ILIAUNI Open Journal Systems (Ilia State University, Tbilisi)
Not a member yet
310 research outputs found
Sort by
მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების პრობლემები
ნანა დაბრუნდაშვილი, მეგი ბულია, მედეა ალადოშვილი, სოფი ხაჩიძე, მეგი ასათაშვილი, დაჩი პაპოშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიშესავალი: საქართველოში სპეციალური სკოლები გადაკეთდნენ საჯარო სკოლებად, რამაც დადებით შედეგებთან ერთად გარკვეული სირთულეებიც განაპირობა. დღეს ფართოდ ინერგება ინკლუზიური განათლება. კვლევის მიზანია მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების სოციალური პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია: თვისობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფის ინტერვიუ მხედველობის დარღვევის მქონე V-XII კლასის მოსწავლეებში ნახევრად სტრუქტურიზებული კითხვარის მეშვეობით. შედეგები, დისკუსია: საცხოვრებელი ადგილიდან სკოლის დაშორების გამო ზოგი მოსწავლე მოწყვეტილია ოჯახურ გარემოში ცხოვრებას. მოსწავლეებს ოჯახის წევრებთან, პედაგოგ-აღმზრდელებთან და თანატოლებთან აქვთ პოზიტიური ურთიერთობა. ზოგი მოსწავლე საზოგადოებისგან გრძნობენ სრულიად უადგილო და გადამეტებულ ყურადღებას, რაც სათანადო, რელევანტური ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ზოგჯერ მშობლებს საკუთარი შვილების დისკრიმინაციის შიშით სკოლებში არ მიჰყავთ ისინი. ზოგი მოსწავლე დისკომფორტს განიცდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების გარკვეული ნაწილის მიმართ, რომლებიც ხშირად განაპირობებენ ხმაურს გაკვეთილის მიმდინარეობისას. ზოგიერთმა მოსწავლემ გამოთქვა სკოლის ტექნიკურად, კერძოდ, „ბრაელერების“ მეტი რაოდენობით აღჭურვის სურვილი. რეკომენდაციები: მიზანშეწონილია საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა მაქსიმალურად ჩართვა შეძლებისდაგვარად საზოგადოებრივ აქტივობებში, ასეთ მოსწავლეებს ყველა რეგიონში უნდა ჰქონდეთ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის სკოლებში მათთვის მაქსიმალურად კომფორტული ინფრასტრუქტურის და გარემოს ხელშეწყობა. Problems of students with blindness and low visionNana Dabrundashvili, Megi Bulia, Medeia Aladoshvili, Sophie Khachidze, Megi Asatashvili, Dachi Paposhvili - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences.Introduction: In Georgia special schools have reconstructed into public schools. It made both positive and negative results. Nowadays inclusive education becomes wider over the country. The main goal of the research is to study the social problems of blind and low vision pupils. Methods: Across qualitative research carried out interview of focus-group. Pupils of V-XII grade with visual problems took participation in this research. They have answered the questionnaire consisting of premeditated questions. Results, Discussion: Because of large distance between school and home some pupils are separated from family life. Pupils have positive relationship with family members, teachers and schoolmates. Some pupils feel over-attention from society which is provoked because of shortage of relevant information. Sometimes parents have fear of discrimination and they don't bring their children to schools. Some pupils with blindness feel discomfort with specific group of limited possibility owner persons. They often made a noise during the lesson. Most of the students want more equipped schools, they need more "Braillers". Recommendations: It is advisable to increase level of relevant information between society, include participation of blind and low vision pupils in social activities. These pupils living in regions must have accessibility on education. Also it is important for them to have more comfortable environment and schools equipped with important things.შესავალიმხედევლობითი სისტემა ადამიანის მიერ გარე სამყაროს აღქმის ერთ-ერთი საშუალებაა. მხედველობით სისტემას აქვს ფუნქციები, რომლის მეშვეობით ხდება სრულფასოვანი ხედვა. ამ ფუნქციათა დარღვევის ან დაკარგვის შედეგად ვიარდება მხედველობის დეფიციტი. მხედველობის დაქვეითება შეიძლება მოიცავდეს მდგომარეობას სუსტ მხედველობასა და სრულიად უსინათლობას შორის. ერთმანეთისაგან განსხვავდება მხედველობის თანდაყოლილი და შეძენილი დაქვეითებები [1].მხედველობის დაქვეითების მქონე ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში და სხვადასხვა სახის აქტივობაში შეიძლება შემდეგ სირთულეებს განიცდიდნენ [1]:გადაადგილების (მობილობის) სირთულე;ორიენტაციის სირთულე;ტრანსპორტირების სირთულე;სირთულეები ადამიანების ცნობისას;სირთულეები მოტორული დავალებების გაგებისას;სირთულეები საგანმანათლებლო და შრომით პროცესებში ინტეგრაციისას.მხედველობის დაქვეითების მქონე ადამიანები სასკოლო აქტივობების განხორციელებისას შეიძლება შემდეგ სირთულეებს განიცდიდნენ [1]:კითხვის სირთულეები კლასში;თეთრ დაფასთან მუშაობის სირთულე: მოსწავლეებს უჭირთ მასზე დაწერილი ტექსტის ზუსტად ამოკითხვა ან სრულიად ვერ კითხულობენ;წიგნში წარმოდგენილ ვიზუალურ მასალასთან მუშაობის სირთულე. მხედველობა დაქვეითებულ მოსწავლეებს უჭირთ ილუსტრაციების გარჩევა და ამის გამო ჯგუფურ მეცადინეობაში მონაწილეობა;სიტყვასთან/წინადადებასთან/ტექსტთან სამუშაო დავალებები, როგორც წესი, გვერდზე განთავსებული ტექსტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას საჭიროებს, რისთვისაც მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდებათ. ამიტომ ისინი ხშირად სავარჯიშოების შესრულებას ვერ ახერხებენ;ზოგჯერ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება კარგ დისტანციურ მხედველობას მოითხოვს, რაც ამ კატეგორიის მოსწავლეებისთვის მიუწვდომელია;მოსწავლეები ხშირად ვერ ასწრებენ მიცემული დავალების შესრულებას;ვინაიდან დავალებათა უმეტესობის შესრულება მხედველობის დაქვეითების მქონე მოსწავლისთვის შეუძლებელია, გაკვეთილთა ნაწილის მიმართ ისინი დემოტივირებულები რჩებიან.ბევრ ქვეყნებში არსებობს სპეციალური/ალტერნატიული სკოლები, მაგალითად, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სკოლები. მკვლევართა აზრით, სპეციალური პროფილის მქონე სკოლაში სწავლა შეიძლება მოსწავლის საუკეთესო ინტერესებში შედიოდეს; მაგალითად მაშინ, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ ხერხდება მოსწავლის სპეციფიური საჭიროების დაკმაყოფილება, სპეციალურ სკოლას შეუძლია მოწავლეს შესთავაზოს მისთვის ოპტიმალური და სპეციფიური საგანმანათლებლო გარემო [2].საქართველოში 2006 წლამდე სპეციალურ სკოლებში განათლება ხდებოდა სპეციალური, განსხვავებული სასწავლო გეგმის მიხედვით, გამოიყენებოდა განსხვავებული (ადაპტირებული და გამარტივებული) სახელმძღვანელოები მოსწავლეებისთვის, განსხვავდებოდა იმ სავალდებულო საგნების ჩამონათვალი, რომელსაც სპეციალურ სკოლაში ასწავლიდნენ [2]. 2006 წლიდან ყველა სპეციალური სკოლა გადაკეთდა საჯარო სკოლად. თუმცა, ყველა მათგანი ინარჩუნებს სპეციალურ პროფილს და თითოეული მათგანი ემსახურება სხვადასხვა სახის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს [2]. ერთ-ერთ ასეთ სკოლას წარმოადგენს 203 სკოლა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის.კვლევები ადასტურებენ, რომ სპეციალური სკოლების საჯარო სკოლებად გარდაქმნამ განაპირობა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ცვლილებები. დადებითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ რეფორმის შედეგად სკოლებს ჩამოშორდა ისეთი იარლიყი, როგორიცაა: „ბრმების სკოლა“. მშობლები კმაყოფილნი არიან, რომ მათი შვილები ”ჩვეულებრივ” საჯარო სკოლებში სწავლობენ. დადებით ცვლილებებთან ერთად რეფორმამ სპეციალური სკოლები ბევრის სირთულის წინაშე დააყენა. კერძოდ, სკოლების სპეციფიურობა არსად ფიქსირდება, რაც ართულებს დამატებითი დაფინანსების მოპოვებას სკოლისთვის [2]. გარდა ამისა, რეფორმის შედეგად, მოსწავლეების განათლება უნდა წარიმართოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც საერთოა ყველა მოსწავლისთვის. მოსწავლისთვის საკმაოდ რთულია სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების ათვისება; სპეციალური სკოლის მოსწავლეები უმეტეს შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმუმსაც კი [2].დღეისათვის მსოფლიოში ფართოდ ინერგება ინკლუზიური განათლება, რომლის ფარგლებში ყველა მოსწავლე, არის ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე თუ არა, სწავლობს ერთად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ სპეციალიზირებულ სკოლებში იღებდნენ განათლებას. დღესდღეობით კი მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლობენ საჯარო სკოლებშიც [3].აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის მიზანს შეადგენდა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების ფსიქოსოციალური პრობლემების შესწავლა, თუ რა სახის სირთულეებს აწყდებიან ისინი სწავლის პროცესში, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება.მეთოდოლოგიაკვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ჩატარდა თვისობრივი ტიპის კვლევა, რომელმაც საშუალება მოგვცა გავცნობოდით კვლევის სამიზნე ჯგუფის შეხედულებებს და მოსაზრებებს თემასთან დაკავშირებით.კვლევა ჩატარდა 202 სკოლაში მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის. კვლევისათვის გამოყენებულ იქნა ფოკუს ჯგუფის ინტერვიუ. იგი ითვალისწინებდა კვლევაში მოსწავლეების სურვილისამებრ ჩართვას. ფოკუს ჯგუფის ინტერვიუსთვის მონაწილეები შეირჩა შემთხვევითად. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა არ გამოირჩევა მოსწავლეების დიდი რაოდენობით, ვერ მოხდა ფოკუს-ჯგუფის ჩატარება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. შედეგად, ფოკუს–ჯგუფში მონაწილეობდნენ V-XII კლასის მოსწავლეები (სულ 11 მოსწავლე). მომზადდა ნახევრად სტრუქტურიზებული კითხვარი.შედეგებიკვლევაში მონაწილე 11 მოსწავლით დაკომპლექტებული ჯგუფის ბავშვებიდან 8 (72.7%) შეადგენდა მდედრობითი სქესის და მხოლოდ 3 იყო მამრობითი სქესის (27.3%). ამ მოსწავლეებიდან გარკვეული რაოდენობა პირველი კლასიდან სწავლობდა ამ სკოლაში, დანარჩენები გადმოსულები არიან ჩვეულებრივი საჯარო სკოლებიდან. მხედველობის პრობლემა 6 მათგანისთვის თანდაყოლილი ხასიათისაა (54.5%), ხოლო დანარჩენს დაბადების შემდგომ მიღებული აქვს სხვადასხვა ტიპის ტრავმა, რომლებმაც მხედველობის დაკარგვა გამოიწვია (ერთ-ერთი გოგონა იხსენებს, რომ ჩვილობისას ექიმს გააუვარდა ხელიდან და სწორედ ამან გამოიწვია მისი უსინათლობა). 7 მათგანი არის ტოტალური უსინათლო, დანარჩენი 4 ახერხებს სილუეტების გარჩევას.ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულობა: 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იღებენ ფორმალურ განათლებას, იყენებენ თანამედროვე ტექნიკას, აქვთ ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე (კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში). თავისუფალ დროს ერთობიან და დრო გაჰყავთ სხვადასხვა თამაშებით. აღმოჩნდა, რომ 9 მათგანი მხოლოდ შაბათ–კვირას მიდის სახლში, შესაბამისად მკვეთრად გამოიკვეთა მშობლების მონატრების სურვილი. მათი ფიქრის მთავარი საგანია ოჯახურ გარემოში ცხოვრება.მშობლებისგან დაშორების მიზეზებია:არახელსაყრელი სოციალური პირობები, საცხოვრებელ ადგილსა და სკოლას შორის მანძილის სიდიდე – 5 მათგანი არის რეგიონიდან და მუდმივად ვერ ახერხებენ მშობლები მათ წაყვანას.202–ე სკოლა კი საქართველოში ერთადერთია, სადაც მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ბრაილის შრიფტით გამოცემული სახელმძღვანელოებით.დასვენების დღეებში სახლში, ოჯახის წევრებთან ყოფნის დროს ბავშვები ეხმარებიან მშობლებს სხვადასხვა საოჯახო საქმიანობებში. ამ მხრივ გამოირჩევიან გოგონები, რომლებიც სიამოვნებით მონაწილეობენ ჭურჭლის რეცხვის და საჭმლის მომზადების პროცესში. რაც შეეხება ბიჭებს, მათ თავადვე აღნიშნეს, რომ ისინი თავიანთი ასაკის ბიჭებისთვის „ჩვეული“სიზარმაცით გამოირჩევიან და ნაკლებად ან თითქმის არ ეხმარებიან მშობლებს. ამ ყველაფრის ფონზე საყურადრებოა ერთ-ერთი ბიჭის ნათქვამი: „მე სულ მინდა დავეხმარო დედას, თუმცა დედა არ მაძლევს ამის საშუალებას, რადგან ეშინია, რომ წავიქცევი და რამეს დავიზიანებ“.ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, სკოლაში მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და გარშემომყოფებთან: მოსწავლეებს ოჯახის წევრებთან და პედაგოგ და აღმზრდელებთან აქვთ პოზიტიური ურთიერთობა. ასევე, მეგობრული და დადებითია კლასელებთან/თანატოლებთან ურთიერთობა. ისინი ცდილობენ მხარში ამოუდგნენ, გაახალისონ და თანაუგრძნონ ერთმანეთს – „ჩვენ როცა მოწყენილები ვართ, ვცდილობთ ერთმანეთის გახალისებას“ (თეა 9 წლის).საყურადღებოა მოსწავლეების მოსაზრება საზოგადოებასთან დაკავშირებით. როგორც აღნიშნეს, საზოგადოებისგან ისინი გრძნობენ ყურადღებას, თუმცა ნეგატიური ფორმით და ხშირად ეს ყურადღება სრულიად უადგილო და გადამეტებულია. „ადგილს გვითმობენ, საცოდავო, საწყალი დედაშენი, საწყალი ინვალიდი ბავშვი, გვაკვირდებიან თითქოს ზოოპარკის ცხოველები ვიყოთ“ – თამილა 21 წლის.ბავშვები ხშირად გრძნობენ თავს მარტო, რაც უმეტესად საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულების შედეგია. მიუხედავად ამისა, მოსწავლეები შემართებით აგრძელებენ ცხოვრებას და საზოგადოებას პასუხობენ შემდეგი სიტყვებით: – „სჯობს უსინათლო იყო თვალით, ვიდრე გონებით“ (ქრისტი 16 წლის).მოსწავლეები საზოგადოების ასეთ რეაქციას ხსნიან სათანადო, რელევანტური ინფორმაციის ნაკლებობით. საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება იწვევს ბავშვების ფსიქოლოგიურ დათრგუნვას, გაღიზიანებას, ამიტომ ისინი ხშირად გულისტკივილით მიმართავენ მშობლებს, რომ ნუ გაუზიარებენ შვილებს, თუ როგორ უყურებს საზოგადოება მათ, როდესაც ისინი ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილდებიან.„ბევრი უსინათლო ადამიანია, რომელმაც წარმატებას მიაღწია, ამიტომ ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, ეს დაბრკოლება არაა“ (გიორგი 18 წლის).სურვილები: რესპოდენტთა აზრით, მათგან განსხვავებით, არიან ბავშვები, რომლებიც მშობლების გადაწყვეტილები გამო, ჩაკეტილნი არიან სახლებში. მათ მშობლებს ეშინიათ სტიგმის, დისკრიმინაციის, დაცინვის. რესპოდენტების სურვილია, ასეთმა მშობლებმა თავიანთი შვილები მიიყვანონ სკოლაში. იგი დადებითად იმოქმედებს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებზე, რადგან მათ მიეცემათ საშუალება ისწავლონ უფრო მეტ ადამიანთან ერთად. გარდა ამისა, იგი დადებითად იმოქმედებს სკოლის მოსწავლეებზეც, რადგან ეყოლებათ ბევრი ახალი მეგობარი.რესპოდენტების გარკვეული ნაწილი დისკომფორტს განიცდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების გარკვეული ნაწილის მიმართ, რომლებიც ხშირად განაპირობებენ ხმაურს გაკვეთილის მიმდინარეობისას. მათი აზრით, აღნიშნული ხელს უშლის დანარჩენებს სწავლაში, რადგან, როგორც წესი, მასწავლებლის მეტი ყურადღება მიმართულია ასეთი ბავშვებისკენ.ზოგიერთმა მოსწავლემ გამოთქვა სკოლის ტექნიკურად, კერძოდ, „ბრაელერების“ (სპეციალური საბეჭდი მოწყობილობა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის) მეტი რაოდენობით აღჭურვის სურვილი.ფრაზის დასრულებისას – თავს უფრო ბედნიერად ვიგრძნობდი, რომ...... იყო შემდეგი პასუხები: “ვხედავდე ყველაფერს“; „ვიცხოვრო მშობლებთან ერთად სახლში“; „ჩემს რეგიონში, აფხაზეთშიც, იყოს მსგავსი სკოლა“; „არ ვეცოდებოდე საზოგადოებას“; „ყველაფერი იყოს კარგად ჩემს ცხოვრებაში“; „შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება“.რეკომენდაციებიკვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია:საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება;სკოლაში საჭირო რაოდენობის ფსიქოლოგის, ექიმისა და სოციალური მუშაკის დაქირავება;მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა მაქსიმალურად ჩართვა შეძლებისდაგვარად საზოგადოებრივ აქტივობებში;მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ყველა რეგიონში უნდა ჰქონდეთ განათლებაზე ხელმისაწვდომობა;მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის სკოლებში მათთვის მაქსიმალურად კომფორტული ინფრასტრუქტურის და გარემოს ხელშეწყობა;მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა გადაადგილებისთვის გარემოს ადაპტირება, მათ შესაძლოებლობებზე მორგება (ავტობუსების, სამარშუტო ტაქსების, შენობების).რაც შეეხება სწავლების ტიპს, ამ სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებით, ჩვენ ვემხრობით, რომ უნდა მოხდეს სწავლება ინტეგრირებული მოდელის მიხედვით, რაც წამყვანია ინკლუზიური განათლების მიწოდების საკითხში. თუმცა, აშკარაა, რომ ამის მიღწევა გარკვეულ სირთულეებს და პრობლემებს უკავშირდება, რაც საკითხის მრავალმნიშვნელობით და კომპლექსურობით აიხსნება.
ტრანსგენდერი ადამიანების სამედიცინო მომსახურების პრობლემები საქართველოში
თეიმურაზ ბეჟანიძე, მარიამ გულიაშვილი, თორნიკე შევარდნაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიაბსტრაქტიშესავალი: ყოველდღიურად ტრანსგენდერი ადამიანები მძიმე სოციალური და ეკონომიკური მარგინალიზაციის მსხვერპლები არიან, სწორედ მათი გენდერული იდენტობის გამო. კვლევები აჩვენებენ, რომ ტრანსგენდერ ადამიანებს უწევთ ძალიან მძიმე პირობებში ,,თავის გატანა", დაბრკოლებები ექმნებათ არა მაღალი მატერიალური ღირებულებების ძიების პროცესში, არამედ მინიმალური, ცხოვრებისთვის აუცილებელი საჭიროებების მოთხოვნის დროს. ეს მოთხოვნილებები შეიძლება იყოს: საცხოვრებელი ადგილის ქონა, ჯანმრთელობის სერვისის მიღება, სამუშაო ადგილის ძიება და ა.შ. კვლევის მიზანია ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, კერძოდ, თუ რამდენად ხელმისაწვდომია სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისები ტრანსგენდერი ადამიანებისათვის და როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ჯანდაცვის საკითხებთან მიმართებაში. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა რესპოდენტთა სიღრმისეული ინტერვიუები. გამოიკითხა 6 ტრანსგენდერი ადამიანი. შედეგები: კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის სერვისებით, საჭიროების შემთხვევაში თვითმკურნალობას ეწევიან, რადგან ეს არის ერთადერთი გზა თავი აარიდონ იმ ჰომოფობიურ, დისკრიმინაციულ განწყობებს, რაც მოდის არა მხოლოდ საზოგადოებისგან, არამედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგანაც. დასკვნა, რეკომენდაციები: ტრანსგენდერი ადამიანების მიერ სამედიცინო მომსახურების მიღებისას არსებული პრობლემების გადასაწყვეტად აუცილებელია სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის გაძლიერება, რომ უფრო ქმედითუნარიანი გახდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. აუცილებელია სამედიცინოს სფეროს წარმომადგენლების გადამზადება ლგბტქი საკითხებში. საკვანძო სიტყვები: ტრანსგენდერი; ჯანდაცვის პოლიტიკა; მომსახურება AbstractProblems of transgenders in Georgian health care systemTeimuraz Bezhanidze, Mariam Guliashvili, Tornike Shevardnadze – Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political sciences.Background, purpose: Every day transgender people become victims of the hard economic and social marginalization, exactly because of their gender identity. Recently, some of the trustworthy researches have shown, that transgender people have to “survive” in quiet hard conditions not only while seeking for high material standards, but during searching for minimal, life important requests. These requests could turn out to be: to have a proper living place, health service, jobs and etc. The most interesting to learn from the above is ab out health service. This work is exactly about that matter. This research is focused on several important things: How easily do transgender people get to use Government’s official health service and How does Government treat these people and what are their main concerns about transgender people’s health. Methodology: To get all the answers on our questions, we chose to use qualititative methodology. During this research we’ve interviewed 6 (N=6) transgender. Results: The survey results showed that transgender people are not entitled to health care services, if it's necessary, are engaged in self-treatment, because this is the only way to avoid the homophobic, discriminatory attitudes, which comes not only from the society, but also the pearsons who are represented the medical field. Recommendations: Therefore It’s necessary to intervene the state in these process to become Anti-discriminational law more effective, and it would be better if medical respresentatives trained in the LGBTQI issues. Key words: Transgender; Health care; Serviceშესავალიტრანსგენდერი ადამიანი არის პიროვნება, რომლის გენდერული იდენტობა - თანდაყოლილი გრძნობა იყოს ქალი ან კაცი ან სხვა - არ ემთხვევა ბიოლოგიურ სქესს, რომლითაც ისინი იბადებიან. ლგბტქი თეორიებში ხშირად იყენებენ ტერმინს - „გენდერულად ნონკონფორმული“ იმ პირების აღსაწერად, რომელთა გენდერული მახასიათებლები თუ ქცევები არ აღიქმება, ან ეწინააღმდეგება ტრადიციულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ შეხედულებებს.2011 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იულიამსის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის (გეითსი, 2011). ემპირიული მონაცემების თანახმად, ამერიკელთა 0.3-0.5% თავს აიდენტიფიცირებს ტრანსგენდერ ქალთან ან ტრანსგენდერ კაცთან. ეს ნიშნავს, რომ ტრანსგენდერი ადამიანთა რაოდენობა ამერიკაში 700 000-დან მილიონამდე მერყეობს. ტრანსგენდერი ადამიანები ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ, მუშაობენ, ჰყავთ ოჯახები, იხდიან გადასახადებს. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ისინი ცდილობენ გადარჩნენ თავიანთ საზოგადოებაში და ქვეყანაში.რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? გვაქვს ტრანსგენდერთა რაოდენობის აღმრიცხველი ოფიციალური სტატისტიკა? რამდენად ვფლობთ ინფორმაციას მათი ცხოვრებისა და პრობლემების შესახებ? რა ტენდენციები იკვეთება მიმღებლობისა და ხილვადობის ზრდის გზაზე? როგორია მათი სამუშაო გარემო და ჯანმრთელობის პირობები? რამდენად აქვთ წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე? რა საჭიროებები აქვთ და რა პრობლემებს აწყდებიან ამ გზაზე? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების მიღებას ემსახურება ჩვენი კვლევა.კვლევა ფოკუსირებულია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე (1) რამდენად ხელმისაწვდომია სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისები ტრანსგენდერი ადამიანებისათვის? და (2) როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ჯანდაცვის საკითხებთან მიმართებაში?ჩვენი საკვლევი თემა უშუალოდ დაკავშირებულია საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიურ განწყობებთან. თუმცა, ამას ვუყურებთ არა როგორც კერძო ხასიათის ლოკალურ ტენდენციას, არამედ, როგორც სოციალურ პრობლემას - საზოგადოების სოციალურ პრობლემას და ინდივიდის სოციალურ პრობლემას. ძირითადი პრობლემა და ტენდენცია, რომელსაც აქტივისტები მუდმივად უსვამენ ხაზს, არის ის, რომ, ხშირად, თემის მიმართ სახელმწიფოს აქვს გულგრული დამოკიდებულება და ყველაფერი განიხილება მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში, ხოლო პრობლემის სოციალური მხარე მთლიანად იგნორირებული რჩება.ჰომოფობიის განმსაზღვრელი რამდენიმე ძირითადი პრობლემა არსებობს. მათ რიგში, უპირველესად, განათლებას მიიჩნევენ ხოლმე. ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ტრადიციულ შეხედულებათა სისტემა, რომელიც გამოიხატება მეინსტრიმ კულტურის გავლენაში საზოგადოებაზე, რომელიც გზას არ უთმობს სხვა, სუბკულტურის თუ კონტრკულტურის არსებობას. მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია რელიგიაც, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალობა ჯანდაცვის მსოფლიო საზოგადოებამ დაავადებათა სიიდან 1991 წლის 17 მაისს ამოიღო, ასეთი დამოკიდებულება კვლავ მრავალ საზოგადოებაში თუ მის შემადგენელ ჯგუფში იჩენს თავს. სწორედ ამ დღეს აღინიშნება ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსგენდერი ადამიანის სექსუალური ორიენტაცია საფუძველშივე ფენოტიპურად აღქმადია საზოგადოების მხრიდან, მათ მიმართ წამოსული აგრესია, ხშირად ძალადობა გაცილებით მოცულობითია, ვიდრე თემის სხვა წარმომადგენლების მიმართ. ტრანსგენდერი ადამიანები ლგბტ თემის ყველაზე დაუცველი ჯგუფია და ამაზე თავად ლგბტ აქტივისტებიც თანხმდებიან. საზოგადოება განსაკუთრებულ შეუწყნარებლობას სწორედ ტრანსგენდერ ადამიანთა მიმართ იჩენს, ეს სტიგმა კიდევ უფრო ძლიერდება, როდესაც სოციალური და კულტურული გარემოს გავლენით მათ სექსმუშაკად მუშაობა უწევთ და ეს საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება.2014 წლის 11 ნოემბერს საქართველოში პირველად მოკლეს ტრანსგენდერი ადამიანი, აქტივისტები და უფლებადამცველები კი სწორედ სიძულვილის მოტივზე ამახვილებენ ყურადღებას. მიუხედავად საბი ბარიანის ფატალური შემთხვევისა, მსხვერპლისადმი სიძულვილის ენით გაჟღენთილმა გამოხმაურებამ აჩვენა, რომ ტრანსგენდერი ადამიანებზე ძალადობა და სიძულვილის აფიშირება სოციალურად მიღებულ მოვლენად იქცა.2016 წელს ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის მონაცემებით, ტრანსგენდერ ადამიანებზე თავდასხმის 20 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან რამდენიმე კი ფატალურად დასრულდა. ამ პირობებში, ცხადი ხდება, რომ ტრანსგენდერი ადამიანები რჩებიან დაუცველები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს შრომითი ურთიერთობების თუ, განსაკუთრებით, ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობისა და სერვისის მიღების დროს განხორციელებული დისკრიმინაციისას.ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში (Universal Declaration of Human Rights, 1948) ვკითხულობთ, რომ: „ყოველ ადამიანს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანისამოსის, ბინის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად“. ჯანმრთელობის უფლების მუხლი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტშია ხაზგასმული. ამ პაქტის მე-12 მუხლი ადგენს „თითოეული ადამიანის უფლებას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უმაღლეს სტანდარტებზე“.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის პრობლემები, რომელთა წინაშეც დგანან ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში, საკმაოდ მრავალმხრივია: გენდერის სამართლებრივი აღიარების და სქესის კვლავმინიჭების საკითხთან დაკავშირებული პროცესების დაურეგულირებლობა, ხელს უწყობს ჯგუფის მარგინალიზებას და ამასთან, ხელს უწყობს ამ ადამიანების სიღარიბისა და უმუშევრობის დონის ზრდას. სწორედ ეს მარგინალიზება, სტიგმა, შრომით ბაზარზე დაუმკვიდრებლობა ხელმიუწვდომელს ხდის ჯანდაცვის სერვისებს, სწორედ იმ სერვისებს, რომელთა მიღება ამ ადამიანების არსებობისთვის და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის აუცილებელია. წინასწარი ვარაუდით, ტრანსგენდერი ადამიანები ვერ იღებენ ჯანდაცვის სერვისებს სრულფასოვნად, რაც მათი გენდერული იდენტობით არის განპირობებული.კვლევის მეთოდოლოგია ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემის წარმოჩენა სოციალური მეცნიერებების სფეროში ახლა იწყება და ამ მიმართულებით ინტერესი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად გაღვივებული. ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის რაოდენობრივი კვლევის მეთოდით შესასწავლად საკმარისი თეორიული საფუძველი არ გაგვაჩნია, აქამდე არ ჩატარებულა კონკრეტული ემპირიული კვლევა, რომელიც გვიჩვენებდა ტრანსგენდერი ადამიანების დაახლოებით ოდენობას, დასაქმების მაჩვენებელს და სხვა სახის ინფორმაციების. ამავდროულად უცხოური ლიტერატურა შესაძლოა ქართული რეალობის რელევანტური არ აღმოჩნდეს, შესაბამისად, ამ ეტაპზე არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად კვლევის რაოდენობრივი მეთოდოლოგიის გამოყენება და შედეგების განზოგადება.აღნიშნულიდან გამომდინარე, აქცენტი გავაკეთეთ კვლევის თვისებრივ მეთოდზე, კერძოდ, სიღრმისეულ ინტერვიუზე. იგი საშუალებას მოგვცემს უფრო შინაარსობრივად, კონკრეტული შემთხვევების მაგალითზე სიღმირსეულად დავინახოთ და გავაანალიზოთ ის პრობლემები, რაც ტრანსგენდერ ადამიანებს ხვდებათ ჯანდაცვის მომსახურების მიღების დროს საქართველოში. აღნიშნული მეთოდის მოქნილობიდან გამომდინარე, საშუალება მოგვეცა, საჭიროებისამებრ, გადაგვეხვია ინტერვიუს გზამკვლევიდან, დაგვეზუსტებინა და/ან წამოგვეჭრა ახალი საკითხები. გარდა ამისა, სიღრმისეული ინტერვიუს გამოყენებით უფრო ავთენტური პასუხების დაფიქსირება და შესასწავლი საკითხის ახალი ასპექტების გამოყოფა შევძელით.სიღრმისეული ინტერვიუ და მისი ნაირსახეობები გამოიყენება არა მხოლოდ სოციალურ მეცნიერებებში, არამედ, აგრეთვე, მრავალ მონათესავე დარგში: ჟურნალისტიკაში, კრიმინალისტიკაში, ბოიგრაფიულ მეცნიერებაში, მარკეტინგში და სხვ. განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, ყველა ამ შემთხვევაში ამ მეთოდს აერთიანებს ის გარემოება, რომ ის მიზნად ისახავს რესპონდენტებისაგან დეტალური, ღრმა და თანამიმდევრული ინფორმაციის მიღებას მათი ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება გარკვეული საზოგადოებრივი კანონზომიერებების დადგენა, ზოგ შემთხვევაში კი - საერთო ხასიათის დასკვნების გაკეთება (ზურაბიშვილი, 2006 : 16).სოციოლოგიური კვლევის აღნიშნული მეთოდის მიზანია გავიგოთ რესპონდენტების მაქსიმალურად დეტალური მოსაზრებები შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით; ამიტომ „როგორ?“ და „რატომ?“ კითხვები ყველაზე ხშირი და სასარგებლოა ამ ტიპის ინტერვიუში. არანაკლებ ხშირად აქვს ადგილი თხოვნას რესპონდენტისადმი, დაწვრილებით აგვიღწეროს ესა თუ ის შემთხვევა თავისი ცხოვრებიდან და მისი შთაბეჭდილებები, მისი რეაქცია ამ შემთხვევასთან დაკავშირებით; მისი დამოკიდებულება გარკვეული ხალხის ან მოვლენებისადმი, მის მიერ ჩვენთვის საინტერესო მოვლენების შეფასება. (ზურაბიშვილი, 2006 :17)ამ მეთოდის სუსტ მხარეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შესაძლოა თავი იჩინოს ინტერვიუერის გავლენის ეფექტმა, რაც გულისხმობს რესპონდენტების მისწრაფებას სოციალურად სასურველი პასუხების დაფიქსირებისაკენ. გარდა ამისა, სიღრმისეული ინტერვიუს მსვლელობისას შეუძლებელია ანონიმურობის დაცვა, ისეთ მგრძნობიარე თემაზე საუბრისას კი, როგორიცაა დასაქმება, სამუშაოს, შემოსავლის წყაროს შენარჩუნების მიზნით, ადამიანებს საკუთარი იდენტობის დაფარვა ურჩევნიათ. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ კვლევის საწყის ეტაპზევე პოტენციური რესპონდენტების მხრიდან თავი იჩინა ინტერვიუს მიცემისაგან თავის შეკავების პრეცენდენტმა. თუმცა აღნიშნული დაბრკოლება კვლევის დასაწყისშივე იყო გათვალისწინეული და კონფიდენციალურობის პრინციპისა და კვლევის მიზნების ზეპირსიტყვიერი გაცნობის საშუალებით გადაიჭრა.კვლევის ფარგლებში გამოყენებული ინტერვიუს გზამკვლევი პირობითად 4 ძირითადი ბლოკისგან შედგებოდა და მიზნად რესპონდენტის დაინტერესებასა და საჭირო ინფორმაციის ეტაპობრივად მიღებას ისახავდა. პირველი ბლოკი ზოგადი ხასიათის ინფორმაციის გაცნობას ეხებოდა და რესპონდენტებს პასუხების ადვილად გაცემის, ხოლო ინტერვიუერებს ნდობის მოპოვების შესაძლებლობას აძლევდა. ინტერვიუს გზამკვლევში კითხვების ეტაპობრივად გართულებამ ეფექტურად გადაჭრა კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების პრობლემა და შესასწავლი საკითხის უფრო ღრმა და ფართო ანალიზის გაკეთების საშუალება მოგვცა. სიღრმისეული ინტერვიუების დასასრულს რესპონდენტებმა მათ გარშემო არსებული (ტრანსგენდერი ადამიანების ჯანდაცვის მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხები) პრობლემების მოგვარების მათეული ხედვა გაგვიზიარეს, გზამკვლევის ამ ბლოკმა კი ურთიერთობის ნაკლებად პესიმისტურ ნოტაზე დასრულება უზრუნველყო. საკვლევი პოპულაცია შედგებოდა თბილისისა და რუსთავში მცხოვრები მძიმე ტრანსგენდერი ადამიანებისგან. შერჩევითი ერთობა კი 6 რესპონდენტით განისაზღვრა. გამომდინარე იქიდან, რომ საკვლევი პოპულაციის გამოკვეთილი ჩარჩო არ გაგვაჩნდა, ამავდროულად შესასწავლი ჯგუფი მოწყვლადია რესპონდენტები თოვლის გუნდის მეთოდით გამოყენებით შეგროვდა. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით დავუკავშირდით 6-ვე რესპონდენტს. საველე სამუშაოები 5 იანვარი – 11 იანვარის შუალედში მიმდინარეობდა.ქვემოთ მოცემული კვლევის მთავარ შეზღუდვას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მიღებული მონაცემები რეპრეზენტატულად არ ასახავს ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობას ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით, მათ პრობლემებს, შესაბამისად, მიღებული შედეგები განზოგადებული სახით არ შეიძლება იქნას გამოყენებულიინფორმაცია შერჩეული რესპონდენტების შესახებსიღრმისეული ინტერვიუს დროს ჩაწერილი რესპონდენტების ვინაობა საგანგებოდ კონფიდენციალურია. ამით ვიცავთ, ერთი მხრივ, როგორც ინფორმირებული თანხმობის პრინციპს, მეორე მხრივ რესპონდენტების სურვილს, არ იყოს მათი ვინაობა იდენტიფიცირებადი. ამიტომ კვლევაში მათი სახელები და გვარები გამოყენებულია მხოლოდ პირობითი სიმბოლოების და/ან სახელების საშუალებით.ცხრილი 1: რესპოდენტების განაწილებაკვლევის შედეგებიI ნაწილი. ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის მომსახურებაზეროგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ლგბტქი თემში ყველაზე მოწყვლად, დისკრიმინირებულ ჯგუფს სწორედ ტრანსგენდერი ადამიანები წარმოადგენენ, იმ პრობლემებს, რაც ლესბოსელ, გეი თუ სხვა სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ადამიანებს გააჩნიათ (იქნება ეს: შრომითი პრობლემები, საზოგადოების მხრიდან ჰომოფობიური დამოკიდებულებები და ა.შ) ტრანსგენდერების შემთხვევაში ამ პრობლემებს ემატებათ ის, რომ მათ აქვთ სერიოზული პრობლემა გენდერის სამართლებრივ აღიარებასთან დაკავშირებით, ასევე ძალიან ძვირია ის ოპერაციამდელი პროცედურები, რაც ტრანზაციის პროცესის პრერეკვიზიტია (ჰომოფობიური სიძულვილის ენა და რეგულაციის მექანიზმები, 2012)), სწორედ ამ და სხვა პრობლემების შედეგად ტრანსგენდერი ადამიანები განიცდიან დისკრიმინაციას თითქმის ყველა სახელმწიფო ,,მომსახურების“ სარგებლობის დროს, მათ შორის კი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამავდროულად პრობლემურ საკითხს სამედიცინო მომსახურების მიღება წარმოადგენს. რესპონდენტთა უმრავლესობა (4, N=6) აცხადებს, რომ საქართელოში ექიმებს ტრანსგენდერი ადამიანებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.,,კბილის ექიმთან მქონდა ვიზიტი, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ამ ქალმა [ექიმმა] კარგად მიმიღო და მიხაროდა, რამდენიმე დღის შემდეგ მითხრა, ვეღარ ივლი ღიადო, მგონი თანამშრომლებს არ სიამოვნებდათ და არასამუშაო საათებში მიბარებდა, როცა ყველა მიდიოდა, შემდეგ მე თვითონ შევწყვიტე სიარული.“რესპონდენტი . 22 წლის, ტრანსგენდერი ქალი. რიტაამავდროულად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რესპონდენტთა მცირე ნაწილმა (2, N=6) ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ექიმებს არ აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, თუმცა როგორც შემდეგ საუბარში აღმოჩნდა მათ არასდროს მიუმართავთ ექიმისთვის შეცვლილი გენდერული იდენტობით, ძირითადად თვითმკურნალობით არიან დაკავებულები.,,ექიმებთან მისვლის თავი არ მაქვს, არამგონია უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატონ, მაგრამ მირჩევნია სახლში ვიმკურნალო, ზოგადად იშვიათად მჭირდება აღნიშნული მომსახურება“რესპონდენტი . 36 წლის, ტრანსგენდერი კაცი. დეივიდი.,,ერთხელ რაღაც ვირუსი დამემართა, თვითმკურნალობა ვარჩიე, მე თვითონ ვიყიდე ანტიბიოტიკები და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მძიმე ფორმის ფილტვების ანთებაში გადაიზარდა ყველაფერი.“რესპონდენტი. 31 წლის . ტრანსგენდერი ქალი. ემილია.ერთ-ერთი რესპონდენტი იხსენებდა თავისი მეგობრის, ზიზის (ტრანსგენდერი ქალი) ამბავს, როცა ექიმმა არ მიიღო ტრანსგენდერი პაციენტი, სწორედ მისი გენდერული იდენტობის გამო.,,ზაფხული იყო, ზიზი ჩემი მეგობარი, ერთად ვმუშაობთ, სასტიკად სცემეს, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს... მივიყვანეთ საავადმყოფოში, მაგრამ ექიმმა უკან გამოგვიშვა, პასუხით ,,მიღება დასრულებულიაო“, არადა შუადღის 5 საათი იყო...„რესპონდენტი . 27 წლის, ტრანსგენდერი ქალი. მარტა„ჩემ გარშემო ტრანსგენდერების მიმართ კარგი დამოკიდებულება არავის აქვს, მაგრამ, ექიმმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს, მაგაზე არ ვდარდობ, ჩემი მთავარი პრობლემა ყოველთვის ფინანსები იყო, ფინანსურად დამოუკიდებელი ვარ და მიჭირს ყველაფრისთვის თანხის დაზოგვა“რესპონდენტი . 24 წლის, ტრანსგენდერი კაცი. ნოერესპონდენტების უმრავლესობა (4; N=6) აღნიშნავენ, რომ ზოგადად ტრანსგენდერი ადამიანები განიცდიან უხეშ ფიზიკურ მოპრყობას ექიმების მხრიდან, დამამცირებელ შენიშვნებს, ამავდროულად ხშირია ფაქტები კონფიდენციალობის დარღვევის, შეურაცხყოფის, არასანდო და არამეგობრული დამოკიდებულების. ხშირად ეშინიათ კიდეც მათი. რესპონდეტებიდან ერთმა აღნიშნა, რომ გარეგნულად, ვიზუალურად რთულია მისი ბიოლოგიური სქესის ამოცნობა, ამის გამო ის მალავს საკუთარ ბიოლოგიურ სქესს. ამის გამო კი ერთხელ არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ არც ერთი რესპონდენტი არ იტარებს რეგულარულ პროფილაქტიკურ სამედიცინო გამოკვლევებს ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის დასადგენად. ერთ-ერთი რესპონდენტის შემთხვევაში ექიმთან არ მისვლის მიზეზი ახლობლის ჰომოფობიური დამოკიდებულებაც იყო.„ერთხელ რაღაც პრობლემა მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ექიმთან დავაპირე წასვლა და ჩვენმა დეიდაშვილმა თქვა, ეგ იმის ბრალია, ეგეთი რომ ხარო, მაგას როცა უშველი, ყველაფერი მოგვარდებაო, გადავიფიქრე წასვლა, თვითონაც ექიმია და ალბათ სხვებიც მისნაირად ფიქრობენ“რესპონდენტი . 21 წლის, ტრანსგენდერი ქალი. ნატასაგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ინტერვიუს შემთხვევაში (3; N=6) გამოვლინდა კიდევ ერთი პრობლემა, რაც დაკავშირებულია ტრანსგენდერი ადამიანების ნაკლებ ინფორმირებაზე სექსუალური განათლების მიმართ. რეალურად ისინი ვერ განასხვავებდნენ ერთმანეთისგან ,,სექსუალურ ორიენტაციას“ თუ ,,გენდერულ იდენტობას“, ,,ტრანსვესტიტს“ თუ ,,ტრანსექსუალს“ და ა.შ. რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა.აღნიშნავია, რომ ექვსი რესპონდენტიდან საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით მხოლოდ 2 სარგებლობს. იმ რესპონდენტებიდან, ვინც არ სარგებლობს (4; N=6), ამის ძირითად მიზეზად ასახელებენ ინტერესის და/ან საჭიროების ნაკლებობას. რამდენიმე მათგანმა (2; N=6) სტრესიც კი დაასახელა, რადგან არ სურთ საბუთების შევსების პროცესში გარეგნობისა და საბუთებში დაფიქსირებული სქესის ახსნაზე დაიწყონ საუბარი. 2 რესპონდენტიდან, არც ერთს გამოუყენებია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, აქედან ერთს ესაჭიროებოდა მისი გამოყენება, მაგრამ ექიმთან მისვლის ნაცვლად თვითმკურნალობა ჩაიტარა.II ნაწილი. სპეციფიკური ჯანდაცვის მომსახურება,,განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტრანზიციისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურებას, როგორიცაა, მაგალითად, ჰორმონული თერაპია და სხვადასხვა ტიპის ქირურგიული ჩარევა (განსაკუთრებით, მასტექტომია ან მკერდის გადიდება). მაშინ, როცა მკერდის გადიდების მსურველი ტრანსგენდერი ქალები პირდაპირ მიმართავენ პლასტიკურ ქირურგს, ტრანსგენდერი კაცებისთვის უცნობია, ვის შეიძლება მიმართონ მასტექტომიისათვის და რა ჩვენებაა საჭირო იმისათვის, რომ ქირურგმა ეს ოპერაცია ჩაატაროს.“ (გვიანაშვილი, 2015).რესპონდეტების პასუხებიდან და ამავდროულად ლიტერატურის გაცნობის შედეგად გაირკვა, რომ ქართულ პრაქტიკაში გენდერის კვლავმინიჭების დროს ხდება ე.წ ,,ჭეშმარიტი ტრანსექსუალის“ (Balzer, 2012) ცნობის გაცემა. ეს ცნობა არის ერთწლიანი დაკვირვების შედეგი, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგთან, სექსოლოგთან, ფსიქიატრთან გასაუბრებას, ამავდროულად ჰორმონულ და ქრომოსომულ ანალიზებს და ამის შემდეგ გასცემს სექსოლოგი (Coleman E, 2012). სწორედ ამ საბუთს მოითხოვს პლასტიკური ქირურგი, სანამ გენდერის კვლავმინიჭების ოპერაციის ჩატარებაზე დათანხმდება. რესპონდეტების დიდი ნაწილი (5; N=6) თვლის, რომ მსგავსი ცნობა შედარებით უფრო მარტივად და ნაკლები ბიუროკრატიზაციის შედეგად უნდა გაიცემოდეს. (რესპონდეტებიდან მხოლოდ ერთს აქვს ,,ჭეშმარიტი ტრანსექსუალის“ ცნობა).კვლევამ აჩვენა, რომ ძირითადი პრობლემა მაინც არის ფინანსური ნაკლებობა ტრანზაციის თანამდევი სამედიცინო პროცედურებისთვის. ტრანზაციის პროცესზე ხელმიუწვდომელობა კი რესპონდენტების აზრით კიდევ ახანგრძლივებს და რამდენიმე ათეული წლით გადადებს პრობლემის მოგვარების გზებს. ისინი ისევ დისკრიმინაციულ მოპყრობას განიცდიან და სწორედ ასე გააგრძელებენ ცხოვრებას, რადგან ერთ-ერთი რესპონდეტის თქმით:,,ტრანსგენდერი ადამიანისთვის სქესის შეცვლა არა პლასტიკური ოპერაციაა, არამედ ეს არის ცხოვრების გულისგული... სხეული არ მემორჩილება, მანადგურებს...“რესპონდენტი . 22 წლის, ტრანსგენდერი ქალი. რიტა,,აი, წარმოიდგინეთ თქვენი მდგომარეობა, რომელიმე ბუნებრივ მოთხოვნილებას რომ ვერ იკმაყოფილებდეთ, სქესის შეცვლის ოპერაცია ჩემთვის ბიოლოგიური მოთხოვნილებაა ...რესპონდენტი . 27 წლის, ტრანსგენდერი ქალი. მარტატრანზაციის პროცესში კი ერთ-ერთ პრობლემად ინფორმაციის ნაკლებობა სახელდება. მათ არ აქვთ თანმიმდევრული ინფორმაცია ტრანზიციის იმ პროცედურებთან დაკავშირებით, რომელთა გავლაც საქართველოშია შესაძლებელი. შესაბამისად, ინფორმაციული კამპანიის წამოწყება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ამ კუთხით. ინფორმირებულობის ნაკლებობა თავის მხრივ იწვევს სხვა სახის პრობლემებს.დასკვნა, რეკომენდაციებიაღნიშნული კვლევის ძირითადი მიზანი იყო შეგვესწავლა ჯანდაცვის სფეროში ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ტრანსგენდერი ადამიანები პრაქტიკულად არ სარგებლობენ რეგულარული სამედიცინო მომსახურეობით, მიმართავენ თვითმკურნალობას, რასაც
La dynamique paradigmale de la linguistique moderne et le concept de texte
En essayant de continuer notre réflexion concernant «la surface et la profondeur de la pensée de nos jours»1, nous voudrions, tout d’abord, nous arrêter sur les étapes sémantiquement et paradigmalement conçues du devenir historique du phénomène verbal appelé «texte» - tout en remarquant, bien sûr, qu’à ce moment initial de cette réflexion, on ne pourrait guère parler que d’un schéma brièvement ébauché du devenir en question.
Le rôle de la mise en abyme dans le roman de Michel Tournier «Vendredi ou les Limbes du Pacifique»
La visée essentielle de notre étude consiste à définir d’une part, le phénomène d’intertextualité et d’autre part, à mettre en valeur le fonctionnement et le rôle de la mise en abyme, considérée comme une des formes de l’intertextualité. A ces fins, nous nous sommes proposé d’examiner le rôle de la mise en abyme prospective dans Vendredi ou les limbes du Pacifique de Michel Tournier. C’est bien par une mise en abyme que commence Vendredi ou les limbes du Pacifique où le capitaine van Deyssel, utilisant les cartes du tarot, prophétise l’avenir de Robinson. Les cartes du tarot anticipent les événements importants du récit et reflètent le futur d’une manière de l’écho, mais de façon suffisamment énigmatique, pour que la lecture constitue une sorte de déchiffrage a posteriori des messages codés. L’écrivain nous propose une sorte de «labyrinthe» en invitant le lecteur à participer à un jeu de décodage où chaque signe a une importance particulière. Le roman est donc tout entier inscrit dans le chapitre zéro, écrit en italique pour le distinguer des autres. Il souligne l’effet de dédoublement spéculaire, construit sur une série de parallélismes, d’échos et de symétries; le roman obéit à une structure de miroir. En même temps, les cartes ne renvoient pas à des chapitres précis mais marquent les phases importantes de l’action. Ainsi Tournier arrive, à partir de ce procédé particulier, à mettre en relief le fait de dédoublement ce qui lui donne la possibilité d’écrire la fin avant le commencement.
Métadiscours auctorial et dialogisme interdiscursif dans les discours de réception à l’Académie française et les discours de Prix Nobel de Littérature
L’objectif du présent article est d’analyser la spécificité de la construction de trois types de métadiscours, à savoir: le discours que les écrivains portent au moment de la réception du prix Nobel de Littérature, celui qu’ils portent lors de leur réception à l’Académie française et le discours des membres de l’Académie française qu’ils portent en réponse au discours de réception des écrivains à l’Académie française. Nous avons choisi, à ces fins, les discours de prix Nobel de Littérature d’Albert Camus, de Jean-Marie Gustave Le Clézio, de Patrick Modiano et d’Orhan Pamuk, et les discours de réception à l’Académie française de Marguerite Yourcenar et d’Assia Djebar, ainsi que la réponse de Jean d’Ormesson au discours de réception de Marguerite Yourcenar et la réponse de Pierre-Jean Rémy au discours de réception d’Assia Djebar. Nous avons analysé ces métadiscours au niveau syntactique, pour faire ressortir les particularités de leur structure, au niveau sémantique, pour dégager les thèmes qui y sont traités, et au niveau pragmatique, pour saisir la visée de ces discours et l’effet qu’ils produisent sur les lecteurs. Nous avons appliqué la méthodologie comparatiste pour établir certaines règles que ces écrivains suivent en rédigeant le texte de leurs discours, pour saisir des traits communs, et plus particulièrement, la part du métadicours auctorial et du dialogisme interdiscursif et les moyens linguistiques et discursifs de leur expression.
Le texte injonctif (texte pharmaceutique et cosmétique) – Un défi pour la traduction
L’objectif de cette étude est de porter un regard épistémologique sur la traduction spécialisée (cosmétique et pharmaceutique) en partant du fait que la majorité des études réalisées dans le domaine de la traduction spécialisée ont porté principalement sur des questions relatives à la terminologie spécialisée, les aspects de nature textuelle étant largement négligés. Cet article a le but d’évoquer la spécificité de la traduction cosmétique et pharmaceutique sous l’angle de la textologie contrastive. Les textes cosmétiques et pharmaceutiques sont des textes injonctifs qui proposent une action ou donnent des instructions à un destinataire, leurs fonctions étant de prescrire, ordonner ou conseiller. Ces textes ont une structure reconnaissable et un but performatif. Les textes qui concernent les produits cosmétiques et pharmaceutiques comportent un ensemble de spécificités propres au secteur des cosmétiques et de la pharmacie: technicité, terminologie, marketing, etc. Pour aboutir à une bonne traduction, il faut débuter avec l’analyse des particularités lexicales, grammaticales, stylistiques du texte injonctif, ensuite recourir aux procédés de traduction utilisés dans la traduction des textes cosmétiques et pharmaceutiques.
Studile despre traducere şi comparatismul modern
Rezumat: Autorul pune în discuţie un şir de probleme legate de locul şi rolul traducerilor în studiile comparatiste tradiţionale şi cele moderne, evidenţiind nu numai abordarea sistemică a literaturii traduse şi poziţia literaturii traduse în cadrul unui polisistem literar, dar şi locul studiilor despre traduceri în comparatismul modern.
Unele considerații cu privire la relația dintre limbă şi caracterul poporului
Rezumat: Cercetarea de față are drept scop relevarea rolului identității etnice în actul transpunerii glotice. Pentru realizarea acestui scop ne-am propus să identificăm raportul dintre limbă și caracterul poporului, rolul matricei unei comunități și al viziunii poporului asupra lumii la crearea specificului etnolingvistic și la determinarea gradului de transpunere social-culturală și etnolingvistică a lumii. Coraportul limbă – identitate etnică reprezintă un aspect sine-qua- non de cercetare reliefat de către învățați, accentul fiind pus atât pe cadrul național, cât și cel internațional. Dihotomia caracterul limbii – caracterul poporului care o vorbește constituie un tot întreg, aflat în relație de interdependență, așa cum caracterul poporului “se sedimentează” în limbă, în concepția diferitor cercetători, iar limba, la rândul ei, influențează, mai mult sau mai puțin, caracterul vorbitorilor săi, definindu-le sorgintea. Trăsăturile specifice ale națiunii se răsfrâng, într-o oarecare măsură asupra limbii, în timp ce limba, contribuie la cizelarea și cultivarea “puterii spirituale” a poporului. Aplicarea unui suport metodologic relevant ne-a oferit posibilitatea să asigurăm demersului nostru științific o bază teoretică concretă de examinare a relației dintre limbă și caracterul poporului în scopul, relevării rolului identității etnice și a viziunii poporului asupra lumii în actul transpunerii lingvistice.
სტრესი და გენდერი
საბა ჩიხლაძე, მარიამ ალელიშვილი, ანა მუშკუდიანი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აბსტრაქტიშესავალი: ემოციისა და ქცევის კონტროლი თანამედროვე პატრიარქატული საზგოადოების ქვაკუთხედს წარმოადგენს. კერძოდ, ადამიანებს მოზარდობიდანვე უყალიბებენ გარკვეულ შეხედულებებს, მიზნებსა და მისწრაფებებს. მაკონტროლებელი ჯგუფი შეიძლება იყოს ოჯახი, სამეგობრო წრე, სკოლა, უნივერსიტეტი და სხვა ინსტიტუტები, რომლებიც ზუსტად ჯდებიან ამ პატრიარქატული ცნობიერების ნორმებში და მუდმივად ზემოქმედებენ მოზარდზე, განსაკუთრებით, სოციალიზაციის პროცესში. ხშირად მოზარდი არ ეთანხმება იმ კულტურულ პატერნებს, რომელსაც ოჯახი თუ სხვა ინსტიტუტები სთავაზობენ და მათ წინააღმდეგ უწევთ ბრძოლა. კვლევის მიზანია სტრესის გამოწვევაში გენდერის როლის, მისი გავრცელების, მისგან დაძლევის გზების შესწავლა. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ფოკუს-ჯგუფში ინტერვიურების მეთოდი. შედეგები, დისკუსია: ბიჭებისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა სტრესის დაძლევა, რადგან მათ მიმართ ემოციური კონტროლი უფრო მკაცრია. გოგოები უფრო ავილად ახდენენ ქცევების კონტროლს. სტრესი ხელს უწყობს ფსიქოლოგიური პრობლემების განვითარებას, რაც დროთა განმავლობაში განაპირობებენ ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. დასკვნა: გენდერული ნიშნით ზეწოლა ინდივიდებზე პირდაპირ კორელაციაშია სტრესის გამოწვევასთან და სტრესის შედეგად ამა თუ იმ დაავადების წარმოქმნასთან.Stress and GenderSaba Chikhladze, Mariam Alelishvili, Ana Mushkudiani - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political SciencesAbstractBackground: Emotional and behavioural control is the cornerstone of modern patriarchal society. Particularly, individuals are being constructed with some kind of standpoints, goals and aspirations. This control group might be the family, school, university, friends and some other institutions, which suit in standarts of the patriarchal consciousness and affect on an adults, especially in the process of socialization. Adults mostly don’t agree with the cultural paterns, that family and other institutions offer them and they have to struggle against these institutions.This struggle is not really simple and contains lots of problems including health-related. The aim of our research was to explore this problem and to talk to our respondents about their experiences, when emotional and behavioural control by gender was attended by psychical and health problems. Methods: To explore and analyze this problem we made a focus-group in which participated six people, who have had the kind of experience we needed, which means that they felt this amotional control, caused by gender sign. We were interested in what kind of stress they were under, in different step of their life and how this stress was affecting on them. We chose three girls and three boys on porpuse, because from our point of view, patriarchal society effects on girls as well as on boys, especially when it comes to construct masculine features in boys and feminine-in girls. Results: Our research showed that it was difficult for boys to pass this way rather than for girls, because an emotional control was more severe, they were banned to express their emotions. As for girls, there occured control of behaviour and as they pointed out the whole society participated in this process. For us, it was very interesting to find out what kind of stress was caused by emotional and behavioural control. Our results show that stress mostly causes psychological problem and in most cases these problems are expressed in physical desieases. Conclusion: To sum up, we can say that pressure on adults by gender sign is in a strong correlation with the cause of stress and with some kind of desieases as the result of stress. We can definitely say, that we have achieved our aim.შესავალითანამედროვე პატრიარქატულ საზოგადოებაში მუდმივად მიმდინარეობს ადამიანის ემოციებისა და ქცევების კონტროლი. საზოგადოება, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ინდივიდის ქცევას, რომელიც ხშირად გენდერული ნიშნითაა განპირობებული. მაგალითად, ბავშვობის ასაკში, სტერეტიპულად, ბიჭს არ შეუძლია ისეთი ემოციების გამოხატვა, როგორიცაა ტირილი და სხვა “ქალური” ქცევები, რადგან საზოგადოებისგან იღებს ნეგატიურ რეაქციასა და დამოკიდებულებას, რაც, თავის მხრივ, უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათ ინდივიდად ჩამოყალიბებაზე, ხელს უშლის მათ სოციალიზაციასა და თვითრეალიზაციას. ქცევის კონტროლი არა მხოლოდ ბიჭებზე, გოგონებზეც ხშირად ვრცელდება, რაც გამოიხატება პატარა ასაკში “ბიჭური” თამაშების აკრძალვებით. ეს თითქოს და უმნიშვნელო აკრძალვები, ხშირად დამთრგუნველი ხდება ბავშვისთვის და სტრესულ მდგომარეობაში აგდებს მას. ამ სტრესისგან თავის დაღწევა კი, შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს ცხოვრების განმავლობაში. სტრესი, თავის მხრივ, მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც სავსეა სტერეოტიპებით, გენდერი საკმაოდ აქტუალური თემაა.კვლევის მიზანია სტრესის გამოწვევაში გენდერის როლის, მისი გავრცელების, მისგან დაძლევის გზების შესწავლა. კვლევის ამოცანებია:ბიჭებში სტრესის გამომწვევი მიზეზების და მისი გამოხატვის ფორმების შესწავლა;გოგოებში სტრესის გამომწვევი მიზეზების და მისი გამოხატვის ფორმების შესწავლა.სტრესის გავლენა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე (სოციალიზაცია, კარიერა, ურთიერთობები).მეთოდოლოგიათვისებრივი კვლევის ფარგლებში გამოყენებულ იქნა ფოკუს-ჯგუფში ინტერვიურების მეთოდი. იგი საშუალებას იძლევა ერთდროულად რამდენიმე ადამიანს მოვუსმინოთ და მივიღოთ ინფორმაცია. ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობდა თსუ-ის 6 რესპონდენტი, სხვადასხვა ფაკულტეტიდან. ფოკუს ჯგუფისთვის განზრახ შევარჩიეთ 3 გოგო და 3 ბიჭი რესპონდენტი, რადგან ვთვლით, რომ მოზარდობის პერიოდში, პატრიარქატულად მოწყობილი საზოგადოება, თანაბარ ზეწოლას ახდენს როგორც გოგოზე, ასევე ბიჭზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დღის წესრიგში დგება ბიჭისთვის მასკულინური გოგოსთვის კი ფემინური თვისებების ჩამოყალიბება.გამოყენებულ იქნა არაალბათური შერჩევის მეთოდი იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ რესპონდენტები პირდაპირ და ლოგიკურად იყვნენ დაკავშირებული საკვლევ თემასთან. ანუ წინასწარ ვიცოდით, რომ რესპოდენტებს ჰქონდათ მსგავსი გამოცდილება და მოზარდობის პერიოდში განიცდიდნენ ემოციურ კონტროლს, რაც გენდერული ნიშნით იყო განპირობებული. რესპოდენტები მოვიძიეთ სამეგობროს მეშვეობით, დავუკავშირდით და გავაცანით კვლევის არსი და მხოლოდ მათი თანმობის საფუძველზე ჩავატარეთ ფოკუს-ჯგუფი. მისი ხანგრძლივობა შეადგენდა 1 საათს. რესპოდენტთა კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, კვლევაში ნახსენები რესპონდენტების სახელები პირობითია.საკვლევ პრობლემას განვიხილავთ თემასთან რელევანტური თეორიების საფუძვლზე. კერძოდ, განხილულ იქნება სიმბოლური ინტერაქციონიზმის თეორიის საფუძველზე ინდივიდების ერთმანეთთან ინტერაქციის შედეგად გამოწვეული სტრესი. სოციალური სტატუსის, როგორც სტრესის წარმომქმნელი ერთ-ერთი ფაქტორის განსახილველად, გამოვიყენებთ პერლინის კვლევას, რომლის შედეგები აღნიშნულ თემაზე ამახვილებს ყურადღებას. ასევე, პერლინის კვლევა საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ გენდერული განსხვავებულობის შედეგად გამოწვეული სტრესი დასაქმების დროს. ამასთან, ვისაუბრებთ სტრესის შედეგად გამოწვეულ სუიციდის მცდელობებზე და განვიხილავთ მას დიურკჰაიმის თეორიასთან მიმართებით.შედეგები, დისკუსიაადამიანის ჯანმრთელობასა და დაავადების განვითარებაზე მრავალი სოციალური დეტერმინანტი ახდენს გავლენას. ეს შეიძლება იყოს: სოციალური მდგომარეობა (ცხოვრების წესი, საცხოვრებელი და სამუშაო პირობები, კლასობრივი პოზიცია და ა.შ. სტრესის გავრცელებას ხელს უწყობს ჯანმრთელობის ფიზიკური, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის დარღვევა.ფიზიკური კეთილდღეობა გულისხმობს ადამიანის უნარს იზრუნოს საკუთარ თავზე, იყოს მობილური. ფსიქიკური მოიაზრებს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ხოლო სოციალური - ცხოვრების წესს, შრომის პირობებს.ჩვენი კვლევის ამოსავალს წარმოადგენს გენდერი, როგორც ადამიანის სტრესის განმაპირობებელი. ტერმინი გენდერი აღნიშნავს ქალებისა და მამაკაცების სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, რომელიც მიეწერებათ მათ სქესობრივი ნიშნის მიხედვით. სტრესორებად სახელდება სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც ირიბად თუ პირდაპირ იწვევენ სტრესს. იგი შეიძლება იყოს როგორც ხანმოკლე, ასევე მთელი ცხოვრების განმავლობაშიც გაჰყვეს ადამიანს და განსაზღვროს ძალიან ბევრი ფაქტორი მის ცხოვრებაში.ჩვენი ფოკუს-ჯგუფის მონაწილე რესპონდენტების უმრავლესობა საუბრობს სტრესის გამომწვევ ისეთ ფაქტორებზე როგორიცაა: ყოველდღიური ცხოვრება და მასში მიმდინარე მოვლენები, რომელიც მეტწილად დამთრგუნველი ხდება ინდივიდისთვის. ასევე, ძლიერი ემოციური ფონი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ბაშვობის დროს მიღებული ტრავმა, რომლისგან თავის დაღწევაც ძალიან რთულად ხდება სხვადასხვა შემთხვევაში. საბოლოო ჯამში, თითოეული დასახელებული სტრესორი, ცალსახად სოციალურია. ასევე, რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ თითოეული სტრესორი ინდივიდუალურად მოქმედებს და განიცდება ინდივიდის მიერ.ერთ-ერთი რესპოდენტის აზრით: “ჩემი აზრით, ინდივიდუალურია როგორც სტრესული, ისე სპეციფიკური ცხოვრებისეული მოვლენები. შეილება რაღაც ერთი კონკრეტული სიტუაცია ერთი ადამიანისთვის იყოს იმ დონის სტრესული, რომ დეპრესიაში ჩააგდოს, ან თუნდაც მიიყვანოს ფსიქიკურ აშლილობამდე, თუმცა მეორე ადამიანმა ეს ტრესორი და ეს გარემო ფაქტორი გადაიტანოს ბევრად უფრო იოლად.” სოციოლოგიაში არსებობს სამი ძირითადი თეორია, რომელთა მეშვეობითაც ხდება გარკვეული მოვლენების ახსნა. ერთ-ერთი ასეთია სიმბოლური ინტერაქციონიზმის თეორია, რომელიც საზოგადოებას განიხილავს მიკრო დონეზე, ინდივიდების ერთმანეთთან ურთიერთკავშირების მიხედვით. ურთიერთობები ადამიანებს შორის, სტრესის წარმომქნის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ხშირ შემთხვევაში, ისევ ადამიანები ხდებიან ის მთავარი ობიექები ერთმანეთისთვის, რომლებიც თავიანთი დამოკიდებულებით, ქცევით, იწვევენ სტრესულ მდგომარეობას, თრგუნავენ ამა თუ იმ უნარს ინდივიდისას, მასზე ზეწოლით, დაცინვითა და სხვადასხვა ფორმით.რესპონდენტებიც აღნიშნავენ თავად ინდივიდების როლს ერთმანეთთან კომუნიკაციისას, რომელიც განმსაზღვრელი ფაქტორია სტრესის წარმოქმნისას. ჩვენს შემთხვევაშიც, როდესაც ვსაუბრობთ გენდერის როლზე სტრესის წარმოქმნაში, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ეს ურთიერთობები, რომელიც იწყება ბავშვობის ასაკიდან, როდესაც ბავშვი ვერ იაზრებს სტრესული გარემოს არსებობას, თუმცა, რაღაც ფორმით, აუცილებლად გამოხატავს და ხშირად ხანგრძლივად გაჰყვება ხოლმე ეს ტრავმა.რესპონდენტები საუბრობენ იმ ნორმებზე, რომელსაც საზოგადოება უწესებს ინდივიდებს და აკონტროლებს მათ ქცევას. “ვთქვათ ბიჭი, რომელიც დადის ფემინური ჩაცმულობით, საკმაოდ აკონტროლებს საზოგადოებრივი თვალი და ხალხის დამოკიდებულებამ შეიძლება დიდი სტრესი გამოიწვიოს მასში, იმიტომ, რომ ზიზღის თვალით უყურებენ მას” [რესპონდენტი]ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც რესპონდენტები ასახელებენ, როგორც სტრესის გამომწვევს, არის სოციალური სტატუსი. აღნიშავენ, რომ თვითონაც ქონიათ პრაქტიკაში, როდესაც, მაგალითად, დაბალი სოციალური სტატუსის გამო დაცინვის ობიექტები გამხდარან. ერთ-ერთი კვლევა ადასტურებს, რომ სოციალური ძალები და ინდივიდუალური კეთილდღეობა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და სოციალური და ეკონომიკური სტატუსი, როგორიცაა გენდერი და სოციალური კლასი, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სტრესის გამოწვევას.[ Pearlin and Schooler, 1978].რესპონდენტებიც საუბრობენ ამ თემაზე და განიხილავენ მას როგორც ქრონიკულ სტრესორს: “ქრონიკულ სტრესორად შეიძლება განვიხილოთ სოციალურად დაბალი... ანუ როდესაც ადამიანი მიეკუთვნება სოციალურად დაბალ ფენას ცხოვრობს სიდუხჭირეში, ეს შესაძლოა იყოს ერთ-ერთი განმაპირობებელი მისი სტრესული მდგომარეობის.”რაც შეეხება დასაქმების დროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას, რესპონდენტები თავის გამოცდილებიდან გამომდინარე ყვებიან, რომ ყოფილან მსგავსი დისკრიმინაციის მსხვერპლნი. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: “დასაქმება და გენდერული სტერეოტიპები ძალიან ბევრჯერ შემეხო. სამწუხაროდ, ბევრ მაღაზიაში, მხოლოდ იმის გამო რომ ბიჭი ვიყავი, არ ამიყვანეს. ალბათ იმიტომ, რომ ჰგონიათ რახან ბიჭი ვარ, შარვალს ცუდად დავკეცავ (პირობითად)“.პერლინის აზრით, რომ დასაქმებასთან დაკავშირებული თანაბარი სირთულეები, სხვადასხვანაირად აღიქმება კაცების და ქალების მხრიდან და შესაბამისად სხვადასხვა გავლენა აქვს მათზე, რაც მისი აზრით, განპირობებულია იმ მდგომარეობით, რომ მათ უწევთ სხვადასხვა როლში ყოფნა, მათი სოციალური როლები განსხვავებულია. [Pearlin, 1975a].ჩვენი კვლევის მონაწილეების შემთხვევაში, თანაბრად მძაფრად აღიქმება დისკრიმინაცია სამსახურში აყვანის დროს, როგორც გოგო, ისე ბიჭი რესპონდენტების მხრიდან. ისინი ერთნაირად სენსიტიურები არიან ამ თემის მიმართ, თუმცა, მათთვის სტრესიც თანაბრად აღიქმება და განიცდება, განსხვავებით ზემოთ აღნიშნული კვლევის მონაწილეებისგან.კანადელი მეცნიერი ჰანს სელიე გამოყოფს სტრესის განვითარების სამ ძირითად სტადიას: განგაში, წინააღმდეგობის სტადია - ადაპტაცია, გამოფიტვა; კვლევის საფუძველზე სელიემ დაასკვნა, რომ თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი განიცდის სტრესულ სიტუაციებს, რომლებიც არღვევენ ადამიანის ორგანიზმის წონასწორობას; შედეგად, ადამიანის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარე ხდება დაავადებების მიმართ (ვერულავა. 2016).ზუსტად ასეთ მდგომარეობაზე ისაუბრა ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა გიორგი ჩ-მ: „ბავშვობაში ყოველთვის მიშლიდნენ გრძელი თმის ტარებას, მეუბნებოდნენ, რომ თუ თმებს გავიზრდიდი გოგოს დავემსგავსებოდი, რაც ოჯახიდან გავრცელდა კლასელებში და სხვა მეგობრებში. მიუხედავად იმისა, რომ სხვებიც ატარებდნენ გრძელ თმებს, რატომღაც მხოლოდ ჩემი თმები აღიქმებოდა „გოგოს თმებად“. მე ყოველთვის მქონდა წინააღმდეგობა და არ ვიჭრიდი თმებს. ერთ დღესაც ძალით შემჭრეს თმები, რამაც განსაკუთრებულად ცუდად იმოქმედა ჩემზე. ძალიან მრცხვენოდა გადაპარსული თავით გარეთ გასვლა, როგორც ახლა მეუბნებიან რამდენიმე დღის განმავლობაში ვიწექი სახლში და ვტიროდი. ბოლოს ნერვიულობისგან სიცხემაც ამიწია და რამდენიმე დღის განმავლობაში სკოლის გაცდენაც მომიწია. ნუ ამ ყველაფერმა ოჯახის წევრებზეც იმოქმედა და ისევ მომცეს თმის გაზრდის უფლება, არ ვიცი რატომ, მაგრამ ისე ჩამრჩა ცნობიერებაში ის მომენტი, ანუ წინააღდეგობა რომ გავუწიე ყველას და ჩემი გავიტანე, დღემდე დიდი თმებით დავდივარ.“ ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა, მარიამმა ასევე ისაუბრა ფაქტებზე, როდესაც სტრესული გარემოდან გამომდინარე მოზარდები თვითმკვლელობის მცდელობამდეც მიდიან, რაზეც საუბრობს დიურკჰაიმი თავის ნაშრომში „თვითმკვლელობა“ (1897 წ). დიურკჰაიმი აღწერს, თუ რა გავლენას ახლდენს ადამიანის ქცევაზე სოციალური ძალები, რაშიც საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის საზოგადოებაში ინტეგრაციას.სწორედ ინტეგრაციის პრობლემიდან გამოწვეულ სტრესზე ისაუბრა მარიამმა: „ქუთაისის გარეუბნებში, სადაც მე გავიზარდე, ვითარება განსაკუთრებულად რთული იყო, მაგალითად მეზობელი ბიჭი მყავდა, რომელიც სულ გოგოებთან თამაშობდა, მოზარდობის პერიოდში კი მუდმივად ჩვენთან მეგობრობდა და არა ბიჭებთან. რის გამოც სხვა ბიჭები მუდმივად აბუჩად იგდებნდენ, რამდენჯერმე სცემეს კიდეც. რა თქმა უნდა, ბავშვობის პერიოდში სულ ვცდილობდით მის დაცვას, ან უფროსების ჩარევას, მაგრამ დიდ ყურადღებას არავინ იჩენდა. ალბათ, მათაც არ მოსწონდათ მისი „არაბიჭური“ საქციელი და დიდად თავს არავინ იდებდა, რომ იგი დაეცვათ სხვა ბიჭებისგან. მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა როდესაც უკვე გავიზარდეთ და დაახლოებით 15-16 წლის ასაკში ვიყავით. დათოს (პირობითად) ნელნელა გოგო მეგობრებიც შემოეცალა და უფროდაუფრო უჭირდა ბავშვებთან ინტეგრაცია. კი, მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი ისევ ვემეგობრებოდით, მაგრამ თვითონაც არ იყო დიდად კონტაქტური, ერთ დღესაც დათო დაიკარგა, ყველა ეძებდა და 2 დღის შემდეგ ძლივს იპოვეს. როგორც შემდეგ გაირკვა დათო რამდენიმე დღე იმალებოდა, ჩვენთან საუბარში, ეგეც რამდენიმე თვის შემდეგ, დათომ გვითხრა, რომ თავის მოკვლაც უნდოდა, თუმცა მერე გადაიფიქრა.“როგორც მარიამი აღნიშნავს, ასეთი ფაქტები არაერთი გაუგია. მეტიც, მისთვისაც ყოფილა ისეთი მომენტები, როცა, მაგალითად, მარტო იმიტომ რომ გოგოა, სახლიდან მეგობრებთან ერთად არ გაუშვიათ, რადგან ღამე გარეთ ყოფნას უკრძალავდნენ, რაც მასზე განსაკუთრებულად ცუდად მოქმედებდა და სტრესულ მდგომარეობაში აყენებდა: „მეც მქონია ბევრი შემთხვევა, როცა მაგალითად სახლიდან მეგობრებთან ერთად სასეირნოდ არ მიშვებდნენ, რადგან გოგო ვარ და ღამე თუ გარეთ გავიდოდი ჩემზე ცუდს იფიქრებდნენ, ხშირად ჩემს ძმასაც მაბარებდნენ, რაც ცუდად მოქმედებდა ჩემზე, განსაკუთრებით იმიტომ რომ ჩემი ძმა ჩემზე 2 წლით უმცროსია, თავს ფაქტიურად დასაცავ ობიექტად მაგრძობინებდნენ, ამას ასე კარგად ახლა ვაანალიზებ და უკვე იმასაც ვხვდები როგორ ცუდად მოქმდებდა ჩემზე ეს ყველაფერი მაშინ, ვხდები იმ უარყოფით განწყობებს, გათენებულ ღამეებს და სხვადასხვა უცნაურ საქციელებს, რომლებსაც ასეთი ზეწოლის გამო ჩავდიოდი“ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ქალებს უფრო მეტად აღენიშნებათ ფსიქოლოგიური სტრესი და დეპრესია ვიდრე კაცებს. ამას იზიარებს რამდენიმე რესპონდენტი. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი ყვება: “საქართველოში და იმ სოციუმში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უფრო დიდი და მასიური დარტყმა მოდის ქალებზე, მიუხედავად იმისა, რომ კაცები, რა თქმა უნდა, თავის წილ ამ სტრესს განიცდიან, თუმცა ქალებზე უფრო დიდი მაშტაბით მიდის, იმიტო, რო არი ძალიან ბევრი გენდერული სტერეოტიპი ქალებისადმი შექმნილი, ანუ არის თუნდაც ის რო, გათხოვებასთან დაკავშირებით შექმნილი და ა.შ.”. ის, რომ გენდერულად ქალები უფრო მეტად არიან სტრესულ სიტუაციაში, შესაძლოა აიხსნას კულტურაში არსებული სტერეოტიპებთ, რომელიც საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიერ არის გაზიარებული.სტრესის დაძლევა გულისხმობს ადამიანის ძალისხმევას მართოს, ანუ თავიდან აიცილოს, ან აკონტროლოს სტრესი. დაძლევა მოიცავს ადამიანის შემდეგ ძალისხმევებს: (1) აღმოფხვრას ან შეცვალოს სტრესული სიტუაცია ისე, რომ იგი არ იყოს მუდმივი პრობლემა, (2) აკონტროლოს პრობლემის მნიშვნელობა, სიტუაციის "კოგნიტიური ნეიტრალიზების" მეშვეობით, და (3) აკონტროლოს სიტუაციის მიერ შექმნილი სტრესი (მაგ, სტრესის მართვის ტექნიკის მეშვეობით). კვლევის მონაწილეები ძირითადად საუბრობენ სტრესული სიტუაციის აღმოფხვრის ან შეცვლის გზებზე, რაშიც მოიაზრებენ სოციალიზაციას, ანუ ადამიანებთან ერთიერთობას და სოციუმის წევრად ყოფნას. “ხო, უფრო გამოდიხარ მდგომარეობიდან სოციალიზაციის პროცესში, მეგობრები არი ყველაზე კარგი გამოსავალი, ჩემი აზრით, და ოჯახი, რა თქმა უნდა”ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური მხარდაჭერის მომენტი. სოციალური მხარდაჭერის მიმღებლობა შეიზლება იყოს როგორც მაღალი, ასევე დაბალი. ადამიანები, რომლებიც აღიქვამენ დადებით სოციალურ მხარდაჭერას, როგორც წესი, აქვთ უკეთესი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და უკეთესად შეუძლიათ გაუმკლავდნენ ისეთ მოვლენებს, როგორიცაა: მეუღლის დაკარგვა, უმუშევრობა, მძიმე ავადმყოფობა, სისხლის სამართლის დევნა. პირიქით, ადამიანებში, რომლებიც თავს იზოლირებულად მიიჩნევენ (თავს გრძნობენ, მარტოხელად და არ აქვთ სოციალური მხარდაჭერა) ან რომლებიც თავს გრძნობენ სოციალურად გათიშულად (ანუ, რომლებსაც აქვთ მცირე სოციალური ქსელი და იშვიათად მონაწილეობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში) უფრო მეტად შეინიშნება ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (Cornwell and Waite, 2009). აქედან გამომდინარე, სოციალური მხარდაჭერა სტრესის დაძლევის ერთ-ერთი ფორმაა და როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ ძალიან ეფექტური. მათი რეკომენდაციებია, არსებობდეს მეტი მხარდამჭერი ჯგუფები ქვეყანაში. სტრესის დაძლევის სპეციფიკური მეთოდია ფსიქოლოგიური რესურსები. ფსიქოლოგიური რესურსი არის ადამიანის დამახასიათებელი თვისებები, რომლის მეშვეობითაც იგი ცდილობს გაუმკლავდეს საფრთხეებს. ასეთი ადამიანები, რომლებიც პოზიტიურად აღიქვამენ საკუთარ თავს (პოზიტიური თვითშეფასება), უფრო ადვილად უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს. ერთ-ერთი რესპონდენტი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ შინაგანი თვითრწმენაა: “სტრესთან ბრძოლის მეთოდი არის შინაგანი, ანუ რაღაც, რო მაგარი ვარ, უნდა გავძლო, არ დავემორჩილო წინასაწარ მოცემულ განსაზღვრებებს და მარად დავდგე”.ამგვარად, სტრესის დასაძლევად მნიშვნელოვანია სოციალური მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური რესურსები, ძალისხმევა და სიმტკიცე, რათა თვითონ ებრძოლონ პრობლემას და დაძლიონ სტრესი საკუთარ თავში.დისკუსია, დასკვნაკვლევამ გვაჩვენა, რომ ბიჭებისთვის განსაკუთრებით რთული იყო სტრესის დაძლევა, რადგან მათ მიმართ ემოციური კონტროლი უფრო მკაცრი იყო, ეკრძალებოდათ ემოციების ღიად გამოხატვა და იძულებულები იყვნენ ჩამჯდარიყვნენ გარკვეულ სტანდარტებში. გოგოების შემთხვევაში კი უფრო ადგილი ჰქონდა ქცევების კონტროლს. როგორც რესპონდენტებმა აღნიშნეს, მათი ქცევების კონტროლში ჩართული იყო თითქმის მთელი საზოგადოება. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, თუ რა სახის სტრესს იწვევდა ემოციებისა და ქცევების კონტროლი მათში და როგორ იყო ეს გამოხატული. როგორც რესპონდენტებისგან გამოვლინდა, მსგავსი სტრესისგან ძირითადად ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე დგებოდნენ და ხშირ შემთხვევაში ეს პრობლემები დროთა განმავლობაში ჯამრთელობის პრობლემებშიც, ანუ ფიზიკურ დაავადებებშიც გამოიხატებოდა. ერთ-ერთი რესპონტენტის მონათხრობიდან გავიგეთ, რომ მის ირგვლივ ყოფილა მომენტი, როდესაც მისმა მეგობარმა მსგავსი, გენდერულად განპირობებული სტრესის გამო თვითმკვლელობაც სცადა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გენდერული ნიშნით ზეწოლა ინდივიდებზე პირდაპირ კორელაციაშია სტრესის გამოწვევასთან და სტრესის შედეგად ამა თუ იმ დაავადების წარმოქმნასთან.კვლევის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ მთავარ სტრესორებს წარმოადგენენ: სოციალური გარემო, ინდივიდები და მათი ურთიერთქმედება, სოციალური სტატუსი. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი იყო გენდერი, კერძოდ, ის გენდერული სტერეოტიპები, რომელსაც საზოგადოება თავს ახვევს ინდივიდს და თრგუნავს მას, ის სოციალური გარემო, რომელიც გენდერული ნიშნით განასხვავებს ადამიანებს და უქმნის მათ სტრესულ გარემოს, რომელიც ჯანმრთელობის ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული და რომლისგან თავის დაღწევა მხოლოდ დიდი ძალისხმევითაა შესაძლებელი.ციტირება:საბა ჩიხლაძე, მარიამ ალელიშვილი, ანა მუშკუდიანი. სტრესი და გენდერი. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, N 1. ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ცენტრი. 2017. გვ. 79-8
გეი და ბისექსუალი კაცების ინფორმირებულობის კვლევა აივ ინფექციასა და მათი თავდაცვის მექანიზმების შესახებ
გიგა კარაპეტიანი, მარიამ ბრაგვაძე, ქრისტინა ბარდაველიძე, მეგი ახალკაცი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი აბსტრაქტიშესავალი: აივ ინფექცია/შიდსი თანამედროვე სამყაროს გლობალურ პრობლემად მიიჩნევა. კვლევები ადასტურებენ, რომ აივ ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობენ აივ/შიდსზე განათლების და პრევენციის დაბალი დონე, მოსახლეობაში აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია, კონფიდენციალურობისა და ანონიმურობის დაცვის ნაკლებობა, მაღალი რისკის ქცევის პირებისთვის შემუშავებული პროგრამების სიმწირე. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გეი და ბისექსუალი კაცების ინფორმირებულობის დონე აივ ინფექცია\შიდსზე და დაგვედგინა, რა თავდაცვის მექანიზმებს იყენებდნენ ისინი აღნიშნულისგან თავდასაცავად. მეთოდოლოგია: რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა რესპოდენტთა გამოკითხვა ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარის მეშვეობით. შედეგები, დისკუსია: გეი მამაკაცების უმრავლესობა უფრო მეტად ჩაკეტილი ჯგუფია, ვიდრე ბისექსუალი კაცები. ყველა მათგანს ჰქონდა ინფორმაცია აივ ინფექცია\შიდსის შესახებ, თუმცა შეინიშნებოდა გარკვეული ინფორმაციის სიმწირე, კერძოდ, მათ არ იცოდნენ დაავადებისაგან თავდაცვის მექანიზმები. რეკომენდაციები: გეი და ბისექსუალი კაცების ინფორმირებულობის დონის ამაღლება აივ ინფექცია\შიდსზე, მისგან თავდაცვის მექანიზმების შესახებ. სამომავლოდ უფრო დიდი პოპულაციის კვლევის ჩატარება. Gay and bisexual men's awareness on HIV infection and defense mechanismsKristina Bardavelidze; Giga Karapetiani; Mariam Bragvadze; Megi Akhalkatsi - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political SciencesIntroduction: HIV Infection / AIDS is a global problem of the modern world. Studies show that the outbreaking of HIV infection promote low level of education and prevention in HIV / AIDS, AIDS related stigma and discrimination in population, lack of confidentiality and anonymity, lack of programs designed for persons of high-risk behavior. Research aimed to study the level of awareness in gay and bisexual men of HIV Infection / AIDS and determine what protection mechanisms they use against this. Methodology: was carried-out quantitative research and the respondents were questioned by semi-structured questionnaire. Results, discussion: majority of gay men have more closed group than the bisexual men's one. All of them had an information about HIV Infection / AIDS. But there was lack of information about protection from desease. Recommendations: the raising of awareness of HIV \ AID and protection mechanisms in gay and bisexual men. In future to do more representative research. შესავალიაივ ინფექცია/შიდსი თანამედროვე სამყაროს გლობალურ პრობლემად მიიჩნევა. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში შიდსის ვირუსით 20 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. 80% სქესობრივი გზით დაავადდა, რომელთაგან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის.კვლევები ადასტურებენ, რომ აივ ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობენ აივ/შიდსზე განათლების და პრევენციის დაბალი დონე, მოსახლეობაში აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია, კონფიდენციალურობისა და ანონიმურობის დაცვის ნაკლებობა, მაღალი რისკის ქცევის პირებისთვის შემუშავებული პროგრამების სიმწირე (ცინცაძე, 2006, გვ.12).ფონდ „კურაციოსა“ და ორგანიზაცია „თანადგომას“ მიერ 2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსმ მამაკაცთა უმეტესობამ იცის, სად უნდა მიმართოს აივ ინფექციაზე ანალიზის გასაკეთებლად, თუმცა მათი ქცევა არ იცვლება ამით; კვლევის თანახმად არ დადგინდა კავშირი ისეთ ფაქტორებს შორის, როგორებიცაა: რისკის აღქმა, კონდომის გამოყენება, მიღებული განათლება და ტექსტის ჩატარება (კურაციო, 2012).კვლევის მიზანს წარმოადგენდა გეი და ბისექსუალი კაცების ინფორმირებულობის დონე აივ ინფექცია\შიდსზე და დაგვედგინა, რა თავდაცვის მექანიზმებს იყენებდნენ ისინი აღნიშნულისგან თავდასაცავად.მეთოდოლოგიასაკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე და, აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ შიდსის შესახებ გეი და ბისექსუალი კაცების პოპულაციისა და ინფორმირებულობის შესასწავლად საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე კვლევა ჩატარდა და გარკვეული თეორიული საფუძველი უკვე არსებობს, ვივარაუდეთ, რომ თვისებრივი კვლევა, მთლიანად არასტრუქტურირებული კითხვარით, გეი თემის შიგნით განსაკუთრებულად ახალ მიგნებებს არ გამოავლენდა. შესაბამისად, კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი მეთოდით, კერძოდ ინტერნეტგამოკითხვისა და ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარის გამოყენების საშუალებით. ინტერნეტ გამოკითხვა გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა იმ რესპონდენტებთან მიმართებაში, რომლებმაც პირისპირ ინტერვიუს ჩატარებაზე უარი განაცხადეს ნეგატიური ანონიმურობის გამო. პირისპირ ინტერვიუ, ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარით, ჩავატარეთ იმ რესპონდენტებთან, ვინც გვენდნენ და მათი მოთხოვნაც ანონიმურობასთან დაკავშირებით მაქსიმალურად დავიცავით.ინტერნეტგამოკითხვა გულისხმობს წინასწარ შედგენილი ონლაინკითხვარის გაზიარებას რესპონდენტებისათვის ინტერნეტის საშუალებით. ინტერნეტგამოკითხვის, როგორც კვლევის ერთ-ერთი მეთოდის პოპულარიზაციას, რა თქმა უნდა, ინტერნეტის ფართოდ გავრცელებამ შეუწყო ხელი. ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარი გამოვიყენეთ პირისპირ ინტერვიუს ჩატარების დროს. აღნიშნული ფორმატის კითხვარი შედგება ძირითადად დახურული შეკითხვებისაგან, თუმცა, საშუალებას გვაძლევს ჩავეძიოთ რესპონდენტებს იმის შესაბამისად, თუ როგორ პასუხებს გვაძლევენ ისინი კონკრეტულ დახურულ შეკითხვაზე. ძირითადად, ნახევრადსტრუქტურირებული კითხვარი, შედგება follow up-ებისგან (ქართულად: ჩაძიება; ჩაკითხვა), რაც გულისხმობს კვლევის პროცესში ინტერვიუერის მხრიდან ისეთი ჩაკითხვების გამოყენებას, როგორიცაა: ,,რატომ ფიქრობთ ასე?’’ ,,რამ განაპირობა თქვენი პასუხი?’’ და სხვ.ინტერნეტგამოკითხვის მეთოდს ბევრი უპირატესობა გააჩნია. აღნიშნული მეთოდი მოსახერხებელია მკვლევრებისათვის, რომელთაც არ აქვთ ბევრი რესურსი და დრო მონაცემების შეგროვებისათვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ინტერნეტგამოკითხვა ანონიმურობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, რადგან ის არ გულისხმობს ინტერვიუერთან პირდაპირ ინტერაქციას. ანონიმურობის გარანტია, განსაკუთრებით გვეხმარება, როდესაც კვლევა ეხება სენსიტიურ საკითხებს (ფრანკფორტ ნაჩმიასი, ნაჩმიასი, 2009, გვ. 322). გარდა ამისა, ინტერნეტგამოკითხვა საშუალებას გვაძლევს დავუკავშირდეთ ძნელად მისაწვდომ რესპონდენტებს, რომლებიც ცხოვრობენ სხვა ქალაქებში ან ქვეყნებში. ინტერნეტგამოკითხვის ერთ-ერთი უპირატესობაა ისიც, რომ ამ მეთოდის გამოყენებისას დაზღვეული ვართ „ინტერვიუერის გავლენისა“ და „სოციალური სასურველობის“ ეფექტისაგან. ეს კი გულისხმობს, რომ რესპონდენტები არ დააფიქსირებენ ამა თუ იმ კითხვაზე სოციალურად სასურველ პასუხს, რასაც რეალურად არ ეთანხმებიან და არ შეცვლიან მას ინტერვიუერის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.მიუხედავად აღნიშნული უპირატესობებისა, ინტერნეტგამოკითხვას აქვს ნაკლოვანებებიც. მაგალითად, ინტერნეტგამოკითხვის დროს კითხვების რაოდენობა შეზღუდულია, რადგან ბევრი კითხვის შეტანა გაზრდის იმის ალბათობას, რომ პასუხგაუცემელი კითხვების დიდი რაოდენობა გვექნება. აგრეთვე, ინტერნეტგამოკითხვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ნაკლოვანებაა ის, რომ კვლევა ვერ მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ინტერნეტთან წვდომა არ აქვთ.აღნიშნულის საპირისპიროდ, პირისპირ ინტერვიუს დროს, ანუ მაშინ, როცა რესპონდენტსა და ინტერვიუერს შორის მიმდინარეობს აქტიური ინტერპერსონალური ურთიერთობა, არის რისკი, რომ რესპონდენტებმა სოციალურად სასურველი პასუხები გასცენ, რათა მოიპოვონ ინტერვიუერის კეთილგანწყობა. გამოკვლევის პროცესში, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ რესპონდენტთან ინტერაქცია მხოლოდ თემის ირგვლივ ყოფილიყო და არ ვიძლეოდით შეფასებებსა თუ მიმართულების მიმცემ შეკითხვებს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ კვლევის ამ მეთოდისათვის დამახასიათებელი პრობლემა მაქსიმალურად მინიმუმამდე დავიყვანეთ. ძლიერი მხარე, რომელიც აღნიშნულ მეთოდს ახასიათებს არის ის, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით თუ ვინ მონაწილეობს კვლევაში და ასევე არ გვაქვს პასუხგაუცემელი შეკითხვები;კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 18-დან 30 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე ბისექსუალი და გეი კაცები, რომელთა ერთი ნაწილი რეგიონში დაიბადა, მეორე ნაწილი კი მთელი ცხოვრების განმავლობაში თბილისში ცხოვრობს. შერჩევის მეთოდად გამოყენებული იყო თოვლის გუნდა, რომელიც არაალბათური შერჩევის ერთ-ერთი ტიპია და მისი გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ, როცა არ არსებობს ადეკვატური სია, რომელიც შერჩევის ჩარჩოდ გამოდგება (წულაძე, 2008). სამიზნე ჯგუფის მოცულობა 30 რესპონდენტი იყო. საბოლოო ჯამში გამოიკითხა 23 რესპონდენტი. გეი და ბისექსუალი კაცების ინფორმირებულობისა და გამოცდილებების შესასწავლად, შედგა კითხვარი, რომელიც 4 ბლოკისაგან შედგებოდა. პირველი ბლოკი დემოგრაფიული შეკითხვებისაგან შედგებოდა; მეორე ბლოკი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ინფორმირებულობას ეხებოდა; მესამე ბლოკი აივ ინფექციაზე ანალიზსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავდა; მეოთხე ბლოკი კი სარისკო ქცევების გამოცდილებას. კითხვების ნაწილი ფონდ კურაციოსა და „თანადგომას“ მიერ 2012 წელს ჩატარებული კვლევის ინსტრუმენტიდან იქნა აღებული. ინსტრუმენტი მთლიანობაში 20 კითხვისა და 5 დებულებისაგან შედგებოდა, რომლებსაც რესპონდენტები ეთანხმებოდნენ ან უარყოფდნენ. კითხვარში 6 ღია კითხვაა, მათ შორის 3 დემოგრაფიული ბლოკის ნაწილია. კითხვარის ყველა სხვა კითხვას აქვს სავარაუდო პასუხები.ინტერნეტგამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემების დამუშავება მოიცავდა მონაცემთა შეყვანას, მათ გაწმენდასა და სტატისტიკურ ანალიზს.პირისპირ ინტერვიუს შედეგად მიღებული ინფორმაცია გაანალიზდა ჩვენ მიერ - საწყის ეტაპზე მოვახდინეთ ტრანსკრიპტების გაკეთება. ხოლო შემდგომ, მნიშვნელოვანი ინფორმაციების ამოკრეფა მოპოვებული მასალებიდან და მათი სისტემური გაერთიანება სხვადასხვა კატეგორიაში. შემდგომი პროცესი იყო მონაცემებისათვის კოდების მინიჭება და შემდგომ კოდების ლოკალური ინტეგრაცია, რაც მოიაზრებს ინტერვიუს ამონარიდებისა და კოდების შეჯამებას (Weiss, 1995).ლიტერატურული მიმოხილვააივ ინფექცია/შიდსი, თანამედროვე სამყაროს გლობალურ პრობლემად მიიჩნევა მას შემდეგ, რაც ის აღმოაჩინეს. ის დღეს მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაშია რეგისტრირებული. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში შიდსის ვირუსით 20 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის.შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს დამცველ-იმუნურ სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი, რის შედეგად ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან სიმსივნური დაავადება, როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით (ცინცაძე, 2006, გვ. 9). 1983 წელს შიდსის გამომწვევი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი თითქმის ერთდროულად იქნა აღმოჩენილი პარიზში პასტერის ინსტიტუტში ლუკ მონტანიესა და ბეთესდაში (აშშ) კიბოს ნაციონალურ ინსტიტუტში რობერტ ჰალოს მიერ (ცინცაძე, 2006, გვ. 10).აივის წარმოშობის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ შიდსის გამომწვევი ვირუსი არ არის ახალი - იგი ხანგრძლივად არსებობდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ გლობალურად გავრცელდა მხოლოდ უკანასკნელ წლებში, რასაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო აფრიკიდან იაფფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში (ცინცაძე, 2006, გვ. 10).ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მაიმუნების ზოგიერთ სახეობაში ხანგრძლივი დროის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული შიდსის ვირუსის წინამორბედი, რომელიც არ იყო პათოგენური ადამიანისათვის. შემდგომში, მუტაციის ან/და სხვა ფაქტორების შედეგად, მაიმუნის ვირუსმა გადალახა სახეობრივი ბარიერი და გავრცელდა ადამიანებში (ცინცაძე, 2006, გვ.11).გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) მონაცემებით აივ/შიდსის ეპიდემია რჩება მზარდი ხასიათის ეპიდემიად. მართალია განვითარებულ ქვეყნებში სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ მთლიან მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. განვითარებად ქვეყნებში აივის გავრცელების მიზეზებს შორის არის აივ/შიდსზე განათლების და პრევენციის დაბალი დონე, ტრადიციები, მოსახლეობაში აივ/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია, კონფიდენციალურობისა და ანონიმურობის დაცვის ნაკლებობა, მაღალი რისკის ქცევის პირებისთვის შემუშავებული პროგრამების სიმწირე (ცინცაძე, 2006, გვ.12).აივ-ით ინფიცირების მაღალი რისკის ქცევის მქონე პირებს განეკუთვნებიან კაცები რომლებსაც აქვთ, ან ჰქონდათ სექსი მამაკაცთან. არსებობს მიზეზები, რომლებიც მათ რისკის ქვეშ აქცევს.ბიოლოგიური ფაქტორები _ ერთ-ერთი მიზეზი, რაც მსმ-ებს მოწყვლადს ხდის აივ ინფექცია/შიდსის მიმართ მდგომარეობს იმაში, რომ დაუცველი ანალური სექსი აივ-ით ინფიცირების უფრო დიდ რისკს შეიცავს, ვიდრე დაუცველი ვაგინალური სექსი. ეს იმითაა განპირობებული, რომ ანუსის კედლები თხელია და ადვილად ზიანდება და იქმნება აივ-ის სისხლში შეღწევის წერტილები.სექსუალური გზით გადამდები დაავადებების ქონა აგრეთვე მოწყვლადს ქმნის ადამიანს აივ-ის მიმართ. რადგან მსმ-ებს შორის დაბალია აივ-ზე ტესტირებისა და სექსუალური ჯანმრთელობის შემოწმების სიხშირე (55%-ზე ნაკლები ყველა რეგიონში), ბევრი მათგანი ცხოვრობს არდადგენილი სგგი-თ, რაც მათ მაღალი რისკის ქვეშ აყენებს.ქცევითი ფაქტორები _ მრავალი სექსუალური პარტნიორის ყოლა ამ თემში უფრო გავრცელებულია და ბევრი მსმ არ ხმარობს კონდომს ყოველი სექსუალური აქტის დროს. ზოგიერთ შემთხვევაში მსმ-ებისთვის კონდომები არ არის ხელმისაწვდომი, ისვე როგორც აივ-ზე ტესტირება. ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარება კიდევ უფრო ზრდის იმის რისკს, რომ მსმ-ებს დაუცველი სექსუალური კონტაქტი ექნებათ, რაც ამაღლებს მათ რისკს აივ ინფიცირებისა.სოციალური და კულტურული ფაქტორები _ მსმ-ები ხშირად განიცდიან საზოგადოების მხრიდან ჰომოფობიურ სტიგმას, დისკრიმინაციას და ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. ეს უბიძგებს მსმ-ებს, რომ დამალონ საკუთარი იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია. მათ ხშირად ეშინიათ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავეთა უარყოფითი რეაქციის, რის გამოც ხშირად სამედიცინო სერვისების გარეშე რჩებიან.ფონდ „კურაციოსა“ და ორგანიზაცია „თანადგომას“ მიერ 2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსმ მამაკაცთა უმეტესობამ იცის, სად უნდა მიმართოს აივ ინფექციაზე ანალიზის გასაკეთებლად, თუმცა მათი ქცევა არ იცვლება ამით. კვლევის თანახმად არ დადგინდა კავშირი ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა რისკის აღქმა, კონდომის გამოყენება, მიღებული განათლება და ტექსტის ჩატარებას შორის (კურაციო, 2012).შედეგები, დისკუსიაინფორმირებულობა აივ ინფექციის\შიდსის შესახებრესპონდენტების გაცნობის, მათთან არაფორმალური კავშირის დამყარების და კვლევის ანონიმურობაში დარწმუნების შემდეგ დასმულ კითხვაზე: „გსმენიათ თუ არა აივ ინფექციის\შიდსის შესახებ?’’, ყველა რესპონდნეტმა დააფიქსირა პასუხი ,,კი’’. გარკვეულწილად, აღნიშნული ფაქტი უკვე დადებით მოცემულობას გვაძლევდა თუმცა, ჩვენთვის საინტერესო იყო ის, თუ რამდენად ზუსტი/სწორი ინფორმაცია ჰქონდათ რესპონდენტებს აღნიშნული საკითხის შესახებ.რესპონდენტების უმრავლესობამ, 78% (n=18), გაგვანდო, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით მიიღო. სხვა შემთხვევაში სანაცნობო წრეები იყო ის მთავარი წყარო, რომლის საშუალებითაც მიიღეს ინფორმაცია აივ ინფექციის/შიდსის შესახებ.რესპონდენტებთან უშუალო საუბრის დროს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ 65% (n=15)-მა მოიძია დამატებითი ინფორმაცია ინტერნეტ-წყაროების გამოყენებით, მას შემდეგ, რაც პირველად მიიღო აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ინტერნეტ რესურსების გამოყენება სულ უფრო მეტად ხდება პოპულარული და გარკვეულ საკითხზე ინფორმაციის მოძიება სწორედ, რომ ინტერნეტის გამოყენებით არის ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი.აღნიშნულმა პასუხებმა განაპირობა ჩვენი შემდეგი შეკითხვაც: ,,გისარგებლიათ თუ არა ექიმის მომსახურებით, რათა მიგეღოთ დამატებითი ინფორმაცია აივ ინფექციაზე\შიდსზე?’’ ყველა რესპონდენტმა უპასუხა, რომ არა და როდესაც ამ შეკითხვის შემდეგ გამოვიყენეთ Follow Up, და ვკითხეთ - ,,რატომ?’’ მათი პასუხები დაკავშირებული იყო ანონიმურობის შიშთან და ინფორმაციის დეფიციტთან იმის შესახებ, თუ ვის უნდა მიმართონ, რომელ ექიმს და ა.შ. ამ შემთხვევაში, მიღებული შედეგები ძირითადად შეგვიძლია დავუკავშიროთ ჯანდაცვის პროგრამას, რომელიც, როგორც ჩანს, სრულყოფილად ვერ აწვდის მოქალაქეებს ინფორმაციას ექიმთან კონსულტაციისა და პაციენტის უფლებების შესახებ. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ორმა რესპონდენტმა ექიმთან ვიზიტზე იმიტომ განაცხადა უარი, რომ ეშინია ექიმის დამოკიდებულებისა და მისგან უხეში, შეურაცხმყოფელი მოპყრობის. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისაუბროთ აივ ინფექცია/შიდსზე, როგორც სტიგმაზე, რომელიც ისედაც ჩაკეტილ სოციუმში აივ დადებით ადამიანებს უფრო მეტად კეტავს და თვითიზოლაციისაკენ უბიძგებს. ჩვენთვის საინტერესო იყო გეი და ბისექსუალი კაცები რამდენად ენდობოდნენ ლგბტქი+ ორგანიზაციებს, რომლებიც, წესით, მათი უფლებების დაცვასა და მათ სოციუმში ჩართულობაზე უნდა ზრუნავდნენ. საჭიროდ მივიჩნიეთ, რესპონდენტებისთვის გვეკითხა, იცნობდნენ თუ არა ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებოდნენ აღნიშნული საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში. 78% (n=18)მა რესპონდნეტმა გაიხსენა ოგანიზაცია ,,თანადგომა’’ და დასძინა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით და მსურველებს სთავაზობს სერვისს, სრულიად უფასოდ გაიკეთონ ანალიზი აივ ინფექციაზე და, ასევე, უსასყიდლოდ გადასცემს პრეზერვატივებსა და ლუბრიკანტებს მსურველებს. შესაბამისად, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ გეი და ბისექსუალი მამაკაცები ენდობიან ჰომოგენურ ჯგუფს და ამ ჯგუფისგან სტიგმასა და ნეგატიურ დამოკიდებულებას არ მოელიან. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გეი კაცებისგან განსხვავებით, ბისექსუალი კაცები ,,უარს არ იტყვიან საჯარო კლინიკურ დაწესებულებებში იყვნენ აღრიცხულნი, თუ ამას საჭიროება მოითხოვს’’. ვფიქრობთ, ეს აიხსნება იმით, რომ ბისექსუალი კაცები უფრო ღია ჯგუფია, რომელიც საჯარო და ჰეტეროგენურ ჯგუფებს არ ,,გაურბის’’ თუმცა, არც აქვს ჯერ-ჯერობით სურვილი აღნიშნულ საკითხზე ჩაიტაროს პროცედურები ან მიიღოს ინფორმაცია საჯარო კლინიკებიდან.ყველა შეკითხვაში, რომელიც აივ ინფექცია/შიდსს ეხებოდა, აღნიშნულ ორ ტერმინს ერთად ვიყენებდით. შემდგომში კი გადავწყვიტეთ, გაგვეგო, თუ როგორ ეგონათ რესპონდენტებს - იყო ეს ორი ერთი და იგივე შინაარსის მატარებელი ტერმინი თუ არა. რესპონდენტების უმრავლესობამ, 65% (n=15)-მა რესპონდენტმა, დააფიქსირა პასუხი ,,არა’’, ხოლო 8 რესპონდენტმა პასუხი ,,კი’’. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ ტერმინის დეფინიციასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული პრობლემები, რასაც ინფორმაციის დეფიციტი იწვევს. რესპონდენტებმა არ იცოდნენ, რომ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) იწვევს შიდსს და ვფიქრობთ, სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ ჯანდაცვის სისტემას მოსახლეობისათვის, და განსაკუთრებით მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფებისათვის, ინფორმაციის მაქსიმალურად მიწოდებაზე სამუშაო აქვთ. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ყველა რესპონდენტმა იცოდა, რას ნიშნავს აბრევიატურა - აივ.იქიდან გამომდინარე, რომ კვლევას ვატარებდით გეი და ბისექსუალ კაცებზე, საჭიროდ მივიჩნიეთ, დაგვესვა რესპონდენტებისათვის შემდეგი შეკითხვა: ‘’ეთანხმებით თუ არა, რომ აივ ინფექციით დაინფიცირება მხოლოდ ანალური სექსით ხდება’’. აღნიშნულ შეკითხვაზე დადებითი პასუხი (კი) გასცა მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა და რესპონდენტების უმრავლესობამ, 22-მა რესპონდენტმა დააფიქსირა პასუხი არა. ჩვენი აზრით, დადებითი ტენდენცია ამ კუთხით ნაწილობრივ განპირობებულია ინტერნეტ საიტებზე არსებული წყაროებითა და გეი და ბისექსუალი კაცების ლგბტქი+ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. ასევე, ვფიქრობთ, რომ თბილისში ინფორმაციის გავრცელება უფრო სწრაფად ხდება და შესაბამისად, პირი, რომელიც ცხოვრობს თბილისში უფრო მარტივად იღებს ინფორმაციას აღნიშნული საკითხის შესახებ. ბისექსუალი კაცი, იყო ერთადერთი რესპონდენტი, რომელმაც აღნიშნულ შეკითხვაზე ღია პასუხი მოგვცა და დასძინა, რომ ,,სწორი ჰომოსექსუალური კავშირი საერთოდ არაფერს არ იწვევს და არც აქვს კავშირი ამ ყველაფერთან. მთავარია ჰიგიენის დაცვა და თავდაცვის საჭირო საშუალებების გამოყენება.“ ბუნებრივია, დაგვაინტერესა, რას გულისხმობდა საჭირო საშუალებებში და მას შემდეგ, როდესაც ეს ვკითხეთ, გვითხრა რომ: ,,რავიცი, პრეზერვატივები, ლუბრიკანტები... ძაან აუცილებელია რა... ყველგან ასე წერია, ნებისმიერი საიტი თუ ინფორმაცია, რომელიც ამას ეხება სულ ამაზე გაფრთხილებს...’’შემდეგი დებულება, რომელზე დათანხმება ან, არ დათანხმებაც ვთხოვეთ რესპონდენტებს იყო შემდეგი: ,,აივ ინფექცია ადამიანს შეიძლება გადაედოს თუ ის იყენებს სხვის მიერ გამოყენებულ შპრიცს/ნემსს’’. რესპონდენტების უმრავლესობამ, 19-მა რესპონდენტმა სწორი პასუხი დააფიქსირა და დაეთანხმა აღნიშნულ დებულებას, ხოლო 3-მა რესპონდენტმა არასწორი პასუხი აირჩია და დებულებაზე დააფიქსირა პასუხი - არა.აივ ინფექციაზე ანალიზი და მასთან დაკავშირებული საკითხებიგამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა, 19 რესპონდენტი, გამოთქვამს მზაობას, რომ ახლო მომავალში გაიკეთებს აივ ინფექციაზე ანალიზს. ხოლო 4 რესპონდენტი საჭიროდ არ მიიჩნევს ანალიზის გაკეთებას და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ანალიზის გაკეთებას არ გეგმავს. აღნიშნულიდან გამომდინარე, რესპონდენტებს, რომლებიც გამოთქვამდნენ მზაობას აივ ანალიზის გაკეთებაზე, დავუსვით შემდეგი შეკითხვა: ,,სად ისურვებდით ანალიზის გაკეთებას?’’ რესპონდენტების უმრავლესობა, 18 რესპონდენტი, ანალიზის გაკეთებას აივ ინფექციაზე ისურვებდა ორგანიზაციაში და არა საჯარო სამედიცინო დაწესებულებებში. მხოლოდ ერთმა, ბისექსუალმა კაცმა, გამოთქვა მზაობა, რომ მისთვის აზრი არა აქვს სად გაიკეთებს ანალიზს, იქნება ეს საჯარო სამედიცინო დაწესებულება თუ რომელიმე ორგანიზაცია. ჩვენი აზრით, რესპონდენტები, რომლებმაც უარი დააფიქსირეს მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ანალიზის გაკეთებაზე განიცდიან სტრესს და ჰგონიათ, რომ ანალიზის გაკეთება გამოიწვეს მათ მიმართ უარყოფით დამოკიდებულებებს სამედიცინო პერსონალის მხრიდან. ქართული საზოგადოება, ნამდვილად აკრავს დაავადებულის იარლიყს აივ დადებით ადამიანს. შესაბამისად, სტიგმატიზაციის შიში მნიშვნელოვან გავლენას თამაშობს აღნიშნული საკითხისადმი მზაობაში.აივ შიდსთან დაკავშირებული სარისკო ქცევების გამოცდილება ყველა რესპონდენტს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ კვლევაში, უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ მაინც ჰქონია ჰომოსექსუალური გამოცდილება. გამოკითხული რესპონდენტებიდან, 20 რესპონდენტს, ზუსტად ახსოვს, რომ მისი პარტნიორი იყენებდა კონდომს ანალური სექსის დროს. ორალური სექსის შემთხვევაში განსხვავებული ვითარებაა - მხოლოდ 3 რესპონდენტი გამოგვიტყდა რომ ორალური სექსის დროს იყენებდნენ პრეზერვატივს, 8 რესპონდტმა ვერ გაიხსენა, ხოლო დარჩენილმა 12-მა რესპონდენტმა თქვა, რომ ორალური სექსის დროს კონდომს არ იყენებდნენ.ის რესპონდენტები, რომლებიც ორალური სექსის დროს არ იყენებდნენ კონდომს, საკუთარ აივ ინფიცირების რისკს აფასებენ, როგორც ,,ძალიან დაბალი’’. შესაბამისად, აქაც ვაწყდებით ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემას - რესპონდენტებს არ აქვთ ინფორმაცია თავდაცვის მექანიზმების შესახებ. ყველა რესპონდენტი, კვლევის პროცესში გამოთქვამდა მზაობას, რომ დაესწრებოდა გარკვეულ ტრენინგებს ამ თემაზე და ასევე, დაახლოებით 6 რესპონდენტი გამოგვიტყდა, რომ ინტერვიუს დასრულების შემდგომ, აპირებდა ინტერნეტის რესურსების გამოყენებას, რათა შეესწავლა აღნიშნული საკითხი იმაზე დეტალურად, ვიდრე მათ ეს უკვე იცოდნენ. თუმცა, ვფიქრობთ, რომ რესპონდენტების მზაობა დაესწრნონ ტრენინგებს, განპირობებულია სოციალური სასურველობის ეფექტით.დასკვნა, რეკომენდაციებიამგვარად, კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გეი მამაკაცების უმრავლესობა უფრო მეტად ჩაკეტილი ჯგუფია, ვიდრე ბისექსუალი კაცები. ყველა მათგანს ჰქონდა ინფორმაცია აივ ინფექცია\შიდსის შესახებ, თუმცა შეინიშნებოდა გარკვეული ინფორმაციის სიმწირე, კერძოდ