Digital Repository of Georgian Scientific Works
Not a member yet
3428 research outputs found
Sort by
Prospects for the Development of Innovative Economy in the Region under the Circumstances of Global Economic and Business Challenges
მზარდი გლობალიზაციის ფონზე ჩნდება ახალი პერსპექტივები და გამოწვევები, რამაც მყარი საფუძველი ჩაუყარა რეგიონში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების საკითხებს. თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ინოვაციური ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვან კატალიზატორად გვევლინება. ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლა არის შეუქცევადი, ხოლო ქვეყნები თავად წყვეტენ, რამდენად ეფექტიანად გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას. ინოვაციური ეკონომიკა სრულად რადიკალურ ინოვაციებს ეყრდნობა და შესაბამისად, მოითხოვს მართვის განსხვავებული მეთოდების გამოყენებას, როგორც ორგანიზაციული, ისე ინსტიტუციური, სოციალური, პოლიტიკური, თუ სხვა მიმართულებებით. ამგვარი პრაქტიკა დღეს საქართველოში ნაკლებად გავრცელებულია, ხოლო მისი დანერგვა მთელ რიგ სირთულებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების გავლენისა და მასზე მოქმედი ფაქტორების შესწავლა დღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ წინამდებარე მონოგრაფიული კვლევა გააცნობს მკითხველს განახლებულ ინფორმაციას რეგიონში ინოვაციური ეკონომიკის ფორმირების ძირითადი გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ.
ნაშრომის მიზანს წარმოადგენს რეგიონში ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ტენდენციების, პერსპექტივისა და გამოწვევების მეცნიერული შესწავლა.
კვლევის შედეგად შემუშავებული თეორიული და პრაქტიკული რეკომენდაციების მნიშვნელობა განისაზღვრება მათი გამოყენების ფართო სპექტრით სხვადასხვა დონეზე. კერძოდ, ნაშრომის შედეგები შეიძლება გამოადგეს ქვეყნის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებისა და სრულყოფის აქტუალური საკითხების გადაწყვეტის დროს. ამასთან, კვლევის შედეგების გამოყენება შესაძლებელია საუნივერსიტეტო სწავლებასა და კვლევების სხვადასხვა საფეხურებზე.
წიგნი განკუთვნილია ინოვაციური ეკონომიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის, მეცნიერ-მკვლევრების, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის. ასევე აღნიშნული საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.In light of increasing globalization, new opportunities and challenges are emerging, establishing a strong foundation for developing an innovative economy in the region. Because of its scale, the innovative economy is a key catalyst for global economic growth. The shift to an innovation economy is irreversible, and it is up to each country to determine how effectively they will use this opportunity. The innovative economy depends on radical innovations and thus necessitates implementing various management methods, including organizational, institutional, social, political, and others. These practices are not widely adopted in Georgia today, and their introduction is associated with a number of difficulties. This is why examining the impact of developing an innovative economy and the factors that influence it is strategically vital for the socio-economic security and economic development of the country today. This monographic study will provide the reader with updated information on the primary challenges and opportunities involved in establishing an innovative economy in the region.
The aim of the work is the scientific study of the trends, perspectives and challenges associated with the development of the innovative economy in the region.
The significance of the theoretical and practical recommendations derived from the research is defined by their broad applicability across various levels. Specifically, the findings of this work can be valuable to the country’s executive and legislative bodies in addressing current challenges related to the development and improvement of the innovative economy. In addition, the research results can be used at various levels of university teaching and research.
The book is intended for specialists, scientists-researchers, professors and students working in the field of innovative economy. The findings presented in the research paper can be beneficial for both scientific and practical professionals in these and related fields, as well as for readers interested in the discussed topics
Catalog of lakes formed by blocking and damming of river valleys in Georgia
დაგუბებული ტბები გარემოს ურთულესი მოვლენების შედეგს წარმოადგენენ. მათი წარმოშობა დაკავშირებულია მდინარეთა დაგუბებებით, მათი ხეობების კლდე ზვავებით, მეწყერებით, მყინვარული გამონატანით, თოვლის ზვავის კონუსებითა და სხვა მოვლენებით ჩახერგვებთან. ასეთი გზით წარმოშობილი ტბები მრავლად არის ჩვენს ქვეყანაში და ეს პროცესი სისტემატურად მიმდინარეობს თანამედროვე გლობალური კლიმატური დათბობის ფონზე.
საქართველოს ტერიტორიის ფიზიკურ-გეოგრაფიული მრავალფეროვნება წინაპირობაა სტიქიური მოვლენების აქტიურობისთვის. მათი მოქმედება დაკავშირებულია, როგორც ბუნებრივ პირობებთან, ასევე ადამიანის საქმიანობასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ხშირია მეწყერები, ღვარცოფები, ზვავები, წყალდიდობები, სეტყვა, ქარები და გვალვა. თუმცა, ეს პროცესები გამომწვევი ფაქტორების მიხედვით სხვადასხვა ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მაგალითად: სეტყვა ხშირია აღმოსავლეთ საქართველოში, გვალვები ზაფხულობით დამახასიათებელია მთათაშორისი ბარისთვის, მაღალმთიანეთში იცის ზვავები და მყინვარების მიერ გამოწვეული კატასტროფები, ხოლო წყალდიდობები და წყალმოვარდნები ხშირია უხვნალექიან პერიოდში.
აღნიშნული სტიქიური მოვლენებიდან, ჩვენს ნაშრომში, ყურადღება გამახვილებულია მდინარის ხეობებით და დაგუბებებით წარმოშობილ ტბებზე, მათ გარღვევებთან დაკავშირებულ ნაზღვლევ წყალმოვარდნებზე. მათ დღევანდელ მდგომარეობაზე და ეკოლოგიურ ცვლილებებზე, რომელიც უმეტესად უარყოფითი შედეგებით აისახება არსებულ გარემოზე. ამ პროცესებს ადგილი ჰქონდა, როგორც გეოლოგიურ წარსულში, ასევე შედარებით ახლო ისტორიულ პერიოდში და, რაც მეტად მნიშვნელოვანია მიმდინარე კლიმატის გლობალური დათბობის ფონზე დაიკვირვება ამ პროცესების გააქტიურება. დაგუბებული ტბები წარმოადგენს პოტენციურად საშიშ ჰიდროლოგიურ ობიექტებს, სადაც ადგილი აქვს მათ გარღვევებს, რასთანაც დაკავშირებულია კატასტროფული ხასიათის წყალმოვარდნები. ამიტომ, ასეთი კატეგორიის ობიექტები უნდა იყოს აღრიცხული და სისტემატურად მოქცეული ჰიდროგრაფიული და ჰიდროლოგიური მხედველობის არეში. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სახეობის ტბები დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი და არ არსებობს შესაბამისი შინაარსის კატალოგი. ბოლო წლებში, აღნიშნული კატეგორიის ტბების შესწავლის საფუძველზე, ვ. ცომაიას მიერ დამუშავებული იქნა მეთოდური სახელმძღვანელო დაგუბებული ტბების აღრიცხვიანობის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო წინამდებარე კატალოგის შექმნას. მასში მოყვანილია, როგორც ძველი ასევე ახალი ინფორმაციები დაგუბებული ტბების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ მიზეზთა გამო, ბოლომდე სრულად ვერ ვერ მოხერხდა მდინარეთა ხეობების ჩახერგვის ყველა შემთხვევის აღრიცხვა, რასაც ბოლო წლებში ჰქონდა ადგილი.
კვლევის შედეგად განისაზღვრა დაგუბებული ტბებისა და მდინარის ხეობების ჩახერგილი უბნების მორფომეტრული მახასიათებლები. მოცემულია დაგუბებული
უბნების თანამედროვე მდგომარეობა.
განხორციელდა ჩახერგილი პოტენციურად საშიში და დაგუბებული ტბების აღრიცხვა და კატალოგიზაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას ჩატარდეს საჭირო პრევენციული ღონისძიებები კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით;
მიღებული შედეგები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევით სამუშაოებში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა შესაბამის ფაკულტეტებსა და ინსტიტუტებში, სახელმწიფო სტრუქუტრებში. კერძოდ - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარემოს ეროვნულ საგენტოში, ასევე სხვა დეპარტამენტებსა და უწყებებში.
ავტორები გულისხმიერებით მიიღებენ და გაითვალისწინებენ ყველა საქმიან შენიშვნასა და წინადადებას
“Ojaleshi” Etiquettes and Communication
სტატიაში განხილულია „ოჯალეშის“ ეტიკეტები სხვადასხვა თეორიულ მასალაზე დაყრდნობით..ეტიკეტების მიზანია უზრუნველყოს მკითხველი ინფორმაციით. ნაშრომში ქრონოლოგიურად განხილულია „ოჯალეშის“ ეტიკეტები ლინგვისტური თვალსაზრისით.კვლევა დაფუძნებულია სხვადასხვა ავტორის თეორიულ მასალასა და „ოჯალეშის“ ეტიკეტებზე, ყურადღება გამახვილებულია ეტიკეტების ტექსტზე, საკომუნიკაციო სტრატეგიებზე,ვერბალურ და არავერბალურ მახასიათებლებზე.The study examines the etiquettes of the wine “Ojaleshi’.The study is based on different theoretical materials. The aim of etiquettes is to provide a reader with some information. The article examines linguistic side of the wine etiquettes chronologically. The paper analyses different theoretical materials and the wine etiquettes. It focuses on etiquettes texts, communication strategies, verbal and nonverbal characteristics
DevOps-ის ინტეგრალური კომპონენტების Continuous Integration/Continuous Deployment (CI/CD)-ის მოდულების მუშაობის ეფექტიანობის ანალიზი, ფუნქციობის გამოკვლევა და მათი პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფის შესაძლებლობები
დიფერენცირებული სწავლების როლი მოსწავლეთა თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში
ნაშრომი ეხება მოსწავლეთათვის თვითშეფასების, როგორც ინდივიდის თვითგანვითარების უმნიშვნელოვანესი ასპექტის, ფორმირების პრობლემურ საკითხს. განხილულია ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს ამ პროცესზე. გამოკვეთილი და გაანალიზებულია თვითშეფასების როლი ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში. ცნობილ მეცნიერთა თეორიებსა თუ მოსაზრებებზე დაყრდნობით, ნათელყოფილია
თუ რამდენად ახდენს გავლენას ინდივიდის, კონკრეტულად კი, დაწყებითი საფეხურის მოსწავლის, თვითრეალიზაციასა თუ თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე სოციალური ურთიერთობები და გარემო.
საკითხის სიღრმისეული გაანალიზებით დადასტურებულია საკითხი, თუ რამდენად ღირებულია მოსწავლეთათვის ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებისთვის იმგვარი მიდგომებით ხელმძღვანელობა, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება მათი ინდივიდუალიზმი, უნიკალურობა, ინდივიდუალური საჭიროებები და შესაძლებლობები. ამ მხრივ ყველაზე ეფექტურ გზად განიხილება დიფერენცირებული
მიდგომა, მისი როლი და პოზიტიური გავლენა მათემატიკის სასკოლო კურსის სწავლებისას დაწყებით საფეხურის მოსწავლეთათვის ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. განიხილება რა დიფერენცირებული სწავლების მნიშვნელობა, აქცენტები გაკეთებულია იმ ფაქტებზე, რაც ახლავს დიფერენცირებული აქტივობების მიზანმიმართულ განხორციელებას, რითაც მასწავლებელი ყველა
მოსწავლეს აძლევს „გამარჯვებისა“ და „წარმატების“ შანსს, შედეგად კი, მოსწავლეებს უჩნდებათ კომპეტენტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა. ხოლო თითოეულის უნიკალური შესაძლებლობების და სწავლის სტილისა თუ პროფილის აღიარება, დაფასება, პატივისცემა და გათვალისწინება, დადებითად აისახება მათ თვითაღქმაზე. საკითხის სიღრმისეული განხილვის შედეგად ავტორი აყალიბებს მოსაზრებას, რომ სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომის გამოყენების უმთავრესი მიზანი ყოველთვის უნდა იყოს დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა თვითშეფასების ფორმირების ხელშეწყობა და ამ პროცესში მასწავლებლის გავლენისა და როლის შეფასება, რადგან სწორედ ეს პერიოდია გარდამტეხი თვითაღქმის ჩამოყალიბებაში. ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებები შეჯერებულია საკითხთან დაკავშირებული ჩატარებული კვლევის, მისი მიგნებების და შედეგების განხილვით. რითაც დადასტურებულია, რომ მოსწავლეთა თვითშეფასების შესწავლით და მის ამაღლებაზე ორიენტირებული ინტერვენციების შემუშავებით და განხორციელებით, შესაძლებელია მოსწავლეთა დამოკიდებულებების დარეგულირება წარუმატებლობასა თუ თანაკლასელთა, პედაგოგთა უკუკავშირებზე, ასევე, მათთვის თვითრეფლექსიის უნარების, მდგრადი ფსიქიკური ჯანმრთელობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბება კი, დადებითად აისახება ბავშვის მოტივაციაზე, საგნისადმი დამოკიდებულებაზე, ჩართულობასა და გამოწვევებისადმი მდგრადობაზე.The work addresses the problematic issue of forming student self-esteem as one of the most important aspects of individual self-development. It discusses the factors that influence this process and highlights and analyzes the role of self-esteem in shaping a child's personality. Based on the theories and perspectives of well-known scientists, it is clarified how social relationships and the environment influence the self-realization and self-esteem of individuals, specifically elementary school students.
Through an in-depth analysis of the issue, it is confirmed that guiding students toward healthy self-esteem is valuable, especially when considering their individuality, uniqueness, individual needs, and capabilities. In this regard, a differentiated approach is considered the most effective way to promote the formation of healthy self-esteem among elementary school students in the teaching of the mathematics curriculum. The significance of differentiated instruction is emphasized, focusing on the aspects that accompany the purposeful implementation of differentiated activities, allowing teachers to provide every student with a chance for "success" and "achievement." As a result, students develop a sense of competence and self-confidence. Recognizing, valuing, respecting, and considering each student's unique abilities, learning styles,
and profiles positively reflects on their self-perception. As a result of an in-depth discussion of the issue, the author forms the opinion that the main goal of using a differentiated approach in teaching should always be to support the formation of self-esteem among elementary school students and to evaluate the teacher's influence and role in this process, as this is a critical period in developing self-awareness.
The opinions expressed in the work are harmonized with the conducted research related to the issue, its findings, and results. It is confirmed that by studying students' self-esteem and developing interventions aimed at enhancing it, it is possible to regulate students' attitudes towards failure and feedback from peers and teachers, as well as to promote the development of their self-reflection skills and resilient mental health. The formation of high self-esteem positively impacts a child's motivation, attitude toward subjects, engagement, and resilience to challenges
Tbilisi in the Works of Georgian and Foreign Artists ‘’City” Means Tbilisi (18th-19th Centuries) Golden Fleece – Art of Georgia
წინაგულოვანი და პარკუჭვანი ექსტრასისტოლური არითმიის დროს ეტაციზინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების პროსპექტული ანალიზი
Background
Ethacizine, a class Ic antiarrhythmic agent, is prescribed for managing severe or refractory supraventricular and ventricular arrhythmias, including premature atrial (PACs) and ventricular contractions (PVCs). Despite its use, there is a lack of substantial research exploring the therapeutic effects of ethacizine at present.
Purpose
The study evaluated the efficacy and safety of ethacizine in addressing PACs and PVCs, in cases where other antiarrhythmic medications proved ineffective.
Methods
We performed a prospective analysis of ethacizine treatment (50 mg. b.i.d.) for early (30-45 days) and late periods (150-210 days), in male (n=58; 59.2%) and female (n=40; 40.8%) patients aged ≥ 18 years (18-72 y.o; mean age 45 years), with 46 cases of PACs and 52 cases of PVCs, who had previously been treated with another antiarrhythmic medication (bisoprolol, metoprolol, sotalol, verapamil, amiodarone, or propafenone) and had not achieved the target rate of extrasystoles (≤1000/24h).
Results
The findings reveal a substantial decrease in the mean parameters of PACs during both, the early period (initial 6877 ± 2432, following 761 ± 341); (88,9%); t([45]) = [13,336], p = [< .001) and the late period (initial 6877 ± 2432, following 574 ± 294); (91,7%); t([45]) = [15,124], p = [< .001). The quantitative reduction in PACs reached a maximum of 93.8% in the early period (19406 PACs □ 1211 PACs) and 94.3% in the late period (19406 PACs □ 1105 PACs). The mean parameters of PVCs in the early period experienced a significant reduction (initial 3205 ± 1145, following 550 ± 194); (82,8%); t([51]) = [8,284], p = [< .001). Similarly, the mean PVC values in the late period exhibited a noteworthy decrease (initial 3205 ± 1145, following 490 ± 181); (84,8%); t([51]) = [8,553], p = [< .001). For PVCs, the maximum effect observed in the early period was 94.8% (18929 PVCs □ 989 PVCs), and in the late period, it reached 95% (18929 PVCs □ 950 PVCs). The target rate in the late period (≤1000/24h.) for PACs reached 89%, and for PVCs - 86% (Figure 1). Adverse effects were noted in a mere four subjects (4%). These events manifested as 2nd-degree AV block (Mobitz 1), sustained ventricular tachycardia, asymptomatic nonsustained polytopic ventricular tachycardia, and asymptomatic transient ST-segment elevation observed through 24-hour ECG holter monitoring.
Conclusion
A prospective study on ethacizine treatment (50 mg. b.i.d.) confirmed its effectiveness and safety in reducing PACs and PVCs. It demonstrated a sustained reduction in extrasystole occurrences for an extended period, achieving the target rate with minimal side effects. Ethacizine merits consideration for addressing extrasystolic arrhythmia, particularly in cases where other antiarrhythmic medications prove ineffective
Bassian, catalog of cultural monuments
კატალოგი მომზადდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2019 წელს გამოცხადებული სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში – “ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის“ – გამარჯვებული პროექტის – „ბასიანი - მატერიალური კულტურის ძეგლების ორენოვანი ბეჭდური და ონლაინ კატალოგი“ [NFR – 19 – 12539] – ფარგლებში. პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრის მიერ.
კატალოგი მოამზადეს: პროფესორმა თეიმურაზ ხუციშვილმა (ხელმძღვანელი), ნოდარ არონიშიძემ, დავით გაჩეჩილაძემ, ბებურ გოზალიშვილმა, ანა იმედაშვილმა, შალვა კოღუაშვილმა, პროფესორმა დავით
მაისურაძემ, ლევან წიქარიშვილმა, დავუთ ჰაქან ბერქმა (მოფინაძე). კონსულტანტი - არქეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სამი პატაჯი (თურქეთი).
ინგლისური ტექსტი - ლადო მირიანაშვილი ©2024
ყდის დიზაინი - დავით ჯამრიშვილი
კატალოგი იბეჭდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით.
მასალა დალაგებულია აღწერილი ძეგლების დასახელების მიხედვით, ანბანური რიგით. ფოტოსურათები, რომლებზეც არ არის მითითებული კუთვნილება ან ავტორი, გადაღებულია ავტორთა
მიერ, მხარის საკვლევი ექსპედიციების დროს.The catalogue was prepared within the project “Basiani: Bilingual Print and Online Catalogue of Material Culture Monuments” [NFR – 19 – 12539], a winner of the “State Scientific Grant Competition for Fundamental Research” announced by the Shota Rustaveli National Science Foundation in 2019.
The project was realized by the “Research Center of Georgian Culture and Tourism Resources”. The report of the expedition was prepared by a team of scholars: Professor Teimuraz Khutsishvili (Head), Nodar
Aronishidze, David Gachechladze, Bebur Gozalishvili, Ana Imedashvili, Shalva Koghuashvili, Professor David Maisuradze, Levan Tsikarishvili, and Davut Hakan Berk (Mofinadze). The consultant – Dr. of Archaeology Sami Pataci (Turkey).
Translated by Lado Mirianashvili ©2024
Cover design by David Jamrishvili
This catalogue was printed with financial support of the Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia.
The material is sorted alphabetically by the names of the described monuments.
The photographs, except for those noted otherwise, were taken by the authors of the catalogue during field trips