E-Journals Portal of Association for Science
Not a member yet
4096 research outputs found
Sort by
ბათუმის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ვითარება 1879-1885 წლებში
This research examines the socio-political and cultural-educational landscape of Batumi between 1879 and 1885, a period marked by the city’s rapid transformation under the Russian Empire following its incorporation in1878. Drawing on literature sources, periodical press dedicated to this period, the study analyzes the political climate shaped by imperial administrative reforms, the activities of local and foreign communities, and the interplay between economic development and social change, Batumi ethnic and confessional diversity and etc. Important attention is given to the emergence of cultural and educational institutions, the spread of literacy, and the role of religious and ethnic diversity in shaping Batumi’s public life. The methodological approach combines historical-descriptive analysis with elements of comparative history, enabling a nuanced understanding of Batumi’s position as both a strategic port and a multicultural urban center. The findings reveal that the years 1879-1885 constituted a formative stage in the city’s integration into the imperial system, fostering new forms of civic engagement while also exposing tensions between traditional social structures and modernizing influences. This period laid the groundwork for the more dynamic socio-cultural processes that would characterize Batumi’s development at the turn of the twentieth century.კვლევა განიხილავს ბათუმის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ვითარებას 1879-1885 წლებში - პერიოდში, რომელიც ქალაქის სწრაფი გარდაქმნით გამოირჩეოდა რუსეთის იმპერიაში 1878 წელს გაერთიანების შემდეგ. სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროებზე, იმ დროისათვის დამახაასიათებელ პრესაზე დაყრდნობით, ნაშრომი აანალიზებს იმპერიული ადმინისტრაციული რეფორმებით ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ გარემოს, ადგილობრივი და უცხოელი საზოგადოებების საქმიანობას, ასევე ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ ცვლილებებს შორის ურთიერთკავშირს, ბათუმის ეთნიკურ და კონფესიურ მრავალფეროვნებას. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამოყალიბებას, წიგნიერების გავრცელებას და რელიგიური თუ ეთნიკური მრავალფეროვნების როლს ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კვლევა ეფუძნება ისტორიულ-აღწერით ანალიზს და შედარებითი ისტორიის ელემენტებს, რაც შესაძლებელს ხდის ბათუმის გააზრებას, როგორც სტრატეგიული პორტისა და მრავალკულტურული ურბანული ცენტრის. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ 1879-1885 წლები ბათუმის ინტეგრაციის ფორმირების ეტაპი იყო იმპერიულ სისტემაში, რასაც თან ახლდა ახალი სამოქალაქო აქტივობების წარმოშობა და ტრადიციულ სოციალურ სტრუქტურებსა და მოდერნიზაციის ტალღას შორის დაძაბულობა. აღნიშნულმა პერიოდმა საფუძველი დაუდო იმ დინამიკურ სოციალურ-კულტურულ პროცესებს, რომლებიც ბათუმის განვითარებას XX საუკუნის მიჯნაზე დაახასიათებდა
დიდი სახელმწიფოების ბათუმის ოლქით დაინტერესება პირველი მსოფლიო ომის წინ
In 1915, the failure of the Russian army was blamed on the local population of Adjara. The Russians declared the locals to be “traitors” and staged a “shameful” trial. They managed to execute several individuals, but due to the strong protests of the Georgian population and the active involvement of influential figures, the chauvinists were unable to carry out their “vile plans” to completion. Nevertheless, the Russian authorities succeeded in deporting a significant portion of the population from Adjara to various locations, primarily within Russian territory. Eventually, under intense public pressure, they withdrew the fabricated charges against the population and “admitted their mistake.” However, this “disgraceful act” by the imperialists remains deeply etched in the memory of the people.1915 წელს რუსეთის ჯარების წარუმატებლობა დაბრალდა აჭარის ადგილობრივ მოსახლეობას. რუსებმა ადგილობრივი მოსახლეობა მოალატეებად გამოაცხადეს და მოუწყვეს სამარცხვინო სასამართლო პროცესი. მათ შეძლეს რამდენიმე ადამიანის სიკვდილით დასჯა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის მძლავრი პროიტესტის გამო და გავლენიან ადამიანთა დიდი აქტიურობის შედეგად შოვინისტებმა ვერ შეძლეს მათი ბინძური საქმის ბოლომდე მიყვანა. რუსებმა მაინც მოახერხეს მოსახლეობის საკმაო დიდი ნაწილის აჭარიდან სხვადასხვა ადგილებში გადასახლება, ძირითადად რუსეთის ტერიტორიაზე, ბოლოს ხალხის დიდი ზეწოლის შედეგად მათ უკან დაიხიეს და მოუხსნეს შეთითხნილი ბრალდება მოსახლეობას და ,,აღიარეს შეცდომა’’, მაგრამ ეს სამარცხვინო მოქმედება იმპერიალისტებისა სამუდამოდ დარჩა ხალხის მეხსიერებაში.’
აღზრდის გავლენა პიროვნების თვითშეფასებაზე
The aim of the present study is to determine the influence of parenting style on a person\u27s self-esteem. The study was conducted using a quantitative research method. 300 subjects, aged 18 and over, participated in the study. The research tasks were theoretical analysis and empirical research of factors affecting self-esteem, based on the selection and development of methodological tools. The Rosenberg Self-Esteem Questionnaire and Parenting Style Questionnaire were used in the study.
According to the results of the study, in the case of the authoritative parenting style, adequate self-esteem exceeded 82%, while in the case of other styles, this indicator did not exceed 50%. Moreover, in the case of the indifferent parenting style, it was only 21.4%. At the same time, the authoritarian parenting style even showed better results than the indifferent parenting style. Based on the above, we can conclude that the upbringing style significantly determines the degree of formation of a person\u27s self-esteem. For those respondents who were raised according to the authoritative and liberal parenting styles, adequate self-esteem is characteristic, while in the case of authoritarian and indifferent parenting styles, low self-esteem prevails.წიმდებარე გამოკვლევის მიზანს წარმოადგენს აღზრდის სტილის გავლენის დადგენა პიროვნების თვითშეფასებაზე.
კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის მეთოდით. კვლევაში მონაწილეობდა 300 ცდისპირი, რომლის ასაკიც 18 წლიდან იწყებოდა. კვლევის ამოცანებად განისაზღვრა თვითშეფასებაზე მოქმედი ფაქტორების თეორიული ანალიზი და ემპირიული კვლევა, მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების შერჩევისა და შემუშავების საფუძველზე. კვლევაში გამოყენებულ იქნა როზენბერგის თვითშეფასების კითხვარი და აღზრდის სტილის კითხვარი.
კვლევის შედეგების მიხედვით ავტორიტეტული აღზრდის სტილის შემთხვევაში ადეკვატურმა თვითშეფასებამ 82 % გადააჭარბა, მაშინ როცა სხვა სტილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 50 % არ აღემატებოდა. უფრო მეტიც, ინდიფერენტული აღზრდის სტილის შემთხვევაში ის მხოლოდ 21,4% დაფიქსირდა. ავტორიტარულმა აღზრდის სტილმა კი უფრო უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ინდეფერენტული აღზრდის სტილმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღზრდის სტილი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის თვითშეფასების ჩამოყალიბების ხარისხს. იმ რესპოდენტებისთვის, რომლებიც აღიზარდნენ ავტორიტეტული და ლიბერალური აღზრდის სტილის მიხედვით, დამახასიათებელია ადეკვატური თვითშეფასება, ხოლო ავტორიტარული და ინდიფერენტული აღზრდის სტილის შემთხვევაში ჭარბობს დაბალი თვითშეფასება
ნარკოტიკების მოხმარების სიტუაციური ანალიზი ევროპულ და საერთაშორისო დონეზე - მისი ზეგავლენა თანამედროვე მსოფლიო წესრიგზე
The article states the fact that while implementing measures against drug addiction, it is not desirable to deviate too much either towards liberalization or repression. It does not require balanced, organizational, legal decisions based on the specific features of each country or region and the stage of economic and social development necessary for that region or country, which will consider the historical, cultural, political, and other realities of these regions or countries. Otherwise, we will get undesirable results, examples of which are numerous in the world\u27s history of drugs.
The paper highlights that it is necessary to strive constantly for the states to find a common approach in the strategy against drug use, to be uncompromising in the issues of its illegal production and distribution, and everything should be implemented based on mutual consent and compromises. In our opinion, in order to prevent the illegal production and circulation of drugs, it is appropriate to implement appropriate policies and programs aimed at society and individuals, as well as improving public health, stimulating economic development, improving the situation in the field of public safety, and reducing socio-economic inequality.
Illegal use of drugs is not limited in any street, city, or country; it covers most spaces of the world. It is not enough to take measures at the national level to solve drug addiction problems. The fight against drug addiction is an international and transnational challenge.
Although international cooperation is at the core of the international control system, its effectiveness at the global level has not been adequately evaluated. This makes us think that it is necessary to change in the meantime, develop more complete tools for tracking the progress of international cooperation, which will allow us to better assess positive trends and possible obstacles that may hurt effective cooperation. სტატიაში ვანვითარებთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნარკომანის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისას არ არის სასურველი არც ლიბერალიზაციისაკენ და არც რეპრესიებისაკენ ზედმეტი გადახრა. საჭიროა დაბალანსებული, ყოველი ქვეყნის თუ რეგიონისათვის დამახასიათებელი თავისებურებებიდან და ეკონომიკური, სოციალური განვითარების იმ ეტაპისათვის საჭირო ორგანიზაციულ, სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გაითვალისწინებს ამ რეგიონების, თუ ქვეყნების ისტორიულ, კულტურულ, პოლიტიკურ თუ გამოწვევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ არასასურველ შედეგებს, რომლის მაგალითები მრალადაა ნარკოტიკების მოხმარების მსოფლიო ისტორიაში.
საჭიროა მუდმივად სწრაფვა რათა სახელმწიფოებმა გამონახონ საერთო მიდგომის გზები ნარკოტიკების მოხმარების საწინააღმდეგო სტრატეგიებში, იყვნენ უკომპრომისო მისი უკანონო წარმოების და გავრცელების საკითხებში. ყოველივე ეს უნდა განხორციელდეს ურთიერთ თანხმობის და კომპრომისების საფუძველზე.
ნარკოტიკების უკანონო წარმოებისა და ბრუნვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია შესაბამისი პოლიტიკის და პროგრამების განხორციელება, მიმართული საზოგადოებასა და ცალკეულ პირებზე, ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ, ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისკენ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის გაუმჯობესებისკენ და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებისკენ.
ნარკოტიკების უკანონოდ გამოყენება არ შემოიფარგლება რომელიმე ერთი ქუჩით, ქალაქით, ქვეყნით - ის მოიცავს მსოფლიოს უმეტეს სივრცეებს. ნარკომანიის პრობლემების გადასაჭრელად, მხოლოდ ეროვნულ დონეზე ზომების მიღება საკმარისი არ არის. ეს ბრძოლა საერთაშორისო ტრანსნაციონალური გამოწვევაა.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა არის საერთაშორისო კონტროლის სისტემის ბირთვი, გლობალურ დონეზე მისი ეფექტურობა სიღრმისეულად არ შეფასებულა. აუცელებელია დროთა განმავლობაში განვითარდეს უფრო სრულყოფილი ინსტრუმენტები საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრესის მიკვლევისთვის, რაც წინაპირობაა, დადებითი ტენდენციების და შესაძლო დაბრკოლებების უკეთესად შესაფასებლად
Zn, Cu-ის შემცველობა ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვების სისხლის პლაზმაში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში მუდმივად ეწეოდნენ სიგარეტს
It was determined Zn and Cu level in the blood plasma in children with ADHD syndrome, whose mothers smoked constantly during pregnancy. The obtained data were compared with the data of children with ADHD, whose mothers never smoked during pregnancy. Zinc deficiency was detected in the blood plasma of all the examined children. The decrease in Zn level was more pronounced in children whose mothers smoked during pregnancy. Cu level in the blood plasma corresponded to age standards in all the examined children. It is necessary to differentiate the cause-and-effect relationships involved in the development of behavioral disorders (local or specific).განისაზღვრა თუთიის და სპილენძის შემცველობა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვების სისხლის პლაზმაში და მიღებული მონაცემები შედარებულ იქნა იმ ბავშვებთან, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში მუდმივად ეწეოდნენ ან არ ეწეოდნენ სიგარეტს. თუთიის დეფიციტი აღმოჩენილ იქნა ყველა გამოკვლეული ბავშვის სისხლის პლაზმაში, თუმცა მეტად გამოხატული იყო იმ ბავშვებში, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში ეწეოდნენ სიგარეტს. სპილენძის შემცველობა ყველა გამოკვლეული ბავშვის სისხლის პლაზმაში შეესაბამებოდა ასაკობრივ ნორმას. აუცილებელია ქცევითი აშლილობების (ადგილობრივი ან სპეციფიკური) განვითარებაში მონაწილე მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთობების დიფერენცირება
გენდერული განსხვავება ძილის ხარისხში და პატერნების შეფასება მოზარდებს შორის: სკოლის მოსწავლეებზე დაფუძნებული კვლევის ანალიზი
The main objective of the present study was to assess sleep quality and various patterns associated with it among Georgian adolescents, focusing on gender. Using a cross-sectional study design, we studied one hundred and thirty 15-19-year-old school students with an equal ratio of girls and boys (65:65). To assess sleep quality, we used the internationally recognized Pittsburgh Sleep Quality Index (PSQI). Based on the analysis of data obtained from 130 participants, we determined that 23 adolescents\u27 Pittsburgh Sleep Quality Index scores are in the range of 0-7 points, 59 of them - 8-14, and 48 students - 15-21. (A high score indicates poor sleep quality). The overall sleep quality indicator is lower in girls. This is correlated with the use of electronic devices for more than 4 hours a day (49 girls), as well as alcohol consumption (31 girls) and adynamia (47 girls).წინამდებარე კვლევის ძირითადი მიზანი გახლდათ ძილის ხარისხისა და მასთან ასოცირებული სხვადასხვა პატერნის შეფასება ქართველ მოზარდებს შორის სქესზე ფოკუსირების გათვალისწინებით. ჯვარედინ-სელექციური კვლევის დიზაინის გამოყენებით შევისწავლეთ ასოცდაათი 15-19 წლის სკოლის მოსწავლე გოგონების და ბიჭების თანაბარი თანაფარდობით (65:65). ძილის ხარისხის შესაფასებლად გამოვიყენეთ საერთაშორისოდ აღიარებული პიტსბურგის ძილის ხარისხის ინდექსი (PSQI).
130 მონაწილისგან მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე დავადგინეთ, რომ 23 მოზარდის პიტსბურგის ძილის ხარისხის ინდექსის შეფასება 0-7 ქულათა დიაპაზონშია, 59 მათგანის - 8-14, ხოლო 48 მოსწავლის 15-21 დიაპაზონში (მაღალი ქულა მიუთითებს ძილის ცუდ ხარისხზე). ძილის საერთო ხარისხის მაჩვენებელი უფრო დაბალია გოგონების შემთხვევაში. აღნიშნული კორელაციაშია ელექტრონული მოწყობილობების დღეში 4 სააათზე მეტ გამოყენებასთან (49 გოგონა), ასევე ალკოჰოლური სასმელის მიღებასა (31 გოგონა) და ადინამიასთან (47 გოგონა)
ქრონიკული ტკივილის სპეციფიკური ტიპების დიაგნოზების გავრცელება ორ კომერციულ სადაზღვევო კომპანიაში, ქ. თბილისში, საქართველო
Chronic pain (CP) is a prevalent disease in the country. The two year period prevalence of CP was 3.2%. Low back pain, joint pain, and headache dominated in the study population. Female population were more likely to develop CP as well as the specific types of CP. Females were almost twice as likely to have CP as compared to males. Working population is most greatly affected by the burden of CP and other specific types of CP. სტატია ეხება ქრონიკული ტკივილისა და მისი ცალკეული ტიპების დიაგნოზების გავრცელებას თბილისში, ორი კომერციული სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარებში. ქრონიკული ტკივილის ორწლიანი პრევალენსი 3.2%-ს შეადგენს. საკვლევ პოპულაციაში დომინირებს წელის ტკივილი, სახსრების ტკივილი და თავის ტკივილი. ქრონიკული ტკივილის ყველა სპეციფიკური ტიპი სქეს-დამოკიდებული აღმოჩნდა. ქალებს ქრონიკული ტკივილი თითქმის ორჯერ უფრო ხშირად აღენიშნებოდათ, ვიდრე მამაკაცებს. ყველაზე მაღალი პრევალენტობით გამოირჩევა ძვალ-კუნთოვანი სისტემის ტკივილი. პირველ ადგილზეა ქვემო წელის ტკივილი
წამლის აღმოჩენისა და კვლევის პროცესების გაუმჯობესება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით
Artificial intelligence (AI) is increasingly becoming a key component in pharmaceutical science, offering new avenues for drug research and development. By analyzing vast volumes of scientific data within a short time, AI reduces both the duration and cost of traditional drug discovery processes. It assists researchers in identifying therapeutic targets more efficiently, evaluating the potential effects of chemical compounds, and selecting the safest and most promising molecules in early development stages. Despite these benefits, integrating AI into drug research brings forth challenges, particularly related to data privacy, transparency, and ethical responsibility.
This paper explores how artificial intelligence is reshaping the traditional drug development landscape and emphasizes the importance of applying these technologies responsibly and ethically in pharmaceutical innovation.ხელოვნური ინტელექტი (AI) სულ უფრო აქტიურად მკვიდრდება ფარმაცევტულ მეცნიერებაში და ახალ შესაძლებლობებს ქმნის წამლის კვლევისა და შექმნის სფეროში. ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელი ხდება დიდი მოცულობის სამეცნიერო მონაცემების ანალიზი ძალიან მოკლე დროში, რაც ამცირებს კვლევის ხანგრძლივობას და ხარჯებს. AI ეხმარება მეცნიერებს უფრო სწრაფად აღმოაჩინონ სამკურნალო სამიზნეები, შეაფასონ ქიმიური ნაერთების პოტენციური მოქმედება და შეარჩიონ უსაფრთხო და ეფექტური მოლეკულები წამლის განვითარების საწყის ეტაპზე. მიუხედავად მრავალი უპირატესობისა, AI-ის გამოყენება წამლის კვლევაში აჩენს გარკვეულ გამოწვევებს, განსაკუთრებით ეთიკისა და მონაცემთა დაცვის კუთხით.
ნაშრომი განიხილავს, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი წამლის შექმნის ტრადიციულ პროცესს და როგორ შეიძლება ის გამოყენებულ იქნეს ეფექტიანად, უსაფრთხოდ და გონივრულად ფარმაცევტულ პრაქტიკაში
რადიოლოგიურ პარამეტრებზე დაფუძნებული სტრატეგიის ეფექტურობა ინციზიური თიაქრების მკურნალობაში
Introduction: The repair of incisional hernias, the selection of hernioplasty method and prosthetic material still remain relevant for general surgeons and herniologists. The problematic issue is due to various reasons, including the incomplete consensus between the size of the hernia and the depth of the operation, as well as the possible connection of incisional hernias with metabolic disorders, which is a predisposing risk factor for hernia formation or subsequent recurrence. A differentiated approach, taking into account the size of the hernia and the parameters of the muscular-aponeurotic structures of the anterior abdominal wall, may allow for the selection of optimal methods of hernioplasty.
Methods: The study included 216 patients with hernias of various sizes and locations. Group I - 136, Group II - 80 patients. Patients underwent preliminary radiological examinations, patients in group I underwent computed tomography and ultrasonography to assess the ratio of the rectus muscle to the defect, the thickness and density of the rectus muscle, and other clinical and laboratory examinations. However, later, due to the coincidence of the data of computed tomography and ultrasonography, due to financial and medical aspects (radiation load), we performed only the ultrasonographic examination and preliminarily selected the hernioplasty method and the type and size of the prosthetic material. Patients in group II (control) were included in whose case the diagnosis was made on the basis of clinical data and the exact size and localization of the hernia were not determined; the hernioplasty method was selected intraoperatively. Follow-up period 12 months.
Results: In group I, patients with a high rectus-to-defect ratio (>1.4) and radiologically dense and thick rectus abdominis muscle (>14.4 mm) underwent hernia repair using the Onlay technique. Patients with a rectus-to-defect ratio <1.4 and >1.28, and a rectus abdominis muscle thickness >14.4 mm underwent hernia repair using the Onlay technique. Patients with a rectus muscle thickness <14.4 mm and/or a rectus-to-defect ratio <1.39 underwent hernia repair using the Sublay technique only. In the control group, the appropriate method of hernia repair was determined intraoperatively. The average duration of the operation in group I was significantly less than in group II (group I 60±6, group II 90±8). The number of postoperative bed days was: in group I 4±0.3, in group II 5±0.2. Postoperative complications (wound infection, seroma, chronic pain, granuloma formation, etc.) were assessed daily during hospitalization, 1 month, 3 months, 6 months and 12 months after the operation; the incidence of complications and recurrence was lower in the study group than in the control group.
Conclusion: A differentiated approach to the treatment of incisional hernias allows for the preoperative selection of the hernioplasty method and the type and size of the prosthetic material. A differentiated approach to hernioplasty allows for the reduction of postoperative complications and hernia recurrence. It reduces the duration of surgery and the length of hospital stay, reduces financial costs, which ultimately contributes to the timely recovery and rehabilitation of patients.შესავალი: ინციზიური თიაქრების აღდგენა, ჰერნიოპლასტიკის მეთოდისა და საპროთეზო მასალის შერჩევა კვლავ რჩება აქტუალური ზოგადი ქირურგებისა და ჰერნიოლოგებისთვის. პრობლემური საკითხია სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის მიუღწეველი კონსესუსი თიაქრის ზომასა და ოპერაციის სიღრმეს შორის და ასევე ინციზიური თიაქრების შესაძლო კავშირი მეტაბოლურ დარღვევებთან, რაც თიაქრის ფორმირების ან შემდგომი რეციდივის წინაპირობაა. დიფერენცირებული მიდგომა თიაქრის ზომისა და მუცლის წინა კედლის კუნთოვან აპონევროზული სტრუქტურების პარამეტრების გათვალისწინებით შესაძლოა იძლეოდეს ჰერნიოპლასტიკის ოპტიმალური მეთოდების შერჩევის შესაძლებლობას.
მეთოდები: კვლევაში ჩართული იყო 216 პაციენტი, რომელთაც აღენიშნებოდათ სხვადასხვა ზომისა და ლოკალიზაციის თიაქარი. I ჯგუფი - 136, II ჯგუფი - 80 პაციენტი. პაციენტებს წინასწარ უტარდებოდათ რადიოლოგიური კვლევები, I ჯგუფის პაციენტებს უტარდებოდათ კომპიუტერული ტომოგრაფია და ულტრასონოგრაფია სწორი კუნთისა და დეფექტის თანაფარდობის, სწორი კუნთის სისქისა და სიმკვრივის შესაფასებლად და სხვა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. თუმცა, მოგვიანებით კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ულტრასონოგრაფიის მონაცემების თანხვედრის გამო, ფინანსური და სამედიცინო ასპექტებიდან (სხივური დატვირთვა) გამომდინარე ვასრულებდით მხოლოდ ულტრასონოგრაფიულ კვლევას და წინასწარ ვირჩევდით ჰერნიოპლასტიკის მეთოდს და საპროთეზო მასალის სახეობას და ზომას. II (საკონტროლო) ჯგუფში მოხვდნენ პაციენტები, რომელთა შემთხვევაში დიაგნოზი დასმული იყო კლინიკური მონაცემების საფუძველზე და არ იყო განსაზღვრული თიაქრის ზუსტი ზომა, ლოკალიზაცია; ჰერნიოპლასტიკის მეთოდი შეირჩეოდა ინტრაოპერაციულად. მეთვალყურეობის პერიოდი 12 თვე.
შედეგები: I ჯგუფში პაციენტებს, რომელთაც ჰქონდათ რექტუსისა და დეფექტის შეფარდების მაღალი მაჩვენებელი (>1.4) და რადიოლოგიურად მკვრივი და სქელი მუცლის სწორი კუნთი (>14.4მმ) ჩაუტარდათ Onlay ტექნიკით თიაქრის აღდგენის ოპერაცია. პაციენტებს, რომელთა სწორი კუნთისა და დეფექტის შეფარდება იყო <1.4 და >1.28-ზე, ამავდროულად მუცლის სწორი კუნთის სისქე >14.4მმ-ზე, ჩაუტარდათ თიაქრის აღდგენის ოპერაცია Sublay ტექნიკით. იმ პაციენტებში, რომელთაც ჰქონდათ სწორი კუნთის სისქე <14.4 მმ-ზე და/ან რექტუსისა და დეფექტის შეფარდება <1.39-ზე, ჩაუტარდათ თიაქრის აღდგენის ოპერაცია მხოლოდ Onlay ტექნიკით. საკონტროლო ჯგუფში თიაქრის აღდგენის შესაბამისი მეთოდი განისაზღვრა ინტრაოპერაციულად. ოპერაციის საშუალო ხანგრძლივობა I ჯგუფში მნიშვნელოვნად ნაკლები იყო მეორე ჯგუფთან შედარებით (I ჯგუფი 60±6, II ჯგუფი 90±8). ოპერაციის შემდგომ საწოლდღეების რაოდენობამ შეადგინა: I ჯგუფში 4±0.3, II ჯგუფში 5±0.2. პოსტოპერაციული გართულებები (ჭრილობის ინფიცირება, სერომა, ქრონიკული ტკივილი, გრანულომის ფორმირება და სხვ.) ფასდებოდა ჰოსპიტალიზაციის განმავლობაში ყოველდღიურად, ოპერაციიდან 1 თვის, 3 თვის, 6 თვის და 12 თვის შემდეგ; საკვლევ ჯგუფში საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ნაკლები იყო გართულებების და რეციდივის შემთხვევები.
დასკვნა: დიფერენცირებული მიდგომა ინციზიური თიაქრების მკურნალობაში იძლევა პრეოპერაციულად ჰერნიოპლასტიკის მეთოდისა და საპროთეზო მასალის სახეობისა და ზომის ადექვატური შერჩევის შესაძლებლობას. ჰერნიოპლასტიკის დიფერენცირებული მიდგომა იძლევა პოსტოპერაციული გართულებების და თიაქრის რეციდივის შემცირების შესაძლებლობას; ამცირებს ოპერაციის ხანგრძლივობას და სტაციონარში დაყოვნების ხანგრძლივობას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს პაციენტების დროულ გამოჯანმრთელებას და რეაბილიტაციას, ამავდროულად ამცირებს ფინანსურ დანახარჯებს
ანტისხეულების შესწავლა პათოგენური ფაქტორების მიმართ სტაფილოკოკურ იმუნოგლობულინში
F(ab’) fragments of antibacterial, as well as alpha-toxin, PV-leukocidin and hyaluronidase antibodies in polyclonal staphylococcal immunoglobulin have been studied, the specific activity of which was investigated by enzyme-linked immunoenzyme assay (ELISA) and passive (indirect) hemagglutination reaction using appropriate test systems. F(ab’) fragments were obtained using a new technology using immobilized pepsin. To obtain the F(ab’)2 fragment we used a special kit produced by Thermo Scientific (USA) (PierceTM Fab Preparation Kit), which contains all the components necessary for obtaining the F(ab’)2 fragment of the antibody and is a fast and effective means of obtaining and purifying the said product. The titer of antibodies to α-toxin was determined in the Lh (limes-haemolisis) reaction, which was 150 IU/ml; the range of antibacterial antibody titers in immune serum and immunoglobulin in the passive hemagglutination test was -1:3200 - 1:12800; the titer of antileukocidin antibodies was -1:640 - 1:1280, and to hyaluronidase - 1:320 - 1:640. These indicators in normal serum ranged within 1:10-1:40. Antibodies in antistaphylococcal immunoglobulin solution were determined by the immunoenzyme method, the results of which were registered on an immunoenzyme reader (Sunostik SPR-960). The average data of normal (control) sera for staphylococcal toxin was 0.081; while the positivity index of immune serum and immunoglobulin for the said toxin was 10.08. The positivity index for antibacterial antibodies was 9.2517, the positivity index for PV-leukocidin was 4.3968, and for hyaluronidase - 0.9214. შესწავლილია პოლიკლონურ სტაფილოკოკურ იმუნოგლობულინში ანტიბაქტერიული, აგრეთვე ალფა-ტოქსინის, PV-ლეიკოციდინის და ჰიალურონიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების მოლეკულის F(ab’)–ფრაგმენტები, რომელთა სპეციფიკური აქტივობა გამოკვლეულ იქნა იმუნოფერმენტული ანალიზით (იფა) და პასიური (არაპირდაპირი) ჰემაგლუტინაციის რეაქციაში შესაბამისი ტესტ-სისტემების გამოყენებით. F(ab’)–ფრაგმენტები მიღებულია ახალი ტექნოლოგიით იმობილიზებული პეპსინის გამოყენებით. F(ab’)2 ფრაგმენტის მისაღებად გამოვიყენეთ Thermo Scientific-ის (აშშ) მიერ წარმოებული სპეციალური ნაკრები („PierceTM Fab Preparation Kit, USA”), რომელიც შეიცავს ანტისხეულის მოლეკულის F(ab’)2 ფრაგმენტის მისაღებად საჭირო ყველა კომპონენტს. ანტისხეულების ტიტრს α-ტოქსინის მიმართ ვსაზღვრავდით Lh (limes-haemolisis) რეაქციაში, რომელმაც შეადგინა 150 IU/ml; ანტიბაქტერიული ანტისხეულების ტიტრის დიაპაზონმა იმუნურ შრატში და იმუნოგლობულინში პასიური ჰემაგლუტინაციის ტესტში -1:3200 – 1:12800; ანტილეიკოციდინური ანტისხეულების ტიტრმა - 1:640 – 1:1280, ხოლო ჰიალურონიდაზის მიმართ - 1:320 – 1:640 შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებლები ნორმალურ შრატში მერყეობდა 1:10-1:40-ის ფარგლებში. ანტისხეულები ანტისტაფილოკოკური იმუნოგლობულინის ხსნარში განვსაზღვრეთ იმუნოფერმენტული მეთოდით (immunoenzyme method), რომლის შედეგები დარეგისტრირდა იმუნოფერმენტულ რიდერზე (Sunostik SPR-960). ნორმალური (საკონტროლო) შრატების საშუალო მონაცემებმა სტაფილოკოკური ტოქსინის მიმართ 0,081 შეადგინა; ხოლო იმუნური შრატის და იმუნოგლობულინის დადებითობის ინდექსმა აღნიშნულ ტოქსინთან მიმართებაში - 10,08; ანტიბაქტერიული ანტისხეულების დადებითობის ინდექსმა 9,2517; PV-ლეიკოციდინის დადებითობის ინდექსმა - 4,3968, ხოლო ჰიალურონიდაზის მიმართ - 0,9214