Digital Repository of Georgian Scientific Works
Not a member yet
3428 research outputs found
Sort by
სოციალური სფეროს პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების სტატისტიკური ანალიზი
This work provides expenses of the Georgian budget according to its different classifications.
One gives a detailed analysis of funding of the social fields. Main directions of the social field
and dynamics of its funding during the last decade, as well as the middle-term prognosis, are
discussed.
The work discusses in detail the programs and sub-programs, being implemented within the
social field during the last years. The work analyses essential structural changes in the field of
state budget expenses. Besides, all social projects are discussed in detail and comparative analysis
is provided with the previous years.
Those directions are outlined in the conducted study, which needs more attention and critical
opinion of society is also discussed. This analysis outlines those directions, which are not
properly funded, one has evaluated the monetary funds, which are necessary for securing the
most vulnerable groups of our country, which in our opinion, will be enough to guarantee
somehow a decent standard of living for the vulnerable people.
This work provides the main programs and sub-programs, being implemented during the last
years in Georgia and to be implemented in the middle-term period in the social field, as well as
the proper budget structure, planned and implemented projects, incurred expenses and the
profit from these expenses. One has provided the influence of the world epidemic over the
structural changes of the current budget and what kind of plans are provided on the
background of the new challenges.ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს ბიუჯეტის ხარჯები, მისი სხვადასხვა
სახის კლასიფიკაციების მიხედვით. მოცემულია სოციალური სფეროს დარგების
დაფინანსების დეტალური ანალიზი. განხილულია სოციალური სფეროს ძირითადი
მიმართულებები და მათი დაფინანსების დინამიკა ბოლო ათწლეულში, ასევე,
საშუალოვადიანი პროგნოზები.
ნაშრომში დეტალურადაა განხილული ბოლო წლებში სოციალურ სფეროში
განხორციელებული პროგრამები და ქვეპროგრამები. ნაშრომში გაანალიზებულია
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სფერში განხორციელებული არსებითი ხასიათის
სტრუქტურული ცვლილებები. ასევე, დეტალურადაა განხილული ყველა სოციალური
პროექტი და წარმოდგენილია შედარებითი ანალიზი გასულ წლებთან.
ჩატარებულ კლევაში გამოკვეთილია ის მიმართულებები, რომლებიც საჭიროებენ
მეტ ყურადღებასა და განხილულია საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკული
აზრიც. ანალიზიდან იკვეთება ის მიმართულებები, რომლებიც სათანადოდ არ არის
დაფინანსებული, შეფასებულია ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოწყვლადი ფენის
უზრუნველყოფად საჭირო ფულადი სახსრების მოცულობები, რაც ჩვენი შეფასებით
საკმარისი იქნება მოწყვლადი ადამიანების მეტნაკლებად ღირსეული ცხოვრების
დონის უზრუნველსაყოფად.
ნაშრომში წარმოდგენილია სოციალურ სფეროში ბოლო წლებში საქართველოში
განხორციელებული და საშუალოვადიან პერიოდში განსახორციელებელი ძირითადი
პროგრამები და ქვეპროგრამები . შესაბამისი , ბიუჯეტის სტრუქტურა, დაგეგმილი და
შესრულებული პროექტები, მათზე გაწეული ხარჯები და ამ ხარჯებისგან მიღებული
სარგებელი. წარმოდგენილია ის, თუ რა გავლენა მოახდინა წლევანდელ ბიუჯეტის
სტრუქტურის ცვლილებაზე მსოფლიოში არსებულმა ეპიდემიამ და რა სამომავლო
გეგმები ისახება ახალი გამოწვევების ფონზე
თანამედროვე სახელმწიფოს დემოკრატიული მახასიათებლები
დემოკრატია არის სახელმწიფო მართვის ფორმა რომელიც ეკუთვნის მხოლოდ ხალხს, დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნაა თავისუფლება, რომელიც ეკუთვნის ყოველ ადამიანს განურჩევლად სქესისა, რასისა და ეთნიკურობისა, რელიგიისა, იდეოლოგიისა თუ სხვადასხვა კუთვნილებისა. დემოკრატია მმართველობის ისეთი ფორმაა როდესაც ხალხი მართავს საკუთარ თავს, სადაც ყველა თანაბარუფლებიანია, სადაც არ აქვს არავის პრივილეგიები, გადაწყვეტილება ხდება უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით, თუმცა ეს არ ნიშნავს უმცირესობის უფლებების დარღვევას, პირიქით უმრავლესობა ვალდებულია დაცული იყოს უმცირესობის უფლებები და ინტერესები, ასევე აზრის გამოხატვის თავისუფლება. დემოკრატია როგორც მმართველობის ფორმა პირველად ანტიკურ საბერძნეთში იყო.
სახელმწიფო ეს არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ხელისუფლების საშუალებით ახორციელებს უფლებამოსილებას, რომლის საშუალებითაც ხდება საზოგადოებრივი წესრიგი, ქვეყნის ერთიანობა, კანონი არის უზენაესი და მის წინაშე ყველა თანასწორია, სახელმწიფო არის მოქალაქეების უფლებების და თავისუფლების გარანტი. მოქალაქეებს უდიდესი როლი აკისრიათ დემოკრატიის განვითარებისთვის, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ დემოკრატიული კულტურა და ცოდნა, მათ ჰქონდეთ უნდა მისწრაფება დემოკრატიისკენ, და უნდა დაიცვან ის დემოკრატიული პრინციპები და ღირებულებები სახელმწიფოში რაც დემოკრატიას უნდა გააჩნდეს.
სწორედ სახელმწიფო და დემოკრატია იქნება ჩემი ნაშრომის სასაუბრო თემა, სადაც გამოვხატავ ჩემს აზრს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატია სახელმწიფოსთვის, თანამედროვე მსოფლიოში და თანამედროვე სახელმწიფოში ქვეყნების უმეტესობას მიაჩნია რომ, დემოკრატია ეს არის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი სისტემაა, სადაც მთავარი არის ხალხის ნების უზენაესობა.Democracy is a form of government that belongs only to the people, the main requirement of democracy is freedom, which belongs to every person regardless of gender, race and ethnicity, religion, ideology or different affiliations. Democracy is a form of government where people govern themselves, where everyone is equal, where no one has privileges, the decision is made in the opinion of the majority, but it does not mean the violation of minority rights, on the contrary the majority is obliged to protect minority rights and interests. Democracy as a form of government first existed in ancient Greece.
The state is a form of socio-political organization that exercises power through the government, through which public order is established, the unity of the country, the law is supreme and everyone is equal before it, the state is the guarantor of citizens' rights and freedoms. Citizens have a great role to play in the development of democracy, citizens must have a democratic culture and knowledge, they must have an aspiration for democracy, and they must adhere to the democratic principles and values in a state that democracy must have.
State and Democracy will be the topic of my paper, where I will express my opinion on how important democracy is for the state
თხილის ჯიშ „ანაკლიურის“ ბიოლოგიური და აგროტექნოლოგიური თავისებურებების შესწავლა აჭარის პირობებში
როგორც ვიცით კაკლოვნ კულტურებს შორის, თხილის მცენარე თავისი ეკონომიური მნიშვნელობით დიდ ინტერესს იწვევდა და დღესაც ყურადღების ცენტრშია, რასაც უპირველეს ყოვლისა განაპირობებს მისი ნაყოფის მრავალმხრივი გამოყენება, რომლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები ფართოდაა ცნობილი. მათ კვებით ღირებულებას განსაზღვრავს ნედლეულში ცხიმების, ცილების, ბიოაქტიურ ნივთიერებათა შემცველობა, რომელიც იცვლება მცენარის ჯიშის, ადგილმდებარეობის, ნიადაგურ-კლიმატური პირობების მიხედვით.
ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რენტაბელურ და პერსპექტიულ კულტურას წარმოადგენს თხილის ჯიში ანაკლიური, რომელიც ძირითადად გავრცელებულია სამეგრელო - გურიის რეგიონში, მაგრამ მისი მოყვანა შესაძლებელია აჭარის პირობებშიც, როგორც ერთ-ერთი მღალმოსავლიანი თხილის ჯიში.
ნაშრომში განხილულია თხილის ჯიში ანაკლიურის ბიომორფოლოგიური მახასიათებლები, მისი მოვლა-მოყვანის თავისებურებანი, ფენოლოგიური დაკვირვების შედეგები, ძირითადი სარეველები, მავნებელ - დაავადებები და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ღონისძიებები.
კვლევის სიახლე, სპეციფიკურობა და ორიგინალობა განპირობებულია იმით, რომ ჩვენს მიერ პირველად ქობულეთის პირობებში შესწავლილია თხილი „ანაკლიურის“ მცენარის ზრდა-განვითარების და მოვლა-მოყვანის თავისებურებანი.
დადგენილია აღნიშნულ საცდელ-საკოლექციო ნაკვეთში არსებული თხილის პლანტაციებში, ანაკლიურის მოვლა-მოყვანისა და ვეგეტაციური განვითარების მახასიათებლები.As is known, among the edible nuts culutres, Hazel plant has aroused great interest because of its economic importance. It is in the centre of attention till nowerdays, which is because of the versatile usage of its fruit. There are many well-known products produced as a result of processing hazelnut. Their nutritional value is determined by the level of fat, protein and bioactive compounds in the raw material. The value changes according to the type, location, soil and climate conditions of the plant.
Anakliuri is the hazelnut breed that is one of the profitable and perspective cultures and is native to Samegrelo-Guria regions, but it can be cultivated under Ajarian region conditions as well as one of the highest yielding hazelnut breed.
In the thesis is discussed biomorphological features and planting-growing characteristics of hazelnut breed Anakliuri, results of phenological studies, common weeds, diseases and effective methods of fighting against them.
The innovation and the originality of the research is due to the fact that we studied pacularities of growth-development and care-cultivation of hazelnut „Anakliuri” for the first time under Kobuleti conditions.
The characteristics of care-cultivation and vegetation development of the hazelnut breed „Anakliuri” has been established on the experimental land of hazelnut plantation
ინტერაქტიული პრეზენტაცია, როგორც სასწავლო მეთოდი
წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსისტეტის განათლების მაგისტრანტ ნუცა ცინარიძის ნაშრომში ,,პრეზენტაცია, როგორც სასწავლო მეთოდი,, აღნიშნულია, რომ სასწავლო პროცესის ეფექტიანობისთვის, მოსწავლეთა გასააქტიურებლად და სწავლების ხარისხის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში ინტერაქტიული პრეზენტაციის შექმნა და გამოყენება. სწავლების სხვადასხვა ეტაპზე მასწავლებელს სჭირდება გასცდეს სახელმძღვანელოს ჩარჩოებს, შექმნას სწავლების განსხვავებული სტილი, შექმნას სასწავლო რესურსი და დანერგოს თანამედროვე სტილი.
თემის მიზანია მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და სწავლების ხარისხის ასამაღაღლებლად ინტერაქტიული პრეზენტაციის, როგორც სასწავლო მეთოდის, შექმნის ეფექტიანი ონლაინპლატფორმების შერჩევა, რეკომენდაციების შეთავაზება ონლაინპრეზენტაციის გამოსაყენებლად.
კვლევის ამოცანების შესაბამისად შერჩეული კვლევის მეთოდები განაპირობებს მიღებული შედეგების სანდოობას.
კვლევის მეცნიერული სიახლეა სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის ინტერაქტიული პრეზენტაციის შექმნისა და გამოყენების მნიშვნელობის დასაბუთება და რეკომენდაციების შეთავაზება დასახელებული მეთოდის გამოსაყენებლად.
სამაგისტრო ნაშრომის კვლევის მეთოდოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს განათლების ექსპერტთა მიერ წარმოდგენილი მასალები, ნაშრომები, სახელმწიფო უწყების ოფიციალური მონაცემები.
მასალები წარმოდგენილია რეკომენდაციების, ნიმუშების სახით, რაც ამაღლებს მის პრაქტიკულად გამოყენების შესაძლებლობას.
ნაშრომის გამოყენება შეუძლია მასწავლებლებს, განათლების ბაკალავრიატის, მასწავლებლის პროგრამის სტუდენტებსა და ლექტორებს.
ნაშრომი შედგება 2 თავის, 9 პარაგრაფის, კვლევის, დასკვნებისა და ლიტერატურის დასახელებისაგან
ტერორიზმის ხასიათი და სახელმწიფოთა თანამშრომლობა
ნაშრომი, ტერორიზმის ხასიათი და სახელმწიფოთა თანამშრომლობა, შედგება შესავალის, ორი თავის, თორმეტი ქვეთავის და დასკვნისაგან.
ნაშრომის პირველ თავში განხილულია ტერორიზმის კონცეფციის ფორმირება და დეფინიცია, ტერორიზმის კრიმინოლოგიური კლასიფიკაცია, ტერორიზმი სოციალურ კონფლიქტთა სპექტრში, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო, ასევე ინსტიტუციური მექანიზმები.
აღნიშნულია, რომ ტერორიზმის კლასიფიკაცია ემყარება ამა თუ იმ ასპექტის ამსახველ სხვადასხვა კრიტერიუმებს.ამის გათვალისწინებით კი მისი მრავალრიცხოვანი ჯგუფი შეიძლება არსებობდეს ვ.ვ. უსტინოვის მიიჩნევს, რომ კლასიფიკაციის სიმრავლე იწვევს იმ ფაქტს, რომ ხშირად შეუდარებელი ცნებები ერთ რიგში ერთნაირი მნიშვნელობით შეიძლება მოიაზრებოდეს, მართალია ტერორიზმის ბუნების მრავალფეროვნების გამო, მისი მრავალრიცხოვანი გამოყოფა შესაძლებელია.
ნაშრომის მეორე თავში, საერთაშორისო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ განხილულია საერთაშორისო თანამშრომლობა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო თანამშრომლობა სისხლის სამართლის საქმეებში: ანტიტერორიზმი - კონტექსტი და მიმოხილვა, საქართველოს მონაწილეობა ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში, ინსტიტუციური ზედამხედველობის, ანგარიშვალდებულებისა და სტრატეგიის გადახედვის მექანიზმები საქართველოში, სისხლის სამართლის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმები, ექსტრადაცია, საერთაშორისო თანამშრომლობა.
ტრანსნაციონალური ხასიათის გამო, ტერორიზმი, ისევე როგორც ყველა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული, სერიოზულ პრობლემებს უქმნის ეროვნული მართლმსაჯულების სისტემებს. ეროვნული სასამართლოები განიხილავენ დამნაშავეებს, ვინაიდან არ არსებობს საერთაშორისო სასამართლო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ტერორიზმის საქმეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოცემულია ისეთი ელემენტები, რომლებიც წარმოადგენს დანაშაულებს, რომელთა კომპეტენციაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო განეკუთვნება.
ნაშრომი სრულდება დასკვნით.The paper, The Nature of Terrorism and the Cooperation of States, consists of an introduction, two chapters, twelve subsections, and a conclusion. The first chapter of the paper discusses the formation and definition of the concept of terrorism, the criminological classification of terrorism, terrorism in the spectrum of social conflicts, the legislative and institutional framework, as well as institutional mechanisms.
It is noted that the classification of terrorism is based on various criteria reflecting this or that aspect. Given this, its numerous group may exist in V.V. Ustinov believes that the multiplicity of classifications leads to the fact that often incomparable concepts can be thought of in the same sense with the same meaning, although due to the diversity of the nature of terrorism, its multiple separations are possible.
The second chapter of the paper discusses international cooperation against terrorism. International cooperation in the fight against international terrorism. Forms, extradition, international cooperation.
Because of their transnational nature, terrorism, like all transnational organized crime, poses serious problems for national justice systems. National courts try criminals, as there is no international tribunal that has jurisdiction over terrorism cases, unless there are elements that constitute crimes that fall within the jurisdiction of the International Criminal Court.
The paper concludes
მარტოობის ნეორომანტიკული განცდა გალაკტიონ ტაბიძის ლირიკაში
საქართველოს პოეზიის მეფისა და მეტრის, გალაკტიონ ტაბიძის, ლირიკულ მემკვიდრეობას საპატიო ადგილი უჭირავს ქართულ ლიტერატურაში, მასთან ზიარება დიდი პატივია, სრულყოფილი აღქმა - ურთულესი პროცესი, ანალიზი კი - უდიდესი პასუხისმგებლობა. ამ დიდი შემოქმედის ჭეშმარიტად ქართული, ეროვნული პოეზია გამოირჩევა ერის ჭირ-ვარამის შეგნებითა, ღრმა იდეურობით, ეროვნული ლექსის ტრადიციებისადმი ერთგულებით, ხალხური ზეპირსიტყვიერების პოეტური საგანძურის ორიგინალური გამოყენებით. წინაამდებარე ნაშრომში ყურადღება გამახვილებული გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში თავჩენილ მარტოობის ნეორომანტიკული განცდის გამომხატველ ლექსებზე და ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მარტოობა შემოქმედისთვის მხოლოდ სალექსო თემა როდია. ეს ის გრძნობადი ნიადაგია, რომელის გათვალისწინებითაც გაიაზრება მთელი მისი პოეზია. სწორედ ამ მოსაზრების შეძლებისდაგვარ დასაბუთებას წარმოადგენს ჩვენი სამაგისტრო ნაშრომიც.The lyrical legacy of Galaktion Tabidze, the King and Meter of Georgian Poetry, has an honorable place in Georgian literature, communion with him is a great honor, perfect perception - the most difficult process, and analysis - a great responsibility. Truly Georgian, national poetry of this great creator is distinguished by the consciousness of the nation's suffering, deep ideology, devotion to the traditions of national poetry, the original use of the poetic treasure of folklore.
The present paper focuses on Galaktion Tabidze's poems expressing the neo-romantic feeling of loneliness in his poetry and emphasizes that loneliness is not just a textual theme for the creator. It is the tangible ground by which all his poetry is understood. Our master's thesis is the best possible proof of this opinion
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა-საქართველოში და განვითარებულ ქვეყნებში
ბიზნესის განვითარების მაჩვენებლები ადასტურებს ეკონომიკის ამ სექტორის სერიოზულ პოტენციალსა და სიცოცხლისუნარიანობას ქვეყნის მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს სოციალური პრობლემების გადაწყვეტას. საერთოდ, ბიზნესი გარკვეულ სოციალურ და პოლიტიკურ გარემოში წარიმართება, მას არ შეუძლია საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფა. სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების გამოყენება ამაღლებს სამეწარმეო გარემოს სიცოცხლისუნარიანობასა და ეფექტიანობას.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღონისძიებებს გააჩნიათ დიდი ხნის ისტორია. ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებს, აქტიურად უერთდებიან განვითარებადი ქვეყნებიც. საზოგადოებისათვის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ეს უფრო ფარული სეგმენტაციის მქონე შრომის ბაზრის ახალი ტიპის პოლიტიკური სახეა. მუდმივად განიცდიდა ტრანსფორმაციას საზოგადოებრივი შეხედულებები ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის საზღვრებზე. ტექნოლოგიური განვითარების დონე, ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა და საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური პროცესები ზეგავლენას ახდენდა მათ ფორმირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ-დემოკრატიული მოდელის ქვეყნები ხასიათდება ქონებრივი მდგომარეობით, სოციალური სტატუსისა და შრომითი წვლილის მიხედვით, საზოგადოების ყველა წევრის თანასწორობის პრინციპი განსაზღვრულია მათი სოციალური პოლიტიკით.Business development indicators confirm the serious potential and viability of this sector of the economy across the country, which will help to solve social problems. Generally, a business will operate in a certain social and political environment, it cannot neglect the interests of the society. Applying the principles of social responsibility increases the viability and efficiency of the entrepreneurial environment.
Corporate social responsibility measures have a long history. Economically developed countries are actively joined by developing countries. Social responsibility of business for the society, it is a new type of political face of the labor market with more hidden segmentation. Constantly undergoing a transformation of public views on the boundaries of business social responsibility. The level of technological development, the economic situation of the countries and the ongoing social processes in the society influenced their formation. Although the countries of the social-democratic model are characterized by property status, social status and labor contribution, the principle of equality of all members of society is determined by their social policies
Title of the dissertation: Literary heritage of Goderdzi Chokheli
პრობლემა აქტუალურია, გამომდინარე იქიდან, რომ გოდერძი ჩოხელის შესახებ ღირებულ გამოკვლევათა რიცხვი საკმაოდ მწირია. არადა მისი მრავალმხრივი შემოქმედების განხილვა და მკითხველის წინაშე წარმოჩენა, ერთდროულად საშური საქმეცაა და გამოწვევაც ქართული ლიტერატურის მკვლევართათვის. მიგვაჩნია, რომ მწერალი და კინორეჟისორი, მიუხედავად ხალხის სიყვარულისა, არ არის სათანადოდ აღქმული და დაფასებული. მისი ღრმად ფილოსოფიური ლიტერატურული მემკვიდრეობიდან ქართული საზოგადოება ძირითადად მსუბუქ, იუმორისტულ ნაწილს იცნობს. თუმცა მწერლის ნაწარმოებები შეიცავს უფრო სერიოზულ, გაცილებით მნიშვნელოვან პლასტებს, რომელთა გათვალისწინების გარეშე, პრეტენზია მხოლოდ ზედაპირის ცოდნაზე შეგვიძლია ვიქონიოთ. გოდერძი ჩოხელს მკითხველისა და მაყურებლის წინაშე გამოაქვს და ამუშავებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ღმერთის ადგილი და როლი სასოწარკვეთილ საზოგადოებაში, სამშობლოს თემა, ადამიანის თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის პრობლემა, სიკეთისა და ბოროტების მარადიული დაპირისპირება, ტრადიციები და მათ მნიშვნელობა ერის თვითგამორკვევის საქმეში, ადამიანის დამოკიდებულება ბუნებასთან, ინდივიდის ბრძოლა საკუთარ თავთან მისასვლელად და ა. შ. შემოქმედი თვითონვე იმეორებდა ინტერვიუებსა და წერილებში, რომ იმაზე უნდა წერო, რაც კარგად იცი, რამაც შენს სულში გაიარა და კვალი დატოვა. ჩვენი არჩევანიც საკვლევ თემასთან დაკავშირებით გარკვეულწილად იმან განაპირობა, რომ მეტ-ნაკლებად ვიცნობთ მწერლის გარემოს, რაც საშუალებას გვაძლევს შიგნიდან დავინახოთ და ავხსნათ ზოგიერთი საკითხი.The considered problem is relevant due to the fact that the scope of valuable research focused on Goderdzi Chokheli is quite small. However, discussing his multifaceted work and presenting it to the readers is both an enviable task and a challenge for the researchers of Georgian literature. We believe that the writer and filmmaker, despite being loved by the people, is not properly understood and appreciated. Out of his mostly deeply philosophical literary heritage, the Georgian society is mostly familiar with its light-hearted, humorous part. However, the writer's works contain more serious, and much more important layers, without considering which we can only claim knowledge of solely its surface. Goderdzi Chokheli brings up to the readership and audience, and addresses issues such as: God's place and role in a desperate society, the theme of the homeland, the problem of human freedom and responsibility, the eternal confrontation between good and evil, traditions and their importance in the self-determination of the nation, human dependence on nature, struggle of an individual to approach oneself, and so on. The author has himself repeated in interviews and essays that you should write about what you know well, what has moved through your soul and has left a mark. Our choice of the research topic was partly due to the fact that we are quite familiar with the writer's native environment, which allows us to see and interpret some issues from the insider’s perspective
Small Business Development Trends in Georgia
ჩვენს მიერ საკვლევი სამაგისტრო ნაშრომი „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტენდენციები საქართველოში“ შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიებს და სახელმწიფოს როლს ამ პროცესებში. ჩვენი მიზანი გახლდათ შეგვესწავლა მცირე და საშუალო ბიზნესის სტრუქტურა და ეკონომიკური მახასიათებლები საქართველოში. შესაბამისად, ჩვენს მიერ საკვლევი თემა აქტუალურად მიმაჩნია. ჩატარებული კვლევის ამოცანაა ჩვენება იმისა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფს მცირე ბიზნესისათვის გასაღების ბაზრის ფორმირებას, აჩქარებს კაპიტალის დაგროვების პროცესს, ამყარებს კონკურენტუნარიანობას. ქართულ რეალობაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ფართოდ უნდა იქნეს გამოყენებული განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში კარგად აპრობირებული და ისეთი ეფექტური ინსტრუმენტები, როგორიცაა ფრანჩაიზინგი და ლიზინგი. ჩატარებული კვლევის საგანია განვითარებული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების და პოსტსაბჭოთა სივრცეში მყოფი სახელმწიფოების გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში. კვლევის ობიექტია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქსტატის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია და სტრატეგიული გეგმები. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის ძირითად შედეგად ვამტკიცებთ მას, რომ ეკონომიკური საქმიანობის ხასიათის მრავალგვარობიდან, აგრეთვე, ორგანიზაციულ-სამართლებრივი და ორგანიზაციულ–საკუთრებითი ფორმებიდან და სხვა ნიშნებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეობის ფუნქციონირების სფერო არ შემოისაზღვრება ეკონომიკის რომელიმე დარგით და საკუთრების ამა თუ იმ ფორმით. მცირე საწარმოები შეიძლება მოქმედებდეს ნებისმიერ დარგსა და სფეროში; ის შეიძლება შეიქმნას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში და ემყარებოდეს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო და კომერციულ, ჯგუფურ ან შერეულ საკუთრებას. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის სიახლე გახლავთ ჩვენება იმისა, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ფაქტიურად ჯერ კიდევ ყალიბდება ეს სექტორი; იხვეწება მცირე და საშუალო მეწარმეობის როგორც სექტორული ისე დარგობრივი სტრუქტურაც. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ითვლება საბაზრო ეკონომიკის ერთ-ერთ პერსპექტიულ მიმართულებად. ეკონომიკის ეს სექტორი უფრო დინამიურად რეაგირებს კონიუნქტურის შეცვლაზე, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობს საშუალო კლასის ფორმირებას, ე.ი. აფართოვებს გასატარებელი რეფორმების სოციალურ ბაზას. ასეთი სოციალური ბაზის საყრდენის გარეშე საბაზრო რეფორმები განწირულია, ხოლო საკითხი მათი შეუქცევადობის შესახებ მუდამ ეჭვის ქვეშ იქნება.The master's thesis "Trends in the development of small business in Georgia" is devoted to the development of strategies for the development of small business and the role of the state in this process. Our goal was to study the structure of small business and economic characteristics in Georgia. Therefore, I believe that the topic of research is relevant to us. The task of the study is to show that state support for small businesses is an important tool that provides small businesses in the market to accelerate the process of capital accumulation, enhance competitiveness, the Georgian reality, the development of small business in the area to be used in developed countries on the door. and an effective tool, such as franchises and leasing. Study of research conducted by states with developed economies and post-Soviet countries in the field of small business. The aim of the study is the Ministry of Economy and Sustainable
Development, as well as statistical information and strategic plans for the official verbs of Geostat. As a result of our research, we have proved that, because of the nature of economic activity and organizational legal and organizational-property forms and other characteristics, the function of small business is not limited to any sector of the economy and any form of property. Small enterprises can be applied in any field and on the ground; They can be created both in the private and public sectors and are based on private, public and commercial, group or mixed ownership. A study of our research has shown that this sector still appears as a factor in Georgia, as in other post-Soviet countries; Entrepreneurship in both the small and small sectors is also a sectoral and sectoral structure. The development of small business is seen as one of the prospects for a market economy. This sector of the economy dynamically reacts to changes in the situation, creates additional jobs, promotes the formation of the middle class, ie, extends the social base of reforms. Without such a social base, market reforms are doomed, and the question of their irreversibility will always be questioned
„სომხების დასი“ და კრწანისის ბრძოლა ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის მიხედვით
ქართველი და სომეხი ერები საუკუნეების მანძილზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ. თანაცხოვრების ხანგრძლივი პერიოდი არ ყოფილა ერთგვაროვანი – ისტორიამ შემოგვინახა როგორც ამ ორი ერის თანამშრომლობისა და მეგობრობის ამსახველი მომენტები, ისე მათ შორის მიმდინარე დაპირისპირებისა და მტრობის ფაქტები.
XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ერთმანეთს ქართველთა და სომეხთა პოლიტიკური ინტერესები და მისწრაფებები. წინამდებარე ნაშრომი სწორედ ამ მოვლენების გაშუქებას ისახავს მიზნად.
ნაშრომში, ერთის მხრივ, გაშუქებულია ქართლ-კახეთის სამეფოში XVIII საუკუნის შუა ხანებიდან მიმდინარე პროგრესული ძვრები, რამაც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დაწინაურება გამოიწვია; მეორე მხრივ, გაანალიზებულია ის უარყოფითი როლი, რაც ქართლ-კახეთსა და მის მეზობლად მცხოვრებ სომეხთა გარკვეულმა წრეებმა ითამაშა ქართლ-კახეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში (განსაკუთრებით, რუსეთთან მიმართებაში). „სომხების დასის“ საქმიანობა, ძირითადად, ქართველი მწერლისა და ისტორიკოსის, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ნაშრომებზე დაყრდნობით არის შესწავლილი.
ნაშრომში გარკვეული ადგილი აქვს დათმობილი, აგრეთვე, სომეხი ერის სასულიერო და პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის – კათოლიკოს სიმეონ ერევანცის პიროვნებას.For centuries Georgian and Armenian nations lived side by side. The period of living together was not homogeneous. Throughout the history we can find out the examples of cooperation of these two nations, also the facts of controversy and enmity.
In the end of XVIII century there was disagreement within political interests and views between Georgian and Armenian people. The aim of the pervious work is to review these events.
On the one hand this work represents the progress of Kartl-Kakheti kingdom in the middle of XVIII century This progress caused political and economical power of the country. On the other hand here is analized the negative role of Armenian distinct groups in Kartl-Kakheti political life (especially in reference to Russia). The activities of “Armenian Dasi” is studied according to the works of Georgian writer and historian Aleksandre-Jambakur Orbeliani.
In this work is also revied the personality of catholicos Simeon Erevantsi, who was one of the important representative of Armenian theological and political spectrum