E-Journals Portal of Association for Science
Not a member yet
    4096 research outputs found

    COVID-19-ის ვაქცინების მახასიათებლების, თვისებების, უსაფრთხოების, იმუნიზაციის გამოწვევების, რეგულატორული ჩარჩოების, მომავლის პერსპექტივებისა და გლობალური ასპექტების შესახებ სამეცნიერო დისკურსი

    No full text
    The rapid development and deployment of COVID-19 vaccines have represented an unprecedented scientific endeavor, offering hope in the global fight against the pandemic. This paper delves into the scientific discourse surrounding the features, characteristics, safety profiles, challenges, and future considerations of COVID-19 vaccines. We provide a detailed analysis of the leading vaccine platforms—mRNA (e.g., Pfizer-BioNTech, Moderna), viral vector (e.g., AstraZeneca, Johnson & Johnson), protein subunit (e.g., Novavax), and inactivated virus (e.g., Sinovac)—emphasizing their unique mechanisms of action, efficacy rates across diverse populations, and the nature of immune responses elicited. Safety remains a paramount concern, and this work critically evaluates both short-term side effects, such as fever and fatigue, and rare long-term adverse events, including myocarditis and thrombosis with thrombocytopenia syndrome (TTS). The paper also addresses the logistical and ethical challenges of global vaccine distribution, highlighting disparities in access between high- and low-income countries, as well as the persistent issue of vaccine hesitancy driven by misinformation and mistrust. In light of emerging SARS-CoV-2 variants, such as Delta and Omicron, we explore the implications for vaccine efficacy and the ongoing need for booster doses and updated formulations. Additionally, the paper discusses the potential for pan-coronavirus vaccines and the lessons learned for future pandemic preparedness. By integrating current research, clinical data, and global perspectives, this work aims to provide a holistic understanding of the scientific, societal, and policy dimensions of COVID-19 vaccines. It underscores the importance of continued innovation, equitable access, and public engagement to ensure the long-term success of vaccination efforts in controlling the pandemic and safeguarding global health. Multiple vaccine platforms, including mRNA, viral vector, protein subunit, and inactivated vaccines, have been developed and approved to curb the spread of the virus. While these vaccines have significantly reduced severe cases and mortality, challenges such as the emergence of new variants, vaccine hesitancy, and disparities in global distribution persist. This article provides a comprehensive analysis of the scientific discourse surrounding the characteristics, efficacy, and challenges of COVID-19 vaccines. However, the rapid development and deployment of vaccines also brought challenges. Safety monitoring had to be conducted in real-time, and rare adverse events required careful evaluation. Global inequities in vaccine access highlighted disparities between high- and low-income countries, while vaccine hesitancy and misinformation further complicated rollout efforts. Additionally, the emergence of SARS-CoV-2 variants, such as Delta and Omicron, raised concerns about vaccine efficacy and the need for adaptive strategies. Against this backdrop, the scientific discourse on COVID-19 vaccines has focused on understanding their features, safety profiles, and real-world effectiveness, while addressing the challenges of distribution, equity, and public acceptance. The study aims to provide a comprehensive analysis of these issues, offering insights into the achievements and lessons learned from the COVID-19 vaccination effort, and informing future pandemic preparedness and response strategies.COVID-19 ვაქცინების სწრაფი განვითარება და გავრცელება წარმოადგენს უპრეცედენტო სამეცნიერო წამოწყებას, რომელიც იმედს იძლევა პანდემიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. ნაშრომი შეისწავლის COVID-19 ვაქცინების თავისებურებების, მახასიათებლების, უსაფრთხოების პროფილების, იმუნიზაციის გამოწვევებისა და სამომავლო მოსაზრებების გარშემო არსებულ სამეცნიერო დისკურსს. ნაშრომში განხილულია წამყვანი ვაქცინის პლატფორმების - mRNA-ს (მაგ., Pfizer-BioNTech, Moderna), ვირუსული ვექტორის (მაგ., AstraZeneca, Johnson & Johnson), ცილოვანი ქვეერთეულის (მაგ., Novavax) და ინაქტივირებული ვირუსის (მაგ., Sinovac) ვაქცინების ანალიზი - აღწერილია მათი უნიკალური მოქმედების მექანიზმები, ეფექტურობის მაჩვენებლები სხვადასხვა პოპულაციებში და გამოწვეული იმუნური პასუხების თავისებურებები. ვაქცინების უსაფრთხოება კვლავ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება და ნაშრომი კრიტიკულად აფასებს ვაქცინაციის როგორც მოკლევადიან გვერდით მოვლენებს, როგორიცაა ცხელება და დაღლილობა, ასევე იშვიათ ხანგრძლივ გვერდით მოვლენებს, მათ შორის მიოკარდიტს და თრომბოზს თრომბოციტოპენიის სინდრომით (TTS). ნაშრომი ასევე განიხილავს ვაქცინების გლობალური განაწილების ლოგისტიკურ და ეთიკურ გამოწვევებს, ხაზს უსვამს მაღალი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის ხელმისაწვდომობის უთანასწორობას, ასევე დეზინფორმაციითა და უნდობლობით გამოწვეულ ვაქცინაციისადმი ყოყმანის მუდმივ პრობლემას. SARS-CoV-2-ის ისეთი ახალი ვარიანტების, როგორიცაა Delta და Omicron, გათვალისწინებით, განხილულია ვაქცინის ეფექტურობაზე გამაძლიერებელი დოზებისა და განახლებული ფორმულირებების მუდმივ საჭიროებები. გარდა ამისა, ნაშრომი განიხილავს კორონავირუსის ვაქცინების პოტენციალს და მომავალი პანდემიისთვის მზადყოფნისთვის მიღებულ გამოცდილებებს, მიმდინარე კვლევების, კლინიკური მონაცემებისა და გლობალური პერსპექტივების ინტეგრირებით. ეს ნაშრომი მიზნად ისახავს COVID-19 ვაქცინების სამეცნიერო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ასპექტების ჰოლისტური გაგების უზრუნველყოფას. იგი ხაზს უსვამს ვაქცინაციის ძალისხმევის გრძელვადიანი წარმატების უზრუნველსაყოფად უწყვეტი ინოვაციების, თანაბარი ხელმისაწვდომობისა და საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას პანდემიის კონტროლსა და გლობალური ჯანმრთელობის დაცვაში. ვირუსის გავრცელების შესაკავებლად შემუშავებული და დამტკიცებულია ვაქცინის მრავალი პლატფორმა, მათ შორის mRNA, ვირუსული ვექტორი, ცილოვანი ქვეერთეული და ინაქტივირებული ვაქცინები. მიუხედავად იმისა, რომ ამ ვაქცინებმა მნიშვნელოვნად შეამცირა მძიმე შემთხვევები და სიკვდილიანობა, კვლავ რჩება გამოწვევები, როგორიცაა ახალი ვირუსის შტამების  გაჩენა, ვაქცინაციისადმი ყოყმანი და გლობალური განაწილების უთანასწორობა, ეს სტატია წარმოადგენს COVID-19 ვაქცინების მახასიათებლების, ეფექტურობისა და გამოწვევების გარშემო არსებული სამეცნიერო დისკურსის ანალიზს. ვაქცინების სწრაფმა შემუშავებამ და გავრცელებამ ასევე მოიტანა ახალი გამოწვევები. ვაქცინაციის უსაფრთხოების მონიტორინგი სასურველი იყო რეალურ დროში ჩატარებულიყო, ხოლო იშვიათი გვერდითი მოვლენები ფრთხილ შეფასებას მოითხოვდა. ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გლობალურმა უთანასწორობამ ხაზი გაუსვა მაღალი და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის არსებულ უთანასწორობას, ხოლო ვაქცინაციისადმი ყოყმანი და დეზინფორმაცია კიდევ უფრო ართულებდა გავრცელების პროცესს. გარდა ამისა, SARS-CoV-2 ვარიანტების, როგორიცაა Delta და Omicron-ის გაჩენამ შეშფოთება გამოიწვია ვაქცინის ეფექტურობისა და ადაპტური სტრატეგიების საჭიროების შესახებ. ამ ფონზე, COVID-19 ვაქცინების შესახებ სამეცნიერო დისკურსი ფოკუსირებულია მათი მახასიათებლების, უსაფრთხოების პროფილების და რეალურ სამყაროში ეფექტურობის გააზრებაზე, ამავდროულად, ვაქცინების დისტრიბუციის, სამართლიანობისა და საზოგადოების მიერ მიღების გამოწვევების გადაჭრაზე. ეს ნაშრომი მიზნად ისახავს ამ საკითხების შესწავლას, COVID-19 ვაქცინაციის მცდელობიდან მიღწეული მიღწევებისა და გამოწვევევების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და მომავალი პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების სტრატეგიების შემუშავებას

    იძულებით გადაადგილებულთა ახალ რეალობასთან ინტეგრაციის ზოგიერთი ასპექტი: ბათუმისა და გალის რაიონის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით

    No full text
    Political processes of the post-Soviet period radically changed the ethno-cultural mosaics of Abkhazia and the social, economic, and cultural life conditions of the refugees. They had to start a new life and take a hard and interesting path of adaptation. Several issues concerning the adaptation to the new environment are kept in migrants’ minds. Their biography reflected significant processes of this tragedy among them the most important are the social, economic, and cultural adaptation problems of the refugees. Today, after several decades of the tragedy of Abkhazia, the ethnological studies of the migrants’ memory are topical since the generation who overcame this tragedy is still alive. The daily and traditional life of the refugees was occurring in the historically developed, traditional environment of Abkhazia. Abkhazia war destroyed that environment and the migrants had to adapt to new conditions. Although their new living area was still Georgia, historically similar ethno-cultural space, they had their own traditional culture and the order of social-economic life. Besides, the Abkhazian war also ruined social relations and migrants had to search for new social support to continue their lives. Studying issues about the forced migration of refugees from Abkhazia is one of the fascinating directions in Georgian historiography. The mentioned problem preserves topicality till today and historical aspects of migration have the leading role in these types of studies. Of course, it is an essential direction, however, we consider that ethnographic studies of specific biographies and information kept in certain people’s memories, including social-economic aspects of adaptation to new conditions for refugee families and individuals are necessary and topical. The presented paper aims to study and analyze the specific stories of social, economic, and cultural adaptation of refugees from Abkhazia in their main living areas. It also introduces general and local aspects of the adaptation of migrants.პოსტსაბჭოთა პერიოდის პოლიტიკურმა პროცესებმა რადიკალურად შეც-ვალა საკუთრივ აფხაზეთის ეთნო-კულტურული მოზაიკა და იძულებით მიგრირებულთა სო-ციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების პირობები. ფაქტობრივად მათ ახალი ცხოვრების დაწყება მოუწიათ და გაიარეს ადაპტაციის რთული და საინტერესო გზა. ახალ საცხოვრებელ გარემოში ადაპტაციის არაერთი საკითხია შემონახული იძულებით მიგრანტთა მეხსიერერებაში. მათ ბიოგრაფიაში აისახა ამ ტრაგედიის მნიშვნელოვანი პრო-ცესები, რომელთა შორის ძალზე საინტერესოა იძულებით გადაადგილებულთა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ადაპტაციის პრობლემები. დღეს, აფხაზეთის ტრაგედიიდან რამდენიმე ათეული წლის შემდგომ ძალზე აქტუალურია მიგრანტთა მეხსიერების ეთნოლო-გიური კვლევები, რამდენადაც ჯერ კიდევ ცოცხალია ის თაობა, რომელმაც აღნიშნული ტრა-გედიის სიმძიმე საკუთარ თავზე გადაიტანა. იძულებით გადაადგილებულთა ცხოვრების წესი და ტრადიციული ყოფა საკუთრივ აფხაზეთში ისტორიულად ჩამოყალიბებულ, ტრადიციულ გარემოში მიმდინარეობდა. აფხა-ზეთის ომმა ეს გარემო მოშალა და მიგრანტებს ახალ პირობებთან ადაპტაცია მოუწიათ. მიუხე-დავად იმისა, რომ მათი ახალი საცხოვრებელი არეალი ისევ საქართველო, ანუ ისტორიულად ერთიანი ეთნოკულტურული სივრცე იყო, მათ გააჩნდათ საკუთარი ტრადიციული კულტურა და სოციალ-ეკონომიკური ცხოვრების წესი. გარდა აღნიშნულისა აფხაზეთის ომმა, ასევე მოშა-ლა სოციალური ურთიერთობები და მიგრანტები იძულებული გახდნენ ეძებნათ ახალი სო-ციალური დასაყრდენი ცხოვრების გასაგრძელებლად. ქართულ ისტორიოგრაფიაში აფხაზეთიდან იძულებით მიგრაციასთან დაკავშირებუ-ლი პრობლემატიკის კვლევა ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა. აღნიშნული პრობლემა დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას და ამ კუთხით წარმოებული კვლევებში წამყვან როლს მიგ-რაციის ისტორიული ასპექტების კვლევები იჭერს. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მიმარ-თულებაა, თუმცა ამასთანავე მივიჩნევთ, რომ აუცილებელი და აქტუალურია ეთნოგრაფი-ული ხასიათის გამოკვლევები, მათ შორის კონკრეტული ბიოგრაფიები და კონკრეტული პი-როვნებების მეხსიერებაში შემონახული ინფორმაციების კვლევა, რომლებიც იძულებით მიგ-რაციის პირობებში ცალკეული ოჯახების, ინდივიდების ახალ პირობებში დამკვიდრების სოციალ-ეკონომიკურ ასპექტებს მოიცავს. წარმოდგენილი ნაშრომი მიზნად ისახავს აფხაზეთიდან იძულებით მიგრირებულთა ძი-რითადი განსახლების არეალში გამოვიკვლიოთ მიგრანტთა სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ადაპტაციის კონკრეტული ისტორიები და მოვახდინოთ მათი ანალიზი. წარმო-ვაჩინოთ მიგრანტთა ადაპტაციის ზოგადი და  ლოკალური ასპექეტები

    მუზეუმის როლი თანამედროვე სასკოლო განათლებაში

    No full text
    Museums play a vital role and serve an essential function for society as the narrators and transmitters of a people’s cultural, historical, and technological identity, encompassing both the past and the present. Museums reflect the diverse experiences that humanity has accumulated over time. Accordingly, museums directly contribute to education, and their role is becoming increasingly significant and emphasized within the modern educational landscape.     In our presentation, we focus on school education and develop two main directions in this regard: first, the significance of the museum’s involvement in school education along with the current trends and challenges in this area; and second, why the role of the museum is important at all three levels of schooling, what functions it serves, and how teachers use the museum as a resource in contemporary education.    The museum, above all, is both a verbal and visual medium that complements and enriches school education and knowledge. Moreover, teachers of various subjects use museums as tools to reinforce learning and enhance its impact. Museums are highly valued for their role in fostering practical, cultural, and historical awareness. They also help students develop a broader worldview and perspective. In addition, museums provide tangible experiences that facilitate the understanding and internalization of theoretical knowledge, while also promoting the development of critical and analytical skills. It is clear that beyond these functions, museums serve as creative and innovative spaces that nurture students’ creative abilities and inspire them.    Museums, their themes, and specialized programs correspond to modern school curricula and educational standards across several subjects. Museums must be capable of addressing current challenges, foremost among them being inclusivity, to ensure accessibility for every student—including those with special educational needs and disabilities (SEN and SWD). When a museum functions as an interactive, dynamic, and inclusive space that at least sparks curiosity, it naturally becomes an effective teaching method.მუზეუმს უმნიშვნელოვანესი როლი და ფუნქცია აქვს საზოგადოებისთვის, სასიცოცხლოდ ფასეული, როგორც ხალხის კულტურული, ისტორიული თუ ტექნოლოგიური იდენტობის, წარსულისა და აწმყოს მთხრობელი და გამზიარებელი. მუზეუმები მეტყველებენ იმ მრავალფეროვან გამოცდილებაზე, რომელიც კაცობრიობამ დროთა განმავლობაში დააგროვა. შესაბამისად, მუზეუმი პირდაპირ ემსახურება განათლებას და მისი როლიც დღითიდღე უფრო საყურადღებო და აქცენტირებული ხდება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში. ჩვენს მოხსენებაში აქცენტს სასკოლო განათლებაზე ვაკეთებთ და ამ კუთხით ორ მიმართულებას ვავითარებთ, თავად მუზეუმისთვის სასკოლო განათლებაში ჩართულობის მნიშვნელობა და ამ მხრივ მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები და, აგრეთვე, რატომ არის სკოლაში სამივე საფეხურზე მუზეუმის როლი მნიშვნელოვანი, რა ფუნქცია აკისრია მას და როგორ იყენებენ პედაგოგები მუზეუმს და მას, როგორც რესურსს, თანამედროვეობაში. მუზეუმი, უპირველეს ყოვლისა, როგორც ვერბალური, ისე ვიზუალური მეტყველია და ის ავსებს, სრულ ყოფს სასკოლო განათლებას, ცოდნას. ამასთანავე, სხვადასხვა საგნის პედაგოგები მუზეუმებს იყენებენ, როგორც გამაძლიერებელ, ეფექტის მომხდენ საშუალებას. მუზეუმს ანიჭებენ უპირატეს მნიშვნელობას პრაქტიკული, კულტურული თუ ისტორიული ცნობიერების ამაღლების კუთხით. აგრეთვე, მუზეუმი ეხმარება მოსწავლეებს ფართო თვალსაწიერისა და პერსპექტივის ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, მუზეუმი ხელშესახებია და თეორიული ცოდნის რეალობაში აღქმის, გააზრების, კრიტიკული თუ ანალიტიკური უნარების განვითარების შესანიშნავი მეთოდია. ცალსახაა, რომ გარდა ზემოხსენებულისა, მუზეუმი წარმოადგენს კრეატიულ და ნოვაციურ სივრცესაც, რომელიც მოსწავლეებში შემოქმედებით უნარებს აღვივებს და მათ შთაგონებისკენ უბიძგებს. მუზეუმები, მათი თემატიკა და სპეციალური პროგრამები ეხმიანება თანამედროვე სასკოლო გეგმებსა და საგანმანათლებლო სტანდარტს რამდენიმე საგანშიც კი. მუზეუმებმა უნდა შეძლონ და მიმდინარე გამოწვევებსაც უნდა უპასუხონ, პირველ რიგში კი, ვფიქრობთ, ინკლუზიურობის კუთხით, რათა ის თითოეული მოსწავლისთვის(ვგულისხმობთ სსსმ და შშმ მოსწავლეებს) ხელმისაწვდომი გახდეს. როდესაც მუზეუმი წარმოადგენს ინტერაქციულ, დინამიკურ, ინკლუზიურ და სულ მცირე ცნობისმოყვარეობის აღმძვრელ სივრცეს, შედეგად, მუზეუმი უკვე ეფექტური სასწავლო მეთოდიცაა

    ფიჭვნარის ძვ.წ IV ს კოლხური სამაროვანი (2022-2023 წწ)

    No full text
    The standing archaeological excavation was conducted at the Pichvnari 4th century BC Colchian cemetery in 2022-2023 too. Dozen graves were excavated. Imported and local grave goods as rings, beads, jugs, oinochoe, bracelet, cups, coins, etc. were discovered. The ritual platform is particularly of note, as no ritual platforms are attested from the Colchian cemetery that dates to the 5th century BC. Most likely, this is a result of Greek influence in burial practices, as is the domination of eastern orientation of the bodies in individual inhumation graves in this period. Another detail of note is that a significant number of the 4th century BC graves belonging to both Greeks and Colchians do not contain burial goods. Most likely, this is a result of the political and economic decline of Athens, which had an effect on Pichvnari too. Compared to the 5th century BC Colchian cemetery, we can trace both the decline in number of imported goods as well as their quality. Among imported ceramics, so-called grey clay vessels most likely manufactured in Heraclea Pontica seem to be the most popular. Black-gloss pottery manufactured in Athens also were found. The majority of pottery found in the 4th century BC burials is locally produced. At Pichvnari, imitations of Greek forms of pottery such as the oinochoe appear in the 5th century BC and seem to increase in popularity in the 4th century BC. Colchian forms of pottery are also typical at Pichvnari, some dating earlier than the 5th century BC and in use throughout the 4th century BC and later. Among other grave goods iron bracelets, bronze crescent hoops that would have been worn on a necklace, blue and green glass beads, a radial earring, coins, etc. are traced.ფიჭვნარის ძვ.წ. IV საუკუნის კოლხური სამარხები სხვა სამაროვნებთან შედარებით ჯერ კი­დ­ევ მცირე რაოდენობითაა შესწავლილი. ამის უმთავრესი მიზეზი საბჭოთა პერიოდში ჩაის ფართო კულტივაციით უნდა აიხსნას. 2022-2023 წწ წარმოებული გათხრების ერთ-ერთ მთავარ მიზანს მისი ტოპოგრაფიის საბოლოო განსაზღვრა წარმოადგენდა. დგინდება, რომ ჩრდილოეთიდან ის ფიჭვნარის ძვ.წ. V ს კოლ­ხუ­რი სამაროვნის ქრონოლოგიურ და ტერიტორიულ გაგრძელებას წარმოადგენს; დასავლეთით ძვ.წ. IV  ს ბერძნული და ელინისტური პერიოდის სამაროვნებისკენ, ხოლო აღმოსავლეთით მდ. ჩოლოქის მიმართულებით ფართოვდება.   ჩატარებული გათხრების ანალიზისა და აღმოჩენილი არტეფაქტების საფუძველზე ჩანს, რომ ფიჭვნარელი კოლხები, აქაური ელინების მსგავსად და ერთი საუკუნის წინ მცხოვრები თანამემამულეებისგან განსხვავებით, აწყობენ საქელეხო რიტუალებს; მრავლდება ბერძნული კერამიკული ნაწარმის იმიტაციები, ხოლო სამარხების აღმოსავლეთით დამხრობა დომინანტური ხდება. თუმცა, გრძელდება უფრო ტრადიციული ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილოეთისაკენ დამხრობით დაკრძალვა, რომლის რელიგიური თუ კულტუროლოგიური ახსნა ჯერ კიდევ მომავლის საქმეა.   საინტერესო სურათი ისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ ყოფაში. საკმაოდ ბევრია ისეთი ჭირისუფალი, რომელიც საიმქვეყნიოა ინვენტარს მოკრძალებულად ან საერთოდ ვერ ატანს, რაც მეტროპოლიის, ათენის დასუსტების გამოძახილი უნდა იყოს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. შეიძლება ვთქვათ, რომ ფიჭვნარში, ისევე როგორც ბოსფორში, ელინიზმის დადგომის წინ უკვე შეინიშნება ადგილობრივი მოსახლეობის ღრმა აკულტურიზაცია, რაც მთელ შავიზღვისპირეთში თუ მედიტერანული სამყაროში პარალელებისა თუ განსხვავებული ტენდენციების ინტერდისციპლინარულ კვლევებს მოითხოვს

    ლათინური წარწერის ფრაგმენტი რომაული ციხესიმაგრის (აფსაროსის) შტაბის შენობიდან (პრინციპია) გონიოში, საქართველო

    No full text
    A fragment of a Latin inscription was found during the excavation of a headquarters building (principia) at the Roman fort of Apsaros (Gonio, Georgia). This paper presents and discusses this unique find.ლათინური წარწერის ფრაგმენტი აღმოაჩინეს რომაული ციხესიმაგრის — აფსაროსის (გონიო, საქართველო) არქეოლოგიური გათხრებისას, შტაბის შენობაში (პრინციპია). ნაშრომი წარმოადგენს ამ უნიკალური აღმოჩენის პირველ გამოცემასა და ანალიზს

    რკინის ხანის სამაროვნები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოდან

    No full text
    Among the Iron Age archaeological sites discovered and studied in the territory of Ajara, the cemeteries of Khutsubani and Makhvilauri, dated to the 7th century BCE, stand out. Excavations have revealed both individual burials (such as those found in the village of Khutsubani) and collective graves (notably, the collective pit burial in the village of Makhvilauri). The grave goods are notably diverse. A wide range of ceramic vessels, bronze and iron agricultural and military tools have been uncovered. Various types of jewelry made from different materials have also been found, including numerous and varied beads. Additionally, items related to beliefs and rituals—particularly those associated with burial practices—have been discovered, providing valuable insight into the spiritual worldviews and funerary customs of the time.აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი და შესწავლილი რკინის ხანის ძეგლებიდან გამოიყოფა ხუცუბნისა და მახვილაურის ძვ. წ. VII ს დათარიღებული სამაროვნები. გვხვდება როგორც ინდივიდუალური (მაგალითად სოფ. ხუცუბნის სამარხები), ასევე კოლექტიური სამარხები (სოფ. მახვილაურის კოლექტიური ორმო სამარხი). მრავალფეროვანია სამარხეული ინვენტარი. აღმოჩენილია მრავალფეროვანი კერამიკული ნაწარმი, ბრინჯაოსა და რკინის სამეურნეო და საბრძოლო იარაღი, სხვადასხვა მასალისაგან დამზადებული სამკაული, მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მძივები და რწმენა-წარმოდგენებთან, განსაკუთრებით კი დაკრძალვის რიტუალთან დაკავშირებული ნივთები

    ფრანკ მაისლერის კოლექცია აჭარის ხელოვნების მუზეუმიდან

    No full text
        In October 2009 a substantial collection of works by the renowned Jewish sculptor Frank Meisler was gifted to the Ajara Art Museum by the Ministry of Finance and Economy of the Autonomous Republic of Ajara. This diverse collection of 73 exhibits includes thematic compositions characteristic of the author, scenes of everyday life, individual portrait sculptures, biblical stories, various cult artifacts, decorative objects, examples of the animalistic genre.    The famous sculptor was born in Danzig (now Gdansk, Poland) in East Prussia in 1929. Several months prior to the outbreak of the Second World War the future artist together with other Jewish children was evacuated by the Kindertransport  to England. All his family fell victim to the Holocaust catastrophe. At different times Frank Meisler worked for the BBC. He earned a bachelor’s degree in architecture from the University of Manchester. In 1960 Frank Meisler moved to Israel. The sculptor’s house and gallery are located in the artists’ quarter of the Old City of Jaffa. In 1999 the sculptor was awarded the Franz Kafka Gold Medal for his creative achievements by the Czech Academy of Art. Frank Meisler died in Tel Aviv in 2018.    The works kept at the Art Museum include exquisite pieces of sculpture, small plastic and decorative art and conditionally fall into the following categories: so called “individual sculptures”, “Universal art” and “Judaica”.      Original compositional thinking, a sense of time, unique ability of eloquent comprehension of character and moods of different types are characteristic features of Frank Meisler\u27s creative work, which is accompanied by mild irony as well as a sharp sense of humour. A mention should be made that in author’s works a special expressive effect is achieved through the use of polychromatic method and inlay based on combinations of non-ferrous metals, silver plated or gilded details on surfaces of subjects and semi-precious stones. All this clearly represents the artist’s original style and individual manner.  2009 წლის ოქტომბერში აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელოვნების მუზეუმს გადასცა გამოჩენილი ებრაელი მოქანდაკის ფრანკ მაისლერის ნამუშევრების სოლიდური კოლექცია. ეს მრავალფეროვანი კრებული 73 ექსპონატს მოიცავს, რომელშიც თავმოყრილია ავტორისათვის დამახასიათებელი თემატიკური კომპოზიციები, ყოფითი სცენები, ინდივიდუალური პორტრეტული სახეები, ბიბლიური სიუჟეტები, სხვადასხვა საკულტო ნივთები, დეკორატიული დანიშნულების საგნები, ანიმალისტური ჟანრის ნიმუშები.     გამოჩენილი მოქანდაკე ფრანკ მაისლერი დაიბადა აღმოსავლეთ პრუსიის ქალაქ დანციგში 1929 წელს(ახლანდელი გდანსკი, პოლონეთი). მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, რამდენიმე თვით ადრე, სხვა ებრაელ ბავშვებთან ერთად,"ქინდერტრანსპორტინგმა" მომავალი ხელოვანის ინგლისში გამგზავრება მოახერხა, მთელი მისი ოჯახი კი ჰოლოკოსტის კატასტროფას შეეწირა. სხვადასხვა დროს ის ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციაში (BBC) მსახუროობდა, მიიღო არქიტექტორის ხარისხი მანჩესტერის უნივერსიტეტში. 1960 წელს ფ.მაისლერი საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, მისი სახლი და გალერეა ძველი იაფოს მხატვართა კვარტალში მდებარეობს.1999 წ. ჩეხეთის ხელოვნების აკადემიამ შემოქმედებითი მიღწევებისთვის ხელოვანს ფრანც კაფკას სახელობის ოქროს მედალი მიანიჭა. ფრანკ მაისლერი გარდაიცვალა 2018 წელს თელ-ავივში.    ხელოვნების მუზეუმში დაცული ფ. მაისლერის ნაწარმოებები განეკუთვნება ქანდაკების, მცირე პლასტიკის და დეკორატიული ხელოვნების დახვეწილ ნიმუშებს, რომლებიც პირობითად შემდეგ კატეგორიებს აერთიანებს, ესენია: ე.წ. "ინდივიდუალური სკულპტურები“, "უნივერსალური ხელოვნება" და „იუდაიკა". &nbsp

    რუსეთ-თურქეთის სიტუაციური მოკავშირეობა შავი ზღვის რეგიონში (პოლიტიკური ინტერესები)

    No full text
    The paper deals with the "Russian-Turkish situational alliance in the Black Sea region", their economic interests, and political or military actions based on these interests, which have a decisive impact on the processes taking place in the entire region. Drawing on Charles Kindleberger’s theory of hegemonic stability, the study argues that the region is characterized by the dominance of two major power blocs: NATO (represented by Turkey) and the EU, and the opposing coalition led by Russia in partnership with Iran and North Korea. At the heart of this confrontation lies a struggle over control of vital economic flows that traverse the Black Sea, a region that serves as a strategic bridge between East and West, North and South. Both blocs seek to command these flows to expand their global influence. In this context, the application of Kindleberger’s theory becomes essential to assess the balance between military assertiveness and economic liberalism, particularly under the pressures of today’s volatile geopolitical climate. Maintaining peace and ensuring the steady development of the processes requires agile and coordinated responses. The core premise of the hegemonic stability theory is that the establishment of a socially oriented liberal economic order necessitates the demonstration of military superiority. Such superiority enables a hegemon to enforce order both domestically and internationally, facilitating the promotion of its own and allied interests and contributing to a global liberal and mutually beneficial system. The paper also offers a historical overview of Russian-Turkish relations in the Black Sea, outlines current realities, and considers possible future scenarios and strategic implications for the region.სტატიაში განხილულია ,,რუსეთ-თურქეთის სიტუაციური მოკავშირეობა შავი ზღვის რეგიონში”, მათი ეკონომიკური ინტერესები და ამ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური თუ სამხედრო ქმედებები, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას ახდენენ მთლიანად რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. ჩარლზ კინდერბერგის ,,ჰეგემონიის სტაბილურობის თეორიის“ თანახმად, შავი ზღვის რეგიონში მკვეთრად გამოკვეთილი ორი ძირითადი დაჯგუფება დომინირებს: ნატო და ევროკავშირი თურქეთის სახით და მასთან დაპირისპირებული რუსეთი - ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან ალიანსში. ამ ორი სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფების დაპირისპირების მთავარი მიზეზი გახლავთ შავი ზღვის რეგიონზე გამავალი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელი გლობალური მნიშვნელობის მქონე ეკონომიკური დინებების გაკონტროლების მწვავე სურვილი. ეკონომიკურ დინებებზე კონტროლი ორივე დაჯგუფებას აძლევს შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს გლობალურ პროცესებზე. ამ თეორიის კომპლექსური შესწავლა და გამოყენება აუცილებელია, რადგან რეგიონში არსებული დაძაბული გარემო მოითხოვს სწრაფ და მოქნილ რეაგირებას მშვიდობის შესანარჩუნებლად და ეკონომიკური პროცესების ურყევი განვითარების უზრუნველსაყოფად. ამ თეორიის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სოციალურად ორიენტირებული ძლიერი ლიბერალური ეკონომიკის დასამკვიდრებლად აუცილებელია სამხედრო ძალის მოპოვება და მისი უპირატესობის დემონსტრირება. ეს, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა, აღნიშნული ძალა გამოყენებულ იქნას საშინაო და საგარეო პოლიტიკაში წესრიგის დასამყარებლად. ეს პროცესი ემსახურება არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ალიანსის წევრი ქვეყნების ინტერესების გატარებასაც, რის შედეგადაც მყარდება გლობალური ლიბერალური და ურთიერთსასარგებლო წესრიგი. ნაშრომში ასევე განხილულია შავი ზღვის რეგიონში დაპირსპირებული ძირითადი ორი მხარის ურთიერთობების ისტორია, დღევანდელი რეალობა,  მოვლენათა შესაძლო განვითარება და პერსპექტივები

    ამერიკის შეერთბული შტატების საგარეო პოლიტიკის ახლებური კონსტრუქტი

    No full text
    This article examines the geopolitical transformations shaping the contemporary international order, with a particular focus on the strategic recalibration of global powers. The study highlights the decline of traditional hegemonic structures, the resurgence of multipolarity, and the shifting dynamics of global governance. Through the lens of political realism and the balance of power principle, the paper explores how key actors, such as the United States, China, and Russia, navigate emerging challenges, including economic adjustments, military conflicts, and diplomatic reconfigurations. The research further scrutinizes the role of alternative alliances, such as BRICS and other regional coalitions, in counterbalancing Western influence. Methodologically, the paper employs qualitative analysis, incorporating historical comparisons and case studies to illustrate the evolving nature of international politics. The findings suggest that while the erosion of the unipolar system presents new opportunities for regional actors, it simultaneously intensifies global uncertainty, necessitating adaptive strategic approaches.წინამდებარე სტატია განიხილავს გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციებს, რომლებიც აყალიბებს თანამედროვე საერთაშორისო წესრიგს, განსაკუთრებული აქცენტით გლობალური ძალების სტრატეგიულ გადანაწილებაზე. კვლევა ასახავს ჰეგემონიური სტრუქტურების დაკნინებას, მრავალპოლარულობის აღორძინებასა და გლობალური მმართველობის ცვალებად დინამიკას. პოლიტიკურ რეალიზმსა და ძალთა ბალანსის თეორიაზე დაყრდნობით, ნაშრომში მიმოხილულია, თუ როგორ უმკლავდებიან წამყვანი აქტორები—აშშ, ჩინეთი და რუსეთი—ახალ გამოწვევებს, როგორიცაა ეკონომიკური გადაჯგუფება, სამხედრო კონფლიქტები და დიპლომატიური კონფიგურაციების ცვლილება.          კვლევაში ასევე გაანალიზებულია ისეთი ალტერნატიული ალიანსების როლი, როგორიცაა BRICS და რეგიონული კოალიციები, რომლებიც დასავლური გავლენის დაბალანსებას ცდილობენ. მეთოდოლოგიურად, ნაშრომი ეყრდნობა ხარისხობრივ ანალიზს, ისტორიულ შედარებებსა და შემთხვევების შესწავლას, რათა წარმოაჩინოს საერთაშორისო პოლიტიკის ევოლუციური ხასიათი. შედეგები მიუთითებს, რომ უნიპოლარული სისტემის შესუსტება ახალ შესაძლებლობებს უქმნის რეგიონულ აქტორებს, თუმცა, ამავდროულად, აძლიერებს გლობალურ გაურკვევლობას და მოითხოვს ადაპტურ სტრატეგიულ მიდგომებს

    ფარმაკოლოგიურ პრეპარატ ,,ამფიცეზინის“ ზოგადტოქსიკური, ადგილობრივ გამაღიზიანებელი და მაალერგიზებელი მოქმედების ექსპერიმენტული შესწავლა

    No full text
    თაგვებზე ექსპერიმენტული კვლევისათვის დადგენილი იყო ,,ამფიცეზინის“ სადღეღამისო დოზა - 0,25 მლ/კგ.  პრეპარატის მწვავე ტოქსიკურობა შესწავლილი იქნა ალბინოს თაგვებზე ფარმაკოლოგიური საშუალებების უსაფრთხოების წინაკლინიკური შეფასების წესების მიხედვით. კვლევის მიზანი იყო მწვავე ტოქსიკურობის სასიკვდილო დოზის (LD50) დადგენა და, ასევე, ტოქსიკურობის ცალკეული სიმპტომების რეგისტრაცია. დაკვირვება ხორციელდებოდა ,,ამფიცეზინის“ მიღებისას და ორი საათის განმავლობაში, რა დროსაც ინტეგრალური მაჩვენებლების არავითარი გადახრა ნორმიდან არ დაფიქსირებულა. დაკვირვების პერიოდში ყველა ცხოველი ჯანმრთელია, აქტიური, მათი ორიენტირება გარემოში, ყნოსვითი რეაქციები და მოძრაობითი უნარი ნორმაშია. დაკვირვების 14 დღის განმავლობაში ცხოველების დაცემა რეგისტრირებული არ არის. ,,ამფიცეზინის“ ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება შესწავლილი იქნა ორივე სქესის თეთრ თაგვებზე. ექსპერიმენტის დაწყებამდე 1 დღით ადრე ვახდენდით ცხოველების ზურგზე ბეჭებს შუა 2 სმ2 კანის დეპილაციას; ცხოველებს რანდომიზებულად განაწილებით 2 ჯგუფად და ვათავსებდით ერთნაირ პირობებში. შედეგად, კანის ზედაპირზე არ დაფიქსირებულა გაღიზიანების ან კონტაქტური დერმატიტის ნიშნები (ჰიპერემია, შეშუპება, ნაპრალები, სისხლჩაქცევები და ეპიდერმისის აქერცვლა). ,,ამფიცეზინის“ შესაძლო ალერგიული თვისებების გამოვლენისათვის გამოყენებული იქნა კანის სენსიბილიზაცია ხანგრძლივი ყოველდღიური აპლიკაციებით, რაც სავარაუდო ალერგიული თვისებების გამოსამჟღავნებლადაა მიღებული. შედეგად, 14-ჯერადი აპლიკაციის პროცესში, ისევე როგორც მისი შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში, გაღიზიანების ან დერმატოზის მოვლენები არ დაფიქსირებულა. ამგვარად, მიღებული შედეგების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ,,ამფიცეზინი“ არ ხასიათდება სენსიბილიზაციის გამომწვევი თვისებებით. ზოგადად, ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ფარმაკოლოგიურ პრეპარატ ,,ამფიცეზინს“ მწვავე ტოქსიკურობა, ალერგიულობა და ადგილობრივი გამაღიზიანებლობა არ ახასიათებს.თაგვებზე ექსპერიმენტული კვლევისათვის დადგენილი იყო ,,ამფიცეზინის“ სადღეღამისო დოზა - 0,25 მლ/კგ.  პრეპარატის მწვავე ტოქსიკურობა შესწავლილი იქნა ალბინოს თაგვებზე ფარმაკოლოგიური საშუალებების უსაფრთხოების წინაკლინიკური შეფასების წესების მიხედვით. კვლევის მიზანი იყო მწვავე ტოქსიკურობის სასიკვდილო დოზის (LD50) დადგენა და, ასევე, ტოქსიკურობის ცალკეული სიმპტომების რეგისტრაცია. დაკვირვება ხორციელდებოდა ,,ამფიცეზინის“ მიღებისას და ორი საათის განმავლობაში, რა დროსაც ინტეგრალური მაჩვენებლების არავითარი გადახრა ნორმიდან არ დაფიქსირებულა. დაკვირვების პერიოდში ყველა ცხოველი ჯანმრთელია, აქტიური, მათი ორიენტირება გარემოში, ყნოსვითი რეაქციები და მოძრაობითი უნარი ნორმაშია. დაკვირვების 14 დღის განმავლობაში ცხოველების დაცემა რეგისტრირებული არ არის. ,,ამფიცეზინის“ ადგილობრივად გამაღიზიანებელი მოქმედება შესწავლილი იქნა ორივე სქესის თეთრ თაგვებზე. ექსპერიმენტის დაწყებამდე 1 დღით ადრე ვახდენდით ცხოველების ზურგზე ბეჭებს შუა 2 სმ2 კანის დეპილაციას; ცხოველებს რანდომიზებულად განაწილებით 2 ჯგუფად და ვათავსებდით ერთნაირ პირობებში. შედეგად, კანის ზედაპირზე არ დაფიქსირებულა გაღიზიანების ან კონტაქტური დერმატიტის ნიშნები (ჰიპერემია, შეშუპება, ნაპრალები, სისხლჩაქცევები და ეპიდერმისის აქერცვლა). ,,ამფიცეზინის“ შესაძლო ალერგიული თვისებების გამოვლენისათვის გამოყენებული იქნა კანის სენსიბილიზაცია ხანგრძლივი ყოველდღიური აპლიკაციებით, რაც სავარაუდო ალერგიული თვისებების გამოსამჟღავნებლადაა მიღებული. შედეგად, 14-ჯერადი აპლიკაციის პროცესში, ისევე როგორც მისი შეწყვეტიდან 7 დღის განმავლობაში, გაღიზიანების ან დერმატოზის მოვლენები არ დაფიქსირებულა. ამგვარად, მიღებული შედეგების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ,,ამფიცეზინი“ არ ხასიათდება სენსიბილიზაციის გამომწვევი თვისებებით. ზოგადად, ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ ფარმაკოლოგიურ პრეპარატ ,,ამფიცეზინს“ მწვავე ტოქსიკურობა, ალერგიულობა და ადგილობრივი გამაღიზიანებლობა არ ახასიათებს

    2

    full texts

    4,096

    metadata records
    Updated in last 30 days.
    E-Journals Portal of Association for Science
    Access Repository Dashboard
    Do you manage Open Research Online? Become a CORE Member to access insider analytics, issue reports and manage access to outputs from your repository in the CORE Repository Dashboard! 👇