E-Journals Portal of Association for Science
Not a member yet
4096 research outputs found
Sort by
ცივი ომიდან კიბერეპოქამდე - სადაზვერვო სამსახურების ევოლუცია და მათი როლი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში
This paper examines the evolution of intelligence services (agencies) and their role in the architecture of international security from the Cold War period to the cyber era. It explores the functions and influence of intelligence agencies on the transformation throughout various historical stages, particularly during the covert conflicts characteristic of the Cold War.
The study highlights the adaptation of intelligence services to emerging global threats, including international terrorism, cyber threats, and disinformation campaigns. It also reviews the impact of intelligence agencies on international political processes. Special attention is given to the role and challenges of managing relevant information in the modern cyber era, where the possession and manipulation of information have become key weapons.
This article aims to analyze the historical development of intelligence services and their strategic role in the contemporary international security environment.ნაშრომი ეხება სადაზვერვო სამსახურების (სააგენტოების) ევოლუციას და მათ როლს საერთაშორისო ურთიერთობებში ცივი ომის პერიოდიდან კიბერეპოქამდე. განხილულია, თუ როგორ შეიცვალა დაზვერვის სააგენტოების ფუნქციები და გავლენა სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე, განსაკუთრებით კი ცივი ომის პერიოდში მიმდინარე ფარულ ომებში მონაწილეობის კუთხით. სტატიაში გადმოცემულია სადაზვერვო სამსახურების ადაპტაცია ახალ გლობალურ საფრთხეებთან, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმთან, კიბერსაფრთხეებთან და მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიებთან, ასევე, განხილულია სადაზვერვო სამსახურების გავლენა საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებზე. ყურადღება გამახვილებულია შესაბამისი ინფორმაცის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე თანამედროვე კიბერეპოქაში, სადაც ინფორმაციის ფლობა და მანიპულაცია საკვანძო იარაღად იქცა. სტატია მიზნად ისახავს გაანალიზოს სადაზვერვო სამსახურების ევოლუცია და მათი ფუნქციონირების სტრატეგიული მნიშვნელობა საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში
გინგივიტის რისკის შეფასება საქართველოს უნივერსიტეტების საერთაშორისო სტუდენტებს შორის
The beginning of university life is often the first time that young people take responsibility for their daily habits. Unhealthy eating habits may be the cause of the development of inflammatory periodontal diseases in young people. Changing habits may be especially problematic for students who go to study in other countries.
The aim of our study was to assess the risk of gingivitis among international students at Georgian universities. We studied the periodontal health of 320 international students aged 17-29 (21.64+2.3) at Georgian universities, including 108 (33.8%) women and 192 (66.2%) men. As well as their social characteristics and habitual factors, type of nutrition, oral care habits and hygiene characteristics.
Results: the risk of developing gingivitis among foreign students of Georgian universities increases: use of mouthwash - OR=0.29 (95% CI: 0.14-0.61); cigarette use - OR=2.02 (95% CI: 1.14-3.59); gastrointestinal tract pathologies - OR=3.84 (95% CI: 1.17-12.57); respiratory infections - OR=2.56 (95% CI: 1.33-4.90); taking medications - OR=3.14 (95% CI: 1.38-7.15); frequent consumption of spicy food - OR=6.88 (95% CI: 2.69-17.60); healthy diet OR=0.21 (95% CI: 0.09-0.49); use of synthetic liquids - OR=4.93 (95% CI: 2.01-12.08); orthognathic occlusion - OR=0.02 (95% CI: 0.00-0.17); distal occlusion - OR=3.16 (95% CI: 1.10-9.10).
Conclusion: The risk of gingivitis among foreign students of Georgian universities is determined by behavioral factors, hygiene level and dental condition.საუნივერსიტეტო ცხოვრების დასაწყისი ხშირად პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალგაზრდები იღებენ პასუხისმგებლობას ყოველდღიური ჩვევების არჩევისას. არაჯანსაღი კვების ჩვევები, შეიძლება ჩართული იყოს პაროდონტიტის განვითარებაში ახალგაზრდებში. განსაკუთრებულად პრობლემური შეიძლება იყოს ჩვევების ცვლილება იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც სასწავლებლად სხვა ქვეყნებში მიდიან.
ჩვენი კვლევის მიზანია გინგივიტის რისკის შეფასება საქართველოს უნივერსიტეტების საერთაშორისო სტუდენტებს შორის. ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა 17-29 წლის ასაკის (21,64+2.3), 320 უცხოელი სტუდენტის პაროდონტის მდგომარეობა საქართველოს უნივერსიტეტებიდან, მათ შორის 108 (33.8%) ქალი და 192 (66.2%) კაცი. აგრეთვე მათი სოციალური მახასიათებლები და ჩვევითი ფაქტორები, კვების ტიპი, პირის ღრუს მოვლის ჩვევები და ჰიგიენის მახასიათებლები.
შედეგები: საქართველოს უნივერსიტეტების უცხოელ სტუდენტებში გინგივიტის რისკს ზრდის: სავლების გამოყენება - OR=0.29 (95% CI: 0.14-0.61); თამბაქოს მოხმარება - OR=2.02 (95% CI: 1.14-3.59); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები - OR=3.84 (95% CI: 1.17-12.57); რესპირაციული ინფექციები - OR=2.56 (95% CI: 1.33-4.90); მედიკამენტების გამოყენება - OR=3.14 (95% CI: 1.38-7.15); ცხარე საკვების ხშირი მოხმარება - OR=6.88 (95% CI: 2.69-17.60); ჯანსაღი დიეტა OR=0.21 (95% CI: 0.09-0.49); სინთეტიკური სითხეების გამოყენება - OR=4.93 (95% CI: 2.01-12.08); ორთოგნათიული თანკბილვა - OR=0.02 (95% CI: 0.00-0.17); დისტალური თანკბილვა - OR=3.16 (95% CI: 1.10-9.10); კარგი ჰიგიენური დონე - OR=0.47 (95% CI: 0.26-0.84);
დასკვნა. საქართველოს უნივერსიტეტების უცხოელ სტუდენტებში გინგივიტის რისკს განსაზღვრავს ქცევითი ფაქტორები, ჰიგიენის დონე და თანკბილვა
ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების მკურნალობა ბაქტერიოფაგით ბავშვთა ასაკში
The study aims to assess the efficacy of bacteriophage therapy in pediatric patients with upper respiratory tract bacterial infections. The study is a prospective, open, controlled trial undertaken from 2021 to 2023 at the Pediatric Academic Clinic of Tbilisi State Medical University named after G. Zhvania. A total of 108 patients were enrolled in the trial, comprising 54 in the main group and 54 in the control group. The participants were youngsters aged 3-7 years, with 52 males (48.2%) and 56 females (51.8%). Clinical diagnosis includes acute streptococcal tonsillitis (62 cases) and acute streptococcal tonsillitis (46 cases). Both the main and control groups had an equal distribution. Patients in the basic group received both standard antibiotic therapy and oral bacteriophage. In the control group, only antibiotics were administered.
The collected findings were statistically analyzed utilizing Fuzzy logic techniques, and the efficacy of bacteriophage therapy in the treatment of bacterial infections of the upper respiratory tract in pediatric practice was determined. Taking this into consideration, we believe that research in this area should be extended.კვლევის მიზანს წარმოადგენს ფაგოთერაპიის ეფექტურობის შეფასება ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების მქონე ბავშვებში. კვლევა არის პროსპექტული, ღია, კონტროლირებადი, ჩატარდა 2021- 2023წ.წ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიულ აკადემიურ კლინიკაში. შესწავლილი იყო 108 ლაბორატორიულად დადასტურებული ზედა სასუნთქი გზების მწვავე ბაქტერიული ინფექციებიის /J03.0 მწვავე სტრეპტოკოკული ტონზილიტი, J02.0 მწვავე სტრეპტოკოკული ფარინგიტი/. მქონე ამბულატორიული პაციენტიის კლინიკური და პარაკლინიკური მონაცემები. შემთხვევითი შერჩების მეთოდით პაციენტები დაიყო თანაბრად ძირითად და საბაზისო ჯგუფებად. ძირითადი ჯგუფის პაციენტებს უტარდებოდათ ბაზისური ანტიბიოტიკოთერაპია და დამატებით ღებულობდნენ პერორალურად ბაქტერიოფაგს. საკონტროლო ჯგუფში კი გამოყენებულ იყო მხოლოდ ანტიბიოტიკი.
მიღებული შედეგების სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა ფაგოთერაპიის ეფექტურობა ზედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების მართვაში პედიატრიულ პრაქტიკაში. აღნიშნულის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია კლინიკური კვლევების გაფართოვება
ნევროტიზმის მაჩვენებლის შესწავლა მედიცინის საერთაშორისო და დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებში პიროვნების ფსიქოტიპის გათვალისწინებით - შემთხვევა-კონტროლის კვლევა
The aim of study was to identify the psychological characteristics of students of the international and Georgian medical programs of Tbilisi State Medical University and to determine the relationship between the latter and the neuroticism index, as well as to determine the extent to which this index differs between these two groups of students.
The study revealed that neuroticism among international faculty students was significantly higher among foreign students than among local students (OR=17,406; CI=1.11-2.72; p<0.05). Female gender has a protective function among international faculty students (OR=0.46; CI=0.25-0.86; p<0.05). This protective function was particularly evident in ambiverts (OR=0.38; CI=0.17-0.86; p<0.05). None of the surveyed students showed a high score on the lying scale, which confirms the relevance of the results. Based on the above, this study requires continuation, larger-scale research and detailed study of risk factors.კვლევა მიზნად ისახავდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო და დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტების ფსიქოლოგიური მახასიათებლების თავისებურებების გამოვლენას და კავშირის დადგენას ამ უკანასკნელსა და ნევროტიზმის მაჩვენებელს შორის. ასევე, იმის დადგენას, თუ რამდენად განსხვავებულია აღნიშნული მაჩვენებელი სტუდენტთა ამ ორ ჯგუფს შორის.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებში ნევროტიზმი გაცილებით მაღალი აღმოჩნდა უცხოელ სტუდენტებში, ვიდრე ადგილობრივ სტუდენტებში (OR=17,406; CI=1.11-2.72; p<0.05). საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებში მდედრობით სქესს დამცველობითი ფუნქცია აქვს (OR=0.46; CI=0.25-0.86; p<0.05). აღნიშნული დამცველობითი ფუნქცია განსაკუთრებით გამოვლენილია ამბივერტებში (OR=0.38; CI=0.17-0.86; p<0.05). ტყუილის სკალაზე მაღალი მაჩვენებელი არც ერთ გამოკითხულ სტუდენტს არ გამოუვლინდა, რაც ადასტურებს შედეგების რელევანტურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კვლევა საჭიროებს გაგრძელებას, უფრო დიდი მასშტაბით და რისკის ფაქტორების დეტალურ შესწავლას
სიმსუქნის სირთულეები: ძირეული მიზეზების და ჯანმრთელობის რისკების მოგვარება
Obesity has emerged as a global health crisis, affecting millions across all age groups and leading to severe chronic diseases such as diabetes, cardiovascular conditions, and liver dysfunction. Beyond individual behaviours like overeating, obesity is influenced by genetic predispositions, environmental factors, psychological patterns, and socio-economic circumstances. This article delves into the root causes of obesity, exploring its multifaceted nature, including its links to family eating habits, industrial food production, and the underestimated role of obesogens. It also examines strategies for prevention and treatment, emphasizing the importance of lifestyle modifications and broader societal changes. Through a comprehensive analysis of current research and expert perspectives, this article aims to contribute to a more holistic understanding of obesity and inform effective interventions.მსოფლიოში სიმსუქნე გლობალური ჯანმრთელობის კრიზისად იქცა, რომელიც მილიონობით ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს აზარალებს და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მანიფესტირების წინაპირობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მომავლის პროგნოზი გაცილებით უარესია, ვიდრე დღევანდელი მოცემულობა. სტატია იკვლევს როგორ გავლენას ახდენს გენეტიკა, გარემო, კვების ოჯახური პატერნი და ობეზოგენები ჭარბწონიანობაზე. მნიშვნელოვანია, რომ სიმსუქნე არ არის მხოლოდ ადამიანის არჩევანი, ჭარბი კვების ან გენეტიკური მიდრეკილების შედეგი, არამედ მრავალი ფაქტორის გავლენით გამოწვეული კომპლექსური პრობლემა. განხილულია პრევენციისა და მკურნალობის სტრატეგიები, სიმსუქნის გამომწვევი ძირეული ფაქტორები და მართვის გზები
პიტავასტატინით მკურნალობის უპირატესობა კლინიკურ პრაქტიკაში
Cardiovascular diseases (CVDs) continue to represent the leading cause of mortality worldwide, predominantly driven by atherosclerosis. Key modifiable risk factors include dyslipidemia, hypertension, diabetes mellitus, tobacco use, physical inactivity, obesity, and psychosocial stress. Elevated LDL-C is recognized as a major contributor to the development of atherosclerotic cardiovascular disease (ASCVD), accounting for approximately 50% of attributable risk.
Pharmacological intervention, particularly the use of statins, is considered a cornerstone in the management of dyslipidemia. Statins function by competitively inhibiting (HMG-CoA) reductase, thereby reducing endogenous cholesterol synthesis in the liver. Statins have been shown to reduce LDL-C levels by 20-55%, elevate HDL-C by 5-15%, and lower triglyceride concentrations by 12-43%, depending on the agent and dosage employed. Total cholesterol levels may be decreased by 17-46%.
Decreased high-density lipoproteins and elevated triglycerides are independent risks for the development of coronary vascular disease. The treatment strategy should be directed not only to reduce the amount of LDL-C, but also to the correction of the amount of HDL-C and TG. From a group of well-known statins, pitavastatin should be noted due to its unique properties. Pitavastatin is a synthesized inhibitor of HMG-CoA reductase. Pitavastatin has a high ability to inhibit HMG-CoA reductase inhibitor. On the basis of studies conducted, it has been revealed that pitavastatin has a similar effect on atorvastatin and simvastatin in Japanese and Caucasian individuals, but additionaly, pitavastatin also has an effect of elevated HDL-C in long-term treatment.
One of the prominent and effective madications which contains pitavastatin on the Georgian market is Livazo. Livazo reduces LDL-C, total cholesterol levels, triglycerides levels, and also increases HDL-C.
Pitavastatin quickly absorbs from the upper gastrointestinal tract and reaches peak of concentrations in plasma within an hour of oral administration of the drug. Pitavastatin is quickly eliminated in bile, but enterohepatic recirculation, prolongs its action. Therefore, highly effective statins at low doses are quite effectively able to achieve the target dose of LDL-C. Medications, which have pleotropic effect, which have HDL-C increasing effect, also decreasing effect of total cholesterol and triglycerides, are well-known as more effective. Studies currently show that pitavastatin has a significant impact on the treatment of dyslipidemia and the reduction of the risks of cardiovascular disease in general.გულსისხლძარღვთა დაავადებები (გსძდ) დღესდღეობით წარმოადგენს სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს მსოფლიოს მასშტაბით, ძირითადად გამოწვეული ათეროსკლეროზით. სხვა მოდიფიცირებულ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება: დისლიპიდემია, მწეველობა, არტერიული ჰიპერტენზია, დიაბეტი, სტრესი, სიმსუქნე. დისლიპიდემია, კერძოდ კი დსლქ დონის მატება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორედ მასზე მოდის 50% რისკის ფაქტორებისა.
ფარმაკოლოგიური ჩარევა, განსაკუთრებით კი სტატინების ჩართვა მკურნალობის პროცესში წარმოადგენს ქვაკუთხედს დისლიპიდემიის მკურნალობის საკითხში. სტატინები ამცირებენ ენდოგენური ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში. იყო ნაჩვენები, რომ სტატინებს აქვთ უნარი შეამცირონ დსლ ქს 20-55%, ასევე გაზარდონ მსლ-ქ-ის დონე 5-15%-ით და შეამცირონ ტრიგლიცერიდების დონე 12-43%-ით, დოზის მიხედვით. საერთო ქოლესტერინის დონე კი შესაძლოა იყოს შემცირებული 17-46%-ით.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაქვეითება და ტრიგლიცერიდების მატება, დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს კორონარული სისხლძარღვების დაავადების განვითარებისთვის. მკურნალობის სტრატეგია მიმართული უნდა იყოს, არა მხოლოდ დსლქ შესამცირებლად, არამედ, მსლქ და ტგ რაოდენობის კორექციისკენ. კარგად ნაცნობი სტატინების ჯგუფიდან ხაზი უნდა გაესვას პიტავასტატინს მისი უნიკალური თვისებების გამო. პიტავასტატინი წარმოადგენს HMG-CoA რედუქტაზას სინთეზირებულ ინჰიბიტორს. პიტავასტატინს გააჩნია HMG-CoA რედუქტაზას ინჰიბიტორის გაცილებით მაღალი უნარი. ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოვლინდა, რომ პიტავასტატინს აქვს ატორვასტატინისა და სიმვასტატინის ანალოგიური ეფექტი, იაპონელ და კავკასიელ პირებში, თუმცა, დამატებით პიტავასტატინს ასევე აღენიშნება მსლქ-ის მატების ეფექტიც, ამ მედიკამენტით ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში.
პიტავასტატინის შემცველი ერთ-ერთი თვალსაჩინო და ეფექტური საშუალება ქართულ ბაზარზე, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ეფექტურობით, არის ლივაზო. ლივაზომ შეამცირა დსლქ, საერთო ქოლესტერინის დონე, ტრიგლიცერიდების დონე, ასევე გამოვლინდა მსლქ-ის დონის მატება. პიტავასტატინი სწრაფად აბსორბირდება ზედა გასტროინტესტინალური ტრაქტიდან და პლაზმაში პიკურ კონცენტრაციას აღწევს პრეპარატის პერორალური მიღებიდან ერთ საათში. შეუცვლელი სახით პიტავასტატინი სწრაფად ელიმინირდება ნაღველში, მაგრამ ხვდება ენტეროჰეპატურ რეცირკულაციაში, რაც უზრუნველყოფს პრეპარატის მოქმედების გახანგრძლივებას. აქედან გამომდინარე, მაღალეფექტური სტატინები დაბალი დოზით, საკმაოდ ეფექტურად ახერხებენ დსლქ-ის სამიზნე დოზის მიღწევას. დღესდღეობით არსებული კვლევების მიხედვით, პიტავასტატინი იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას დისლიპიდემიის მკურნალობაზე და ზოგადად გულსისხლძარღვთა დაავადების რისკების შემცირებაზე
ატოპიური დერმატიტი ინოვაციების ეპოქაში (ატოპიური დერმატიტის მკურნალობის თანამედროვე კვლევებისა და ლიტერატურის განხილვა მიკრობული ტრანსპლანტაციის გამოყენებით)
Atopic dermatitis is a chronic inflammatory skin disease with growing global prevalence, affecting both children and adults. It is characterized by immune system dysregulation, skin barrier dysfunction, and a complex interplay between genetic and environmental factors. Conventional treatments, such as topical corticosteroids, calcineurin inhibitors, and biologics, focus on symptom management but do not agree the underlying causes. This has led to an increasing interest in alternative approaches, including microbiome-targeted therapies. Fecal microbiota transplantation (FMT) has emerged as a novel therapeutic strategy for atopic dermatitis by restoring gut microbiota diversity and modulating immune responses through the gut-skin-axis. Recent studies suggest that dysbiosis plays a crucial role in atopic dermatitis pathogenesis, contributing to systemic inflammation and disease severity. FMT has shown potential in improving atopic dermatitis symptoms by rebalancing gut microbiota, enhancing regulatory immune pathways, and reducing inflammatory cytokine production. Clinical trials have demonstrated promising efficacy, but challenges remain regarding standardization, donor selection, and long-term safety.
This review explores the epidemiology of atopic dermatitis, the immunological mechanisms of FMT, and its potential as a cost-effective treatment. Given its affordability and potential long-term benefits, FMT could provide an accessible alternative to expensive biologic therapies. With further research and regulatory advancements, integrating FMT into dermatological practice could offer a transformative solution for atopic dermatitis management, improving patient outcomes and reducing the burden on healthcare systems.ატოპიური დერმატიტი არის ქრონიკული ანთებითი კანის დაავადება, რომლის გავრცელებაც გლობალურად მუდმივად იზრდება და რომელიც გავლენას ახდენს როგორც ბავშვებზე, ასევე მოზრდილებზე. იგი ხასიათდება იმუნური სისტემის დისრეგულაციით, კანის ბარიერის დისფუნქციითა და გენეტიკური და გარემოს ფაქტორების რთული ურთიერთქმედებით.
ტრადიციული მკურნალობის მეთოდები, როგორიცაა ტოპიკური კორტიკოსტეროიდები, კალცინევრინის ინჰიბიტორები და ბიოლოგიური პრეპარატები, ფოკუსირებულია სიმპტომების მართვაზე, მაგრამ ისინი არ მოქმედებენ დაავადების ძირეულ მიზეზებზე. ამიტომ, სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს მკურნალობის ალტერნატიული მიდგომები, მათ შორის მიკრობიომის თერაპიაზე დაფუძნებული მეთოდები.
ფეკალური მიკრობიოტის ტრანსპლანტაცია (FMT) ბოლო დროს გამოჩნდა, როგორც ახალი თერაპიული სტრატეგია ატოპიური დერმატიტის სამკურნალოდ. იგი ხელს უწყობს ნაწლავების მიკრობიომის მრავალფეროვნების აღდგენასა და იმუნური პასუხის მოდულირებას “მუცლისა და კანის ღერძის” მეშვეობით. უახლესი კვლევები მიუთითებს, რომ დისბიოზს (ნაწლავის მიკროფლორის დარღვევას) ატოპიური დერმატიტის პათოგენეზში მნიშვნელოვანი როლი აქვს, რაც ხელს უწყობს სისტემურ ანთებასა და დაავადების სიმძიმეს.
FMT-მა გამოაჩნა მისი პოტენციალი ატოპიური დერმატიტის სიმპტომების გაუმჯობესებაში, ნაწლავის მიკრობიომის ბალანსის აღდგენის, იმუნური რეგულატორული მექანიზმების გაძლიერებისა და ანთებითი ციტოკინების წარმოების შემცირების გზით. კლინიკური კვლევები ადასტურებს ამ მეთოდის ეფექტიანობას, თუმცა, სტანდარტიზაციის, დონორის შერჩევისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების კუთხით ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები.
ამ მიმოხილვაში განხილულია ატოპიური დერმატიტის ეპიდემიოლოგია, FMT-ის იმუნოლოგიური მექანიზმები და მისი პოტენციალი, როგორც ხარჯეფექტური თერაპიის ალტერნატივა. მისი ხელმისაწვდომობისა და შესაძლო გრძელვადიანი სარგებლიანობის გათვალისწინებით, FMT-მა შესაძლოა უფრო ხელმისაწვდომი ალტერნატივა შექმნას ძვირადღირებულ ბიოლოგიურ თერაპიებთან შედარებით. დამატებითი კვლევებისა და რეგულაციების განვითარებასთან ერთად, FMT-ის ინტეგრაცია დერმატოლოგიურ პრაქტიკაში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს ატოპიური დერმატიტის მართვისთვის, რაც გააუმჯობესებს პაციენტების შედეგებს და შეამცირებს ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლას
მიკრო-რნმ - შუამავალი ფსორიაზის განვითარებაში
Psoriasis is a chronic inflammatory skin disease driven by complex epigenetic-immunological interactions. Although some immunological mechanisms have been characterized, the primary initiating factor of psoriasis remains elusive. The discovery of non-coding RNAs and their role as gene expression regulators has revealed their critical involvement in the pathogenesis of different diseases, including psoriasis.
This paper examines the contribution of specific dysregulated miRNAs to psoriatic inflammation, focusing on the most upregulated or downregulated (miR-21, miR-31, miR-99a, miR-125b, miR-155, miR-203) species. We discuss how these miRNAs form pathogenic feed-forward loops, that amplify inflammation and sustain keratinocyte dysfunction, which are fundamental factors in psoriasis, The intricate crosstalk between these miRNAs and Th17-associated cytokines (IL-17, IL-23) further complicates the disease network. Finally, we highlight miRNAs as potential biomarkers and therapeutic targets in psoriasis management.ფსორიაზი წარმოადგენს ქრონიკულ ანთებად დაავადებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ეპიგენეტიკურ-იმუნოლოგიური მექანიზმების რთული ურთიერთქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ფსორიაზის ზოგიერთი იმუნოლოგიური მექანიზმი შესწავლილია, დაავადების მთავარი გამომწვევი და წარმმართველი ფაქტორი ჯერ-ჯერობით კვლავ უცნობი რჩება. არაკოდირებადი რნმ-ების აღმოჩენამ და გენის ექსპრესიის რეგულაციაში მათი როლის აღწერამ გამოავლინა მათი მნიშვნელობა სხვადასხვა დაავადების პათოგენეზში, მათ შორის, ფსორიაზის დროსაც. მოცემულ ნაშრომში განვიხილავთ ფსორიაზის შემთხვევაში მიკრო-რნმ-თა შეცვლილი ექსპრესიის როლს. ასევე, მიმოვიხილავთ არსებულ ინფორმაციას ფსორიაზის დროს კონკრეტული მიკრო-რნმ-ების მომატებული ან დაქვეითებული (miR-21, miR-31, miR-99a, miR-125b, miR-155, miR-203) დონის გავლენის შესახებ დაავადების სხვადასხვა ეტაპსა და პროცესზე. კონკრეტულად კი, მათ მნიშვნელობას ანთებისა და კერატინოციტების პროლიფერაციის გაძლიერებასა და კერატინოციტების დარღვეულ დიფერენცირებაში, რაც არის ფუნდამენტური პათოგენეზური ფაქტორები ფსორიაზის დროს. აღწერილია მოცირკულირე მიკრო-რნმ-თა დონის კორელაცია დაავადების სიმძიმესთან, რაც აქტუალურს ხდის პოტენციურ ბიომარკერებად მათი გამოყენების შესაძლებლობას
Peripheral Detection of α-Synuclein in Parkinson’s Disease: A Systematic Review of Minimally and Noninvasive Biomarkers
This review aims to systematically evaluate the diagnostic performance, accuracy, sensitivity, and specificity of minimally and noninvasive peripheral biomarkers for detecting α-synuclein in Parkinson’s disease. It aims to evaluate these peripheral approaches as viable, patient-friendly alternatives to CSF analysis
The Impact of Aerobic Exercise on Motor and Cognitive Outcomes in Individuals with Parkinson’s Disease
Parkinson’s disease (PD) is a progressive neurodegenerative disorder that primarily affects motor function due to the loss of dopamine-producing neurons. It is diagnosed in approximately 300,000 people globally each year, with incidence rising with age. This review explores the role of physical therapy and exercise in enhancing motor function and reducing disability in people living with PD