Digital Repository of Georgian Scientific Works
Not a member yet
3428 research outputs found
Sort by
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა: სისხლისსამართლებრივი დახასიათება
ნაშრომი შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან, 214-ე მუხლს, რომელიც იცავს არაერთ სამართლებრივ სიკეთეს და დიდ როლს თამაშობს როგორც ქვეყნის ფინანსური ინტერესების, ასევე უსაფრთხოების, მშვიდობის, გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებში. მუხლის შემადგენლობიდან გამომდინარე ის ასევე არის მნიშვნელოვანი გარანტი ჩვენი რეგიონისთვისაც. სწორედ მისი ზემოაღნიშნული მრავალმხრივობა წარმოქმნის რიგ პრობლემებს პრაქტიკული კუთხით, ვინაიდან იცავს ისეთ სფეროებს, რომლებთან დაკავშირებით, არათუ სისხლისსამართლებრივი რეგულირების საკითხი, არამედ საქართველოს შესაბამისი ადმინისტრაციული კანონმდებლობაც დახვეწას საჭიროებს.
ნაშრომის ფარგლებში განხილულ და შეფასებული იქნა სასამართლოს კონკრეტული საქმეები და ზოგადი პრაქტიკა. გამოთხოვილი იქნა საჯარო უწყებებიდან კონტრაბანდასთან დაკავშირებული ინფორმაციები (სტატისტიკა) რეალური ვითარების ანალიზისთვის. მოძიებული იქნა სამეცნიერო წრეებში არსებული მოსაზრებები, ლიტერატურა და სახელმწიფოს გაცხადებული მიდგომები მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებთან მიმართებით.
ნაშრომში ყურადღება გამახვილებული იქნება შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგენილ საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ ხარვეზებზე, ამავდროულად მოცემული იქნება რეკომენდაციის სახით პრაქტიკისა თუ საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების გზები.The master's thesis refers to one of the most critically important articles of the Criminal Code of Georgia, Article 214, which protects a number of legal benefits and plays a major role in the financial interests of the country as well as in the areas of safety, peace, environment and health. Due to the length of the article, it is also an important guarantee for our region. It is the above versatility that poses a number of problems in practical terms. As this article covers areas in which both the issue of criminal regulation and the administrative legislation of Georgia need to be refined.
Specific cases and general practice of the court were reviewed and evaluated within the framework of the master thesis. Information (statistics) related to smuggling was requested from public agencies for analysis of the real situation. Opinions, literature and the stated approaches of the state regarding the mentioned actions were found.
The master's thesis will focus on the legislative or practical shortcomings identified as a result of the study and analysis. At the same time, ways to improve the practice or the legal framework will be given as a recommendation
სწავლის უნარისა და გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების სტრატეგიები
1994 წელს სალამანკას დეკლარაციამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებათა კონვენციამ მნიშვნელოვნად შეცვალა სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანთა განათლებისადმი დამოკიდებულება. სალამანკის დეკლარაციით სათავე დაედო ინკლუზიური განათლების მოდელის საყოველთაოდ აღიარების პროცესს.
2004 წელს საქართველოს მთავრობამ ინკლუზიური განათლება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა. რის შედეგადაც დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინტეგრირება ზოგადსაგანმანათლებლო კლასებში.
წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი მიზნად ისახავს სწავლის უნარისა და გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლის სტრატეგიების ჩამოყალიბებას და კვლევას აჭარის საგანმანათლებლო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების მშობლების და სპეც მასწავლებლის ურთიერთობების, მშობლების ჩართულობის და მათი მოლოდინების განსაზღვრას.
ბავშვთა უფლებების კონცენციის მიხედვით, ყველა ბავშვს აქვს უფლება მიიღოს განათლება. უფრო მეტიც, ყველას შეუძლია ისწავლოს, მიუხედავად მისი ფიზიკური, ინტელექტუალური, სოციალური, ემოციური თუ სხვა მდგომარეობისა.
ინკლუზიური განათლება აღიარებს მრავალფეროვნებას და განსხვავებულობის აუცილებლობას მოსწავლეების სწავლების პროცესში. სწორედ ამიტომ ინკლუზიური განათლების მიდგომის თანახმად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისა და მის სასწავლო პროცესში ჩართვა უმთავრესი პრიორიტეტია.The 1994 Salamanca Declaration and the United Nations Convention on the Rights of Persons with Disabilities significantly changed attitudes towards education for people with disabilities. The Salamanca Declaration marked the beginning of a process of universal recognition of the inclusive education model.
In 2004, the Georgian government declared inclusive education a priority. As a result, students with disabilities and special educational needs began to be integrated into general education classes.
The aim of this master's thesis is to formulate and research strategies for students with learning disabilities and mental development disorders in Adjara secondary schools to determine the relationship between parents and special education students, parent involvement and their expectations.
According to the Convention on the Rights of the Child, every child has the right to education. Moreover, everyone can learn, regardless of their physical, intellectual, social, emotional or other condition.
Inclusive education recognizes the need for diversity and diversity in the learning process of students. That is why, according to the inclusive education approach, the inclusion of a child with special educational needs in the general education school and its educational process is a top priority
ადმინისტრაციული სახდელები და მათი გამოყენება პრაქტიკაში
სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია თემაზე ადმინისტრაციული სახდელები და მათი გამოყენება პრაქტიკაში.
სამაგისტრო ნაშრომი შედგება ანოტაციის, შესავლის, სამი თავის, თხუთმეტი ქვეთავის და დასკვნისაგან, რომელსაც ერთვის გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.
ნაშრომის პირველ თავში განხილულია ადმინისტრაციული სახდელები და მათი სახეები. შესწავლილია პრაქტიკაში გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელების შემდეგი სახეები: გაფრთხილება, ჯარიმა, საგნის სასყიდლით ჩამორთმევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, საგნის კონფისკაცია ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისთვის, მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა, გამასწორებელი სამუშაოები, ადმინისტრაციული პატიმრობა და ადმინისტრაციული გაძევება.
ნაშრომის მეორე თავი შეეხება ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. განხილულია ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების წესები, საბაჟო საზღვარზე სამართალდარღვევის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების წესები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების ანალიზი და ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების სასამართლო პრაქტიკის ანალიზი.
მესამე თავში განხილულია ადმინისტრაციული სახდელის აღსრულება;
ნაშრომის შემდეგი თავი შეეხება კვლევის შედეგებს.
სამაგისტრო ნაშრომის დასკვნაში კვლევის შედეგად მიღებული ძირითადი დასკვნებია გადმოცემული.
სამაგისტრო ნაშრომი მოიცავს ნაბეჭდ 65 გვერდს.The master thesis is performed on the topic of administrative penalties and their application in practice.
The master thesis consists of an annotation, introduction, three chapters, fifteen subsections and a conclusion, which is attached to the list of used literature.
The first chapter of the paper discusses administrative penalties and their types. The following types of administrative penalties used in practice are studied: warning, fine, confiscation of an object for administrative offense, confiscation of the object for administrative offense, suspension of the right to drive a vehicle granted to a citizen, administrative deprivation of liberty, deprivation of the right to bear arms, deprivation of arms.
The second chapter of the paper deals with the imposition of an administrative penalty. The rules of imposing an administrative penalty, the rules of imposing an administrative penalty for a customs violation at the customs border, the analysis of the amendments to the Code of Administrative Offenses and the analysis of the case law of imposing an administrative penalty are discussed.
The third chapter discusses the execution of an administrative penalty;
The next chapter of the paper deals with the results of the research.
The conclusion of the master thesis presents the main conclusions obtained as a result of the research.
The master thesis includes 65 printed pages
ადმინისტრაციული ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული ინვესტიცია და მისი სამართლებრივი დაცვის მექანიზმები
Franchising as a means of entering the international market and its features
ნაშრომი თემაზე „ფრენჩაიზინგი, როგორც საერთაშორისო ბაზარზე გასვლის საშუალება და მისი თავისებურებები“ მიზნად ისახავს ფრენჩაიზინგის მახასიათებლების, დადებითი და უარყოფითი მხარეების შესწავლას, მის როლს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში, დადებით და უარყოფით მხარეებს.
ნაშრომის შესავალში მოცემულია თემის აქტუალურობა, მიზანი, ამოცანები, კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის საგანი და ობიექტი.
ნაშრომის პირველი თავი მოიცავს საერთაშორისო ბიზნესის და მისი არსის მიმოხილვას გლობალიზაციის პირობებში.
ნაშრომის მეორე თავი მოიცავს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მარკეტინგული სტრატეგიების შესწავლას, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრების მახასიათებლების, მულტინაციონალური და გლობალური კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე გასვლის რისკს და სტრატეგიებს.
მესავე თავი დათმობილი აქვს ფრენჩაიზინგის, როგორც საერთაშორისო ბაზარზე გასვლის საშუალებას და მის თავისებურებებს, ფრანჩაიზინგის წარმოშობას და არსს, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების მიმოხილვას.
ნაშრომის ბოლოს მოცემულია კვლევა, კვლევის შედეგები, დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურა.The paper on "Franchising as a means of entering the international market and its features" aims to study the characteristics, pros and cons of franchising, its role in international economic relations, pros and cons.
The introduction of the paper gives the urgency of the topic of the paper, purpose, objectives, research methodology, research subject and object.
The first chapter of the paper includes an overview of international business and its essence in the context of globalization, the essence of international business, the international business system and international business in the context of globalization.
The second chapter of the paper covers the marketing strategies of entering the international market, the characteristics of national and international markets, the risk of multinational and global companies entering the international market and marketing strategies.
The third chapter is devoted to franchising as an opportunity to enter the international market and its features, the origin and essence of franchising, an overview of the pros and cons.
At the end of the paper there is a research, research results, conclusion and used literature
Preliminary Report on Archaeological Excavations in Sophtades, Cyprus: Pre-Byzantine Pottery
The article is devoted to the materials found during the excavations of St. George Church located in the southern part of Cyprus, near the village of Softades. In the cultural layers inside of this church, pottery belonging to the Roman period, Iron Age and Late Bronze Age has been discovered. It is discussed in this article
Marketing of ethnic products in international markets
წარმოდგენილი ნაშრომი ეხება, ეთნო პროდუქტების მარკეტინგს და მათ პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე. მარკეტინგულ საშუალებებს რომლებსაც იყენებენ ქართული კომპანიები ეთნო პროდუქტის პოპულარიზაციისათვის საერთაშორისო ბაზრებზე. სამაგისტრო ნაშრომი შედგება ოთხი თავისგან.
პირველ თავში განხილულია მარკეტინგის ისტორია მისი არსი, ძირითადი მახასიათებლები, განსხვავებები და მიზნები. რაზეა აქცენტის გაკეთება საჭირო და რომელი ფაქტორების გათვალისწინეება საჭირო იმისთვის, რომ მარკეტინგული საქმიანობა სწორი და წარმატებული იყოს?
მეორე თავში განხილულია ეთნოპროდუქტები და მათი წარმოშობა რა მიეკუთვნება ეთნოპოდუქტებს და როგორი დამოკიდებულებაა თანამედროვე სამყაროში მსგავსი პროდუქტის მიმართ. ქართული ეთნოპროდუქტები და მათი მწარმოებელი კომპანიების სტრატეგია და მარკეტინგული საშუალებები რომლებსაც ისინი იყენებენ.
მესამე თავში წარმოდგენილია კვლევა ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით, რომელიც ეხება ქართულ კომპანიებ, მათ სამოქმედო სტრატეგიას და ბიზნეს გარემოს, საერთაშორისო ბაზრებისათვის.
ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილია დასკვნა და გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც შეეხება ეთნო პროდუქტების მარკეტინგს საერთაშორისო ბაზრებზე.The presented paped deals with marketing of ethno products and positioning in international markets, Ebout the marketing tools used by georgian ethno companies to promote an ethno product in international markets. The master thesis consists of four chapters.
First chapter discuss the history of marketing, its main ponts, main features, differences and goals, What do you need to focus on and what factors need to be taken firstly into account in order for a marketing activity to be right and successful?
The second chapter discusses ethnoproducts and their origin, what belongs to ethnoproducts and what is the attitude towards a similar product in todays world. Georgian ethnoproducts and the strategy of their manufacturing companies and the marketing tools to which they apply.
The third chapter presents a survey using in-depth interview method, which deals with Georgian companies, their action strategy and business environment for international markets.
At the end of the paper there is a conclusion and some recommendations regarding the marketing of ethnic products in international markets