Digital repository of National Parliamentary Library of Georgia
Not a member yet
576997 research outputs found
Sort by
ქეთი, აბელი, გიზო და ია
ფოტოს გადაღების თარიღი და ადგილი უცნობია.ქეთევან ბერძენიშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ჟურნალისტი. სამოქალაქო აქტივისტი. ტელეკომპანია "რიონის" (ქუთაისი) მუსიკალური გადაცემების წამყვანი 1992-1995 წლებში. რადიო "ძველი ქალაქის" ერთ-ერთი დამფუძნებელი (1995) და პროგრამების დირექტორი. 2003-2004 წწ. გაიარა "დოიჩე ველეს" აკადემიის საინფორმაციო მასალებისა და საეთერო მომზადების ჟურნალისტიკის კურსები. 2004 წლიდან გახდა რადიო თავისუფლების პროგრამა "დღეს დილით" კორესპონდენტი, შემდეგ რეგიონალური კორესპოდენტი ქუთაისში 2017-2020 წლებში. აშუქებდა სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს. ამასთან, 2004 წლიდან რადიო „ძველ ქალაქთან" თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისიდან ამზადებდა რეპორტაჟებს რადიო თავისუფლებისთვის. 2012 წელს სწავლობდა ნიდერლანდების მრავალპარტიული ინსტიტუტის "დემოკრატიის სკოლაში". 2013 წლიდან საჯარო დებატების პროექტის ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მოდერატორია ქუთაისში. 2014 წლიდან არის ორგანიზაცია "ხიდი-სოციალური ინკლუზიისთვის" გამგეობის წევრი, ასევე, "გენდერის მედიაცენტრის" დირექტორი. 2018 წლიდან არის ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის „გენდერული საბჭოს“ წევრი, ქ.ქუთაისის მერთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრი
გიზო თავაძე და მაია ტურაბელიძე
ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია. ფოტო გადაღებულია ქუთაისის ახალგაზრდობის სკვერში.მაია ტურაბელიძე (27.10.1973, ქუთაისი) - მთარგმნელი, მწერალი, პედაგოგი. 1997 წელს იტალიელ ლინგვისტთან, ლუიჯი მანტოვანისთან ერთად ნამუშევარი აქვს „ქართული ენის მცირე გრამატიკის" შედგენა-გამოცემაზე. მიღებული აქვს ლიტერატურული კონკურსის „მაჩაბელი“ ფინალისტის დიპლომი, მის მიერ თარგმნილი დინო ბუცატის მოთხრობით − "ძაღლი, რომელმაც ღმერთი ნახა"; იტალიური საგამომცემლო სახლების, კულტურის ცენტრებისა და "რომა კაპიტალეს" საბიბლიოთეკო ინსტიტუტის მიერ შექმნილ მთარგმნელთა ბაზის წევრი
საშა ჩაკვეტაძე და ვერა ჩაკვეტაძე
მარცხნიდან დგას: საშა ჩაკვეტაძე. მარჯვნიდან: ვერა ჩაკვეტაძესაშა ეპიფანეს ასული ჩაკვეტაძე. ვერა ისლამის ასული ჩაკვეტაძე