Digital Repository of Georgian Scientific Works
Not a member yet
3428 research outputs found
Sort by
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და განახლებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს როგორც ნოვატორული პროდუქციის შექმნას, სარისკო საქმიანობის წამოწყებას და ძიებას შესაბამისი ბაზრისა სადაც შესთავაზებს მომხმარებელს სიახლეებს, შესაბამისად აღნიშნულის თანმდევი პროცესია ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების ღონისძიებების გატარება.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნეს სუბიექტების სოციალური პოზიციონირების საშუალებას, რაც კომპანიას უქმნის პროგრესული ორგანიზაციის იმიჯს და იმისთვის რომ ბიზნეს საქმიანობა იყოს წარმატებული და განვითარებადი და ამიტომ უნდა მოერგოს ქვეყნის ეკონომიკასა და პოლიტიკას. წვლილი შეიტანოს სოციალური პრობლემების აღმოფხვრაში. ვინაიდან ბიზნეს საქმიანობა მორგებულია ქვეყანაში არსებულ სიტუაციასა და მიმდინარე ფაქტორებზე.
ეკონომიკის ერთ-ერთ პრობლემას წარმოადგენს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება, ვინაიდან ბიზნეს სუბიექტები უმნიშვნელოვანეს სოციალურ ჯგუფს წარმოადგენენ, რომელთაც საკუთარი აგებულება აქვთ და სწორედ ამ მიზეზის გამო ეკონომიკის ერთ-ერთი საჭირბოროტო ამოცანაა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება.
ნაშრომი წარმოადგენს საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს განვითარებისა და ხელშეწყობის განხილვას და აგრეთვე სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს. აღნიშნული თემის აქტუალურობას კი განაპირობებს ის რომ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება დადებით ზეგავლენას ახდენს საქართველოს მდგრად განვითარებაზე და რადგან ქვეყანაში არის ცვლადი ბიზნეს გარემო და ასევე მიმდინარე პერიოდში თან დაერთო კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენა, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის დახასიათება და სწორი ნაბიჯების გადადგმა.Business is the most important factor for the development and renewal of the country's economy, which in turn means creating innovative products, launching risky activities and searching for a relevant market where it will offer customers innovations, therefore the accompanying process is to take measures to increase business social responsibility.
Corporate social responsibility is a means of positioning the company socially, which gives the company the image of a progressive organization and for the business to be successful and developing and therefore must adapt to the country’s economy and policies. Contribute to the elimination of social problems. Because the business activity is adapted to the situation in the country and the current factors.
One of the problems of the economy is to increase the social responsibility of business, as business entities are the most important social group that has its own structure, and for this reason one of the most important tasks of the economy is to increase the social responsibility of business.
The paper discusses the development and promotion of the existing business environment in Georgia, as well as important issues related to raising social responsibility. The urgency of this topic is due to the fact that the development of corporate social responsibility has a positive impact on the sustainable development of Georgia and because the country has a changing business environment and the current impact of coronavirus (COVID-19), it is especially important to characterize the current situation and take the right steps
საინვესტიციო პროექტების ეფექტიანობის შეფასება
კაპიტალის გადინება გლობალურ სამყაროში სხვადასხვა ტენდენციებით ხასიათდება, ეს ტენდენციები ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, სწორედ რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს ინვესტიციებს და სწორად გათვლილ საინვესტიციო პროექტებს. პროექტების ფორმირება გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსათვისაც აქტუალური და ხშირ შემთხვევაში აუცილებელიც ხდება.
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ინვესტიციებთან, კერძოდ საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები. დახასიათებულია ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ის ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ საინვესტიციო პროექტების განვითარებაზე, აღწერილია თუ როგორ მოქმედებს საინვესტიციო პროექტები ქვვეყნის ეკონომიკაზე. განხილულია, თუ როგორი ეფექტიანობით ხასიათდება ინვესტიციები და მასთან დაკავშირებული საინვესტიციო პროექტების შეფასების მეთოდების თავისებურებანი, მისი განვითარების პრობლემები და შესაძლებლობები საქართველოში.
სამაგისტრო ნაშრომში ასევე განხილულია ინვესტიციების დაფინანსების წყაროები, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გათვალისწინებით არსებული და პოტენციური ინვესტიციები მათი მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის. შევეცადეთ მოგვეხდინა ქვეყანაში არსებული მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხილვა, ადგილობრივი ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყანაში სასურველი საინვესტიციო გარემოს პირობების განსაზღვრა-დასაბუთება, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს განვითარებას.
ნაშრომში მოცემულია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ესმით საზოგადოებას ინვესტიციები და მასთან დაკავშირებული მოვლენები, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები და აგრეთვე თუ როგორი საინვესტიციო გარემოა საქართველოში ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის.Capital outflow is characterized by various tendencies in the global world. These tendencies have significant impact on a country’s economy. That is exactly the investments and accurately calculated investment projects that make a great contribution into the development of the country’s economy. Formation of such projects is becoming actual and even necessary in many cases for the countries with transitional economy, including Georgia.
Theoretical and practical issues related to the investments, particularly to the investment projects are discussed in this Master Thesis. The investment climate of the country and the factors which have impact on the development of the investment projects are described. It describes how the investment projects affect the country’s economy. It discusses the efficiency the investments have and the features of assessment methods of the investment projects related to them, problems and opportunities of its development in Georgia.
The Master Thesis also discusses the sources to finance the investments, existing and potential investments considering the investment climate of our country, and their importance for the development of the country’s economy. We tried to discuss the large investment projects existing in the country, to determine-substantiate the conditions of the preferred investment environment to attract the local investments, which significantly determines the development of the investment environment of the country.
The Thesis provides a research on how the society understands investments and the events related to them, their pros and cons and also what kind of investment environment is there in Georgia for the local and foreign investors
შვილად აყვანის აქტულური საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაცია
საქართველოში შვილად აყვანა საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობას განეკუთვნება, საკანონმდებლო დონეზე კი საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი და საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“.
მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ერთ–ერთ პრიორიტეტულ საკითხად მშობლის მზრუნველობა მოკლებული ბავშვების უფლებების დაცვა და მათი ოჯახში განთავსებაა, რაც ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. შვილად აყვანის ინსტიტუტი იმ საოჯახო-სამართლებრივ ნორმათა ერთობლიობაა, რომელიც არეგულირებს შვილად აყვანის წესსა და პირობებს, რომელსაც დაემატა შედარებით ახალი ინსტიტუტი მინდობით აღზრდა, მიღებულ იქნა ახალი საკანონმდებლო აქტი, რომელიც შვილად აყვანასთან ერთად ითვალისწინებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახში ინტეგრირების კიდევ ერთ ფორმას - მინდობით აღზრდას.
გაფართოვდა მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შვილად აყვანის მსურველი პირი, დაწესდა დამატებითი მოთხოვნები გასაშვილებელი და შვილად ამყვანი პირებისათვის, შეიცვალა მათი აღრიცხვისა და რეგისტრაციის წესები. საყურადღებოა ქართული საკანონმდებლო მასალის და საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი, რომელიც კარგად წარმოაჩენს იმ ხარვეზებს, რაც გააჩნია შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივ ასპექტებს. შესაბამისად ნაშრომში განხილულია ამ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობის ცნების, სამართლებრივი ბუნების, წარმოშობის, განვითარებისა და არსებული პრობლემური საკითხების კვლევისა და გამოსწორების გზები.
შვილად აყვანის პროცესში იკვეთება სახელმწიფოს მონაწილეობის სფეროს გაზრდის ტენდენცია. აღნიშნული ამძაფრებს იმ კითხვების აქტუალობას, თუ რით ხელმძღვანელობდა კანონმდებელი შვილად აყვანის კონფიდენციალურობის დაცვის მარეგულირებელი ნორმების შემუშავებისას, ასევე შვილად აყვანის შეწყვეტის ფორმების გაუქმების და ბათილობის გაიგივეობისას.
საყურადღებოა ქართული საკანონმდებლო მასალის და საკანონმდებლო პრაქტიკის ანალიზი, რომელიც კარგად წარმოაჩენს იმ ხარვეზებს, რაც გააჩნია ამ კუთხით შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივ ასპექტებს. შესაბამისად ნაშრომში განხილულია საოჯახო- სამართლებრივი ურთიერთობის ცნების, სამართლებრივი ბუნების, წარმოშობის, განვითარებისა და არსებული პრობლემური საკითხების კვლევისა და შესაძლო ცვლილებების გზები.Adoption in Georgia is a family legal relationship, and at the legislative level, this issue is reg-ulated by the Civil Code of Georgia and the Law of Georgia on Adoption And upbringing in foster families. In almost all countries of the world, including Georgia, one of the priority issues is the protection of the rights of children deprived of parental care and their integration into the family, which is a constitutional right in our country. The Institute of Adoption is a set of family law norms governing the rules and conditions of adoption. to which a relatively new institution of foster care was added. In foster care, the requirements for a person wishing to adopt a child have been expanded, additional requirements have been established for adopted persons, and the rules for their registration have been changed.
It is necessary to pay attention to the analysis of the legislative material and legislative practice of Georgia, which clearly shows the shortcomings of the legal aspects of adoption and foster care in this regard. Accordingly, the article discusses the concept of family legal relations, the legal nature, origin, development and methods of research and correction of existing problematic issues in the process of adoption. The above enhances the relevance of what the legislator was guided by when developing the rules governing the protection of confidentiality of adoption, as well as the abolition of the forms of termination of adoption and equalization of invalidity.
A thorough analysis of the legislative material and legislative practice of Georgia, which well illustrates the shortcomings of the legal aspects of adoption and foster care in this regard. Accordingly, the article discusses the concepts of this family - interaction, nature, production, development and other problematic issues that need to be investigated and how to fix them. Adoption is a widespread practice in the modern world. As long as children are members of a protected community, adoption is an expression of a kind of humanity. Realization and protection of the rights of the child is the primary task of any developed state
საოჯახო დავების განხილვის საპროცესო სამართლებრივი თავისებურებანი არასრულწლოვანის ინტერესების დაცვის ჭრილში
არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა საერთაშორისო და აქედან გამომდინარე, ყოველი კონკრეტული სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფუნდამენტური სტანდარტია. მნიშვნელოვან, საერთაშორისო დოკუმენტს, რომელიც არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებთან დაკავშირებულ ყველა საკითხს ამომწურავად გვთავაზობს ,,ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია'' წარმოადგენს. აღნიშნული კონვენციის თანახმად, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ერთხმად აღიარებენ ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედის მნიშვნელობას კაცობრიობის წინაშე. ოჯახის განსაკუთრებულ წევრებს ბავშვები წარმოადგენენ, რომელთა აღზრდასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე, მათ საჭირო დაცვასა და ხელშეწყობაზე, პასუხისმგებლობას როგორც არასრულწლოვანის მშობლები და მისი ოჯახის წევრები, აგრეთვე სახელმწიფო კისრულობს , ბავშვი მისი პიროვნების სრულფასოვანი განვითარებისათვის უნდა იზრდებოდეს ოჯახურ გარემოცვაში, ბედნიერების, სიყვარულისა და გაგების ატმოსფეროში. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, რომლებიც არასრულწლოვანთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დარღვევას უკავშირდება. სახელმწიფო ამ დროს განსაკუთრებული პასუხიმგებლობის მატარებელ სუბიექტად გვევლინება. არასრულწლოვანის უფლებებთან დაკავშირებული თითოეული საკითხი გულისხმიერებას და ასეთი უფლებების დარღვევის განსაკუთრებულ შესწავლას მოითხოვს. შესაბამისად, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე სასამართლო ხელისუფლება ჩართულია საზოგადოების ამ მნიშვნელოვანი წევრების ინტერესთა დაცვის პროცესში. საოჯახო დავები სფეციფიურობით ხასიათდება, რაც განსაკუთრებით არასრულწლოვნების უფლებებსა და ინტერესებთან დაკავშირებული საქმეების განხილვის დროს ვლინდება .
ნაშრომში განხილული საკითხები შეეხება საერთაშორისო სამართლებრივ დებულებებს, რომელთა შესაბამისადაც მეტნაკლებად სისრულეშია მოყვანილი საქართველოს მოქმედი, რეალობის ამსახველი კანონმდებლობა. ჩემი ამ საკითხისადმი ინტერესი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ მიუხედავად არასრულწლოვანის კოდექსის არსებობისა , საპროცესო სამართალში მაინც , რჩება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს მათ ინტერესებზე.
აღნიშნული ნაშრომი მოიცავს დოგმატიურ და ნორმატიულ კვლევის მეთოდებს. ასევე გამოყენებულია, შედარებით-სამართლებრივი კვლევის მეთოდი, რომლის მიზანია საერთაშორისო სამართლებრივი და ქვეყნის შინადახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ურთიერთშედარება და აღნიშნულიდან გამომდინარე პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის მოძიება.ზოგადმეცნიერული მეთოდი, მცირე ისტორიული ასპექტების გათვალისწინებით წარმოადგენს მოცემული ნაშრომის მეთოდოლოგიური კვლევის საფუძველს.La protection des meilleurs intérêts des mineurs est une norme fondamentale du droit international et, par conséquent, de la législation d´État dans chaque État concret. "Convention relative aux droits de l´enfant" est un document international important qui aborde de manière exhaustive toutes les questions liées à l´intérêt supérieur du mineur. En vertu de cette Convention, les États contractants reconnaissent à l´unanimité la famille comme cellule principale de la société devant l´humanité. Les membres spéciaux de la famille sont les enfants, dont la responsabilité de l´éducation et du bien-être, de la protection et du soutien, dont ils ont besoin, est assumée par les parents du mineur et les membres de sa famille, ainsi que par l´État. L´enfant, pour le développement complet de sa personnalité, doit grandir dans un environnement familial, dans une atmosphère de bonheur, d´amour et de compréhension. Malheureusement, les cas de violation des droits et des meilleurs intérêts des mineurs sont fréquents. L´État représente, à ce moment, un sujet d´une responsabilité particulière. Chaque question relative aux droits d´un mineur nécessite un examen et une considération spéciale de la violation de ces droits. Par conséquent, le législatif et l´exécutif, ainsi que le pouvoir judiciaire, sont impliqués dans la protection des intérêts de ces membres importants de la société. Les conflits familiaux se caractérisent par leur spécificité, ce qui est particulièrement révélé lors de l´examen des affaires liées aux droits et aux intérêts des mineurs. Les conflits familiaux se caractérisent par leur spécificité, ce qui est particulièrement révélé lors de l´examen des affaires liées aux droits et aux intérêts des mineurs. Le but de cet article est de définir l´essence des caractéristiques juridiques procédurales du règlement des différends familiaux comme une condition préalable à la protection de l´intérêt supérieur du mineur et de mettre en évidence les lacunes législatives liées à ces différends, de trouver les moyens nécessaires pour les éliminer. Les questions abordées dans cet article se réfèrent aux dispositions juridiques internationales, selon lesquelles la législation actuelle, reflétant la réalité de la Géorgie, a été plus ou moins mise en œuvre
ნახშირბადის მასალაზე დაფუძნებული წყლიანი და ელექტროლიტური სუსპენზიების სტაბილურობის გამოკვლევა დისპერსიულ გარემოში.
შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგება როგორც ვალდებულების შესრულების სამართლებრივი დაცვის მექანიზმი
Pacta sunt servanda ყველა მართლწესრიგის ფუძემდებლურ პრინციპს და სამოქალაქო სამართლის სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს, ამასთან განსაზღვრავს სახელშეკრულებო სამართლის წონასწორობასა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მთელ რიგ უფლება-მოვალეობებს. არამდგრადი პოლიტიკური ვითარების და მუდმივ ცვალებადი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ფონზე სახელშეკრულებო ურთიერთობებში შეიძლება მხარეთა ნების დამოუკიდებლად შეიცვალოს და მათი კონსტროლის ფარგლებს გასცდეს ესა თუ ის გარემოება, ამდენად საჭიროა სამართლიანობის უზრუნველსაყოფად არსებობდეს გარკვეული მექანიზმი, რომელიც დარეგულირებს ასეთ შემთხვევებს.
სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეებს არ ძალუძთ გაითვალისწინონს ყველა ის მოვლენა და გარემოება, რაც გავლენას მოახდენს ხელშეკრულების შესრულებაზე. შეცვლილი გარემოებების აღმოცენება სამოქალაქო ბრუნვის თანმდევი რისკია, რომლის დაბალანსება მხარეთა და რიგ შემთხვევაში სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მექანიზმის ამოქმედებით ერთი შეხედვით თითქოს ზემოაღნიშნული პრინციპის რღვევას აქვს ადგილი, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ იგი არათუ ირღვევა, არამედ ადგილს უთმობს კონცეფციას Clausula rebus sic stantibus - რომლის მიზანი სახელშეკრულებო ურთიერთობის შენარჩუნება, მხარეთა ორმხრივი ინტერესის გათვალისწინება და სახელშეკრულებო თანასწორობის უზრუნველყოფაა.
ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგებით მართალია მხარეები ვერ დააბრუნებენ საწყის მდგომარეობას, რამეთუ სახეზეა ვითარების შეცვლის შედეგად გამოწვეული შედეგები, თუმცა მისი ადაპტირებით შესაძლებელია ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება, რაც გრძელვადიანი ურთიერთობებისთვის უწყვეტობის მაჩვენებელი და მეტად სასარგებლის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ასეთ დროს ხომ მხარეებისთვის მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა, ნდობის გამყარება და ურთიერთობის გადარჩენაა, რისთვისაც მათ დრო და რესურსი გაიღეს. ყოველივე ეს კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ზნეობრივ-ფსიქოლოგიური ასპექტის დაცვითა და ერთმანეთისადმი გულისხმიერების გამოჩენითაა მიღწევადი.
კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსში განმტკიცებული 398-ე ნორმა თავისი არსით და ფუნქციით ვალდებულების შესრულების სამართლებრივი დაცვის მექანიზმია, მიუხედავად მრავალი პრობლემური საკითხისა და საკანონმდებლო ხარვეზის არსებობისა. წინამდებარე ნაშრომის მიზანს ამის წარმოჩენა, განხილვა, პოზიტიური სამართლისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ნორმის ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად რეკომენდაციების გაცემა წარმოადგენს.Pacta sunt servanda is a fundamental principle and a guarantee of the stability of civil law. It also determines the balance of contract law and participants in civil turnover Rights and responsibilities. background of unstable political situation and constantly changing socio-economic environment, the contractual relationship may change independently of the will of the parties and beyond their control this or that circumstance, thus it is necessary to have a certain mechanism to ensure justice in such cases.
The parties to the contract are not able to take into account all the events and circumstances that will affect the performance of the contract. The emergence of altered circumstances is an inherent risk of civil turnover, the balancing of which is the prerogative of the parties and in some cases the court. With the enactment of the contract mechanism in the face of changing circumstances, at first glance it seems that the above principle is violated, but it should be noted that it is not violated, but gives place to the concept Clausula rebus sic stantibus - which aims to maintain a contractual relationship, mutual mutual interest and mutual respect.
Adapted to the changed circumstances of the contract, it is true that the parties can not return to the original state, because the consequences of changing the situation are in the face. However, by adapting it, it is possible to partially fulfill the obligation, which can be an indicator of continuity and long-term benefits for long-term relationships. At such times, it is important for the parties to maintain balance, build trust and maintain the relationship, for which they have taken the time and resources. All this is achieved by the principle of good faith, by observing the moral-psychological aspect of the parties and by showing kindness to one another.
It should be noted once again that despite many problematic issues and legislative shortcomings, the 398th norm enshrined in the Civil Code of Georgia is a mechanism for the legal protection of the fulfillment of an obligation in its essence and function. The purpose of this paper is to present and discuss this. Also, making recommendations based on the analysis of positive law and case law to eliminate the shortcomings of the norm
სასამართლოს უფლებამოსილება სისხლის სამართლის პროცესში
წინამდებარე ნაშროში განხილურია სასამართლოს უფლებამოსილება სისხლის სამართლის პროცესში. საქართველოში არსებობს საერთო სასამართლოების სისტემა, რომელშიც შედის: რაიონული სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და უზენაესი სასამართლო.
რაიონული სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო,რომელიც მოიცავს მტელ ტერიტორიას,ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში შესაძლებელია მოქმედებდეს მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი,რომელიც სტატუსით გატანაბრებულია ჩვეულბრივ მოსამართლესთან, თუმცა განიხილავს ნაკლებად მძიმე კატეგორიის საქმეებს.
სააპელაციო სასამართლო არის ორი, თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები. შესაბამისად, ერთი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს აღმოსავლეთ საქარტველოში,ხოლო მეორე დასავლეთ საქართველოში. სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ მაშნ როდესაც მხარეებს არ აკმაყოფილებთ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება.
უზენაესი სასამართლო საქართველოში ერთია და ის მდებარეობს თბილისში. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა, რომელიც დადგენილი საპროცესო ფორმით ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საქართველოს საერთო სასამართლოებში. ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით და "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე. დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
გარდა ამისა არსებობს არბიტრაჟები, რომელიც მოქმედებს მსგავსად საერთო სასამართლოებისა, თუმცა არ შედის ამ სისტემაში. ის კერძო ხასიათისაა და დავების გადაწყვეტისას, პროცედურული საკითხების შეღანხმება, ძირითადად მხარეთა შორის ხდება.
თემაში ასევე განხილურია ნაფიც მსაჯულთა სიტემა საქართველოში და ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვა საზღვარგარეთის ქვეყნებში
აქედან გამომდინარე, სწორედ სასმართლოს როლსა და დანიშნულებას შევეხებით ქვემოთ მოცემულ თავებში.The present paper discusses the jurisdiction of the court in criminal proceedings. There is a common court system in Georgia, which includes: District Court, Court of Appeal and Supreme Court.The district court is the court of first instance, which covers the whole territory, in the administrative territorial units it is possible to have the institution of a magistrate judge, which has the same status as an ordinary judge, but considers less serious cases.
There are two courts of appeal, Tbilisi and Kutaisi. Accordingly, one exercises its authority in Eastern Georgia and the other in Western Georgia. They appeal to the Court of Appeals when the parties are not satisfied with the decision rendered by the first instance.
The Supreme Court is one in Georgia and it is located in Tbilisi. The Supreme Court of Georgia is the cassation court of the highest and final instance of the administration of justice in the whole territory of Georgia, which supervises the administration of justice in the common courts of Georgia in the established procedural form. Exercises other powers provided by the Constitution of Georgia and the Organic Law of Georgia on Common Courts.
All cases are heard in open court. The hearing of the case in a closed session is allowed only in cases directly provided by law.
In addition, there are arbitrations that act similarly to common courts, although not included in this system. It is of a private nature and in resolving disputes, procedural issues are agreed upon, mainly between the parties.
The topic also discusses the system of jurors in Georgia and the consideration of cases by jurors in foreign countries.
Therefore, it is the role and purpose of the court that we will discuss in the chapters below
The financial risks and management of peculiarities in international business
ფინანსური საქმიანობის ნებისმიერ მიმართულებას მუდმიავდ თან სდევს რისკები გამომდინარე აქედან სამაგისტრო თემა „ფინანსური რისკების მართვის თავისებურებები საერთაშორისო ბიზნესში“ მიეძღვნა რიკსების მართვის თავისებურებების საკითხს.
ნაშროის პირევლ თავში განვიხილულია რისკების გავლენა მათი შეფასებისა და მართვის მეთოდები, რისკის არსი როგორც მეცნიერება და მისი მნიშვნელობა ფინანასებში, ასევე განვიხილეთ ფინანსურ რისკთა კატეგორიები და მათი ანალიზი და ბოლოს ამ თავის დასასრულს ფინანსურ რისკებზე მოქმედი ფაქტორები მათი მართვის მეთოდები და პროცესები.
ნაშრომის მეორე თავში განხილულია ფინანსური რისკების მართის შესაძლებლობები მსოფლიოში, ფინანსური რისკების ზრდა გლობალიზაციის პიროებებში და ბოლოს ფინანსური რისკების სტაბილურობა მთავრობის მიერ გლობალიზაციის პირობებში.
ნაშრომის მესამე თავში კი განხილულია ფინანსური რისკების ანალიზი საფინანსო სექტორებში, ფინანსური რისკების მართვა კომერციულ ბანკებში, ამ თავის დასასრულს კი მოვახდინეთ საქართველოს საბაზრო გახსნილობა და ფინანსური რისკების კველევის შედეგების განხილვა.
ნაშრომის დასკვნით ნაწილში მოხდა რისკების განზოგადება და კვლევის შედეგად მიღებული შედეგების ანალიზი კერძოდ კი ანგარიშწორების სავალუტო და საკრედიტო რისკების. გამოვკევთეთ ის პრობლემები რომლსაც რისკების მართვასთან დკავშირებით აწყდებიან კომპანიები. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით გავეკთეთ დასკვნა თუ როგორ უნდა მოხდეს ფინანსური რისკების მართვის გაუმჯობესება და სტაბილურობის შენარჩუნება.Any direction of financial activity is always followed by risks, therefore present master thesis by the topic of “Peculiarities of financial risk management in international business” is dedicated for issues of peculiarities of risk management.
Firs chapter of this study reviews influence of risks their assessments and methods of management, essence of risk as a science and its importance into finances, also there are discussed categories of financial risks and their analysis and at the end of this chapter examined influential factors of financial risks their management methods and processes.
The Second chapter of this thesis discussed the topic about possibilities of financial risk management in the world, increasing financial risks in the conditions of globalization and at the last part of this chapter I consider financial risks stabilization by government in the conditions of globalization.
Third chapter of current study reviews financial risks analyses in the financial sector, moreover financial risks management in commercial banks and at the end we made examination of Georgian market openness and survey results of financial risks.
Conclusive part encompasses risks generalization and results analyzing based on survey, in particular risks of credit and exchange payments. We identified these problems which companies faces while managing risks. In a shell based on the obtained results we conclude how to advance risk management and keep stabilization
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და გასაჩივრების თავისებურებანი
სამოქალაქო ურთიერთობებში დარღვეული უფლების, დარღვეული ბალანსის აღდგენის მიზნით მართლმსაჯულების განხორციელების უფლება აქვთ საერთო სასამართლოებს საქართველოს სახელით.
სამოქალაქო პროცესის მონაწილეს აქვს გონივრული მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისას დაცული იქნება პირის უფლებების, პატივისა და ღირსებისადმი პატივისცემა. დაცული იქნება კანონიერება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების ერთ-ერთი უმთავრესი პირობა.
დღეს არსებული საპროცესო კანონმდებლობა იცნობს სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ერთი მხარის წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვის, წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისა და მხარეთა მოსაზრებების მოსმენის გარეშე.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთი საყურადღებო და ამასთან სადავო ინსტიტუტია.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის შემოღების მთავარ მიზანს წარმოადგენდა შეჯიბრობითობის პრინციპის განხორციელება, მხარეთა პასუხისმგებლობის და ცნობიერების ამაღლება მათ მიერ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებებზე თუ უმოქმედობებზე, დავების გადაწყვეტის დაჩქარება და სასამართლო სისტემის განტვირთავა. თუმცა, პრაქტიკაში აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ინსტიტუტი სრულად ვერ ამართლებს დაკისრებულ ამოცანებს.
წინამდებარე ნაშრომში განხილულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების თეორიული და პრაქტიკული პრობლემები, მათი შედარებითი ანალიზი და გარკვეულწილად მათი გადაჭრის გზები.Common courts have the right to administer justice on behalf of Georgia to restore the violated rights in civil relations and restore the disturbed balance.
A participant in a civil proceeding has a reasonable expectation that justice will be administered due regard to the rights, honor, and dignity of the person. The rule of law will be respected as one of the main conditions of the functioning of the rule of law.
The current procedural law recognizes the possibility of a court decision in absentia without a substantive hearing of the case against one party, examination of the evidence presented, and hearing the opinions of the parties.
A default judgment is one of the most important and controversial institutions of procedural law.
The main purpose of introducing the institution of default judgment was to implement the principle of adversarial proceedings, to raise the responsibility and awareness of the parties to their procedural actions or omissions, to accelerate the resolution of disputes, and to relieve the judiciary. However, in practice, it turned out that the mentioned institution could not fully execute the assigned tasks.
The present paper discusses the theoretical and practical problems of default judgment, their comparative analysis, and, to some extent, the ways to solve them