ILIAUNI Open Journal Systems (Ilia State University, Tbilisi)
Not a member yet
310 research outputs found
Sort by
Viitorul nostalgiei: de la limbaj literar la limbaj vizual
Rezumat: Distincția dintre “discurs nostalgic” și “nostalgie”, precum și recentele uzaje teoretice ale conceptului de “nostalgie” în varii câmpuri ale umanioarelor interdisciplinare m-au condus spre reevaluarea istoriei termenului. Am în vedere în special momentul când Jean Starobinski desprinde “nostalgia” de “melancolie”, considerând că nostalgia reprezintă o pedanterie terminologică și neologistică, menită să se stingă atunci când vor dispărea diferențele dintre sat și oraș. Recenta reevaluare a conceptului pe care o realizează criticul genevez în 2012 poate fi așezată în trena câtorva studii consacrate potențialului social al nostalgiei și instituirii unui sens mai curând temporal decât spațial (Fred Davies, Svetlana Boym). Dar ea oferă și oportunitatea unei mai bune focalizări asupra simptomatologiei acestor 2 boli considerate a fi co- dependente. În vreme ce melancolia se manifestă ca un blocaj al umorilor (o blocare în trup), nostalgia este adeseori reprezentată ca o inflamație a creierului. Cele 2 concepte se articulează pe 2 fonduri perceptive diferite: melancolia atinge auzul, în timp ce nostalgia atinge văzul. Făcând apel la 2 filme regizate de Andrei Tarkovski (Nostalgia) și Lars von Trier (Melancholia), am încercat să observ cum se modifică uzajul celor două concepte atunci când trec de la semiotica literară la semiotica cinematică. De asemenea, am dorit să evaluez dacă fondul esențial vizual al nostalgiei este responsabil pentru rezistența și mutabilitatea sa teoretică.
მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებება ევთანაზიის მიმართ
აბსტრაქტიშესავალი: ევთანაზიის უფლება დღეს მსოფლიო დისკუსიის საგანია, ვინაიდან იგი ერთ-ერთი საკამათო სამედიცინო, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეთიკური ხასიათის საკითხია. კვლევის მიზანია მართლმადიდებელი მრევლის დამოკიდებულებების შესწავლა ევთანაზიის მიმართ. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა რესპოდენტთა გამოკითხვა ნახევრად-სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით. შედეგები: კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ რეპონდენტების უმრავლესობას (81%) ჰქონდა ინფორმაცია ევთანაზიის შესახებ. დომინანტურია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ევთანაზია არის: “თანხმობა სიცოცხლის შეწყვეტაზე ავადმყოფობის დროს, როცა გამოსავალი არ არსებობს და შეუძლებელია განკურნება.“ ან „უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანი საკუთარი ნებით გადაწყვეტს, რომ სიცოცხლე დაასრულოს უმტკივნეულოდ“. ვინც არ ეთანხმება ევთანაზიას იშველიებს რელიგიურ ფაქტორებს (რატომ კრძალავს ეკლესია და ა.შ). ისინი ვინც ეთანხმებიან ევთანაზიის ქმედებას, არგუმენტად მოჰყავთ ადამიანის კანონიერი უფლებები და პიროვნების თავისუფალი ნება. რესპოდენტების უმრავლესობას (86%) არ სმენია ევთანაზიის პრაქტიკების შესახებ საქართველოში. რესპონდენტების უმრავლესობამ (71%) იცოდა, რომ მართლმადიდებლური ეკლესია კრძალავს ევთანაზიას. რესპონდენტების 39%-ის აზრით, ევთანაზია გამართლებულია სამედიცინო კუთხით. დასკვნა, რეკომენდაციები: მიზანშეწონილია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევთანაზიის შესახებ რელიგიური, სამედიცინო, კულტურული, სოციალური და სამართლებრივი კუთხით. სასურველია, მსგავსი კვლევების მეტი ჩატარება.ძირითადი საძიებო სიტყვები: ევთანაზია, მართლმადიდებელი მრევლი, რელიგია, ჯანდაცვა Orthodox attitudes towards euthanasiaMary Mamulashvili - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences, Bachelor of SociologyTengiz Verulava - Doctor of Medical Sciences, ProfessorIntroduction: Nowadays the right of Euthanasia is the subject of the worldwide discussion, since this is one of the controversial medical, religious, political or ethical issues. The reason for the study is to find out orthodox parish’s opinion regarding the Euthanasia. Methodology: Within the frameworks of quantitative research interviewees have been interviewed by using semi-structured questionnaire. Results, discussion: The study detected that the most of the interviewees (81%) had information regarding the Euthanasia. Dominant opinion is that the Euthanasia is: consent of the life termination during the illness, when there is no solution and recovery is not possible or “a person with incurable disease voluntarily decides to terminate his/her life painlessly. Those who don’t agree with Euthanasia use religious facts, (thy religion prohibits etc.) Those who agree with Euthanasia use human legal rights and individual’s free will as arguments. The most of the interviewees (86%) have never heard about Euthanasia practice in Georgia. Most of them (71%) knew that church prohibits Euthanasia. The 39% of interviewees knew that Euthanasia is a sound decision from the point of medicine. Conclusion: it is advisable to increase public awareness about Euthanasia from the point of religion, medicine, culture and law. It is recommended to increase the number of such studies.Keywords: euthanasia, Orthodox, religion, health car
ჯანსაღი კვება და სტუდენტები
ირმა თავართქილაძე, ლიკა დიდებაშვილი, ანა შალამბერიძე, ნათია გობეჯიშვილი, ანა გორთამაშვილი, ნია ხუროშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აბსტრაქტიშესავალი: ჯანსაღი კვება და მასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ აქტუალურია საზოგადოებაში. კვლევის მიზანია, განვსაზღვროთ, რამდენად ჯანსაღად იკვებებიან ახალგაზრდა სტუდენტები და როგორია მათი დამოკიდებულება კვების წესის მიმართ. მეთოდოლოგია: კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ინტერნეტ გამოკითხვის მეთოდი. შედეგები: გამოკითხული სტუდენტები კარგად იყვნენ ინფორმირებულნი ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. რესპოდენტთა უმრავლესობა ჯანსაღად იკვებება, ყურადღებას აქცევს თავის კვების რაციონს და დაინტერესებულია ჯანსაღი კვების პოპულარიზაციით. მათთან შედარებით კი მცირეა იმათთა რიცხვი, ვინც არც თუ ისე დიდი ყურადღებით ეკიდება არაჯანსაღი კვების პრობლემას. რეკომენდაციები: მიზანშეწონილია უნივერსიტეტში იმ მინიმალური პირობების შექმნა, რომლებიც სტუდენტების ჯანსაღ კვებას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ, სასურველია ჯანსაღი საკვები ობიექტების შექმნა უნივერსიტეტში. მიზანშეწონილია ისეთი ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც იზრუნებენ ჯანსაღი კვების წესისა და მისი აუცილებლობის შესახებ მოსახლეობის განათლების ამაღლებაზე. Healthy meals and studentsAbstractIrma Tavartqiladze, Ani Shalmberidze, Lika Didebashvili, Natia Gobejishvili, Anna Gortamashvili, Nargiz Khuroshvili - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences Introduction: Healthy nutrition and related problems are widespread in society. The study aims to determine how healthy eating for young students and their attitude towards food rules. Methodology: The survey was conducted on a survey method was used. Results: Surveyed students were well informed about healthy food. A majority of respondents eat a healthy diet, pay attention to his diet and is interested in the promotion of healthy eating. They are small compared to the number of students who are not so carefully unhealthy eating problem. Recommendations: It is recommended to the university with a minimum of conditions that contribute to students' healthy eating. In this regard, it is desirable to create a healthy food facilities at the university. It is recommended to create an organization that will take care of a healthy diet rules and the necessity of improving the education of the population. შესავალიჯანსაღი კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ჯანრთელობისათვის, ზრდისა და განვითარებისთვის. თუმცა დღეისთვის ცოტა თუ ითვალისწინებს ამას, რასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგებიც მოჰყვეს, რადგან არაჯანსაღმა კვებამ შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ბევრი სხვადასხვა დაავადების განვითარებას შეუწყოს ხელი. ჯანსაღი კვება გულისხმობს ისეთი ელემენტების დაბალანსებულ მიღებას, როგორიცაა ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალური ნივთიერებები.21-ე საუკუნეში, დიდი ადგილი უკავია სწრაფი კვების პროდუქტებს ადამიანთა ყოველდღიური კვების რაციონში, რაც არაჯანსაღი კვების მთავარი ნაწილია. სწრაფი კვების ობიექტები, რომლებიც დღევანდელ ბაზარზე ძალიან პოპულარულია, ბევრად მრავალფეროვანი გახდა. მავნე ნივთიერებების შემცველი, ხშირად ცუდ სანიტარულ პირობებში მომზადებული, სწრაფი კვების პროდუქტების ხშირმა მიღებამ, ყოველდღიური კვების არასწორმა რაციონმა, ჭარბმა კვებამ და ბევრმა სხვა მიზეზმა კი შეიძლება სერიოზული ჯანმთელობის პრობლემების წინაშე დააყენოს ადამიანი. საინტერესოა, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ სტუდენტებში, რას ფიქრობენ ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით, და ზოგადად, როგორია მათი დამოკიდებულება კვების წესისამდი.კვლევის მიზანია, განვსაზღვროთ, რამდენად ჯანსაღად იკვებებიან ახალგაზრდა სტუდენტები და როგორია მათი დამოკიდებულება კვების წესის მიმართ.კვლევის ამოცანებია:გავარკვიოთ თუ ზოგადად რა წარმოდგენა და ცოდნა აქვთ რესპონდენტებს ჯანსაღი და არაჯანსაღი კვების შესახებ;შევისწავლოთ რეპონდენტთა დამოკიდებულება კვების წესთან დაკავშირებით;გავარკვიოთ რამდენად აქცევენ რესპონდენტები ყურადღებას კვების რაციონის შემადგენლობას;შევისწავლოთ რესპონდენტების კვების რაციონი და ამის საფუძველზე დავასკვნათ ზოგადად რამდენად ჯანსაღია მათი კვების რაციონი.გავარკვიოთ რამდენად აისახება რესპონდენტების არაჯანსაღი კვების წესი მათ ჯანმრთელობაზე.ლიტერატურული მიმოხილვასურსათისა და ჯანსაღი კვების ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, კვება დამოკიდებულია ტრადიციებზე, კულტურაზე და გარემო პირობებზე. ადამიანები იკვებებიან მადის, სურვილის და შესაძლებლობების შესაბამისად. მოიხმარენ იმ სურსათს, რომელსაც ისინი ანიჭებენ უპირატესობას. კვება უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის მიერ დახარჯულ ენერგიას, რომელიც დამოკიდებულია ზრდაზე, ასაკზე, სხეულის მასაზე, ცხოვრების პირობებზე, საქმიანობის სახეობაზე, კლიმატზე, ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე (ფეხმძიმობა, მეძუძურობა), აქტიურობის დონეზე (სპორტი). საკვები ნივთიერებების განსაზღვრულმა რაოდენობამ და პროპორციამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. სურსათი უნდა იყოს უვნებელი ადამიანის ჯანმრთელობისათვის და უნდა განაწილდეს სწორად დღის განმავლობაში [1].არაჯანსაღი კვება, მოსახლეობის ავადობის და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია. ახალშობილთა, ბავშვთა და ორსულთა ჯანმრთელობა, იმუნური სტატუსი, ზოგიერთი არაგადამდები დაავადების განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსახლეობის ჯანსაღ და სრულფასოვან კვებაზე [3].საქართველოს მოსახლეობის დიეტური ჩვევების შესახებ არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ საკვების მიღების ჩვევებს საფუძვლიანი კორექტირება სჭირდება. 2006-2007 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს შორის ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების კვლევა (2006-2007), რომლის რესპონდენტები იყვნენ თბილისში მცხოვრები 25-65 წწ ასაკის მოსახლეობა. კვლევის შედეგების მიხედვით [4]: 1) დარღვეულია კვების რაციონი და სწორი რეჯიმი მოზრდილი მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილში. 2) გამოკითხული მოსახლეობის 62.4% არ სვამს რძეს და დაახლოებით 11% არ ღებულობს რძის პროდუქტებს საერთოდ. 3) მოსახლეობის 45,6%-ს ბოლო კვირის განმავლობაში საერთოდ არ მიუღია თევზი და 43%-ს არ მიუღია ხორცის პროდუქტი. 4) 31%-მა ბოლო კვირის განმავლობაში მიიღო ახალი ბოსტნეული 6-7-ჯერ, ხოლო 10%-ს საერთოდ არ მიუღია. 4) მხოლოდ 9,7%-მა აღნიშნა, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მიიღო ხილი 6-7-ჯერ, ხოლო 37,5%-ს საერთოდ არ მიუღია. 5) ბოლო კვირის განმავლობაში საკონდიტრო ნაწარმი ანუ ტკბილეულობა 3-5 ან 6-7-ჯერ მიიღო მოსახლეობის დაახლოებით 46%-მა.2010 წელს ჩატარდა ქრონიკული არაგადამდები დაავადებების რისკ-ფაქტორების კვლევა [2], რომელიც მოიცავდა 18-64 წწ ასაკის მოსახლეობას. კვლევის შედეგად: 1) საქართველოს მოსახლეობის მიერ საშუალოდ მიღებული კალორიების რიცხვი მნიშვნელოვნად მეტია ინდივიდუალურ ნორმასთან შედარებით. 2) გამოკითხულ რეპონდენტთა 69.5% მიირთმევენ ხილის და ბოსტნეულის რეკომენდებულ 5 სტანდარტულ ულუფაზე ნაკლებს დღის განმავლობაში. 3) მნიშვნელოვნად დაბალია ხორცპროდუქტებისა და თევზეულის მიღების მაჩვენებელი. 4) გამოკითხული მოსახლეობის უმეტეს ნაწილში დარღვეულია კვების სწორი რეჟიმი და მაღალია ჭარბი წონის მქონე პირთა (31,4%) და მსუქანთა (25,1%) პროცენტული მაჩვენებელი. მაღალი არტერიული წნევა ჭარბწონიანებში აღენიშნა 2-ჯერ მეტს (37,6%), ხოლო მსუქნებში 3-ჯერ მეტს (55%).ცხრილი 1: ხილის და ბოსტნეულის მოხმარება (ტიპიური კვირის განმავლობაში), ინტერვიუების მონაცემები, 18–64 წლის ასაკის მოსახლეობა, საქართველო, 2010წყარო: Georgia Steps Survey of chronic disease risk factors. 2010. WHOსაზოგადოებაში ჯანსაღი კვებისადმი დამოკიდებულებებისა და ქცევის შესწავლის მიზნით ჩატარებული კვლევის მიხედვით [6], საქართველოში საუზმე არასავალდებულო ქცევად არის აღქმული და მას უმეტესად ყავითა და სიგარეტით ანაცვლებენ. კვების განრიგი დღის რეჟიმზეა დამოკიდებული. გამოკითხული რესპონდენტები სადილობისას უმეტესად ცომეულს ირჩევენ, რასაც, როგორც მათ აღნიშნეს, შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები განაპირობებს. სტუდენტები ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციას არ ფლობენ.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაცია- „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“ [5]. დოკუმენტი ორიენტირებულია სკოლაში ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად სწორი კვების სტანდარტების დანერგვისკენ, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებში ჯანსაღი კვების ჩვევების განვითარებას. პროგრამა დადებითად აისახება ბავშვების ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე და ხელს შეუწყობს მათში სრულფასოვანი კვების წესის ჩამოყალიბებას.საყურადღებოა, რომ საქართველოში სრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული მონაცემები ძალიან მწირეა. არ არსებობს სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის სრულყოფილი მონიტორინგის სისტემა, რაც ხელს შეუწყობდა არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებული ვითარებაზე კონტროლს [7].შერჩევა და კვლევის მეთოლოგიაკვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ინტერნეტ გამოკითხვის მეთოდი. აღნიშნული მეთოდით უფრო იოლი იყო კვლევის თემის შესახებ მონაცემების მოძიება. ინტერნეტ გამოკითხვისთვის გამოყენებულ იქნა Facebook-ი, კვლევის ინსტრუმენტი კი იყო კითხვარი. კითხვარი მოიცავდა ინფორმირებული თახმობის ბლოკს. კითხვარი აიტვირთა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არა მხოლოდ მთავარ ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, ასევე ფაკულტეტის სხვადასხვა საგნის ოფიციალურ გვერდებზეც და მსურველებმა შეავსეს იგი. რადგან კვლევა ინტერნეტ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა, დაცული იყო რესპონდენტთა ანონიმურობა და კონფიდენციალობა, რის შესახებაც ასევე იყო ინფორმაცია კითხვარის ინსტრუქციაში. რაც შეეხება შერჩევას, გამოკითხული რესპონდენტები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სოციალურ და პოლიტიკულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები. კერძოდ, გამოიკითხა სულ 100 სტუდენტი.სოციოლოგიური კვლევის ჩატარება დაკავშირებულია გარკვეულ ეთიკურ საკითხებთან. ჩვენი კვლევის შემთხვევაში კითხვარის ინსტრუქციაში მითითებული იყო კვლევის დანიშნულება, მისი მიზანი, ამოცანები, კვლევაში მონაწილეობის ნებაყოფლობითობა.კვლევის შეზღუდვებს შეადგენდა ის გარემოება, რომ შეუძლებელი იყო რესპონდენტის მიერ შეკითხვის ინტერპრეტაციის პროცესის გაკონტროლება, თუ მან როგორ გაიგო ესა თუ ის კითხვა. კვლევის შედეგები არ არის რეპრეზენტატული და ვერ განვავრცობთ ყველა სტუდენტებზე.კვლევის შედეგებიკვლევის ფარგლებში გენდერული ბალანსის დაცვა ვერ მოხერხდა, რადგან კვლევის თემით განსაკუთრებით მდედრობითი სქესის სტუდენტები დაინტერესდნენ. კვლევის მონაწილეთა 77%-ს შეადგენდნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები, ხოლო 23%-ს კი მამრობითი სქესის წარმომადგენლები (23%). რესპონდენტთა უმეტესობა 20-22 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას განეკუთვნება (67%), მეორე ადგილზეა 17-19 წლამდე სტუდენტები (21%), ხოლო შემდეგ მოდის 23-25 წლამდე სტუდენტები (12%).რესპოდენტთა უმრავლესობას (54%) ჯანსაღი კვება ესმის, როგორც რაციონალური, ბალანსირებული კვება, დროის განსაზღვრული ინტერვალებით. ასევე სწრაფი კვების პროდუქტებისგან თავის შეკავება და უმეტესად ჯანსაღი, ნატურალური საკვების მიღება, ასევე ისინი ჯანსაღ კვებაში დიდი რაოდენობით ბოსტნეულისა და ხილის მირთმევასაც მოიაზრებენ. მხოლოდ ოთხმა ჩათვალა, რომ ჯანსაღი კვება უმეტესად ხილ-ბოსტენეულის მირთმევას გულისხმობს. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ გამოკითხული სტუდენტები კარგად არიან ინფორმირებულნი ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით. გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობა (57%) თვლის, რომ ნაწილობრივ ჯანსაღად იკვებება, მხოლოდ 8% თვლის, რომ ჯანსაღად იკვებება. რესპოდენტთა 34% მიიჩნევს, რომ არაჯანსაღად იკვებება. საინტერესოა რესპონდენტთა დამოკიდებულება კვების წესთან დაკავშირებით. სწრაფი კვების პროდუქტებით რესპოდენტთა უმეტესობა (40%) კვირაში რამდენჯერმე იკვებება, და მხოლოდ 5% იკვებება ყოველდღიურად, 21 % კი თვეში ერთხელ (სურათი 3). რესპოდენტთა უმრავლესობა (57%) ანგარიშს უწევს საკვების შემადგენლობას და სანამ მიირთმევდეს, ცდილობს გაარკვიოს, თუ რამდენად ჯანსაღია და მარგებელია საკვები. რესპოდენტთა 29%-ისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აღნიშნული მაჩვენებლები დადებითია, მაშინ როცა ასე მომრავლებულია სწრაფი კვების პროდუქტებით მოვაჭრე დაწესებულებები ქვეყანაში და სულ უფრო პოპულარული ხდება fast Food-ი, რაზეც დღევანდელი რეალობა მეტყველებს. რაც შეეხება რესპონდენტების კვების რაციონს, რესპონდენტთა დიდი ნაწილი გაზიანი სასმელების მოყვარულია (37% - საშუალოდ, 35% - დიახ). რესპოდენტთა უმრავლესობა კვირაში რამდენჯერმე მიირთმევს ხილს (57%) და ბოსტნეულს (63%), ყოველდღიურად ხილ-ბოსტნეულით 19 სტუდენტი იკვებება, იშვიათად ხილით 24 %, ბოსტნეულით კი 18 %. გამოკითხულ სტუდენტებში არ გვხდება ისეთი რესპონდენტი, რომელიც საერთოდ არ იღებს ხილს ან ბოსტნეულს. რესპოდენტთა უმრავლესობა (64 %) რძის პროდუქტებს მიირთმევს კვირაში რამდენჯერმე ან უფრო ხშირად, კვირაში ერთხელ - 29% და მხოლოდ 7% არ მიირთმევს საერთოდ მათ. რესპონდენტთა 52% დღეში 4 ჭიქა ან მეტ წყალს მიირთმევს, ხოლო 48% - 3 ჭიქა ან ნაკლებს (სურათი 9). ეს მაჩვენებლები იმაზე მოწმობს, რომ გამოკითხული რესპოდენტების დიდი ნაწილი საკმაოდ ჯანსაღად იკვებება, რადგან ხილ-ბოსტნეული, წყალი, რძის პროდუქტები ჯანსაღი კვების რაციონის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია.რაც შეეხება ხორცეულს, რომელიც ასევე ჯანსაღი კვების განუყოფელი ნაწილია, რესპონდენტთა უმეტესობა (50%) კვირაში რამდენჯერმე მიირთმევს ხორცეულს, ყოველდღიურად მხოლოდ 9%, იშვიათად 36%, თითქმის არასდროს კი 5%. აქედან ყველაზე დიდი ნაწილი (64%) უმეტესად ცხოველის ხორცით იკვებება, ძეხვეულით 29%, თევზეულით კი მხოლოდ 7%. ასევე 54 სტუდენტი შემწვარ ხორცს ამჯობინებს მოხარშულ ხორცს (24%) ან წვნიანს (23%). რესპოდენტთა უმრავლესობის აზრით არაჯანსაღ კვებას დროის უქონლობა, სწრაფი კვების პროდუქტების სიაფე და კარგი გემო, საჭმლის მომზადების სურვილის არქონა, შედარებით ჯანსაღი საკვების სიძვირე და ასევე ჯანსაღი საკვებით მოვაჭრე ობიექტების სიმცირე განაპირობებს, მიზეზად მხოლოდ დროის უქონლობას მხოლოდ 23 სტუდენტი ასახელებს. რესპონდენტების უმრავლესობა ეთანხმება იმ აზრს, რომ კვება და ცხოვრების წესი განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას (56%). რესპონდენტთა ძალიან დიდი ნაწილი (85%) ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოში აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის პროცესი, რასაც ისინიც დაუჭერდნენ მხარს. აღნიშნული გვიჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, იკვებიან თუ არ იკვებებიან ჯანსაღად, რესპოდენტთა უმრავლესობისთვის ჯანსაღი კვება მაინც საკმაოდ მნიშნვნელოვანია და დადებითი პოზიცია გააჩნიათ ჯანსაღი კვების პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, კვლევის შედეგები არ არის რეპრეზენტატული და ვერ განვავრცობთ მთელი თსუ-ის სტუდენტებზე, მაგრამ შეიძლება შევიქმნათ ზოგადი წარმოდგენა სტუდენტების კვების წესთან დაკავშირებით. რესპოდენტთა უმრავლესობა საკმოდ ჯანსაღად იკვებება, ყურადღებას აქცევს თავის კვების რაციონს და დაინტერესებულია ჯანსაღი კვების პოპულარიზაციით.რეკომენდაციებიიმის გათვალისწინებით, რომ სტუდენტებს საკმაოდ დატვირთული და მძიმე ყოველდღიური გრაფიკი აქვთ, მიზანშეწონილია უნივერსიტეტში იმ მინიმალური პირობების შექმნა, რომლებიც სტუდენტების ჯანსაღ კვებას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ, სასურველია ჯანსაღი საკვები ობიექტების შექმნა უნივერსიტეტში. მიზანშეწონილია ისეთი ორგანიზაციების შექმნის ხელშეწყობა, რომლებიც იზრუნებენ ჯანსაღი კვების წესისა და მისი აუცილებლობის შესახებ მოსახლეობის განათლების ამაღლებაზე. აღნიშნული ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ მოსახლეობაში ჯანსაღი კვების წესის განვითარებასა და პოპულარიზაციას
ახალგაზრდების ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა და სტუდენტთა სამედიცინო დაზღვევა საქართველოში
სტატიაში განხილულია ახალგაზრდების ჯანმრთელობის გაუმჯობესების საკითხები საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამების და ახალგაზრდობის ეროვნული პოლიტიკის ჭრილში, სახელმწიფო მიდგომები სტუდენტური ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ. ახალგაზრდების ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ჯანმრთელობისა და სამედიცინო მომსახურების საკითხებზე მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლების პროცესში ეფექტურ რგოლად შეიძლება იქნას განხილული სტუდენტთა ჯანმრთელობის პოლიტიკა, რაც უნდა განხორციელდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დონეზე სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით.საკვანძო სიტყვები: ახალგაზრდების ჯანმრთელობა, ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანმრთელობაზე უფლება, სტუდენტური დაზღვევა. Youth HealthCare Policy and Student Health Insurance in GeorgiaNata kazakashvili, Tinatin Manjavidze, Nato Pitskhelauri, Paata Imnadze, Nino Chikhladze - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of medicine, Department of Public Health AbstractIssues regarding the adolescents’ health and health promotion in dimension of the international organizations programs and Youth National Policy are discussed, as well as student’s health insurance State Programs are described in the article. Higher Educational Institutions should collaborate with governmental, non-governmental and international organizations in order to improve young people’s health and enhance students awareness regarding the health and youth medical services issues
ნორვეგიის გამოცდილება: ჯანდაცვის წარმატებული პოლიტიკის მაგალითი
ნორვეგიის ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული მოდელია, რომელმაც შეაძლებინა მას სოციალური განვითარების საკმაოდ მაღალი დონისთვის მიეღწია. მისი გამოცდილების გაზიარება მრავალი სახელმწიფოსთვის იქნება გარანტი, რათა ქმედითუნარიანი პოლიტიკა შეიმუშავონ ამ მხრივ. აღნიშნული ნაშრომი მიზნად ისახავს 2002 წლიდან დღემდე ნორვეგიის პოლიტიკის განხილვას. ნაშრომის ჰიპოთეზის მიხედვით ნორვეგიის ჯანდაცვის პოლიტიკის მაგალითი დაეხმარება ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა საქართველო, უფრო წარმატებული გახადონ თავიანთი პოლიტიკა ამ მხრივ. 2002 წლის შემდგომ ჩამოყალიბებული დუალისტური მოდელი არის საკმაოდ წარმატებული და ქმედითუნარიანი პოლიტიკა, რომელმაც მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლო მოსახლეობისთვის შეეთავაზებინა სერვისების მოქნილი სისტემა.საკვანძო ფრაზები: ნორვეგიის ჯანდაცვის სისტემა, დუალისტური მოდელი, სტრუქტურული რეფორმა, ჯანდაცვის პოლიტიკა, ეფექტური მაგალითი.Norway's experience, a successful example of health policyNeither Tsamalashvili, Ani TsamalashviliAbstractNorwegian health care system is one if the most successful models in the world which given an opportunity to the state to reach high social development. Sharing it’s experience will be the guarantee for creating effective policy in this field for many countries This research aims to analyze Norwegian health policy from 2002 to today. According to the hypothesis this instance will help states like Georgia to make their policy more useful. The dual model which was created in 2002 is interesting due to it’s possibility to offer beneficiary the flexible system of services.Key words: Norwegian healthcare system, structural reform, health policy, effective instance
Le emozioni e il progresso della loro lessicalizzazione nel discorso artistico italiano
Le emozioni umane e i meccanismi della loro espressione linguistica sono da sempre un oggetto delle ricerche scientifiche. Per la diversità delle opinioni esiste una ingente confusione nel campo della terminologia emotiva. Questa capacità umana viene chiamata nei modi più svariati. L`emotività è un fenomeno psicologico e perciò deve essere studiato con i metodi psicologici, ma siccome è anche un fenomeno linguistico, noi ci proponiamo di indagarlo nei testi. Gli scienziati ritengono che ognuno forma le proprie emozioni secondo la propria vita e che esse sono un prodotto della cultura ed esperienza. Di solito, nel discorso le emozioni vengono nominate, espresse e descritte con i mezzi verbali e non verbali. Perciò esiste un lessico che nomina le emozioni, un lessico che le descrive ed un lessico che le esprime. Con lo studio presente abbiamo cercato di esaminare il processo della lessicalizzazione delle emozioni basandoci sul discorso artistico italiano.
Connaissances pluridisciplinaires nécessaires pour la construction du discours politique
L’article a pour but de présenter et d’analyser les opinions des scientifiques et chercheurs contemporains dont les ouvrages nous démontrent l’importance des connaissances générales pour la construction des discours politiques ou sociaux. Il est vrai que le discours politique, comme l’objet d’études scientifiques, se construit à partir des signes linguistiques qui sont étroitement reliés et dont le résultat consiste à influencer le raisonnement des gens. C’est une alliance d’éléments socioculturels dont l’analyse du point de vue psycholinguistique lui attribue une image bien définie. Mais il faudrait prendre en considération non seulement les sciences linguistiques, mais aussi les techniques de plusieurs matières qui sont incluses à l’étude des discours. Comme le corpus de notre recherche, nous avons pris deux discours de l’époque médiévale – le discours connu du roi géorgien David IV et celui du roi français Charlemagne. En général, l’étude du discours prévoit des approches pluridisciplinaires. Par conséquent, dans notre ouvrage nous verrons les rapports avec l’histoire, la géographie, la rhétorique, la psychologie, la philosophie et les sciences politiques.
Traducerile de carte pentru copii și cenzura sovietică din R.S.S. Moldovenească în anii '70
Rezumat: Vigilența cenzurii sovietice în RSSM a fost extrem de rigidă de-a lungul întregii perioade de ocupaţie sovietică. În studiul nostru, ne vom referi la câteva aspecte privind traducerile de carte pentru copii pe parcursul deceniului şapte al sec. al XX-lea. În această perioadă, cenzura sovietică din R.S.S.M. urmărea, în mod strict, ca în reţeaua bibliotecilor, în librării să nu ajungă lucrări elaborate de autori din România şi din emigraţia românească. De asemenea, erau cenzurate lucrările unor scriitori evrei de origine română, stabiliţi în Israel. Ne vom referi, printre altele la cazul lui E. Bauh, dar și al altor autori. Cartea pentru copii era tendențioasă și cenzurată drastic, traducerile erau în mare parte deviate ideologic. Vom urmări care era mecanismul de cenzurare prin traducere și care era autorii tolerați în perioada respectivă.
Traduction des contes pour enfants en Algérie: Entre le marteau de la censure et l’enclume de l’adaptation
Résumé: Le présent article traite des techniques de censure et d’adaptation dans la traduction des contes occidentaux pour enfants, en Algérie. Il s’agit de relever les marques de transmission de cette littérature d’un contexte linguistique et culturel donné en un autre contexte totalement différent, par les traditions et d’autres contraintes sociétales. Cet article tentera d’explorer comment s’opère le processus de traduction des contes pour enfants dans le milieu plurilingue algérien. Pour ce, quatre traductions arabes de trois contes occidentaux qui sont: La Belle au Bois Dormant, Blanche Neige et Cendrillon seront analysées. Ces traductions ont été publiées par des maisons d’édition algériennes, et l’analyse se fera aussi bien au niveau du fond qu’au niveau de la forme. De plus, la nature de cette recherche appellera à approcher des notions binaires y inhérentes telles que objectivité/subjectivité, présence/ absence, forme/sens, suppression/ajout, auteur/traducteur, soi/autre, texte/lecteur.
La francophonie roumaine. Restitutio: “Intellectuels roumains d’expression française” – un vaste projet traductologique
Résumé: Cette recherche vise une présentation focalisée sur deux volets fondamentaux: d’une part, nous réalisons une synthèse des citations-principes du Cours de linguistique générale (CLG) de Ferdinand de Saussure, démarche qui s’avère utile pour l’acte de traduction, de même que pour la constitution d’un corpus-repère en traductologie-interprétariat. Nous voulons souligner le fait que les citations du CLG servent depuis cent ans à l’acte de traduction et, sans doute, au développement des savoirs humains. D’autre part, notre intérêt scientifique sera orienté vers la présentation du déroulement dynamique d’un grand projet pour la culture franco- roumaine – le Projet culturel intitulé La Francophonie roumaine. Restitutio, initié et développé sous le patronage du Centre de recherche Analyse du Discours (CADISS) de l’Université «Ștefan cel Mare» de Suceava et de l’Alliance des Civilisations de l’Organisation des Nations Unies, avec l’appui constant de La Maison d’Édition «Demiurge» de Iassy. Cet ample projet a initié également la collection «Intellectuels roumains d’expression française», pour enrichir le patrimoine culturel des espaces roumain et français, par la parution diachronique de textes inédits ou moins connus, signés par des auteurs francophones et francophiles. Les premiers auteurs publiés en édition bilingue dans la Collection ont été Nicolae Iorga et la Princesse Aurélie Ghika. Résumé: Cette recherche vise une présentation focalisée sur deux volets fondamentaux: d’une part, nous réalisons une synthèse des citations-principes du Cours de linguistique générale (CLG) de Ferdinand de Saussure, démarche qui s’avère utile pour l’acte de traduction, de même que pour la constitution d’un corpus-repère en traductologie-interprétariat. Nous voulons souligner le fait que les citations du CLG servent depuis cent ans à l’acte de traduction et, sans doute, au développement des savoirs humains. D’autre part, notre intérêt scientifique sera orienté vers la présentation du déroulement dynamique d’un grand projet pour la culture franco- roumaine – le Projet culturel intitulé La Francophonie roumaine. Restitutio, initié et développé sous le patronage du Centre de recherche Analyse du Discours (CADISS) de l’Université «Ștefan cel Mare» de Suceava et de l’Alliance des Civilisations de l’Organisation des Nations Unies, avec l’appui constant de La Maison d’Édition «Demiurge» de Iassy. Cet ample projet a initié également la collection «Intellectuels roumains d’expression française», pour enrichir le patrimoine culturel des espaces roumain et français, par la parution diachronique de textes inédits ou moins connus, signés par des auteurs francophones et francophiles. Les premiers auteurs publiés en édition bilingue dans la Collection ont été Nicolae Iorga et la Princesse Aurélie Ghika.