Ivane Javakhishvili Tbilisi State Universit: Open Journal Systems / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Not a member yet
    417 research outputs found

    ერიხ ობსტი 1924 წლის აჯანყებისა და საქართველოს გეოპოლიტიკის შესახებ

    Full text link
    სტატიაში განხილულია გერმანელი გეოგრაფისა და გეოპო­ლი­ტიკოსის ერიხ ობსტის (1886-1981) ნაშრომები საქართველოს შესახებ. მან 1924 წ. შემოდგომაზე იმოგზაურა საქართველოში, ნახა რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა აგვისტოს აჯანყების შემდეგ და იმავე წლის დეკემბერში „გეოპოლიტიკურ ჟურნალში“ გამოაქვეყნა წერილი „საქართველო. გეოპოლიტიკური ნარკვევი“. გარდა ამისა, 1925 წელს გამოსცა ნაშრომი „რუსული ესკიზები“, რომელშიც რამ­დენიმე თავი საქართველოს ეთმობა.ერიხ ობსტი დასავლელი მოღვაწეა, რომელმაც სიმართლე თქვა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს შესახებ. მისი სტატია მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო ქართული პოლი­ტიკური ემიგრაციისთვის. ამას მოწმობს ისიც, რომ 40 წლის შემდეგ, 1964 წ. აღნიშნული სტატია ქართულად ითარგმნა და გამოქვეყნდა ემიგრანტულ ჟურნალ „კავკასიონში“. გარდა ამისა, ქართულ ემიგ­რაციაში ყურადღება მიიქცია იმ დროისათვის ახალმა დისციპ­ლინამ გეოპოლიტიკამ. ვიქტორ ნოზაძემ (1893-1975) გეოპოლი­ტი­კის მეთოდოლოგიის გამოყენებით დაწერა რამდენიმე ნაშრომი, რომელთა შორის აღსანიშნავია სტატია „კავკასიის გეოპოლიტიკი­სათვის: ბრძოლა ნავთის გამო“ (1930 წელი).ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია ერიხ ობ­სტის 1924 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, რომლის 1964 წლის თარ­გმანი 1980-იანი წლების ბოლოდან რამდენჯერმე ხელახლა და­იბეჭდა და გამოყენებულია სამეცნიერო კვლევებში, მაგრამ ფაქ­ტობ­რივად უცნობია მისი ბიოგრაფია და სხვა წერილები საქარ­თველოს შესახებ. წარმოდგენილი სტატია სწორედ ამ ხარვეზის დაძლევას ისახავს მიზნად. პირველ რიგში განხილულია 1925 წელს გამოქვეყნებულ წიგნში საქართველოსადმი მიძღვნილი თავები, ასევე ნაჩვენებია ე. ობსტის ნაშრომის მნიშვნელობა ქართული გე­ოპოლიტიკური სკოლის ჩამოყალიბების საქმეში.კვლევის უმთავრესი მეთოდია კონტენტ-ანალიზი. სტატიაში მოცემულია ერიხ ობსტის ნაშრომების შინაარსობრივი ანალიზი, ასევე გამოყენებულია ბიოგრაფიული ანალიზის მეთოდი.სტატიაში წარმოდგენილია ერიხ ობსტის სამეცნიერო საქმი­ანობა. ის გერმანული გეოპოლიტიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემ­დებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ნაციზმის სამსახურში არ ჩამდგარა. მისი ნაშრომების განხილვამ აჩვენა, რომ თავის ხანგ­რძლივი სამეცნიერო საქმიანობის განმავლობაში 1924-1925 წლების შემდეგ საქართველოს თემას ფაქტობრივად აღარ დაბრუნებია. ამ პერიოდში გამოქვეყნებული ორი ნაშრომით კი მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები სა­ართველოს შესახებ სიმართლის თქმის საქმეში. სტატიაში წარ­მოდ­გენილი ფაქტობრივი მასალა და მიღებული დასკვნები შეიძლება გამოყენებული იქნას საბჭოთა საქართველოს ისტორიის, კონკრე­ტუ­ლად კი 1924 წლის აჯანყების შემდგომი პერიოდის კვლევის დროს, ასევე 1920-1930-იან წლებში ქართული გეოპოლიტიკური სკოლის ჩამოყალიბების შესწავლისას

    ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოში

    Full text link
    კვლევის მიზანია საქართველოში ეკომიგრაციის სახელმწიფო  პოლიტიკის შეფასება, რომ ვაჩვენოთ რა გასაუმჯობესებელი ცვლი­ლებები შეიძლება იყოს გათვალისწინებული მომავალ წლებში აღნიშნული მიმართულებით.  ამ მიზნის მისაღწევად და  საკითხის შესასწავლად გამოყენებულია მიგრაციული პროცესების შესწავლის ინსტიტუციონალური მიდგომა. ემპირიული ანალიზი ეფუძნება სახელმწიფო-საარქივო დოკუმენტების შესწავლის და ინტერვი­უ­ების შედეგად შეგროვებულ ინფორმაციას. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოში ეკომიგრაციის სახელმწიფო პო­ლი­ტიკის ინსტიტუციონალური უზრუნველყოფის განვითარებამ სხვადსხვა ეტაპი განვლო, თანამედროვე ეტაპზე ეკომიგრაციული პროცესების  მიმართულებით  ხელისუფლების მიერ თითქოსდა შემუ­შავებულია შესაბამისი  პოლიტიკა, თუმცა კვლევამ აჩვენა რომ აუცილებელია ეკომიგრაციისა და განსახლების მიმართ  სახელ­მწიფოს მიერ სისტემური და გამჭვირვალე სტრატეგიის ჩამოყა­ლი­ბება, რისი განხორციელებაც როგორც ცენტრალური მთავრო­ბის, ასევე მუნიციპალური ადმინისტრაციის პრეროგატივა უნდა გახდეს. ნაშრომში შესწავლილია როგორც ეკომიგრაციის სახელ­მწიფო პოლიტიკის ისტორიული კონტექსტი, ასევე ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და  ეკომიგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგია თანამედროვე ეტაპზე.

    განათლების კომპონენტი ევროპული ქვეყნების ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის დოკუმენტებში

    Full text link
    ხელოვნური ინტელექტი (AI) მნიშვნელოვან გავლენას ახ­დენს მსოფლიოს ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და მმართვე­ლო­ბით სისტემებზე, რაც ახალი ტექნოლოგიური ერის დადგომას მო­ასწავებს. ევროპული სახელმწიფოები აცნობიერებენ AI-ის როლს ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი პროგრესის­თ­ვის, თუმცა ამავდროულად ხედავენ მასთან დაკავშირებულ ეთი­კურ, სამართლებრივ და სოციალურ გამოწვევებს.წინამდებარე კვლევა შეისწავლის, თუ როგორ არის წარ­მოდგენილი საგანმანათლებლო კომპონენტი ევროპული ქვეყნების ხელოვნური ინტელექტის ეროვნულ სტრატეგიებში. კვლევის ფარ­გლებში გაანალიზებულია სახელმწიფოების მიერ შემუშავებული დოკუმენტები - ეროვნული სტრატეგიები, პოლიტიკის დოკუმენ­ტები, სამოქმედო გეგმები და სამთავრობო ანგარიშები.კვლევამ გამოავლინა ხუთი ძირითადი მიმართულება, რო­მელ­ზეც ევროპული ქვეყნები ამახვილებენ ყურადღებას: 1) განათ­ლების სისტემის ყოვლისმომცველი მოდერნიზაცია; 2) მასწავლე­ბელთა პროფესიული განვითარება; 3) უწყვეტი განათლების სისტე­მის ჩამოყალიბება; 4) საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზ­რის მოთხოვნებთან შესაბამისობა; 5) საერთაშორისო თანამშრომ­ლობის გაძლიერება.კვლევის შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხელოვ­ნური ინტელექტისა და განათლების საკითხებზე მიმდინარე საერ­თა­შორისო დისკუსიაში და სასარგებლო იქნება პოლიტიკის შემ­ქმნელების, განათლების სფეროს სპეციალისტებისა და სხვა დაინ­ტერესებული მხარეებისთვის

    Gender Dimension of Political Corruption as a Heavy Burden on the Path of Democracy

    Full text link
    Corruption continues to be one of the most important challenges in both developed and developing countries due to its negative impact on economic and development outcomes. Corruption hinders development and weakens modern societies. Corruption undermines public confidence in state institutions. Corruption especially hinders the progress of transition countries in state building. The resources obtained through corrupt practices are often transformed into economic and social influences that weaken democratic institutions and contribute to even wider spread of corruption.Until the beginning of the 2000s, corruption was usually considered as a "gender-free phenomenon", so questions about the impact of corruption on gender were not asked. Recently, however, studies have emerged that attempt to examine and identify existing links between corruption and gender.What is the relationship between women's political participation and corruption? In recent decades, an interesting reality has emerged that indicates a strong correlation between high levels of women's political participation and low levels of corruption. Statistical data from various countries around the world show that high levels of women's representation in political leadership positions are associated with low levels of both types of corruption.This paper examines how corruption and women's political representation are connected. The purpose of this article is to answer the following questions: How do women influence the reduction of corruption at different levels of government and how does corruption hinder women's political participation

    პირველი რესპუბლიკის მემკვიდრეობა

    Full text link
    ასი წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, პირველი მსოფლიო ომისა და რუსეთის იმპერიის ნგრევის ფონზე, საქართველოს ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები გოლოვინის პროსპექტზე, გენერალ-გუბერნატორის ყოფილ სასახლეში შეიკრიბნენ და საქართველო დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადეს..

    საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომები (1917 წელი)

    Full text link
    პუბლიკაცია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნუ-ლი სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „თანამედროვე ქარ-თული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ ფარგლებში. გრანტის კოდი: FR-23-295

    საქართველოს ეროვნული საბჭო / საქართველოს პარლამენტი - მნიშვნელოვან მოვლენათა ქრონიკა

    Full text link
    ნაშრომი მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ ფარგლებში. გრანტის კოდი: FR-23-295

    National Council of Georgia (1917-1919) and Legislative Regulations for Democratic Elections

    No full text
    The National Congress of Georgia was convened in November 1917. It consisted of elected representatives of Georgian political parties, workers’ councils, city self-governments, national minorities and others. On November 22 of the same year, the National Congress elected the National Council, which initially included representatives of the main parties of Georgia; the Council also included representatives of national minorities. The executive committee was chaired by Noe Jordania. The most important event in the activities of the National Council of Georgia is the adoption of the Act of Independence of the country on May 26, 1918. It is noteworthy that the National Council of Georgia prepared the elections to the Constituent Assembly of Georgia and approved the election regulations. The purpose of the research is to study the articles of the electoral law of the Constituent Assembly that define the electoral law approved by the National Council, and compare them with the corresponding articles of the electoral law in force in modern Georgia. The National Council of Georgia - the Parliament of Georgia (1917-1919) occupies a special place in the modern history of Georgia. The National Council prepared the restoration of state independence of Georgia, at the same time, after the restoration of state independence, it was established as a legislative body and laid the foundation for the tradition of democratic parliamentary life, the development of democratic legislation. The research was carried out within the framework of the Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia Grant Project “The Beginning of the Contemporary Georgian Parliamentarianism: The National Council of Georgia-The Parliament of Georgia”. Grant Code: FR-23-295

    Letters from 1924

    No full text
    1924 Document

    The role of student unions in the formation of a new political scenario and their impact on the struggle for the European future in Georgia

    No full text
     The study examines the role of student unions in Georgia's political landscape, focusing on their organizational dynamics, motivations, and influence. Using social movement, resource mobilization, and political opportunity theories, the study analyzes how student unions influence national discourse and Georgia's European aspirations. The study highlights the collective identity of student movements, their resource mobilization strategies, and their response to political opportunities, presenting them as agents of social and political change.

    142

    full texts

    417

    metadata records
    Updated in last 30 days.
    Ivane Javakhishvili Tbilisi State Universit: Open Journal Systems / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    Access Repository Dashboard
    Do you manage Open Research Online? Become a CORE Member to access insider analytics, issue reports and manage access to outputs from your repository in the CORE Repository Dashboard! 👇