E-Journals Portal of Association for Science
Not a member yet
    4096 research outputs found

    სასამართლო ლინგვისტიკის ძირითადი მიზნები

    No full text
    Forensic linguistics is a rapidly growing interdisciplinary field that applies linguistic knowledge, methods, and insights to the legal and criminal justice systems. This paper explores the theoretical foundations and practical applications of forensic linguistics, including authorship attribution, discourse analysis in legal contexts, and the interpretation of linguistic evidence in criminal and civil cases. Key areas of focus include the analysis of written and spoken texts, such as police interviews, courtroom discourse, threatening letters, and anonymous messages. The study also examines ethical considerations and the challenges of presenting linguistic evidence in court. Through case studies and recent developments, this paper highlights the crucial role linguists play in investigations and legal proceedings, demonstrating how language analysis can support or challenge evidence, protect individuals\u27 rights, and contribute to justice. This paper investigates the application of linguistic theory and methodology within forensic contexts, offering a comprehensive analysis of how language functions as both evidence and a medium of legal interaction. Forensic linguistics, situated at the intersection of language and law, encompasses a range of subfields, including authorship attribution, forensic phonetics, sociolinguistic profiling, and discourse analysis of legal texts. Drawing on corpus linguistics, stylistics, and pragmatics, the study examines casework involving disputed authorship in threatening letters, deceptive linguistic patterns in witness statements, and power asymmetries in police-suspect interviews. The methodological framework combines quantitative corpus-based techniques with qualitative discourse analysis to assess linguistic variation and speaker-specific markers.სასამართლო ლინგვისტიკა სწრაფად მზარდი ინტერდისციპლინარული სფეროა, რომელიც ენობრივ ცოდნას, მეთოდებსა და შეხედულებებს იყენებს სამართლებრივ და სისხლის სამართლის სისტემებში. ეს ნაშრომი იკვლევს სასამართლო ლინგვისტიკის თეორიულ საფუძვლებს და მის პრაქტიკულ გამოყენებას, დისკურსის ანალიზს სამართლებრივ კონტექსტში და ენობრივი მტკიცებულებების ინტერპრეტაციას სისხლის და სამოქალაქო საქმეებში. ეს ნაშრომი იკვლევს ლინგვისტური თეორიისა და მეთოდოლოგიის გამოყენებას სასამართლო ექსპერტიზის კონტექსტებში და გვთავაზობს ენის ანალიზს - კერძოდ, იხილავს თუ როგორ ფუნქციონირებს ენა როგორც მტკიცებულება და სამართლებრივი ურთიერთქმედების საშუალება. სასამართლო ლინგვისტიკა, რომელიც ენისა და სამართლის გზაჯვარედინზეა, მოიცავს ქვესფეროების ფართო სპექტრს, მათ შორის ავტორობის დადგენას, სასამართლო ფონეტიკას, სოციოლინგვისტურ პროფილირებას და სამართლებრივი ტექსტების დისკურსის ანალიზს. კორპუსის ლინგვისტიკაზე, სტილისტიკასა და პრაგმატიკაზე დაყრდნობით, კვლევა სწავლობს მუქარის წერილებში სადავო ავტორობას, მოწმეთა ჩვენებების ენობრივ ნიმუშებს და პოლიციისა და ეჭვმიტანილის ინტერვიუებში ძალაუფლების ასიმეტრიას. მეთოდოლოგიური ჩარჩო აერთიანებს კორპუსზე დაფუძნებულ რაოდენობრივ ტექნიკას თვისებრივ დისკურსის ანალიზთან, რათა შეაფასოს ენობრივი ვარიაცია და მოლაპარაკის სპეციფიკური მარკერები. ძირითადი ფოკუსის სფეროებია წერილობითი და ზეპირი ტექსტების ანალიზი, როგორიცაა პოლიციის დაკითხვის ოქმები, სასამართლო დისკურსი, მუქარის შემცველი წერილები და ანონიმური შეტყობინებები. სტატიაში ასევე მოცემულია ეთიკური მოსაზრებები  და სასამართლოში ენობრივი მტკიცებულებების წარდგენის სირთულე-ები. ლინგვისტების როლი მნიშვნელოვანია  გამოძიებებსა და სასამართლო პროცესებში; ლინგვისტურ ანალიზს შეუძლია მტკიცებულებების გამყარება, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანობის ხელშეწყობა. სასამართლო ლინგვისტიკა დაკავშირებულია არა მხოლოდ იურისპრუდენციას-თან, არამედ ბევრ სხვა დისციპლინასთან. ლინგვისტი-კის ეს დარგი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და მისი თეორიული და პრაქტიკული განხილვა შემდგომ სტატიებში გაგრძელდება

    სულხან-საბა ორბელიანის იგავების რაფიელ ერისთავსეული პოეტური ვერსიები

    No full text
    The year 2024 marked the 200th anniversary of the birth of the great Georgian writer and public figure, Rafiel Eristavi. His work, "Homeland of Khevsuri", remains one of the best examples of patriotic poetry to this day. Rafiel was an elder contemporary and like-minded person of the 60’s generation. There was no topical issue of that era that Rafiel Eristavi failed to address in his writings. In his time, not only his poetry but also his short stories, plays, and vaudevilles were extremely popular. Just like the 60’s generation, Rafiel Eristavi believed that literary writing should primarily serve public interests and contribute to the spiritual and moral improvement of people. Rafiel Eristavi perfectly understood the great moral and aesthetic impact that the fable genre possessed. Therefore, his interest in this genre was logical. Based on Sulkhan-Saba Orbeliani’s "Wisdom of Lies", he versified 15 fables in 1878. He was also one of the first to translate the fables of I.V. Krylov. It is noteworthy that in the preface to the collection, Rafiel specifies why he chose Sulkhan-Saba Orbeliani\u27s work. Rafiel considered children to be his primary target group. According to him, after reading these fables, young people would be morally elevated and, most importantly, enrich their conversational language. For this same purpose, he included folk proverbs in the moral of each fable. When reworking the fables, Rafiel treated Saba’s text with relative freedom: in some cases, he changed not only the title but also somewhat adjusted the fable\u27s main message. This kind of freedom was possible because R. Eristavi presented the fables as artistic units independent of the plot. Obviously, had he versified the entirety of Sulkhan-Saba Orbeliani\u27s work, he would not have been able to take such an approach. As for the quality of the poetic versions of the fables, it must be said that Rafiel offered worthy competition to Saba, although he was not always able to maintain Saba\u27s own refined style of narration.  2024 წელს აღინიშნა დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღაწის, რაფიელ ერისთავის დაბადებიდან 200 წლის იუბილე. მისი „სამშობლო ხევსურისა“ დღემდე  რჩება პატრიოტული ლირიკის ერთ-ერთ   საუკეთესო ნიმუშად. რაფიელი,  სამოციანელთა უფროსი თანამედროვე  და  თანამოაზრე გახლდათ. არ დარჩენილა იმ დროისათვის აქტუალური არცერთი საკითხი, რომელსაც რაფიელ ერისთავი არ შეხებია თავის თხზულებებში. თავის დროზე ძალზე პოპულარული იყო არა მარტო მისი პოეზია, არამედ მოთხრობები, პიესები და ვოდევილები. ისევე, როგორც სამოციანელებს, რაფიელ ერისთავსაც სწამდა, რომ სიტყვაკაზმული მწერლობა, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ინტერესების სამსახურში უნდა მდგარიყო და ადამიანების  სულიერი თუ ზნეობრივი გაუმჯობესებისათვის უნდა შეეწყო ხელი. რაფიელ ერისთავი ჩინებულად ხვდებოდა, თუ რაოდენ დიდი მორალურ-ესთეტიკური ზემოქმედების უნარი გააჩნდა იგავს. ამდენად, ლოგიკურია მისი დაინტერესება ამ ჟანრით. მან სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ მიხედვით 1878 წელს გალექსა 15 იგავი; ასევე, ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა ი.ვ. კრილოვის იგავ-არაკები. საგულისხმოა, რომ კრებულის წინასიტყვაობაში რაფიელი აკონკრეტებს, თუ რატომ შეაჩერა არჩევანი სულხან-საბა ორბელიანის კრებულზე. რაფიელი თავის სამიზნე ჯგუფად პირველ რიგში  ბავშვებს მოიაზრებს.  მისი თქმით, ამ იგავების წაკითხვის შემდგომ ახალგაზრდები ზნეობრივად უფრო ამაღლდებიან და, რაც მთავარია, სასაუბრო ენას გაიმდიდრებენ.  ამავე მიზნით ჩაურთავს მას თითოეული იგავის მორალში ხალხური ანდაზები. რაფიელი იგავების გადაკეთებისას მეტ-ნაკლებად თავისუფად ეპყრობა საბას ტექსტს: ზოგ შემთხვევაში ცვლის არა მარტო სათაურს, არამედ გარკვეულად აკორექტირებს იგავის მთავარ სათქმელსაც. ამგვარი თავისუფლებს  საშუალებას ისიც იძლევა, რომ რ. ერისთავი იგავებს სიუჟეტისაგან დამოუკიდებელ მხატვრულ ერთეულებად წარმოგვიდგენს . ცხადია, მას რომ მთლიანად გაელექსა სულხან-საბა ორბელიანის თხზულება, ასე ვეღარ მოიქცეოდა. რაც შეეხება იგავების პოეტური ვერსიების შესრულების ხარისხს, უნდა ითქვას, რომ რაფიელმა ღირსეული მეტოქეობა გაუწია საბას, თუმცა თხრობის მისეული დახვეწილი სტილის შეარჩუნება ყოველთვის ვერ მოახერხა.  &nbsp

    Semi-Markov Models in Cybersecurity: Duration-Aware Risk, Resilience, and Efficiency Analysis

    No full text
    Semi-Markov models (SMMs) relax the memoryless assumption of classical continuous-time Markov chains by allowing general sojourn-time distributions. In cybersecurity, where dwell time, lateral-movement duration, and remediation windows are rarely exponential, SMMs provide a natural representation of duration dependence and heterogeneous timing. We develop an SMM framework for (i) threat-state inference (compromise lifecycle), (ii) resilience and efficiency metrics (MTTD, MTTR, availability, cost per protected hour), and (iii) policy optimization (semi-Markov decision processes for patching, scanning, and containment). Methodologically, we leverage a modified supplementary-variables technique (SVT) that avoids Kolmogorov partial differential equations, improving tractability for transient analysis. We specify estimation pipelines (parametric, semi-parametric, and non-parametric), incorporate covariates (assets, controls, attacker class) via duration-dependent hazards and frailty, and derive renewal-reward expressions for long-run risk and cost. The result is a reproducible approach that strengthens cyber risk forecasting, reduces uncertainty in investment decisions, and quantifies efficiency frontiers for security operations — particularly relevant for small and mid-size enterprises and for emerging digital economies such as Georgia.ნახევრად მარკოვის მოდელები (Semi-Markov Models, SMMs) ამცირებს კლასიკური უწყვეტი დროის მარკოვის ჯაჭვების „მეხსიერების არქონის“ დაშვებას და ზოგადი ყოფნის დროის (sojourn-time) განაწილებების გამოყენების საშუალებას იძლევა. კიბერუსაფრთხოების სფეროში, სადაც დარჩენის ხანგრძლივობა, გვერდითი გადაადგილების დრო და აღდგენის ფანჯრები იშვიათად ექვემდებარება ექსპონენციურ განაწილებას, SMM ბუნებრივად აღწერს დროით დამოკიდებულებებსა და ჰეტეროგენულ ტემპებს. ნაშრომში შემუშავებულია SMM-ის ჩარჩო შემდეგი ამოცანებისთვის: (i) საფრთხის მდგომარეობის ამოცნობა (კომპრომისის სასიცოცხლო ციკლი), (ii) მდგრადობისა და ეფექტიანობის მეტრიკები (MTTD, MTTR, ხელმისაწვდომობა, დაცული საათის ღირებულება) და (iii) პოლიტიკის ოპტიმიზაცია (ნახევრად მარკოვის გადაწყვეტილების პროცესები განახლებისთვის, სკანირებისა და იზოლაციისთვის). მეთოდოლოგიურად გამოყენებულია მოდიფიცირებული დამატებითი ცვლადების ტექნიკა (SVT), რომელიც გამორიცხავს კოლმოგოროვის ნაწილობრივ დიფერენციალურ განტოლებებს და ზრდის გამოთვლით მოქნილობას გარდამავალი ანალიზისთვის. წარმოდგენილია შეფასების არხები (პარამეტრული, ნახევრად პარამეტრული და არაპარამეტრული), ვაერთიანებთ შემთხვევით სიდიდეებს (აქტივები, კონტროლები, თავდამსხმელის ტიპი) ხანგრძლივობაზე დამოკიდებული საფრთხეებისა და სისუსტის მეშვეობით, და ვღებულობთ განახლება-ანაზღაურების ფორმულებს გრძელვადიანი რისკისა და ხარჯის განსასაზღვრად. შედეგად მიღებულია გამეორებადი, პრაქტიკული მიდგომა, რომელიც აძლიერებს კიბერუსაფრთხოების რისკების პროგნოზირებას, ამცირებს გაურკვევლობას საინვესტიციო გადაწყვეტილებებში და უზრუნველყოფს ოპერაციული ეფექტიანობის საზღვრების რაოდენობრივ შეფასებას — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოებისათვის და ისეთი განვითარებადი ციფრული ეკონომიკებისთვის, როგორიცაა საქართველო

    სტრატეგიული კომუნიკაციები და სამოქალაქო მედეგობა: უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის თანამედროვე მიდგომები

    No full text
    In the modern information age, where crises, military conflicts, and hybrid threats continuously reshape the global agenda, strategic communication is regarded as one of the key mechanisms that enables states, societies, and security systems to cope with these challenges and strengthen civil resilience. This article examines the theoretical foundations of strategic communication and its role in ensuring civil resilience under crisis conditions. Strategic communication implies purposeful and coordinated influence on individuals and groups through the reinforcement of trust, the promotion of national unity, and the enhancement of public awareness. The study analyzes existing academic literature and employs the case study methodology. Empirical examples include the practice of strategic communications during the 2022 Russia–Ukraine war, based on international media analysis and the examination of disinformation cases. The findings demonstrate that effective management of the information environment is as crucial as traditional military operations. Strategic communications contribute to the protection of the national narrative, the deterrence of the aggressor, the mobilization of society, and the acquisition of international support, thereby substantially reinforcing civil resilience.თანამედროვე საინფორმაციო ეპოქაში, სადაც კრიზისები, სამხედრო კონფლიქტები და ჰიბრიდული საფრთხეები ყოველდღიურად ცვლიან გლობალურ დღის წესრიგს, სტრატეგიული კომუნიკაცია განიხილება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც სახელმწიფოს, საზოგადოებასა და უსაფრთხოების სისტემებს ეხმარება აღნიშნულ გამოწვევებთან გამკლავებასა და სამოქალაქო მედეგობის გაძლიერებაში.         სტატიაში განხილულია სტრატეგიული კომუნიკაციის თეორიული საფუძვლები და მისი როლი კრიზისულ პირობებში სამოქალაქო მედეგობის უზრუნველყოფისათვის. სტრატეგიული კომუნიკაცია გულისხმობს მიზანმიმართულ, კოორდინირებულ ზემოქმედებას ინდივიდებსა და ჯგუფებზე ნდობის განმტკიცების, ეროვნული ერთიანობის უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით.  კვლევაში გაანალიზებულია არსებული აკადემიური ლიტერატურა და გამოყენებულია შემთხვევის კვლევის მეთოდოლოგია. ემპირიული მაგალითები მოიცავს 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში სტრატეგიული კომუნიკაციების გამოყენების პრაქტიკას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო მედიაანალიტიკასა და დეზინფორმაციის შემთხვევების განხილვას.         კვლევის მონაცემები ცხადყოფს, რომ საინფორმაციო გარემოს ეფექტიანი მართვა ისეთივე მნიშვნელობის მატარებელია, როგორც კლასიკური სამხედრო ოპერაციები. სტრატეგიული კომუნიკაციები კი, ხელს უწყობს ეროვნული ნარატივის დაცვას, აგრესორის შეკავებას, საზოგადოების მობილიზაციას და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას, რითაც არსებითად აძლიერებს სამოქალაქო  მედეგობას

    ემოციური ინტელექტი და მისი ძირითადი კომპონენტები: სამეცნიერო ანალიზი ემპათიაზე აქცენტით

    No full text
    The growing scientific interest in emotional intelligence reflects its crucial role in individuals’ social, academic, and psychological functioning. This article examines the multidimensional structure of emotional intelligence with particular emphasis on empathy, its central interpersonal component. Drawing on the ability model of Mayer and Salovey, the trait framework of Petrides, and contemporary theories of social-emotional competence, the study integrates cognitive, affective, and interpersonal perspectives to offer a comprehensive understanding of emotional processes. Methodologically, the research employs a combination of theoretical analysis, systematic literature review, and critical evaluation of current psychometric instruments. The scientific novelty of the paper lies in its updated interpretation of empathy’s mechanisms, incorporating insights from affective neuroscience, social psychology, and cross-cultural studies. The findings contribute to more accurate modeling of emotional intelligence and highlight its relevance for educational practice, workplace functioning, and clinical interventions.           ემოციური ინტელექტისადმი მზარდი მეცნიერული ინტერესი განპირობებულია მისი გადამწყვეტი მნიშვნელობით ინდივიდის სოციალურ, აკადემიურ და ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაში. მოცემული ნაშრომი მიზნად ისახავს ემოციური ინტელექტის კომპონენტების, განსაკუთრებით კი ემპათიის, მრავალმხრივი ანალიზის წარდგენას. კვლევა ემყარება მაიერ-სალოვეის უნარობის  მოდელს, პეტრიდესის ტრეიტკონცეფციას და თანამედროვე სოციალურ-ემოციურ თეორიებს, რაც საშუალებას იძლევა კომპლექსურად შეფასდეს ემოციური პროცესების კოგნიტური, აფექტური და ინტერპერსონალური მექანიზმები. გამოყენებული მეთოდოლოგია მოიცავს თეორიული კვლევის, სალიტერატურო მიმოხილვისა და თანამედროვე ფსიქომეტრიული ინსტრუმენტების კრიტიკული შედარების ერთობლიობას. ნაშრომის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს ემპათიის როლის განახლებულ ინტერპრეტაციაში, რომელიც აერთიანებს ნეირომეცნიერების, სოციალური ფსიქოლოგიისა და ინტერკულტურული კვლევების უახლეს მონაცემებს. მიღებული შეხედულებები ქმნის საფუძველს ემოციური ინტელექტის უფრო ზუსტი მოდელირებისთვის და მისი გამოყენების გაუმჯობესებისთვის განათლებაში, სამუშაო გარემოსა და კლინიკურ პრაქტიკაში

    საქართველოს მონაწილეობა შუა დერეფნის პროექტში: უსაფრთხოების განზომილება და სადაზვერვო-ჰიბრიდული რისკი

    No full text
    The article is devoted to the security dimension of Georgia’s participation in the Middle Corridor (Trans-Caspian International Transport Route) project. It analyses the benefits, risks, and challenges generated by the project in the context of national security policy. The study is based on qualitative empirical data collected through the analysis of semi-structured in-depth interviews conducted with high-level experts in military intelligence, diplomacy, economic security, and transport policy. The findings demonstrate that the Middle Corridor significantly strengthens Georgia’s economic and political security through route diversification and deeper Western integration. At the same time, it attracts intelligence and hybrid interest from certain states, thereby increasing the risks of destabilization. Key challenges identified include the protection of critical infrastructure, counter-intelligence measures, and the maintenance of politico-economic balance in a complex geopolitical environment.სტატია ეძღვნება შუა დერეფნის (Middle Corridor / Trans-Caspian International Transport Route) პროექტში საქართველოს მონაწილეობის უსაფრთხოებით განზომილებას. ნაშრომი აანალიზებს პროექტის მიერ გენერირებულ სარგებელს, მრავალ საფრთხესა და გამოწვევას ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონტექსტში. კვლევა დაფუძნებულია ჩატარებულ თვისებრივ ემპირიულ მონაცემებზე: ნახევრადსტრუქტურირებული ჩაღრმავებული ინტერვიუს ანალიზზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ მაღალი რანგის ექსპერტები. შედეგები აჩვენებს, რომ შუა დერეფანი აძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ უსაფრთხოებას დივერსიფიკაციისა და დასავლური ინტეგრაციის გზით, თუმცა, იწვევს ზოგიერთი ქვეყნის  სადაზვერვო და ჰიბრიდულ ინტერესს, რაც ზრდის დესტაბილიზაციის რისკს. გამოვლენილია ძირითადი გამოწვევები: კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, სადაზვერვო კონტრზომები და პოლიტიკურ-ეკონომიკური ბალანსი

    მონოპოლიის გავლენა ფარმაცევტულ ბაზარზე

    No full text
    The presence of monopolistic structures in the pharmaceutical market poses significant challenges to equitable access, affordability, and innovation. This study explores the current landscape of pharmaceutical monopolies, their impact on medicine pricing and availability, and the effectiveness of national and international regulatory responses. The primary aim is to analyze how competition-enhancing policies can mitigate monopolistic practices and promote fair market conditions. Using a qualitative methodology based on comparative policy analysis and case studies from countries such as the United States, European Union member states, Japan, and developing economies, the paper evaluates strategies like generic medicine promotion, market entry facilitation, and antitrust regulations. The findings highlight that well-designed regulatory frameworks, combined with technological innovation and consumer empowerment, significantly contribute to reducing monopolistic influence and improving access to essential medicines. The study concludes that a sustainable and fair pharmaceutical market requires transparent, adaptive, and collaborative policy approaches that balance innovation with competition, ultimately supporting the resilience of healthcare systems and improving public health outcomes.მონოპოლიური სტრუქტურების არსებობა ფარმაცევტულ ბაზარზე ქმნის მნიშვნელოვან გამოწვევებს მედიკამენტების ხელმისაწვდომობის, სამართლიანი ფასების და ინოვაციების განვითარების მიმართულებით. კვლევის მიზანია გაანალიზოს მონოპოლიური პრაქტიკების გავლენა წამლების ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე, ასევე შეაფასოს ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციური პოლიტიკების ეფექტიანობა. კვლევა ეფუძნება თვისებრივ მეთოდოლოგიას, კერძოდ, პოლიტიკის შედარებით ანალიზსა და კონკრეტული ქვეყნების (აშშ, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, იაპონია და განვითარებადი ეკონომიკები) მაგალითებზე დაფუძნებული შემთხვევის შესწავლას. შეფასებულია ისეთი სტრატეგიები, როგორიცაა გენერიკული მედიკამენტების კამპანიები, მათი ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა და ანტიმონოპოლიური რეგულაციები. შედეგები აჩვენებს, რომ კარგად დაგეგმილი რეგულაციები, ტექნოლოგიური ინოვაციები და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვნად ამცირებს მონოპოლიურ გავლენას და აუმჯობესებს წამლებზე ხელმისაწვდომობას. კვლევა ასკვნის, რომ მდგრადი და სამართლიანი ფარმაცევტული ბაზრისთვის აუცილებელია გამჭვირვალე, მოქნილი და თანამშრომლობაზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელიც დააბალანსებს ინოვაციასა და კონკურენციას და გააძლიერებს ჯანდაცვის სისტემების მდგრადობას და მოსახლეობის ჯანმრთელობის შედეგებს

    პერინდოპრილი გულის უკმარისობის დაქვეითებული განდევნის ფრაქციის დროს -კლინიკური შემთხვევა

    No full text
    This clinical case describes a 57-year-old male patient diagnosed with heart failure with reduced ejection fraction (HFrEF), atrial fibrillation, and coronary artery disease. Based on the patient’s clinical presentation, laboratory and imaging data, a complex diagnosis was established. Management included inpatient stabilization, coronary stenting, electrical cardioversion, and a multi-drug regimen aligned with current international guidelines. The treatment resulted in significant clinical and echocardiographic improvement. Special emphasis was placed on the use of perindopril as an inhibitor of the renin–angiotensin–aldosterone system (RAAS). This case underscores the importance of personalized, evidence-based strategies and perindopril role in the management of heart failure. Bottom of Formწარმოდგენილი კლინიკური შემთხვევა ეხება 57 წლის პაციენტს, რომელსაც დაუდგინდა გულის უკმარისობა დაქვეითებული განდევნის ფრაქციით (HFrEF), წინაგულთა ფიბრილაციითა და კორონარული არტერიების დაავადებით. ჩივილების, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების და ექოკარდიოგრაფიული მიგნებების საფუძველზე დაისვა კომპლექსური დიაგნოზი. პაციენტს ჩაუტარდა მრავალმხრივი თერაპია: სტაბილიზაცია ჰოსპიტალურ პირობებში, კორონარული სტენტირება, ელექტროკარდიოვერსია და მრავალკომპონენტიანი მედიკამენტოზური მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად. მკურნალობის შედეგად დაფიქსირდა გულ-სისხლძარღვთა სტატუსის და ექოკარდიოგრაფიული მაჩვენებლების მკაფიო გაუმჯობესება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პერინდოპრილის როლზე, როგორც RAAS სისტემის ინჰიბიტორზე. შემთხვევა უსვამს ხაზს ინდივიდუალიზებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომის და პერინდოპირილის ეფექტურობას გულის უკმარისობის მართვაში

    ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მეტადოქსინით მკურნალობის თანამედროვე პესპექტივები

    No full text
    Non-alcoholic fatty liver disease is a dystrophic dysmetabolic disease of the liver, caused by excessive accumulation of lipids in hepatocytes, with subsequent liver dysfunction and possible cirrhosis. Treatment of this disease should be directed to the risk factors and causes of the development of the disease, as well as to prevent the progression of the pathological process in the liver. In this regard, one of the effective means is metadoxine, which has a pronounced hepatoprotective effect, due to its membrane-stabilizing effect and is based on the ability to restore saturated and unsaturated free fatty acids. The resistance of hepatocytes to lipid peroxidation increases, metadoxine prevents the accumulation of triglycerides in hepatocytes, which significantly slows down the formation of liver cirrhosis.ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება არის ღვიძლის  დისტროფიული დისმეტაბოლური დაავადება, განპირობებული ჰეპატოციტებში ლიპიდების ჭარბი დაგროვებით, შემდგომში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით და ციროზის შესაძლებელი გამოსავლით. აღნიშნული დაავადების მკურნალობა უნდა იყოს მიმართული დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორისა და მიზეზების, ასევე ღვიძლში პათოლოგიური პროცესის პროგრესირების პრევენცისთვის შესაბამისად. ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს მეტადოქსინი, რომელსაც აქვს გამოხატული  ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, განპირობებულია მემბრანომასტაბილიზირებელი ეფექტით,  მეტადოქსინი  ხელს უშლის ჰეპატოციტებში ტრიგლიცერიდების დაგროვებას, რაც მნიშვნელოვნად ანელებს ღვიძლის ციროზის პროცესის ფორმირებას

    გრძელი ლულოვანი ძვლების შეუხორცებელი მოტეხილობა

    No full text
    Despite the fact that in recent years much attention has been paid to the treatment of residual effects of trauma, the treatment of non-union fractures is still one of the most urgent issues in traumatology. The high frequency of non-union fractures is due to the severity of modern technogenic injuries and the increase in the proportion of multiple and combined injuries. The rate of healing depends on the localization, degree of displacement and type of fracture. Compressed fractures heal best. Oblique and spiral fractures heal faster than transverse ones. The main causes of impaired reparative osteogenesis of the bone are: multiple and combined injuries, inadequate selection of treatment methods, conservative treatment errors (unstable fixation of fragments and misalignment), during surgical intervention - incorrect determination of the volume of intervention, incorrect selection of fixator and osteosynthesis, incorrect course of postoperative treatment, infection. Of the general factors, delayed fracture healing occurs in immune, endocrine and metabolic disorders, radiation sickness, severe anemia and hypoproteinemia, avitaminosis. During prolonged treatment with steroids. Conclusion Risk factors for non-union of long tubular bones are both treatment methods and the initial characteristics of the patient.მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში დიდი ყურადღება ექცევა ტრავმის ნარჩენი მოვლენების მკურნალობას, დღემდე ტრავმატოლოგიის ერთერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს  წარმოადგენს შეუხორცებელი მოტეხილობების მკურნალობა.  შეუხორცებელი მოტეხილობების მაღალი სიხშირე განპირობებულია თანამედროვე ტექნოგენური ტრავმების სიმძიმით და  მრავლობითი და შერწყმული ტრავმების ხვედრითი წილის გაზრდით. შეხორცების სიჩქარე დამოკიდებულია ლოკალიზაციაზე, წანაცვლების ხარისხზე და მოტეხილობის ტიპზე. ყველაზე კარგად ხორცდება ჩაჭედილი მოტეხილობები. ირიბი და სპირალური მოტეხილობები ხორცდება უფრო სწრაფად, ვიდრე განივი. ძვლის რეპარაციული ოსტეოგენეზის დარღვევის ძირითადი მიზეზებია: მრავლობითი და შერწყმული ტრავმები, მკურნალობის მეთოდიკის არაადექვატური შერჩევა, კონსერვატიული მკურნალობის შეცდომები (ფრაგმენტებისარამყარი ფიქსაცია და ცდომა), ქირურგიული ჩარევისას – ჩარევის მოცულობის არასწორი განსაზღვრა, ფიქსატორის და ოსტეოსინთეზის არასწორი შერჩევა, ოპერაციის შემდგომი მკურნალობის არასწორი მიმდინარეობა, ინფექცია. ზოგადი ფაქტორებიდან მოტეხილობის დაგვიანებული შეხორცება ხდება იმუნური, ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევების, სხივური დაავადების დროს, გამოხატული ანემიის და ჰიპოპროტეინემიის, ავიტამინოზის დროს. სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას. დასკვნა გრძელი ლულოვანი ძვლების შეუხორცებელი მოტეხილობის რისკის ფაქტორებია როგორც მკურნალობის მეთოდები, ისე  პაციენტის ინიციალური მახასიათებლები

    2

    full texts

    4,096

    metadata records
    Updated in last 30 days.
    E-Journals Portal of Association for Science
    Access Repository Dashboard
    Do you manage Open Research Online? Become a CORE Member to access insider analytics, issue reports and manage access to outputs from your repository in the CORE Repository Dashboard! 👇