E-Journals Portal of Association for Science
Not a member yet
4096 research outputs found
Sort by
პირის ნაცვალსახელები ქართულ ჟესტურ ენაში
In my book “Georgian Sign Language,” I reviewed in detail the pronouns in this language (pp. 244-288) and systematically contrasted these forms with those in spoken Georgian. It is important to note that there is an opinion according to which, in general, we do not have pronouns in sign languages, and these are deictic forms. Indeed, if we look at the data of Georgian Sign Language - GESL, the first, second, and third person pronouns are deictic forms and not the proper lexical signs. This is generally a common occurrence for sign languages. The linguistic logic here is quite clear. It is worth noting that somatic vocabulary in nouns is also referential or pointing. Almost all sign languages have a way of pointing body parts. Thus, in these languages, ‘foot’, ‘heart’, ‘knee’, ‘head’, ‘eye’, ‘nose’, ‘mouth’, etc. will be represented in the same way.
It is noteworthy that GESL (like many other sign languages) does not distinguish between class or gender categories in pronouns. Against this background, it is important to note that GESL, as a three-dimensional system, prioritizes the emphasis on spatial marking. Pronouns in sign languages can be represented in manual and non-manual forms. The non-manual form usually refers to the mimic version of the corresponding sign. In the case of pronouns, this can also be a gaze. Thus, we have the following forms of pronouns:
Manual forms, when the personal pronouns are deictic forms;
Mimic forms, when facial expressions express a particular pronoun;
Forms with gaze, when the gaze indicates a specific person. This form is also deictic in nature.
From the three versions listed above, by their combinations, we obtain the following two-member possibilities:
A combination of manual and gaze;
A combination of gaze and mimic.
A three-membered combination is also possible:
A combination of gaze, manual and mimic forms.
Based on the GESL data, it should be said that the last three-member combination is used relatively less, neither the combination of manual and gaze is frequent in GESL.ჩემს წიგნში „ქართული ჟესტური ენა“ მე დეტალურად მომოვიხილე ამ ენაში არსებული ნაცვალსახელები (გვ. 244-288) და სისტემურად შევუპირისპირე ეს ფორმები ქართულ სამეტყველო ენაში არსებულ ფორმებს. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ზოგადად ჟესტურ ენებში ნაცვალსახელები არ გვაქვს და ეს არის დეიქტიური ფორმები. მართლაც, თუ დავაკვირდებით ქართული ჟესტური ენის მონაცემებს, პირველი, მეორე და მესამე პირის ნაცვალსახელები მანუალური ან მზერითი მითითებითი ფორმებია. ეს ზოგადად არის საერთო მოცემულობა ჟესტური ენებისთვის. ენობრივი ლოგიკა აქ სავსებით ნათელია. აღსანიშნავია, რომ ასევე მითითებითია სომატური ლექსიკაც არსებით სახელებში. თითქმის ყველა ჟესტურ ენაში ადგილი აქვს სხეულის ნაწილების მითითებას. ნაცვალსახელები ჟესტურ ენებში შეიძლება იყოს წარმოდგენილი მანუალური და არამანუალური ფორმებით. არამანუალური ფორმა ძირითადად მოიაზრებს შესაბამისი ჟესტის მიმიკურ ვერსიას. ნაცვალსახელების შემთხვევაში ეს შეიძლება ასევე იყოს მზერითი ჟესტი. აქედან გამომდინარე გვაქვს ნაცვალსახელების შემდეგი ფორმები: 1. მანუალური ფორმები, როდესაც პირის ნაცვალსახელები დეიქტიური ფორმებია; 2. მიმკური ფორმები, როდესაც სახის მიმიკა გამოხატავს კონკრეტულ ნაცვალსახელს; 3. მზერითი ფორმები, როდესაც თვალის მიმსრთულება უჩვენებს კონკრეტულ პირს. ეს ფორმაც არის დეიქტიური თავის ბუნებით. ჩამოთვლილი სამი ვერსიიდან მათი კომბინაციებით ვიღებთ კიდევ შემდეგ ორწევრიან შესაძლებლობებს: 1. მანუალური და მიმიკურის კომბინაცია; 2. მანუალური და მზერითის კომბინაცია; 3. მზერითი და მიმიკურის კომბინაცია. ასევე შესაძლებელია სამწევრიანი კომბინაციაც: მზერითი, მანუალური და მიმიკური ფორმების კომბინაცია. 
პედაგოგიური ალღო და პროგრესული ხედვები: ალექსი ჭიჭინაძის წვლილი მე-19 საუკუნის ქართული განათლების სისტემაში
Aleksi Chichinadze was engaged in educational and pedagogical work in the schools of Kutaisi and Tbilisi, as well as at the Khoni Teacher Training Seminary. He supervised the educational activities of schools in Yerevan and the Tergi region. He was a dedicated and skilled educator, a tireless public figure, the author of numerous textbooks and didactic works, and an outstanding leader. Alongside his practical work, he was actively involved in methodological, theoretical, educational, and civic activities.
His teaching and educational endeavors were grounded in progressive pedagogical principles. He devoted considerable time to the teaching and analysis of the Georgian language, literature, and traditions, to building cohesive teaching communities, and to the development of Georgian educational programs and curricula.
His work, "Words at Dawn", is a significant pedagogical-didactic piece, a courageous statement for its time against the Tsarist educational regime. The publication represents a call for the transformation of national schools in alignment with the evolving demands of the era.
Aleksi Chichinadze’s educational philosophy aligns with contemporary principles of education, particularly the learner-centered approach to teaching and learning. His methods emphasized the practical application of theoretical knowledge and encouraged the active participation of students, making his ideas highly relevant to modern educational standards. His holistic approach—which interconnected intellectual, physical, religious, and aesthetic education—remains vital in the context of the national curriculum, supporting the harmonious development of learners.
Aleksi Chichinadze’s pedagogical views clearly illustrate that education should not be limited to the mere transmission of knowledge. It must also foster the moral, spiritual, and ethical development of the individual, preparing students to meet the challenges of civic life. His vision continues to be a source of inspiration and holds significant value for contemporary educational practice.
ალექსი ჭიჭინაძე სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობას ეწეოდა ქუთაისისა და თბილისის სასწავლებლებში, ხონის საოსტატო სემინარიაში, ხელმძღვანელობდა ერევნისა და თერგის სკოლათა საქმიანობას, იყო კარგი პედაგოგი, თავდაუზოგავი საზოგადო მოღვაწე, არაერთი სახელმძღვანელოსა და დიდაქტიკური ნაშრომის ავტორი, საუკეთესო ხელმძღვანელი. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად იგი ეწეოდა ნაყოფიერ მეთოდურ, თეორიულ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
იმისი სასწავლო სააღმზრდელო და საგანმანათლებლო საქმიანობა პროგრესულ პედაგოგიურ პრინციპებს ეყრდნობოდა. დიდ დროს უთმობდა ქართული ენის, ლიტერატურის, ტრადიციების სწავლება-გაანალიზებას, სასწავლო კოლექტივის შეკრებას, ქართული სასწავლო პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას.
მისი თხზულება „რიჟრაჟზე სათქმელი“ მნიშვნელოვანი პედაგოგიურ-დიდაქტიკური ნაწარმოებია, იმ დროისათვის გაბედული სიტყვაა ცარისტული საგანმანათლებლო რეჟიმის წინააღმდეგ. ნაშრომი ერთგვარი მოწოდებაა ეროვნული სკოლების მუშაობის გარდასაქმნელად, ეპოქის მოთხოვნათა შესაბამისობაში.
ალექსი ჭიჭინაძის ხედვები თანხვედრაშია თანამედროვე განათლების პრინციპებთან, განსაკუთრებით სწავლა-სწავლების მოსწავლის სუბიექტურობის პრინციპთან. მისი მიდგომა ითვალისწინებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებისთვის აქტუალურია. მის მიერ წარმოდგენილი ჰოლისტური მიდგომა, რომელიც მოიცავს გონებრივი, ფიზიკური, რელიგიური და ესთეტიკური აღზრდის ურთიერთკავშირს, დღესაც მნიშვნელოვანია ეროვნული სასწავლო გეგმის კონტექსტში, როგორც მოსწავლეთა ჰარმონიულ განვითარების პირობა.
ალექსი ჭიჭინაძის პედაგოგიური იდეები ნათლად აჩვენებს, რომ განათლება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ცოდნის აგებით. იგი ხელს უნდა უწყობდეს პიროვნების მორალური, სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას, ხელს უწყობდეს ინდივიდის მზადყოფნას საზოგადოებრივი ცხოვრების გამოწვევებისათვის. მისი ხედვები დღესაც შთამაგონებელია და თანამედროვე სასწავლო პროცესისთვის განსაკუთრებულ ღირებულებას წარმოადგენს
ისრაელში გამოცემული ქართულენოვანი რელიგიური ლიტერატურა - აბრაამ მამისთვალოვი
Jews have lived in Georgia for many centuries. In the 1970s of the 20th century, they began a mass repatriation (“aliyah”) to their historical homeland—Israel. The initial years of this “aliyah” were characterized by severe economic and social problems for Georgian Jews. To settle in a new country, they had to overcome linguistic and everyday challenges. Despite these difficulties, Georgian Jews successfully engaged in literary activities. Works of various genres and themes were produced in the Georgian language, the acquisition and study of which are necessary for a complete presentation of Georgian-Jewish literary relations. Also interesting is the linguistic and literary study of Georgian-language publications produced in Israel, which can reveal similarities and differences, linguistic features, and innovations in literary expression methods that may be due to changes in residence and social environment.
In Georgian-language literature published in Israel, religious works are of particular importance. Jews, wherever they lived, considered religious faith and the observance of religious obligations to be a sacred duty that saved this nation from destruction. While living in Georgia, they resided in separate neighborhoods, built synagogues, prayed, and strictly observed the rules and traditions of the Torah. In Israel, Georgians continue their traditional religious life, although they have more opportunities to enhance their religious awareness in the Promised Land alongside fellow Israelis. This was facilitated to some extent by Georgian-language religious works published in Israel, as most Georgian Jews knew only Georgian perfectly.
Various types of religious works were published in Israel, including books of the Bible, elementary issues of the Torah, prophetic passages, basic prayers in Hebrew, information about prominent rabbis and Talmid khakhamim in the Georgian Jewish community, translations of prayers and mitzvot, explanations of the attributes and theology of Judaism, discussions of Judaism in modern conditions, halakhic rules in Georgian (שֻׁלְחָן עָרוּךְ), and more.
Several books by the writer Abraham Mamistvalov have a religious nature, which are examined and characterized in this article, along with prayers, explanations, and notes. After analyzing the texts, it is noted that the religious aspect is particularly prominent and significant in the multi-thematic and multi-faceted work of Abraham Mamistvalov, represented by both translated and original works. The writer\u27s goal is to assist representatives of the Georgian-speaking community in Israel in preserving and enriching their religious consciousness with practically applicable books and to facilitate the observance of customs and rituals established over centuries.
ებრაელები საქართველოში მრავალი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდნენ. XX საუკუნის 70-იან წლებში მათ დაიწყეს მასობრივი რეპატრიაცია („ალია“ ) ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში. „ალიის“ პირველი წლები ქართველი ებრაელებისთვის მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით ხასიათდება. ახალ ქვეყანაში დასამკვიდრებლად საჭირო გახდა ენობრივი და ყოფითი პრობლემების მოგვარება. მიუხედავად ამ სიძნელეებისა, ქართველმა ებრაელებმა წარმატებით განახორციელეს სამწერლობო საქმიანობა. ქართულ ენაზე იწერებოდა სხვადასხვა ჟანრისა და თემის ნაწარმოებები, რომელთა მოპოვება და შესწავლა ქართულ-ებრაული ლიტერატურული ურთიერთობის სრულყოფილად წარმოდგენისათვის აუცილებელია. საინტერესოა ასევე ისრაელში გამოცემული ქართულენოვანი პუბლიკაციების ენობრივ-ლიტერატურული კვლევა, რითაც შეიძლება გამოვლინდეს ის მსგავსება - განსხვავებები, ენობრივი თავისებურებები და სიახლეები ლიტერატურულ გამომსახველობით ხერხებში, რაც სავარაუდოა, განპირობებული იყოს საცხოვრებელი ადგილის და სოციალური გარემოს ცვლილებით.
ისრაელში გამოცემულ ქართულენოვან ლიტერატურაში, ბუნებრივია, გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება რელიგიური ხასიათის ნაწარმოებებს. ებრაელები, სადაც არ უნდა ყოფილიყვნენ, რელიგიური რწმენა და რელიგიური ვალდებულებების დაცვა წმიდათა წმიდა მოვალეობად მიაჩნდათ, რამაც გადაარჩინა ეს ერი განადგურებისგან. საქართველოში ცხოვრების დროს ისინი განცალკევებულ უბნებად ცხოვრობდნენ, აგებდნენ სინაგოგებს, ლოცულობდნენ და მკაცრად იცავდნენ თორის წესებსა და ტრადიციებს. ისრაელში ქართველები აგრძელებენ ტრადიციულ რელიგიურ ცხოვრებას, თუმცა, მათი რელიგიური ცნობიერების ამაღლებას აღთქმულ ქვეყანაში, ერთმორწმუნე ისრაელელებთან ერთად, მეტი შესაძლებლობები აქვს, რასაც გარკვეულწილად ხელს უწყობდა ისრაელში გამოცემული ქართულენოვანი რელიგიური ნაწარმოებებიც, ვინაიდან ქართველი ებრაელების უმეტესობა სრულყოფილად მხოლოდ ქართულ ენას ფლობდა. ისრაელში ქვეყნდებოდა სხვადასხვა ხასიათის რელიგიური ქმნილებები: ბიბლიის წიგნები, თორის ელემენტარული საკითხები, საწინასწარმეტყველო ნაწყვეტები, ძირითადი ლოცვები ებრაულ ენაზე, ცნობები ქართველ ებრაელთა თემში გამორჩეული რაბინებისა და თალმიდ ხახმების შესახებ, ლოცვებისა და მიცვების თარგმანები, იუდაიზმის ატრიბუტიკა და თეოლოგია, იუდაიზმი თანამედროვე პირობებში, ჰალახის წესები ქართულ ენაზე ( שֻׁלְחָן עָרוּךְ) [გულედანი, 2024; გულედანი, 2025] და სხვა.
რელიგიური ხასიათისაა მწერალ აბრაამ მამისთვალოვის რამდენიმე წიგნი, რომლებიც წინამდებარე სტატიაში შესწავლილი და დახასიათებულია.
 
მორფოლოგიის შესწავლა სინტაქსის საფუძველზე რუსულის, როგორც უცხოური ენის სწავლების პროცესში
When studying any language, not only dictionaries describing vocabulary are necessary, but also grammar as a set of rules of this language, allowing you to understand and construct sentences and texts in this language. A person studying any language constantly looks into grammar, mastering the rules of sentence construction in a particular language. These rules are presented as multi-step tasks associated either with recognizing a form and determining its meaning in context, or with creating such forms that would accurately express its intent and not violate the rules of sentence construction.
The question of how to use grammar and in what dose has always caused controversy among teachers of the Russian language. One thing was certain: the combination of lexical and grammatical material creates the basis for studying the language. We can agree that the methodological skill of the teacher who has chosen a specific path of combining these two components is important here.
ნებისმიერი ენის შესწავლისას აუცილებელია არა მხოლოდ ლექსიკონის გამოყენება, რომელიც გვეხმარება ლექსიკური ერთეულების განმარტებაში, ასევე დიდ როლს თამაშობს გრამატიკა, როგორც კონკრეტული ენის წესების ერთობლიობა, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ / ავაწყოთ გრამატიკულად და სტილისტურად გამართული წინადადებები . ნებისმიერი ენის შესწავლისას ადამიანი მუდმივად იკვლევს გრამატიკას, ეუფლება წინადადებების აგების წესებს. აღნიშნული წესები წარმოდგენილია მრავალსაფეხურიანი ამოცანების სახით, რომლებიც დაკავშირებულია ან ფორმის ამოცნობასთან და მისი მნიშვნელობის კონტექსტის დადგენასთან, ან ისეთი ფორმის შექმნასთან, რომლებიც ზუსტად გამოხატავენ მის განზრახვას და არ არღვევენ წინადადების აგების წესებს.
კითხვა, თუ როგორ და რა დოზით გამოვიყენოთ გრამატიკა, ყოველთვის იწვევდა დავას პედაგოგებს შორის (რადგან არსებობს ისეთი მეთოდებიც სწავლების სადაც გრამატიკა მინიმალურია ან საერთოდ არ ფიგურირებს).
ერთი რამ ცხადია: ლექსიკური და გრამატიკული მასალის ერთობლიობა ქმნის ენის შესწავლის საფუძველს. შეგვიძლია შევთანხმდეთ რომ აქ მნიშვნელოვანია იმ პედაგოგის მეთოდოლოგიური მიდგომა, რომელმაც ამ ორი კომპონენტის შერწყმის კონკრეტული გზა აირჩია
ერთ ენაზე საუბარი? სტუდენტებისა და პედაგოგების რეფლექსიის შედარებითი კვლევა კულტურათაშორის კომუნიკაციაზე ფიზიოთერაპიის განათლებაში
As physiotherapy becomes an increasingly globalized profession, the need to equip future practitioners with intercultural communication skills is critical. This study investigates how physiotherapy students and educators from five European countries perceive the development of intercultural communication competence through participation in the MOV-E project hybrid training program. The findings reveal a shared recognition of the importance of culturally responsive communication in clinical practice, but also notable differences in how students and educators assess the challenges. Students reported increased confidence in engaging with diverse patients, especially in scenarios involving disability, gender, and social norms. Educators highlighted more explicit integration of intercultural goals and greater scaffolding in hybrid delivery settings. Both groups identified non-verbal communication, empathy, and strategies for simplifying complex information as key areas of growth. However, gaps emerged in handling linguistic barriers and using interpreters effectively. The study underscores the value of structured, reflective learning to develop intercultural competence in physiotherapy and calls for more inclusive pedagogical designs that align student and teacher expectations across cultural contexts.რადგან ფიზიოთერაპია სულ უფრო გლობალიზებული პროფესია ხდება, მომავალი სპეციალისტების კულტურათაშორისი კომუნიკაციის უნარებით აღჭურვა კრიტიკულ აუცილებლობად მიიჩნევა. ეს კვლევა იკვლევს, თუ როგორ აფასებენ ფიზიოთერაპიის სტუდენტები და პედაგოგები ხუთი ევროპული ქვეყნიდან კულტურათაშორისი კომუნიკაციის კომპეტენციის განვითარებას MOV-E პროექტის ჰიბრიდული სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეობის შედეგად. შედეგები აჩვენებს, რომ ორივე ჯგუფი იზიარებს კლინიკურ პრაქტიკაში კულტურულად მგრძნობიარე კომუნიკაციის მნიშვნელობას, თუმცა სტუდენტებისა და პედაგოგების შეფასებებში არსებითად განსხვავებული ხედვები გამოიკვეთა. სტუდენტებმა განაცხადეს, რომ მათი თავდაჯერებულობა გაიზარდა სხვადასხვა სოციალური, სქესობრივი და შშმ პირებთან ურთიერთობისას. პედაგოგებმა გამოკვეთეს კულტურათაშორისი მიზნების უფრო მკაფიო ინტეგრირების საჭიროება და ჰიბრიდულ სწავლების ფორმატში დამატებითი მხარდაჭერის მნიშვნელობა. ორივე ჯგუფმა აღნიშნა, რომ არავერბალური კომუნიკაცია, ემპათია და რთული ინფორმაციის გამარტივების სტრატეგიები იყო განვითარების მნიშვნელოვანი სფეროები. მიუხედავად ამისა, გამოიკვეთა ხარვეზები ენობრივი ბარიერების გადალახვასა და თარჯიმნებთან ეფექტიან მუშაობაში. კვლევა ხაზს უსვამს სტრუქტურირებული და რეფლექსიური სწავლის მნიშვნელობას კულტურათაშორისი კომპეტენციის განვითარებისათვის ფიზიოთერაპიაში და მოუწოდებს უფრო ინკლუზიური პედაგოგიური მიდგომების შემუშავებას, რომელიც სტუდენტებისა და მასწავლებლების მოლოდინებს შესაბამისობაში მოიყვანს სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში.
 
განათლების ციფრული ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტის როლი აკადემიური ნაშრომების შექმნაში
In recent years, the integration of Artificial Intelligence (AI) into education particularly within the domain of academic writing has become a central topic of scholarly and pedagogical debate. The emergence of generative AI tools such as ChatGPT has profoundly transformed students\u27 approaches to writing, influencing both the processes and outcomes of academic work. AI technologies can simultaneously support and hinder the development of writing competencies. On the one hand, they assist with idea generation, text structuring, language refinement, and access to relevant literature. On the other hand, they pose serious ethical and academic challenges, such as hidden plagiarism, ambiguous authorship, and the potential decline in students’ critical and creative thinking skills.
This article critically examines both the advantages and risks associated with AI-assisted writing. It analyzes how students use AI to enhance grammar, style, argumentation, and interpretation of scholarly sources, while also discussing the implications of AI use on academic honesty, originality, and intellectual effort. The study reviews current practices, highlights the attitudes of academic institutions, and presents key viewpoints within the scholarly community regarding AI’s evolving role in higher education. Ultimately, the article emphasizes that AI can serve as a powerful tool for transformation only when it is used responsibly and reflectively by students who see it as a supplement to, not a substitute for, critical thinking, independent research, and knowledge construction.ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია განათლებაში, განსაკუთრებით კი აკადემიური ნაშრომების წერაში, გახდა ფართო სამეცნიერო და საგანმანათლებლო დისკუსიის საგანი. Generative AI-ის ინსტრუმენტების, როგორიცაა ChatGPT, გამოჩენამ რადიკალურად შეცვალა სტუდენტების ტექსტზე მუშაობის მიდგომები, რაც ეხება როგორც პროცესს, ისე შედეგს. AI ტექნოლოგიებს ერთდროულად შეუძლიათ წერის უნარების გაძლიერება ან მათი დასუსტება. ერთი მხრივ, ისინი ხელს უწყობენ იდეების გენერირებას, ტექსტის სტრუქტურირებას, ენობრივ გაუმჯობესებასა და შესაბამისი ლიტერატურის პოვნას. მეორე მხრივ კი, წარმოშობენ სერიოზულ ეთიკურ და აკადემიურ რისკებს, როგორებიცაა ფარული პლაგიატი, ავტორობის ბუნდოვანება და სტუდენტებში კრიტიკული და კრეატიული უნარების დაკნინება.
სტატიაში გაანალიზებულია AI-ის გამოყენების როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ასპექტები. განხილულია, როგორ იყენებენ სტუდენტები AI-ს გრამატიკისა და სტილის გასაუმჯობესებლად, არგუმენტაციის გასავითარებლად და სამეცნიერო წყაროების ანალიზისთვის, მაგრამ ასევე გამოკვეთილია ის საფრთხეები, რასაც მსგავსი ტექნოლოგიები უქმნის აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, ორიგინალურობასა და ინტელექტუალურ შრომას. გაანალიზებულია არსებული პრაქტიკა და ნაჩვენებია სამეცნიერო წრეების პოზიციები AI-ის როლის შესახებ უმაღლეს განათლებაში. სტატიაში ხაზგასმულია, რომ AI-ის ეთიკური და ეფექტური გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა სტუდენტი მას იყენებს პასუხისმგებლიანად და გააზრებულად, როგორც დამხმარე საშუალებას, და არა როგორც კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებელი კვლევის შემცვლელს
საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციები თავდაცვისა და უშიშროების სფეროში, პრობლემები და სამომავლო პერსპექტივები
This paper examines the amendments made to the country’s main law on October 13, 2017, the limited powers of the President as the Commander-in-Chief, the problems that have arisen, ways to address them, and the expected outcomes. Particular attention is paid to the competences of the Commander-in-Chief of the Armed Forces, such as declaring a state of emergency or martial law and making decisions on the use of defense forces. As a result of the aforementioned constitutional amendments, the authority to make decisions on the use of defense forces has been entirely removed from the President’s powers, while the exercise of competences related to declaring a state of emergency or martial law is only possible in coordination with the executive branch.
The study, analysis, and reasoned conclusions of the problematic issues provide an answer to the question of whether, under a parliamentary system and given the President’s limited powers, the Head of State and Commander-in-Chief of the Armed Forces can, if necessary, make decisions regarding the use of defense forces and independently declare a state of emergency or martial law without coordination with the government.ნაშრომში განხილულია ქვეყნის ძირითად კანონში 2017 წლის 13 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებები, პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის შეკვეცილი უფლებამოსილებები, წარმოქმნილი პრობლემები, მათი მოგვარების გზები და მოსალოდნელი შედეგები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ისეთ კომპეტენციებზე როგორებიცაა საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება და თავდაცვითი ძალების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიღება. ზემოხსენებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად თავდაცვითი ძალების გამოყენებაზე გადაწყვეტილები მიღება საერთოდ გამოირიცხა პრეზიდენტის უფლებამოსილებათა ჩარჩოებიდან რაც შეეხება კომპეტენციებს საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადების მიმართულებით რეალიზება მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმების შემდეგადაა შესაძლებელი.
პრობლემური საკითხების შესწავლა, ანალიზი და არგუმენტირებული დასკვნები იძლევა პასუხს კითხვაზე შესაძლებელია თუ არა საპარლამენტო მმართველობის პირობებში პრეზიდენტის მწირი კომპეტენციების გათვალისწინებით სახელმწიფოს მეთაური და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, საჭიროების შემთხვევაში იღებდეს გადაწყვეტილებას თავდაცვითი ძალების გამოყენების თაობაზე, ამასთან ერთად მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, დამოუკიდებლად აცხადებდეს საგანგებო და საომარი მდგომარეობას
ტოლედოს მთარგმნელობითი სკოლა და მისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა
The capture of Toledo is one of the most important events in Spanish history. By capturing Toledo, the Spanish not only liberated the old capital from the Muslims, but some of the Arabic and Hebrew translations of tjhe mosr important ancient and oriental texts preserved in the Toledo library also ended up in the hands of Christians.
Thanks to king Alfonso VI, which meant creating conditions for peaceful coexistence for the followers of 3 religionns in Toledo, it became possible that Christians, Muslims and Jews should work together to translate these important works into Latin and bring them to Europe. Toledo turned out to be the city where the long-forgotten Greco-Latin heritage was translated and exported to neighboring Christian Kingdoms and new to Europe at that time, Eastern (Persian, Arabic, Hebrew, Indian) knowledge. It was the School of Toledo that reminded Europe of Aristotle, along with other Greek thinkers and introduced it to Eastern civilization. The Toledo School of Translation gave impetus to Europe’s awakening from the dogmatic views of the Middle Ages and prepared it for the European Renaissance.
The later translation of texts into Spanish only, which was an initiative of Alfonso X the Wise, on the one hand, laid the foundation for the creation of important works in Spanish, he maintained and refined the “new developed” Castilian language and turned it into a written language, the language of literature an science.ტოლედოს აღება ესპანეთის ისტორიაში ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენაა. ტოლედოს აღებით ესპანელებმა არა მხოლოდ ძველი დედაქალაქი გაათავისუფლეს მუსულმანებისგან, არამედ ქრისტიანთა ხელში აღმოჩნდა ტოლედოს ბიბლიოთეკაში დაცული უმნიშვნელოვანესი ანტიკური და აღმოსავლური ტექსტების არაბული და ებრაული თარგმანების ნაწილიც.
მეფე ალფონსო VI-ის ტოლერანტული რელიგიური პოლიტიკის წყალობით, რაც გულისხმობს ტოლედოში სამი რელიგიის აღმსარებლებისათვის მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობების შექმნას, შესაძლებელი გახდა, რომ ქრისტიანებს, მუსულმანებსა და ებრაელებს ერთობლივი ძალებით აღნიშნული უმნიშვნელოვანესი ნაშრომები ეთარგმნა ლათინურად და გაეტანათ ევროპაში. ტოლედო აღმოჩნდა ის ქალაქი, სადაც თარგმნეს და საიდანაც მეზობელ ქრისტიანულ სამეფოებში გაიტანეს დიდი ხნის წინ მივიწყებული ბერძნულ-ლათინური მემკვიდრეობა და იმ პერიოდის ევროპისთვის ახალი, აღმოსავლური (სპარსული, არაბული, ებრაული, ინდური) ცოდნა. სწორედ ტოლედოს სკოლამ გაახსენა ევროპას არისტოტელე სხვა ბერძენ მოაზროვნეებთან ერთად და გააცნო მას აღმოსავლური ცივილიზაცია. ტოლედოს მთარგმნელობითმა სკოლამ მისცა ბიძგი შუა საუკუნეების დოგმატური შეხედულებებისგან ევროპის გამოფხიზლებას და მოამზადა ის ევროპული რენესანსისათვის.
რაც შეეხება ტოლედოს მთარგმნელობითი სკოლის მნიშვნელობას ადგილობრივ დონეზე, მოგვიანებით დაწყებულმა ტექსტების მხოლოდ ესპანურ ენაზე თარგმნამ, რაც ალფონსო X ბრძენის ინიციატივა იყო, ერთი მხრივ, საფუძველი ჩაუყარა უმნიშვნელოვანესი ნაშრომების შექმნას ესპანურ ენაზე, ხოლო მეორე მხრივ, გამართა და დახვეწა „ახალფეხადგმული“ კასტილიური ენა და აქცია ის სამწერლობო ენად, ლიტერატურისა და მეცნიერების ენად
ქართული ენის სწავლების კურიკულუმის შემუშავება საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტებისთვის საქართველოში: საჭიროებები, გამოწვევები და საგანმანათლებლო სტრატეგიები
As Georgia emerges as a hub for international medical education, the need for effective Georgian language instruction tailored to international medical students has become increasingly urgent. This study explores the unique linguistic, academic, and professional challenges faced by foreign students enrolled in Georgian medical universities. While many institutions provide basic language courses, these often fail to address the specific communicative needs required in clinical and academic settings, such as doctor-patient interactions, comprehension of medical terminology, and participation in practical internships.
This research also responds to the requirements of Clause 11 of Section 4 (Teaching, Learning, and Assessment) of the Sectoral Characteristics, which mandates that foreign-language medical education programs must include Georgian language instruction for effective communication with patients and medical staff, totaling no less than 12 ECTS credits.
The research employs a mixed-methods approach, combining surveys of international medical students with interviews of Georgian language instructors and medical faculty. It investigates students’ experiences with current language instruction, identifies key obstacles in acquiring Georgian within a medical context, and evaluates the adequacy of existing curricula. The study also draws from best practices in Language for Specific Purposes (LSP) and models of curriculum development from comparable multilingual educational environments.
Findings highlight a pressing need for targeted language instruction that goes beyond everyday communication to include professional and culturally sensitive language use in healthcare settings. The paper proposes a flexible, tiered curriculum structure that integrates medical vocabulary, clinical communication skills, and contextual learning opportunities such as hospital shadowing and role-plays.
Ultimately, this research contributes to the advancement of language education policy in Georgia and supports the academic and professional success of international medical students through evidence-based curriculum design.ქართული ენის ეფექტური სწავლების აუცილებლობა, რომელიც მორგებული იქნება საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტებზე, სულ უფრო მწვავე ხდება, გამომდინარე იქედან, რომ საქართველო იქცა საერთაშორისო სამედიცინო განათლების მიზიდულობის ცენტრად. ეს კვლევა შეისწავლის ენობრივ, აკადემიურ და პროფესიულ გამოწვევებს, რომლებსაც აწყდებიან უცხოელი სტუდენტები ქართულ სამედიცინო უნივერსიტეტებში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ენის ძირითად კურსებს, ეს ხშირად ვერ პასუხობს სპეციფიკურ კომუნიკაციურ საჭიროებებს, რომლებიც აუცილებელია კლინიკურ და აკადემიურ გარემოში, როგორიცაა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა, სამედიცინო ტერმინოლოგიების გაგება და პრაქტიკულ საქმიანობაში მონაწილეობა.
ეს კვლევა ასევე პასუხობს დარგობრივი მახასიათებლების მე-4 ნაწილის 11-ე პუნქტის (სწავლება, სწავლა და შეფასება) მოთხოვნებს, რომელიც ავალდებულებს, რომ უცხოენოვანი სამედიცინო განათლების პროგრამები უნდა შეიცავდეს ქართული ენის სწავლებას პაციენტებთან და სამედიცინო პერსონალთან ეფექტური კომუნიკაციისთვის, სულ მცირე 12 ECTS კრედიტის ოდენობით.
კვლევაში გამოყენებულია კვლევის შერეული მეთოდები, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტების გამოკითხვას ქართული ენის ინსტრუქტორებისა და სამედიცინო ფაკულტეტის წარმომადგენლებთან ჩაღრმავებულ ინტერვიუებს. იგი იკვლევს სტუდენტების გამოცდილებას მიმდინარე ენობრივ ინსტრუქციებთან დაკავშირებით, აღმოაჩენს ქართული ენის სამედიცინო კონტექსტში ათვისების მთავარ დაბრკოლებებს და აფასებს არსებული კურიკულუმების სათანადოობას. კვლევა ასევე ეყრდნობა სპეციფიკური დანიშნულების ენისა (LSP) და კურიკულუმის შემუშავების მოდელებს შესაფერისი მრავალენოვანი საგანმანათლებლო გარემოდან.
დასკვნები ხაზს უსვამს მიზნობრივი ენობრივი ინსტრუქციის გადაუდებელ საჭიროებას, რომელიც სცდება ყოველდღიური კომუნიკაციის ფარგლებს და მოიცავს პროფესიულ და კულტურულად მგრძნობიარე ენის გამოყენებას ჯანდაცვის დაწესებულებებში. ნაშრომი გვთავაზობს მოქნილ, სხვადასხვა დონეების მიხედვით განსაზღვრული კურიკულუმის სტრუქტურას, რომელიც აერთიანებს სამედიცინო ლექსიკონს, კლინიკური კომუნიკაციის უნარებს და კონტექსტურ სწავლის შესაძლებლობებს, როგორიცაა საავადმყოფოში დაკვირვება და როლური თამაშები.
საბოლოო ჯამში, ეს კვლევა ხელს უწყობს საქართველოში ენობრივი განათლების მიდგომების განვითარებას და მხარს უჭერს საერთაშორისო სამედიცინო სტუდენტების აკადემიურ და პროფესიულ წარმატებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული კურიკულუმის შემუშავების მეშვეობით
საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიოკომიტეტი (1979-1986 წწ): დე იურე – საბჭოთა იდეოლოგიური ინსტრუმენტი, დე ფაქტო – საზოგადოებრივი მაუწყებლის პროტოტიპი
The research paper aims to study the television broadcasting policy and practice of the State Committee for Television and Radio Broadcasting of the Georgian SSR from 1979 to 1986. We hypothesize that Georgian Television, as it existed during the specified years, despite its state status and operating conditions within the Soviet regime, represented a prototype of public service broadcasting. It succeeded in fulfilling its public mission by establishing the following conditions: achieving public legitimacy, safeguarding cultural sovereignty, mobilizing human capital, and implementing innovative practices. The research fills a significant academic gap regarding Georgian media from 1979 to 1986 and makes a substantial contribution to the international discourse on media studies. It argues that public service broadcasting can exist even in a state with limited autonomy, provided the broadcaster achieves the highest professional standards. Furthermore, the study confirms that the idea of public service broadcasting in Georgia is underpinned by local historical practice.
კვლევითი ნაშრომის მიზანია 1979-1986 წწ. საქართველოს სსრ-ს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის სატელევიზიო მაუწყებლობის პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლა. ჩვენი ვარაუდით, აღნიშნული წლების საქართველოს ტელევიზია, მიუხედავად მისი სახელმწიფო სტატუსისა და საბჭოთა რეჟიმში მუშაობის მოცემულობისა, წარმოადგენდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროტოტიპს, რომელმაც შეძლო საზოგადოებრივი მისიის შესრულება შემდეგი პირობების შექმნით: საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მოპოვებით, კულტურული სუვერენიტეტის დაცვით, ადამიანური კაპიტალის მობილიზებითა და ნოვატორული პრაქტიკის დანერგვით. კვლევა ავსებს მნიშვნელოვან აკადემიურ სიცარიელეს 1979-1986 წწ. ქართულ მედიაზე და წარმოადგენს მნიშვნელოვან კონტრიბუციას მედიის კვლევის საერთაშორისო დისკურსშიც, რადგან ამტკიცებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობის არსებობა შესაძლებელია შეზღუდული ავტონომიის მქონე სახელმწიფოშიც, თუკი მაუწყებელი მიაღწევს უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს, ამასთან, ადასტურებს, რომ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობის იდეას საფუძვლად უდევს ადგილობრივი ისტორიული პრაქტიკა