E-Journals Portal of Association for Science
Not a member yet
    4096 research outputs found

    ფიბულებიანი სამარხები ბრილის სამაროვნიდან: ისტორიული მთიანი კოლხეთი, რაჭა

    No full text
    Brili is loaded in the Oni municipality (Racha), a part of the historical mountainous of Colchis with Lechkhumi and Svaneti. The excavation of the Brili cemetery started in 1939 with the leadership of archaeologists G. Gobejishvili. Complexes with fibulas were excavated at the cemetery in 1939, 1940, 1948, 1950-1953, 1960, 1961. 83 fibulas were found in 36 complexes. There are two types of burials: 1 - Pit burials, which are sometimes covered by stone slabs, or a heap of stones; 2 - Stone burials, roofless or covered with stone slabs, and sometimes with cobblestones; Burials were inhumation in an embryonic position, with one, two, or three skeletons. In addition to tombs, fibulas were excavation in the so-called ,,In the destroyed cremation burials” (4 bronze and 1 iron fibulas, in 1951), also ,,to the north of the cremation ground of the Colchian period, in the burnt layer of the Scythian period” (3 bronze and 3 iron fibulas, in 1951) [G. Gobejishvili]. Most of the fibulas from the Brill cemetery are bronze, a few are iron, and 1 is silver (burial # 9, 1960). They are III types of fibulas [Sulava, 2011: 92] and 7 species: 1 – plain-arc (III 1 a, b, d), with arc longitudinally ornamented with ,,fishbone” pattern (III 2 d), arc with circular type III ,,fishbone’’ ornament (III 3 a); 2 - with arc of right-angled section (III 6 a); 3 - with rhomboid cross-section arc (III 7 a); 4 - with discoid bulges on the arc (III 8 a, i); 5 - with bead-like arc (III 9 a); 6 - with arc adorned with segments of circular bands (III 10 a, a1); 7 - with twisted arc (III 12 a, b). Burials containing one-piece fibulas of Brill Cemetery date back to the end of the VII century or the VI-IV centuries BC. The typological nuances of Brill\u27s one-piece fibulas, the combination of typological signs, and quantitative concentration here, suggest the existence of an independent workshop. There were on the Brili cemetery have also been excavated two-piece fibulas. They are of 2 types: 1 - the arc stem is of round section (I 1 a, b), and 2 - arc stem is of rhomboid section (I 2 b). The two-piece arc-shaped fibulae of Brili should also be the work of a local workshop and dated the first centuries AD [Sulava, 2011: 212, 216, cat. 6, 7, 46-48].ბრილი, ონის მუნიციპალიტეტი, რაჭა, ისტორიული მთიანი კოლხეთის ნაწილი ლეჩხუმსა და სვანეთთან ერთად. ბრილის სამაროვნის შესწავლა 1939 წელს დაიწყო არქეოლოგ გ. გობეჯიშვილის ხელმძღვანელობით. სამაროვანზე ფიბულებიანი კომპლექსები გამოვლინდა 1939, 1940, 1948, 1950-1953, 1960, 1961 წლების გათხრების დროს. 36 კომპლექსში აღმოჩენილია 83 ფიბულა. სამარხები ორი ტიპისაა: 1.  ორმოსამარხები, რომლებიც ზოგჯერ ქვის ფილით არის დახურული, ზოგჯერ ქვაყრილიანია; 2. ქვის, უსახურავო ან ქვის ფილით, ზოგჯერ კი, რიყის ქვებით დახურული სამარხები; დაკრძალვა ინჰუმაციურია მოხრილ მდგომარეობაში, ერთი ან ორი-სამი მიცვალებულით. სამარხებს გარდა, ფიბულები აღმოჩენილია ე.წ. ,,დანგრეულ კრემაციულ სამარხში’’ (ბრინჯაოს 4 და რკინის 1 ფიბულა, 1951 წ.) და ,,კოლხური პერიოდის კრემაციული მოედნის ჩრდილოეთით, სკვითური ხანის დამწვარ ფენაში’’ (ბრინჯაოს 3 და რკინის 3 ფიბულა, 1951 წ.). ბრილის სამაროვნის ფიბულების უმრავლესობა ბრინჯაოსია, რამდენიმე რკინისაა, 1 ვერცხლის (სამარხი # 9, 1960 წ.). ისინი III ტიპის [სულავა, 2011: 92] 7 სახეობითაა წარმოდგენილი: 1. მრგვალგანივკვეთიანი რკალით,  სადა (III 1 a, b, d), სიგრძივი თევზიფხურით შემკული  (III 2 d) და ირგვლივი თევზიფხურით შემკული (III 3 a);  2.   მართკუთხაგანივკვეთიანი რკალით (III 6 a);  3. რომბისებრგანივკვეთიანი  რკალით (III 7 a);  4. რკალის თავსა და ბოლოში დისკოსებური შემსხვილებებით (III 8 a, i); 5. მძივისებრრკალიანი (III 9 a); 6.  რკალზე ირგვლივი ღარებისა თუ ზოლების სეგმენტებით  (III 10 a, a1);  7.   გრეხილრკალიანი (III 12 a, b). ბრილის სამაროვნის ერთწილადი ფიბულების შემცველი სამარხები ძვ.წ. VII ს-ის ბოლოთი ან VI-IV სს-ით თარიღდება. ბრილის  ერთწილადი ფიბულების ტიპოლოგიური ნიუანსები,  ტიპოლოგიური ნიშნების ერთობლიობა, რაოდენობრივი კონცენტრაცია, აქ, დამოუკიდებელი სახელოსნოს არსებობას გვავარაუდებინებს. ბრილის სამაროვანზე ორწილადი რკალისებური ფიბულებიც არის აღმოჩენილი. ისინი 2 სახისაა: 1. რკალის  ღერო  მრგვალგანივკვეთიანი   (I 1 a,b) და 2. რკალის  ღერო  რომბულგანივკვეთიანი (I 2 b). ბრილის ორწილადი  რკალისებური  ფიბულებიც ადგილობრივი სახელოსნოს ნახელავი უნდა იყოს და ახ.წ. პირველ საუკუნეებს განეკუთვნება [სულავა, 2011: 212, 216, კატ. 6, 7, 46-48]. ბრილის ფიბულებიანი სამარხების მასალები პირველად ქვეყნდება[1]

    Nord Stream პროექტები როგორც პოლიტიკური სტრატეგია: გერმანია-რუსეთის ურთიერთობის კრიტიკული ანალიზი

    No full text
    This article analyzes the Nord Stream 1 and 2 pipeline projects not merely as economic initiatives but as political strategies shaping the energy and foreign policy dynamics between Germany and Russia. It explores how energy infrastructure was utilized as a geopolitical instrument, creating both symbolic and structural dependence. The paper applies the theoretical lens of neoclassical realism, enabling an integrated analysis of domestic and international factors in state behavior. Despite being framed as commercial ventures, the pipelines served broader strategic goals. The war in Ukraine in 2022 marked a turning point, revealing the need for a fundamental reassessment of Germany’s energy policy and its geopolitical assumptions.          სტატია ეხება Nord Stream 1 და Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტების გაანალიზებას, როგორც გერმანია-რუსეთის ენერგეტიკული თანამშრომლობის არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ განზომილებას. ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყენებოდა ენერგია როგორც გეოპოლიტიკური ბერკეტი და როგორ შექმნა Nord Stream-მა სიმბოლური და სტრუქტურული დამოკიდებულება გერმანიის მხრიდან რუსეთზე. თეორიული ჩარჩო ეფუძნება ნეოკლასიკურ რეალიზმს, რაც შესაძლებელს ხდის სახელმწიფო ქცევის განმსაზღვრელ ფაქტორებში შიდა და საერთაშორისო განზომილების კოინტეგრირებულ ანალიზს. კვლევამ აჩვენა, რომ პროექტები, მიუხედავად ეკონომიკური არგუმენტაციისა, იქცნენ საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილად. განსაკუთრებით 2022 წლის მოვლენების შემდეგ, აშკარა გახდა, რომ გერმანიის ენერგოპოლიტიკა საჭიროებდა ფუნდამენტურ გადასინჯვას

    მშობიარობის შემდეგ განვითარებული ბროკის ფსევდოპელადა – კლინიკური შემთხვევა

    No full text
    Pseudopelade of Brocq (PPB) or Brocq’s alopecia is an uncommon and somewhat enigmatic form of scarring (cicatricial) alopecia primarily the scalp. Occasionally isolated “islands” of hair persist within these patches, accentuating the irregular, “footprint in the snow” appearance commonly described in pseudopelade. This is a specific diagnosis reached after excluding known causes of patchy scarring alopecia (pseudopelade) such as lichen planopilaris and discoid lupus erythematosus.ბროკის ფსევდოპელადა წარმოადგენს იშვიათ, პირველად ნაწიბუროვან ალოპეციას, რომელიც უპირატესად აზიანებს თავის თმიან ნაწილს (scalp). ის ხასიათდება ქრონიკული, პროგრესირებადი მიმდინარეობით და საბოლოოდ იწვევს თმის ფოლიკულების პერმანენტულ დესტრუქციასა და ატროფიას. დაზიანებები კლინიკურად ვლინდება როგორც მცირე, არარეგულარული ფორმის, სკლეროზული ალოპეციური კერები. ისინი ხშირად იძენენ დამახასიათებელ, თოვლივით თეთრ, ატროფირებულ შეხედულებას, რაც სამედიცინო ლიტერატურაში ცნობილია როგორც "ნაბიჯები თოვლში" (Footprints in the Snow). აღნიშნული ნიშანი ასახავს ფოლიკულების სრულ გაქრობას ატროფირებულ დერმის ფონზე

    ხელოვნური ინტელექტი დერმატოლოგიაში: თანამედროვე მდგომარეობა, გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები

    No full text
    Artificial intelligence has become a crucial tool in modern dermatology, enhancing diagnostic accuracy for skin neoplasms, reducing overdiagnosis, and providing standardized assessments. CNN-based models perform at or above dermatologist level in detecting melanoma and other malignancies (AUC > 0.94). AI platforms such as PhotoFinder and Doctorium help decrease unnecessary biopsies by 20–30%, significantly enhances diagnostic yield, achieving a validated diagnostic accuracy of 90% or greater. AI is widely applied in dermoscopy, histopathology, and trichoscopy, enabling automatic structure recognition, mitotic count analysis, and classification of hair loss disorders. Despite its significant potential, challenges remain, including data heterogeneity, algorithm transparency, and ethical considerations. The future of AI in dermatology lies in multimodal models, real-time risk prediction, and the integration of locally developed Georgian AI systems into clinical practice.ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე დერმატოლოგიაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა, რადგან ის აუმჯობესებს კანის ახალწარმონაქმნების დიაგნოსტიკის სიზუსტეს, ამცირებს ჰიპერდიაგნოსტიკას და უზრუნველყოფს სტანდარტიზებულ შეფასებას. CNN დაფუძნებული ალგორითმები დერმატოლოგების დონეს უტოლდებიან ან აღემატებიან მელანომისა და სხვა ნეოპლაზიების ამოცნობაში (AUC > 0.94). AI პლატფორმები, როგორიცაა PhotoFinder და Doctorium, საშუალებას იძლევა აღმოიფხვრას არასაჭირო ბიოფსიების 20–30%, 90%-ზე მაღალი სიზუსტით მოხდეს დიაგნოზის ამოცნობა და რისკის ინტელექტური ტრიაჟი. ტექნოლოგია ეფექტურად გამოიყენება დერმატოსკოპიაში, ჰისტოპათოლოგიაში და ტრიქოსკოპიაში, სადაც ავტომატურად ხდება სტრუქტურების ამოცნობა, მიტოზების დათვლა და თმის ცვენის ტიპების კლასიფიკაცია. მიუხედავად მაღალი პოტენციალისა, რჩება გამოწვევები — მონაცემთა ჰეტეროგენულობა, ალგორითმების გამჭვირვალობა და ეთიკური საკითხები. AI-ის მომავალი უკავშირდება მრავალმოდალურ მოდელებს, რეალურ დროში რისკის პროგნოზირებას და საქართველოში შექმნილი მოდელების კლინიკურ ინტეგრაციას

    მხედველობის სისტემის განვითარების ანომალიები

    No full text
    Congenital anomalies of the visual system represent a diverse group of pathologies arising from dysgenesis occurring at various stages of embryogenesis. These disorders involve morphological changes in the eyeball, its individual structures (cornea, lens, iris, retina, optic nerve), and accessory ocular organs. Severe forms include microphthalmia, anophthalmia, and cyclopia, which significantly or completely impair visual function, whereas milder anomalies—such as heterochromia, polycoria, ptosis, congenital cataract, coloboma, aniridia, and others—cause relatively minor visual impairment or may be limited to cosmetic or aesthetic defects. Early diagnosis and detailed anatomical and morphological knowledge of visual system anomalies are essential for effective clinical management and preservation of visual function.მხედველობის სისტემის თანდაყოლილი ანომალიები მრავალფეროვან პათოლოგიათა ჯგუფს წარმოადგენს, რომლებიც წარმოიშობა ემბრიოგენეზის სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარე დისგენეზიის შედეგად. აღნიშნული დარღვევები მოიცავს თვალის კაკლის, ამ უკანასკნელის ცალკეული სტრუქტურებისა (რქოვანა, ბროლი, ფერადი გარსი, ბადურა, მხედველობის ნერვი) და დანამატი ორგანოების მორფოლოგიურ ცვლილებებს. პათოლოგიის შედარებით მძიმე ფორმებს მიეკუთვნება მიკროფთალმია, ანოფთალმია და ციკლოპია, რომლებიც მნიშვნელოვნად ან სრულად აზიანებს ვიზუალურ ფუნქციას, ხოლო მსუბუქ ანომალიებს - ჰეტეროქრომია, პოლიკორია, ქუთუთოს ფტოზი, თანდაყოლილი კატარაქტა, კოლობომა, ანირიდია და სხვა, რომლებიც მხედველობით ფუნქციას შედარებით მსუბუქად აზიანებს და ზოგჯერ მხოლოდ ვიზუალური ან ესთეტიკური დეფექტით შემოიფარგლება. მხედველობის სისტემის განვითარების ანომალიათა ადრეული დიაგნოზი და დეტალური ანატომიურ-მორფოლოგიური ცოდნა წარმოადგენს საფუძველს ეფექტური კლინიკური მენეჯმენტისათვის და ვიზუალური ფუნქციის შენარჩუნებისთვის

    ქართული ღვინის ინოვაციური ტექნოლოგია

    No full text
    Wine is the business card of Georgia, and the world’s renowned enologists recognize the country as the cradle of winemaking. Vine, wine, and the people living on Georgian territory have coexisted and evolved together for more than 8,000 years. Over this long history, numerous indigenous grape varieties and diverse winemaking technologies have been developed. However, human intellectual pursuit constantly strives for innovation, steering every field - including winemaking - to a new stage of development. The present paper introduces the production technology of the dessert wine “Late Harvest,” which represents an innovation for Georgian winemaking. It outlines the technological processes distinct from those used in the production of other wine types - from raw material acquisition to bottling -which ultimately give the final product its unique character and consumer appeal. Harvesting Rkatsiteli grapes late on the mountain slope, stringing them into clusters and allowing them to dehydrate under ventilated conditions, softly pressing the shriveled berries in a hand press, fermenting the must in oak barrels at a maximum of 20 °C, and aging the wine for years—these processes contribute to the wine’s exceptional qualities. Compared to classic Rkatsiteli wine, the dessert wine displays different basic chemical parameters, a higher content of phenolic compounds, increased antioxidant activity, and distinctive organoleptic characteristics. It features not a fresh, crisp taste but more mellow tones, aromas reminiscent of dried fruit, and a deep tea-like color.  ღვინო ქართველთა სავიზიტო ბარათია, ხოლო მსოფლიოს ცნობილი ენოლოგები  საქართველოს მეღვინეობის აკვნად აღიარებენ. ვაზი, ღვინო და ქართულ ტერიტორიებზე მოსახლე ადამიანი 8000 წელზე მეტია ერთად თანაცხოვრობენ და ვითარდებიან. ამ ხნის მანძილზე ვაზის არაერთი ადგილობრივი კულტურული ჯიში და ღვინის დამზადების  არაერთი ტექნოლოგია ჩამოყალიბდა (ჭავჭავაძე ი., 2022).  თუმცა, ადამიანების გონებრივი შესაძლებლობა მუდმივად ისწრაფვის, შექმნას ინოვაციები, რასაც  ყველა დარგი განვითარების ახალ ეტაპზე გადაჰყავს, მათ შორის, მეღვინეობა    წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია სადესერტო ღვინო „გვიანი მოსავლის“ დამზადების ტექნოლოგია, რომელიც ქართული მეღვინეობისათვის  ინოვაციას წარმოადგენს; ნაჩვენებია სხვა ღვინოების წარმოებისაგან განსხვავებული ტექნოლოგიური პროცესები - ნედლეულის მიღებიდან ბოთლში ჩამოსხმამდე - რომლებიც საბოლოო  პროდუქტს განსაკუთრებულს და მიმზიდველს ხდის მომხმარებლისათვის. მთის ფერდობზე გვიან მოკრეფილი რქაწითელის ყურძნის ჯაგნებად აკინძვა და ვენტილაციის პირობებში შეჭკნობა, შემჭკნარი ყურძნის ხელის წნეხში მსუბუქად გატარება, ტკბილის დუღილი მუხის კასრებში, მაქსიმუმ, 20 0C-ზე,  ღვინის დავარგება წლების განმავლობაში, - ყველაფერი ეს ღვინოს განსაკუთრებულობას სძენს, რომელიც  განსხვავებული ძირითადი ქიმიური მაჩვენებლების, ფენოლური ნაერთების მაღალი შემცველობის, ღვინის მაღალი ანტიოქსიდანტური  და განსხვავებული ორგანოლეპტიკური თვისებების ჩამოყალიბებაში მჟღავნდება, რქაწითელის კლასიკურ  ღვინოსთან შედარებით. სადესერტო ღვინოს აქვს არა ცინცხალი გემო, არამედ  უფრო დამჯდარი ტონები და ჩირების არომატი, მუქი ჩაისფერი

    უძლური ბოროტება: „ივერია“, 1897, #161-162

    No full text
    This article examines Iakob Gogebashvili’s essay Powerless Evil (Iveria, 1897, Nos. 161–162), written in response to Giorgi Tsereteli’s unfavorable critique of his children’s stories The Guardian of the Harvest and King Erekle and the Ingilo Woman. Gogebashvili denounces both Kvali’s editorial stance and Tsereteli’s evaluation, arguing that the criticism was shaped by personal bias rather than by literary or historical criteria. In defending King Erekle and the Ingilo Woman, Gogebashvili asserts its historical plausibility, citing oral traditions and Aleksandre Orbeliani’s accounts. He highlights the longstanding tradition of Georgian women’s courage, documented in chronicles and preserved in collective memory, pointing to figures such as Princess Tekla as emblematic of national self-consciousness. The essay also underscores the patriotism and civic virtue of the Georgian peasantry, qualities disregarded by Kvali’s critic. Gogebashvili interprets this omission as evidence of the journal’s social shortcomings and condemns its dismissive attitude toward the peasant class. While polemical in tone, the text nonetheless acknowledges Tsereteli’s literary talent and his influence on public opinion. By situating this exchange within the broader context of nineteenth-century Georgian letters, the essay illustrates the dynamics of literary polemics and the contested space of national and social representation in Georgian literary criticism.სტატიაში განხილულია იაკობ გოგებაშვილის წერილი „უძლური ბოროტება“ („ივერია“, 1897, #161–162), რომელშიც მწერალი გიორგი წერეთლის კრიტიკულ წერილს პასუხობს. გოგებაშვილი მკაცრად აკრიტიკებს „კვალის“ რედაქციას და ავტორს,  რომელთაც უარყოფითად შეაფასეს მისი საბავშვო მოთხრობები „მოსავლის მცველი“ და „მეფე ერეკლე და ინგილო ქალი“. ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კრიტიკა პირადულ საფუძველზეა აგებული და არა ლიტერატურული ან ისტორიული შეფასების კრიტერიუმებზე. გოგებაშვილი განსაკუთრებით იცავს „ერეკლე მეფე და ინგილო ქალის“ სიუჟეტს და ამტკიცებს, რომ იგი არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ ისტორიულად ცნობილი ამბავია, რომელსაც როგორც ხალხური გადმოცემა, ისე ალექსანდრე ორბელიანიც ადასტურებს. მასში გამოკვეთილია ქართველი ქალის გამბედაობის ტრადიცია, რომელიც აღბეჭდილია როგორც ისტორიულ ქრონიკებში, ისე საზოგადოებრივ მეხსიერებაში. ავტორი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი მაგალითები - თეკლა ბატონიშვილისა თუ სხვა გმირი ქალების ქმედებები - ქართველი ქალის ეროვნული თვითშეგნების დასტურია. გოგებაშვილი ასევე წარმოაჩენს ქართველი გლეხობის მამულიშვილობასა და პატრიოტიზმს, რაც “კვალის” კრიტიკოსის მხრიდან უგულებელყოფილია. იგი ამაში ხედავს „კვალის“ სოციალური სუსტი მხარის გამოხატულებას და აკრიტიკებს გლეხობისადმი ზიზღის გამოვლინებებს. მიუხედავად პოლემიკური ტონისა, ავტორი გარკვეულწილად აღიარებს გიორგი წერეთლის, როგორც ნიჭიერი მწერლის, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების უნარს. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი მკაცრი პოლემიკით გამოირჩევა, მასში მაინც იკვეთება წერეთლის, როგორც ნიჭიერი მწერლის, გავლენის აღიარება. სტატიამ ორივე ავტორის შემოქმედებითი დისკუსიის მაგალითზე წარმოაჩინა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის კრიტიკული სივრცე

    განახლებადი ენერგიების ბიზნესის განვითარების ეკონომიკური, ფინანსური და საინვესტიციო პერსპექტივები საქართველოში

    No full text
      The future development of the energy sector of Georgia significantly depends on the development of the energy business, in which renewable energies hold a special place and which, in turn, possesses very significant potential. In recent years, global political instability, climate change, the necessity of energy security, and the fluctuation of energy resource prices on the world market further strengthen the importance of renewable energy on an international scale. These factors have determined the interest of various countries, including Georgia, in the diversification of the energy sector and the promotion of renewable energy business development. Renewable energy business has a distinctly pronounced economic, financial, and investment logic for Georgia, stemming from the fact that it promotes economic growth, attracts investment, diversifies energy directions, facilitates the formation of a green economy, and implements environmental and climate ambitions. The aim of the work is to analyze the economic potential of renewable energy business development in Georgia and to assess investment perspectives in the context of local and international business opportunities. The study analyzes the existing energy business potential in Georgia, state strategies and regulations, including the opportunities for renewable energy business development in the years 2023–2030 in the context of the European Union\u27s \u27Green Deal,\u27 and based on economic analysis, identifies the key factors that determine the investment perspectives and economic viability of the renewable energy sector stemming from current economic realities.ენერგობიზნესის განვითარებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარების მომავალი, რომელშიც განსაკუთრებული ნაწილი განახლებად ენერგიებს განეკუთვნება და რომელსაც თავის მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. ბოლო წლებში, გლობალური პოლიტიკური არასტაბილურობა, კლიმატური ცვლილებები, ენერგოუსაფრთხოების აუცილებლობა და მსოფლიო ბაზარზე ენერგორესურსების ფასების მერყეობა, კიდევ უფრო აძლიერებს განახლებადი ენერგიების მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით. აღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობა სხვადასხვა ქვეყნების და მათ შორის საქართველოს დაინტერესება ენერგეტიკული სექტორის დივერსიფიკაციითა და განახლებადი ენერგიების ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით. განახლებადი ენერგიების ბიზნესს საქართველოსთვის მკვეთრად გამოხატული ეკონომიკური,  ფინანსური და საინვესტიციო ლოგიკა გააჩნია, გამომდინარე იქიდან, რომ იგი ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ინვესტიციების მოზიდვას, ენერგომიმართულებების დივერსიფიკაციას, მწვანე ეკონომიკის ჩამოყალიბებას და ეკოლოგიური და კლიმატური ამბიციების განხორციელებას. ნაშრომის მიზნია საქართველოში განახლებადი ენერგიების ბიზნესის განვითარების ეკონომიკური პოტენციალის ანალიზს და საინვესტიციო  პერსპექტივების შეფასებას ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს შესაძლებლობების პირობებში. გაანალიზებულია საქართველოში არსებული ენერგობიზნესის პოტენციალი, სახელმწიფო სტრატეგიები და რეგულაციები, მათ შორის განახლებადი ენერგიების ბიზნესის განვითარების შეაძლებლობები 2023–2030 წლებში ევროკავშირის „მწვანე შეთანხმების“ კონტექსტში და ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია ძირითადი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ განახლებადი ენერგიების სექტორის საინვესტიციო პერსპექტივებს და ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას დღევანდელი ეკონომიკური რეალობებიდან გამომდინარე

    მყარი საზღვაო ნარჩენების სეზონური დინამიკა ბათუმის სანაპირო ზოლში

    No full text
    The growing accumulation of marine litter has emerged as a serious global ecological challenge, exerting significant pressure on coastal and marine ecosystems. This study aimed to identify and evaluate the quantitative, morphological, and compositional characteristics of marine debris along a specific section of the Batumi coastline. The research further sought to classify the waste types and determine their primary sources. The study was conducted using the methodology developed by the Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO) for beach macro-litter monitoring (>5 cm) (Methodology, 2016). The surveyed area extended across coastal coordinates from 41°31\u2724.3"N – 41°32\u2747.8"E to 41°39\u2725.7"N – 41°38\u2733.8"E. Findings revealed that the dominant categories of waste included plastic, wood, metal, textile, rubber, and organic matter, with plastic comprising the highest proportion—40.6% of the total waste collected. The distribution of other waste types varied significantly across seasons. The primary sources of pollution were identified as urban runoff, polluted rivers, tourism-related activities, and transit transportation. This study underscores the substantial ecological and socio-economic impacts of marine debris, particularly its detrimental effects on tourism and fisheries. The findings highlight the urgent need for integrated coastal zone management strategies and transboundary environmental cooperation, offering an evidence-based foundation for sustainable marine and coastal ecosystem protection in the Black Sea region.საზღვაო ნარჩენების რაოდენობის ზრდა დღეს წარმოადგენს სერიოზულ გლობალურ ეკოლოგიურ გამოწვევას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სანაპირო და საზღვაო ეკოსისტემებზე. ამ კვლევის მიზანი იყო ბათუმის სანაპირო ზოლის მონაკვეთში საზღვაო ნარჩენების რაოდენობრივი და მორფოლოგიური შედგენილობის განსაზღვრა, მათი კლასიფიკაცია და წარმოშობის წყაროების იდენტიფიცირება. კვლევა განხორციელდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, რომელიც ეძღვნება პლაჟებზე მაკრონარჩენების (>5 სმ) მონიტორინგს (Methodology, 2016). კვლევის არეალი მოიცავდა კოორდინატების 41°31\u2724.3"N – 41°32\u2747.8"E-დან 41°39\u2725.7"N – 41°38\u2733.8"E-მდე ფარგლებში მდებარე ბათუმის პლაჟს. შედეგებმა აჩვენა, რომ ნარჩენების ძირითადი ტიპებია: პლასტმასი, მერქანი, მეტალი, ტექსტილი, რეზინი და ორგანული მასალა, სადაც პლასტმასა დომინანტური იყო და შეადგენდა ნარჩენების საერთო რაოდენობის 40.6%-ს. დანარჩენი ტიპების წილი მნიშვნელოვნად იცვლება სეზონურად. ძირითადი დაბინძურების წყაროებად გამოვლინდა ურბანული ჩამონადენი, მდინარეების დაბინძურება, ტურისტული აქტივობები და სატრანზიტო მოძრაობა. კვლევა ხაზს უსვამს საზღვაო ნარჩენების მნიშვნელოვან ზემოქმედებას როგორც ეკოლოგიურ, ისე სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებზე, განსაკუთრებით ტურიზმისა და თევზჭერის სფეროში

    ეკოტურიზმი საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

    No full text
    Human was born and developed in the bosom of nature. He is a child of nature and is its integral part. Along with the development of civilization, humans attitude towards nature and forms of relationship have changed. For many centuries, nature has had only a consumption value for human. That is why, human\u27s consumer approach to nature has led to the depletion of natural resources, while the scientific and technological revolution and human\u27s unconscious interference in the processes taking place in nature have led to a violation of balance. The time has come when all people of goodwill have felt the danger caused by carelessness towards the nature, therefore, we must make every effort to preserve Mother Nature and save the world from ecological disasters. One of the most important aspects of protecting Mother Nature is the development of ecotourism. Ecotourism is a form of sustainable tourism that is based on the protection of the natural environment, biodiversity, and cultural heritage. The Georgian National Botanical Garden is a prime example of ecotourism, where visitors have the opportunity to explore diverse plant collections, receive environmental education, and learn about the principles of nature conservation.ადამიანი ბუნების წიაღში დაიბადა და განვითარდა. იგი ბუნების შვილია და  მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა ადამიანის ბუნებასთან დამოკიდებულება და ურთიერთობის ფორმები.  მრავალი საუკუნის მანძილზე ბუნებას ადამიანისთვის მხოლოდ მოხმარებითი ღირებულება ჰქონდა. სწორედ ამიტომ, ადამიანის ბუნებისადმი მომხმარებლურმა  მიდგომამ გამოიწვია ბუნებრივი რესურსების გამოფიტვა, ხოლო მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ და ბუნებაში მიმდინარე მოვლენებში ადამიანის გაუცნობიერებელმა ჩარევამ  მიგვიყვანა წონასწორობის დარღვევამდე. დადგა  დრო, როცა  ყველა კეთილი ნების ადამიანმა იგრძნო ბუნების გაუფრთხილებლობით გამოწვეული საფრთხე, ამიტომ ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა შევინარჩუნოთ დედაბუნება  და სამყარო ვიხსნათ ეკოლოგიური კატასტროფებისგან. დედაბუნების დაცვის  კუთხით  ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ეკოტურიზმის განვითარება.   ეკოტურიზმი წარმოადგენს მდგრადი ტურიზმის ფორმას, რომელიც ეყრდნობა ბუნებრივი გარემოს, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, არის ეკოტურიზმის თვალსაჩინო მაგალითი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ მრავალფეროვან მცენარეთა კოლექციებს, მიიღონ გარემოსდაცვითი განათლება და შეისწავლონ ბუნების დაცვის პრინციპები

    2

    full texts

    4,096

    metadata records
    Updated in last 30 days.
    E-Journals Portal of Association for Science
    Access Repository Dashboard
    Do you manage Open Research Online? Become a CORE Member to access insider analytics, issue reports and manage access to outputs from your repository in the CORE Repository Dashboard! 👇