E-Journals Portal of Association for Science
Not a member yet
4096 research outputs found
Sort by
ქალის ხვედრი თუ ქალის ტვირთი მიხეილ ჯავახიშვილის მხატვრულ ნააზრევში
Female characters occupy a prominent place in the works of Mikheil Javakhishvili. Accordingly, this issue has been given due attention in Georgian scholarly circles.
The question of what role Mikheil Javakhishvili\u27s female characters are assigned in society has become a subject of keen interest. How they are created piques the interest of every generation.
For Mikheil Javakhishvili, those female characters who have secured a significant place in the Georgian consciousness are of great importance. The writer attempts to portray each female character in such a way that she becomes a role model, with her actions serving as an example for future generations. He aims to show the reader where mistakes were made on the path of weakness.
The author condemns a woman\u27s frivolity, greed, flightiness, and unworthiness. Mikheil Javakhishvili despises hollow characters, such as Margarita Kaplaniashvili and Ketevan Akhatneli; the reader finds it logical that these main characters become further corrupted and sink into a quagmire.
By creating such artistic figures, Mikheil Javakhishvili showed us that a person, regardless of the class to which they belong or the historical period in which they live, should not be stripped of their human conscience and honor. This is all the more true for a woman, who should not be swayed toward what she expects to benefit from, as this is an unguaranteed and temporary pleasure.
The writer\u27s publicistic thought, where we read the following, also speaks to this point:
"Finding one\u27s way and achieving victory is possible only through labor and honesty. Laziness is mischief; lies and falsehood will sooner or later inevitably ruin a person";
"To humiliate oneself is worse than arrogance";
"It is amazing how quickly the fallen nobles, the disgraced generals, and the debased men find one another!".
By creating original and unique female characters, Mikheil Javakhishvili exposed the reality of the era. The fate of his female characters turned out to be the heavy yoke of the epoch itself; the degradation of a woman\u27s personality is a phenomenon just as dangerous for the nation as "Jaqoism" (the brutish opportunism of the character Jaqo), "Kvachism" (the roguish adventurism of Kvachi), or "Kvarkvareism" (the demagoguery of Kvarkvare).
As for their burden, when a person becomes a slave to their instincts and their actions are guided by egoism, the burden they may have shouldered to achieve a set goal becomes far greater and harder to bear, and it is possible they may even be crushed beneath it. People wavering "between two masters" are conflicted and have lost their way, and this issue became one of the most painful problems in Mikheil Javakhishvili\u27s work.მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში გამორჩეულ ადგილს იკავებს ქალთა სახეები. შესაბამისად, ამ საკითხს ქართულ სამეცნიერეო სივრცეში სათანადო ყურადღება აქვს დათმობილი.
ცხოველი ინტერესის საგნად იქცა ის საკითხი, თუ რა როლი აკისრიათ მიხეილ ჯავახიშვილის ქალ პერსონაჟებს საზოგადოების წინაშე. ყოველი თაობის ინტერესს იწვევს, როგორ იქმნებიან ისინი.
მიხეილ ჯავახიშვილისათვის მნიშვნელოვანია ის ქალი პერსონაჟები, რომლებმაც მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრეს ქართველთა ცნობიერებაში. მწერალი ცდილობს თითოეული ქალის სახე წარმოაჩინოს ისე, რომ მისაბაძი გახდეს, მათი საქციელი მომავალი თაობისათვის. დაანახოს მკითხველს, სად იყო დაშვებული შეცდომები სისუსტის გზაზე.
ავტორი გმობს ქალის სიმსუბუქეს, ანგარებას, ქარაფშუტობას, უღირსობას. მიხეილ ჯავახიშვილს სძულს ფუტურო პერსონაჟები, ისეთები, როგორებიც არიან მარგარიტა ყაფლანიშვილი და ქეთევან ახატნელი, მკითხველს ლოგიკურად მიაჩნია აღნიშნულ მთავარ გმირთა უფრო მეტად გაუკუღმართება და ჭაობში ჩაძირვა.
მიხეილ ჯავახიშვილმა ასეთი მხატვრული სახეების შექმნით გვიჩვენა, რომ ადამიანი რომელ კლასსაც არ უნდა ეკუთვნოდეს, ისტორიის რომელ ეტაპზეც არ უნდა იდგეს, ადამიანური სინდის-ნამუსი არ უნდა შემოიძარცვოს. მით უმეტეს ქალი ამ შემთხვევაში მოჩვენებითად იქით არ უნდა გადაიხაროს, საიდანაც სარგებელს მოელის, ეს ხომ უგარანტიო და დროებითი სიამეა.
აღნიშნულზე მეტყველებს მწერლის პუბლიცისტური ნააზრევიც, სადაც ვკითხულობთ:
“მხოლოდ დრო და სივრცეა მარადიული” (ჯავახიშვილი, მ., 2015:17).
“მარგო ისტერიით გახდა ავად სქესის ნიადაგზე,ჯაყომ მოარჩინა” (ჯავახშვილი, მ.,2015:28).
“სულიერი სიცარიელე და გარეგანი ბრწყინვალება” (ჯავახიშვილი, მ., 2015: 61).
“მარტოობის შიში სისუსტის ნიშანია”(ჯავახიშვილი, მ., 2015:289); “სიყვარული უსაზღვრო სიკეთეა,სულიერი დადნობაა. დანარჩენი მხოლოდ სიტკბოებაა, ვნებიანობა, ხორცის აგონია. მან არც პატიება იცის,არც სიკეთის ქმნა”(ჯავახიშვილი, მ., 5015:163); “ქალს შუბლის ძარღვი გაუწყდა. ე.ი. სინდისი დაეკარგა”(ჯავახიშვილი, მ., 2015:354).
მიხეილ ჯავახიშვილმა ორიგინალური და თავისთავადი ქალი პერსონაჟების მხატვრული სახეების შექმნით ამხილა ეპოქის სინამდვილე. მისი ქალი პერსონაჟების ხვედრი აღმოჩნდა სწორედ ეპოქის მძიმე უღელი, ქალის პიროვნების დაკნინება ხომ ისეთივე საშიში მოვლენაა ერისათვის, როგორც “ჯაყოობა”, “კვაჭიზმი“ თუ “ყვარყვარეობა”.
რაც შეეხება მათ ტვირთს, როდესაც ადამიანი ინსტიქტების მონა ხდება და მის მოქმედებას ეგოიზმი წარმართავს, ტვირთი, რომელიც შესაძლებელია დასახული მიზნის მისაღწევად აიკიდეს მხრებზე, გაცილებით დიდი და ძნელად საზიდია და შესაძლებელია მის ქვეშ გაისრისონ კიდეც. ,,ორთა უფალთა შორის” მერყევი ადამიანები გაორებულნი და გზააზბნეულნი არიან, ეს საკითხი ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემად იქცა მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში.
 
სიკვდილის ფილოსოფიური განცდა გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაში
Guram Rcheulishvili’s tragic biography—his life ending prematurely at a young age—constitutes a formative factor in the spiritual dimension of his creative motifs and moral-psychological sensibility. This biographical circumstance establishes a paradigm in which death, within his artistic consciousness, is conceptualized as a process of spiritual purification. From this perspective, Rcheulishvili’s protagonists are frequently situated at a liminal point—between existence and non-existence, between chaos and a clearly defined telos. At this threshold, their lived experience is transfigured into a purification of spiritual perception.
The comprehension of life activates within the human being what is most authentic and most intimate—conscience, love, and gratitude. Death brings to the surface within human consciousness those values that are ordinarily neither recognized nor properly appreciated in everyday existence.
A multifaceted and multidimensional conception of death emerges in Guram Rcheulishvili’s short stories—„სიკვდილი მთებში“ [sikvdili mtebshi] (Death in the Mountains), “ნელი ტანგო” [neli tango] (slow Tango) “თრთვილა“ [Thvirtvila] and “ალავერდობა” [Alaverdoba] —in which death coexists both as a physical reality and as a spiritual and symbolic vision.
In Guram Rcheulishvili’s literary works, the theme of death manifests itself through several interrelated aspects. It may be associated with the striving for freedom, the defense of dignity, the pursuit of new forms of knowledge, protest against Soviet reality, or an escape from imposed constraints. Regardless of the motivating impulse from which it arises, the theme of death is not solely tragic but is also aestheticized and imbued with symbolic meaning. The writer constructs poetic images of death that serve to illuminate the spiritual trajectory of his characters.
Through his way of life, the tragic premature end of his life, and the ideological depth of his literary work, Guram Rcheulishvili demonstrates that death can be understood not merely as an end, but as a pathway—toward a renewed comprehension of life, spiritual purification, and the recognition of truth.
გურამ რჩეულიშვილის ტრაგიკული ბიოგრაფია-ახალგაზრდა ასაკში დასრულებული სიცოცხლე-შემოქმედებითი მოტივებისა და მორალურ-ფსიქოლოგიური განცდების სულიერ მხარეს აყალიბებს. ეს ქმნის იმ პარადიგმას, რომლის მიხედვითაც სიკვდილი მის შემოქმედებით აღქმაში გადადის, როგორც სულისგანწმედი პროცესი. ამ თვალსაზრისით, რჩეულიშვილის გმირები ხშირად არიან ზღვარზე-ყოფნასა და არყოფას შორის, ქაოსსა და ნათელ მიზანს შორის. ამ ზღვარზე მათი გამოცდილება სწორედ სულიერი ხედვის განწმენდაში გადაიზრდება.
სიცოცხლის შეცნობა ადამიანში ააქტიურებს ყველაზე ნამდვილს, ყველაზე პირადულს-სინდისს, სიყვარულს, მადლიერებას. სიკვდილი ბადებს იმ ღირებულებათა ამოტივტივებას ადამიანის ცნობიერებაში, რომელთაც ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში არ იცნობენ და არ აფასებენ.
სიკვდილის მრავალასპექტიანი, მრავალგანზომილებიანი გააზრება იკვეთება გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებში: „სიკვდილი მთებში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „ალავერდობა“, სადაც სიკვდილი თანაარსებობს როგორც ფიზიკურ რეალობასთან, ისე სულიერ და სიმბოლურ ხედვებთან.
გურამ რჩეულიშვილის შემოქმედებაში სიკვდილის თემა რამდენიმე ასპექტით ვლინდება. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს თავისუფლებისაკენ სწრაფვას, ღირსების დაცვას, ახლის შეცნობას, საბჭოთა რეალობის წინააღმდეგ პროტესტს, დაწესებული შეზღუდებისგან გაქცევას...სიკვდილის თემა რა მოტივითაც არ უნდა იყოს ნასაზრდოები, ის არა მხოლოდ ტრაგიკული, არამედ ესთეტიზებული და სიმბოლურია. მწერალი ქმნის სიკვდილის პოეტურ სახეებს, რომლებიც ემსახურება მისი პერსონაჟების სულიერი გზის ჩვენებას.
გურამ რჩეულიშვილი თავისი ცხოვრების სტილით, სიცოცხლის ტრაგიკული დასასრულითა და შემოქმედების იდეური საზრისით გვიჩვენებს, რომ სიკვდილი შეიძლება იყოს არა მხოლოდ დასასრული, არამედ გზა-ცხოვრების ახლებური გააზრებისკენ, სულიერი განწმენდისა და ჭეშმარიტების შეცნობისკენ.
 
სამეცნიერო კვლევითი აბსტრაქტიდან ვიზუალურ ნარატივამდე თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები
In contemporary scientific communication, the visual narrative is increasingly recognized as a highly effective strategy for disseminating research findings. The rapid advancement of graphic design and visualization technologies has provided researchers with the means to transform abstract concepts into clear, structured, and memorable representations. This study examines current approaches to the visualization of scientific information through three widely used applications:
Canva.com, an intuitive platform that enables the rapid development of aesthetically appealing designs;
Adobe Illustrator, a professional tool designed for producing high-quality graphics and infographics;
Microsoft PowerPoint, a versatile and accessible software widely employed for the creation of scientific posters and visual presentations.
The paper analyzes the distinctive features, advantages, and practical applications of each tool within the framework of scientific communication. Particular attention is given not only to their technical affordances but also to the pedagogical aspects of design—specifically, how coherent visual structures can be constructed to reinforce scientific content and promote audience engagement.თანამედროვე სამეცნიერო კომუნიკაციაში ვიზუალური ნარატივი სულ უფრო მეტად მიიჩნევა ეფექტურ გზად კვლევითი შინაარსის გადასაცემად. გრაფიკული დიზაინის და ვიზუალიზაციის ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მისცა მკვლევრებს, აბსტრაქტული იდეები მკაფიო და დამამახსოვრებელი ფორმით წარადგინონ. აღნიშნული ნაშრომი მიზნად ისახავს სამეცნიერო ინფორმაციის ვიზუალიზაციის თანამედროვე მიდგომების განხილვას სამი ძირითადი აპლიკაციის გამოყენებით:
Canva.com – როგორც ინტუიციური პლატფორმა სწრაფი და ესთეტურად მიმზიდველი დიზაინის შესაქმნელად,
Adobe Illustrator – როგორც პროფესიონალური ინსტრუმენტი მაღალი ხარისხის გრაფიკების და ინფოგრაფიკის მოსამზადებლად,
MicroSoft PowerPoint – როგორც უნივერსალური და ხელმისაწვდომი პროგრამა სამეცნიერო პოსტერებისა და პრეზენტაციების ვიზუალური ნარატივისთვის.
ნაშრომი განიხილავს თითოეული აპლიკაციის სპეციფიკას, უპირატესობებსა და პრაქტიკულ გამოყენებას სამეცნიერო კომუნიკაციის კონტექსტში. აქცენტი კეთდება როგორც ტექნიკურ შესაძლებლობებზე, ასევე დიზაინის პედაგოგიკაზე – როგორ იქმნება ვიზუალური სტრუქტურა, რომელიც აძლიერებს სამეცნიერო შინაარსს და აუდიტორიის ჩართულობას.
 
ფეხბურთი როგორც პროპაგანდის იარაღი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს
Sport, and in particular football, often became a tool of political struggle. The creation of the Basque football team and its propaganda tour in Europe, the USSR and Latin America is one of the interesting pages of the history of Spanish Civil War. In March 1937, Franco\u27s forces shifted the brunt of the war to the north, their first target was the Basque Country. The heads of the Spanish Republic attached less importance to the northern front, therefore there was a catastrophic shortage of weapons, ammunition and food. The head of the Basque government, former football player José Antonio Aguirre, actively used this sport abroad for propaganda and to raise funds
The tour started from neighboring France. The Basque victory was significant in sporting terms, but in political terms it was overshadowed by the bombing of Guernica. The speech given at the banquet by the head of the delegation, Manuel de la Sota, is interesting, For some researchers it was a public acknowledgment of Basque nationalism. The propaganda task of the team was clearly revealed in Marseille.
The first opponent of the Basques in Moscow was Lokomotiv, then Moscow Dinamo, the game with them ended with the victory of the Basques. After two wins in Moscow, the Soviet leadership could not hide its concern. The leadership wanted to take revenge. But, the second game against Dinamo ended 7:4. This hurt Stalin\u27s self-respect, considering that Dinamo Moscow was a team of NKVD.
In Georgia, the Basques were received with special warmth, the reason for this was not only Georgian hospitality, Nikolai Marr\u27s popular theory about the kinship of the Basques and Georgians played a big role. Both games held in Tbilisi, the first against "Dinamo" and the second against the Georgian national team, ended with the victory of Basques.
From a propaganda point of view, this tour of the Basques was important; it had, first of all, a political-agitational and then a sports load, and was also sufficiently accompanied by a nationalist coloration.სპორტი და კონკრეტულად ფეხბურთი ხშირად გამხდარა პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ბასკების საფეხბურთო გუნდის შექმნა და მისი პროპაგანდისტული ტურნე ევროპაში, სსრკ-სა და ლათინურ ამერიკაში ესპანეთის სამოქალაქო ომის ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო ფურცელია. 1937 წლის მარტში ფ. ფრანკოს ძალებმა ომის სიმძიმე ჩრდილოეთში გადაიტანეს, მათი პირველი სამიზნე გახდა ბასკეთი. ესპანეთის რესპუბლიკის მესვეურები ჩრდილოეთის ფრონტს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, შესაბამისად აქ იარაღის, საბრძოლო მასალის და სურსათის კატასტროფული სიმცირე იყო. ბასკეთის მთავრობის მეთაური, ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო აგირრე, სპორტის ამ სახეობას აქტიურად იყენებდა საზღვარგარეთ პროპაგანდის და ფინანსური სახსრების მოძიებისთვის.
ტურნე მეზობელი საფრანგეთიდან დაიწყო. სპორტულ სფეროში მნიშვნელოვანი ბასკების გამარჯვება პოლიტიკური თვალსაზრისით დაჩრდილა გერნიკას დაბომბვამ. საინტერესოა დელეგაციის ხელმძღვანელის მანუელ დე ლა სოტას ბანკეტზე წარმოთქმული სიტყვა, რომელშიც ზოგიერთი მკვლევარი ბასკური ნაციონალიზმის საჯარო აღიარებას პოულობს. ნაკრების პროპაგანდისტული ამოცანა აშკარად გამოვლინდა მარსელში.
მოსკოვში ბასკების პირველი მეტოქე იყო ლოკომოტივი შემდეგ მოსკოვის დინამო, მათთან თამაში ბასკების გამარჯვებით დასრულდა. მოსკოვში ორი მოგების შემდეგ საბჭოთა ხელმძღვანელობა შეშფოთებას ვერ მალავდა. მას სურდა ორი მარში-რევანშის გამართვა. თუმცა დინამოსთან მეორე თამაში კატასტროფულად დასრულდა 7:4. სტალინის თავმოყვარეობა ამან დიდად შელახა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მოსკოვის დინამო იყო ნკვდ გუნდი.
საქართველოში ბასკები განსაკუთრებული სითბოთი მიიღეს, ამის მიზეზი მხოლოდ ქართული სტუმართმოყვარეობა არ ყოფილა. დიდი როლი ითამაშა ნიკო მარის პოპულარულმა თეორიამ ბასკების და ქართველების ნათესაობის შესახებ. ამას თვითონ ბასკებიც უსვამდენენ ხაზს თბილისში გამართული ორივე თამაში პირველად ,,დინამოსთან“ ხოლო მეორედ საქართველოს ნაკრებთან ბასკების გამარჯვებით დასრულდა.
პროპაგანდისტული თვალსაზრისით ბასკების ეს ტურნე მნიშვნელოვანი იყო მას ჰქონდა პირველ რიგში პოლიტიკურ-აგიტაციური და უკვე შემდეგ სპორტული დატვირთვა, ასევე საკმარისად ახლდა ნაციონალისტური შეფერილობა.
 
ფრანგული ფრაზეოლოგიური ერთეულები და მათი ქართული შესატყვისები
The article explores French phraseological units and their equivalents in the Georgian language, while also emphasizing the importance of the cultural dimension in establishing effective intercultural communication. It presents specific examples of these interactions, particularly illustrating how regional languages can influence idiomatic expressions, thereby contributing to linguistic richness and diversity.
The article also examines the impact of phraseological expressions on two levels: the micro level (the internal structure of the syntagm) and the macrostructural level (the global structure of the sentence). The examples provided demonstrate how these expressions enrich the languages in which they are used and play a significant role in discourse.
Furthermore, the article discusses the types of translation for phraseological units—complete, selective, partial equivalents, and calques—highlighting the necessity for a nuanced approach to preserve idiomatic meaning.
A transversal perspective reveals the crucial role of culture in the understanding and usage of phraseological expressions, their deep cultural roots, and their capacity to convey values, beliefs, and knowledge. The importance of intercultural influences and linguistic borrowings is underscored for achieving accuracy in translation and interpretation, ultimately contributing to a deeper understanding of the essence of language and culture through the lens of phraseological expressions.სტატია იკვლევს ფრანგულ ფრაზეოლოგიურ ერთეულებს და მათ ექვივალენტებს ქართულ ენაში, ასევე ხაზს უსვამს კულტურული განზომილების მნიშვნელობას ეფექტური ინტერკულტურული კომუნიკაციის დასამყარებლად. სტატიაში მოყვანილია ამ ურთიერთქმედებების კონკრეტული მაგალითები. განსაკუთრებით ის, თუ როგორ შეიძლება რეგიონულმა ენებმა გავლენა მოახდინონ ფრაზეოლოგიურ გამოთქმებზე, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ენობრივ სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას. სტატიში ასევე განიხილულია ფრაზეოლოგიური გამოთქმების ზემოქმედება ორ დონეზე: მიკრო (სინტაგმის შიდა სტრუქტურა) და მაკროსტრუქტურულ (წინადადების გლობალური სტრუქტურა) დონეზე. სტატიაში მოყვანილი მაგალითები ასახავს, თუ როგორ მატებს ეს გამოთქმები სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას გამოყენებულ ენებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს დისკურსში.
სტატიაში ასევე განხილულია ფრაზეოლოგიური ერთეულების თარგმანის ტიპები (სრული, სელექციური, ნაწილობრივი ეკვივალენტები და კალკები), რაც ხაზს უსვამს ნიუანსური მიდგომის აუცილებლობას იდიომატური მნიშვნელობის შესანარჩუნებლად.
ტრანსვერსალური პერსპექტივა წარმოაჩენს კულტურის გადამწყვეტ როლს ფრაზეოლოგიური გამოთქმების გააზრებასა და გამოყენებაში, მათ ღრმა კულტურულ ფესვებსა და ღირებულებების, რწმენებისა და ცოდნის გადაცემის უნარს. ხაზგასმულია ინტერკულტურული გავლენებისა და ენობრივი ნასესხობების მნიშვნელობა თარგმანისა და ინტერპრეტაციის სიზუსტისთვის, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ენისა და კულტურის რაობის სიღრმისეულ გააზრებას ფრაზეოლოგიური გამოთქმების ჭრილში
ვაჟა-ფშაველას პოემების ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ასპექტები
Existential philosophy has deeply penetrated the realm of art. In the 19th century, fiction was particularly distinguished in this regard, as existentialism sought to explore the essence of human life. Existential thinkers devoted primary attention to understanding the nature of human existence. As such, fiction was philosophically closest to existential inquiry.
Existentialists acknowledged the individual\u27s solitude, abandonment in the world, and opposition to society. They also recognized both the conscious and unconscious human tendency to understand oneself, to discover the true self, and to attain freedom — which they regarded as the key to truth. Furthermore, they explored the methods through which an individual could achieve this goal.
These issues are directly related to psychology, as understanding human nature — especially the unconscious — represents a profoundly complex challenge, one that literature often strives to address.
It is also acknowledged that realism contributed to a deeper exploration of human existence. Many agree that fiction, through artistic imagery, conveys the inner processes of the human soul in a more precise and emotionally resonant manner than the dry, categorical language of scientific disciplines.
The new Georgian literature of the 19th century, in addition to addressing everyday social issues, also devoted considerable attention to similar existential concerns. In this context, Vazha-Pshavela stands out as a writer who transformed the problem of human existence into the subject of artistic expression.
In Georgian literary criticism, Vazha-Pshavela has received relatively little attention as an existentialist writer. Yet the early stages of existential thought can be found in earlier Georgian literature. For example, the works of Romanticists abound with existential themes. It may be said that they laid the groundwork for the more comprehensive development of this problem in later periods.
This paper examines certain aspects of this issue that establish a parallel with existential philosophy. It is also noteworthy that many conclusions later formalized as categories by existential philosophers had already appeared in artistic form in the works of Vazha-Pshavela. These include themes such as human solitude, alienation from the world, profound spiritual crisis or transformation, and the discovery of the true self. The subject of this study is dedicated to exploring these very issues.ექსისტენციალური ფილოსოფია ღრმად შეიჭრა ხელოვნების სფეროში. მე-19 საუკუნეში, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით გამოირჩეოდა მხატვრული ლიტერატურა, რადგანაც ეგზისტენციალიზმი ადამიანის ცხოვრების არსის შემეცნებას ისახავდა მიზნად. ეგზისტენციალური მოაზროვნეები პირველხარისხოვან ყურადღებას უთმობდნენ ადამიანის არსებობის ბუნების გაგებას. ამდენად, მხატვრული ლიტერატურა ფილოსოფიურად ყველაზე ახლოს იდგა ეგზისტენციალურ კვლევასთან.
ეგზისტენციალისტები აღიარებდნენ ადამიანის მარტოობას, სამყაროში მიტოვებულობას და საზოგადოებისადმი წინააღმდეგობას. ისინი ასევე ხედავდნენ როგორც შეგნებულ, ისე არაცნობიერ სწრაფვას საკუთარი თავის შეცნობისკენ, ნამდვილი „მე“-ს აღმოჩენისა და თავისუფლების მოპოვებისკენ — რასაც ისინი ჭეშმარიტების გასაღებად მიიჩნევდნენ. უფრო მეტიც, ისინი იკვლევდნენ იმ გზებს, რომლითაც ადამიანს შეეძლო ამ მიზნის მიღწევა.
ეს საკითხები უშუალოდ უკავშირდება ფსიქოლოგიას, რადგანაც ადამიანის ბუნების — განსაკუთრებით კი არაცნობიერის — შეცნობა უკიდურესად რთულ ამოცანას წარმოადგენს, რომელსაც ლიტერატურა ხშირად ცდილობს შეეხოს.
ასევე აღიარებულია, რომ რეალიზმმა ხელი შეუწყო ადამიანის არსებობის სიღრმისეულ კვლევას. ბევრი თანხმდება, რომ მხატვრული ლიტერატურა, თავისი მხატვრული სახეების მეშვეობით, უფრო ზუსტად და ემოციურად გამოხატავს ადამიანის სულის შინაგან პროცესებს, ვიდრე სამეცნიერო დისციპლინების მშრალი, კატეგორიული ენა.
მე-19 საუკუნის ახალი ქართული ლიტერატურა, ყოველდღიური სოციალური პრობლემების ასახვის გარდა, დიდ ყურადღებას უთმობდა მსგავს ეგზისტენციალურ საკითხებსაც. ამ კონტექსტში განსაკუთრებით გამოირჩევა ვაჟა-ფშაველა, როგორც მწერალი, რომელმაც ადამიანის არსებობის პრობლემა აქცია მხატვრულად გადმოცემის საგნად.
ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში ვაჟა-ფშაველა შედარებით ნაკლებად არის გააზრებული, როგორც ეგზისტენციალისტი მწერალი. თუმცა, ეგზისტენციალური აზროვნების საწყისები უფრო ადრეულ ქართულ ლიტერატურაშიც გვხვდება. მაგალითად, რომანტიკოსთა ნაწარმოებები სავსეა ეგზისტენციალური თემებით. შეიძლება ითქვას, რომ მათ ჩაუყარეს საფუძველი ამ პრობლემის უფრო ფართო განვითარებას მოგვიანებით ეპოქაში.
წინამდებარე ნაშრომი განიხილავს ამ საკითხის გარკვეულ ასპექტებს, რომლებიც პარალელს ავლენს ეგზისტენციალურ ფილოსოფიასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი დასკვნა, რომელიც მოგვიანებით ეგზისტენციალისტ ფილოსოფოსებს კატეგორიებად აქციეს, უკვე არსებობდა მხატვრულ ფორმაში ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში. ესენია თემები, როგორიცაა: ადამიანის მარტოობა, სამყაროსგან გაუცხოება, ღრმა სულიერი კრიზისი ან გარდაქმნა და ნამდვილი „მე“-ს აღმოჩენა. ამ საკითხების კვლევას ეძღვნება მოცემული ნაშრომი.
 
პერსონაჟის თვითმკვლელობა - მორალური თუ სოციალური ფიასკო (ლეო ქიაჩელის „თავადის ქალი მაია“)
The paradoxical nature of suicide\u27s social impact has been repeatedly noted not only in scientific discourse but also within literary texts. So-called common sense considers suicide an utterly irrational act; however, it may be driven by a multitude of causes, making it impossible to unite under a single explanatory phenomenon.
In literature, suicide can be interpreted as a form of protest, often resulting from an individual\u27s incompatibility with the external world — a reaction to a specific (sometimes personal) life circumstance, although one that is frequently intensified or conditioned by broader social factors. As such, suicide lacks a clear narrative definition due to its multifactorial origins.
Nonetheless, every act of self-destruction — despite its individualistic (sometimes selfish) nature — shares a common cognitive foundation: hopelessness. This is often linked to religion and patriotism and is predominantly viewed as both anti-religious and antisocial. It is typically accompanied by the subject’s suffering and a paradoxical perception of time.
Suicidal motifs trace a persistent thread through world literature. However, beginning in the last century — in the context of the technocratic and modernist era, alongside war, the disintegration and reevaluation of values — the desire to voluntarily withdraw from the world has intensified under the condition of existential alienation, and this, too, is reflected in literature.
This tendency has become increasingly visible in Georgian literature as well, particularly in the works of Egnate Ninoshvili, Shio Aragvispireli, Chola Lomtatidze, Grigol Robakidze, Konstantine Gamsakhurdia, Niko Lortkipanidze, Leo Kiacheli, and others.
In this paper, we will analyze this phenomenon through the lens of Leo Kiacheli’s short story “Princess Maia,” focusing on how the protagonist’s existential condition, inner world, and psychological portrait are framed within the context of her suicide.თვითმკვლელობის სოციალური ეფექტის პარადოქსალური ბუნების შესახებ არაერთგზის არის მითითებული არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ ლიტერატურულ ტექსტებშიც. ე. წ. საღი აზრი თვითმკვლელობას ყოვლად უსაზრისო აქტად მიიჩნევს, თუმცა ის შესაძლოა მრავალმა მიზეზმა გამოიწვიოს და ამ მრავალფეროვნების ერთი ფენომენის ქვეშ გაერთიანება შეუძლებელია.
თვითმკვლელობა. როგორც აქტი, ლიტერატურულ ტექსტში შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარკვეული პროტესტი, რომლის გარესამყაროსთან კონფლიქტის შეუთავსებლობის შედეგია ან ფაქტია-რეაქცია კონკრეტული (ზოგჯერ პირადი) ცხოვრებისეული რეალობისა, თუმცა ისიც, გარკვეულწილად ზოგადი გარემოებებითაა გამძაფრებული ან განპირობებული. ამდენად, თვითმკვლელობის სიუჟეტური დეფინიცია არ არის ჩამოყალიბებული, იმდენად, რამდენადაც ის მრავალმიზეზობრივია. თუმცა თვითგანადგურების ყველა აქტს, მიუხედავად მისი ინდივიდუალური (ზოგჯერ ეგოისტური) ბუნებისა, აქვს ერთი შემეცნებითი საფძველი -ეს არის უიმედობა, ამასთან ის უპირატესად კავშირშია რელიგიასთან და პატრიოტზმთან და ძირითადად განიხილება, როგორც ანტირელიგიური და ანტისოციალური მოვლენა. მას თან ახლავს აქტორის/თვითმკვლელის ტანჯვა და მის მიერ დროის პარადოქსალური აღქმა.
მსოფლიო ლიტერატურული ქრონოლოგიას თვითმკვლელობის ფაქტები თავიდან ბოლომდე გასდევს, თუმცა ისიც აღიარებულია რომ გასული საუკუნიდან მოყოლებული, ტექნოკრატიული და მოდერნისტული ეპოქის კვალობაზე, ომების, ღირებულებათა რღვევის და გადაფასების რეჟიმში პიროვნების გაუცხოების პირობებში ადამიანის სურვილი - ნებით გაეცალოს სამყაროს, გახშირდა და შესაბამისად ლიტერატურაშიც აისახა. ეს ტენდენცია მთელი სიცხადით გამოიკვეთა ~ ქართულ ლიტერატურაშიც და ეგნატე ნინოშვილის, შიო არაგვისპირელის, ჭოლა ლომთათიძის, გრიგოლ რობაქიძის, კონსტანტინე გამსახურდიას, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის და სხვა მწერალთა მხატვრულ ტექსტებში აისახა.
ამჯერად ამ ფაქტს ლეო ქიაჩელის მოთხრობის „თავადის ქალი მაია“ მაგალითზე განვიხილავთ, ანუ როგორ იკითხება ნაწარმოების მთავარი პერსონაჟის ყოფა, შინასამყარო და ფსიქოლოგიური პორტრეტი მის მიერვე განხორციელებული სუიციდის ფონზე.
 
მხატვრული ლიტერატურა კულტურის კონტექსტში სიკეთის მატარებელი და თავისუფალი საქართველოს წინასწარმეტყველი
The paper discusses one of the most difficult periods, which turned the European people towards a new democratic way of thinking and set them on the path to forming a democratic society. Unfortunately, this period became a time of absolute destruction of Georgia\u27s political independence.
In the 1860s, the majority of Georgian students studying at Russian universities already saw the future of not only their own country but also humanity in general in a completely different way. They dreamed of the formation of a future European-type democratic society. Although they took different paths to achieve this, the fact is that in the 1860s, student youth saw their future work in serving the people, and this service was reflected in the democratization of society.
The primary goal of the new generation was to prepare society for the adoption of new thinking, democratic thinking.
The paper discusses the merits of the “Tergdaleulis”, whose contribution can be attributed to raising the national liberation movement in Georgia and the Caucasus in general to new heights and closely linking it with the processes of democratization of society.
The paper highlights a new presentation and understanding of the main aspects of Giorgi Tsereteli’s work.
From a modern perspective, Giorgi Tsereteli can be seen as one of the founders of new democratic thinking, as a political figure, because he actively intervened in the political life of his homeland and the processes taking place in the Caucasus region. He was exposed to national thought from an early age. Ekvtime Tsereteli wrote: “Giorgi’s ideal was Western Europe; he was convinced that our life was going in a European way and spared no effort and talent to awaken people and show them their inclinations.”
Khomleli credited Giorgi Tsereteli with developing Western European literary tendencies in Georgia. In his words, “Giorgi Tsereteli, unlike Ilia Chavchavadze and other writers of Eastern Georgia, was brought up on the traditions of European literature.” He grew up on the novels of Flaubert and Balzac and then traveled to Europe to immerse himself in European literature and culture.
We should consider the work of Giorgi Tsereteli precisely in terms of preparing the next generation for democratic changes, because, first of all, the formation of the first dignity in them and imbuing them with respect for other individuals, as citizens, was the main goal of Giorgi Tsereteli as a teacher. Giorgi Tsereteli had to leave only the aspiration for freedom from the “old directions”. Here, Giorgi Tsereteli’s main value, “national freedom”, a value that does not change over time, was clearly outlined.
The paper concludes by presenting that in the second half of the 19th century, the foundation for a cultural and educational movement was laid through the efforts of the “Tergdaleulis”, whose work determined not only the development of the 19th-century literature and public opinion, but also influenced the development of the 20th-century literature and public opinion. Their views and aspirations towards Europe echo today and are relevant in the 19th century.
The writer, a bearer of goodness, devoted his entire life to public activity. The writer was valued for his unusual sense of contemporaneity, which makes the writer\u27s work valuable in general.
ნაშრომში საუბარია ერთ-ერთ ურთულეს პერიოდზე, რომელმაც ევროპელი ხალხი ახალი დემოკრატიული აზროვნებისაკენ შემოაბრუნა და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ მიმავალ გზაზე დააყენა. სამწუხაროდ, ეს პერიოდი საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის აბსოლუტური მოსპობის ხანად იქცა.
XIX საუკუნის 60-იან წლებში რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მყოფი ქართველი სტუდენტების უმრავლესობას უკვე სულ სხვანაირად ესახებოდა არა მარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ, ზოგადად, კაცობრიობის მომავალიც. ისინი სამომავლო ევროპული ტიპის დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე ოცნებობდნენ. მართალია, ამის მისაღწევად სხვადასხვა გზას სახავდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ სტუდენტი ახალგაზრდობა XIX საუკუნის 60-იან წლებში თავის მომავალ მოღვაწეობას ხალხის მსახურებაში ხედავდა და ეს მსახურება საზოგადოების დემოკრატიზაციაში ესახებოდა.
ახალი თაობის უპირველესი მიზანი გახლდათ საზოგადოების ახალი აზროვნების, დემოკრატიული აზროვნების მისაღებად მზადება.
ნაშრომში საუბარია „თერგდალეულების“ დამსახურებაზე, რომელთა ღვაწლიც შესაძლებელია გახდეს საქართველოსა და საზოგადოდ, კავკასიაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალ სიმაღლეზე აყვანისა და მისი საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესებთან მჭიდროდ დაკავშირების.
ნაშრომში გამოკვეთილია გიორგი წერეთლის მოღვაწეობის ძირითადი ასპექტების ახლებურად წარმოჩენა და გააზრება.
გიორგი წერეთელი სადღეისო გადასახედიდან, შეიძლება, როგორც ახალი დემოკრატიული აზროვნების ერთ-ერთი დამამკვიდრებელი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე ისე დავინახოთ, რადგან იგი აქტიურად ერეოდა სამშობლოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებში. იგი სიჭაბუკიდანვე ეცნობოდა ეროვნულ აზროვნებას. ექვთიმე წერეთელი წერდა: „გიორგის იდეალი დასავლეთ ევროპა იყო, ის დარწმუნებული იყო, რომ ჩვენი ცხოვრება ევროპული გზით მიდიოდა და ძალ-ღონესა და ნიჭს არ ზოგავდა, რომ ხალხი გამოეფხიზლებინა და მიდრეკილება დაენახვებინა“.
გიორგი წერეთელს ხომლელი დასავლეთევროპული ლიტერატურული ტენდენციების განმავითარებლად სახავდა საქართველოში, მისი სიტყვებით: „გიორგი წერეთელი, განსხვავებით ილია ჭავჭავაძისა და სხვა აღმოსავლეთ საქართველოს მწერლებისაგან, აღზრდილი იყო ევროპული ლიტერატურის ტრადიციებზე“. იგი გაიზარდა ფლობერისა და ბალზაკის რომანებზე, ხოლო შემდეგ საზღვარგარეთ გაემგზავრა, რათა ევროპაში ზიარებოდა ევროპულ ლიტერატურასა და კულტურას.
გიორგი წერეთლის მოღვაწეობა სწორედ მომავალი თაობის დემოკრატიული ცვლილებების მისაღებად მომზადების კუთხით უნდა განვიხილოთ, რადგან მათში, უპირველეს ყოვლისა, პირველი ღირსების ჩამოყალიბება და მათი სხვა პიროვნებისადმი, როგორც მოქალაქეებისადმი პატივისცემით გამსჭვალვა გიორგი წერეთლის, როგორც პედაგოგის, უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა. გიორგი წერეთელს „ძველი მიმართულებიდან“, მარტო თავისუფლების მისწრაფება უნდა დაეტოვებინა. აქ ნათლად გამოიკვეთა გიორგი წერეთლის უმთავრესი ღირებულება „ნაციონალური თავისუფლება“, ღირებულება, რომელიც დროში არ იცვლება.
ნაშრომში დასკვნის სახითაა წარმოდგენილი, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში სამოციანელთა ძალისხმევით ჩაეყარა საფუძველი კულტურულ-საგანმანათლებლო მოძრაობას, რომელთა მოღვაწეობამ განსაზღვრა არა მარტო XIX საუკუნის, არამედ გავლენა იქონია XX საუკუნის ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაზეც. მათი შეხედულებები, სწრაფვა ევროპისაკენ დღევანდელის გამოძახილია და აქტუალურია XIX საუკუნეში.
სიკეთის მატარებელმა მწერალმა მთელი თავისი სიცოცხლე შესწირა საზოგადოებრივ საქმიანობას. მწერალი ფასდებოდა თანადროულობის უჩვეულო გრძნობით, რაც საერთოდ ღირებულს ხდის მწერლის ნაღვაწს.
 
ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება აკადემიური წერისა და კვლევის მეთოდების კურსებში: სწავლების მოდელი
The rise of artificial intelligence (AI) technologies, including tools like ChatGPT, has transformed higher education by offering new forms of support for academic work. These tools assist graduate students in generating ideas, improving their writing, and conducting research more efficiently. However, such benefits come with concerns regarding academic honesty, particularly when students present AI-generated work as their own.
This paper outlines a structured teaching model that incorporates AI into graduate-level Academic Writing and Research Methods courses while encouraging ethical and responsible use.Rather than replacing student effort, the model treats AI as a companion tool that enhances learning. Students are guided to use AI in the initial stages of their work—for brainstorming, outlining, and exploring ideas—while retaining ownership of the final content. Reflective assignments are used to help students examine their process and document their interactions with AI. A central feature of the model is AI literacy, which equips students with skills to critically evaluate the content generated by AI and validate it using academic sources. The integration of university library resources is essential to maintaining the credibility and depth of student research. By cross-referencing AI outputs with peer-reviewed materials, students strengthen their understanding of the subject and develop research competence. This pedagogical approach aims to promote thoughtful engagement with technology, preserve academic standards, and enhance key academic skills. The model supports instructors in designing learning activities that integrate AI meaningfully while fostering students’ intellectual development.
ხელოვნური ინტელექტის (AI) ინსტრუმენტების, როგორიცაა ChatGPT, სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მაგისტრატურის საფეხურზე არსებული სალექციო კურსების მიმდინარეობაზე. ეს ინსტრუმენტები ეხმარება სტუდენტებს იდეების გენერირებაში, წერის გაუმჯობესებასა და კვლევის ჩატარებაში. თუმცა, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ შესაძლოა კითხვის ქვეშ დააყენოს აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხი, რადგან სტუდენტები არ არიან შეზღუდულები ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტის გამოყენებაში.
ნაშრომი წარმოგვიდგენს სწავლების მოდელს, რომელიც მოიცავს ხელოვნური ინტელექტს ინტეგრირების გზებს აკადემიური წერისა და კვლევის მეთოდების კურსებში და ფოკუსირებულია აკადემიური პასუხისმგებლობის და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვაზე.
მოდელი ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას წერის ადრეულ ეტაპებზე - როგორიცაა იდეების გენერირება ან მონახაზების შექმნა - და ამავდროულად ხაზს უსვამს კრიტიკული აზროვნებისა და ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობას. დავალებები მოიცავს რეფლექსიურ კომპონენტებს, რომლებშიც სტუდენტები ადასტურებენ, თუ როგორ გამოიყენებოდა ხელოვნური ინტელექტი, რაც ხელს უწყობს ეთიკური პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
მოდელის ძირითადი ელემენტია ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების განვითარება. სტუდენტებმა უნდა ისწავლონ ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოდგენილი შედეგების კრიტიკულად შეფასება, მათი შეზღუდვების ამოცნობა და მათი სანდო აკადემიურ წყაროებთან გადამოწმება - რაც აღნიშნულ პროცესში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების ინტეგრაციის მნიშვნელოვნებაზე მიგვითითებს. სტუდენტებს მოეთხოვებათ გამოიყენონ რეცენზირებული რესურსები თავიანთი არგუმენტების გასაძლიერებლად და კვლევის ხარისხის უზრუნველსაყოფად.
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისა და ტრადიციული აკადემიური პრაქტიკის შერწყმით, მოდელი ხელს უწყობს დაბალანსებულ, ეთიკურ სწავლებას. ის ხელს უწყობს კვლევის, წერისა და ანალიტიკური უნარების განვითარებას, ამავდროულად ინარჩუნებს აკადემიურ სტანდარტებს. საბოლოო ჯამში, ეს მოდელი აძლევს სტუდენტებს საშუალებას, ეფექტურად და პასუხისმგებლობით გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, რაც გააძლიერებს და არ ჩაანაცვლებს მათ სასწავლო კომპეტენციას
The influence of Social media on language development
In our contemporary world lots of social networks have emerged having an immense influence on the language development. Facebook, Twitter, Tiktok and others not only change the way we communicate, but also fundamentally transformed the nature of the language. Generally, the nature of the language development has always been a slow process. What once took decades or centuries now happens in months or years. New words, phrases, and expressions can spread globally within hours through viral posts, memes, and trending hashtags But social media significantly accelerates this process. The speed of spreading new words and terms is getting higher and higher. The dictionaries, academic institutions, and formal media—no longer control the pace of linguistic innovation. Linguistic innovations like Memes, Hashtags and viral phrases create new forms of language that don’t conform to traditional linguistic norms. Social media has made the trend toward informal language use much quicker and inevitable. Casual spelling, grammar, and vocabulary that were once characteristics of personal correspondence are now common in public discourse. Social media has indeed dismantled traditional boundaries between formal and informal language registers.As language evolvement is a gradual process it requires our great attention to follow the changes that can determine the true nature of the language. ჩვენს თანამედროვე მსოფლიოში არაერთი სოციალური ქსელი არსებობს, რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ენის განვითარებაზე. ფეისბუქმა, ტვიტერმა, ტიკტოკმა და სხვებმა არა მხოლოდ შეცვალეს ჩვენი ურთიერთობის წესი, არამედ ძირეულად გარდაქმნეს ენის ბუნება. ზოგადად, ენის განვითარების პროცესი ყოველთვის განგძლივი და თანდათანობითი პროცესი იყო. ის, რასაც ადრე ათწლეულები ან საუკუნეები სჭირდებოდა, ახლა თვეებში ან წლებში ხდება. ახალი სიტყვები, ფრაზები და გამოთქმები საათების განმავლობაში ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით ვირუსული პოსტების, მიმების და ტრენდული ჰეშთეგების მეშვეობით. მაგრამ სოციალური მედია ამ პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს. ახალი სიტყვებისა და ტერმინების გავრცელების სიჩქარე სულ უფრო და უფრო იზრდება. ლექსიკონები, აკადემიური დაწესებულებები და ფორმალური მედია უკვე ვერ აკონტროლებენ ენობრივი ინოვაციების ტემპს. ენობრივმა ინოვაციები, როგორიცაა მიმები, ჰეშთეგები და ვირუსული ფრაზები, ქმნიენ ენის ახალ ფორმებს, რომლებიც ტრადიციულ ენობრივ ნორმებს არ ექვემდებარება. სოციალურმა მედიამ უფრო სწრაფი გახადა არაფორმალური ენის გამოყენების ტენდენცია. შემოკლებული მართლწერა, გრამატიკა და ლექსიკა, რომლებიც ერთ დროს პირადი მიმოწერისთვის იყო დამახასიათებელი, ახლა საზოგადოებრივ დისკურსშია გავრცელებულია. სოციალურმა მედიამ მართლაც დაანგრია ტრადიციული საზღვრები ფორმალურ და არაფორმალურ ენობრივ რეგისტრებს შორის. რადგან ენის განვითარება თანდათანობითი პროცესია, მას დიდი ყურადღება სჭირდება, რათა ადეკვატურად მივყვეთ ცვლილებებს, რომლებსაც შეუძლიათ ენის ნამდვილი ბუნების განსაზღვრა