Digital Repository of Georgian Scientific Works
Not a member yet
    3428 research outputs found

    The history of the origin and development of Tbilisi restaurants

    No full text
    თემის მიზანია საქართველოში და კონკრეტულად თბილისის მაგალითზე რესტორნების წარმოშობის ისტორიის მიმოხილვა, მათზე შეგროვილი ინფორმაციის მიწოდება მკითხველთათვის, რაც თავის მხრივ წარმოადგენას შეუქმნის მის არქიტექტურულ ევოლუციაზე.The purpose of the topic is to take Tbilisi as an example in order to review the history and origination of restaurants in Georgia, to supply readers with the gathered information, which in return will familiarise them with their architectural evolution

    პერსონალური მონაცემების დაცვა ინტერეტ სივრცეში

    No full text
    ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, ინტერნეტის გამოყენება დღითიდღე სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. 21-ე საუკუნე სწორედ ინტერნეტის და ტექნოლოგიების საუკუნედ მოიაზრება. ინტერნეტი სასიცოცხლო და მამოძრავებელი ძალა გახდა საზოგადოების, სწორედ ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენს მიერ განხორციელებული მოქმედება ინტერნეტ სივრცეში ტოვებს გარკვეულ კვალს და სადღაც ფიქსირდება. ყოველდღიურად უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევა ხდება ადამიანების და მათი ქცევის შესახებ მონაცემების შეგროვება და დამუშავება. მსოფლიო საზოგადოება ყოველღიურად ახორციელებს ინტერნეტში კომუნიკაციას, ისინი იხდიან გადასახადებს, აწარმოებენ აღრიცხვებს, ეს აქტივობები კი თავისთავად პერსონალური მონაცემების გაზიარებას მოითხოვს. სწორედ ინტერნეტის განვითარება და ტექნოლოგიური პროგრესია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც წარმოშვა საჭიროება პერსონალური მონაცემების დაცვისა. პერსონალური მონაცემების დაცვამ კი უამრავი პრობლემა წარმოშვა და საჭირო გახდა მისი სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა და რეგულირება. წინამდებარე ნაშრომი მიმოიხილავს პერსონალური მონაცემების დაცვის თანამედროვე გამოწვევებსა და პრობლემებს, ასევე, გაგაცნობთ ამ საკითხთან დაკავშირებულ პრეცედენტულ საქმეებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს. ასევე, კვლევა მიმოიხილავს ევროკავშირის პრაქტიკას პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით, მის რეგულაციებს,კერძოდ : „ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია“ (GDPR) და კონვენცია პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ, ევროკავშირის მისწრაფებას უკეთ დაიცვას ადამიანების პერსონალური ინფორმაცია ინტერნეტ სივრცეში. ნაშრომის მიზანია შეისწავლოს სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით და პარალელი გავავლოთ საქართველოსთან და შევაფასოთ შესაძლებელი იქნება თუ არა მსგავსი მიდგომების განხორციელება საქართველოში, შევისწავლოთ პრობლემები და მკითხველს დავანახოთ თუ რა საფრთხეები შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს ინტერნეტში. წინამდებარე ნაშრომი არის ჩემ მიერ დამოუკიდებლად შესრულებული. ნაშრომის ის ნაწილზე, რომელიც არ წარმოადგენს ჩემს პირად ნააზრევს/დასკვებს, აკადემიური წერის სტანდარტების გათვალისწინებით, მითითებულია შესაბამისი სქოლიოები. აღნიშნული დეტალები ნაშრომს ხდის პლაგიარიზმისგან თავისუფალს.In the wake of the development of digital technologies, the use of the Internet is becoming more and more relevant. The 21st century is considered to be the century of the Internet and technologies. The Internet has become a vital and driving force for society. That is why we must remember that each our actions in the internet space leavses a certain trace and is recorded somewhere. Collecting and processing data on people and their behavior is becoming more and more important challenge every day. The world society communicates on the Internet every day, they pay taxes, keep records, etc. All these activities in themselves require the sharing of personal data. The development of the Internet and the technological progress are one of the reasons that led to the need to protect personal data. As for the protection of personal data, it has created many problems and, consequently, it became necessary to bring it into the legal framework and regulate it. The present thesis reviews the current/contemporary challenges and problems of personal data protection, harewith, introduces the precedent cases and court decisions related to this issue. The present research also reviews the EU’s practices regarding the protection of personal data and its regulations, namely: the EU General Data Protection Regulation (GDPR) and the Convention on the Proteciton of Individuals with Regard to Automatic Processing of Personal Data and the EU aspiration to better protect people’s personal information on the Internet, as well. The aim of the present thesis is to study the situation in other contries in terms of personal data protection, draw a parallel with Georgia and assess whether it will be possible to implement similar approaches in Georgia, also to explore the problems and show the readers what kind of dangers may result from their actions on the Internet. The present work is independently performed by me. The part of the paper that is not my personal opinion / conclusion, according to the standards of academic writing, has the relevant footnotes. These details make the paper free from plagiarism

    Modern Nation With Deep Ethnic Roots: Georgian Identity Over The Longue Durée

    No full text
    სტატია ეფუძნება 2021 წლის 1 ივლისს მესროპ მაშთოცის სახელობის ძველი ხელნაწერების ინსტიტუტის _ მატენადარანის მიერ ორგანიზებულ პროფესორ ჰაკობ პაპაზიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ონლაინ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩემ მიერ წაკითხულ მოხსენებას. ის გამიზნული იყო ამ კონფერენციის მასალების კრებულისათვის და გაგზავნილ იქნა კიდეც კონფერენციის ორგანიზატორებისათვის. თუმც მალევე მივიღე მატენადარანის ინსტიტუტის დირექტორის ვაჰან ტერ-ღევონდიანის წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ სტატია ვერ დაიბეჭდება, რადგან ის არ შეესაბამება მათ თემატურ ფოკუსს ანუ არ შეეხება შუა საუკუნეებს. მაგრამ ბატონი ტერ-ღევონდიანის მიერ დასახელებული მიზეზი არაა დამაჯერებელი ახსნა სტატიის უარყოფისათვის: მოხსენებების თემატიკა და ქრონოლოგია კონფერენციის ორგანიზატორების მიერ არ ყოფილა შეზღუდული, პრეზენტაცია უპრობლემოდ იქნა ჩართული კიდეც კონფერენციის პროგრამაში და საკონფერენციო წარდგინებაც შედგა. ამას გარდა, წინამდებარე სტატია, რომელიც, როგორც ითქვა, ხსენებულ მოხსენებას ეფუძნება, ეხება არა მარტო საქართველოს ისტორიის ახალ და უახლეს პერიოდს, არამედ შუა საუკუნეებსაც და ანტიკურ ხანასაც, რამდენადაც მისი მიზანია მოდერნული ქართული ნაციის ღრმა ეთნიკური ფესვების ჩვენება. ქართულ იდენტობაზე ჩემი სხვა ნაშრომებისაგან განსხვავებით ამ სტატიაში არაერთ შემთხვევაში შედარებისათვის მოხმობილია სომხური იდენტობის ისტორიის კვლევის გამოცდილება. ამიტომ ჩემთვის გამოცანად რჩება რეალურად რა გახდა კონფერენციის ორგანიზატორების მიერ სტატიის უარყოფის მიზეზი: ქართული იდენტობის ისტორიის ის რეპრეზენტაცია, რომელიც წარმოდგენილია ჩემს ნაშრომში თუ შედარებისათვის მოხმობილი მაგალითები და მკითხველმავე განსაჯოს აკადემიური ეთიკის თვალსაზრისით რამდენად მართებულია საერთაშორისო კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებაზე დაფუძნებული სამეცნიერო სტატიის რეცენზირების გარეშე უარყოფა. როგორც სათაურიც აჩვენებს ამ ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს ქართული ეროვნული იდენტობის ფორმირება როგორც ხანგრძლივი პროცესი. ავტორი იზიარებს და ეყრდნობა მოსაზრებას, რომ ერები თანამედროვე კონსტრუქტებია, თუმც ზოგიერთ მათგანს ღრმა ეთნიკური ფესვები აქვს. პრემოდერნულ კულტურულ წანამძღვრებზე დაყრდნობით მოცემული ჩვენ-ჯგუფის ელიტა ქმნის ეროვნულ ნარატივს, ე. ი. ერის იდეას, რომლის ირგვლივ კონსოლიდდებიან მოცემული ეთნიკური ერთობის წევრები და კულტურული მობილიზაციის პროცესში ეთნიკური იდენტობა გადაიქცევა ეროვნულად. ქართული ეთნიკური ერთობის არსებობა უკვე ძვ.წ. XV-XIV საუკუნეებში ხდება შესამჩნევი ამ ერთობას პოლიტიკურად წარმოადგენდა ძველი კოლხეთის სამეფო. ქრისტეს შობამდე XII და VIII საუკუნეების ასურული და ურარტული წყაროები, აგრეთვე, ძალიან მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ქართული ეთნიკურობის კოლხური პერიოდის შესახებ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV-III საუკუნეებში, როდესაც მეფე ფარნავაზმა ქართლის სამეფო დააარსა, ქართული ეთნიკური ერთობის პოლიტიკური ცენტრი გადმოვიდა აღმოსავლეთ საქართველოში. სწორედ ფარნავაზ მეფის რეფორმები იმის მაუწყებელი იყო, რომ ქართული ეთნოსის ჩამოყალიბების პროცესი შეუქცევადი გახდა. XI-XII საუკუნეებში ქართული იდენტობის განვითარების დონე საშუალებას იძლევა ვისაუბროთ წინარემოდერნული ქართველი ერის ჩამოყალიბებაზე. შემდგომ საუკუნეებში პოლიტიკურ ფრაგმენტაციას არ მოჰყოლია ქართული იდენტობის ნგრევა: სხვადასხვა ქართული პოლიტიკური ერთეულების მოსახლეობა კვლავ შეკავშირებული იყო საერთო წარმომავლობის რწმენით, საერთო კულტურისა და კოლექტიური სოლიდარობის მძაფრი განცდით XVII-XVIII საუკუნეებში მოდერნიზაციის იმპულსები ევროპიდან საქართველოში აღწევს და თავის ტვიფარს აჭდევს ქართული იდენტობის განვითარებას. XIX საუკუნის პირველ ნახევარში და შუა ხანებში გაჩნდა ქართული ნაციონალიზმის იდეოლოგია, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევარში საყოველთაო ეთნოკულტურული მობილიზაციის შედეგად, ჩამოყალიბდა თანამედროვე ქართველი ერი. XX საუკუნის მეორე ათწლეულის ბოლოს ქართული იდენტობა პოლიტიკურ ჯავშანს იძენს: ქართველები ახერხებენ შექმნან თანამედროვე ტიპის სახელმწიფო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ სახელმწიფოს როლი უზარმაზარია ქართული ეროვნული იდენტობის გამოკრისტალებაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი მალევე განადგურდა საბჭოთა რუსეთის ინტერვენციის შედეგად. საბჭოთა იმპერიაში ქართულმა იდენტობამ თითქმის მთლიანად დაკარგა ის სამოქალაქო მახასიათებლები, რაც მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში შეიძინა. ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ. ამ დროიდან ქართული ეროვნული იდენტობა თანდათან ისევ იბრუნებს მოქალაქეობრივი ერის ნიშნებს. ქართული ეროვნული იდენტობის განვითარება დღესაც გრძელდება

    საქართველოს ექსპორტ-იმპორტ-რეექსპორტის ფინანსური ანალიზი

    No full text
    წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და მნიშვნელოვანი მიმართულება როგორიცაა სახელმწიფოს ექსპორტი, იმპორტი და რეექსპორტი. განხილულია მათი მნიშვნელობა საერთაშორისო ვაჭრობის ჭრილში, ჩატარებულია ფინანსური ანალიზი, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი და შერეული მეთოდის გამოყენებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოძიებული ლიტერატურის მიმოხილვისას და ფაქტებზე დაყრდნობით ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოვლენილი და მიგნებულია მიმდინარე პროცესების წარმართვის მეთოდოლოგიის თავისებურებების უარყოფითი ზეგავლენები იმპროტის, ექსპორტისა და რეექსპორტის სფეროში. გამოვლენილი დისონანსური ფაქტორები, მათი ზემოქმედების თავისებურებებიდან და გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე კლასიფიცირებულია როგორც პრობლემა, რომელთა გადაჭრის საკითხის აუცილებლობა აქტიურად უნდა იდგეს სახელმწიფოს დღის წესრიგში. საკითხის აქტუალობას გავყავართ საკმაოდ ფართო მასშტაბებზე, ამიტომაც მისი ანალიზის შესაძლებლად სრულყოფილი სახით წარმოსადგენად, გამოვლენილი პრობლემების უკეთ და დროულად მოსაგვარებლად, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, კვლევებზე მუშაობის პროცესში აქტიურად გავცნობოდით საერთაშორისო გამოცდილებებსა და მეთოდოლოგიებს იმპორტის, ექსპორტისა რეექსპორტის სფეროში. ჩატარებული კვლევების თვისობრივმა ანალიზმა და მსოფლიო გამოცდილების მეთოდოლოგიის გაცნობამ საშუალება მოგვცა განგვესაზღვრა ჩვენი ქვეყნის სპეციფიკაციებზე მორგებული მიგნებები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება გარე ეკონომიკურ საქმიანობაში მონაწილე, მეზობელ სახელმწიფოებთან, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ურთიერთოებების განსაზღვრასა და გაანალიზებას, რათა სწორად მოხდეს საქართველოს გარე ეკონომიკური საქმიანობის მიზნების დასახვა და მათი შემდგომი წარმართვა. თანამედროვე მსოფლიოში გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მხრიდან დიდი აქცენტი კეთდება საგარეო სავაჭრო პოლიტიკის შემუშვებასთან და მის სრულყოფასთან დაკავშირებით. გამომდინარე აქედან, საგარეო ვაჭრობის ძირითადი სახეებისათვის, როგორიცაა ექსპოტი იმპორტი და რეექსპორტი, უნდა მიმდინარეობდეს პერმანენტული ხელშეწყობა შესაბამისი პოლიტიკის გატარებით. ეს სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად გვაძლევს შესაძლებლობას ქვეყანაში აქტიურ მიმოქცევაში იმყოფებოდეს უცხოური ვალუტა შესაბამისი რეგულაციების დაცვით, ეს თავის მხრივ, გრძელვადიან პერსპექტივაში, დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. ნაშრომში განვიხილავთ საქართველოს საგარეო სავაჭრო ეკონომიკურ პოლიტიკას და, აგრეთვე, წარმოგიდგენთ საგარეო ვაჭრობის დინამიკის კვლევას დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში. კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის განვითარების ტენდენციების წარმოჩენა, სამომავლო რეკომენდაციებისა და პროგნოზების ჩამოყალიბება, ქვეყნაში მდგრადი და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის წინაპირობათა დახასიათება და ანალიზი. ნაშრომში გამოყენებულია ქართველ და უცხოელ მეცნიერთა, აგრეთვე საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის მასალები და შეფასებები. საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილების განხილვის საფუძველზე მოცემულია მოსაზრებები არსებული მდგომარეობის გაუჯობესებისა და რისკების შემცირების შესახებ. განხილულია საერთაშორისო შეთანხმებები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ევროკავშირთან დადებული ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციასთან გაფორმებული შეთანხმება. დასმული საკითხების შეჯერებით კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის საშემსრულებლო მექანიზმი, რომელიც საკმაოდ მრავალკომპონენტიანია და საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან მასტიმულირებელი მიდგომების აქტიურ შემუშავებებს.Foreign trade policy is gaining more and more importance in terms of modern globalization for every country. Hence, promoting foreign trade by implementing relevant policies is a priority for our country. Together with other sources, it gives the main opportunity to the foreign currency to enter the country, which in turn has a positive impact on the country's economic growth. There will be discussed about the Foreign trade policy of Georgia in the work, also the research in the post-independence period will be presented there. The research aims to characterize and analyze the preconditions of ensuring sustainable and stable development of the country by means of demonstrating the tendencies of foreign trade development, directions research of development and forming the future recommendations and prognoses. There are used materials and evaluations of research conducted by Georgian and foreign scientists as well as international and private organizations in the work. There are presented the opinions on the improvement and risks of the existing situation on the basis of consideration the constituent parts of Georgia's foreign economic policy There are discussed about the international agreements, among them the most important is: deep and comprehensive agreement with the European Union and the agreement signed with the World Trade Organization

    Covid-19 პანდემიის გავლენა მომხმარებლის ქცევაზე მსოფლიო ბაზარზე

    No full text
    Thesis title: The impact of the Covid-19 pandemic on customer behavior on the global market. The purpose of the research is to present and demonstrate how Covid-19 or pandemics has affected consumer behavior, what has changed since it began, and what impact it may have on worldwide financial aspects, as well to compare and contrast how life was before and during the pandemic, what has changed for better or worse, and to demonstrate the human ability to adjust in difficult times, Focusing on different aspects to present it from how the unemployment rate starts to increase, to what kind products consumer start to buy more and what to buy less, the world was not ready for this kind of crisis and the changes was made during it, was so fast but peoples around the world tried to adjust to it. The thesis is divided into 4 chapters, each of which will present the relationship between the pandemic and consumer behavior and the impact on it, beginning with an introduction that explains the economic impact, with a brief definition of consumer behavior, and the relation of unemployment rate on which was based on several factors and reasons, followed by a second chapter that depicts life before and during the covid-19 (pandemic) what has been changed during it from shopping habits to new experience and trying new ways of shopping, the third chapter that depicts what consumer products become more popular during the crisis and what kind of products sales growth more than other products. The data used to form the thesis depends on Secondary sources which are collected and analyzed depending on each chapter and needs of it, while the fourth chapter contains primary data which was collected and analyzed by me during making thesis information. The fourth chapter was conducting and related to a survey I made about the Impact of Covid-19 on international students- from Economical aspects. Ending with Conclusion.კვლევის მიზანია წარმოაჩინოს, როგორ იმოქმედა კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიოში მომხმარებელთა ქცევაზე. რა შეიცვალა პანემიის პერიოდში და რა ფინანსური გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენებს ქვეყნების და ადამიანების ფინანსურ კეთილდღეობაზე. აგრეთვე, გარკვეულწილად შევადარეთ, ეკონომიკის რომელ სექტორებზე იმოქმედა პანდემიამ დადებითად და უარყოფითად. მსოფილო ეკონომიკა ცხადია არ იყო მზად მსგავსი კრიზისისათვის, ადამიანებს მოუწიათ სწრაფად ადაპტირებულიყვნენ მკვეთრ ცვლილებებზე. მნიშვნელოვნად შეიცვალა უმუშევრობის დონე, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამომხმარებლო ქცევის ცვლილებაზე. მკვეთრად შეიცვალა პრიორიტეტულ პროდუქტთა ნუსხაც. ნაშრომი დაყოფილია 4 თავად, რომლებიც მოიცავენ ქვეთავებს. პირველ თავში აღწერილია ცხოვრება/სამომხმარებლო ქცევა პანდემიამდე და მის პერიოდში. უმუშევრობა და მისი გავლენა სამომხმარებლო ქცევის თავისებურებებზე. მეორე თავში ასაულია სავაჭრო ურთიერთობების და სტატისტიკის დინამიკა კოვიდამდე და კოვიდის შემდგომ პერიოდებში. ადამიანების ქცევის ახალი თავისებურებები, ონლაინ შესყიდვის უნარები და სხვა მსგავსი აქტიოვობების ანალიზი. მესამე თავი ასახავს, თუ რომელი სამომხმარებლო პროდუქტები ხდება უფრო პოპულარული კრიზისის პერიოდში და რა სახის პროდუქციის გაყიდვები იზრდება სხვა პროდუქტების ხარჯზე. მეოთხე თავი კი მიეძღვნა ემპირიული კვლევის შედეგების დემონსტრირებას, რომელიც შეისწავლის Covid-19- ის გავლენას საერთაშორისო სტუდენტების სამომხმარებლო ქცევაზე. მათი ფინანსური და სამომხმარებლო ქცევის თავისებურებების ცვლილების ანალიზია

    ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის ძირითადი საკითხები შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ მაგალითზე

    No full text
    Financial Statements basically show the historical performance or record of the company at some previous point of time. It provides financial information that investors, creditors and analysts use to evaluate a company’s financial performance. A good deal of the information presented in a financial report is required by law or by accounting standards. The company's financial statements are important tools for senior managers to communicate past successes as well as future expectations. By publishing financial statements, management can communicate with interested outside parties, such as investors, the news media and industry analysts about its accomplishments running the company. The Financial Statements should be relevant for the purpose for which they are prepared. Unnecessary and confusing disclosures should be avoided and all those that are relevant and material should be reported to the public. They should convey full and accurate information about the performance, position, progress and prospects of an enterprise. It is also important that those who prepare and present the financial statements should not allow their personal prejudices to distort the facts. Increase in size and complexities of factors affecting the business operations necessitate a unitary approach to preparation and presentation of financial statements in modern business enterprises.ფინანსური ანგარიშგებაში მოცემულია ისტორიული ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შედეგებისა და ჩანაწერების შესახებ. მასში ასახულ ინფორმაციას ინვესტორები, კრედიტორები და ანალიტიკოსები კომპანიის შესაფასებლად იყენებენ. ინფორმაციის ძირითადი ნაწილი რომელიც წარდგენილია ანგარიშგებაში მოითხოვება კანონის ან ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მიერ. ფინანსური ანგარიშგება წარმოადგენს საშუალებას, რისი მეშვეობითაც კომპანიის უფროსი მენეჯერები აცნობენ სხვა პირებს წარსული შედეგებისა და სამომავლო მოლოდინების შესახებ. ანგარიშგების გამოქვეყნებით, მენეჯერები ამყარებენ კომუნიკაციას ისეთ დაინტერესებულ მხარეებთან როგორებიცაა: ინვესტორები, მედია, ინდუსტრიის ანალიტიკოსები და აცნობენ მათ არსებული მიღწევების შესახებ. ფინანსური ანგარიშგება უნდა იყოს შესაბამისი იმ მიზნებისთვის, რისთვისაც იგი მზადდება. არასაჭირო და ორაზროვანი ინფორმაცია უმჯობესია არ იყოს ჩართული ანგარიშგებაში და მხოლოდ შესაბამისი და არსებითი მონაცემები იყოს გამჟღავნებული მისი მომხმარებლებისთვის. ანგარიშგება უნდა ასახავდეს ყოვლისმომცველ და ზუსტ ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის შედეგების, მდგომარეობის, პროგრესის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია რომ ის პირები, რომლებიც ჩართული არიან მის მომზადებაში იყონ ობიექტურები და თავს უფლება არ მისცენ რომ პერსონალურმა მოსაზრებებმა მათზე გავლენა მოახდინოს. ბიზნეს ოპერაციების მოცულობისა და კომპლექსურობის ზრდასთან ერთად, იზრდება ერთიანი მიდგომის როლი ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საკითხებთან მიმართებაში

    International Terrorism and NATO Security Policy

    No full text
    წარმოდგენილი ნაშრომი ეხება ნატოს მნიშვნელობას საერთშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. ტერორიზმი და მისი შედეგები ერთ-ერთ უმთავრეს და ყველაზე საშიშ პრობლემას წარმოადგენს, რომლის წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას. ეს ფენომენი, ამა თუ იმ ხარისხით, ეხება როგორც განვითარებულ, ისე ჯერ კიდევ განვითარებად ქვეყნებს. 21-ე საუკუნის რეალობაა ის ფაქტი, რომ ტერორიზმი სულ უფრო მეტად უქმნის საფრთხეს ქვეყნების უსაფრთხოებას, რასაც დიდი პოლიტიკური, ეკონომიკური და მორალური ზიანი მოაქვს. ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს მისი მსხვერპლი. გასული საუკუნის განმავლობაში ტერორიზმი როგორც ფენომენი, მნიშვნელოვნად შეიცვალა. ტერორიზმს ხშირად უწოდებენ ჩვენი დროის გლობალურ პრობლემას, და მეცნიერთა და პრაქტიკოსთა პროგნოზები ტერორისტული საქმიანობის შემდგომი განვითარების შესახებ ნუგეშის მომცემი ნამდვილად არაა. საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია ტერორისტული აქტივობის ზრდით, ტერორისტების მსხვერპლთა სიმრავლისა და ტერორით გამოწვეული უზარმაზარი მატერიალური ზიანის გამო. ტერორისტული საქმიანობა თანამედროვე პირობებში ხასიათდება ფართო მასშტაბით, მკაფიოდ განსაზღვრული სახელმწიფო საზღვრების არარსებობით, საერთაშორისო ტერორისტული ცენტრებით და ორგანიზაციებით. კვლევის ობიექტი არის ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოში და ნატოს ანტიტერორისტულ პოლიტიკა. შესწავლის საგანია: ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობა და მისი გავლენა ქვეყნებზე, აგრეთვე ამ ფენომენის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. ნაშრომში განხილულია ტერორიზმის წარმოშობის წანამძრვრები, საერთაშორისო ტერორიზმის როლი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში, ასევე ნატოს ანტიტერორისტული პოლიტიკა, რაშიც მოიაზრება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის როლი საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.The paper presents the importance of NATO in the fight against international terrorism. Terrorism and its consequences are one of the major and most dangerous problems facing the modern world. This phenomenon, to one degree or another, applies to both developed and still developing countries. The reality of the 21st century is the fact that terrorism is increasingly threatening the security of countries, leading to great political, economic and moral damage. Any country, any person can become its victim. Terrorism as a phenomenon has changed significantly over the past century. Terrorism is often referred to as the global problem of our time, and the predictions of scientists and practitioners about the further development of terrorist activity are not really comforting. The international community is concerned about the increase in terrorist activity due to the large number of terrorist victims and the enormous material damage caused by terrorism. Terrorist activities in modern conditions are characterized by a large scale, the absence of clearly defined state borders, international terrorist centers and organizations. The object of research is terrorism in the modern world and NATO counterterrorism policy. Subject of study: terrorist organizations Activities and its impact on countries, as well as measures to combat this phenomenon. The paper discusses the origins of terrorism, the role of international terrorism in the international security architecture, as well as NATO's counterterrorism policy, which considers the role of the North Atlantic Alliance in the fight against international terrorism

    არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თავისებურებანი

    No full text
    მეტად აქტუალური თემაა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები. აღკევთის ღონისძიების საკითხის განხილვისას რიგი გარემოებები უნდა იქნას გათვალისწინებული, მითუმეტეს როდესაც ხდება ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან ამ დროს იზღუდება პირის თავისუფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკრეტულ საქმეზე არასრულწოვანი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების განხილვისას გათალისწინებულ უნდა იქნა ყველა გარემოება, არასრულწოვნის საუკეთესო ინტერესი, ხოლო, პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში კი სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. ნაშრომის მიზანია სოციალური ურთიერთობების მთლიანობა, რომლებიც არეგულირებენ არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის თავისებურებებს უცხო ქვეყნის კანონმდებლობაში. ასევე მის მიზანს წარმოადგენს ნათლად წარმოჩინდეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები როგორც საქართველოს კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო აქტების შესაბამისად. სამუშაოს მიზნიდან გამომდინარე, განსაზღვრულია შემდეგ ამოცანები: არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ძირითადი ცნებები; არასრულწლოვნებისთვის დანიშნული სასჯელის ტიპები; არასრულწლოვნისთვის სასჯელის შეფარდების პრინციპები; შევსწავლილია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის თავისებურებები; რომანო-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნების სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის სახეები; ანგლოს-საქსური იურიდიული ოჯახის ქვეყნებში არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებების გამოკვლევა; გაანალიზებულია არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის სახეები სკანდინავიის ქვეყნებთან მიმართებაში; გაკეთებულია შედარებითი ანალიზი. სამუშაოს სტრუქტურა განპირობებულია კვლევის დასახული პრობლემებით, დანიშნულებით, ამოცანებით და ლოგიკით. იგი მოიცავს: შესავალს, ექვს თავს, რომელშიც გაერთიანებულია რვა პუნქტი, დასკვნას და ბიბლიოგრაფიას.Issues related to preventive measures applied to juveniles in conflict with the law are a very topical issue. A number of circumstances must be taken into account when considering a measure of restraint, especially when the most severe measure of restraint is used, as this restricts a person's liberty. Therefore, when considering a measure of restraint against a juvenile accused in a particular case, all circumstances, the best interests of the juvenile, and, in the case of detention, the possibility of applying other less severe measures of restraint should be taken into account. The aim of the paper is the integrity of social relations that regulate the peculiarities of juvenile liability in foreign law. It also aims to make clear the issues related to the measures of restraint applied to juveniles in conflict with the law in accordance with both Georgian legislation and international acts. Depending on the purpose of the work, the following tasks are defined: Basic concepts of juvenile criminal responsibility; Types of punishment imposed on juveniles; Principles of sentencing a juvenile; The peculiarities of juvenile criminal responsibility under the criminal legislation of Georgia have been studied; Types of juvenile liability in the criminal law of the countries of the Romano-German legal system; To investigate the peculiarities of juvenile criminal liability in Anglo-Saxon legal family countries; The types of juvenile liability in relation to the Scandinavian countries are analyzed; A comparative analysis is done. The structure of the work is determined by the problems, purpose, tasks and logic of the research. It includes: Introduction, six chapters, comprising eight points, conclusion and bibliography

    Turkish Regional Policy And Security Issues

    No full text
    ახლო აღმოსავლეთის რეგიონში თურქული გავლენები სათავეს ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერიიდან იღებს მათი დომინანტური როლი საუკუნეებს ითვლის,ბუნებრივია პირველობის ჟინი უმალ არ ჩნდება, ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, თურქეთს კი თავისი ისტორია ნამდვილად აძლევს ამაზე ფიქრის საშუალებას, მათ მიერ ნაწარმოებმა დამპყრობლურმა ომებმა სამყაროს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს,თუმცა აუცილებლად აღსანიშნია მათი განსაკუთრებული საგარეო პოლიტიკური კურსი.ისინი საუკუნების განმავლობაში ცდილობდნენ ებატონათ არათუ რეგიონზე არამდე მთელ სამყაროზე. როდესაც ვსაუბრობთ ოსმალეთზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ პიროვნება რომლის სახელსაც უკავშირდება ამ საუკუნოვანი იმპერიის დაარსება, ოსმან I იყო ადამიანი რომელმაც შეძლო და თავის გარშემო გააერთიანა თურქული ნაცია, შემდგომში კი მოახერხა შეექმნა იმპერია რომლის სახელიც სამყაროს აღსასრულამდე იარსებებს. პირველი მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი თურქეთისათვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ეს იყო დრო, როდესაც ერთის დანაკარგი მეორესათვის მონაპოვარს ნიშნავდა. მათ სჭირდებოდათ ადამიანი გამორჩეული საგარეო პოლიტიკური ხედვით, სწორედ ასეთი აღმოჩნდა მუსტაფა ქემალ ათათურქი, რომელმაც ოსმალეთი ახალ რელსებზე გადაიყვანა და შექმნა თურქეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა. თუკი ოსმალეთზე საუბრისას ვიხსენებთ ოსმან I-ს თურქეთზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ათათურქი.Turkish influences in the Middle East region still derive from the Ottoman Empire as their dominant role dates back centuries. Naturally, the genius of the championship does not appear immediately, all this takes a long time, and Turkey's history really allows us to think about it, The wars of conquest they waged have caused considerable damage to the world. However, their special foreign policy course must be mentioned. They have been trying for centuries to dominate not only the region but the whole world. When we talk about the Ottomans we must mention the person whose name is associated with the founding of this centuries-old empire, Osman I was the man who managed to unite the Turkish nation around him, and later managed to create an empire whose name will last until the end of the world. The post-World War I period turned out to be quite difficult for Turkey. It was a time when the loss of one meant a gain for the other. They needed a man with a distinct foreign policy vision, as Mustafa Kemal Ataturk turned out to be. Which put the Ottomans on new rails and created the Independent Republic of Turkey. If we are talking about Ottomans we think about Osman I, and if we talking about Turkey we are definitely think on Ataturk

    0

    full texts

    0

    metadata records
    Updated in last 30 days.
    Digital Repository of Georgian Scientific Works
    Access Repository Dashboard
    Do you manage Open Research Online? Become a CORE Member to access insider analytics, issue reports and manage access to outputs from your repository in the CORE Repository Dashboard! 👇