Digital Repository of Georgian Scientific Works
Not a member yet
3428 research outputs found
Sort by
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის გამდიდრება ვაზის ანასხლავის სტილბენოიდებშემცველი კონცენტრატის ფენოლური კომპონენტებით
Research has been carried out on the main phenolic components of a biologically active additive (BAA) of grape origin of the "Rkatsiteli" variety, prepared by a new technology. A rich and varied spectrum was revealed, representing in the form of proanthocyanidins, catechins, phenolic acids, etc. In the alcoholic extract of vine scraps, lignan α-conidendrin was identified and chromatographically determined. The retention time was
determined under the conditions of liquid chromatography (RT-25.6 min) at a wavelength of 206 nm. The antioxidant activity of α-conidendrin according to the EPMR method is 35%. Phenolic components of dietary supplements and alcoholic extract of grapevine, characterized by high biological activity, are important components of the target product for the formation of organoleptic, therapeutic and prophylactic and other quality indicators and create a scientific basis for the development of the latest rational technologies of highly active and environmentally friendly products
სასტუმროს რეკლამა დისკურსის ანალიზის თვალსაზრისით (ინგლისურენოვანი ინტერნეტ მასალის საფუძველზე
სადისერტაციო ნაშრომი, ინგლისურენოვან მასალაზე დაყრდნობით, შეისწავლის სასტუმროს ონლაინ-რეკლამის ზოგად დისკურსულ მახასიათებლებს.
თემის აქტუალურობას განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ რეკლამის აღნიშნული ქვეჟანრი - სასტუმროს ონლაინ-რეკლამა, არ არის ლინგვისტურად სათანადოდ შესწავლილი, განსაკუთრებით, დისკურსის ანალიზის, სემანტიკა-პრაგმატიკისა და სოციოსემიოტიკის კუთხით; ასევე, არ არსებობს კვლევები, რომლებიც სასტუმროს ონლაინ-რეკლამასა და რეალობას შორის არსებულ მიმართებას განიხილავს. აღნიშნულის დასადგენად, წინამდებარე ნაშრომში გამოყენებულია სასტუმროს ონლაინ-რეკლამებისა და ამავე სასტუმროების რეალური სტუმრების უარყოფითი შინაარსის შეფასებების შეპირისპირებითი ანალიზი. ნაშრომის მიზანია:
1. განსაზღვროს სასტუმროს ონლაინ-რეკლამის ძირითადი დანიშნულება და დაადგინოს აღნიშნული დანიშნულების აქტუალიზებისთვის გამოყენებული ვერბალური და არავერბალური გამომსახველობითი საშუალებები;
2. გამოავლინოს სასტუმროს ონლაინ-რეკლამაში რეალიზებული რეკლამის ძირითადი ტიპები;
3. ტექსტობრივი ანალიზის საფუძველზე, გამოყოს სასტუმროს სარეკლამო ტექსტის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები;
4. გამოავლინოს სიტუაციური კონტექსტის ის ელემენტები (ჰაიმზის კონტექსტუალურ მახასიათებლებზე დაყრდნობით), რომლებიც განსაზღვრავენ აღნიშნული რეკლამის ქვეჟანრის დისკურსულ თავისებურებებს;
5. შეისწავლოს რეკლამასა და რეალობას შორის არსებული მიმართება, სასტუმროს ონლაინ-რეკლამებისა და სასტუმროების რეალური სტუმრების კრიტიკული კომენტარების შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე.
6. გაანალიზოს სასტუმროს ონლაინ-რეკლამა სამეტყველო აქტთა თეორიის თვალსაზრისით.
7. შეისწავლოს რეკლამის აღნიშნული სახეობა სოციოსემიოტიკის კუთხით. ნაშრომის თეორიულ საფუძველს ქმნის დისკურსის ანალიზი, ლინგვისტური პრაგმატიკა, სემანტიკა, სოციოსემიოტიკა, ასევე, კვლევები რეკლამაზე. ნაშრომის სიახლე მდგომარეობს შემდგომში:
1) გამოვლინდა სასტუმროს რეკლამის ძირითადი ფუნქციები: ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდება; მკითხველის ყურადღების მყისიერი მიპყრობა და მასზე ზემოქმედება; მკითხველისთვის/ პოტენციური მომხმარებლისთვის გარკვეული ქმედების განხორციელებისკენ ბიძგის მიცემა (ე.ი. სასტუმროში ნომრის დაჯავშნა);
2) დადგენილია სასტუმროს ონლაინ-რეკლამაში გამოყენებული რეკლამის შემდეგი ტიპები: ინფორმაციული, ემოციური, იმიჯის და ქვეცნობიერი;
3) შესწავლილია სასტუმროს რეკლამაში გამოყენებული ვერბალური და ვებგვერდზე (www.booking.com) წარმოდგენილი არავერბალური საშუალებები, რომელთა სინთეზირება რეკლამირების პროცესის ეფექტურობას უზრუნველყოფს;
4) შეპირისპირებითი ანალიზის საფუძველზე გამოვლენილია სასტუმროს ონლაინ-რეკლამასა და რეალობას შორის არსებული მიმართება;
5) კვლევამ ცხადყო, რომ სასტუმროს ონლაინ-რეკლამაში გამოვლენილი სამეტყველო აქტები (ასერტივები/ რეპრეზენტატივები; დირექტივები; ექსპრესივები და კომისივები) სარეკლამო ტექსტის ყველა სტრუქტურულ კომპონენტშია წარმოდგენილი, თუმცა სხვადასხვა სიხშირით.The thesis examines general discoursal peculiarities of online hotel advertisements on the material of English.
The significance of the study lies in the fact that the given subgenre of advertisement – online hotel advertisement - is quite understudied linguistically, particularly in terms of discourse analysis, semantics, pragmatics and socio-semiotics. Moreover, there are no studies examining the relation between online hotel advertisements and reality. For the given purpose the thesis presents a contrastive analysis of online hotel advertisements and negative guest reviews on the corresponding hotels.
The aim of the study is to:
1. Determine the main purpose of the online hotel advertisement and explore verbal and non-verbal/ visual means employed for its actualization;
2. Reveal the main types of advertising realized in online hotel advertisements;
3. Single out the basic components of the advertisement text on the basis of textual analysis;
4. Identify the features of context (based on Hymes‘ contextual features) that determine discoursal peculiarities of the advertisement subgenre in question;
5. Examine the relationship between advertising and reality, by means of a contrastive analysis of online hotel advertisements and critical reviews written by hotel guests;
6. Analyze online hotel advertising in terms of Speech Act Theory (Searle‘s model, in particular);
7. Investigate this subtype of advertising from the perspective of socio-semiotics. Discourse analysis, linguistic pragmatics, Semantics, socio-semiotics as well as works on advertising form the theoretical basis of the study.
The scientific novelty of the research is as follows:
1. The main functions of online hotel advertisements have been stated; these are: providing potential consumers with factual information; attracting the reader's attention and influencing their choice; making the potential consumer perform a certain action (i.e. to book a room in the advertised hotel);
2. The types of advertising- informative, emotional, image and subconscious - realized in online hotel advertisements have been revealed;
3. Verbal and visual/ non-verbal means presented on the website (booking.com) whose synthesis is essential for efficient advertising have been investigated;
4. The relationship between online hotel advertisements and reality has been explored by using a contrastive analysis;
5. The study has shown that speech acts (assertives/ representatives; directives; expressives and commissives) evidenced in the online hotel advertisements are distributed in all the sections of the advertisement text, however, with different frequencies
Islamic Radicalism and Arab Spring: Tunisia, Egypt, Syria
წარმოდგენილ კვლევაში დასმულ პრობლემასთან დაკავშირებული დასკვნების მთავარი არგუმენტი მთლიან ნაშრომზე დაყრდნობით, კერძოდ, ჩატარებული კვლევის, შედარებითი ანალიზისა და მასალების შეჯერების შედეგად არის ის, რომ 2010 წლის დეკემბერში თუნისში დაწყებული და შემდგომ თითქმის ყველა არაბულ ქვეყანაში გავრცელებული „არაბული გაზაფხულის“ სახელით ცნობილი საპროტესტო აქციები და რევოლუციური პროცესები იყო არა ისლამისტური ძალების „გამოღვიძება“ ან დემოკრატიული პროცესებისაკენ მიმართული ბიძგი, არამედ ინტერესთა თანხვედრაზე დაფუძნებული გარიგებები ზომიერ ისლამისტურ და სეკულარულ პოლიტიკურ ძალებს შორის თუნისის მაგალითზე, სამხედროების მრავალსვლიანი კომბინაცია ეგვიპტეში, რეჟიმის მანიპულაციები და რეგიონული აქტორების ინტერესთა კონფლიქტის შედეგები სირიაში.
დამუშავებული ფაქტოლოგიური მასალები და მათ საფუძველზე ჩატარებული კვლევის შედეგები იძლევა შემდეგი დასკვნის გამოტანის საშუალებას: რიგ შესაბამის ფაქტოლოგიურ მასალებში გავრცელებულ მოსაზრებებს, რომ თუნისსა და ეგვიპტეში რეჟიმების დამხობის შემდეგ თითქოს ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი პრობლემების გადაჭრის ერთადერთ გზას ისლამისტურ ძალებში ხედავდა, არ გააჩნია მყარი საფუძველი და პოლიტიკური ისლამის მიმდევარი ძალები ამ ქვეყნებში ძველი რეჟიმებისთვის პოლიტიკურ სარბიელზე დარჩენის მაშველ რგოლს წარმოადგენდნენ – თუნისში ნებით, ეგვიპტეში კი უნებლიეთ და თუნისმა როგორც „არაბული გაზაფხულის“ შემდგომი წარმატებული გარდამავალი დემოკრატიის მოდელმა რღვევა დაიწყო რევოლუციიდან ათი წლის თავზე.
ნაშრომში ასევე ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ სირიის შემთხვევაში ისლამისტი ექსტრემისტების გააქტიურება მმართველი რეჟიმის მანიპულაციის შედეგი იყო, ვინაიდან სწორედ ამ ძალებთან ბრძოლის შედეგად მოახერხა რეჟიმმა ქვეყნის მმართველ უალტერნატივო ძალად დარჩენა და სწორედ ეს იყო აღნიშნულ სახელმწიფოში ისლამისტური ექსტრემიზმის გაღვივების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი და არა გარკვეულ წყაროებსა და მასალებში გავრცელებული მოსაზრებები სუნიტურ-შიიტური ძალების დაპირისპირების შესახებ.The main argument of the conclusions drawn in connection with the problem posed in the study, on the basis of the whole paper, as a result of the conducted research, comparative analysis and comparison of materials, is the following – the anti-governmental protests and revolutionary processes, known as Arab Spring, which started in December, 2010, and then spread to almost all Arab countries, were not the “awakening” of the Islamic forces or impetus given to democratic processes, but deals based on common interests between moderate Islamist and secular forces on the example of Tunisia, the combination of the military in Egypt, and the manipulations of the regime and the consequences of the conflict of interests of the regional actors in Syria. The studied factual materials and the results of research based on them, leads to the conclusion that the views found in a number of relevant factual sources, according to which, after the overthrowing of the regimes in Tunisia and Egypt, allegedly the local population saw the only way for solution of their problems in Islamist forces, have no solid foundation, and the forces following Political Islam in these countries represented the lifeline for the old regimes to stay on the political arena – voluntarily in Tunisia and involuntarily in Egypt and Tunisia, as a model of successful transitional democracy after the Arab Spring, began to fail after ten years from the revolution. In the dissertation the circumstance is also stressed that in the case of Syria the activation of Islamist extremists was a result of the manipulation of the ruling regime, because exactly as a result of the struggle against these forces the regime managed to remain as the ruling power without an alternative in the country, and exactly this was one of the main reasons for bursting out Islamist extremism in this state, rather than the views concerning opposition of the Sunni-Shiite forces, occurring in certain sources and materials
Gender Transformation in Clothing Style and Consumption in Post-Soviet Georgia
სტატიაში განხილულია პოსტსაბჭოთა საქართველოს ტანსაცმლის მოხმარების თავისებურება, მისი კავშირი გენდერულ იდენტურობასთან. აღნიშნულია, რომ პოსტსაბჭოთა თბილისის ქუჩებში ნარჩუნდება გენდერული სტერეოტიპი ქალის და მამაკაცის რეპრეზენტაციებში. ამავე დროს, აქტიურად ვითარდება სტილების პლურალიზაციის და ლიბერალიზაციის ტენდენციები
New Mythology and Georgian Symbolism in European Context
მე-20 საუკუნის 10-იან წლებში ქართულ სალიტერატურო სივრცეში იქმნება პირველი სიმბოლისტური დაჯგუფება „ცისფერი ყანწები“. ახალგაზრდა პოეტების მთავარ მიზანს ნაციონალური და კულტურული იდენტობის ხელახალი გააზრება და ქართული ლიტერატურის დასავლურ მოდერნიზმთან დაახლოება, „ქართული მწერლობის ევროპული რადიუსით გამართვა“(ტ.ტაბიძე) წარმოადგენდა. სააზროვნო სივრცის გაფართოებისა და ქართული ლიტერატურის განახლების სურვილით, ქართველი სიმბოლისტები ევროპული სიმბოლიზმის ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივ პრინციპებს დაეყრდნნენ. მიუხედავად ფრანგული და ქართული სიმბოლიზმის ასინქრონიულობისა, ცისფერყანწელებმა საკუთარი შემოქმედებითი და მსოფლმხედველობრივი პოზიციის ფორმირებისას მთავარ ავტორიტეტებად ფრანგი სიმბოლისტები, კერძოდ კი „დიდი ოთხეული“ – შარლ ბოდლერი, არტურ რემბო, სტეფან მალარმე, პოლ ვერლენი და სხვ. მიიჩნიეს.
სადისერტაციო ნაშრომის ინტერესისა და სამეცნიერო კვლევის საგანს წარმოადგენს არქეტიპული (მითოლოგიური) კრიტიკის გამოყენებით ქართულ სიმბოლისტურ ტექსტებში გამოვლენილი ძირითადი არქეტიპული სახე-ხატების, მოტივებისა და ახალი მითის კვლევა და ქართული სიმბოლიზმის მიმართების დადგენა ევროპულ (ძირითადად, ფრანგულ) სიმბოლიზმთან.
წინამდებარე ნაშრომი ინტერდისციპლინური კვლევების კატეგორიას ეკუთვნის. არქეტიპული სახე-ხატი, არქეტიპული მოტივი, კომპლექსური ფენომენია და მისი კვლევა დაუშვებელია სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინაში – ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, რელიგიის ისტორია – დაგროვილი ცოდნის, ფართო კულტურული კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. მით უფრო, რომ მომიჯნავე დისციპლინებში აკუმულირებული ცოდნის საფუძველზე შეიქმნა არქეტიპული და მითოლოგიური კრიტიკა, როგორც „ვიზიონერული“ ტიპის (კარლ გუსტავ იუნგის ტერმინი) კვლევის უნივერსალური სტრატეგია. სადისერტაციო ნაშრომში ქართველ და ფრანგ სიმბოლისტ ავტორთა მხატვრულ ტექსტებთან ერთად შესწავლილია მათი თეორიული მემკვიდრეობა - საპროგრამო წერილები, მანიფესტები, არამხატვრული მემკვიდრეობა.
სადისერტაციო ნაშრომის პრაქტიკულ ნაწილში განხილულია სიმბოლისტური ესთეტიკის ოთხი მითი. ა) ორ განსხვავებულ სიმბოლისტურ მოდელში ნარკოტიკულ ნივთიერებათა რეფლექსია – ოპიუმის, ჰაშიშისა და ღვინის მითი; ბ) ქალაქის მითი, რომელიც სიმბოლიზმის ერთ-ერთი მთავარი მითია. შესწავლილია ყოფითი სივრცე - პარიზი, თბილისი და მისი ანტითეზა – სოფელი; მითოლოგიური სივრცე – ქალდეა; გ) დედის და მამის უნივერსალური არქეტიპული სახე და მისი რეპრეზენტაცია სიმბოლისტურ ტექსტებში; დ) ნარცისის მითის მითოლოგიური, ფსიქოლოგიური და ლიტერატურული პლასტი, ნარცისის სახის სიმბოლისტური გააზრება. საგანგებო ყურადღებას ვუთმობთ იმ არქეტიპული სახეებისა და მოტივების კვლევას (ფატალური ქალი, გზა, ღვინო, ბოჰემა და ა.შ.), რომლებიც ამ ოთხ ცენტრალურ მითს უკავშირდება. ჩვენი ნაშრომი ითვალისწინებს ქართულ და ევროპულ სიმბოლისტურ პარადიგმაში საკვლევი მითების გააქტიურების და შექმნის მსოფლმხედველობრივი, ესთეტიკური, ისტორიული მიზეზების, მათი საზრისისა და ფუნქციის განსაზღვრას.New Mythology and Georgian Symbolism in European Context In the 10s of the twentieth century in the Georgian literary area, the first Symbolist group Tsisperi Qantsebi (The Blue Horns) came into being, with a clearly defined purpose and aesthetic position, which implied renewing the Georgian literature and including it into the Western context. Desiring to expand the thought area and to modernize Georgian literature, Georgian Symbolists rested on the philosophical and worldview principles of European Symbolism. Irrespective of the asynchrony of French and Georgian Symbolism, in forming of their artistic and worldview position, the Blue Horns regarded French Symbolists and particularly the “Big Four” – Charles Baudelaire, Arthur Rimbaud, Stefan Mallarme and Paul Verlaine as the main authorities.
The subject of interest and scientific research of the dissertation is an identification and analysis of the key archetypical motifs revealed in two different (Georgian and Western) cultural spaces and the new myth created in the symbolist model, studying of interrelations between Georgian and French Symbolism employing archetype (mythological) criticism. The dissertation belongs to the category of interdisciplinary studies. Considering the complexity of the studied subject – archetypical image, motif, would be unacceptable, without due consideration of the knowledge gained in different scientific disciplines – anthropology, psychology, philosophy, history of religion, wide cultural context. Moreover, on the basis of accumulated knowledge in different disciplines, Archetypal (mythological) criticism was created as a universal research strategy of the “visionary” texts (C.G.Jung’s term). In this thesis, along with the artistic texts of the Georgian and French symbolist authors, their theoretical heritage is also analyzed – letters, manifestos etc.
In the practical part of the thesis, four myths of symbolist aesthetics are studied: a) Reflection of drugs in two different symbolist models – the myth of opium, hashish and wine; b) urban myth, which is one of the main myths of symbolism. Paris, Tbilisi and its antithesis (the village, mythological space Chaldea) are studied; c) universal archetypal image of mother and father and its representation in texts; d)mythological, psychological and literary plaster of the myth of Narcissus and its new understanding. We have also studied the archetypes and archetypal motifs that are associated with four main myths that we have considered (fame fatale, bohemia, travel, auto-myth, mask, village etc.).
Our goal is to define the worldview, aesthetic and historical reasons for the activation and creation of myths in the Georgian and European symbolist paradigms, as well as analyze their functions
ეთნიკური უმცირესობების კულტურათა მხარდაჭერა და სახელმწიფო მიდგომები საქართველოში (2009-2019 წლები)
სადისერტაციო ნაშრომის მიზანია 2009-2019 წლებში საქართველოში ეთნიკური უმცირესობების კულტურათა მხარდასაჭერად სახელმწიფო მიდგომების სამეცნიერო კვლევა. თავდაპირველად, წარმოვადგინეთ ამ მიმართულებით ისტორიულად არსებული სტრატეგიული ხედვის ფაქტობრივი მიზეზები: წარსულში არაერთი ეთნოსის იძულებითი თუ ნებაყოფლობითი მიგრაცია; ხელისუფალთა პოლიტიკურ-ეკონომიურ მოსაზრებათა გამო მათი საქართველოში ჩამოსახლება; სახელმწიფოსა და ავტოქთონი მოსახლეობის მხრიდან მცირე ეთნოსების კულტურათა მიმართ გამოვლენილი ტოლერანტიზმის მიზეზები, გარემოებანი და ა. შ. ამავე მიზნით მიმოხილულ იქნა XIX საუკუნეში რუსეთის კოლონიური ეთნოპოლიტიკა, რაც არსებითად გამოიხატა ადგილობრივ ეთნიკური სურათის შესაცვლელად სხვადასხვა ეთნოსის გამიზნულად ჩამოსახლებაში, მათთვის ეროვნული კულტურული ინსტიტუციების გახსნასა და სხვადასხვა სახის კულტურული საქმიანობის ფინანსურად და ორგანიზაციულად ხელშეწყობაში. ნაშრომში მოხმობილ იქნა არაერთი მაგალითი, რომ, ამ ანტიქართული პოლიტიკის მიუხედავად, ავტოქთონმა მოსახლეობამ და მისი კულტურის წარმომადგენლებმა, შეინარჩუნეს რა ისტორიულად ეთნიკურ კულტურათა მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება, კულტურის აქ დამკვიდრებულ კავკასიელ, რუს თუ ევროპელ მოღვაწეებთან თანაცხოვრებითა და თანასაქმიანობით შექმნეს XIX საუკუნის საქართველოს გამორჩეული მულტიკულტურა. პოლიტიკურად წინააღმდეგობრივი მოვლენებით აღსავსე მომდევნო XX საუკუნეში კი ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვისადმი განსხვავებული სახელმწიფო მიდგომების დემონსტრირება მოვახდინეთ 1918 წლიდან 1995 წლამდე მიღებული კონსტიტუციების მიმოხილვით. ამასთან, ყველა ეს ისტორიული პოზიტიური წინამძღვარი მიჩნეულ იქნა როგორც ერთგვარი განმაპირობებელი თანამედროვე საქართველოში ეთნიკურ კულტურათა მიმართ ჰუმანური პოლიტიკისა, რომლის ჩამოყალიბების პირველ ეტაპად და 2009-2019 წლებში ეთნიკური უმცირესობების მხარდასაჭერად შემუშავებული სახელმწიფო მიდგომის ერთგვარ წინაპირობად მიჩნეულ იქნა საერთაშორისო ნორმატიული აქტების გათვალისწინებით შემუშავებული და ჩვენ მიერ დისერტაციაში გაანალიზებული ადგილობრივი საკანონმდებლო პროფილური დოკუმენტები და Iცალკეული პროფილური ინსტიტუციების საქმიანობა. ამის არგუმენტირებისათვის ზოგადად გამოიკვეთა ეთნიკური კულტურის პოლიტიკის გამტარებელი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ამ პოლიტიკის მაკონტროლებელი (სახალხო დამცველის, მასთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და ა. შ.) დაწესებულებების საქმიანობის არსებითი მიმართულებები, შემდეგ კი შედარებით დაწვრილებით იქნა წარმოდგენილი 2009-2019 წლებში ეთნოსების კულტურათა თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და ქართულ კულტურასთან ინტეგრაციის მიზნით ამის უშუალო განმახორციელებელი ინსტიტუციების: სახელმწიფოს ქვემდებარე სსიპ დაწესებულებების-ეთნიკური თეატრებისა და მუზეუმების საქმიანობა; ასევე ეთნიკურ უმცირესობათა მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, ასევე მათ კულტურათა მხარდამჭერი ღონისძიებების სანიმუშო მაგალითები, რაც ადასტურებს 2009-2019 წლებში ეთნიკური უმცირესობების კულტურათა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის გააქტიურებასა და თანმიმდევრულ ხასიათს. ამას დიდად განაპირობებს სახალხო დამცველის აპარატისა და ტოლერანტობის ცენტრის სამოტორინგო მუშაობის შედეგიც-დისერტაციაში გაანალიზებული და შეფასებული მათი ყოველწლიური ანგარიშები, რომლებშიც აღნუსხულია სახელმწიფო უწყებათა მიერ ეთნიკური უმცირესობების კულტურათა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები; დაფიქსირებულია ამ მიმართულებით არსებული ხარვეზები და მათი გამოსწორების მიზნით გაცემული რეკომენდაციები. იმის საჩვენებლად, თუ რამდენად შეესატყვისება 2009-2019 წლებში შესაბამისი ინსტიტუციების მიერ რეალიზებული ოფიციალური პოლიტიკა ევროპულ ფასეულობათა დასამკვიდრებლად საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, ზოგადად მიმოვიხილეთ ევროკავშირის, გაეროს, ევროპის საბჭოს, ეუთოსა და სხვათა მიერ შემუშავებული უმთავრესი საერთაშორისო დოკუმენტები; შედარებისათვის წარმოვაჩინეთ ზოგიერთი პოსტსაბჭოთა (ესტონეთი, ლიტვა, უკრაინა, მოლდოვა) და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი) ქვეყნის პოლიტიკა, მისი მსგავსება და განსხვავება ანალოგიური ქართული პოლიტიკისაგან. ეთნოსების კულტურათა მიმართ ოფიციალური პოლიტიკის იმპლემენტაციის ხარისხის შესწავლის მიზნით კი გამოყენებულ იქნა თვისებრივი და რაოდენობრივი ემპირიული კვლევის IIკომბინირებული მეთოდი, რომლის შესაბამისად ჩვენ მიერ შედგენილი კითხვარი დაეგზავნა დედაქალაქისა და რეგიონების კულტურის სფეროს ორგანიზაციებს. გამოკითხვის შედეგებმა, ასევე ზემოთ აღნიშნული ინსტიტუციების საქმიანობის კვლევამ გამოავლინა 2009-2019 წლებში ეთნიკური უმცირესობების კულტურათა მიმართ გატარებული პოლიტიკის როგორც მიღწევები, ისე ხარვეზები, რის გამოსასწორებლად ნაშრომში მოვახდინეთ ჩვენეული რეკომენდაციების დემონსტრირება.The aim of this thesis is to research the state's approaches to supporting ethnic minority cultures of Georgia between 2009 and 2019. The reasons for forced or voluntary migration of ethnic groups; their settling in Georgia due to political-economic views; reasons for the tolerance shown by state authorities towards the cultures of small ethnic groups. Colonial ethno-politics of Russia in the 19 th century was reviewed, which was expressed through the deliberate resettlement of various ethnic groups in order to open national institutions for them and provide financial and organizational assistance for various cultural activities. The thesis cites examples of how, despite the non-Georgian policy, the indigenous population and representatives of its culture maintained a tolerant attitude towards ethnic cultures, which created 19 th century Georgia’s distinctive multiculturalism through coexistence and collaboration between Caucasian, Russian and European cultural figures. Different state approaches of the 20 th century regarding the protection of rights of ethnic minorities through the review of constitutions adopted from 1918 to 1995 are demonstrated. Local legislative profile documents that were developed in accordance with international normative acts and the activities of separate profile institutions are also shown. Areas of activity implementing control of ethnic cultures policy (Public Defender, the Center of Tolerance, etc.) were revealed. Measures for supporting the cultures of ethnic minorities and consistent nature of the state policy between 2009 and 2019 were largely owing to the monitoring activities of the Public Defender's Office and the Center of Tolerance. The thesis analyzes and evaluates their annual reports regarding recorded measures taken by the state agencies for protection of the cultural rights of ethnic minorities; existing shortcomings were identified and recommendations were indicated for their modification. To disclose how relevant institutions in were implemented between 2009 and 2019, in line with Georgia's international commitments to European values, key international documents developed by the EU, UN. Council of Europe, OSCE were examined; the policies of post-Soviet countries (Estonia, Lithuania, Ukraine, Moldova) and Western European states (Germany, Finland, the Netherlands) were compared with similarities and differences in analogous Georgian policies. The combined method of qualitative and quantitative empirical research was used for studying the implementation quality of official policies towards ethnic cultures, according to which the questionnaire was compiled and sent to cultural organizations in Tbilisi and the regions. The results of the survey and analysis of the activities of institutions revealed both the achievements and shortcomings of the policy towards cultures of ethnic minorities in 2009 -2019
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დარგობრივი ენის სწავლების პრაქტიკის კვლევა (გერმანული ენის მაგალითზე)
წინამდებარე ნაშრომში განხილულია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოური ენის (საფაკულტეტო ევროპული ენა) სწავლების საკითხები დარგობრივი უცხოური ენის ჭრილში. ტერმინი დარგობრივი უცხოური ენა გულისხმობს სპეციალიზირებულ, პროფესიულ უცხურ ენას. ნაშრომი წარმოადგენილია უცხოური ენის სწავლების მეთოდიკის პირობებში დარგობრივი კომპონენტების საკითხები, საბაკალავრო საფეხურზე დარგობრივი უცხოური ენის სწავლისა და სწავლების მიმართ სტუდენტებისა და პროფესორმასწავლებლების დამოკიდებულება და აღქმა. კვლევის ფოკუსში ექცევა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც გარემო და ინსტიტუცია, სტუდენტები და უცხოური ენის პედაგოგები, სოციალიზაციის პროცესში. გამოვლენილია მათი თავდაპირველი დამოკიდებულება საბაკალავრო საფეხურზე დარგობრივი უცხოური ენის სწავლების სტილზე და საჭიროებებზე. ნაშრომში განხილულია დარგობრივი უცხოური ენის სწავლების კომპონენტები, არსებული განსხვავებები და ენის სპეციფიკური მახასიათებლები. ნაშრომი ფოკუსირებას ახდენს იმაზე, თუ რა საშუალებებით და სტილით ხდება უცხოური ენის სწავლება უმაღლეს სკოლაში და რა მიმართებაშია ენის ცოდნა დარგობრივი ენის დაუფლების საკითხებთან. ჩვენ დავინტერესდით საკითხით, თუ როგორ დავეხმაროთ საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტებს ისწავლონ უცხოური ენა უფრო დარგობრივად და მოახდინონ ადაპტაცია სასწავლო სიტუაციაში. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოში არსებული უცხოური ენის პრაქტიკის მიმოხილვა. დეტალურად განხილულია და ინტერპრეტირებულია კვლევითი სამუშაო საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში. შედეგების საფუძველზე დადგენილია საქართველოში უცხოური ენის სწავლებისთვის დარგობრივი ენის ელემენტების ოპტიმიზაციის ასპექტები და ყველა შესაძლო მიდგომები, რომლებიც დარგობრივი უცხოური ენის სწავლებას უკავშირდება.This thesis evaluates the issues related to teaching of foreign language for specific purposes (faculty European language) in higher educational institutions of Georgia. The term - foreign language for specific purposes (LSP) implies specialized professional language for undergraduate students, who study the second language as a faculty discipline. This thesis turns the proven paradigm upside down. Taking into consideration the existing situation, within the higher educational process, majority of undergraduate students already have the knowledge of basic foreign language and the saturation of the learning process with directly by LSP teaching is crucially important. Therefore, teaching of general foreign language will fail to be effective in terms of professional development and/or motivation of the students, as the approach proposed in this thesis. Within the frames of learning and teaching of a foreign language, the challenges for undergraduate students regarding the prerequisite of optional subjects (foreign language B1) have been identified, that explains the fact that for the purposes of evaluation of this work, research on the teaching practice of language for specific purposes at the undergraduate level was selected. Undergraduate students at universities who choose a compulsory foreign language discipline and complete the study component, are not able to choose field subjects in the next (III, IV) semester, since the prerequisite for various subjects is the B1 level for foreign language. The trend indicates that students are not able to use a foreign language in a real environment and as a result, interest in learning disappears, which in turn, affects the academic performance as well. The thesis refers to the research on the teaching of language for specific purposes in higher educational institutions in Georgia and refers to the evaluation of the needs of specialized foreign language elements.
The issue is considered in three dimensions, on the one hand, foreign language teachers of higher education institutions, specialized subject teachers – who teach various subjects, and, in some cases, their subject prerequisite is B1 level of foreign language and the third undergraduate students, who study a foreign language as a faculty discipline. Two approaches have been taken into consideration, i.e., on the one hand, reliable representative data, which were determined by a quantitative survey, and on the other hand, the qualitative (individual questions) interviews, that gave a more in-depth look at the mentioned issue. Herewith, an overview of the important aspects of the language for specific purposes is presented, as well as the chronological development of German language teaching and the existing situation in terms of teaching of language for specific purposes
Modern restaurant interior as a mass culture environment and visual communication space
თემის მიზანია-შეისწავლოს რესტორანი, როგორც მასობრივი კულტურის გარემო. თანამედროვე რესტორანში ინტერიერის დაპროექტება ხორციელდება უსისტემოდ და ქაოსურად, არ არის ასახული სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის ესთეტიკური მოთხოვნილებები. არ ხდება სარესტორნო დაწესებულებების ინტერიერის სტილისტურ-მხატვრული ცვლილება დროის და ეპოქის ცვლილებასთან ერთად