E-Journals Portal of Association for Science
Not a member yet
4096 research outputs found
Sort by
Ti-Nb-ის ბინარულ შენადნებში პირდაპირი და შებრუნებული მარტენსიტული გარდაქმნის ტემპერატურული ინტერვალის დადგენა ელექტრო წინაღობისა და დიფერენციალური თერმული ანალიზის საშუალებით
In various fields of science and technology, in chemical production, in the fields of food and medicine, the use of binary and multicomponent titanium alloys with different concentrations of chemical elements, which differently affect the phase composition of the alloys and the course of phase transformations, creates the need to study the processes of the formation of metastable phases and structural transformations. Because of the combined influence of thermal and mechanical processing of the concentration of titanium chemical elements on the nature of phase transformations is poorly investigated, a thorough study of binary titanium alloys with such a b-isomeric element as niobium is required. Its concentration in the Ti-Nb binary alloy determines some features of the martensitic transformation, for example, the tempering-slackening process, which distinguishes it from other alloys. This is the essential importance when comparing the similarities and differences of the mechanism of the metastable phase formation in other titanium alloys during determination of the second component of diffusion mobility in titanium alloys. The aim of the study was to investigate the shape memory effect in Ti-Nb binary alloys at different Nb concentrations. To determine the superelasticity and damping capacity. To measure the temperatures of the direct and reverse martensitic transformations in the alloy of a given concentration. To determine the reactive tension generated during shape recovery.მეცნიერებისა და ტექნიკის სხვადასხვა დარგებში, ქიმიურ წარმოებაში, კვებისა და მედიცინის სფეროებში ტიტანის ბინარული და მრავალკომპონენტიანი შენადნების გამოყენება სხვადასხვა კონცენტრაციის ქიმიურ ელემენტებთან, რომლებიც განსხვავებულად მოქმედებენ შენადნების ფაზურ შემადგენლობაზე და ფაზური გარდაქმნების მსვლელობაზე, ქმნის მეტასტაბილური ფაზების წარმოქმნის და სტრუქტურული გარდაქმნების პროცესების შესწავლის აუცილებლობას. რადგან ტიტანის ქიმიური ელემენტების კონცენტრაციის თერმული და მექანიკური დამუშავების ერთობლივი გავლენა ფაზური გარდაქმნების ხასიათზე ნაკლებად არის გამოკვლეული, საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს ტიტანის ბინარული შენადნობები ისეთი b-იზომერულ ელემენტთან, როგორიცაა ნიობიუმი. Ti-Nb-ის ბინარულ შენადნში მისი კონცენტრაცია განაპირობებს მარტენსიტული გარდაქმნის ზოგიერთ თავისებურებას, მაგალითად წრთობა-მოშვების პროცესი, რითაც ის განსხვავდება სხვა შენადნებისაგან. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს ტიტანის სხვა შენადნებში მეტასტაბილური ფაზის წარმოქმნის მექანიზმის მსგავსებისა და განსხვავების შდარებისას ტიტანის შენადნებში მეორე კომპონენტის დიფუზიური ძვრადობის განსაზღვრის დროს. კვლევის მიზანი იყო Ti-Nb ბინარულ შენადნებში Nb-ის სხვადასხვა კონცენტრაციის შემთხვევაში ფორმის მახსოვრობის ეფექტის გმოკვლევა. ზედრეკადობის და დემპირების უნარის დადგენა. პირდაპირი და შებრუნებული მარტენსიტული გარდაქმნების ტემპერატურების გაზომვა მოცემული კონცენტრაციის შენადნში. ფორმის აღდგენის დროს წარმოქმნილი რეაქტიული ძაბვების განსაზღვრა
ფარმაცევტის სტრატეგიული როლი ეკოლოგიური საფრთხეების მართვაში
The environmental consequences of pharmaceutical substances have become a pressing global issue. Emerging interdisciplinary fields such as eco-pharmacology and eco-pharmacovigilance focus on studying and preventing the harmful effects of pharmaceutical products on ecosystems. This article examines the main routes through which these compounds enter the environment, including wastewater discharge, improper disposal of unused medications, veterinary drug usage in agriculture, and pharmaceutical industry waste. It outlines the environmental impacts of these pollutants, such as endocrine disruption in aquatic life (fish and amphibians), the spread of antibiotic resistance, imbalances in aquatic microbiomes, and growth inhibition in plants. The responsibilities of pharmacists now extend beyond traditional roles, involving the promotion of sustainable prescribing practices, educating patients, engaging in policy development with an environmental focus, and supporting systems for proper drug disposal. This article stresses the need for enhanced public awareness, cross-disciplinary cooperation, and the implementation of comprehensive strategies to maintain ecological safety in pharmaceutical practices, thereby protecting both human health and the environment.ფარმაცევტული პროდუქტით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედება თანამედროვე ეკოლოგიური საფრთხის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მედიკამენტების აქტიური კომპონენტების გარემოში მოხვედრა, არასათანადოდ განადგურებული პრეპარატების, საკანალიზაციო სისტემების, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ვეტერინარული საშუალებებისა და წამლის წარმოებიდან წარმოშობილი ნარჩენების მეშვეობით, ქმნის ფარმაკოეკოლოგიური რისკების კომპლექსს. ამ პრობლემის საპასუხოდ, თანამედროვე ფარმაცევტურ პრაქტიკაში ყალიბდება ახალი ინტერდისციპლინური დარგები: ფარმაკოეკოლოგია და ეკოფარმაკოუსაფრთხოება, რომლის მიზანია გარემოზე მედიკამენტების ზემოქმედების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. წარმოდგენილ კონტექსტში ფარმაცევტის როლი სცილდება ტრადიციულ ჩარჩოებს და მოითხოვს აქტიურ მონაწილეობას ეკოლოგიური რისკების მართვაში: არასასურველი პრეპარატების განადგურების პროცესების ზედამხედველობას, გარემოსდაცვითი განათლების პროგრამებში ჩართულობას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და გარემოზე ორიენტირებული საკანონმდებლო ინიციატივების მხარდაჭერას. გარდა ამისა, ფარმაცევტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების პოპულარიზაციასა და იმ პროტოკოლების შემუშავებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს ეკოსისტემის გაჯანსაღებას. პროფესიული საქმიანობის გაფართოება გარემოსდაცვითი მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და გლობალური ეკოლოგიური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით
პოსტკოვიდური გუნებ-განწყობის ცვლილების რისკ-ფაქტორები: ჯვარედინი კვლევა კავკასიელთა პოპულაციის კოჰორტაში
Post-acute COVID-19 syndrome has been associated with persistent psychological symptoms, including affective disturbances. This study assesses the severity of mood alterations and examines associated demographic and clinical risk factors in individuals who have recovered from COVID-19.
A cross-sectional study was conducted among 200 individuals from the Caucasian region, 3 to 24 months post-COVID-19 recovery. Affective symptom burden was assessed using the PHQ-9 and Beck Depression Inventory (BDI). Key variables included age, sex, physical health, hospitalisation, quarantine history, vaccination status, and biomarkers (CRP, IL-6).
Descriptive trends indicated elevated affective symptom scores among women, middle-aged participants, and those with poor physical health. However, statistical significance was not achieved (PHQ-9: p > 0.5; BDI: p > 0.2). PHQ-9 and BDI scores correlated positively, validating consistent mood-related symptomatology across tools. Variables such as duration since COVID-19, economic impact, and sleep patterns are under further investigation.
Conclusion: Although not statistically significant, observed trends suggest specific demographic groups may be more vulnerable to post-COVID depressive symptoms. These findings underscore the need for targeted mental health follow-up and future longitudinal studies to validate and further explore these trends.პოსტ-COVID-19 სინდრომი დაკავშირებულია სხვადასხვა სახის მუდმივ ფსიქოლოგიურ სიმპტომებთან. ეს კვლევა COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულ პირებში აფასებს გუნებ-განწყობის ცვლილების სიმძიმეს და მასთან დაკავშირებულ დემოგრაფიულ და კლინიკურ რისკ-ფაქტორებს.
ჩვენი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ჯვარედინი ტიპის კვლევა კავკასიის რეგიონის მაცხოვრებელ 200 ადამიანზე, COVID-19-ის გადატანიდან 3-დან 24 თვემდე პერიოდში. გუნებ-განწყობის ცვლილებები შეფასდა PHQ-9-ისა და Beck Depression Inventory-ის (BDI) გამოყენებით. ძირითადი ცვლადები მოიცავდა ასაკს, სქესს, ზოგად ფიზიკურ ჯანმრთელობას, ანამნეზში ჰოსპიტალიზაციის არსებობას, კარანტინის ისტორიას, ვაქცინაციის სტატუსს და სხვადასხვა სეროლოგიური ბიომარკერების დონეს (CRP, IL-6).
აღწერითი სტატისტიკური ანალიზის ტენდენციები მიუთითებს ტესტებით მიღებულ მომატებულ ქულებს ქალთა საკვლევ კოჰორტაში, საშუალო ასაკის მონაწილეებში და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში. თუმცა, სტატისტიკურად სარწმუნო მნიშვნელობა არ იქნა მიღწეული (PHQ-9: p > 0.5; BDI: p > 0.2). PHQ-9 და BDI ქულები დადებით კორელაციაშია, რაც ადასტურებს თანმიმდევრულ გუნებ-განყობის დაქვეითების სიმპტომატოლოგიას. დამატებითი ცვლადები, როგორიცაა COVID-19-ის შემდგომი პერიოდი, ეკონომიკური გავლენა და ძილის რეჟიმი, შემდგომი კვლევის პროცესშია.
კვლევის შედეგად გამოვლენილი ტენდენციები მიუთითებს, რომ კონკრეტული დემოგრაფიული ჯგუფები შესაძლოა, უფრო მგრძნობიარენი იყვნენ COVID 19-ის შემდგომ გამოვლენილი გუნებ-განწყობის ცვლილების მიმართ. ეს დასკვნები ხაზს უსვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიზნობრივი მონიტორინგისა და სამომავლო გრძივი ანალიზის საჭიროებას, რათა დადასტურდეს ამ ტენდენციების არსებობა
ტვირთების მიწოდების სისტემის შერჩევა
To increase the efficiency of cargo delivery, a cargo delivery system selection methodology has been developed, which takes into account the multivariate nature of the delivery selection problem and the integration of goods distribution processes, which is determined by the requirements for production and resource efficiency. A diagram of the formation of an integrated delivery system has been drawn up; the task of selecting modules from many modules available on the market that would satisfy certain requirements of a specific user at a specific time and achieve the set goal has been worked out. The essence of the modular principle of forming an integrated cargo delivery system has been analyzed; a diagram of the formation of an integrated delivery system has been drawn up and the main modules of the delivery system are shown.
The model of an integrated cargo delivery system and the process of implementing its formation in stages have been considered mathematically.
Related to the delivery system - the methods and sources of information for determining the values of delivery quality assessment parameters are given in the form of a table. The element of fuzzy set theory “membership function” is used to represent the subjective requirements and expectations of the client in the delivery process. Based on the analysis of statistical data on the demand for transport services, types of membership functions are proposed according to certain parameters to assess the quality of cargo delivery. A methodology for selecting a cargo delivery system is developed taking into account the multi-criteria factor and the task of selecting a cargo delivery system in the presence of several criteria based on fuzzy sets. Morphological analysis and synthesis methods are used to solve the problem of generating variants; based on the analysis of morphological methods and features of the delivery system formation task, a special morphological table for solving the task was developed.ტვირთების მიწოდების ეფექტიანობის გაზრდისათვის შემუშავდა ტვირთების მიწოდების სისტემის შერჩევის მეთოდოლოგია, სადაც გათვალისწინებულია მიწოდების შერჩევის პრობლემის მრავალვარიანტულობის თვისება და საქონლის განაწილების პროცესების ინტეგრაცია, რაც განპირობებულია წარმოების და რესურსების ეფექტურობის მოთხოვნით. შედგენილია მიწოდების ინტეგრირებული სისტემის ფორმირების დიაგრამა; დამუშავებულია ბაზარზე არსებული მრავალი მოდულებისაგან ისეთი მოდულების შერჩევის ამოცანა, რომ დაკმაყოფილდეს კონკრეტული მომხმარებლის გარკვეული მოთხოვნები კონკრეტულ დროს და მიღწეულ იქნას დასახული მიზანი. გაანალიზებულია ტვირთის მიწოდების ინტეგრირებული სისტემის ფორმირების მოდულური პრინციპის არსი; შედგენილია მიწოდების ინტეგრირებული სისტემის ფორმირების დიაგრამა და ნაჩვენებია მიწოდების სისტემის ძირითადი მოდულები.
მათემატიკური სახით განხილულია ტვირთების მიწოდების ინტეგრირებული სისტემის მოდელი და მისი ფორმირების ეტაპებად განხორციელების პროცესი.
მიწოდების სისტემასთან დაკავშირებული - ცხრილის სახით მოცემულია მიწოდების ხარისხის შეფასების პარამეტრების მნიშვნელობების დასადგენი ინფორმაციის მეთოდები და წყაროები. კლიენტის მიერ მიწოდების პროცესზე სუბიექტური მოთხოვნებისა და მოლოდინების წარმოსადგენად გამოყენებულია არამკაფიო სიმრავლეთა თეორიის ელემენტი „კუთვნილების ფუნქცია“. სატრანსპორტო მომსახურებაზე მოთხოვნის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე შემოთავაზებულია გარკვეული პარამეტრების მიხედვით კუთვნილების ფუნქციების ტიპები ტვირთის მიწოდების ხარისხის შესაფასებლად. შედგენილია ტვირთის მიწოდების სისტემის შერჩევის მეთოდოლოგია მრავალკრიტერიანობის ფაქტორის გათვალისწინებით და ტვირთების მიწოდების სისტემის შერჩევის ამოცანა რამდენიმე კრიტერიუმის არსებობისას არამკაფიო სიმრავლეთა საფუძველზე. ვარიანტების გენერირების პრობლემის გადასაჭრელად გამოყენებულია მორფოლოგიური ანალიზისა და სინთეზის მეთოდები; მიწოდების სისტემის ფორმირების ამოცანის მორფოლოგიური მეთოდებისა და თავისებურებების ანალიზის საფუძველზე შემუშავდა ამოცანის ამოსახსნელი სპეციალური მორფოლოგიური ცხრილი
ქვედა ყბის უკანა მიდამოში დენტალური იმპლანტების ბიოლოგიური გართულებები ბრუქსიზმით დაავადებულ პაციენტებში
The posterior mandible, despite its higher alveolar bone density compared to the maxilla, remains vulnerable to damage under excessive forces, particularly in proximity to critical structures like the inferior alveolar nerve. Dental implants in the posterior mandibular region are especially susceptible to biological complications in patients with bruxism. These complications can include peri-implant mucositis, peri-implantitis, and implant failure due to bone loss or poor osseointegration.
Biological complications in bruxer patients highlight the critical importance of maintaining proper oral hygiene, optimizing prosthetic design, and ensuring precise surgical technique. While the incidence of complications was not significantly higher in bruxer patients compared to non-bruxers, careful planning and timely interventions were essential for successful outcomes.როგორც ცნობილია, ბრუქსიზმი არ წარმოადგენს დენტალური იმპლანტაციის უკუჩვენებას, თუმცა გართულებების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ისეთი მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინება, როგორებიცაა იმპლანტების სწორი რაოდენობა, სწორი პოზიცია, გადაბმული კონსტრუქციების გამოყენება, კონსოლების თავიდან არიდება, ჰიგიენის სწორად დაცვა და ა.შ. საკუთარ პაციენტებზე ჩვენს მიერ წარმოებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ბრუქსიზმით დაავადებულ პაციენტებში, ქვედა ყბის უკანა ნაწილში განხორციელებული დენტალური იმპლანტაციის ბიოლოგიური გართულებების პროცენტული მაჩვენებლები დიდად არ განსხვავდებოდა ბრუქსიზმით დაავადებულ პაციენტებსა და საკონტროლო ჯგუფის პაციენტებს შორის, ბიოლოგიური გართულებები ძირითადად მოიცავდა რბილი ქსოვილების ანთებას, პათოლოგიური ჯიბის ფორმირებას, ძვლოვანი ქსოვილის ატროფიას. რიგ შემთხვევებში საკმარისი აღმოჩნდა ჰიგიენის გამოსწორება და გვირგვინების მოწესრიგება, ხოლო შედარებით უფრო მძიმე გართულებების დროს (პათოლოგიური ჯიბე, ძვლის ქსოვილის ატროფია) საჭირო გახდა იმპლანტების რაოდენობის გაზრდა ან იმპლანტის შეცვლა
არტერიული ჰიპერტენზია: ჯანდაცვის სისტემის მძიმე ტვირთი და ბეტა ბლოკერის როლი რეზისტენტული ჰიპერტენზიის დროს (ლიტერატურული მიმოხილვა)
Hypertension is a major global health concern, affected 2/3 of adult population. According to WHO observational study only 21% of patients achieving adequate blood pressure control worldwide. Hypertension significantly increases cardiovascular risks, including ischemic heart disease, stroke, heart failure, and overall mortality. According meta-analysis, a 10-mmHg reduction in systolic blood pressure leads to 20% reduction in major cardiovascular disease events, 17% reduction in coronary artery disease risk, 27% reduction in stroke risk, 28% reduction in heart failure risk, 13% reduction in overall mortality risk. Resistant hypertension (RHTN), affecting approximately 20-30% of individuals, is defined as uncontrolled blood pressure despite treatment with three antihypertensive agents. Current guidelines recommend adding a fourth agent, such as a beta-blocker, for RHTN. Evidence for beta-blocker use in RHTN is limited, mainly derived from the PATHWAY-2 trial, which showed that bisoprolol reduced systolic blood pressure. However, knowledge gaps exist regarding other beta-blockers, systolic and diastolic blood pressure outcomes, and efficacy in patients with CCB intolerance.ჰიპერტენზია წარმოადგენს გლობალურ პრობლემას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რომელიც აღენიშნება ზრდასრული მოსახლეობის 2/3-ს. ჯან. დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კვლევის თანახმად, მსოფლიოში პაციენტთა მხოლოდ 21%-ს აქვს ადეკვატურად კონტროლირებადი არტერიული წნევა. ჰიპერტენზია მნიშვნელოვნად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს, მათ შორის გულის იშემიური დაავადების, ინსულტის, გულის უკმარისობის და საერთო სიკვდილობის რისკს. მეტა ანალიზის მიხედვით, სისტოლური არტერიული წნევის 10 მმ.ვწ.სვ-ით შემცირება იწვევს ძირითადი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 20%-ით, კორონარული არტერიების დაავადების რისკის 17%-ით, ინსულტის 27%-ით, გულის უკმარისობის 28%-ით და საერთო სიკვდილობის 13%-ით შემცირებას. რეზისტენტული ჰიპერტენზია (RHTN), რომელიც აღენიშნება პირთა დაახლოებით 20-30%-ს, განისაზღვრება, როგორც არაკონტროლირებადი არტერიული წნევა სამი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატით მკურნალობის მიუხედავად. არსებული გაიდლაინები რეკომენდაციას უწევენ RHTN-ის დროს მეოთხე პრეპარატის, მაგალითად, ბეტა-ბლოკერის დამატებას. RHTN-ში ბეტა-ბლოკერების გამოყენების მტკიცებულებები შეზღუდულია და ძირითადად მომდინარეობს PATHWAY-2 კვლევიდან, რომელმაც აჩვენა, რომ ბისოპროლოლი ამცირებს სისტოლურ არტერიულ წნევას. თუმცა, არსებობს მტკიცებულების დეფიციტი სხვა ბეტა-ბლოკერებთან, სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის შემცირების შედეგებთან დაკავშირებით, მათ შორის პაციენტებში კალციუმის არხების ბლოკატორების (CCB) მიმართ აუტანლობით
ხანდაზმულ პაციენტებზე სამედიცინო მეთვალყურეობის ძირითადი ასპექტები ზოგად პრაქტიკაში
The goal of our research was to improve the quality of medical care for elderly patients in general practice. The study was based on an audit of medical services for elderly patients conducted at the Kutaisi Family Medicine Center. The medical histories/records of 85 elderly patients were selected for the audit.
As the conducted research shows, improving medical care is essential: modifying a range of risk factors (such as smoking cessation and alcohol consumption reduction), as well as preventing osteoporosis, influenza vaccination, and strengthening screening for serious diseases (colorectal cancer, breast cancer, prostate adenoma, etc.). Additionally, elderly patients need to be provided with medical education through lectures and discussions. The study revealed that the current provision of such education significantly falls short of the established standards. It is necessary to share the audit findings with medical staff and to conduct re-audits to achieve effective results.ჩვენი კვლევის მიზანი იყო ხანდაზმული პაციენტების სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ზოგად პრაქტიკაში. შრომას საფუძვლად დაედო ხანდაზმულ პაციენტთა მომსახურების აუდიტი, რომელიც ჩატარდა ქუთაისის საოჯახო მედიცინის ცენტრში. შერჩეულ იქნა 85 ხანდაზმული პაციენტის სამედიცინო ისტორია/რუქა.
როგორც ჩატარებული კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, აუცილებელია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რომელშიც შედის: დაავადებათა რიგი რისკ-ფაქტორების მოდიფიცირება (ნიკოტინის შეწყვეტა და ალკოჰოლის რაოდენობის შეზღუდვა), ასევე-ოსტეოპოროზის პრევენცია, გრიპის საწინაარმდეგო ვაქცინაცია, სერიოზული დაავადებების (სწორი ნაწლავის კიბო, სარძევე ჯირკვლის კიბო, პროსტატის კიბო) სკრინინგის გაძლიერება. კვლევა გვაჩვენებს, რომ საჭიროა ხანდაზმულ პაციენტთა სამედიცინო განათლება-ლექცია-საუბრებით უზრუნველყოფა. აუცილებელია სამედიცინო პერსონალისათვის აუდიტის დასკვნის გაზიარება და ეფექტური შედეგების მისაღწევად რეაუდიტის ჩატარება
საქართველოში სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის ტენდენციები
A secondary hygienic analysis of water quality monitoring data for the years 2020-2023 was conducted to identify trends in the dynamics of state control and monitoring of drinking water quality in various regions of Georgia. A positive trend was revealed in monitoring, characterized by a steady increase in the number of water samples both nationwide and in western and eastern regions of Georgia (excluding the capital), with a particular advantage in western Georgia. The proportion of water quality violations identified in the samples was calculated by year and region. It was determined that the main type of non-compliance with the technical regulations for water quality was microbiological violations. Relevant recommendations have been developed.საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასმელი წყლის ხარისხის სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის დინამიკისთვის დამახასიათებელი ტენდენციების შესწავლის მიზნით ჩატარებულია წყლის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგის მონაცემების მეორადი ჰიგიენური ანალიზი 2020-2023 წლებისთვის. გამოვლენილია მონიტორინგის დადებითი დინამიკა წყლის სინჯების რაოდენობის განუხრელი ზრდის ხარჯზე, როგორც მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, ისე საქართველოს დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში (დედაქალაქის გარდა), დასავლეთ საქართველოს გარკვეული უპირატესობით. გამოთვლილია სინჯებში გამოვლენილი წყლის ხარისხის დარღვევის ხვედრითი წილი წლებისა და რეგიონების მიხედვით. დადგენილია, რომ ტექნიკურ რეგლამენტთან წყლის ხარისხის შეუსაბამობის ძირითადი ტიპია მიკრობიოლოგიური დარღვევები. შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები
სამეცნიერო დისკურსი ვაზოკონსტრიქტორების კლინიკური და ფარმაკოლოგიური გამოყენების თავისებურებებზე და მათ ზემოქმედებაზე გულის ფუნქციონირებაზე
Vasoconstrictors are widely used in medical and dental practice, particularly in local anesthetics, to prolong drug efficacy and minimize systemic absorption. While these agents are generally considered safe, concerns have been raised regarding their effects on the cardiovascular system, particularly in patients with pre-existing heart conditions. The study examines the role of vasoconstrictors, their pharmacological mechanisms, and their potential risks and benefits in clinical settings. By analyzing modern literature and clinical guidelines, were provided conclusions and recommendations for the safe use of vasoconstrictors in patients with cardiovascular risks. The study of vasoconstrictors and their impact on cardiac function is a crucial area of cardiovascular research are very challenging in medicine. Vasoconstrictors are substances that cause the narrowing of blood vessels, leading to increased vascular resistance and blood pressure. The paper explores the scientific discourse surrounding the physiological mechanisms through which vasoconstrictors exert their effects on the cardiovascular system, focusing on their role in modulating cardiac output, myocardial oxygen demand, and overall cardiac function. The article delves into the molecular pathways involved, such as the activation of adrenergic receptors, the renin-angiotensin-aldosterone system, and endothelin, as well as their potential therapeutic implications and risks. The review discusses the varying effects of different vasoconstrictors, including naturally occurring substances and synthetic agents, on both normal and pathological cardiac conditions. Finally, it highlights the complex interactions between vasoconstrictors and other pharmacological interventions, suggesting areas for future research to improve therapeutic strategies for managing cardiovascular diseases linked to abnormal vascular tone regulation.ვაზოკონსტრიქტორები ფართოდ გამოიყენება სამედიცინო და სტომატოლოგიურ პრაქტიკაში, განსაკუთრებით ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებში, წამლების ეფექტურობის გასახანგრძლივებლად და სისტემური აბსორბციის შესამცირებლად. მიუხედავად იმისა, რომ ვაზოკონსტრიქტორები ზოგადად უსაფრთხოდ ითვლება, გაჩნდა შეშფოთება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მათი ზემოქმედების შესახებ, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულის დაავადება. სამეცნიერო ნაშრომი იკვლევს ვაზოკონსტრიქტორების როლს, მათ ფარმაკოლოგიურ მექანიზმებს და მათ პოტენციურ რისკებსა და სარგებელს კლინიკურ გარემოში. თანამედროვე ლიტერატურისა და კლინიკური გაიდლაინების მიმოხილვით, ჩამოყალიბდა დასკვნები და რეკომენდაციები ვაზოკონსტრიქტორების უსაფრთხო გამოყენების შესახებ გულ-სისხლძარღვთა რისკის მქონე პაციენტებში. ვაზოკონსტრიქტორები არის ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვების შევიწროებას, რაც იწვევს სისხლძარღვთა წინააღმდეგობის და არტერიული წნევის მატებას. სტატია მიმოიხილავს მეცნიერულ დისკურსს ფიზიოლოგიურ მექანიზმებთან დაკავშირებით, რომლითაც ვაზოკონსტრიქტორები ახდენენ თავიანთ ზემოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ხაზგასმულია მათ როლზე გულის მუშაობის, მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების და გულის საერთო ფუნქციის რეგულირებაში. სტატია განიხილავს ამ პროცესში ჩართულ მოლეკულურ გზებს, როგორიცაა ადრენერგული რეცეპტორების გააქტიურება, რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემა და ენდოთელინი, ასევე მათი პოტენციური თერაპიული შედეგები და რისკები. ასევე განხილულია სხვადასხვა ვაზოკონსტრიქტორების, მათ შორის ბუნებრივი ნივთიერებებისა და სინთეზური აგენტების სხვადასხვა ეფექტები გულის ფუნქციონირებაზე, როგორც ნორმალურ, ისე პათოლოგიურ მდგომარეობაში
დევნილობაში მყოფი საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიმართვები აფხაზეთის მოსახლეობისადმი
As a result of the tragic events that took place in Tbilisi in December-January of 1991-1992, the legitimately elected president of the Republic of Georgia, Zviad Gamsakhurdia, became a displaced person from his own homeland. Despite this, he did not cease his efforts for the well-being of his country. The Georgian press contains records of his addresses to the population of Abkhazia, which he made against the backdrop of the anticipated or already ongoing bloody conflict in Abkhazia. Currently, when more than three decades have passed since these events, we are provided with the opportunity to draw more and, most importantly, more accurate conclusions. The issue itself remains relevant, as it is still pertinent today to properly define the political orientation of the country and address the gross interference of Russian imperial forces in Georgia\u27s internal affairs, driven by the personal interests and active support of renegade emissaries they sent. Considering the current state of Georgia, which has been repeatedly harmed by these actions, the country\u27s territorial integrity has been violated, hundreds of thousands of citizens have been displaced from their lands, and we continue to bear the consequences of the violent overthrow of the democratically elected national government. The search, analysis, and discussion of existing printed materials provide us with the opportunity to conclude that Zviad Gamsakhurdia did not spare any effort in trying to prevent a bloody confrontation in Abkhazia. Even in the conditions of the war, his attempt to stop the bloodshed and resolve the issue through diplomatic means seemed somewhat hopeful. However, Eduard Shevardnadze\u27s treacherous position effectively sabotaged the negotiations process that had started successfully. Moreover, today, high-ranking officials of his own government reveal in their interviews that E. Shevardnadze was an adventurer and the instigator of the war, who usurped power and failed to govern due to the protest movement from supporters of the legitimate government, which was clearly evident even in the territory of Abkhazia. To consolidate his positions in power, he made a decision harmful to the country, which simultaneously aligned with the Kremlin\u27s interests and was supported by the separatist government of Abkhazia. Therefore, today we can conclusively distinguish between right and wrong in the events that unfolded in Georgia, specifically in the territory of Abkhazia, in 1992-1993. This will help those interested in the issue and the broader public, both in drawing correct conclusions and in the process of evaluating and re-evaluating certain events.1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში თბილისში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად საქართველოს რესპუბლიკის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია იქცა დევნილად საკუთარი სამშობლოდან. მას ამის მიუხედავად არ შეუწყვეტია ზრუნვა საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ქართული პრესის ფურცლებზე შემონახულია მის მიერ გაკეთებული მიმართვები აფხაზეთის მოსახლეობისადმი, რომლებსაც ის ახორციელებდა აფხაზეთში მოსალოდნელი ან უკვე მიმდინარე სისხლისმღვრელი დაპირისპირების ფონზე. ამჟამად, როდესაც აღნიშნული მოვლენებიდან გასულია სამ ათეულ წელზე მეტი, უფრო მეტი და რაც მთავარია მართებული დასკვნების გამოტანის საშუალება გვეძლევა. საკითხი თავისთავად არ კარგავს აქტუალობას, რადგან დღესაც რელევანტურია ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხის სწორად განსაზღვრა და რუსულ-იმპერიული ძალების მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა მათ მიერვე გამოგზავნილი რენეგატი ემისრების პირადი ინტერესებითა და აქტიური ხელშეწყობით მრავალგზის დაზარალებული საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, საკუთარი მიწა-წყლიდან დევნილია ასიათასობით მოქალაქე და დღემდე ვიმკით იმ შედეგებს, რომლებიც ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ეროვნული ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით დამხობას მოჰყვა. არსებული ბეჭდური მასალების მოძიება, ანალიზი და მსჯელობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავასკვნათ: ზვიად გამსახურდიას ცდა არ დაუკლია აფხაზეთში სისხლისმღვრელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. გაჩაღებული ომის პირობებშიც მისი მცდელობა _ შეეჩერებინა სისხლისღვრა, მოეგვარებინა საკითხი დიპლომატიური მეთოდებით, ერთგვარად იმედის მომცემად გამოიყურებოდა, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის მუხანათურმა პოზიციამ ჩაშალა პრაქტიკულად წარმატებით დაწყებული მოლაპარაკების პროცესი. უფრო მეტიც, დღეს უკვე მისივე ხელისუფლების მაღალჩინოსნები თავიანთ ინტერვიუებში ამხელენ ე. შევარდნაძეს, როგორც ავანტიურისტს და ომის გამჩაღებელს, რომელმაც მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია და ვერ შეძლო მისი მართვა კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერთა საპროტესტო მუხტის იმ ფონზე, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეც მკაფიოდ შეინიშნებოდა და ხელისუფლებაში საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად მიიღო ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილება, რომელიც ამავდროულად თანხვედრაში მოდიოდა კრემლის ინტერესებთან და რომლის ხელშემწყობიც იყო აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა. ამდენად, დღეს უკვე დადასტურებულად შეგვიძლია 1992-1993 წლებში საქართველოში და კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებში მართალ-მტყუანის გარჩევა, რაც დახმარებას გაუწევს საკითხით დაინტერესებულ პირებს და ფართე საზოგადოებას, როგორც სწორი დასკვნების გამოტანაში, ასევე ზოგიერთი მოვლენის შეფასება-გადაფასების საქმეშიც.