E-Journals Portal of Association for Science
Not a member yet
    4096 research outputs found

    საქართველოს რადიოს ისტორიის საწყისი ეტაპები

    No full text
     The article presents data on the history of Georgian radio broadcasting from its establishment until 1925. The contribution of Georgian scientists, inventors and public figures to this national cause is discussed. სტატიაში წარმოდგენილია მონაცემები ქართული რადიომაუწყებლობის ისტორიის შესახებ დაარსებიდან 1925 წლამდე. განხილულია ქართველი მეცნიერების, გამომგონებლებისა და საზოგადო მოღვაწეების წვლილი ამ ეროვნულ საქმეში

    ორნამენტის ფერისა და ფორმის კავშირი ტრიკოტაჟის ტილოს ხლართის სტრუქტურასთან

    No full text
           Color is one of the most powerful ways to influence human emotions. It has always been the main means of designing knitwear. The role of color is very important for a person’s well-being, which is why it is always involved, along with other means in the creation of ornamental compositions. A color acquires a certain artistic expressiveness when it interacts with other colors and creates a color system. The effect of spatial color mixing is often used in textile and knitwear patterns in which a pattern is created by intertwining threads or yarns of different colors. Due to its structure knitwear has a spatial structure that affects the perception of color. The paper presents the influence of the structure and composition of the yarn of the loops forming the knitted structure on the color of the product, but if the distance increases they are no longer visible and only the pattern of the ornament in the corresponding color is visible. When looking at the ornament depicted on the knitwear from a short distance individual threads and loops of different colors are visible.ფე­რი არის ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სა­შუ­ა­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის გრძნო­ბებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა. ის ყვე­ლა დრო­ში იყო ტრი­კო­ტა­ჟის დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტის ძი­რი­თა­დი სა­შუ­ა­ლე­ბა. ფე­რის რო­ლი ადა­მი­ა­ნის კე­თილ­გან­წყო­ბი­სათვის ძა­ლი­ან მნიშვნელოვანია, ამიტომ არის რომ ორ­ნა­მენ­ტუ­ლი კომ­პო­ზი­ცი­ის შექმნაში ის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან ერ­თად ყო­ველ­თვის მო­ნა­წი­ლე­ობს. ფე­რი ღე­ბუ­ლობს გარ­კვე­ულ მხატ­ვრულ გა­მომ­ხატ­ვე­ლო­ბას, რო­ცა ის შე­დის ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბა­ში სხვა ფე­რებ­თან და ქმნის ფერ­თა სის­ტე­მას. ფერ­თა სივ­რცობ­რი­ვი შე­რე­ვის ეფექ­ტი ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­ფე­იქ­რო და სატ­რი­კო­ტა­ჟო ორ­ნა­მენ­ტებ­ში, რომ­ლებ­შიც სხვა­დას­ხვა ფე­რის ძა­ფე­ბის ან ნარ­თის გა­დახ­ლარ­თვის გზით წარ­მო­იქ­მნე­ბა ნა­ხა­ტი. ტრიკოტაჟს თავისი სტრუქტურიდან გამომდიანრე აქვს სივრცითი აღნაგობა რაც გავლენას ახდენს ფერის აღქმაზე.  ტრიკოტაჟზე გამოსახულ ორ­ნა­მენ­ტზე მცი­რე მან­ძილ­იდან დაკვირვებისას ჩანს ცალ­კე­უ­ლი სხვა­დას­ხვა ფე­რის ძა­ფე­ბი და მარ­ყუ­ჟე­ბი, მაგ­რამ მან­ძი­ლის გა­დი­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი აღარ ჩა­ნან, და ჩანს მხო­ლოდ ორ­ნა­მენ­ტის ნა­ხა­ტი შესაბამისი ფერით.  ნაშრომში წარმოდგენილია ტრიკოტაჟის სტრუქტურის მისი წარმომქმნელი მარყუჟების, ნართის სტრუქტურისა და შემადგენლობის გავლენა ნაწარმის ფერზე. &nbsp

    შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და სამშენებლო სექტორის გამოწვევები

    No full text
           The construction sector is a key sector of the economy, employing a large number of employees of various specialties and qualifications, all of whose work is associated with serious injuries and occupational diseases. Therefore, it consistently occupies a leading position in the statistical indicators of accidents. The requirements of the new legislative regulations are mandatory for all employers and employees. In 2023, the number of fatal accidents in the workplace amounted to 34, in which only male representatives were involved, and 21 of them were directly related to construction. Accordingly, there are more severe and even more moderate injuries. Health, safety and environmental management in construction involves a critical and impartial approach to identifying, assessing and reducing the risks associated with construction activities. It includes a wide range of practices designed to prevent accidents, occupational diseases and environmental impacts in the workplace. Occupational safety management systems combine policies, procedures, training and monitoring mechanisms to ensure compliance with safety regulations and standards, promote a safety culture and minimize construction incidents. The role of occupational safety in construction is multifaceted and complex. Its primary objective is to protect the physical well-being of employees. This includes ensuring safe working conditions, providing appropriate personal protective equipment, and implementing training programs to increase workers’ awareness and competence in relation to potential hazards. Effective management also includes regular site inspections, risk assessments, and the establishment of emergency response procedures to promptly address any incidents that may arise in a given work area. Occupational safety in construction also extends to environmental protection. Construction activities can have a negative impact on the natural environment. Environmental management plans are developed to reduce the adverse impacts of construction activities on air, water and soil quality, thereby ensuring environmental protection and preservation. Compliance with modern, improved legislation and industry standards, in addition to safety, is a requirement of moral and ethical principles. It contributes to the positive reputation of construction companies, strengthens their competitiveness, and contributes to the successful implementation of their future projects.        სამშენებლო სექტორი ეკონომიკის ძირითადი დარგია,  ჰყავს სხვადასხვა სპეციალობებისა და კვალიფიკაციის უამრავი დასაქმებული, თითმის ყველა სამუშაო დაკავშირებულია მძიმე ტრავმებთან და პროფესიულ დაავადებებთან. აქედან გამომდინარე, უბედური შემთხვევების სტატისტიკურ მაჩვენებლებში მუდმივად იკავებს წამყვან პოზიციას. ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მოთხოვნები სავალდებულოა დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ნებისმიერი წრისათვის. 2023 წელს სამუშაო სივრცეში მომხდარი ფატალური უბედური შემთხვევების რაოდენობამ 34შეადგინა, რომელშიც მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ და აქედან 21 უშუალოდ მშენებლობაზე მოდის. შესაბამისად, მეტია მძიმე და კიდევ უფრო მეტი საშუალო სიმძიმის ტრავმები. ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს მენეჯმენტი მშენებლობაში მოიცავს კრიტიკულ და მიუკერძოებელ მიდგომას სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირების, შეფასების და შემცირების მიზნით. იგი მოიცავს პრაქტიკის ფართო სპექტრს, რომელიც შექმნილია სამუშაო ადგილზე ავარიების, პროფესიული დაავადებების და გარემოზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემები აერთიანებს პოლიტიკას, პროცედურებს, ტრენინგს და მონიტორინგის მექანიზმებს უსაფრთხოების რეგულაციებისა და სტანდარტების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობიასა და სამშენებლო ინციდენტების მინიმუმამდე დაყვანას. შრომის უსაფრთხოების როლი მშენებლობაში მრავალმხრივი და სვალდებულოა. მისი ძირითადი მიზანია დაიცვას დასაქმებულთა ფიზიკური კეთილდღეობა. ეს გულისხმობს უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას, შესაბამისი პერსონალური დამცავი აღჭურვილობის უზრუნველყოფას და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რათა გაზარდოს მუშაკების ინფორმირებულობა და კომპეტენცია პოტენციურ საფრთხეებთან მიმართებაში. ეფექტური მენეჯმენტი ასევე მოიცავს უბნის რეგულარულ ინსპექტირებას, რისკების შეფასებას და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცედურების ჩამოყალიბებას ნებისმიერი ინციდენტის დროულად მოსაგვარებლად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამა თუ იმ სამუშაო სივრცეში. შრომის უასფრთხოება მშენებლობაში ვრცელდება გარემოს დაცვაზეც. სამშენებლო საქმიანობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბუნებრივ გარემოზე.  გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმები შემუშავებულია ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ხარისხზე სამშენებლო საქმიანობების მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, რითაც უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და მის მოფრთხილებას. თანამედროვე გაუმჯობესებული კანონმდებლობისა და დარგობრივი სტანდარტების დაცვა, გარდა უსაფრთხოებისა, მორალური და ეთიკური პრინციპების მოთხოვნაა,იგი ხელს უწყობს სამშენებლო კომპანიების პოზიტიურ რეპუტაციას, აძლიერებს კონკურენტუნარიანობას და ხელს უწყობს მათი მომავალი პროექტების წარმატებულგანხორციელებას

    ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების გამოყენების ეფექტიანობის შეფასების ბიზნეს-პროცესის დაპროექტება

    No full text
    For successful functioning of organization, information technologies and systems must be properly selected/designed, implemented, and, no less importantly, their development must be proceeded properly. Information technologies and systems are not introduced or developed spontaneously; their design/acquisition, processing, and development are carried out on the basis of an information technology strategy and, within its framework, information systems sub-strategy. It can be said that an integral and important part of the work at each stage of the life cycle of information technologies and systems is the assessment of their effectiveness. The effectiveness of information technologies and systems is assessed using various approaches and methods, focusing on different parameters. There are many types of parameters and their classification for the effectiveness assessing of information technologies and systems.  In the paper it is discussed a classification of parameters according to which parameters are divided into two groups based on their evaluation methods: relative and absolute.  Relative evaluation is divided into the following groups: evaluation of task performance and labor productivity indicators, while absolute evaluation combines evaluation of operational, technical, and economic efficiency indicators. In the paper there are presented methods for assessing effectiveness based on these indicators. It is worth noting that the abundance of evaluation parameters and methods leads to certain problems in terms of their selection. Each company chooses for itself what parameters and, accordingly, what methods to use to assess the effectiveness of information technologies and systems. In the paper it is payed special attention to the process of evaluating the effectiveness of information technologies and systems, which in turn must be conducted correctly and optimally. For this purpose, the development of a business process for assessing of the effectiveness of information technologies and systems, the construction of a business process model, its simulation, and the discussion of the results of this simulation are presented.            ორგანიზაციის წარმატებული ფუნქციონირებისთვის  ინფორმაციული ტექნოლოგიები  და სისტემები სწორად უნდა იყოს არჩეული/დაპროექტებული, დანერგილი და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწორად უნდა მიმდინარეობდეს მათი განვითარება. ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები არ ინერგება და არ ვითარდება სპონტანურად, მათი  დაპროექტება/შეძენა, დამუშავება, განვითარება ხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიების და მის ფარგლებში ინფორმაციული სისტემების სტრატეგიის საფუძველზე. შეიძლება ითქვას, რომ  ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების სასიცოცხლო ციკლის თითოეული ეტაპის სამუშაოების განუყოფელ და მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მათი ეფექტიანობის შეფასება. ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების ეფექტიანობის შეფასება ხდება სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით განსხვავებულ პარამეტრებზე ყურადღების გამახვილებით. არსებობს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების ეფექტიანობის შეფასების მრავალი სახის პარამეტრი და მათი კლასიფიკაცია. ნაშრომში განხილულია კლასიფიკაცია, რომლის მიხედვითაც პარამეტრები იყოფა მათი შეფასების მეთოდებით ორ ჯგუფად: შეფარდებითი და აბსოლუტური შეფასების. შეფარდებითი შეფასება იყოფა შემდეგ ჯგუფებად - ამოცანების შესრულების და შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებლების შეფასებად, ხოლო აბსოლუტურ შეფასებაში ერთიანდება  ოპერაციული, ტექნიკური და ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლების შეფასება. ნაშრომში მოყვანილია შესაბამისი ეფექტიანობის მაჩვენებლები და მათი შეფასების მეთოდები. აღსანიშნავია, რომ შეფასების პარამეტრების და მეთოდების სიმრავლე განაპირობებს გარკვეულ პრობლემებს მათი შერჩევის თვალსაზრისით. თითოეული კომპანია თვითონ  ირჩევს,  თუ რა პარამეტრების მიხედვით და,  შესაბამისად, რა მეთოდებით შეაფასოს ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების ეფექტიანობა. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების ეფექტიანობის შეფასების პროცესს, რომელიც თავის მხრივ სწორად და ოპტიმალურად უნდა იყოს წარმართული. ამ მიზნით წარმოდგენილია ინფორმაციული ტექნოლოგიების და სისტემების ეფექტიანობის შეფასების ბიზნეს-პროცესის შემუშავება, ბიზნეს-პროცესის მოდელის აგება, მისი სიმულაცია და ამ სიმულაციის შედეგების განხილვა

    ფარმაცევტული ბაზარი და სააფთიაქო მომსახურება: გამოწვევების და შესაძლებლობების ანალიზი გერმანული მოდელის მაგალითზე

    No full text
    The experience and professional competence of pharmacists have a significant impact on improving the health status of patients. Specialists in the field ensure compliance with regulatory requirements for the supply of medicines to the population. Pharmacies constantly adapt to the changing dynamics of social, demographic, and scientific-technological changes, which allows the system to respond to the diverse needs of patients. The process of active transformation in society poses significant challenges for the healthcare sector. Changes such as lifestyle differentiation, urbanization intensity, and population aging are also reflected in the delivery of pharmaceutical services. At the same time, the progress of science and technology leads to the digital transformation of the healthcare system, creating a need for strategic adaptation and new opportunities. Pharmacies and the healthcare system, in general, are committed to quickly adapting to modern challenges and developing innovative, patient-centered, high-quality services. In the long run, this approach will ensure the efficiency and sustainability of the system. In light of ongoing changes and emerging challenges, it is advisable to consider international best practices to enhance the effectiveness of the pharmaceutical sector. For this purpose, the peculiarities of the system were compared with the German model, and challenges and recommendations were identified to support the development of the field and ensure the optimization and safety of medication treatment for the population.ფარმაცევტების გამოცდილება და პროფესიული კომპეტენცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დარგის სპეციალისტები უზრუნველყოფენ მოსახლეობისთვის მედიკამენტების მოწოდების მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობას. აფთიაქები მუდმივად ერგებიან სოციალური,  დემოგრაფიული, მეცნიერულ-ტექნოლოგიური ცვლილებების ცვალებად დინამიკას, რაც  საშუალებას აძლევს სისტემას ადაპტირდეს პაციენტების მრავალფეროვან საჭიროებებთან.  საზოგადოების აქტიური ტრანსფორმაციის პროცესი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს. ცვლილებები, როგორიცაა ცხოვრების სტილის დიფერენციაცია, ურბანიზაციის ინტენსივობა,  მოსახლეობის დაბერება აისახება ფარმაცევტული სერვისების მიწოდებაზეც.  პარალელურად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების  პროგრესი განაპირობებს რა  ჯანდაცვის სისტემის ციფრულ ტრანსფორმაციას, ქმნის სტრატეგიული ადაპტაციის და განსხვავებული შესაძლებლობების  აუცილებლობას. აფთიაქები და ზოგადად, ჯანდაცვის სისტემა ვალდებულია სწრაფად მოერგოს თანამედროვე გამოწვევებს და შეიმუშაოს ინოვაციური, პაციენტებზე ორიენტირებული, გაუმჯობესებული ხარისხის მომსახურება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ გზით იქნება შესაძლებელი სისტემის  ეფექტურობის და მდგრადობის მიღწევა. მიმდინარე პროცესების ცვლილებების და გამოკვეთილი გამოწვევების ფონზე, მიზანშეწონილია საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გათვალისწინება ფარმაცევტული სექტორის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. სწორედ ამ მიზნით,  სისტემის  თავისებურებები შედარებულ იქნა გერმანიის მოდელთან, გამოიკვეთა გამოწვევები და შემუშავდა რეკომენდაციები ფარმაციის, როგორც დარგის განვითარების, ასევე მოსახლეობის მედიკამენტებით მკურნალობის ოპტიმიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

    საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის არსებული მოდელის სრულყოფა სმარტ ტელემატიკური სისტემების გამოყენებით

    No full text
    In light of the increasing urban development and growth of modern cities, shortcomings and problems have emerged within existing models of road traffic organization in large urban areas. Consequently, it\u27s crucial to thoroughly re-evaluate problematic issues related to traffic organization. This can largely be achieved by implementing "just-in-time" monitoring and enforcement systems for managing vehicle flows on roads, integrating them into current methods and models. This is attainable through the re-equipping of technical means for road traffic organization, their modification, and the development of appropriate software.თანამედროვე ქალაქების ურბანული მზარდი განვითარების და ზრდის კვალდაკვალ, გამოიკვეთა დიდ ქალაქებში საგზაო მოძრაობის ორგანიზების არსებული მოდელების ნაკლოვანებები და პრობლემები, შესაბამისად უაღრესად მნიშვნელოვანია საფუძვლიანად გადაიხედოს მოძრაობის ორგანიზაციის პრობლემატური საკითხები, რაც შეიძლება დიდი დოზით მოხდეს არსებულ მეთოდებსა და მოდელებში, სატრანსპორტო საშუალებების ნაკადების გზებზე მოძრაობის მართვის ,,ზუსტად დროში“ მოთვალთვალე და აღმსრულებელი სისტემების დანერგვა, რაც მიღწევადია საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების გადაიარაღებით, მათი მოდიფიცირებისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების გზით

    ობიექტურ–ორიენტირებული მონაცემთა ბაზების შესახებ

    No full text
    The article discusses the importance of using databases and highlights the shortcomings of relational databases when processing large volumes of data. It is noted that one way to overcome these limitations is through the use of object-oriented databases. The essence of such databases is defined by the object-oriented approach. This approach involves object-oriented design and object-oriented programming. The article outlines the key concepts of object-oriented design and programming. To construct databases using the object-oriented approach, the following are essential: Data encapsulation, i.e., the definition of classes and objects; Specification of the structure of tables; Creation of class inheritance for data; Ensuring polymorphism, among other aspects. It is noted that only those databases in which all structural elements are implemented using the object-oriented approach are considered object-oriented databases. If even one structural element does not use the object-oriented approach, the database is classified as an object-relational database. The paper presents the advantages of object-oriented databases (OODB) compared to relational databases. These include: Better system modeling capabilities; Easier structural extensibility enabled by the creation of new data types (attributes), inheritance, establishing new relationships, and method modification capabilities; The ability to use recursive methods when accessing large datasets via navigational methods; 3 to 20 times or more performance improvement; A wide range of applications (e.g., in multimedia systems, graphics), among others. It is worth noting that object-oriented databases require 4 to 5 times more memory compared to relational databases. In object-oriented databases, data access and query execution are performed using program code written in an object-oriented programming language (e.g., Java, C++, Python). Some modern object-oriented databases provide an extended version of the SQL language. The article also describes several widely used object-oriented database management systems available today. Code fragments are provided for one of the most popular systems-Versant Object Database.სტატიაში განხილულია მონაცემთა ბაზების გამოყენების მნიშვნელობა; რელაციურ მონაცეთა ბაზების ნაკლოვანი მხარეები დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავებისას. აღნიშნულია, რომ  ამ ნაკლოვანებების თავიდან აცილების ერთ–ერთ საშუალებას წარმოადგენს ობიექტურ–ორიენტირებული მონაცემთა ბაზები. ასეთი ბაზების არსი განისაზღვრება ობიექტურ–ორიენტირებული მიდგომით. ობიექტურ–ორიენტირებული მიდგომა გულისხმობს ობიექტურ–ორიენტირებულ პროექტირებას და ობიექტურ ორიენტირებულ პროგრამირებას. ჩამოყალიბებულია ობიექტურ–ორიენტირებული პროექტირებისა და ობიექტურ–ორიენტირებული პროგრამირების ძირითადი ცნებები.           მონაცემთა ბაზების აგების ობიექტურ–ორიენტირებული მიდგომისათვის აუცილებელია: 1).მონაცემთა ინკაფსულაცია ე.ი. კლასებისა და ობიექტების გამოყოფა; 2).ცხრილების სტრუქტურის განსაზღვრა; 3).მონაცემებისათვის კლასების მემკვიდრეობის შექმნა; 4).პოლიმორფიზმის უზრუნველყოფა და სხვა.          აღნიშნულია, რომ ობიექტურ–ორიენტირებულ მონაცემთა ბაზებს  მიეკუთვნება მხოლოდ ის მონაცემთა ბაზები, რომელთა რეალიზაციის ყველა სტრუქტურული ელემენტი აგებულია ობიექტურ–ორიენტირებული მიდგომით. თუ ერთი მაინც სტრუქტურული ელემენტი არ გამოიყენებს ობიექტურ–ორიენტირებულ მიდგომას, მაშინ საქმე გვაქვს ობიექტურ–რელაციურ მონაცემთა ბაზებთან. ნაშრომში ჩამოყალიბებულია  რელაციურ    მონაცემთა ბაზებთან შედარებით  ოომბ–ის უპირატესობები. ესენია: 1).სისტემის მოდელირების უკეთესი შესაძლებლობები; 2).სტრუქტურის ადვილად გაფართოების უნარი, რაც განპირობებულია ახალი ტიპის მონაცემების (თვისებების) შექმნით, მემკვიდრეობით, ახალი კავშირების დამყარებით და მეთოდების კორექტირების საშუალებებით. 3).რეკურსული მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა დიდი მოცულობის მონაცემებზე ნავიგაციური მეთოდით მიმართვისას;  4).მწარმოებლობის ამაღლება 3–20–ჯერ და მეტად; 5).გამოყენების ფართო სპექტრი (მაგალითად, გამოიყენება მულტიმედიურ სისტემებში, გრაფებში)   და სხვა.          აღსანიშნავია, რომ ობიექტურ–ორიენტირებული მონაცემთა ბაზები რელაციურ მონაცემთა ბაზებთან შედარებით საჭიროებს 4-5–ჯერ მეტ მეხსიერებას.          ობიექტურ-ორიენტირებულ მონაცემთა ბაზებში მონაცემებთან წვდომა და  მოთხოვნების შექმნა ხდება პროგრამული კოდით, რომელიც დაწერილია ობიექტურ-ორენტირებულ ენაზე  (მაგ. Java, C++, Python). ზოგიერთ თანამედროვე ობიექტურ-ორენტირებულ მონაცემთა ბაზას აქვს SQL  ენის-ის გაფართოებული ვერსია.          სტატიაში მოცემულია  თანამედროვე პირობებში ფართოდ გამოყენებული რამოდენიმე ობიექტურ–ორიენტირებული მონაცემთა ბაზების მართვის სისტემის სახეები.   მოყვანილია პროგრამის ფრაგმენტები ერთ-ერთი პოპულარული მონაცემთა ბაზების მართვის სისტემისათვის-Versant Object Database

    DevOps-ის პრაქტიკის შეფასება წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებში

    No full text
    In today’s rapidly evolving technological landscape, organizations are constantly searching for methodologies that can help them deliver high-quality software efficiently and reliably. DevOps has emerged as a transformative approach, not only introducing technological innovation but also fostering cultural and organizational change. This article explores DevOps practices in successful international companies, based on a survey of experts across various industries. The study highlights both the benefits and challenges of DevOps implementation, with particular focus on how these experiences can guide the development of DevOps in Georgia. The findings emphasize that while technological tools are essential, the key to success lies in cultural readiness, professional development, and strategic planning.დღევანდელ სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიურ ლანდშაფტში, ორგანიზაციები მუდმივად ეძებენ მეთოდოლოგიებს, რომლებიც დაეხმარება მათ მაღალი ხარისხის პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურად და საიმედოდ მიწოდებაში. DevOps გაჩნდა, როგორც ტრანსფორმაციული მიდგომა, რომელიც არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციებს ნერგავს, არამედ ხელს უწყობს კულტურულ და ორგანიზაციულ ცვლილებებს. ეს სტატია იკვლევს DevOps-ის პრაქტიკას წარმატებულ საერთაშორისო კომპანიებში, სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე. კვლევა ხაზს უსვამს DevOps-ის დანერგვის უპირატესობებსა და გამოწვევებს, სტატიაში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ გამოცდილებამ წარმართოს DevOps-ის განვითარება საქართველოში. დასკვნები ხაზს უსვამს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური ინსტრუმენტები აუცილებელია, წარმატების გასაღები კულტურულ მზადყოფნაში, პროფესიულ განვითარებასა და სტრატეგიულ დაგეგმვაშია

    The Use of Artificial Intelligence in CI/CD Systems: Enhancing Security and Managing Risks

    No full text
    Organizations in the public and private sectors increasingly implement Continuous Integration (CI) and Continuous Deployment (CD) processes to streamline software delivery. These processes, supported by automation and DevOps practices, enable frequent code releases. However, the rise of adversarial threats—such as AI-enhanced social engineering, adversarial machine learning, and large-scale data leaks—introduces complex security challenges. This article explores the integration of Artificial Intelligence (AI) and Machine Learning (ML) into CI/CD pipelines, highlighting how these technologies enhance security posture through real-time threat detection, automated incident response, and predictive analytics. Key areas include Explainable AI (XAI), Federated Learning (FL), adversarial attack prevention, and AI-powered malware detection. The study further discusses visualization techniques for security monitoring (ROC curves, histograms, pie charts), supported by 2024 statistical insights into AI adoption in CI/CD environments

    დეპრესიის მკურნალობისთვის ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის მეთოდისადმი დამოკიდებულებების კვლევა

    No full text
    Background. Transcranial Magnetic Stimulation (TMS), a non-invasive brain stimulation method, is a first-line treatment for patients with treatment-resistant depression (TRD). However, its implementation in Georgia remains limited due to knowledge gaps, a lack of systemic support, and cultural barriers. Objective. This study examined the perspectives of patients and therapists towards the newly established TMS service at Ilia State University, which was supported by the Competitive Innovations Fund (CIF). It focused on motivations for engaging in treatment, experiences with the service, and perceived barriers to service utilisation. Methods. A qualitative design was employed, combining case studies and a focus group. Two patients with TRD who completed the full TMS course alongside psychopharmacological treatment were interviewed both clinically and in-depth, and their clinical documentation was analysed. Additionally, a focus group was conducted with five therapists involved in providing TMS care. Results. Patients were motivated by renewed hope after long-term, ineffective treatment. Barriers included depressive symptoms, stigma, and anxiety about the unfamiliar method. Therapists initially expressed ambivalence, which shifted to professional satisfaction and trust in the method as they observed improved clinical outcomes in the patients and sustained patient well-being. Conclusion. Despite existing challenges, accurate information, combined treatment approaches, and supportive care increase the acceptability and effectiveness of TMS. Key obstacles remain, including a lack of professional training, absence of clear and patient-friendly information about the method and adapted clinical protocols; yet, patient motivation and hope appear to be decisive factors in treatment engagement.შესავალი.ტვინის არაინვაზიური ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის (ტმს)[1] მეთოდი პირველი რიგის რეკომენდაციაა მკურნალობისადმი რეზისტენტული დეპრესიის მქონე პაციენტებისთვის. ამ მეთოდის დანერგვას საქართველოში ჯერ კიდევ თან ახლავს ცოდნის, სისტემური მხარდაჭერისა და კულტურული შეზღუდვების ბარიერები. მიზანი. კვლევის მიზანი იყო, გამოგვევლინა პაციენტთა და თერაპევტთა პერსპექტივა და დამოკიდებულებები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურენტული ინოვაციების ფონდის მხარდაჭერით დაფუძნებულ ტმს მკურნალობის მეთოდის მიმართ — მკურნალობაში ჩართვისა და დარჩენის მოტივაცია, გამოცდილება, გამოწვევები/ბარიერები.  მეთოდოლოგია. კვლევა  ეფუძნება თვისებრივ მიდგომას და მასში გამოყენებულია ორი მეთოდი - შემთხვევის ანალიზი და ფოკუს ჯგუფი. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა ტმს სერვისის მიმღები ორი პაციენტის შემთხვევა, ვისაც მკურნალობა-რეზისტენტული დეპრესიის დიაგნოზი ჰქონდა და ტმს მომსახურების სრული კურსი გაიარა, ფსიქოფარმაკოლოგიურ მკურნალობასთან კომბინაციაში; ამ მიზნით მათთან ჩატარდა კლინიკური ინტერვიუები, ჩაღრმავებული ინტერვიუები და მოხდა მათი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით. კვლევის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა ფოკუს ჯგუფი ხუთ თერაპევტთან, ვინც ტმს მკურნალობას აწვდიდა სერვისის პაციენტებს.  შედეგები. პაციენტებში თვალსაჩინოა მკურნალობაში ჩართვის გულწრფელი მოტივაცია, რაც წლების მანძილზე ძირითადად უშედეგო და ხანგრძლივი მკურნალობის გამოცდილების შემდგომ ახალი “იმედის” გაჩენას უკავშირდება. მკურნალობაში ჩართვის ბარიერებს თავად დეპრესიული მდგომარეობის სიმპტომები განაპირობებს (უიმედობა, ენერგიის და მოტივაციის ღრმა დაქვეითება), თუმცა, ასევე, სახეზეა გარკვეული შფოთვა და სტიგმა ახალი მეთოდის მიმართ. თერაპევტების დამოკიდებულება ინოვაციური მკურნალობისადმი დასაწყისში იყო ამბივალენტური, რაც პაციენტთა ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, და ამ გაუმჯობესების შენარჩუნებასთან ერთად, შეიცვალა პროფესიული კმაყოფილებით, მეტი თავდაჯერებულობითა და მეთოდის მიმართ ნდობის ამაღლებით.  დასკვნა. გარკვეული სირთულეების და ბარიერების მიუხედავად, მკურნალობის შესახებ სწორად მიწოდებული ინფორმაცია, გუნდის მხრიდან პროფესიული მხარდაჭერა (რაც გულისხმობდა მდგომარეობის მართვისადმი კომბინირებულ მიდგომას), და სერვისის ხელმისაწვდომობა ზრდის ტმს მკურნალობის მიღებისა და მიყოლის ალბათობასა და  ეფექტურობას. მთავარი გამოწვევებია: მეთოდის გამოყენებაში სპეციალისტების განათლების დონე, ზუსტი და ნათელი ინფორმაცია მეთოდის შესახებ და ქართულ კონტექსტთან მორგებული მკურნალობის პროტოკოლების შექმნა. პაციენტთა მხრიდან მკურნალობის მიღების მოტივაცია და იმედი მკაფიოდ წარმოჩნდება, როგორც გადამწყვეტი ფაქტორი. &nbsp

    2

    full texts

    4,096

    metadata records
    Updated in last 30 days.
    E-Journals Portal of Association for Science
    Access Repository Dashboard
    Do you manage Open Research Online? Become a CORE Member to access insider analytics, issue reports and manage access to outputs from your repository in the CORE Repository Dashboard! 👇