რაც რეალურად, ამა თუ იმ პირს აკისრებს მთელ რიგ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე.
სამაგისტრო ნაშრომის აქტუალობა გამომდინარეობს იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში იურიდიული პირი რეორგანიზაციის საფუძველზე იქმნება ან განიცდის ლიკვიდაციას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის, როგორც იურიდიული ფაქტის განხილვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ყოველივე ამის საფუძველზე კი სამაგისტრო ნაშრომში მოცემულია კერძო სამართლის იურიდიული პირების ცნების, სამართლებრივი ფორმების, მათი დაფუძნების, ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის მომწესრიგებელი ნორმების უფრო სიღრმისეული გაანალიზება და ფართო თეორიულ-მეცნიერული დამუშავება.
ნაშრომი წარმოდგენილია, ხუთი ნაწილისაგან, რომლებიც ჩაშლილია თავებად და ქვეთავებად. I და V ნაწილები შესავალი და დასკვნაა, ხოლო ძირითადი კვლევა მოცემულია II –IV ნაწილებში.
II ნაწილში გადმოცემულია კერძო სამართლის იურიდიული პირების ცნება, მათ დაფუძნებასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები.
III ნაწილი ეთმობა კერძო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმებს, რომლებიც ჩაშლილია თავებად. სადაც განხილულია თითოეული ფორმა და მათთან დაკავშირებული სტანდარტები.
IV ნაწილში მოცემულია კერძო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაცია, როგორც სამართლებრივი ფორმის შეცვლა (გარდაქმნა) - სთან დაკავშირებული რეგულაციები ასევე საწარმოს შერწყმისა და გამოყოფის შედეგად მიღებული რეორგანიზაცია.
სამაგისტრო ნაშრომის ბოლოს, დასკვნის სახით, შემოთავაზებულია კვლევის შედეგები.The aim of master”S thesis is to study and analyze the existing regulations related to the reorganization of legal entities, its am is to study and analyze the existing regulation of legal entities, its aim is to present the peculiarities of this legal fact taking into account the changes made in the legislation of Georgia.
The major interest to create activities is to have a stable and growing income. That’s why private individuals are forming bussines sector and they are trying to establish themselves in the market. All of these need specific planing. Clearly, one of the leading roles in the initiation of this activity is to protect the legal points.
The topical of the master”S thesis stems from the fact , that in many cases a legal entity is created on the basis of reorganization or liquadated as a result of reorganization. According to the above mantioned the consideration of the reorganization of legal entities under private law as a legal fact is of special importance.
Based on all this the master”s thesis gives the concepts of legal entities of private law, covering their forms, more in-depth analysis of the following norms of liquidtion and reorganization, and extensive theoretical-scientific elaboration.
The paper is presented, in five parts, broken down into chapters and subsections. Parts I and V are the introduction and conclusion, and the main research is given in parts II-IV.
Part II sets out the concept of legal entities under private law, the existing regulations regarding theis establishment and liquidation.
Part III deals with the legal froms of a legal entity under private law, which are broken downs into chapters. Where each form and related standards are discussed.
Part IV deals with the reorganization of legal entities under private law, as well as the regulations related to the change of the legal form, as well as the reorganization obtained as a result of the merger an separation of the enterprise.
At the end of the master’s thesis research results are represented